თეგი: NATO-საქართველო

ხავიერ კოლომინა: არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობაზე, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის პირველი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მისი ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის კიდევ ერთხელ გააზრებაა. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი", - აცხადებს კოლომინა „ამერიკის ხმის“ ცნობით. ხავიერ კოლომინამ საქართველოში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. „ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი, იმ შესაძლებლობის გააზრებაა, რომელიც მჯერა, რომ თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირის გადაწყვეტილებისა და 12 რეკომენდაციის შემდეგ. NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ 12 რეკომენდაცია ემთხვევა იმ 10 რეკომენდაციას, რომელიც NATO-მ მისცა თქვენს ხელისუფლებას, არსებითი პაკეტის ფარგლებში. გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზა, რომლისთვისაც რეკომენდაციები ძალიან მკაფიო ნიშნებია და ძალიან ვცდილობთ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ქვეყანა მზად იყოს, როდესაც მისთვის შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

NATO: მზად ვართ, საქართველოსთვის მხარდაჭერა გავზარდოთ

NATO მზადაა, კიდევ უფრო გაზარდოს ქართველოს მიმართ მხარდაჭერა. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა. NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, საუბარია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე მხარდაჭერის გაძლიერებაზე, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ სფეროებში, ასევე საქართველოს კიბერ შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდაზე. NATO-ს ოფიციალური პირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ალიანსი მზადაა, პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. „NATO-ს საქართველოსთან მყარი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ნოემბრის ბოლოს, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ესწრებოდნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზადაა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ამ ქვეყნების მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა ამ ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვა უზრუნველყონ. ჩვენ მზად ვართ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით დავეხმარებით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.

იენს სტოლტებერგი: ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ, თუ როგორ გაძლიერდეს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. ამ შეხვდრის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტებერგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. იენს სტოლტენბერგმა პარტნიორებისთვის ადრეულ ეტაპზე მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ გაკვეთილის ათვისების მაგალითად უკრაინა მოიყვანა. „ვფიქრობ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომიდან მივიღეთ, არის პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული და არა დაგვიანებით უზრუნველყოფა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსული ინტერვენციის მიმართ.  ამიტომ, მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, და ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ საკითხებთან, კრიზისების მართვასთან და უსაფრთხო კომუნიკაციასთან მიმართებით. ამდენად, დიახ, მორგებული პარტნიორობა, მორგებული მხარდაჭერა არის ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პარტნიორებთან მიმართებით, როგორიცაა საქართველო“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტი ალიანსმა მადრიდის სამიტზე, ივნისში დაამტკიცა.  

NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს

NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა. „NATO-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას. NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად”, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.

NATO და საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ბრძოლისთვის სამეცნიერო თანამშრომლობას აძლიერებენ

NATO და საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ბრძოლისთვის სამეცნიერო თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ Europetime-ს NATO-ს პრესსამსახურიდან აცნობეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 50-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტებიდან. ღონისძიებაზე NATO-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” (SPS) პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებული აქტივობები აღინიშნა, მათ შორის კვლევები მდგრადობისა, და გეოლოგიური საფრთხისგან და მიწისქვეშა აფეთქებებისგან ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ. „მოხარული ვართ, რომ წარმოვაჩინოთ SPS პროგრამა თბილისში. ვიმედოვნებ, რომ ეს საინფორმაციო დღე საშუალებას მისცემს საქართველოს უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს კვლევით საქმიანობაში, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებსა და პრიორიტეტებს შეესაბამება”, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას.