თეგი: NCDC
რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაიმუნის ყვავილის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. 2021 წელს ოთხი კონტინენტის 15 ქვეყანაში დაფიქსირდა ადამიანების მაიმუნის ყვავილით დაინფიცირების შემთხვევები, რომელთა უმრავლესობა დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მაიმუნის ყვავილის კლინიკა უპირატესად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე). ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავარაუდო შემთხვევების გამოვლენას. ჯანმოს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია: შესაძლო შემთხვევა ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად. სავარაუდო შემთხვევა შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან. დადასტურებული შემთხვევა კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო-ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან. ნატურალური ყვავილის საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
მსოფლიოში, 50 არაენდემურ ქვეყანაში აღრიცხულია „მაიმუნის ყვავილის“ 4100-ზე მეტი შემთხვევა
26 ივნისის მდგომარეობით მსოფლიოში, 50 არაენდემურ ქვეყანაში, აღრიცხულია მაიმუნის ყვავილის 4100-ზე მეტი შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინიცირებით, მიმდინარე კვირაში შეიკრიბა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტი (IHR 2005 Emergency Committee) მაიმუნის ყვავილით გამოწვეული ეპიდაფეთქვების ანალიზის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური რისკის შეფასებისა და შემდგომი რეაგირებისთვის. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) ავრცელებს. საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე მაიმუნის ყვავილის გავრცელებით გამოწვეულ აფეთქებას არ ანიჭებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის სტატუსს (Public Health Emergency of International Concern). რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე ეპიდ-აფეთქების ინტენსიურ თვალყურის დევნებასა და რისკების შეფასებას. არსებული მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში გადაწყვეტილება განახლდება საჭიროების შესაბამისად. ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმო რეკომენდაციას უწევს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციული ღონისძიებების დაცვას. „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე
პაპილომავირუსზე უფასო ვაქცინაცია შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. 15-დან 26 წლამდე ბიჭებისა და კაცებისთვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 - 11 - 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. 13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის კაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. NCDC-ის თანახმად, ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ: http://bitly.ws/Pq56