თეგი: NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევა: მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%

NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43%. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, კვლევის პასუხები შემდეგია: კარგად – 43%; ცუდად – 43%. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა ასევე, NDI-ის კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. ასევე, კვლევის მიხედვით, მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.  

ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ოჯახის წევრი, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფს ფინანსურად, საზღვარგარეთ ჰყავს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა კითხვაზე ჰყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და ოჯახს რეგულარულად უგზავნის ფულს, 2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 16%-მა განაცხადა, რომ დიახ. მაშინ, როცა 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი 12% იყო. ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15% აცხადებს, რომ მოსალოდნელია მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ თავად წავიდეს საზღვარგარეთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია აზალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. აღნიშნული მონაცემი შემცირებულია 2022 წლის დეკემბრის კვლევის შედეგებთან. დეკემბერში აღნიშნულ კითხვას ამგვარად გამოკითხულთა 20%-მა უპასუხა. ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად სახელდება. ყოველი მეორე მოქალაქე კი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კითხვაზე თუ როგორ აფასებდნენ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა რომ — ცუდად, 42%-მა კი — საშუალოდ. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 9% აფასებს. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.  

„ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია - თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პარტიული რეიტინგების თვალსაზრისით, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან. მისივე თქმით, ზოგადად, მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს როცა არ ეთანხმება და საფუძვლიანი კითხვები აქვს, ამის შესახებ პირდაპირ ამბობს. NDI-ის კვლევა: მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43% „ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და, რასაკვირველია, პატივს ვცემთ სამუშაოს, რასაც ისინი ასრულებენ. რაშიც არ ვეთანხმებით, იმასთან დაკავშირებით საფუძვლიანი კითხვის ნიშნები გვაქვს და ყოველთვის პირდაპირ ვამბობთ ხოლმე. როგორც ჩანს, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან იმ განსხვავებების თვალსაზრისით, რაც პარტიებს შორის რეიტინგებში ჩანს. სხვა საკითხებზეც საინტერესოა ამ კვლევაში გამოხატული პოზიციები. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ორი კვირის წინ იყო 15. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ არჩევნების შედეგით ოფიციალურად გაფორმდება, რომ პარტიამ დაკარგა მთავარი ოპოზიციის ადგილი, როლი, რაც დემოკრატიაში ნამდვილ ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.