თეგი: Naftogaz

ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინის Naftogaz-სთვის 5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის მუდმივმოქმედმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს დაავალა, 5 მილიარდი დოლარი გადაუხადოს უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის მონოპოლიას ნაფტოგაზს. ამის შესახე უკრაინული მედიის ცნობით, კომპანიის პრესსამსახური იტობინება. ეს არის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ „ნაფტოგაზის“ აქტივების უკანონოდ ჩამორთმევით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპენსაციის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ნაფტოგაზის აქტივების სამართლიან საბაზრო ღირებულებას მათ დაყადაღებამდე, ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთი ამტკიცებდა, რომ „ნაფტოგაზს“ არ ჰქონდა რაიმე კომპენსაციის უფლება, მაგრამ სასამართლო ამას არ დათანხმდა. „ახლა რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, - თქვა ოლექსიი ჩერნიშოვმა, ნაფტოგაზ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რადგან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესრულება შესაძლებელია აღსრულების მექანიზმით. რუსეთს ასევე მოუწევს „ნაფტოგაზისთვის“ 2016 წელს მოთხოვნილი საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსირებაც. მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის მიერ არის ანექსირებული.  

ისტორიაში პირველად, უკრაინამ ზამთარი ქვეყნის შიგნით წარმოებული გაზის ხარჯზე გადალახა - Naftogaz

ისტორიაში პირველად, უკრაინამ ზამთარი ქვეყნის შიგნით წარმოებული გაზის ხარჯზე გაიარა. ამის შესახებ „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა. „ათი წლის წინ ამას არავინ დაიჯერებდა. ორი წლის წინ, როდესაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ასევე რთული იყო ამის დაჯერება. მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და ახლა ვგეგმავთ, მომავალშიც შევინარჩუნოთ უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ტენდენცია,“ - განაცხადა ჩერნიშოვმა. უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის გიგანტმა “ნაფტოგაზმა„ 2023 წლის ზაფხულის ბოლომდე, გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად, 14 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგი დააგროვა. ჩერნიშოვმა გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ეს რიცხვი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც ქმნიდა შანსს, რომ მომავალი ზამთარი იმპორტირებული გაზის გარეშე გაევლოთ. მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა, რომელმაც მილიონობით ზიანი მიაყენა კომპანიის ობიექტებს, გაზის შიდა წარმოების გაზრდა დიდი ხანია, ნაფტოგაზის მიზანია. Naftogaz-ის წარმოების ფილიალმა, Ukrgasvydobuvannya-მ, 2023 წელს შიდა ბუნებრივი აირის ყოველდღიური წარმოების მაჩვენებელი 11%-ით გაზარდა. ეს მაჩვენებელი ყველაზე დიდია 2019 წლის აპრილის შემდეგ. Ukrgasvydobuvannya-მა პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასევე დაამყარა რეკორდი გაზის ყოველდღიური მოპოვებით. კომპანიამ დღეში 38,54 მლნ კუბურ მეტრი კომერციული გაზის წარმოებას მიაღწია. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 31 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების მიუხედავად, უკრაინის ენერგეტიკული სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს, რადგან ქვეყანა ზამთრის სეზონზე საკუთარ გაზზეა დამოკიდებული. უკრაინა გათბობის სეზონისთვის მხოლოდ საკუთარ გაზს პირველად გამოიყენებს