თეგი: Nord Stream
კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
რუსეთმა ევროპისთვის ჩრდილოეთ ნაკადის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება. თუმცა ევროკავშირი გაზპრომს სანდო მიმწოდებლად აღარ თვლის და ცივი ზამთრისთვის მომზადებას ჩქარობს. ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო „აშკარაა, რომ რუსეთი გაზს იარაღად იყენებს ამ ომში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაზის სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის", - განაცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა აგნეს პანიერ-რუნაშემ სამშაბათს რადიო France Inter-ის ეთერში. მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ზამთარში ენერგოდეფიციტის პირობებში ენერგიის მოხმარება უნდა შემცდირდეს. ომამდე რუსული იმპორტი ევროპაში დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. ახლა ეს წილი 25%-მდე შემცირდა, ვინაიდან მიმდინარე მიწოდება არ აღემატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალო მოცულობის მესამედს. „რუსული გაზის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია. ბაზარზე უბრალოდ არ არის უფასო ნედლეული: ყველა არსებული ალტერნატიული მიმწოდებელი, როგორიცაა კატარი, ნორვეგია ან აშშ, ვერ ახერხებენ, სწრაფად გაზარდონ წარმოება. მაშინაც კი, თუ მილიარდები ჩაიდება ახალი საბადოების განვითარებაში, კომერციული წარმოება სავარაუდოდ, 10-15 წელიწადში დაიწყება“, - წერს BBC. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებმა მიწისქვეშა გაზის საწყობების მარაგების ვადაზე ადრე შევსება მოახერხეს. ახლა ისინი შარშანდელ მაჩვენებელს მეოთხედით აღემატება და ზოგადად თითქმის 80%-ით არის სავსე. ევროკომისიის საგაზაფხულო გეგმა გადამეტებით შესრულდა. ამჟამინდელი რეზერვები მხოლოდ შედარებით ნაკლებად ცივი ზამთრისთვის იქნება საკმარისი და მალევე დადგება მომავალი ზამთრისთვის საწყობების შევსების საკითხი. ევროპელებს დიდი ხანია სჯერა, რომ კრემლი ნებისმიერი საბაბით სრული გათიშვისთვის ემზადება. გაზპრომის გულწრფელობის არც ბრიუგელის კვლევითი ცენტრის ეკონომისტს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს სჯერა. მისი აზრით, მთავარი სცენარი რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებაა. მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა
Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა. დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია. ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.
შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, Nord Stream-ზე დივერსია დაადასტურა
შვედეთის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდი იუწყება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცველი ორგანოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream1-სა და Nord Stream2-ის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს“. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა მანამდე დასავლურმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთისა და დანიის სანაპიროებთან Nord Stream1-ის გაზსადენის მონაკვეთზე აფეთქების დღეს, დივერსიის ზონაში რუსული ხომალდები და წყალქვეშა ნავები შენიშნეს. სპეცსამსახურების და დასავლური მთავრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არ ადასტურებს რუსეთის ჩარევას დივერსიაში, მაგრამ ეჭვს ბადებს. დასავლური დაზვერვა პუტინის გამოთვლას ასე ხსნის: ევროპისთვის განკუთვნილი გაზის გაჟონვა კიდევ უფრო გაზრდის ენერგეტიკულ ფასებს ევროპაში და ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მოსთხოვს მთავრობებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია და დაიწყონ ბიუჯეტის ფულის დახარჯვა საშინაო საჭიროებებზე და თანხები აღარ მიმართონ უკრაინისკენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებებს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა. რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
შვედეთმა Nord Stream-ის გაზსადენის დაზიანების ირგვლივ გამოძიება დაასრულა
2022 წელს Nord Stream-ის ორი წყალქვეშა გაზსადენის დივერსია საიდუმლოდ რჩება. შვედეთის პროკურატურის ცნობით, შვედეთმა გამოძიება დამნაშავეთა ვინაობის შესახებ რაიმე მკაფიო დასკვნის გამოტანის გარეშე დაასრულა. გამოძიება ასკვნის, რომ შვედეთის იურისდიქციის არარსებობის გამო, გამოძიება უნდა დაიხუროს. „წინასწარი გამოძიება შეწყდა, რადგან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შვედეთი ან მისი მოქალაქეები მონაწილეობდნენ თავდასხმაში,“ ნათქვამია განცხადებაში. მომხდარის გამოძიება გერმანიაშიც მიმდინარეობს. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანიის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ წინასწარ გამოძიებასთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ გადავეცით მასალები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს როგორც მტკიცებულება გერმანიის გამოძიებაში," - ამბობს პროკურორი მატს ლუნგკვისტი, რომელიც შვედეთის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. შვედეთის პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 26 სექტემბერს განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა საერთაშორისო წყლებში, რომლის სამიზნე Nord Stream იყო. შვედეთის წინასწარი გამოძიებით, დივერსია დადგინდა. გამოძიების მთავარი მიზანი იყო იმის გარკვევა, მონაწილეობდნენ თუ არა შვედეთის მოქალაქეები საბოტაჟში და გამოიყენებოდა თუ არა შვედეთის ტერიტორია ამ აქტისთვის. Nord Stream 1 და Nord Stream 2 რუსული სახელმწიფო „გაზპრომის“ მიერ აშენდა გერმანიაში, წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადასატანად. თუმცა, Nord Stream 2 არასოდეს შესულა ექსპლუატაციაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო და Nord Stream 1 კი, რუსული კომპანია „გაზპრომის“ მიერ 2022 წლის ზაფხულში დაიხურა. ოთხი მილსადენიდან სამი 2022 წლის 26 სექტემბერს ააფეთქეს. გამოძიებამ მიუთითა, რომ რუსული ხომალდები ძალიან აქტიურობდნენ ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენებთან აფეთქებამდე. უკრაინული მედია წერს, რომ მედისაშუალებების მიერ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების უკან შესაძლოა, იახტაზე მყოფი უკრაინელი დივერსანტების კერძო ჯგუფი ყოფილიყო, მაგრამ ეს ვერსია სერიოზულად არ განიხილება.