თეგი: Raiffeisen Bank International

ავსტრიამ „რაიფაიზენბანკის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ავსტრიის ფინანსური მარეგულირებელი FMA Raiffeisen Bank International-ის საქმეს იძიებს. გამოძიებას ფულის გათეთრებაზე აქვს ეჭვი. Reuters-ის წყაროს ცნობით, გამოძიება რუსეთთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს და მონაცემთა გაჟონვას ეხება. ბანკში განმარტეს, რომ მარეგულირებელი სამი კლიენტის მიერ, 2017-დან 2020 წლამდე შესრულებულ გადახდებს სწავლობს. კომპანია დაჯარიმების შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსული Raiffeisenbank-ის მფლობელმა Raiffeisen Bank International-მა განაცხადა, რუსეთი თავისი ბიზნესის შეზღუდვას აპირებდა. ამ დრომდე RBI-ს რუსეთიდან გასვლა გადაიდო. ამავდროულად, Raiffeisenbank დარჩა ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ ბანკთა შორის, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარებოდა. ეს საშუალებას აძლევს მას, რომ სავალუტო ოპერაციები შეზღუდვების გარეშე აწარმოოს. უკრაინამ Raiffeisen Bank „ომის სპონსორთა“ სიაში შეიყვანა, მაგრამ მას შემდეგ რაც ავსტრიამ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი დაბლოკა, კიევმა ბანკი სიიდან ამოიღო. ამას ვენამ უპასუხა და სანქციებზე ვეტო მოხსნა. ჩეხეთი და აშშ რუსეთში „რაიფაიზენ ბანკის“ საქმიანობას იძიებენ