თეგი: Rheinmetall
გერმანული წარმოების Leopard 1-ის ტიპის ტანკები ბელგიიდან უკრაინაში გაიგზავნება
გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. იტყობინება გაზეთი Handelsblatt.-ი. წყაროების თანახმად, Rheinmetall-მა ბელგიური კომპანია OIP Land Systems-ისგან 50 ტანკი - Leopard 1 შეიძინა. მისივე ცნობით, მოგვიანებით, ტანკები გერმანული კონცერნის დიუსელდორფის ქარხანაში შეკეთდება. „საბოლოოდ, 50 საბრძოლო ტანკიდან 30-მდე უკრაინას გადაეცემა,“ - წერს გაზეთი. თავის მხრივ, Reuters-ი წერს, რომ ათობით მეორადი Leopard 1-ის ტიპის ტანკი, რომელიც ოდესღაც ბელგიას ეკუთვნოდა, სხვა ევროპულმა ქვეყანამ იყიდა უკრაინული ძალებისთვის. თავდაცვის კომპანიის OIP Land Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს განუცხადა, რომ ტანკები ბელგიის მთავრობისგან ხუთ წელზე მეტი ხნის წინ იყიდა. ახლა 50 ტანკი მიჰყიდა სხვა ევროპულ მთავრობას, რომლის დასახელებაც არ შეუძლია. ის ასევე ვერ ასახელებს ფასს. OIP Land Systems-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ტანკები ახლა გადაყვანილია ქარხანაში არსებითი რემონტისთვის. მისი თქმით, ტანკების ნაწილი გამოყენებული იქნება სათადარიგო ნაწილებისთვის, ნაწილი კი შეკეთდება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ფაქტს არ გამოხმაურებია არც ბელგიური მხარე. კიევის რამდენიმე დასავლელი მოკავშირე, უკრაინაში თანამედროვე Leopard 2-ის და Leopard 1-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე ამ წლის დასაწყისში შეთანხმდა. Leopard 1 გერმანულმა ფირმა Krauss-Maffei-მ დაამზადა. ის უფრო მსუბუქია ვიდრე Leopard 2 და აქვს სხვა ტიპის მთავარი იარაღი. Versluys-ის მიერ გაყიდული მოდელები ბოლოს 1990-იან წლებში განახლდა. გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე, Gepard-ის ტიპის 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს და დამატებით, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს
მედია: გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის. იტყობინება გერმანული მედია კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, NG-ი Luna-ს ახალი თაობის დრონებს წარმოადგენს. სხვა მოდელის დრონები კი, უკრაინას უკვე გადაცემული აქვს. Luna NG -ი უახლესი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც წინა მოდელებს ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით უსწრებს წინ. დრონის ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტია, მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი კი, 100 კმ-ს აჭარბებს. უფრო ადრე გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორ გამშვებს, უპილოტო საფრენი აპარატებს, მანქანებს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხედრო დახმარების განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე თავისი სარაკეტო და უპილოტო დარტყმები გააძლიერა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დასავლეთს საჰაერო თავდაცვის უფრო მეტად გაძლიერების მოწოდებით მიმართეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას 10-დან 12-მდე Patriot-ის სისტემა სჭირდება, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას.
გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი აცხადებს. Luna NG უპილოტო საჰაერო სისტემა რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავთან ერთად, სახმელეთო კონტროლის სადგურისგან შედგება. სისტემაში ასევე შედის გამშვები კატაპულტი, დამატებითი უსაფრთხოებისა და სწრაფი შეკეთების აღჭურვილობა. გერმანული მედია 13 აგვისტოს წერდა, რომ გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის.
იარაღის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Rheinmetall-მა უნგრეთში ქარხანა გახსნა
დასავლეთ უნგრეთის ქალაქ ზალაეგერსეგში, გერმანული კონცერნის Rheinmetall-ის ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია Rheinmetall-მა Twitter-ზე განათავსა. ქარხანა 33 ჰექტარზეა განთავსებული და თანამედროვე კვლევით ცენტრსაც მოიცავს. ადგილზე დასაქმებულია ასობით მუშაკი. Rheinmetall-ის წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ 350 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. კონცერნის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა, რომელიც ქარხნის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, ფაქტს უწოდა „მჭიდრო კავშირების მტკიცებულება მთავრობასთან და უნგრეთის შეიარაღებულ ძალებთან, რომელიც არის ევროკავშირის პარტნიორი და NATO-ს წევრი.“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა ზალაეგერსეგში, ისრაელის კომპანია Uvision-თან ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ გამოაცხადა, რომელიც უნგრეთში საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
Rheinmetall-ი უკრაინაში ტანკების შეკეთებას უახლოეს მომავალში დაიწყებს
იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall უკრაინაში ტანკების შეკეთების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დიუსელდორფში დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელმა, არმინ პეპერგერმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. პეპერგერის თქმით, 12 უკრაინელისგან შემდგარმა პირველმა ჯგუფმა გერმანიაში სწავლება დაასრულა. დაგეგმილია კიდევ 12 უკრაინელის მიღება. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის გერმანულმა Rheinmetall-მა 15 აგვისტოს დაადასტურა, რომ უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.
გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის წარმოებას იწყებს
გერმანიის მარეგულირებელმა, უკრაინაში იარაღის მწარმოებელი კომპანიის, Rheinmetall-ის გეგმები დაამტკიცა. კერძოდ, გერმანული მწარმოებელი უკრაინის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიასთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნასა აპირებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Rheinmetall-ი უკრაინაში ტანკების შეკეთებას უახლოეს მომავალში დაიწყებს „ეს ახალი საწარმო უზრუნველყოფს „სამხედრო მანქანების მოვლა-შენახვას, აწყობას, წარმოებას და განვითარებას“ და თავდაპირველად ექსკლუზიურად უკრაინის ტერიტორიაზე იმუშავებს, განაცხადა გერმანულმა მხარემ. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის გერმანულმა Rheinmetall-მა 15 აგვისტოს დაადასტურა, რომ უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.
გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში პირველი ჯავშანტექნიკის წარმოებას 2024 წელს გეგმავს
გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოების დაწყებას 2024 წელს გეგმავს. Reuters-ის ცნობით, კომპანიას სურს, მომავალი წლის დასაწყისიდან, უკრაინაში Fuchs-ისა და Lynx-ის ჯავშანტექნიკის აწარმოოს. „კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩვენ გვსურს, რომ პირველი Fuchs-ი 6-7 თვეში, ხოლო პირველი Lynx-ი 12-13 თვეში დავასრულოთ,“ - განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა. უკრაინის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დასავლურ მწარმოებლებთან თანამშრომლობა იარაღის შიდა ინდუსტრიის აღორძინებას ხელს შეუწყობს. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის
Rheinmetall-ი უკრაინისთვის $142 მლნ-ის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს
გერმანული კომპანია, Rheinmetall Concern-ი უკრაინისთვის 142 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვს დაამზადებს. „2024 წელს Rheinmetall გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოება გერმანიაში, ესპანეთში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მდებარე ქარხნებში, რაც უზრუნველყოფს 700 000-მდე საარტილერიო ჭურვის წლიურ წარმოებას. უკრაინისთვის დაახლოებით 40 000 წინასწარ შეკვეთილი ჭურვის წარმოება და მიწოდება 2024 წელს იგეგმება," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Rheinmetall ევროპაში საჰაერო თავდაცვის „ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს“ აანონსებს
გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა მიიღო ძირითადი შეკვეთა ავსტრიისგან, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია სურს. შეკვეთის ღირებულება 532 მილიონი ევროა. პროექტი მომავალი წლის თებერვალში დაიწყება და სავარაუდოდ, 48 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანიის განცხადებით, Rheinmetall ევროპაში საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს განახორციელებს. Rheinmetall AG-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, არმინ პაპერგერი სიახლეს მიესალმა. „ამ ფლაგმანურ პროექტში ავსტრია ევროპაში საზენიტო და საჰაერო თავდაცვის წინა ხაზზეა. ავსტრიის ეს მთავარი შეკვეთა ასევე ხაზს უსვამს Rheinmetall-ის მთავარ როლს ევროპის შეიარაღებული ძალების გადაიარაღებაში ახალი საფრთხეების საპასუხოდ,“ - აღნიშნა პაპერგერმა. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ ნეიტალური ავსტრია და შვეიცარია.
Rheinmetall-მა საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციისთვის რუმინეთისგან მსხვილი შეკვეთა მიიღო
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ იარაღის მწარმოებელ Rheinmetall-თან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც Oerlikon GDF 103-ის საზენიტო საარტილერიო სისტემების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. Rheinmetall-ისთვის ეს არის პირველი დიდი შეკვეთა რუმინეთიდან, NATO-დან ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. დაახლოებით 328 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი მოიცავს ოთხი სისტემის მიწოდებას, ასევე ტრენინგს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა მომსახურებას. ორი სისტემის მიწოდება იგეგმება მომდევნო ორი წლის განმავლობაში და კიდევ ორის - სამი წლის განმავლობაში. რუმინეთის ქალაქ სატუ მარეში, უკრაინისა და უნგრეთის საზღვრებთან ახლოს, რამდენიმე თვეა, Rheinmetall-ის სერვის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამხედრო ტექნიკის მოვლა-შეკეთება მიმდინარეობს.
Rheinmetall-ი გერმანიაში საბრძოლო მასალის ახალ ქარხანას ააშენებს, ჭურვები უკრაინასაც მიეწოდება
Rheinmetall-ი გერმანიაში საბრძოლო მასალის ახალ ქარხანას ააშენებს. Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორის არმინ პაპერგერის თქმით, ჭურვები უკრაინასაც მიეწოდება. „ჩვენ ახლა ავაშენებთ ახალ საბრძოლო ქარხანას გერმანიაში, რეკორდულ დროში, რათა უზრუნველვყოთ მიწოდების სტრატეგიული უსაფრთხოება,“აღნიშნავს პაპერგერი. მისი თქმით, სამხედრო შესყიდვებში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. „გასულ წელს მხოლოდ Rheinmetall-მა მიიღო 10 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები ან ჩარჩო ხელშეკრულებები ფედერალური მთავრობისგან ბუნდესვერისთვის და უკრაინისთვის. წელს ეს თანხა გაიზრდება სულ მცირე 15 მილიარდამდე," - აღნიშნავს Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორი. შეგახსენებთ, რომ გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინაში ქარხნის ამუშავებას 2024 წელს გეგმავს.
Rheinmetall გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებას, მათ შორის, უკრაინისთვის
Rheinmetall საბრძოლო მასალის ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმა, დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და ბევრმა სხვა პოლიტიკოსმა, საქსონიაში, ახალი ქარხნისთვის საძირკველის ჩაყრაში მონაწილეობა მიიღეს. თავის გამოსვლაში შოლცმა ამ დღეს უწოდა „განსაკუთრებული დღე მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.“ „შთამბეჭდავია პროექტის მასშტაბები და მისი განხორციელების სიჩქარე,“ განაცხადა კანცლერმა. შოლცმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მნიშვნელობას იარაღის წარმოების საკითხში. ახალი ქარხნის დახმარებით გერმანიას შეუძლია, უზრუნველყოს საბრძოლო მასალის გრძელვადიანი მიწოდება საკუთარი და ევროპაში პარტნიორების საჭიროებებისთვის. ქარხნის საწარმოო სიმძლავრე, რომელმაც მუშაობა მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, წელიწადში 200 000 საარტილერიო ტყვია (100 000 პირველ წელს) იქნება. სამომავლოდ ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1900 ტონამდე ჰექსანის ასაფეთქებელ ნივთიერებას და საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მასალის წარმოებისთვის სხვა კომპონენტებს. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებს სარაკეტო ძრავებს და საბოლოოდ, ქარხანა „პუმას“ ტანკებსაც გამოუშვებს. საწარმოში ინვესტიციები, კომპანიის ინფორმაციით, დაახლოებით 300 მილიონ ევროს მიაღწევს და 500-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ გზით იქმნება საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების კიდევ ერთი ევროპული ცენტრი, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება გერმანიისა და მისი NATO-ს პარტნიორების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. გარდა ამისა, გერმანიას შეეძლება, გაზარდოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება.
საბრძოლო მასალის უმსხვილესი მწარმოებელი Rheinmetall-ი უკრაინაში ახალ ქარხანას ააშენებს
საბრძოლო მასალის ევროპის უმსხვილესმა მწარმოებელმა Rheinmetall-მა, უკრაინაში ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გერმანულმა კომპანიამ X-ის (Twitter) საკუთარ გვერდზე დაწერა. მემორანდუმს ხელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოეწერა. Rheinmetall აღნიშნავს, რომ ის ყოველწლიურად ექვსფიგურიან 155 მმ ჭურვებს, მათ შორის, საწვავის ჭურვებს აწარმოებს. ერთობლივი საწარმოს 51% Rheinmetall-ს ეკუთვნის, 49% - უკრაინულ პარტნიორ კომპანიას.
Rheinmetall- ს უკრაინაში სულ მცირე ოთხი ქარხნის გახსნა სურს
საბრძოლო მასალის უმსხვილესმა გერმანულმა მწარმოებელმა Rheinmetall-მა განაცხადა, რომ უკრაინაში სულ მცირე ოთხი ქარხნის გახსნა სურს. უკრაინაში მდებარე ქარხნები უკვე აწარმოებენ სამხედრო აღჭურვილობას და სხვა იარაღს. „უკრაინა ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. აქ ჩვენ ვხედავთ ორიდან სამ მილიარდ ევროს პოტენციალს (გაყიდვები. - რედ.) წელიწადში,” - დასძინა Rheinmetall– ის გენერალურმა დირექტორმა. გასულ თვეში, სამხედრო აღჭურვილობის უმსხვილესმა მწარმოებელმა უკვე გამოაცხადა შეთანხმება უკრაინაში საარტილერიო ჭურვების წარმოების შესახებ. მოსალოდნელია, რომ ქარხნის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მისი ადგილმდებარეობა უსაფრთხოების მიზეზების გამო არ არის გამჟღავნებული. ის შეიქმნება საბრძოლო მასალის იმ ქარხნის მოდელის გათვალისწინებით, რომ რომელსაც კომპანია გერმანიაში აშენებს.
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის კიდევ 20 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა შეუკვეთა - Rheinmetall-ი
გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას 2024 წლის განმავლობაში, დამატებით, 20 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას მიაწვდის, იუწყება კომპანიის პრესსამსახური. შეკვეთა 2024 წლის მარტში გაკეთდა. კომპანიამ პირველი 20 ასეთი საბრძოლო მანქანა უკრაინას უკვე მიაწოდა 2023 წლის მარტში გერმანიის მთავრობის სახელით. მას შემდეგ, უკრაინაში კიდევ რამდენიმე პარტია გაიგზავნა. მისი არსებობის განმავლობაში, საბრძოლო მანქანა ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალჯერ განახლდა. მარტის ბოლოს გერმანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პარტია, რომელიც საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალას, თვითმფრინავებს და განაღმვის მანქანებს მოიცავს. მანამდე გერმანიამ გამოაცხადა, რომ მოამზადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც 500 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანიას აშშ-ის შემდეგ, უკრაინის დახმარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდა. შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს. ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
Rheinmetall-ი ლიეტუვაში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხანას ააშენებს
ლიეტუვამ ხელი მოაწერა განზრახვის წერილს გერმანულ Rheinmetall-თან, რათა ბალტიისპირეთის ქვეყანაში საბრძოლო მასალის ქარხნის აშენება დაიწყოს, იუწყება Reuters. ლიეტუვის ეკონომიკის მინისტრმა ოსრინე არმონაიტემ განაცხადა, რომ ქარხანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ბალტიისპირეთის ქვეყანაში. დეტალური საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ახლა გაიმართება. „ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციას, რომელიც გამოიმუშავებს შემოსავალს და დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, ავტონომია შეიარაღების შეძენისას,“ - ამბობს მინისტრი. მანამდე ლიეტუვის სეიმმა დაუჭირა მხარი კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რაც საშუალებას მისცემს მსხვილ თავდაცვის კომპანიებს, რომ ქვეყანაში უფრო სწრაფად დაიწყონ პროექტების განვითარება. ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა ოშრინ არმონაიტემ განაცხადა, რომ კანონში ცვლილებები ხელს შეუწყობს Rheinmetall-ის შესვლას ქვეყანაში და ლიეტვაა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა თავდაცვის ინდუსტრიისთვის. მანამდე Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში ქარხნის აშენებას 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის აპირებს.