თეგი: Russia Today
რუსეთმა გერმანიაში RT-ის დაბლოკვის საპასუხოდ Deutsche Welle დახურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს მოსკოვის ბიუროს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ Deutsche Welle-ს რუსეთის ბიუროს ყველა თანამშრომლის აკრედიტაცია გაუქმდება, ხოლო სატელიტური და სხვა სახის მაუწყებლობა შეწყდება. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ტელეკომპანიის ე.წ უცხოურ აგენტად აღიარების პროცედურას დაიწყებს. 2 თებერვალს, გერმანიის სამაუწყებლო მარეგულირებელმა Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა. გერმანულმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზიის არქონაა.
კულება მსოფლიოში, მთავრობებს მოუწოდებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა მთელ მსოფლიოში მთავრობებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT (Russia Today). შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე გააკეთა. კერძოდ, კულება გამოეხმაურა ვიდეოს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი წამყვანი უკრაინელი ბავშვების დახრჩობისკენ მოუწოდებდა. „მთავრობებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ RT, უნდა უყურონ ამ ამონარიდს. ეს არის ის, რის გვერდითაც ხართ, თუ RT-ს თქვენს ქვეყნებში ოპერირების უფლებას აძლესთ. აგრესიული გენოციდის წაქეზება (ამ ადამიანს ამისთვის გავასამართლებთ), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. აკრძალეთ RT მთელ მსოფლიოში!“, - აცხადებს დმიტრო კულება.
კრემლის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა RT-მ თანამშრომლობა შეწყვიტა წამყვანთან, რომელსაც „უკრაინელი ბავშვების ჩაძირვა სურს"
კრემლის საერთაშორისო, პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანის თქმით, რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელმძღვანელ ანტონ კრასოვსკისთან „თანამშრომლობა შეაჩერეს“. კულება მსოფლიოში, მთავრობებს მოუწოდებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT ამის მიზეზი, 20 ოქტომბერს ანტონ კრასოვსკის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. კრასოვსკიმ საავტორო გადაცემაში, მწერალ სერგეი ლუკიანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო, ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. კრასოვსკის გამონათქვამს სიმონიანმა „საზიზღრობა“ უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის „რთულად დასაჯერებელია“, რომ კრასოვკსის „გულწრფელად მიაჩნდა, რომ ბავშვები უნდა ჩაძირო“, Russia Today მასთან „თანამშრომლობას აჩერებს“. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა მთელ მსოფლიოში მთავრობებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT (Russia Today).