თეგი: S-400
მედია: ინდოეთში რუსული S-400 ტიპის რაკეტების პარტია ჩავიდა, თუმცა რუსები სანქციების გამო, მიწოდების საფასურს ვერ იხდიან
ინდოეთში რუსული S-400 ტიპის რაკეტების პარტია ჩავიდა. India Today წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ S-400 რაკეტების ძირითადი ნაწილი ამჟამად ექსპლუატაციაშია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედროები აგროვებენ სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომლებიც საჭიროა ფლოტის ფუნქციონირებისთვის. თუმცა, უახლოეს მომავალში შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ, რადგან რუსები საბანკო სისტემის შეზღუდვებისა და სანქციების გამო, მიწოდების საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ. იმავდროულად, ინდოეთის მთავრობა აქტიურად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს და ამ მიმართულებით ძალისხმევას რეგულარულად მიმართავს.
თურქეთი უკრაინისთვის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის შეთავაზებას არ დაეთანხმა - მედია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უკრაინისთვის რუსული S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გაგზავნა შესთავაზა, თუმცა ანკარამ ამ შეთავაზების მიღებაზე უარი თქვა. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე სთხოვა თურქეთს, სარაკეტი კომპლექსებზე კონტროლი მათთვის გადაეცათ. ჩავუშოღლუს განმარტებით, S-400 სისტემას თურქეთი უნდა გამოერიცხა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამიდან. „მოგვეცით კონტროლი S-400-ზე და ჩვენ შევამოწმებთ. მათ შემოგვთავაზეს წინადადებები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, მაგალითად, უარი ვთქვათ კონტროლზე. სად არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი?" , - განაცხადა ჩავუშოღლუმ. „თურქეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ ერმა შეიძინა S-400-ები ეროვნული უსაფრთხოების მიზნით და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ჩარევის უფლება“, - წერს Anadolu. F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით კი, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის. „ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, ანკარამ F-16-ები აშშ-სგან 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა. 6 მილიარდი დოლარის გარიგება მოიცავს 40 თვითმფრინავს და თურქეთის საჰაერო ძალების მოდერნიზაციას. ჩავუშოღლუს თქმით, ეს საკითხი წინ არცთუ ისე სწრაფად მიიწევს.
უკრაინამ $1.2 მილიარდის ღირებულების რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე მიიტანა იერიში - მედია
უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მახლობლად, რუსული S-400 Triumph-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას დრონებით დაარტყა, იტყობინება რამდენიმე უკრაინული მედია 4 ოქტომბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (SBU) წყაროებზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა ღამით განხორციელდა. SBU-ს წყაროები არ აკონკრეტებენ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე მიყენებული ზარალის ხარისხს. რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ღამით ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში 31 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სამი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს გრეივორონის რაიონში, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ეს S-400 სისტემის წინააღმდეგ უკრაინის თავდასხმის შესახებ პირველი ცნობები არ არის. კიდევ ერთი ასეთი სისტემა, სავარაუდოდ, ევპატორიაში, ოკუპირებულ ყირიმში, 14 სექტემბერს SBU-სა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა. 23 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთი S-400 სისტემა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, სოფელ ოლენივკის მახლობლად განადგურდა. ამ სისტემის ღირებულება დაახლოებით, 1,2 მილიარდი დოლარია.