თეგი: SU-34

რუსეთში, ვორონეჟის ოლქში Su-34 ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ვორონეჟის ოლქში Su-34 თვითმფრინავი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა. „2023 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, Su-34 თვითმფრინავი ჩამოვარდა დაგეგმილი სასწავლო ფრენის დროს,“ - აცხადებენ სამინისტროში. მისივე თანახმად, თვითმფრინავი დასახლებული პუნქტიდან შორს ჩავარდა და მას არ ჰქონდა საბრძოლო მასალა. სამინისტრომ განმარტა, რომ ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყოს.  

უკრაინის საჰაერო ძალები: სამი SU-34-ის დაკარგვის შემდეგ, რუსეთმა ავიაიერიშების რაოდენობა შეამცირა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, სამი SU-34-ის გამანადგურებლის დაკარგვის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების რაოდენობა შეამცირა. „ახლა მტერი ცდილობს შეძლებისდაგვარად დაზვერვას, ინფორმაციის შეგროვებას სამხრეთის იმ რაიონებში, სადაც, რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს. გასაგებია, რომ ისინი ეძებენ საშუალებებს, რომლებმაც ეს თვითმფრინავები, როგორც იტყვიან, „მარადიულ ფრენაზე“, გაგზავნეს. მტერი მნიშვნელოვნად ნაკლებ საჰაერო იარაღს, განსაკუთრებით მართვად ბომბებს, იყენებს,“ - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, იური იგნატმა. მისივე თქმით, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებული ინციდენტები, შეიძლება, განმეორდეს. „შეგვიძლია, განვახორციელოთ ასეთი ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ მეტი ასეთი სისტემა გვქონდეს, ველოდებით უკვე გამოცხადებულ დახმარებას, კერძოდ, დამატებით Patrion, Iris-T და ა.შ. სისტემებს,“ - აღნიშნა იგნატმა.  

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული SU-34 და SU-30 ჩამოაგდეს - გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ 24 დეკემბრის საღამოს რუსული SU-30 ჩამოაგდეს. უწყების ინფორმაციით, განადგურებულია SU-34-იც, რომელიც მარიუპოლს უტევდა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის მიმართულებით, რუსულ გამანადგურებელ სუ-34-ს დაარტყეს. უწყების განცხადებით, შავ ზღვაში რუსულ SU-30-ზე საბრძოლო სამუშაო მიმდინარეობდა. უკრაინის საჰაერო ძალები: სამი SU-34-ის დაკარგვის შემდეგ, რუსეთმა ავიაიერიშების რაოდენობა შეამცირა  

რუსეთის აეროდრომზე SU-34 ტიპის ბომბდამშენი დაიწვა - მედია

რუსეთში, ჩელიაბინსკში, „შაგოლის“ აეროდრომზე „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაიწვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვადასტურებთ, რომ მტრის თვითმფრინავი დაიწვა,“ - აცხადებს წყარო. მისივე თანახმად, მომხდარის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო დგას.  

უკრაინა კიდევ ერთი რუსული Su-34-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული Su-34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული Su-34 ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი პარასკევს დაახლოებით, 9:00 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს. ეს არის პირველი რუსული გამანადგურებელი, რომელიც ჩამოაგდეს ამ თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 13 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა თებერვლის მხოლოდ ორ კვირაში. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 2 მარტის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 14 გაანადგურეს.