თეგი: Starbucks
Starbucks-ი რუსეთში მუშაობას აჩერებს
გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ყველა საქმიანობა რუსეთში, - ამის შესახებ Starbucks-ის გენერალური დირექტორმა, კევინ ჯონსონმა განაცხადა. „გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ყველა საქმიანობა რუსეთში. ჩვენი ლიცენზირებული პარტნიორი დაგვთანხმდა, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს მაღაზიების მუშაობა. ის გაუწევს დახმარებას რუსეთში 2000-მდე დასაქმებულ პირს, რომლებიც Starbucks-ზე საარსებო წყაროსთვის არიან დამოკიდებულნი,“ - განაცხადა კევინ ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: McDonalds-ი რუსეთში ყველა ფილიალს ხურავსვიდეობლოგების სერვისი TikTok-ი რუსეთში მუშაობას ზღუდავს ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
Starbucks-ი რუსეთის ბაზარს საბოლოდ ტოვებს
მსოფლიოს უდიდესმა ყავის მაღაზიათა ქსელმა Starbucks-მა გადაწყვიტა საბოლოოდ დატოვოს რუსული ბაზარი. ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, Starbucks აღარ იქნება წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე და დახურავს თავის 130 ლოკაციას ქვეყანაში. ამასთან, კომპანია განაგრძობს რუსი თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას ექვსი თვის განმავლობაში, ასევე დაეხმარება მათ დასაქმებაში. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, Starbucks-მა მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ აჩერებს საქმიანობას რუსეთში და ხურავს თავის ყავის მაღაზიებს. Starbucks-ის პირველი ყავის მაღაზია რუსეთში 2007 წელს გაიხსნა. Starbucks დაარსდა 1971 წელს სიეტლში. კომპანიის ქსელი მოიცავს 32000-ზე მეტ ყავის მაღაზიას მთელს მსოფლიოში. მანამდე, მაკდონალდსმა, სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა, გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსეთი. . კომპანია რუსულ ბაზარზე 32 წელია მუშაობს.
Starbucks-ის ნაცვლად, რუსეთში Stars coffee გაიხსნება
Starbucks-ი რუსეთში Stars coffee-ს სახელწოდებით გაიხსნება. მანამდე, თანამფლობელებმა როსპატენტში წარადგინეს სამი განაცხადი ყავის სახლების სახელების რეგისტრაციისთვის - Stars Pinskiy Coffee, Stars Kanokov Coffee და Stars Coffee. საბოლოოდ, „Stars coffee“ 18 აგვისტოს იხსნება. რუსული მედიის ცნობით, ლოგოზე ქალთევზის ნაცვლად „კოკოშნიკში“ გამოწყობილი გოგო იქნება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Starbucks-მა რუსეთში ობიექტი დახურა. მაისში კი ქსელმა საბოლოო გასვლის შესახებ გამოაცხადა. ივლისში ცნობილი გახდა, რომ აქტივები რეპერმა ტიმატიმ შეიძინა. „ჩვენ არ გავუცრუებთ იმედებს ყავის მოყვარულთა მილიონობით არმიას, ამავდროულად, ხარისხიან პროდუქტს, სრულიად ახალ დონეს მივაღწევთ. გრანდიოზული რებრენდინგი არ იგეგმება“, - ამბობდა რეპერი.