თეგი: TAP
TAP-ის მმართველი დირექტორი: ტრანსადრიატიკის მილსადენს გასაფართოებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აქვს
ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) აქვს გაფართოების ყველა ტექნიკური შესაძლებლობა. ამის შესახებ Trans Adriatic Pipeline-ის (TAP) მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპეტმა განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ მან დასძინა, რომ TAP-ის ინფრასტრუქტურა მზადაა ენერგოეფექტურობისთვის და მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. „TAP-ის წყალობით შესაძლებელი გახდა ბაზარზე ლიკვიდურობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა უპრეცედენტო ვითარების ფონზე, ენერგიაზე მაღალი ფასებით. მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის მთავრობას ტრანზიტის გაზრდის გეგმებში აქტიური მონაწილეობისთვის. ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდება მნიშვნელოვანია. ევროკომისია მიიჩნევს, რომ მიწოდების გაფართოება საკვანძოა ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციისთვის“, - განაცხადა შიეპატმა. მისი თქმით, ნოემბერში ჩატარდება ბაზრის ტესტირება სავალდებულო წინადადებების შესაგროვებლად. ეს იქნება TAP-ის სიმძლავრის გაფართოების პირველი ეტაპის ნაწილი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში
2022 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, ოთხი წლის განმავლობაში ტრანსანატოლიური გაზსადენით 29,7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია BOTAŞ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. აზერბაიჯანმა 2022 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მიწოდებამ 10,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გაზსადენის წლიური სიმძლავრე 16,2 მილიარდი კუბური მეტრია, ე.წ. „პლატოს“ პერიოდში.
ტრანსადრეატიკული გაზსადენი იტალიისთვის, გაზის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა
Trans Adriatic Gas Pipeline (TAP) ოქტომბერში, იტალიისთვის, გაზის მისოდების სიდიდით მეორე მიმწოდებელი გახდა. ამას აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სამინისტროს მონაცემები მოწმობს. „2022 წლის ოქტომბერში TAP-ით იტალიაში გაზის ტრანსპორტირება 21 პროცენტით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - ნათქვამია შეტყობინებაში. TAP-ი, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ ნაწილია და ყოველწლიურად იტალიას რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის, ხოლო ერთი მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს. 2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა.