თეგი: TBC ბანკი
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ
„თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ განაცხადეს, რომ იცავენ საერთაშორისო სანქციებს და ამ კუთხით რაიმე გამონაკლისი არ არსებობს. საქართველოში ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას," - აცხადებენ "საქართველოს ბანკში." საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციულ ბანკი - "თიბისი" ასევე არ აპირებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, რაიმე გამონაკლისი დაუშვას იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. "აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში," - აცხადებენ ბანკში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.