თეგი: TRIPP

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი: TRIPP-ის პროექტი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას დასავლეთთან დააკავშირებს

„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას დასავლეთთან დააკავშირებს. ამის შესახებ სამხრეთ და ცენტრალურ აზიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა სერხიო გორმა, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში B5+1-ის ფორუმზე განაცხადა. გორის თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკის შექმნისა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებისკენ. „სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიული სამშვიდობო სამიტის შემდეგ, ყველა მხარე აგრძელებს „ტრამპის მარშრუტის“ წინ წაწევას, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ პირდაპირ სატრანსპორტო კავშირს სამხრეთ კავკასიის გავლით. ეს ისტორიული ნაბიჯია ძლიერი, ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკის შექმნისა და რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნებისკენ,“ -  განაცხადა გორმა. მანვე აღნიშნა, რომ ეს ახალი სატრანსპორტო დერეფანი ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიის გავლით დასავლეთის ბაზრებთან დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურ ინტეგრაციასა და სტაბილურობას. სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს  

„ტრამპის მარშრუტის“ პროექტის მოსამზადებლად, სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკული კომპანია AECOM სომხეთში ჩავიდა, რათა TRIPP-ის პროექტზე კვლევა დაიწყოს. ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფონდის საახელით ხორციელდება. საელჩოს ცნობით, დაგეგმილი სამუშაო მოიცავს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინადადებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონულ ინტეგრაციას. TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტი, აშშ-ის შუამავლობით, ვაშინგტონში, სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამშვიდობო დეკლარაციის ფარგლებში გაფორმდა.  ტრამპი: თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა სომხეთის პარლამენტის სპიკერი „ტრამპის მარშრუტში“ რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობას აბსურდულად მიიჩნევს ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში - ADY ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს