თეგი: UNISTREAM
UNISTREAM აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა
რუსეთში დაფუძნებული ფულადი გადარიცხვის სისტემა და ბანკი UNISTREAM აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. UNISTREAM აშშ-ის სანქციებ Tinkoff Bank-თან, Loko-Bank-თან და Solidarity-სთან ერთად დაექვემდებარა. Tinkoff Bank-მა უკვე გააფრთხილა მომხმარებლები საზღვარგარეთ მისი UnionPay ბარათების მოხმარების შეწყვეტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ Unistream სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვისთვის. განახლება: მედიის ცნობით, Unistream ქართული ბანკის TBC-ის აპლიკაციაში სისტემების სიიდან უკვე გაქრა. „უნისტრიმიდან“ გზავნილების ჩარიცხვა შეჩერებულია საქართველოს ბანკშიც. ეს არის ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი საქართველოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა საიმისოდ, რომ მისი სამხედრო პოტენციალი შეზღუდოს. სანქცირებულთა სიაში არიან ბანკები, კერძო პირები და საწარმოები. მათ შორის კომპანია "იანდექსის" კორპორაციული განვითარების მრჩეველი,ოლექსი კუდრინი და „ალროსას“ გენერალური დირექტორი, პაველ მარინიჩევი. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი, ვასილ ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე, სერხი კოროლევი. სანქცირებულთა შორისაა „ვაგნერის" ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ ენ-ჰიოკოი; რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველ მოადგილე, ვასილ ოსმაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ოლექსი ხერსონცევი, „კალაშნიკოვის“ კონცერნის გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ ლეპინი. შავ სიაში არიან „კლიმოვსკის სპეციალიზებული საბრძოლო ქარხანა", „ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანა", ფრუნზეს სახელობის საპროექტო ბიურო "არსენალი", "კურგანპრილადი" და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი "ასტროფიზიკა". რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა.
მედია: საქართველოში „იუნისტრიმით“ გადარიცხვები შეჩერებულია
მედიის ცნობით, „იუნისტრიმის“ სისტემა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულის გადარიცხვისთვის, მუშაობას აჩერებს. „იუნისტრიმი“ ქართული ბანკის TBC-ის აპლიკაციაში გადარიცხვების სისტემების სიიდან უკვე გაქრა, გადარიცხვები შეჩერებულია საქართველოს ბანკშიც. მედიის ცნობით, ამის შესახებ იტყობინებიან საკრედიტო ორგანიზაციები. 2022 წელს ამ სისტემის გამოყენებით რუსეთიდან საქართველოში 11 მლნ დოლარი გადმოირიცხა. „Юнистрим“ -ის გარდა ამერიკული სანქციები შეეხო „Тинькофф Банк“-ს, „Локо-Банк“-ს და ბანკს "Солидарность"-ს „Тинькофф“,-მა საქართველოში გადარიცხვები ჯერ კიდევ მარტში შეაჩერა.
Unistream-ით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სანქციების ქვეშა მოექცა, იანვარ-ივნისში საქართველოში $762 მლნ გადმოირიცხა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ Unistream-ის ფულადი გზავნილების სისტემით 762 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო, ხოლო გასული წლის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, რომ რუსული ბანკი Unistream, რომელიც ამავე სახელწოდების გადახდის სისტემის ოპერატორია, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. არაერთმა ბანკმა საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში მუშაობა Unistream-თან. 2022 წელს Unistream-მა საქართველოში გზავნილების დაახლოებით 23% შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ის ლიდერი გახდა ტრანსფერებში 32%-იანი წილით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში გზავნილების ტიპში ასევე პოპულარულია Zolotaya Korona (2022-2023 წლებში $1,6 მილიარდზე მეტი) და Ria (915 მილიონი დოლარი) სისტემები. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ივნისამდე საქართველოს მიერ მიღებული 6,7 მილიარდი დოლარიდან, დაახლოებით 47% (3,192 მილიარდი დოლარი) რუსეთზე მოდის.
მედია: ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და სომხეთის რიგმა ბანკებმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულ Unistream-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს
ორმა ბანკმა უზბეკეთში, ექვსმა ბანკმა ყირგიზეთში და ოთხმა ბანკმა სომხეთში, რუსული გადახდის სისტემა Unistream-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ყაზახეთის Kazpochta-მ (ყაზახეთის ფოსტა) და Nurbank-მა 24 ივლისს განაცხადეს, რომ სანქციების გამო, დაუზუსტებელი ვადით შეაჩერეს ყველა ოპერაცია Unistream-თან. უზბეკეთის სახალხო ბანკმა, Kapital Bank-მა და Ipoteka Bank-მა, ასევე ყირგიზეთის Kompanyon Bank-მა, Finca Bank-მა, RSK Bank-მა, Kapital Bank-მა, Halyk Bank-მა და Bank of Asia-მ ასევე განაცხადეს, რომ შეაჩერეს Unistream-თან დაკავშირებული ოპერაციები. ტაჯიკეთში Oryonbank-მა და Humo Bank-მა ასევე შეაჩერეს თანამშრომლობა Unistream-თან. სომხეთში მსგავსი განცხადებები გააკეთეს Ardshinbank-მა და Converse Bank-მა, ხოლო ორმა სომხურმა ბანკმა. 20 ილისს Unistream-ი ამერიკის სანქციების ქვეშ მოექცა. Unistream-ით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სანქციების ქვეშა მოექცა, იანვარ-ივნისში საქართველოში $762 მლნ გადმოირიცხა ტაჯიკეთში Orienbank-მა და Humo Bank-მა შეწყვიტეს Unistream-ით სარგებლობა. რუსული მედიის ცნობით, აქ მხოლოდ ტაჯიკეთის სახელმწიფო ბანკი აგრძელებს რუსული გადახდის სისტემის მომსახურებას.