თეგი: WhatsApp
31 დეკემბრიდან WhatsApp სმარტფონის ზოგიერთ მოდელზე მუშაობას შეწყვეტს
31 დეკემბრიდან WhatsApp ზოგიერთი ძველი მოდელის სმარტფონებზე ფუნქციონირებას შეწყვეტს. WhatsApp-ის მიერ გამოქვეყნებული სია მოიცავს iPhone-ების ზოგიერთ ძველ ვერსიას, ასევე Huawei-ს, LG-ის, Samsung-ისა და Sony-ს მიერ წარმოებულ სმარტფონებს. უფრო კონკრეტლად, სმარტფონების სრული სია ასეთია: 24 ოქტომბერს WhatsApp-მა ასევე შეწყვიტა მუშაობა iPhone-ებზე, რომელთაც iOS 10 და 11 ოპერაციული სისტემები აქვთ. სანამ WhatsApp ფუნქციონირებას შეწყვეტს, ჩამოთვლილი სმარტფონების მომხმარებლები ოპერაციული სისტემის ან თავად მოწყობილობის განახლების აუცილებლობის შესახებ რამდენიმე შეტყობინებას მიიღებენ. „ტექნოლოგიის უახლესი მიღწევების შესანარჩუნებლად, ჩვენ რეგულარულად ვწყვეტთ ძველი ოპერაციული სისტემების მხარდაჭერას, რათა უახლესი სისტემების მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
WhatsApp-მა ახალი ფუნქცია დანერგა
WhatsApp-მა ელ.ფოსტის საშუალებით ავტორიზაციის ახალი ფუნქცია დანერგა. განახლება ავტორიზაციის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც პროგრამაში ტრადიციულ, SMS-ით შესვლის ვარიანტს ავსებს. ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებელმა აპლიკაციის პარამეტრებში უნდა მიუთითოს ელ.ფოსტის მისამართი. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფოსტის გამოყენება მესენჯერში შესასვლელად ახლა უკვე შესაძლებელია, მესენჯერის საშუალებით სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის მაინც მობილური ტელეფონის მოქმედი ნომერია საჭირო.
Apple Siri-ს WhatsApp-თან, Uber-თან და სხვა აპლიკაციებთან ინტეგრირებას გეგმავს
Apple ახალი, ბევრად განვითარებული Siri-ს ტესტავს, რომელიც ღრმად ინტეგრირებული იქნება ისეთ პოპულარულ აპებთან, როგორებიცაა WhatsApp, Uber, AllTrails, Threads, Temu, Amazon, YouTube და Facebook. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა მარკ გურმანმა მიაწოდა. ახალი ვოის-ასისტენტი იმუშავებს Apple Intelligence-ზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტზე და გაუმჯობესებულ App Intents სისტემაზე. ეს ნიშნავს, რომ Siri-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება ბევრად მეტი რამ. მაგალითად, აპების ღრმა ფუნქციებზე წვდომა ხმის საშუალებით, მათ შორის, ისეთებზეც, რომლებიც თავად Apple-ის მიერ არ არის შექმნილი. მაგალითად: შეგიძლიათ, სთხოვოთ Siri-ს, რომ გაუგზავნოს შეტყობინება WhatsApp-ში კონკრეტულ პირს, გამოიძახოს Uber კონკრეტული მისამართით, მოძებნოს რამე Amazon-ზე, ან ატვირთოს პოსტი Threads-ში — ყოველივე ეს ხმოვანი ბრძანებით. თუმცა, მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ Siri-ის ეს განახლებული ვერსია საჯაროდ ხელმისაწვდომი მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე გახდება.