თეგი: XE

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: "ომიკრონის" ახალი შტამი XE შეიძლება, ყველაზე გადამდები ვარიანტი აღმოჩნდეს

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) განაცხადა, რომ ომიკრონის ორი შტამის: BA.1-სა და BA.2-ს ჰიბრიდი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს და XE უწოდეს, შეიძლება ყველაზე გადამდები ვარიანტი აღმოჩნდეს. "ახალი შტამი ვარაუდობენ, რომ ის 10%-ით უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე BA.2, რომელიც თავისთავად უფრო გადამდები იყო, ვიდრე ორიგინალი ომიკრონი, რომელიც ცნობილია შეღწევადობის სიმარტივით. ამავე დროს, ჩინეთში, სადაც 2020 წლის შემდეგ, ინფექციის ყველაზე დიდი გავრცელება ფიქსირდება, გამოვლინდა ომიკრონის ორი ახალი ქვევარიანტი, რომლებიც არ ემთხვევა ამ დრომდე არსებულ თანმიმდევრობას. გაურკვეველია, ეს შემთხვევები მცირე მნიშვნელობის ერთჯერადი გამოვლინებაა თუ შეიძლება მომავალი პრობლემების ნიშნები იყოს.  თუ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძალიან გადამდები ვირუსის (როგორიცაა ომიკრონის ვარიანტი) შეკავების ზომები არაეფექტური იქნება, ეს შეიძლება გახდეს საფრთხე დანარჩენი მსოფლიოსთვის“,-განაცხადა ბიოლოგიური თავდაცვის სფეროში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა რაჯიევ ვენკაიამ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ამასთან, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.