თეგი: აბორტი

ჯო ბაიდენმა აბორტების აკრძალვის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა

ჯო ბაიდენმა აბორტების აკრძალვის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს ვერდიქტი აშშ-ის 150 წლით უკან დააბრუნებს.  აშშ-მა გააუქმა კანონი, რომლითაც აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე იყო დაცული "გავაგრძელებ ბრძოლას აბორტის უფლებისთვის, თუმცა არ აქვს უფლებამოსილება ერთპიროვნულად მივიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა ბაიდენმა. ამასთან, ბაიდენმა მოუწოდა აბორტის უფლების აკრძალვის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. „დაშინება და ძალადობა არასდროს არის მისაღები“, – განაცხადა ბაიდენმა.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: 2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა

2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა, რაც წინა წლის აბორტების საერთო რიცხვზე 7%-ით ნაკლებია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული. "2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ხელოვნური აბორტების წილი 62.7%-ს უდრიდა. ხელოვნური აბორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-34 წლამდე ქალების ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. გასულ წელს, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში 9 414 აბორტი გაკეთდა. 15-19 წლის ქალების ასაკობრივ კატეგორიაში აბორტის 448 შემთხვევა დარეგისტრირდა. NCDC-ს ინფორმაციით, ხელოვნური აბორტის მეთოდის მიხედვით, 2021 წელს მედიკამენტური აბორტების წილი წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: 2022 წლის ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა - საქსტატი  

პირის თანხმობის გარეშე აბორტი პატიმრობით დაისჯება

თანხმობის გარეშე აბორტი დანაშაულად ცხადდება. შესაბამისი ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება. პროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. პროექტის მიხედვით, ეს ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, თუ ჩადენილი იქნება: დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ; ჯგუფურად; გენდერის ნიშნით; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; განსაკუთრებული სისასტიკით; არაერთგზის; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ანგარებით ან შეკვეთით; ხულიგნური ქვენა გრძნობით; მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა; მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; მის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 150/2 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების მიხედვით, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ათიდან თოთხმეტ წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პროექტის მიხედვით, აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და უფრო მკაცრი სასჯელი იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, პროექტით, ორსულობის შეწყვეტის იძულება, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. პროექტით განისაზღვრება, რომ თუ იგივე ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. წყარო - IPN

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა აბორტის უფლება

საფრანგეთის პარლამენტმა აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია. საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლში ჩაიწერა, რომ „კანონი განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც ქალს აბორტის მიმართვის გარანტირებული თავისუფლება აქვს.“ საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 780 ხმით 72-ის წინააღმდეგ აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას მხარი დაუჭირეს. „მე ვეუბნები ქალებს, ჩვენს საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ: იწყება იმედის სამყაროს ერა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა. პარლამენტში მემარჯვენეების წინააღმდეგობამ ფონზე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საარჩევნო მიზნებისთვის კონსტიტუციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. საფრანგეთში აბორტის უფლება კანონით 1975 წლიდან არის დაფიქსირებული.