თეგი: აშშ-საქართველო

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან

Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან საქართველოში, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, კოორდინირებული სტრატეგია უკიდურესად მნიშვნელოვანია გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების მიუხედავად, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა, ამისთვის თანამშრომლობს აშშ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის მოუთმენლად ველით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება ET: აშშ-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობისა და იმ უზარმაზარი დახმარების გათვალისწინებით, რომელსაც ქვეყანა იღებს სტრატეგიული პარტნიორისგან, როგორ აფასებთ იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ შეერთებული შტატების დახმარების საფუძველზე მიაღწია და რა გამოწვევას ხედავთ საქართველოს მიერ ამ დახმარების ათვისების თვალსაზრისით?  ჯოზეფ ბილბო: საბედნიეროდ, 2009 წელს მქონდა შესაძლებლობა, პირველად ვწვეოდი საქართველოს და მას შემდეგ, არაერთხელ დავბრუნდი თქვენს ქვეყანაში. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველ ჯერზე ვხედავდი განვითარებას, იქნებოდა ეს თბილისსა თუ ბათუმში ვაჭრობისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ სამუშაოს შედეგად, ბევრს მიაღწიეს. თავის მხრივ, შეერთებული შტატები უწევს დიდ დახმარებას საქართველოს. 30-ზე მეტი ოფისი და სააგენტოა წარმოდგენილი აქ, საელჩოში, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს. მაგრამ ძირითადი ჰუმანიტარული სახის დახმარება, რომლითაც საქართველო სარგებლობდა, ახლა აღარ ითვლება ქართველი ხალხის საჭიროების ნაწილად, რადგან საქართველო დროთა განმავლობაში განვითარდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რითაც ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს, ის დახმარებაა, რომელსაც ისინი ახლა ჩვენი პარტნიორობის (აშშ-საქართველოს, რედ.) ფარგლებში იღებენ, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ ერთად ვმუშაობთ უფრო ძლიერი ბაზრების შესაქმნელად, უკეთეს, ახალ ბაზრებზე წვდომის მიზნით და უფრო ძლიერი დემოკრატიული პრინციპების ჩამოსაყალიბებლად, როგორიცაა, კანონის უზენაესობა, რასაც თავის მხრივ, უფრო დიდი ეკონომიკურ განვითარება მოაქვს. ET: როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობდით, ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები -კანონის უზენაესობა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, კანონის უზენაესობა გამოწვევაა ბევრ ქვეყანაში. კანონის უზენაესობა გამოწვევაა, რადგან ის სირთულეებთან არის დაკავშირებული და მუდმივ შრომას მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ შეერთებულ შტატებშიც არის გამოწვევები, თუმცა ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქ სწორედ სასამართლოებს ენიჭებათ. ET: რომ დავუბრუნდეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI). უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, ხომ არ დაკორექტირდა, ან დაჩქარდა ამ ინიციატივის ფარგლებში მოქმედი რიგი პროგრამები? ჯოზეფ ბილბო: მოგეხსენებათ, თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ (GDDEI), წინა პროგრამა, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ჩაანაცვლა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას ცხადყოფს. პროგრამა ფოკუსირებულია ორ ასპექტზე: ბევრი ინსტიტუციური ცვლილება სამინისტროს დონეზე, რეგულაციები და პოლიტიკა; და შემდეგ, თავდაცვის ძალებთან ჩართულობა, საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საზოგადოებაში მედეგობის, მდგრადობის ამაღლების მიზნით. სამწუხაროდ, ვხედავთ უკრაინაში არსებულ ვითარებას და მისი გაანალიზებისას, ჩანს, რომ ეს ეროვნული თავდაცვის გეგმის ძალიან აქტუალურ ასპექტად რჩება. ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც უფრო სწრაფად განვითარდა, რადგან GDDEI-ს ფარგლებში მიმდინარე ამოცანების შესრულება ისედაც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა. ხსენებული ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული პრინციპების დამკვიდრება საქართველოში, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ET: ყველა თანხმდება, რომ იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა. უნდა განიხილებოდეს თუ არა უკრაინის საკითხი უფრო ფართოდ, რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის საქართველოში, და როგორ ხედავთ ამ გადმოსახედიდან აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლს? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, საქართველო ძალიან რთულ სამეზობლოში მდებარეობს, სადაც არცთუ უჩვეულო და იშვიათია არასტაბილურობის განცდა. არ მგონია, ძალიან უკან, შორს დაბრუნება იყოს საჭირო, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათიან წლებში, მრავლად იყო ომი საქართველოში და ყარაბაღის ომი კი - აქედან სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა.  დიდწილად, ეს შეკავების შესაძლებლობის განვითარების დამსახურებაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მუდმივ მზადყოფნას, გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, როდესაც ცდილობს სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. პრეტენზიას აცხადებენ უკრაინის ტერიტორიაზე ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში, როდესაც შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც დღემდე ოკუპირებული რჩება. ამრიგად, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართველებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის ჯარები აგრძელებენ თქვენს ტერიტორიაზე ყოფნას, არა იმიტომ, რომ ისინი აქ მოიწვიეს, არამედ იმიტომ, რომ შემოიჭრნენ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ გეოგრაფია არ შეიცვლება; საქართველო არ არის დაინტერესებული და არც აშშ უჭერს მხარს რაიმე სახის აგრესიულ აქტივობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა შეეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან რუსეთის რეალური ზრახვების შესახებ საქართველოს შიგნით. ET: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აშშ-ის მხრიდან კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ? ჯოზეფ ბილბო: სტრატეგია ეფექტიანი რომ იყოს, ის არსებითად კოორდინირებული უნდა იყოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კვლავ იზრდება. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ ბევრ ქვეყანაში. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა, როცა შავ ზღვას აკვირდები და როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, სტრატეგიის კოორდინაცია ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სატვირთო გემების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და ვაჭრობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საზღვაო ნაღმებია განთავსებული ომის გამო. ET: თბილისში გამართული ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას ეძღვნებოდა, თქვენ საუბრობდით, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ინფორმაციის გაზიარება და გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს და რომ უკრაინაში ომმა, მხოლოდ აჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება. რას გვეტყოდით უფრო მეტს ამის შესახებ? ჯოზეფ ბილბო: საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ისტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. ამ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ძალისხმევა მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებსა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. მას რეალურად ჩეხეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ NATO-ს ბევრი მოკავშირე თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა NATO-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდა გაგრძელდეს და ამის ნაწილია ჩვენი უნარიც, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს. ET: შავი ზღვის რეგიონისთვის უდიდესი შესაძლებლობა აქვს ანაკლიის პორტის პროექტს. საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობა აქვს, მისი მეშვეობით გახდება შესაძლებელი ცენტრალური აზიიდან ევროპაში სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვა იმ ფონზე, როცა რუსეთის სანქცირების გამო, საფინანსო ინსტიტუტები ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნებს ეძებენ. თქვენი შეფასებით, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ პორტს, ეკონომიკური სარგებლის და ინვესტიციების გარდა. ამასთან, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა სავარაუდოდ, 2023 წელს უნდა დაიწყოს, თქვენი აზრით, ჯდება თუ არა ეს პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში? ჯოზეფ ბილბო: ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება. ET: და ბოლოს, ვინაიდან წლის ბოლოა, გკითხავთ, როგორ შეაფასებთ 2022 წელს აშშ-საქართველოს პარტნიორობისთვის? ჯოზეფ ბილბო: 2022 წელს ბევრი რამ გაკეთდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ხშირად, პანდემიის გამო, ვირტუალურად გვიწევდა კავშირი. თუმცა ხელახლა შევძელით პირისპირი კონტაქტის აღდგენა, რამაც გააძლიერა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველოს ასევე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, გაგრძელდება უფრო ძლიერი და დიდი პარტნიორობა NATO-ს მოკავშირეებთან და შეერთებულ შტატებთან.

ჯოზეფ ბილბო: შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას

უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აშშ-ის მხრიდან კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ? ამ შეკითხვას Europetime-თან ვრცელი ინტერვიუს დროს უპასუხა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. „სტრატეგია ეფექტიანი რომ იყოს, ის არსებითად კოორდინირებული უნდა იყოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კვლავ იზრდება. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ ბევრ ქვეყანაში. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა, როცა შავ ზღვას აკვირდები და როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, სტრატეგიის კოორდინაცია ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სატვირთო გემების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და ვაჭრობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საზღვაო ნაღმებია განთავსებული ომის გამო“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ Europetime-თან.  

ჯოზეფ ბილბო: აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა. დიდწილად, ეს შეკავების შესაძლებლობის განვითარების დამსახურებაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „საქართველო ძალიან რთულ სამეზობლოში მდებარეობს, სადაც არცთუ უჩვეულო და იშვიათია არასტაბილურობის განცდა. არ მგონია, ძალიან უკან, შორს დაბრუნება იყოს საჭირო, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათიან წლებში, მრავლად იყო ომი საქართველოში და ყარაბაღის ომი კი - აქედან სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მუდმივ მზადყოფნას, გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, როდესაც ცდილობს სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. პრეტენზიას აცხადებენ უკრაინის ტერიტორიაზე ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში, როდესაც შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც დღემდე ოკუპირებული რჩება. ამრიგად, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართველებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის ჯარები აგრძელებენ თქვენს ტერიტორიაზე ყოფნას, არა იმიტომ, რომ ისინი აქ მოიწვიეს, არამედ იმიტომ, რომ შემოიჭრნენ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ გეოგრაფია არ შეიცვლება; საქართველო არ არის დაინტერესებული და არც აშშ უჭერს მხარს რაიმე სახის აგრესიულ აქტივობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა შეეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან რუსეთის რეალური ზრახვების შესახებ საქართველოს შიგნით“, - განუცხადა ჯოზეფ ბილბომ Europetime-ს.

ჯოზეფ ბილბო: გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები შავ ზღვაში ვაჭრობის მიმართულებით, საიდანაც საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია

„გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს“, - ამის შესახებ Europetime-თან ვრცელი ინტერვიუს დროს აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ განაცხადა. „საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ისტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. ამ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ძალისხმევა მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებსა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. მას რეალურად ჩეხეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ NATO-ს ბევრი მოკავშირე თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა NATO-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდა გაგრძელდეს და ამის ნაწილია ჩვენი უნარიც, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს. მისივე თქმით, 2022 წელს ბევრი რამ გაკეთდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. „ხშირად, პანდემიის გამო, ვირტუალურად გვიწევდა კავშირი. თუმცა ხელახლა შევძელით პირისპირი კონტაქტის აღდგენა, რამაც გააძლიერა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველოს ასევე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, გაგრძელდება უფრო ძლიერი და დიდი პარტნიორობა NATO-ს მოკავშირეებთან და შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბილბო Europetime-თან.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 23 დეკემბერს უყრის კენჭს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, 29 კი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტი უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას გულისხმობს. ქვეყნის სამხედრო დახმარებისთვის 23,5 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს. კონგრესმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ შესწორება დაამტკიცა 1,7 ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. აშშ-ის კონგრესში $1.7 ტრილიონის დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის $44.9 მილიარდის, NATO-ს სხვა ქვეყნებისთვის კი -$40.6 მილიარდის დახმარებას ითვალისწინებს ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის 2023 წლის სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტს 23 დეკემბერს უყრის კენჭს.  

ელჩი დეგნანი: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა

„ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა. ელჩის შეფასებით, შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს.   ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს.

ელჩი დეგნანი: ევროკომისიის 12 პრიორიტეტი უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს

თუ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს, ეს უნდა იყოს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის შეფასებით, ქართველებმა იციან, რომ ევროკავშირის წევრობა მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის ტოლფასია. „ეს არ არის მარტივი, ეს მოითხოვს კომპრომისსა და დიდ შრომას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.  

ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-ის კითხვებს ექსკლუზიურად უპასუხა. მას ვთხოვეთ, შეეფასებინა საქართველოს მთავრობის განცხადება 2023 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ. ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ფარგლებში ეძლევა შესაძლებლობა, გაზარდოს და გამოკვეთოს თავის როლი და ფუნქცია, როგორც დამაკავშირებელმა რგოლმა ევროპა-აზიას შორის. ბენ ჰოჯესის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.

კელი დეგნანი: ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს უსურვებს. კელი დეგნანის თქმით, ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში „ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი ადამიანისა თუ თემის ცხოვრება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქართველებისა და ამერიკელების ერთობლივი შრომით და რატომ გვიხარია ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის გაგრძელება მომავალშიც. ჩვენ გვაახლოებს საერთო ღირებულებები – სიყვარული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ; ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, რელიგიური და კულტურული ტრადიციების პატივისცემა და ჩვენი ენთუზიაზმი ინოვაციების, მეწარმეების და ეკონომიკური პროგრესის მიმართ. ჩვენი მეგობრობის და ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველია ის, რომ ქართველ ხალხს შეუძლია და მიაღწევს წარმატებას ამ ქვეყნის სტაბილური, აყვავებული, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში. ეს არის მომავალი, რომლის შენება ქართველებმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყეს და ახლა უკვე ახლოსაა. ეს ამბები მხოლოდ მცირე მაგალითია იმისა, რასაც ქართველებმა და ამერიკელებმა ერთად მიაღწიეს. ვიფიქრეთ, რომ მათი გაზიარება წლის შეჯამების კარგი გზა იქნებოდა. ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების მათი პარტნიორობისა და ძალისხმევის გამო, ვუჭერთ რა მხარს თქვენს წარმატებას ევროპულ გზაზე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ სასიამოვნო დღესასწაულებს, ჯანმრთელობასა და მშვიდობიან, წარმატებულ ახალ წელს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკა. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, გაგიმარჯოთ!“, – ნათქვამია კელი დეგნანის საახალწლო მილოცვაში, რომელსაც ამერიკის სელჩო ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის ატაშე: ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. დაე, 2023 წელს უფრო გაძლიერდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო იმედოვნებს, რომ 2023 წლისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამის შესახებ ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურად, საახალწლო მილოცვაში განაცხადა. „ბედნიერ შობა-ახალ წელს ვუსურვებ ჩემს მეგობრებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, მათ ოჯახებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც Europetime-ს ადევნებს თვალს. მადლობა შესაძლებლობისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს ნაწილი. დაე, 2023 წელი იყოს უფრო უკეთესი, უფრო გაძლიერდეს შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა; საქართველოს მოქალაქეებს და თქვენს შვილებს კი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული, წარმატებული, უსაფრთხო და დაცული მომავალი ჰქონდეთ“.

მეთიუ ბრაიზა: 2023 წელს უპირველეს ყოვლისა გისურვებთ მშვიდობას, რომელიც ტრანსატლანტიკურ ოჯახთან გაერთიანების მკაფიო, სტრატეგიულ არჩევანს ეფუძნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა 2023 წელს საქართველოს უპირველეს ყოვლისა მშვიდობას უსურვებს. საახალწლო გზავნილს ბრაიზა ექსკლუზიურად Europetime-ს უზიარებს. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. გისურვებთ სიხარულით, კეთილდღეობით და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობით სავსე 2023 წელს. მშვიდობას, რომელიც ტრანსატლანტიკურ ოჯახთან გაერთიანების მკაფიო, სტრატეგიულ არჩევანზეა დაფუძნებული და ეწინააღმდეგება თქვენი ქვეყნის და უკრაინის ოკუპაციას, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში“.

პოლ გობლი: საქართველოს 2023 წელს ისეთი პერსპექტივები აქვს, როგორც არასდროს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი საახალწლო გზავნილში ამბობს, რომ საქართველოს 2023 წელს ისეთი პერსპექტივები აქვს, როგორც არასდროს. პოლ გობლი საქართველოს ახალ წელს, ექსკლუზიურად, Europetime-დან ულოცავს. „2023 წელს საქართველოს  ვუსურვებ მშვიდობას და სხვა ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, ასევე, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას. მე ვფიქრობ, ეს რეალისტური სურვილებია.   რეალურად, ორივე მიმართულებით, საქართველოს ამ წელს აქვს ისეთი პერსპექტივები, როგორც არასდროს. იმედი მაქვს, საქართველოს ექნება შანსი, შეუერთდეს საზოგადოებას, რომელსაც წარსულში, რუსულმა იმპერიალიზმმა დააშორა. ასევე იმედი მაქვს, საქართველოს ხალხს ექნება აყვავებული და წარმატებული მომავალი“.

USAID: ჩვენ ერთად საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ, საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო

აშშ საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მუშაობს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო. ამის შესახებ საუბარია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში, რომელიც მინისტრ დარჩიაშვილთან შეხვედრას ასახავს.   მისივე თაბახმად, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში, ელჩი ერინ მაქიი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა USAID-ის პარტნიორობა საქართველოს ხალხთან.   „USAID-ი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და საქართველოს მოსახლეობასთან.   ჩვენ ერთად საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ქართველი ხალხის გვერდით დადგება - ელჩი დეგნანი

მომავალი წლების განმავლობაში, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ესეების კონკურსის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ინდივიდუალური ღირსების გასაღები. როგორც ბოლო დროს ვნახეთ ბევრ ქვეყანაში, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები ავტოკრატიული ტენდეციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დაცვის საუკეთესო საშუალებაა. 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ქართველი ხალხის გვერდით დადგება, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება მისი წარმატება აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში. თქვენ, ქართველ ამომრჩეველთა მომავალ თაობას, გადამწყვეტი როლი გაქვთ ამ პროცესში. წარმატებას გისურვებთ ყველას ამ ესეების კონკურსში. საქართველოს ხალხს ბევრი რამ აქცს საამაყო თქვენი ისტორიისა და იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენ მიაღწიეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ასევე ბევრი სამუშაო გაქვთ წინ. შეერთებული შტატები თქვენ გვერდით დგას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ. ძალა ერთობაშია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, კონდოლიზა რაისმა საქართველოს შესახებ ისაუბრა

The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველო. დისკუსიის მონაწილემ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის შეწუხებულია. „ჩვენ დავკარგეთ ფოკუსი საქართველოზე. თუ ისევ მივაპყრობთ საქართველოს ყურადღებას, ვფიქრობ, ვნახავთ ბევრ ახალგაზრდას, რომელთაც იმისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ, რაც დღეს არის საქართველოში. ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პრესის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით. მინდა, საქართველო დაბრუნდეს შეერთებული შტატების დღის წესრიგში. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ 2008-2010 წლებში საქართველოში, თუმცა ეს მიღწევები შემობრუნდა და ამაზე უნდა ვიღელვოთ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.  

კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე

აშშ-ის ელჩის შეფასებით, კითხვები ჩნდება, რა არის „ხალხის ძალის“ კანონპროექტის რეალური მიზანი და რა არის კანონის წარდგენის მთავარი მიზეზი. ამის შესახებ ელჩმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. „მთავარია, რა არის საქართველოს ინტერესებში, აქ მნიშვნელობა არ აქვს კანონპროექტის ვერსიას - ნათელია, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი. ისიც ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ პასუხისმგებელია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. გაერომ, აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა მეგობარმა ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, რადგან ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ საერთო მიზნის, უსაფრთხო, წარმატებული მომავლის მისაღწევად. ეს საქმე წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს საფრთხეს შეუქმნის ეს წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს არ სჭირდება. ამდენად, ჩემი შეკითხვაა, რატომ სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად მისი ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტების, მისწრაფებების და მკაფიო არჩევანის შესახებ“, – განუცხადა ელჩმა მედიას. ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი  

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას - ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისი განცხადება საელჩომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.  პარლამენტთან აქცია ახლაც მიმდინარეობს.  

ნედ პრაისი: ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანია უსაფრთხო, დემოკრატიული, წარმატებული საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ თბილისში განვითარებულ პროცესებს. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია და აშშ მხარს უჭერს მათ ამ მისწრაფებას. „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქართველი ხალხი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ მათი სურვილია, მიაღწიონ დემოკრატიულ, აყვავებულ საქართველოს, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეშია ინტეგრირებული. „აშშ გააგრძელებს პარტნიორობას ამ მისწრაფებების მიმართულებით“, - აღნიშნა პრაისმა. გუშინდელი ბრიფინგიდან ნედ პრაისი: ჩვენ ვართ პარტნიორი, რომელიც დაეხმარა საქართველოს, გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ ამის გაგრძელება შეგვეძლოს  

ელჩი დეგნანი: ახლა ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომლებიც კრემლის მიერ არის შთაგონებული

ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. ელჩის თქმით, „ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავისი სათქმელი და ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა“.  „ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომლებიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს. საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს - სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე", - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ამერიკის საელჩო: ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აჭარაში იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ერთობლივი პროგრამების წარმატებასა და სამომავლო გეგმების განსახილველად შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო მტკიცე და ინტეგრირებული საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული.  „იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი და ეფექტიანი იურიდიული დახმარება, შეერთებული შტატების საელჩო მრავალი წელია, მხარს უჭერს სამსახურის განვითარებასა და გაძლიერებას“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პოლიტოლოგების წერილი აშშ-ის ოფიციალურ პირებს და კონგრესს: მოსკოვს კიდევ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები

აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე აშშ-ის კონგრესს წერილი გაუგზავნეს მკვლევრებმა, სვანტე ე. კორნელმა და სტივენ ფრედრიკ სტარმა, რომლებიც, საქართველოს, როგორც თავს უწოდებენ, დიდი ხნის მეგობრები არიან. წერილის ავტორები წერენ, რომ დაკავშირებულნი არიან ამ ქვეყანასთან 1990-იანი წლებიდან, თანამშრომლობა ჰქონდათ საქართველოს სამ- ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ მთავრობასთან. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ მათ საქართველოს პოლიტიკაში არასოდეს არავის მხარე არ დაუკავებიათ არც ახლა უკავიათ. „ჩვენ თანმიმდევრულად ვუჭერდით მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ევროპისკენ სწრაფვას და ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციას“. წერილის ავტორები საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ იმ ზომების შესახებ, რომლებიც აშშ-მა უნდა განახორციელოს პოლიტიკის განვითარებისთვის იმ მიზნით, რომ შეჩერდეს საქართველოს შემობრუნება დასავლური კურსიდან და გამოსწორდეს ვითარება ქვეყანაში. „მთავარი პრობლემა, რაც აშშ-ის მოქმედებას მოითხოვს, არის ის, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში, სადაც დიდხანს ცხოვრობდა, სახელმწიფოში ძალაუფლება მიიტაცა და საქართველოს აბრუნებს ანტიდასავლური მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხალხმა გამოხატა დასავლური ინტეგრაციის ნება. ამას შეიძლება მოჰყვეს შეუქცევადი შედეგები“ - წერენ კორნელი და სტარი. მათი აზრით, საქართველოს განვითარების ახლანდელი ტრაექტორია არამყარია და არის საფრთხე, რომ საქართველო ქაოსში აღმოჩნდეს, „რადგან უფსკრული ივანიშვილის ამბიციებსა და საქართველოს საზოგადოების ნებას შორის იზრდება“. ამით, კორნელის და სტარის თანახმად, საფრთხე ექმნება ყველა წარმატებას, რომლებსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორ ათწლეულში და ასევე აშშ-ის უმნიშვნელოვანეს ინტერესებს სტრატეგიულ რეგიონში, რომელიც ნატოს ტერიტორიას შუა აზიასთან აკავშირებს. „მიმდინარე ომი უკრაინაში ძალიან მოიკოჭლებს, მაგრამ მოსკოვს კიდევ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები თუნდაც იმისთვის, რომ უკრაინაში ყველა წარუმატებლობისგან ყურადღება სხვაგან იქნეს გადატანილი. ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს დასავლეთის მცდელობას, დააკავშიროს ევროპა აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან რუსეთის გვერდის ავლით,“ - უზიარებენ წერილის ავტორები თავიანთ მოსაზრებას აშშ-ის ოფიციალურ პირებს და კონგრესს. რა უნდა გააკეთოს აშშ-მ? - წერილის ასე დასათაურებულ ქვეთავში შვედი და ამერიკელი პოლიტოლოგები საკვანძო საკითხებს გამოყოფენ: 2024 წლის არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს; ყოფილი პრეზიდენტის, საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბედი; ივანიშვილის ბატონობა ქართულ პოლიტიკაში; და საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. აშშ-მა უნდა მოითხოვოს სამართლიანი საარჩევნო პროცესი ახლა ისევე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. რაც შეეხება სააკაშვილს, კორნელი და სტარის ურჩევენ აშშ-ის ხელისუფლებას, უფრო აქტიურად მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში და ეს მოთხოვნა აშშ-სა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის პირობად წამოაყენოს. აშშ-მ, როცა საქართველოს მთავრობის მიმართ ამ ზომებს მიმართავს, ამავე დროს მკაფიოდ უნდა დაანახოს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას, რომ ის ურყევი მომხრეა საქართველოს სუვერენიტეტისა, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისა. როგორ უნდა გაატაროს აშშ-მა ეს პოლიტიკა? წერილის ავტორები ასე უპასუხებენ ამ შეკითხვას: „2003 წელს, საქართველოში საარჩევნო კრიზისის დროს, პრეზიდენტმა ბუშმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს ბეიკერი საქართველოში „პრეზიდენტის წარგზავნილად“ დანიშნა და მიავლინა თბილისში გამოუვალი სიტუაციის მოსაგვარებლად, რომელიც არჩევნების შემდეგ წარმოიქმნა. პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა დანიშნოს მაღალი რანგის ამერიკელი მოხელე და საქართველოში მიავლინოს ანალოგიური მისიით, თვლიან კორნელი და სტარი. აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე აშშ-ის კონგრესისთვის საქართველოს შესახებ წერილის ავტორების შესახებ: სვანტე ე. კორელი ავტორია ნაშრომებისა საქართველოს შესახებ, სეპარატიზმის გარშემო, ასევე ეთნოპოლიტიკური კონფლიქტებზე და 2009 წელს სტივენ ფრედრიკ სტართან ერთად დაწერა წიგნი: „2008 წლის აგვისტოს თოფები: რუსეთის ომი საქართველოში.“ სტივენ ფრედრიკ სტარი, რუსეთის და საბჭოთა კავშირის საკითხებში აშშ-ის სამი პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მან დააარსა და ხელმძღვანელობს შუა აზიის და კავკასიის ინსტიტუტს. სტარი რუსეთის და ევრაზიის თემატიკაზე გამოცემული 200-მდე სტატიისა და 20 წიგნის ავტორი რედაქტორია.

მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს აუცილებელი აღჭურვილობითა და გამოცდილების გაზიარებით, ერთად უფრო ძლიერები ვართ - ამერიკის საელჩო

ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია საქართველოს გამორჩეული მეგობარია. ყოველ წელს მათი ჩართულობით შეერთებული შტატები საქართველოსთვის არაერთ მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს. ამის შესახებ ამერიკის საელჩო აცხადებს და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ამ კვირაში ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში საქართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს და განიხილეს კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა. „ამ მიმართულებით რამდენიმე წელია, მჭირდოდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, განსაკუთრებით კი, საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს აუცილებელი აღჭურვილობითა და გამოცდილების გაზიარებით. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - წერს ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა.   

აშშ-დან ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციას, ქართველი დეპუტატები საქართველოს „NATO-ში გაწევრების გადაუდებელ საჭიროებაზე“ ესაუბრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის თავდაცვის ძალების გენერლები  და ადმირალები შედიან, აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური/NATO-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კურტის სკაპაროტი ხელმძღვანელობს. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. ქართული მხარისვე ცნობით, დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას, რეგიონში აშშ-ის გაზრდილი ჩართულობის და პირველ ყოვლისა, საქართველოს NATO-ში გაწევრების გადაუდებელ საჭიროებას. „აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას. ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და მთლიანად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაზრდისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის  მხარდაჭერისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში გადადგმული ნაბიჯებისთვის, მადლობა გადაუხადა. ამერიკელი სტუმრების მხრიდან ხაზი გაესვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, ქართული თავდაცვის ძალების როლს, ქართველი ჯარისკაცების სიმამაცეს და თავდადებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და თენგიზ შარმანაშვილი, კომიტეტის წევრები - რესან კონცელიძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო ესწრებოდნენ. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ლეისი მონაწილეობდნენ.  

აშშ-ის ახალი ელჩი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგენმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი და ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის.  ,,პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, - აღნიშნა რობინ დანიგანმა. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა  

აშშ და საქართველო ხაზს უსვამენ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას

აშშ-ის ახალმა ელჩმა, საქართველოში თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა. ამ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამერიკულ მხარეს ცნობა არ გაუვრცელებია. მათ დღეს დილით გვაცნობეს, რომ ახალი ელჩი უკვე საქართველოში ჩამოვიდა. რაც შეეხება საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. რას მოიცავს ეს მიმართულებები და როდის გაფორმდა დოკუმენტი ქარტია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტი შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. მას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო შეერთებული შტატების მხრიდან - სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მალევე დატოვა თეთრი სახლი, თუმცა ხსენებული ნაბიჯი მომავალ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციასთან უკვე გავლილი იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრა 2020 წლის 24 იანვარს გაიმართა. კერძოდ, ეს იყო ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული პროგრამების სამუშაო ჯგუფი. რაც შეეხება პლენარულ სესიას, რომელშიც სახელმწიფო მდივანი და პრემიერი მონაწილეობდნენ (მაიკ პომპეო და მამუკა ბახტაძე), უკანასკნელად ჩატარდა 2019 წლის 11 ივნისს  ჩატარდა. ქარტიის პლენარული სესია, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, კოვიდპანდემიის გამო გადაიდო. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა. დოკუმენტის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო: 1. ვადასტურებთ ჩვენი, როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის მნიშვნელობას, განზრახული გვაქვს გავაღრმავოთ პარტნიორობა ორი ერის საკეთილდღეოდ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა ორმხრივი პრიორიტეტების ფართო სპექტრით. 2. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მხარდაჭერას და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. 3. ხაზს ვუსვამთ ორმხრივ სურვილს გავაძლიეროთ ურთიერთობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, დიპლომატიის, მეცნიერების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. ნაწილი I: პარტნიორობის პრინციპები წინამდებარე ქარტია ეფუძნება მხარეებისათვის საერთო ძირითად პრინციპებსა და შეხედულებებს: 1. ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს. 2. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო გაგებას და აღიარებას ერთობლივი რწმენისა, რომ დემოკრატია წარმოადგენს პოლიტიკური ლეგიტიმურობის და შესაბამისად, სტაბილურობის მთავარ საფუძველს. 3. დემოკრატიათა შორის თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის. 4. ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და დემოკრატიულ საქართველოს, რომელსაც შესწევს პასუხისმგებელი თავდაცვის ძალა, წვლილი შეაქვს არა მარტო საქართველოს ყველა მოქალაქის, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. 5. საქართველოს მზარდ დემოკრატიას ძალუძს ასპარეზი მისცეს თავისი შრომისმოყვარე მოქალაქეების შემოქმედებით პოტენციალს, რითაც მკვეთრად გაიზრდება კეთილდღეობა როგორც მთელ რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 6. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას გააღრმავოს კავშირები ევროატლანტიკური თანამეგობრობის სხვა ერებთან პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სოციალურ სფეროებში. 7. პარტნიორები აცხადებენ, რომ მათ საერთო მიზანს წარმოადგენს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპულ და ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტებში, საქართველოს მიერ აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების საფუძველზე. ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორივე ქვეყნისათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ერაყში კოალიციის ძალისხმევაში. ამით საქართველომ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აქვს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს საერთო პრიორიტეტს და ჩვენ ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის პროგრამის წამოწყებას, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება. ამასთან, აღსანიშნავია 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ალიანსის განაცხადი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. 1. NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო შეადგენენ და შეასრულებენ ორგანიზებულ გეგმას, რომლის მიზანია ნატოსა და საქართველოს შესაძლებლობების თავსებადობისა და კოორდინაციის ამაღლება, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის გაუმჯობესების გზით. 2. აღიარებენ რა, რომ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეები ემუქრება, ითვალისწინებენ რა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოსა და რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ აღებელ ვალდებულებას, ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო გეგმავენ გააფართოვონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლები, ამ საფრთხეების აღმოფხვრისა და მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელის შეწყობის მიზნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და პარტნიორობა სასარგებლოა როგორც ორივე სახელმწიფოსთვის, ისე რეგიონისთვის. 3. აცნობიერებენ რა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებით გამოწვეულ მზარდ საფრთხეს, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვალდებულებას იღებენ იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და სახიფათო ტექნოლოგიების გავრცელების წინააღმდეგ გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი განხორციელებით და ამგვარი კონტროლის გაძლიერებით. 4. თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების შესაბამის უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას დააკმაყოფილოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ლეგიტიმური საჭიროებები, მათ შორის ჯეროვანი, ნატოსთან თავსებადი სამხედრო ძალების განვითარების გზით. ნაწილი III: ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული გვაქვს გავაფართოვოთ თანამშრომლობა სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის წახალისებისათვის, საბაზრო-ეკონომიკური რეფორმის და ლიბერალიზაციის მხარდასაჭერად, ბიზნეს-გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და ბაზარზე საქონლისა და მომსახურების დაშვების ხელშესაწყობად. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვაჭრობას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური ზრდის, განვითარების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის, მივესალმებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამხრეთული დერეფნის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში და შესაბამის საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში. 1. ვაღიარებთ რა, ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის გაზრდილი ინვესტიციების მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული გვაქვს მივაღწიოთ შეთანხმებას “ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების შესახებ”, რათა გაიზარდოს “შეღავათების ზოგად სისტემაში” საქართველოს დაშვება და შესწავლილ იქნეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა. 2. ამერიკის შეერთებული შტატები მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს ომის შემდგომ რეკონსტრუქციასა და ფინანსურ სტაბილიზაციაში. ჩვენ განზრახული გვაქვს, ერთად ვიმუშავოთ საქართველოს ხალხის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისათვის გამიზნული პოლიტიკისა და პროგრამების გასატარებლად, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში ინვესტიციებისა და მდგრადი გაუმჯობესების მეშვეობით საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 3. ვაღიარებთ რა, გამართულად მომუშავე, ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს შევისწავლოთ საქართველოში ენერგიის წარმოების შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ენერგოეფექტიანობა და გავზარდოთ ევროპული ბაზრებისკენ საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული ტრანზიტის ფიზიკური უსაფრთხოება. ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ უფრო განვავითაროთ აზერბაიჯანსა და თურქეთთან ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომლის შედეგიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები, რათა შეიქმნას ახალი სამხრეთული დერეფანი, რომელიც დაეხმარება საქართველოს და დანარჩენ ევროპას აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან იმპორტის უზრუნველყოფით მოახდინონ ბუნებრივი აირის მომარაგების დივერსიფიკაცია. ნაწილი IV: დემოკრატიის გაძლიერება აღიარებენ რა დღეისათვის საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, ჩვენი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ მედიის თავისუფლების, პარლამენტის, სასამართლო რეფორმის, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებისათვის. ჩვენ ერთხელ კიდევ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიის, შემწყნარებლობის და ყველა თემის მიმართ პატივისცემის საერთო ღირებულებებისადმი და განზრახული გვაქვს ვითანამშრომლოთ შემდეგ საკითხებში: 1. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ, რათა ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიისათვის დახმარების გაწევის გზით. 2. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ სამართლის უზენაესობის შემდგომი განმტკიცების საქმეში, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ჩათვლით. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს დახმარება გაუწიოს ამ პროცესს, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და პოლიციის ოფიცრების ტრეინინგის ჩათვლით. სამართალდამცავი და სასამართლო შტოს გაფართოებული ურთიერთობების მეშვეობით, ჩვენ ვგეგმავთ ჯეროვანი ძალისხმევა მივმართოთ ისეთი საერთო ტრანსნაციონალური დანაშაულის საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, ადამიანებით და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება და კომპიუტერული დანაშაული. 3. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ, რათა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეებისა და მედიის ჩართვის გაფართოების გზით, ხელი შევუწყოთ კარგი მმართველობის გაუმჯობესებას. 4. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო პირობას ვდებთ,  ვითანამშრომლოთ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ზრდისათვის, მათ შორის წავახალისოთ პოლიტიკური პარტიების განვითარება, ანალიტიკური ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მონაწილეობით სრულვყოთ კანონმდებლობა და გავატაროთ რეფორმები უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. 5. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, რათა მოხდეს საჯარო პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი, მოქალაქეების ინტერესების მხარდაჭერა, საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და უზრუნველვყოთ საჯარო მოხელეებზე ზედამხედველობა. ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო გამოხატავენ სურვილს, მოხდეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლის პროგრამების გაფართოება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დემოკრატიისა და დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებას და გაზრდის ურთიერთგაგებას. 1. აღიარებენ რა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობას, ორივე მხარეს განზრახული აქვს შემდგომში ხელი შეუწყონ კულტურულ და სოციალურ გაცვლას და საქმიანობას ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა ფულბრაიტის პროგრამა, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა (FLEX), სტუდენტური გაცვლა (UGღAD), საკანონმდებლო განათლება და პრაქტიკა (LEAP), საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამა და ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროგრამა. 2. ხაზს ვუსვამთ რა ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის სიახლეებისა და დინამიზმის აუცილებლობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს უზრუნველვყოთ გაძლიერებული თანამშრომლობა უმაღლესი განათლების, ბიზნესისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. შეერთებული შტატები გეგმავს გაამარტივოს შეერთებული შტატების ვიზის მოთხოვნის პროცესი ამერიკის კანონმდებლობის და პროცედურების შესაბამისად, ისე, რომ კულტურის, განათლების, ბიზნესის და სამეცნიერო საქმიანობაში კვალიფიციურ პირებს მიეცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა. 3. ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული აქვთ საქართველოს ომის შემდგომ გარემოში აღადგინონ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მედია და ხელი შეუწყონ უწყვეტ კონტაქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის. წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  

აშშ ეხმარება საქართველოს შესაძლებლობების განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში - ამერიკელი მაღალჩინოსანი

აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. ამის შესახებ ამერიკელი მაღალჩინოსანი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, როდესაც განიხილავს, რა როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მნიშვნელობისა და როლის კიდევ უფრო გაზრდისა და გაძლიერების მიზნით.  ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“  

აშშ გააგრძელებს აღჭურვილობის გადაცემასა და ინფრასტრუქტურისთვის ფინანსების უზრუნველყოფას - საელჩო საბრძოლო მასალების საწყობის აშენებაზე

აშშ-ის საელჩი აცხადებს, რომ საბრძოლო მასალების კიდევ ერთი საწყობის აშენებით ხდება მოძველებული, არასაიმედო საწყობების ექსპლუატაციიდან ამოღება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი სამხედროებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. საელჩოს ცნობით, აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პროექტის ამ ნაწილის დასრულება ერთად აღნიშნეს. „სიამაყით ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მხარდამჭერ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საბრძოლო მასალების კიდევ ერთი საწყობი აშენდა და აღიჭურვა. ამ ძალისხმევის შედეგად ხდება მოძველებული, არასაიმედო საწყობების ექსპლუატაციიდან ამოღება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი სამხედროებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. გასულ კვირას აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს პროექტის ამ ნაწილის დასრულება. ეს პროექტი აქ არ მთავრდება. შეერთებული შტატები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გააგრძელებს აღჭურვილობის გადაცემასა და ინფრასტრუქტურისთვის ფინანსების გამოყოფას,“ - წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. აშშ-ის მხარდაჭერით, საბრძოლო მასალების საწყობის მშენებლობა დასრულდა  

აშშ-ის ოფიციალური პირი: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. ამის შესახებ Europetime-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ვაშინგტონი ქართველი ხალხისადმი მთავარ გზავნილში ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური-დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ბოლო 31 წლის განმავლობაში. „შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი მთავარი გზავნილი საქართველოსა და ქართველებისთვის შემდეგია: შეერთებული შტატები 31 წელზე მეტია, საქართველოსთვის ასეთი ძლიერი პარტნიორია. ამასთანავე, შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ბოლო 31 წლის განმავლობაში. ამდენად, ვფიქრობთ, ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან, ისწრაფვიან რა ისინი დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. დიდი ხანია, საქართველო NATO-სკენ ისწრაფვის. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციებმა ცხადყო, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია, ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის. შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა NATO-სთან მისი თავსებადობა უზრუნველყოს,“ - განუცხადა Europetime-ს ანონიმურობის პირობით ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ქვეყნის მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშველობას გაუსვა ხაზი. ასევე გაეცანით: შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან  

USAID: საქართველოს მხარდასაჭერად ამჟამად 40 პროგრამას ვახორციელებთ

1992 წლის შემდეგ, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რომლის „მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ აშშ-ის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ „ეს პროგრამები ასევე ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან.“ „USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. „USAID-ი ასევე მხარს უჭერს პროგრამებს საქართველოში, რათა გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა.  

ამერიკის საელჩო: არიზონისა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია

აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დაწყებას, ამერიკის საელჩო აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობის Facebook გვერდი იტყობინება. „აშშ-საქართველოს პარტნიორობაში კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს აღვნიშნავთ! ელჩმა რობინ დანიგანმა განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად გამოაცხადა ახალი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც არიზონის შტატის უნივერსიტეტი ითანამშრომლებს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან. USAID/Georgia და საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერენ მასწავლებელთა სასწავლო პროგრამებს პარტნიორ უნივერსიტეტებში, რაც მომავალ მასწავლებლებს უზრუნველყოფს ახალგაზრდების აღზრდის პროცესში საჭირო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით,“ წერს ამერიკის საელჩო. ელჩი დანიგანი: ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობას ვიწყებთ, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა  

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციას აშშ დააფინანსებს

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის აშშ 135 000 დოლარს გამოყოფს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში, აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას. იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია. აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია. „ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს, ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია, უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა,“ აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შესაბამის ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასებასა და კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) 2001 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ შეიქმნა. ფონდი ელჩებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ განაცხადები ისეთ ერთჯერად ან განმეორებად პროექტებზე, რომლებიც ქვეყნებს მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ეხმარება. დღეისათვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა ას ოცდახუთზე მეტ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტი დააფინანსა. თითქმის 74 მილიონი აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. საქართველოში ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 21 პროექტი დააფინანსა თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულებით, მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტრის კონსერვაციისათვის 2020 წელს გამოყოფილი 500 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. დაცვის პროექტები საქართველოს კულტურული მემკიდრეობის ფართო სპექტრს მოიცავს: ფოლკლორული მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული, ხუროთმოძღვრებითა და არქიტექტურით დამთავრებული.  

შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან

აშშ-საქართველოს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა; ვაშინგტონის ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით; ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საქართველოს უსაფრთხოება შავი ზღვის კონტექსტში, NATO; საქართველოს ეკონომიკა ანაკლიის პორტის გავლით ვაჭრობის განვითარების კონტექსტში, შუა დერეფანი - ამ და სხვა თემებზე Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს შორის “ორმხრივი პარტნიორობა კარგია.“ ოფიციალური პირი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, „აშშ აპირებს, გააგრძელოს პარტნიორობა ქართველ ხალხთან და მთავრობასთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.“ „გვინდა, მივულოცოთ  ქართველ ხალხს და მთავრობას ევროკომისიის რეკომენდაციის მიღება - ეს არის დიდი სიგნალი და დიდი შესაძლებლობა ყველა ქართველისთვის და ვფიქრობთ, ეს აჩვენებს გზას იმ პარტნიორობის გაგრძელებისკენ, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები 31 წელზე მეტია, საქართველოსთვის ასეთი ძლიერი პარტნიორია. და ვფიქრობთ, ის მღელვარება, რომელიც ქუჩებში ვნახეთ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო, აქაც, ვაშინგტონში გაიზიარა ყველამ, ვისაც საქართველო უყვარს. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და პოლიტიკური პარტიები, ასევე, პარლამენტი და მთავრობა ერთად იმუშავებენ, ნამდვილად გვექნება საინტერესო შესაძლებლობები ჩვენი მომავლისათვის,“ - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი Europetime-თან. აშშ-ის ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით აშშ-ის დაზვერვის ბოლო ცნობების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გააგრძელებს რუსეთის მცდელობების გამოაშკარავებას, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიული არჩევნების მთელ მსოფლიოში, რამდენად მასშტაბურია ეს საფრთხე საქართველოსთვის და როგორ დაუჭერს მხარს აშშ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფას, ამის პასუხად, ამერიკელი მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს „წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი“ საკითხია აშშ-სთვის, რადგან „როდესაც ვსაუბრობთ ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.“ ამერიკელი მაღალჩინოსანი აქვე იმეორებს აშშ-ის პოზიციას, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან, რათა “უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი დაკვირვების საჭიროებები.“ „რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. რუსეთი ცდილობს, ძირს გამოუთხაროს დემოკრატიებს შიგნიდან. ამის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, ერთად გადავდგათ საპასუხოდ. რუსეთის ძალისხმევის შესახებ დისკუსიები გვქონდა საქართველოსთანაც,“ - განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.  რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვაშინგტონის შეფასებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არჩევნების გრძელვადიან და მოკლევადიან დაკვირვებაზე მუშაობის დაწყებაა, რათა დარწმუნდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. საქართველოს ურთიერთობა NATO-სთან, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ალიანსის ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით მიღწეული პროგრესი ვაშინგტონის შეფასებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციებმა ცხადყო, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ვაშინგტონის შეფასებითვე, საქართველო არის NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორი, ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა NATO-სთან მისი თავსებადობა გააძლიეროს. „ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წასწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ NATO არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ის მრავალი თვალსაზრისით პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს.“ ანაკლიის პორტი შეერთებული შტატები დიდი ხანია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მას ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. შეერთებული შტატები აღიარებს შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. ვაშინგტონის შეფასებით, შუა დერეფნის განვითარება ცენტრალური აზიიდან კავკასიის გავლით ევროპაში ტვირთის გატანას შეუწყობს ხელს და რეალურად დაეხმარება ეკონომიკურ ინტეგრაციას და განვითარებას მთელ რეგიონში. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ პორტის შემდგომი განვითარება მართლაც მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. პორტის განვითარება საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა მნიშვნელოვანია პროექტის გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობასთან შესაბამისობა, რომელიც ნამდვილად მოემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, მათ კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებას,“ - მიაჩნიათ ვაშინგტონში. შავი ზღვის რეგიონი და რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში რა როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მნიშვნელობისა და როლის კიდევ უფრო გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა,“ - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსანი. ამასთან, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“ სომხეთი - აზერბაიჯანი ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

USAID: 2010 წლიდან დღემდე, ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს

2010 წლიდან დღემდე, USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID/Georgia) ავრცელებს. „ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და მხარს ვუჭერთ 15 ახალგაზრდულ ცენტრს. ეს ცენტრები მთელ საქართველოშია განთავსებული და აერთიანებს ახალგაზრდებს ახალქალაქიდან ბათუმამდე, ოზურგეთიდან დმანისამდე, გორიდან ახმეტამდე. 2010 წლიდან USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა 20 000-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, გაეარათ ენის კურსები, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამებში და აქტიურად ჩართულიყვნენ სამოქალაქო ინიციატივებში, რამაც ხელი შეუწყო მათ კარიერულ წინსვლას. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოს მოქალაქეებთან, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოების შექმნას,“ წერს USAID. USAID საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას აფართოებს