თეგი: ბალტიისპირეთი

ბალტიის რეგიონში აშშ-ის დამატებითი ძალები გადანაწილდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ, ბალტიის რეგიონში 800 ჯარისკაცის და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რვა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის გაგზავნას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. გარდა ამისა, შეერთებული შტატები გაგზავნის 32 AH-64 Apache შვეულმფრენს ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. „ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ხდება ჩვენი NATO-ს მოკავშირეების მხარდასაჭერად, NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნის მიზნით“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა და დაამატა, რომ არცერთი ახალი ძალა არ იგზავნება შეერთებული შტატებიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების დამატებით გადაადგილებას დაეთანხმა. ამასთან, აღნიშნა, რომ ძალები და აღჭურვილობა, რომლებიც უკვე ევროპაშია, გაიგზავნება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი მოძრაობებია. ჩვენ არ გვაქვს განზრახული რუსეთთან ბრძოლა. ეს განლაგება მიზნად ისახავს მესიჯის გაგზავნას აშშ-ის მოკავშირეებისთვის, რომ ის დაიცავს NATO-ს ტერიტორიას და დაიცავს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.  ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა სთხოვა

გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბალტიის რეგიონში თავდაცვა უნდა გაძლიერდეს ჯარების რაოდენობის გაზრდით და საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი საშუალებების დამატებით, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები ბალტიის ქვეყნებში, ჯარების რაოდენობის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაზრდით“, - განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ლიეტუვის დედაქალაქში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ხელმძღვანელებთან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ვილნიუსში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი რეგიონულ უსაფრთხოებას უქმნის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, შოლცი ეწვია NATO-ს ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ესპანეთის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვა

ესპანეთის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვა. საბრძოლო თვითმფრინავები გერმანიის შეიერაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს შეუერთდა, რომლებიც თავის მხრივ, ბალტიისპირეთში NATO-ს გაძლიერებულ საჰაერო პატრულირების მისიას უჭერენ მხარს. ესპანური თვითმფრინავები მხარს უჭერენ გაძლიერებული თანამშრომლობის კონცეფციას - Plug-and-Fight, რომელიც გერმანიის საჰაერო ძალებმა სხვა ქვეყნების საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად (იტალია, დიდი ბრიტანეთი) წამოიწყეს.  სად განთავსდნენ Eurofighter-ები ჰარიუმაა - მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურის ნაპირზე. რა არის Eurofighter Typhoon  ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, ე.წ. „იხვის“ კონსტრუქციით აგებული, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის მთავარი ფრთების ფორმა ბერძნულ დელტას მოგვაგონებს. შემუშავებულია და აგებული სამი კომპანიის  (EADS, Alenia Aeronautica და BAE Systems) მიერ. მომზადებულია NATO-ს საჰაერო სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით  

NATO-მ ბალტიისპირეთის ქვეყნების გარშემო, ფართომასშტაბიანი, მრავალეროვნული წვრთნები ჩაატარა

მოკავშირეები და პარტნიორები მრავალეროვნულ აქტივობას ახორციელებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შესაბამის ინფორმაციას NATO ავრცელებს. მისივე ცნობით, მანევრებში 20 თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან. „შვედეთი არის მთავარი კონტრიბუტორი ბალტიის ზღვის რეგიონში ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს აქტივობა იყო ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან თანამშრომლობის ფანტასტიკური შესაძლებლობა და მკაფიო დადასტურება იმისა, რომ შვედეთის საჰაერო ძალები სრულად თავსებადია NATO-სთან“, - განაცხადა შვედურმა მხარემ.  ამ აქტივობაში ასევე გამოჩნდა აშშ-ის საჰაერო ძალების უახლესი ტანკერი - KC-46, რომელიც ფინურ F/A-18-ებს ამარაგებდა. „ხსენებული აქტივობის მიზანია საჰაერო ეკიპაჟების წვრთნა საჰაერო საწვავის შევსებაში, ასევე ფინეთის მზადყოფნის დემონსტრირება აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად მოქმედებისთვის“, - თანამშრომლობის უნარი აძლიერებს ფინეთის თავდაცვას“, - აღნიშნა თავის მხრივ ფინურმა მხარემ. NATO-ს შეფასებით, მსგავსი მუდმივი საწვრთნელი აქტივობები, რომლებიც რეგულარულად ტარდება ევროატლანტიკურ სივრცეში, აუმჯობესებს ალიანსის საერთო ერთიანობას და უზრუნველყოფს NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობას მნიშვნელოვან პარტნიორებთან.  

დანია NATO-ს ლატვიაში თავისი სამხედროების განლაგებას სთავაზობს - Reuters

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეამცირებს სამხედრო ყოფნას ერაყში 2024 წლის დასაწყისიდან, ამის ნაცვლად კი, ყურადღებას გაამახვილებს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და რეგიონის დასაცავად, NATO-ს, ბატალიონს შესთავაზებს. Reuters-ი წერს, რომ ბატალიონი, სავარაუდოდ, 700-დან 1200-მდე ჯარისკაცისგან შედგება და ლატვიაში ყოველწლიურად, ოთხიდან ექვს თვემდე განლაგდება. დანარჩენი წლის განმავლობაში, ჯარები დანიაში დარჩებიან და მზად არიან, კრიზისის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგდნენ. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დანიის ყოფნა ბალტიისპირეთში გრძელვადიანი იყოს და საჭიროა ბალანსის პოვნა ადგილზე ჯარისკაცების განლაგებასა და მზადყოფნას შორის ~“, - განაცხადა პულსენმა.  „მომავალი წლის თებერვლიდან, დანია ერაყში 105 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფისგან ერთ-ერთ ნაწილს გაიყვანს. მაგრამ გააგრძელებს პერსონალისა და რჩევების მიწოდებას NATO-ს მისიისთვის ერაყში, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.  

AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

France Press-ის (AFP) ინფორმაციით, ლიეტუვამ მოუწოდა ევროკავშირს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ევროკომისიაში გაგზავნილ წერილში, რომელიც AFP-მა მოიპოვა, სამმა ლიეტუველმა მინისტრმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის პორტები შეიძლება იყოს „საიმედო ალტერნატივა უკრაინული პროდუქტების, მათ შორის მარცვლეულის ტრანზიტისთვის.“ ლიეტუვის ოფიციალური პირების შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს ყოველწლიურად 25 მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირებას. 19 ივლისს ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარი პორტები შესთავაზა. მედიით 24 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ საბერძნეთი და ბულგარეთი უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით ტრანზიტს განიხილავენ. შეგახსენებთ, ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსული ელექტრო ქსელიდან გათიშვას აჩქარებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსული ელექტრო ქსელიდან გათიშვას დააჩქარებენ. ეს პროცესი არაუგვიანეს 2025 წლის თებერვლისა უნდა განხორციელდეს, თუმცა ადრე ამის გაკეთება 2025 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთთან და ბელორუსთან ერთად ელექტრომომარაგების საერთო სისტემას იზიარებენ, რომელიც მოსკოვიდან არის ცენტრალიზებული. 2022 წლის მაისში ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მთლიანად შეაჩერეს ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული.  „პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა. ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.  

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ელექტროსისტემის დატოვების ვადებზე შეთანხმდნენ

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი 2025 წლის თებერვლისთვის რუსულ ენერგომომარაგების ქსელებს დატოვებენ და კონტინენტური ევროპის ქსელებს მიუერთდებიან. ამის შესახებ ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის ოპერატორებმა 2 აგვისტოს გამოაცხადეს. „შეთანხმების მონაწილეები BRELL-ის (ბელორუსის, რუსეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ე.წ. ელექტრო რგოლი, რომელიც 2021 წლიდან არსებობს და რომელიც ენერგოსისტემის სინქრონულ მუშაობას ითვალისწინებს, რედ.) სისტემასთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებენ. „ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ქმედებებზე და ვადებზე რუსული სისტემიდან გათიშვისა და კონტინენტური ევროპის სინქრონულ ქსელში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა Litgrid-ის ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 2025 წლის ბოლომდე ევროპის ქსელთან სრულ სინქრონიზებას გეგმავენ. ლიეტუვა, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის ფონზე იღებს ზომებს რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან ენერგიის იმპორტი მთლიანად შეჩერდა 2022 წელს, მაგრამ ქვეყანა, ლატვიისა და ესტონეთის მსგავსად, კვლავ დაკავშირებულია BRELL-ის რგოლის ელექტრომომარაგების სისტემასთან, რომელშიც ასევე შედიან რუსეთი და ბელორუსი. პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, წარმატებით იმუშავა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული. 

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისა და ბელორუსის საზღვრებთან თავდაცვის ახალ ზონას ქმნიან

ბალტიის სამი სახელმწიფო ბელორუსთან და რუსეთთან საზღვრებზე, თავდაცვის ახალ ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ბალტიის ქვეყნები ამ ნაბიჯს, უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე პასუხად განიხილავენ. თავდაცვითი ობიექტების კონცეფცია მადრიდში, NATO-ს სამიტზე გაფორმებულ შეთანხმებას ემყარება. სამივე ქვეყნის მინისტრებმა ხელი ასევე მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ერთობლივი გამოყენების საფუძველს ქმნის. „ბალტიის თავდაცვითი ზონა არის საგულდაგულოდ გააზრებული პროექტი, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე. რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, ჩვენ ასევე გვჭირდება ფიზიკური თავდაცვის სტრუქტურები საზღვარზე, რათა დავიცვათ ესტონეთი,“ - ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური. მისი თქმით, ამ თავდაცვითი ობიექტების მიზანი, მათ რეგიონში სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებაა. „მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რიგაში, რომლის მიხედვითაც ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ააშენებენ თავდაცვით ობიექტებს უახლოეს წლებში, რათა შეაჩერონ და, საჭიროების შემთხვევაში, დაცვა სამხედრო საფრთხეებისგან," - ნათქვამია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: რუსეთთან ყოვლისმომცველი ომისთვის მზად უნდა ვიყოთ  

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის თხევადი გაზისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და ალუმინის იმპორტის აკრძალვის შეტანას ითხოვენ. ეს ქვეყნები ასევე მოითხოვენ რუსეთთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებას, საავიაციო სექტორში სანქციების გამკაცრებას და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

აშშ-მ ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო

აშშ-მ ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ბალტიის სამი ქვეყნისთვის (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი) განკუთვნილი სამხედრო დახმარება აშშ-ის მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც 23 მარტს აშშ-ის კონგრესში დაამტკიცეს. 228 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემა წელს ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში მოხდება. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ამჯერად ვაშინგტონის მხრიდან ბალტიის ქვეყნების დახმარება რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე წინა წელს. „ეს [სამხედრო დახმარება] მკაფიო სიგნალს აგზავნის იმაზე, რომ აშშ, ნატოს ფარგლებში უდიდესი მოკავშირე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი ერთგულია,” - განაცხადა პევკურმა.