თეგი: გამოკითხვა

სამიტის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, NATO-ს მიმართ მხარდაჭერა უმაღლეს ნიშნულზეა - NATO

2022 წლის NATO-ს სამიტის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) დაკვეთით, NATO-ს წევრი ოცდაათივე ქვეყნის მოქალაქეებში გამოკითხვა ჩატარდა. NATO-ს ცნობით, საერთო ჯამში, NATO-ს მხარდაჭერა რჩება ძლიერი და კვლავ იზრდება. მოქალაქეების 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ NATO მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოებისთვის და მხარს უჭერს მათი ქვეყნის გაწევრიანებას. 60% ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად, საკუთარ ქვეყანას უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევს. დაახლოებით ორი მესამედი ეთანხმება, რომ მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას სხვა ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში (67%) და ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება უცხო ქვეყნის თავდასხმას ნაკლებად სავარაუდოს ხდის (62%). მოქალაქეების თითქმის 80% მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების შენარჩუნებას ან გაზრდას. მოქალაქეების მზარდი რაოდენობა რუსეთის მიმართ არაკეთილგანწყობილია (68%). 2021 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 27%-ით გაიზარდა. 52%  არაკეთილგანწყობილია ჩინეთის მიმართ. ეს მაჩვენებელი 2021 წლის შემდეგ, 11%-ით  არის გაზრდილი. რესპონდენტთა 67% თვლის, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, გავლენა მოახდინა მათი ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფორმაციისთვის, NATO ალიანსის ირგვლივ არსებული ტენდენციების მონიტორინგის მიზნით, მსგავს კვლევებს რეგულარულად ატარებს.

გამოკითხვა: თუ პუტინი გადაწყვეტს, რუსების 60% მხარს დაუჭერს „კიევზე ახალ თავდასხმას“

სოციალური კვლევის სამსახურის Russian Field გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესაძლო გადაწყვეტილებას „კიევის წინააღმდეგ ახალი შეტევის“ წამოწყების შესახებ, რუსების 60% დაუჭერს მხარს. გამოკითხულთა 65% ასევე დასთანხმდებოდა პრეზიდენტის განზრახვას სამშვიდობო შეთანხმების დადებისა და ომის დასრულების თაობაზე. უკრაინაში საომარ მოქმედებებს გამოკითხულთა ნახევარი უჭერს მხარს, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გადასვლას - 38%. სპეცოპერაციის მომხრეთა საერთო დონე 69%-ია, რესპონდენტების მეოთხედი წინააღმდეგია, ხოლო 8% პასუხის გაცემა უჭირს. მოსაზრებას, რომ უკრაინაში ომი გაჭიანურა, ეთანხმება გამოკითხულთა 59%, საპირისპირო აზრი აქვს 28%. გამოკითხვაში მონაწილეთა 30% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი წელიწადზე მეტ ხანს გასტანს, ხოლო 20% იმედი აქვს, რომ ომი 6 თვეში დასრულდება. 13% კი მიაჩნია, რომ კონფრონტაცია ორ თვეში დასრულდება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა - მედია

Insa-Consulere -ის (საბაზრო და სოციალური კვლევის ინსტიტუტი გერმანიაში) გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა. ანალოგიური მონაცემები აქვს მმართველო კოალაიცია „შუქნიშანს“. ამასთან, გამოკითხვის თანახმად, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შოლცი ორ კონკურენტთან მარცხდება.  გამოკითხვაში, რომელიც 15-19 აგვისტოს ჩატარდა 1 426 მოქალაქე მონაწილეობდა. აქედან 62% გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა, საპირისპირო პოზიცია გამოკითხული მოქალაქეების 25%-მა დააფიქსირა.  იმ შემთხვევაში თუ არჩევნები ჩატარდებოდა, გამოკითხვის თანახმად, შოლცის კოალიცია მესამე ადგილზე გავიდოდა.   გერმანიაში მმართველო კოლაიცია „შუქნიშნის“, საქმიანობით Insa-Consulere -ის გამოკითხვის თანახმად, 65%-ია უკმაყოფილოა, ხოლო მხარდაჭერას 27% უცხადებს.  შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი 2021 წლის დეკემბერში გახდა. მან ამ თანამდებობაზე ანგელა მერკელი შეცვალა.   

გამოკითხულთა 76% რუსეთს დიდ საფრთხედ აღიქვამს - NDI

NDI- ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის. გამოკითხილთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. გამოკითხილთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის. გამოკითხილთა უმრავლესობა 76% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. მცირე საფრთხედ - 12%. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.  

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში გამოკითხვაზე ისევ მივიდა

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. “გრინსერვის პლუსის” დირექტორის ადვოკატი: პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა ამასთან, ფურცხვანიძემ პოლიციის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი მანამდე თითქმის 24 საათის განმავლობაში იკითხებოდა. „გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

გამოკითხვა: უკრაინელების 85%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან ომში გამარჯვება, ყველა ტერიტორიის, მათ შორის ყირიმისა და დონბასის გათავისუფლებას მოითხოვს

Rating Group-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 85% თვლის, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ომში, ყველა ტერიტორიის, მათ შორის ოკუპირებული ყირიმის და აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ნაწილების განთავისუფლებას მოითხოვს. ნოემბერში კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 88%-ს „სჯერა, რომ 10 წელიწადში უკრაინა იქნება აყვავებული ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებში“. KIIS-ის გამოკითხვამ აღნიშნა, რომ მომხრეთა 96% „მზადაა, გაუძლოს ფინანსურ სირთულეებს“ სამიდან ხუთ წლამდე, თუ ეს გამოიწვევს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.  

გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა 74% უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ემხრობა

ევრობარომეტრის უახლესი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მომხრეა. 73%-მა განაცხადა, რომ ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, ისევე, როგორც სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო პოპულარულია სკანდინავიურ ქვეყნებში, ნიდერლანდებში, ირლანდიასა და პორტუგალიაში, სადაც მას მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. საბერძნეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა განაცხადა, რომ ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის ქმედებებს უკრაინის მიმართ. გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 12 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა, ყველა წევრი ქვეყნიდან 26000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.