თეგი: ეუთო

მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთმა უპრეცედენტო ძალა განათავსა უკრაინის საზღვართან, ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ელჩის თქმით, რუსეთი კბილებამდე შეიარაღებულია. აშშ-მ რუსეთს ორი არჩევანი შესთავაზა - „დიპლომატიის და დიალოგის“, ან „მასიური შედეგების“ გზა. გუშინ და დღეს მოლაპარაკებები ერთდროულად ვაშინგტონში, მოსკოვსა და შემდეგ უკვე კიევში გაიმართა. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა გზას აირჩევს რუსეთი? ამ შეკითხვით Europetime-მა ეუთოში (OSCE) აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს მაიკლ კარპენტერს მიმართა.  „რუსეთმა მოაგროვა უპრეცედენტო ძალა უკრაინის საზღვართან ისევე როგორც ბელორუსში - 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან და 30 000-მდე ჯარისკაცი, თუ არა მეტი, ბელორუსის შიგნით. ის კბილებამდე შეიარაღებულია. მას აქვს ყველაფერი - არტილერია, საბრძოლო შვეულმფრენები, საბრძოლო თვითმფრინავები და ყველანაირი საშუალება, რომელიც მზადაა, შეტევისთვის, ბრძანების გაცემის შემთხვევაში.  ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კრემლისთვის არჩევანი მკვეთრი გავხადეთ. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მიერ არჩეულ გზას, რომელიც არის დიპლომატიის და დიალოგის გზა, მათ შორის აქ, ეუთოში, NATO-ში და ასევე - ორმხრივად. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა შეშფოთება, რომლის განხილვაც რუსეთს სურს მაგიდასთან.მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენც ვაპირებთ ჩვენი შეშფოთებების წამოჭრას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ეს საუბარი გულწრფელად და ღიად წარიმართოს. მეორე მხრივ, თუ რუსეთი აირჩევს სამხედრო ესკალაციის გზას - ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ასე იქნება - მაშინ ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ მასიური და უპრეცედენტო ზომები. „ჩვენ“-ში ვგულისხმობ არამხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ დიდ შვიდეულს, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, NATO-ს, ისევე როგორც ევროპულ საბჭოს, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია შეერთებულ შტატებთან. ასე რომ, არჩევანი პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააკეთოს, მე ვერ გეტყვით, რა არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.  ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება რას სთავაზობს NATO რუსეთს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს

ეუთოს ცნობით, რამდენიმე ქვეყანას უკრაინიდან დამკვირვებლები გაჰყავს

ეუთოს ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანას უკრაინიდან დამკვირვებლები გაჰყავს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამკვირვებლებმა უკრაინა რამდენიმე დღეში უნდა დატოვონ. „სპეციალური სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ეუთოს მიერ დამტკიცებული მანდატის განხორციელებას მისი დამკვირვებლებით, რომლებიც განლაგებულნი არიან უკრაინის ათ ქალაქში. სადამკვირვებლო მისია უმაღლეს პრიორიტეტს ანიჭებს მთელი მისი პერსონალის უსაფრთხოებას და გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის მუდმივ შეფასებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე ეუთო/ოდირის-გან მიღებულ პასუხებს აქვეყნებს

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები, ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. ლომჯარიას თქმით, აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად გადაუგზავნეს. „2022 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით მიმართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ეუთო/ოდირს). გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ. 2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე. 2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადავუგზავნეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად“, – აცხადებს ნინო ლომჯარია. მისივე განმარტებით, იმედს იტოვებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების ყველა ასპექტს, პირველ ეტაპზე შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას. „ეუთო/ოდირის შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით, ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ეუთო/ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე. ეუთო/ოდირმა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის აღსანიშნავია: აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა; იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება, დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე; ეუთო/ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ. ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს. საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტსა და მექანიზმს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ დაცვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება. ეუთო/ოდირის მოწვევაც ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯია. ეუთო/ოდირის სამართლებრივი შეფასება ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზეც უახლოეს მომავალში“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ევროკავშირის ელჩი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან კახეთში გააკეთა. კარლ ჰარცელის თქმით, ამ სამსახურის გაუქმებაზე წუხილს აშშ და ევროპის საბჭოც იზიარებენ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს სათანადოდ ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს. ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი ჩადო. ამასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა არამხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერომ, ევროპის საბჭომ", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები. მისი თქმით, ეუთო/ოდირი ითხოვს, შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ეუთო/ოდირის მოთხოვნაა, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე. კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. შესაბამისად, პირველი მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. 7 თებერვალს, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, რის შემდეგაც იმედი გამოთქვა, რომ ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დასრულდება, ვიდრე ახალი დანიშვნები მოხდება. ასევე წაიკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს ლონდა თოლორაია: ეს არის სადამსჯელო ოპერაცია სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო კელი დეგნანი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დამოუკიდებლები უნდა იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა. შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს

ეუთო მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ

ეუთო მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ.  ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, ვალდებულებები აიღო, პატივი სცეს სხვების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. ეს აღიარება მხოლოდ კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას და განაცალკევებს ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მათი ქვეყნის, უკრაინის დანარჩენი ნაწილისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითეთ: ბორის ჯონსონი უკრაინას: ჩვენ შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ მეტი თავდაცვითი იარაღი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენს ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა  

საგარეო უწყება: საქართველომ, ეუთოს 44 მონაწილე სახელმწიფოსთან ერთად და უკრაინის მხარდაჭერით, „მოსკოვის მექანიზმის“ ინიცირება მოახდინა, რაც უკრაინაში აგრესიის გავლენის გამოძიებას ისახავს მიზნად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეუთოს მიერ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის შექმნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "საქართველომ, ეუთოს 44 მონაწილე სახელმწიფოსთან ერთად და უკრაინის მხარდაჭერით, მოახდინა ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ინიცირება, რაც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გავლენის გამოძიებას, მათ შორის ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესაძლო შემთხვევების შესახებ", - აღნიშნულია Twitter-ის განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული მექანიზმი გულისხმობს უკრაინაში ექსპერტთა ფაქტების დამდგენი მისიის წარგზავნას, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრითა და ომით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული შედეგების გამოსაკვლევად. „ზემოხსენებული მექანიზმის შედეგად ამოქმედებულ ექსპერტთა მისიას, შესაძლებლობა ექნება, დაადგინოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების, ასევე ომის დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული და განურჩეველი თავდასხმების შესაძლო ფაქტები და გარემოებები. ექსპერტთა მისიის მოვალეობაში შედის ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაანალიზება, რათა იგი შესაბამის ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, ასევე ეროვნულ, რეგიონულ ან საერთაშორისო სასამართლოებსა თუ ტრიბუნალებს წარუდგინოს. საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიას და განაგრძობს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს

ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისია უკრაინას ტოვებს. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა ახლა დატოვებს უკრაინას“, – ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

თეა ახვლედიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან ვიორელ მოშანუსთან და გაეროს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ურთულესი მდგომარეობა, მისი გავლენა გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. "როგორც ეუთოს, ასევე გაეროს წარმომადგენელთან საუბრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, კონფლიქტით დაზარებული ადამიანების მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების - ირაკლი ბებუას, მამუკა ჩხიკვაძის, კახაბერ ნათაძის, ვალერი კანიაშვილის, ზაზა მეგრელიშვილის და თამაზ გოგიჩაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ასევე, განსაკუთრებით ახალგორის რაიონის ხელოვნური იზოლაციით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ამ ფონზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობა. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. “საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რითაც უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და დარტყმის ქვეშ აყენებს საერთაშორისო წესრიგსა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იყო

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. პოლონეთის პირველ დიპლომატს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. შეგახსენებთ, რომ დღეს ზბიგნევ რაუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა ზბიგნევ რაუსი: აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო

თეა ახვლედიანი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისა კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გამართა. უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებს, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით. "სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ, დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო ინტეგრაციის ის უნიკალური მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც არაერთი წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა ფარგლებშიც მომდევნო წლების განმავლობაში კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები განხორციელდება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ეუთო: რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ექსპერტებმა უკრაინაში 24 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე განვითარებულ მოვლენებზე 108 გვერდიანი ანგარიში მოამზადეს.  სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს.  ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ რუს სამხედროებს მარიუპოლში სამშობიარო სახლისა და დრამატული თეატრის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ორივე შემთხვევაში, ეუთოს წარმომადგენლების შეფასებით, მომხდარზე პასუხისმგებელმა პირებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მარიუპოლში თეატრის დაბომბვისას 300 ადამიანი დაიღუპა. ეს ფაქტი ეუთოს ექსპერტებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის „უხეშ დარღვევდ“ შეაფასეს.  ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ „მიზანმიმართული მკვლელობა“ და „ძალადობა, სამოქალაქო პირების გაუჩინარება ან გატაცება“, [მათ შორის ჟურნალისტებისა და სახელმწიფო მოხელეების], რაც რუსეთის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ალბათ უნდა მიენიჭოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია. „ანგარიშში ასევე დასაბუთებულია უკრაინაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. აქ ჩართულია მტკიცებულებები სამოქალაქო პირებზე თავდასხმისას. კერძოდ , წარმოდგენილია მტკიცებულებები გაუპატიურების, სიკვდილით დასჯის, ძარცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთში დეპორტაციის ფაქტებზე“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ს ელჩმა მაიკლ კარპენტერმა. ანგარიშში ასევე შესულია მონაცემები ბუჩაში და კიევის ოლქის სოფლებში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების ფაქტებზე, რომელთა შესახებაც აპრილის დასაწყისში გახდა ცნობილი. მარტის ბოლოს ეუთომ ვერ შეძლო უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლება რუსეთის პოზიციის გამო. ეუთოს მისია დონბასში კონფლიქტის ზონაში 2014 წლიდან მუშაობს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ეუთო: უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ მიღებული ცნობებით - მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუჰანსკში თავისუფლება აღუკვეთეს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შაბათს განაცხადა, რომ ის ცდილობს უზრუნველყოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის (SMM) თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში დააკავეს. „ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ მისიის რამდენიმე წევრს თავისუფლება აღუკვეთეს დონეცკსა და ლუჰანსკში. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ არხს, რათა ხელი შეუწყოს თავისი პერსონალის გათავისუფლებას", - უთხრა ეუთოს ოფისის წარმომადგენელმა Reuters-ს. მნამდე, ეუთოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, დეიდრა ბრაუნმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისიას მარტის შემდეგ უკრაინაში მანდატის გაგრძელებაზე უარს ეუბნება. „ახლა ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მარიონეტები დონბასში ემუქრებიან მისიის პერსონალს, აღჭურვილობას და შენობებს და რომ რუსულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს SMM-ის თანამშრომლები“, - განაცხადა ბრაუნმა მიმართვაში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ უკრაინა საბოლოოდ დატოვა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსკოვმა მისიისათვის მანდატის გაგრძელებაზე აპრილის შემდეგ უარი თქვა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდტმა განაცხადეს, რომ ეუთო დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის დასახურად. „ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი მონაწილე სახელმწიფოებთან პოლიტიკური დიალოგის გზით, რათა მიგვეღწია სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლებისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პოზიციამ სხვა გზა არ დაგვიტოვა“, - განაცხადა რაუმ. მინისტრმა რაუმ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია შეეცდება გააგრძელოს ქვეყანაში ჩართულობა ეუთოს არსებული ვალდებულებების შესაბამისად. „პოლონეთის თავმჯდომარეობა გააგრძელებს მონაწილე სახელმწიფოებთან თანამშრომლობას, რათა გამოიკვლიოს ალტერნატივები ეუთოს სამომავლო როლზე უკრაინაში“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე განმარტებით, ეუთო იყო ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის შედეგების შესამსუბუქებლად. მონაწილეობდა ადგილზე ინფორმაციის შეგროვებაში, მოქმედებდა როგორც შუამავალი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა შმიდტმა დაამატა, რომ „სასიცოცხლო როლი, რომელიც მისიამ ითამაშა ბოლო რვა წლის განმავლობაში, ადგილზე ფასდაუდებელია. „ჩვენ ვაგრძელებთ მაქსიმუმის კეთებას დღე და ღამე ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად და ვაგრძელებთ ზეწოლას ყველა არსებული არხით, რათა შეწყდეს დაკავებები, დაშინება და დეზინფორმაციის გავრცელება, რაც ძალიან საშიშია ჩვენი ეროვნული მისიის წევრებისთვის“, - აღნიშნა შმიდტმა. უკრაინაში ეუთოს მისიაში 814 საერთაშორისო და 477 ადგილობრივი თანამშრომელი მუშაობდა. ეუთო 57 ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას აერთიანებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისა და ეუთო/ოდირის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. „განსაკუთრებით აღინიშნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მხარდაჭერისა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ თემატურ პროექტებში. აქვე, ყურადღება გამახვილდა ეფექტური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ეუთო/ოდირს მადლობა გადაუხადა საქართველოში გამართულ არჩევნებზე წლების განმავლობაში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნისთვის. ყურადღება დაეთმო საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ეუთო/ოდირთან მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, მის გავლენაზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისადმი, როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით, ასევე – პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეუთო/ოდირის მხრიდან სპეციალური მრჩეველი პიტერ მოსოპი, იურიდიული ოფიცერი კარინ სიმონსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.  

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა

საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და  რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდტის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. „პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს მომავალში ჩატარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰელგა მარია შმიდტმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ომის უმოკლეს ვადაში დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.  

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლთან კარი ჰენრიკსენთან შეხვედრა გამართა.  თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ კუთხით მიღებული, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მნიშვნელობას. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უკანონო დაკავების ფაქტებს და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობას. აღნიშნულ კონტექსტში თეა ახვლედიანმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებს და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამლბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ძალზე დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.  

აშშ, ჩვენი მოკავშირები და დემოკრატიული პარტნიორები ევროპის ფარგლებს გარეთაც კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პასუხში, ერთიანები ვართ ისე, როგორც არასდროს - კარპენტერი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მაიკლ კარპენტერმა Europetime-ის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ როცა აშშ-ისა და ევროპის პასუხი რუსეთის ომზე უპრეცედენტოდ ერთიანია, რა როლს შეიძლება თამაშობდეს ამ ერთობაზე რიგი განსხვავებული შეფასებები, მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად. „რეალობა ისაა, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირები და დემოკრატიული პარტნიორები ევროპის ფარგლებს გარეთაც კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პასუხში, ისე ერთიანები არიან, როგორც არასდროს. ევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტი მიიღო. აშშ-ის მხრიდანაც მსგავსი რაოდენობის სანქციებს ვხედავთ და, ერთიანი ვართ ჩვენს მიზანში, მხარი დავუჭიროთ უკრაინას როგორც ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე, იარაღით, რომლითაც უკრაინელებს თავის დაცვა შეუძლიათ. აშშ-ის, NATO-ს და ევროკავშირის გარდა, როცა ვუყურებ აღმოსავლეთ აზიაში ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს, როგორიცაა, იაპონია, ახალი ზელანდია და ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, აშკარაა უზარმაზარი ერთიანობა, რადგან ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აქ მომსწრენი ვართ რუსეთის მიერ არამხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის, არამედ, რუსეთი რეალურად არღვევს გაეროს წესდების და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ყველა ძირითად პრინციპს. ამრიგად, ვფიქრობ, ქვეყნები მთელ მსოფლიოში ამას არამხოლოდ აგრესიის აქტად, არამედ საერთაშორისო სისტემის წესების ცვლილებად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სიტუაციაში, ტაქტიკაში განსხვავებები მოსალოდნელი იყო, ვფიქრობ, ამ აგრესიის დაგმობის თვალსაზრისით, უზარმაზარი ერთიანობის მომსწრენი ვართ“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. „ის, რასაც ჩვენ 24 თებერვლამდე ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს განუცხადა, რომ ეს იყო "ევროპის 11 სექტემბერი". და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო. საოცარ ერთიანობას მივაღწიეთ არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. და ჩემ მიერ თავდაპირველად გაკეთებულ კომენტარს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება არსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი. მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.  

თეა ახვლედიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მარგარეტა სედერფელტს შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მარგარეტა სედერფელტთან შეხვედრა გამართა. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე -შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ კუთხით მიღებული, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მნიშვნელობას. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები - მშობლიურ ენაზე განათლების, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებაზე წვდომის უფლების შეზღუდვისა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ჩათვლით. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორების შემდგომი ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა ევროპელ კოლეგებს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამშვიდობო პროცესში ქალებისა და ახალგაზრდების როლისა და მათი ჩართულობის გაძლიერების გზებზე. თეა ახვლედიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ძალზე დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები.განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხს და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ეუთოს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვნად ვაფასებთ ეუთოს, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების ჩათვლით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა  

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცა - Reuters

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში, ვიზებზე უარი უთხრა. ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის ფედერაციის საბჭოს ყველა წევრი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 2-6 ივლისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში გაიმართება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შს მინისტრის მოადგილემ ეუთოს პროექტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის სიმულაციური სწავლების - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“ - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ტრეფიკინგის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვალიან რიჩიმ. ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიმულაციური ხასიათის ტრენინგის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს (OSCE) მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ტრენინგის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა. პროექტის მიზანია საქართველოში ტრეფიკინგის თემატიკაზე სიმულაციური ხასიათის სწავლების დანერგვის ხელშეწყობა, რომლის მეშვეობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ეფექტიანად გამოავლენენ და გამოიძიებენ შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ჩადენილი ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებს.  

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას. სესიის ფარგლებში დებატები პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოსდაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ გაიმართება. ასამბლეის წევრები, ასევე, უკრაინასა და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების სხვა გამოწვევებზე იმსჯელებენ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, პლენარულ და კომიტეტების სხდომებში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარე წლის 2-6 ივლისს ბირმინგემში, გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.  

ნიკოლოზ სამხარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციისკენ მოუწოდებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  სესიის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საქმეების და უსაფრთხოების კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და სტაბილურობას, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს ეხება. პარლამენტი იტყობინება, რომ ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ოკუპაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციამ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების საკითხი მკაფიოდ იყოს ასახული ეუთოს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს ჩემი ინიციატივა და მხარი დაუჭირეს ამ საკითხის შესახებ რეზოლუციაში პარაგრაფის დამატებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. რეზოლუცია ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში გაუარესებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებისა და უფლებების დარღვევით. რეზოლუცაი 2-6 ივლისს, ბირმინგემში, გამართული ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესიას რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია არ ესწრებოდა. მისი წევრები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულთა სიაში არიან. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში მათ შეშვებაზე უარი თქვა.

ეუთოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ უკრაინაშია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს უკრაინაიში მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სკეპტიკურადაა განწყობილი, პოლონეთი და ეუთო თავისი საქმიანობით მხარს დაუჭერს უკრაინას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა ეუთოს თანამშრომელი 13 წლით „დააპატიმრეს"

ეუთოს მისიის უსაფრთხოების თანაშემწეს, დმიტრო შაბანოვს, რომელიც აპრილში დააკავეს, ოკუპირებულ ლუგანსკში 13 წლით „თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს“. ოკუპანტების მტკიცებით, შაბანოვმა „გაიარა სპეციალური მომზადება შეერთებულ შტატებში“, შემდეგ კი, სავარაუდოდ, შეაგროვა ინფორმაცია ბოევიკების გადაადგილების შესახებ.  

ილია დარჩიაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთო-სთან. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია. აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელების პროცესში. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.ხაზი გაესვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნულ ფორმატში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეუთო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  

მაიკლ კარპენტერი: ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საუკეთესოდ მათ ინტერესებს

დემოკრატიული პროცესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საუკეთესოდ მათ ინტერესებს, -ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოში ჩემი მრავალი ვიზიტიდან ცხადია ჩემთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას. ეს მისწრაფება საჯარო ხდება სხვადასხვა ქართველი ლიდერისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ეს ასევე არის ურყევი მისწრაფება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, ხელისუფლებაში მყოფი პარტია მიჰყვება თუ არა ამ მისწრაფებას მთელი ენერგიით, როგორც ეს მოსახლეობას სურს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში.  მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც საქართველოს წინა ხელისუფლებებთან, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის პარტნიორობა, დემოკრატიებს შორის პარტნიორობა, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.  „რაც შეეხება NATO-ს კონტექსტში არსებულ საკითხს, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, გამოეყენებინა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რათა წინ წაეწია თავდაცვის მიმართულებით არსებული რეფორმები. ხელისუფლებაში არსებული ნებისმიერი ძალის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, ასრულებენ თუ არა მათ მიერ დასახულ მიზნებს პროგრესით. რაც შემიძლია ვთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან არსებულ ძლიერ პარტნიორობას ამ ხელისუფლების პირობებში და შემდგომი ხელისუფლებების პირობებში, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის პარტნიორობა, დემოკრატიებს შორის პარტნიორობა, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერი: რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მაიკლ კარპენტერის თქმით, რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებას. „ახლა თქვენი ქვეყანა უპრეცედენტო ვითარების წინაშეა - როდესაც არამხოლოდ თქვენი ქვეყნის ორი რეგიონია ოკუპირებული, არამედ, გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად, რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაკადთან უწევს გამკლავება“. კარპენტერის თქმით, თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გადაჭრის ამ საკითხს, თავისი ეროვნული უსაფრთხობიდან გამომდინარე“. „რა თქმა უნდა, რუსეთის აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობები. ის ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ამ შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერი: საქართველო უპრეცედენტო ვითარების წინაშეა

„ვიზიარებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შესვლის გამო. თითოეულმა ქვეყანამ გაადწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, რუსეთის აგრძელებს დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობები. ის ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, ამ შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ ქართველების შეშფოთებას, რომელიც მათ აქვთ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არამხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ მობილიზაციის შედეგად ხდება ძირითადად, ახალგაზრდა კაცების დიდი რაოდენობით შემოსვლა. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული მიდგომა ექნება იმ მიმართულებით, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი სადმე, სხვაგან იპოვონ. თითოეულმა ქვეყანამ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

აშშ-ის ელჩი ეუთოში: ჩვენი მიზანია, უკრაინამ სრულად აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მაიკლ კარპენტერის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მიერ ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენას, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. „თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე. შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ამავე ბრიფინგიდან მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები

აშშ მოწოდებულია, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე მართლაც გამოვდიოდი გაფრთხილებით ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში, ასევე, მედიასთან სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის მაისის დასაწყისში, რომ რუსეთი აპირებდა ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მისი ძალები აკონტროლებდნენ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ იმ მკაფიო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება შეერთებული შტატების ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციას, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გეგმები კონკრეტული გზით ვითარდება. გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც ადრე ვთქვი, მე ამას რეფერენდუმებს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს არ არის რეფერენდუმი. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები და მეტი არაფერი. კენჭისყრის კანონიერების საფუძვლიანად განხილვაც კი უბრალოდ სასაცილოა. ცხადია, ეს სიყალბეა. შედეგი წინასწარ ცნობილია, ეს ნამდვილად არ არის ხმის მიცემა, ეს პროცესი იარაღის ლულის ფონზე მიმდინარეობს. ეს ხდება ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გააძევეს სახლებიდან, საშინელი ე.წ. ფილტრაციის ბანაკების გავლით, სადაც მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგიც აწამეს და შემდეგ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში გადაასახლეს. ასე რომ, ამ პროპაგანდისტულ ტრიუკებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, აბსოლუტურად, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს არის რუსეთის მიერ გატარებული „სასოწარკვეთილი ზომა“, რათა შეეცადოს ადგილზე შეცვალოს ფაქტები, მაგრამ სინამდვილეში, ეს არაფრის ცვლის.   ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე. მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

როგორ აფასებს ეუთო აშშ-ის არჩევნებს

ეუთოს ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები კონკურენტუნტული იყო, მაგრამ პოლარიზებული. უფრო კონკრეტულად, შეფასებაში წერია, რომ 8 ნოემბრის შუალედური კონგრესის არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად მართული, ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობით, მაგრამ ასევე მუქარით საარჩევნო მუშაკების მიმართ და ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობისადმი შესარყევად და მისი მთლიანობის უსაფუძვლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად. მისივე თანახმად, კანდიდატებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ, მაგრამ შეჯიბრი იყო ძლიერ პოლარიზებული. ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიული არჩევნებისადმი მძიმე კამპანიაში და პროფესიონალურად წარმართულ პროცესში“, - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, მარგარეტა სედერფელტმა.„სამწუხაროდ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებს კვლავ სერიოზული შედეგი მოჰყვა საარჩევნო მოხელეების შევიწროებისა და მუქარის თვალსაზრისით. გარკვეული სისტემური გამოწვევები, როგორიც არის საარჩევნო უბნების არათანაბრად გაყოფა, რაც პოლიტიკოსებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ თავიანთი ამომრჩევლები და არა პირიქით, ფულის დიდი გავლენა კამპანიაზე, უნდა მოგვარდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხმების რეალური თანასწორობა“, – აღნიშნავს სედერფელტი.

მედია: გერმანიამ საქართველოდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან პრორუსი დამკვირვებელი გაიწვია

პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია. ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა. ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.   

ზელენსკი მოუწოდებს ეუთოს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რუსეთზე ზეწოლისა და ომის შეჩერების მიზნით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, გამოყენებული იყოს ყველა ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობა ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის განსახორციელებლად. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-20 საშემოდგომო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იმისთვის, რომ საბოლოოდ შევაჩეროთ ომის თვეები და დავიწყოთ მშვიდობის წლების ათვლა, აუცილებელია, გამოვიყენოთ ყველა ეროვნული და საერთაშორისო შესაძლებლობა ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლისთვის. იყავით ლიდერები ამ კუთხით და იყავით ლიდერები მშვიდობისკენ მოძრაობაში“, - მიმართა ზელენსკიმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას. კიევის მერის ინფორმაციით, 24 ნოემბრის დილის მონაცემებით, დედაქალაქის 70% იყო დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე, რადგან რუსეთი განაგრძობს ქვეყნის რეგიონების კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

ევროკავშირი უკრაინაში განაღმვისთვის მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი დამატებით მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში მომუშავე ეუთოს მისიისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დღეს, ლოძში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  პოლონეთის ქალაქ ლოძში, დღეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს ორდღიანი შეხვედრა დაიწყო. მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ყურადღების ცენტრში, რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის საკითხი იქნება. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა მინისტრმა დაადასტურა. უკრაინას ეუთოში, წლის მთავარ ღონისძიებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წარმოადგენს.   

ჯოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატს არ გაუგრძელებს

ბრიუსელი არ გააგრძელებს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს, რომელიც მომავალ კვირას სრულდება. რატომ გზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო ექსპერტებს სომხეთში ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.  ბორელის თქმით, მისიის მუშაობა „ეფექტური“ იყო, თუმცა არ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ გაუგრძელდა მისას ვადა, მხოლოდ აღნიშნა, რომ „როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან შეთანხმების თანახმად, მისიამ საქმიანობა 19 დეკემბერს უნდა დაასრულოს.   „თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგში შუამავლის რეპუტაციის შესანარჩუნებლად, სომხეთში გაიგზავნება ჯგუფი, რათა დაგეგმონ სამოქალაქო მისიის შესაძლო გაგზავნა მომავალ წელს, თუ ასეთი შეთანხმება იქნება მიღწეული“, - თქვა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე 17 ოქრტომბერს შეთანხმდნენ.   

ეუთოს ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი კიევში ჩავიდა. „მატარებლით ცხრასაათიანი მგზავრობის შემდეგ, ჩვენ ჩავედით კიევში. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ შეხვედრებს უკრაინის ლიდერებთან, რათა განვიხილოთ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების გზები და დავეხმაროთ ხალხს ადგილზე", - დაწერა ბუიარ ოსმანმა Twitter-ზე.  უკრაინული მედიის ცნობით, ეუთოს ხელმძღვანელი კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მომწვევით ჩავიდა.   

ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტოივო კლაარსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. „კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგაგადაც აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, სომხეთს გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები. ასევე, თბილისში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ, ჟენევის დისკუსიების თანამოდერატორი და უფროსი პოლიტიკური ოფიცერი ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრიდან ზიგფრიდ ვიობერი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.  

ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას - დარჩიაშვილი

საქართველო მყარად გააგრძელებს მხარდაჭერას იმ პრიორიტეტების მიმართულებებით, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან არის განსაზღვრული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბუიარ ოსმანთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. “ჩვენ ძალიან ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის,როგორც ეუთო-ს ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების მიმართულებით, ისე ორგანიზაციის მიღმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებითაც. შეხვედრისას ვისაუბრეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ამ კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე, ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული, სოციალური, ადამიანების უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. მქონდა შესაძლებლობა ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ხედვები და მოსაზრებები. გვქონდა ასევე საუბარი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის დარეგულირებას. სულ ახლახან ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი“,-განაცხადა დარჩიაშვილმა. როგორც მან განმარტა, შეხვედრისას საუბარი შეეხო იმას, თუ როგორია საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა. „მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი ოსმანი ხვალ საოკუპაციო ხაზს ეწვევა. ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას. ამისთვის მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მას ექნება შესაძლებლობა, თავად იხილოს ადგილზე არსებული სიტუაცია. შევეხეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. უკრაინაში მიმდინარე ომს. ამ კუთხით ყურადღება გავამახვილე უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეუთოს ყველა მექანიზმის გამოყენების მნიშვნელობაზე“,-განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. „ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს. საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეუთოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია,როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი მხარდაჭერილი იქნება“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.  

ჩვენთვის ეუთო-სთან თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - დარჩიაშვილი

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზეც გვქონდა შესაძლებლობა, მოსაზრებები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას - დარჩიაშვილი „მინისტრ ოსმანს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, რაც თავადაც კარგად მოეხსენება, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების შესახებ და ასევე ცალსახად აღვნიშნე, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის. ძალიან გვახარებს, რომ ორ სამინისტროს შორის დავიწყეთ ინტენსიური დიალოგი, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის განვლილი გზა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე ნატო-ს მიმართულებით, ძალიან ღირებულია ჩვენთვის. მადლობელი ვარ და დღესაც მივიღე ჩემი ძვირფასი კოლეგისგან მზაობა, რომ ცოდნის და გამოცდილების ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. იმედი მაქვს, რომ მომავალში გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ მეტად გაძლიერდეს და გაღრმავდეს. ეუთო-ს თავმჯდომარეს აღვუთქვი, რომ საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთო-ს სამივე განზომილების ფარგლებში. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ ეუთო-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია, როგორც მანამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი იქნება მხარდაჭერილი. საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად იმუშაოს აქტიურად ძირითადი პრიორიტეტების შესრულების და განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილი.  

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მზადაა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბუიარ ოსმანისთან რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, როგორც გამოწვევას რეგიონის, ევროპის უსაფრთხოებისათვის და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეუთოს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მათ შორის, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეუთო დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, არსებითი რეფორმების გატარების თვალსაზრისით ახორციელებს, რაც ესოდენ აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით, ახლა, როცა ქვეყანა კანდიდატობის მოლოდინშია.  ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით. ბუიარ ოსმანი: მოუთმენლად ველი 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან  

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია - მაიკლ კარპენტერი

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის ელჩის, მაიკლ კარპენტერის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მხარდაჭერას აგრძელებს. კარპენტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. „თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ იმ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით, რომლებიც ვნახეთ. მაგალითად, წარდგენა კანონმდებლობისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უცხოელი აგენტის სტატუსს მიანიჭებდა, რაც  შემდგომში გაუქმდა. ვიცი, რომ შეერთებული შტატები ჩვენს ბევრ ევროპელ პარტნიორთან ერთად, ღრმად იყო შეწუხებული ამგვარი კანონმდებლობის ნახვით, რომელიც გულწრფელად რომ ვთქვათ, მრავალი თვალსაზრისით ასახავდა რუსეთის კანონმდებლობას. ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით მისი წარდგენის გამო. არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებიც შემაშფოთებელია. თქვენ ახსენეთ ზოგიერთი მათგანი - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე, მედიასთან დაკავშირებული საკითხი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ დემოკრატია და ხელი შევუწყოთ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც არის ქართველი ხალხის არჩევანი. სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვაპირებთ, გავაგრძელოთ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველა ამ საკითხზე საგნობრივი საუბარი მაქვს ეუთოში, ჩემს ქართველ კოლეგასთან“, -  განაცხადა კარპენტერმა მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.    ქართველი ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა „საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებს“ და იმას, თუ რამდენად საზიანოა ეს ევროინტეგრაციის გზაზე. ამასთან ერთად, ჟურნალისტი დაინტერესდა კარპენტერის პოზიციით ექსპრეზიდენტ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით.  

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად, ხოლო „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინეული მედია ავრცელებს. უკრაინის დელეგაციის წევრმა ევენია კრავჩუკმა განაცხადა, რომ დეკლარაციის თანახმად, „ვაგნერის“ ქმედებები შესაძლებელია, რომ შეფასდეს რუსეთის მთავრობის სახელით ჩადენილ ტერორისტული ხასიათის განზრახვად.“ დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ საჯარო აღიარება, რომ „ვაგნერი“ სრულად იყო დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. დოკუმენტის თანახმად, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები „ვაგნერისა“ და მისი სტრუქტურების წინააღმდეგ, მათ შორის, ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხვით. დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, რომლებიც ნათლად აღიარებენ „ვაგნერის“ ჯგუფის ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. „ასეთი ფორმულირება პირველად გაჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში! ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება გახდება კატალიზატორი აგრესორი სახელმწიფოს ტერორიზმის სპონსორად აშშ-ში (როგორც ეუთოს წევრად) და მთელ მსოფლიოში აღიარებისთვის“, - აღნიშნა კრავჩუკმა.  

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციიის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. დეკლარაცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ სრულად განხორციელების აუცილებლობას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. „ხაზს ვუსვამთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების აუცილებლობას“, - წერია დეკლარაციაში. ეუთოს საპარალმენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. „ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“, - აღნიშნულია დოკუმენტში. რეზოლუციის თანახმად, ეუთო გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევისა და ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შედეგად. ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია 30 ივნისიდან 4 ივლისამდე ჩატარდა. წლიური სესიის თემა იყო - „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით“. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას

მაიკლ კარპენტერი: ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშია საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ამ ქვეყნის დემოკრატიზაციის გაღრმავებასთან ერთად. „მსურს გიპასუხოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების პერსპექტივიდან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს და გვჭირდება საქართველო ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. ეს საქართველოს დემოკრატიულობის გაღრმავებასთან ერთად, არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიისგან ოქტომბერში ანგარიში არის მოსალოდნელი და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, ახლა არის დრო, როცა ადამიანი იფიქრებდა, რომ ხელისუფლება გააორმაგებდა ძალისხმევას, რომ ყველა ქვა იქნებოდა გადაბრუნებული, შესაძლებლობების ამ ფანჯარაში გასასვლელად გზის საპოვნელად, რაც შეიძლება აღარ გაჩნდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომავალში. ევროკავშირი ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო - 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოიაზრებს ისეთ პუნქტებს, როგორიც არის მედია პლურალიზმი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია - ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას და ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ ეს არის თქვენი სტრატეგიული კომპასი, თუ ეს არის ის მიმართულება, საითაც გინდათ თქვენი ქვეყანა წავიდეს, მაშინ რეალურად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ მიმართოს მთელი ყურადღება და რესურსები ამის აღსრულებაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძალისხმევას, მაგრამ ეს დამოკიდებულია აქ მყოფ ადამიანებზე“, - განაცხადა კარპენტერმა. კარპენტერის თქმით, საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი 2008 წელს და ის იმსახურებს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. „მე ვიცი, რომ საქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, რადგან ისინი არიან ევროპულები, კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად როგორც დემოკრატია. ასე რომ ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამის მიღწევაში, მაგრამ მათ ასევე საკუთარ ხელში უნდა აიღონ სადავეები და უზრუნველყონ, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ იქნება გაშვებული,“ - განაცხადა კარპენტერმა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე OSCE/ODIHR-მა კრიტიკული დასკვნა მოამზადა: კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული

ეუთო/ოდირმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.   „დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო აღნიშნული ცვლილებების პროექტს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა ჯერ დასრულებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს. შეკრების სახესთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი გზავნილის ეფექტური კომუნიკაცია და არ უნდა იქონიოს მსუსხავი ეფექტი უფლების განხორციელებაზე.   შეკრების ფორმასა და ტიპთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ მოთხოვნებთან. დასკვნაში დეტალურადაა განხილული კანონპროექტის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს. ასევე, პირაპირ არის მითითებული, რომ აქციებით გამოწვეული ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, მათ შორის საგზაო მოძრაობის დროებითი შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს შეწყნარებული, სანამ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, როდესაც ის არააუცილებლად ან აქციებთან დაუკავშირებლადაა მიჩნეული, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს კონვენციებით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებს და გაუმართლებელია.   როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, არ არის ნათელი თუ რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული მაშინ, როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან, ასევე საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებების თაობაზე.   დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია არაპროპორციულად და მსუსხავი ეფექტის მქონედ უფლების განხორციელებაზე. როგორც ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მითითებული, შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.იმედის გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს ეუთო/ოდირის დასკვნას და უარს იტყვის კანონპროექტის საბოლოოდ მიღებაზე.“  ომბუდსმენმა OSCE/ODIHR-ს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების სამართლებრივი შეფასება 18 ოქტომბერს სთხოვა.   „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.   „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, პია კაუმას შეხვდა.     საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.   ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ. „შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.   ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ეუთოს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობილი ყურადღებისათვის,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   „როგორც იცით, არჩნებზე ეუთოს საპარლამენტო მისია სადამკვირვებლო მისიებს უზრუნველყოფს ხოლმე, ჩვენ ეს გავაკეთეთ წინა არჩევნებზეც და იმედი მაქვს, ასევე მოგვიწვევთ მომდევნო წელს, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მსურს, რომ გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამავდროულად, აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გადამწყვეტი რეგიონი სამხრეთ კავკასიაში, ასრულებთ კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონული სტაბილურობის კუთხით,“ –  განაცხადა თავის მხრივ, კაუმამ 15 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. ასევე გაეცანით: სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს  

პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტი ასამბლეისა და ვენეციის კომისიის დელეგაციებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა ხელმძღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემის მნიშვნელობას და ამ გზაზე დემოკრატიული პროცესების უწყვეტ გაძლიერებას. „პრეზიდენტმა დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ჭრილში, საუბარი შეეხო ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განვითარების შესაძლებლობას. შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობის საკითხები და ამ კუთხით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტაბილურობის განმტკიცების მიზნით ევროპული ინსტიტუტების ჩართულობა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. „საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. „ჩემი აქ ყოფნის მიზეზია, საკუთარი თვალით ვნახო ადგილზე არსებული ვითარება და გავეცნო რუსეთის ოკუპაციის შედეგებს. შეშფოთებული ვარ შექმნილი ვითარებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ მოაგვაროს საკუთარი კრიზისები და პრობლემები მშვიდობიანი გზით. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ასეთი სიტუაციების მოსაგვარებლად იმ საშუალებებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გვაქვს საპარლამენტო ასამბლეაში,“ - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. პარლამენტის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. „ჩვენთვის, მნიშვნელოვანი იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოსულიყო საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ენახა, რა ხდება საოკუპაციო ხაზს მიღმა, როგორ შენდება სამხედრო დანიშნულების ობიექტები, რა პრობლემებს აწყდება ადგილობრივი მოსახლეობა. ასევე, მოვუყევით იმ ტრაგიკული ამბის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. მისთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის, ადამიანები აქ აწყდებიან ყოველდღიურ პრობლემებს. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.  

მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ - ელჩი ვიორელ მოშანუ

ექსკლუზივი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ Europetime-თან აცხადებს, რომ მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეები კონსულტაციების გამართვას თბილისში გეგმავენ. 15 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "საქართველოს მოქალაქეების მიერ “სამხრეთ ოსეთის“ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში." შეხვედრაზე თანათავმჯდომარეების პოზიციების გარკვევის მიზნით, Europetime საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რის შემდეგაც, გამოცემამ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის კომენტარი მიიღო. „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეები, მომდევნო რაუნდის წინ, GID-ის ყველა მონაწილესთან ამჟამად რეგულარულ კონსულტაციებს აწარმოებენ. გუშინ, 15 ნოემბერს, მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, ისინი მომავალ კვირას, თბილისში კონსულტაციებსაც გეგმავენ. ფორმატის შემდეგი რაუნდი ჟენევაში, 2023 წლის დეკემბრის პირველ კვირას უნდა ჩატარდეს,“ - განუცხადა ელჩმა ვიორელ მოშანუმ Europetime-ს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა. ლევან დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებზე - დამიზნებით გვესროდნენ შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.

ეუთოში აშშ-ის ელჩი თამაზ გინტურზე: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც რუსეთისთვის ახალი არ არის

ეუთოში აშშ-ის ელჩი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს. მაიკლ კარპენტერის შეფასებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც რუსეთისთვის ახალი არ არის. „უპირველეს ყოვლისა, დავგმოთ ეს მკვლელობა. ეს მოვლენა, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, 2008 წლის ომის შედეგია, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მიწებს იერთებს. ვიცით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ნამდვილად გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთის ფედერაციისთვის," - ამბობს კარპენტერი „მთავართან“ ინტერვიუში. აშშ-ის მისია ეუთოში: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს  მოკლეს. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირება გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.    

ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთოს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთი ძირს უთხრის ეუთოს, რასაც ამ ორგანიზაციაში მოქმედი კონსენსუსის წესის ბოროტად გამოყენებით ახერხებს. რუსეთი შანტაჟისა და ღია მუქარის გამოყენებით, სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. 2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარედ ესტონეთის კანდიდატურის დაბლოკვა რუსეთის მხრიდან წესების ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი გახდა. ამას გარდა, რუსეთს, უკვე 500 დღეა, უკანონოდ ჰყავს დაკავებული ეუთოს სამი უკრაინელი თანამშრომელი. ამრიგად, რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთო-ში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია,“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.  

ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებიც უცხადებენ

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება. ჩრდილოეთი მაკედონია NATO-ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. „დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიეცეს სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაზე დასწრების უფლება. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაავრცელოს საკუთარი პროპაგანდა. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მივიღებთ ამაში და არ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგებისთვის, რომლების ამას მოჰყვება,“ - წერია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი განაცხადა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს  

ილია დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. უწყების ცნობით, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან. სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან. ასევე წაიკითხეთ: ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებიც უცხადებენ უთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს  

კარპენტერი ეუთოს მინისტერიალზე: ჩვენ ვგეგმავთ, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიაზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას

ეუთოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას შორის ინტერაქცია არ იქნება. „მსურს, ყურადღება გავამახვილო ეუთოში რუსეთის მონაწილეობაზე. ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე ინტერაქცია/ურთიერთკავშირი რუსეთთან. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვეულ საქმიანოას დავუბრუნდეთ ამ აგრესიის ფონზე, რომელმაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე უდიდესი სახმელეთო ომი. და ბოლოს, არ შეიძლება და არც მოხდება სისასტიკის ნორმად ქცევა. ბევრი რამ გაკეთდა რუსეთის სისასტიკის გამოსავლენად და მე ველი, რომ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობა იქნება მინისტრთა საბჭოს თემაც. მდივანს ექნება შესაძლებლობა ხაზი გაუსვას რამდენიმე საკვანძო გზავნილს. მდივანი, რა თქმა უნდა, განიხილავს აშშ-ის მტკიცე ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს გლობალურ კოალიციასთან, რომელშიც 50-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორია, რომელთა უმეტესობა ეუთოს მონაწილე ან პარტნიორი სახელმწიფოა, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსული აგრესიისა და ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის თავხედური მცდელობებისგან. შეერთებულმა შტატებმა თითქმის 75 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლიდან. ჩვენ ასევე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ეუთოს ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე აირჩევს დასწრებას. „მდივანი ბლინკენი დაესწრება მინისტერიალს, როგორც ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია, მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთ მაკედონიას ლიდერობისთვის, ამ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობისთვის, რომელიც უდავოდ ძალიან რთული წელი იყო. და როგორც ვთქვი, ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.

ლავროვის მონაწილეობის გამო ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტი პოლონეთმაც გამოუცხადა

ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის შემდეგ პოლონეთიც უცხადებს. აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის სამიტზე ყოფნა პოლონეთისთვის მიუღებელია. „ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნას ევროპაში," - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიმონ შინკოვსკი. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა. ლავროვი სკოპიეში ბულგარეთის ნაცვლად საბერძნეთის გავლით ჩავიდა.  

დარჩიაშვილი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სესიაზე: თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი ცივი ომის შემდეგ სუვერენული ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პირველი მცდელობა იყო. „15 წელზე მეტია, უკვე რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - უკანონო ოკუპაციას. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა. ხალხი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი მავთულხლართებით კილომეტრებით არიან იზოლირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავი ადგილებისგან, წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, ძირითადი საჭიროებებისადმი წვდომა. უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ცოტა ხნის წინ, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან მკვლელობა, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მისივე განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ 2008 წელს, 2014 წელს უკრაინული ყირიმის ანექსიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიამ საფრთხე შეუქმნა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ილია დარჩიაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესია შეწყვიტოს, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სცეს პატივი და უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.“ ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. დღეს, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო.  

კარპენტერი ეუთოს მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობაზე: სისასტიკე ნორმად ვერ იქცევა, რუსეთთან ინტერაქციას არ ვგეგმავთ

ეუთოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას შორის ინტერაქცია არ იქნება. „მსურს, ყურადღება გავამახვილო ეუთოში რუსეთის მონაწილეობაზე. ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი რაიმე ინტერაქცია/ურთიერთკავშირი რუსეთთან. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვეულ საქმიანოას დავუბრუნდეთ ამ აგრესიის ფონზე, რომელმაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე უდიდესი სახმელეთო ომი. და ბოლოს, არ შეიძლება და არც მოხდება სისასტიკის ნორმად ქცევა. ბევრი რამ გაკეთდა რუსეთის სისასტიკის გამოსავლენად და მე ველი, რომ სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობა იქნება მინისტრთა საბჭოს თემაც. მდივანს ექნება შესაძლებლობა, ხაზი გაუსვას რამდენიმე საკვანძო გზავნილს. მდივანი, რა თქმა უნდა, განიხილავს აშშ-ის მტკიცე ვალდებულებას უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს გლობალურ კოალიციასთან, რომელშიც 50-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორია, რომელთა უმეტესობა ეუთოს მონაწილე ან პარტნიორი სახელმწიფოა, რათა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას თავი რუსული აგრესიისა და ევროპის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის თავხედური მცდელობებისგან. შეერთებულმა შტატებმა თითქმის 75 მილიარდი დოლარი გამოუყო უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ. ჩვენ ასევე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ეუთოს ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, კარპენტერმა აღნიშნა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რა დონეზე აირჩევს ღონისძიებაზე დასწრებას. „მდივანი ბლინკენი დაესწრება მინისტერიალს, როგორც ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი. ვფიქრობთ, მიზანშეწონილია, მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთ მაკედონიას ლიდერობისთვის, ამ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობისთვის წელს, რომელიც უდავოდ ძალიან რთული წელი იყო. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვგეგმავთ, ძალიან პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას,“ - აღნიშნა კარპენტერმა. შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.  

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

ეუთოს 30-ე მინისტერიალის ფარგლებში, პირველ დეკემბერს ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. საგარეო უწყების ცნობით, განცხადება კვლავ ადასტურებს მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის გამო. ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.  მეგობართა ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს განცხადებების გამო, რომლებიც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ოჩამჩირის რაიონში, რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნას, რაც ადგილზე და შავი ზღვის რეგიონში არსებული ისედაც მძიმე სიტუაციის დესტაბილიზაციის კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს. მეგობართა ჯგუფის განცხადებაში ასევე დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები. განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ მშვიდობიანი სამოქალაქო პირის, საქართველოს მოქალაქის - თამაზ გინტურის მკვლელობის გამო.  მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID), როგორც რუსეთის ფედერაციასთან არსებული ერთადერთი ფორმატის, ეფექტიან ფუნქციონირებას, რომლის ფარგლებშიც განიხილება 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ხაზს უსვამს პროგრესის მიღწევის საჭიროებას მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე.  მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთოს ჩართულობისკენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. აშშ: რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია, გვსურს, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, როგორც ახლო ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონში სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს  

ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი: სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა

ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა, რეინოლდ ლოპატკამ განაცხადა, რომ სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა „საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული და ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს სთავაზობდა, პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით ხასიათდებოდა, რაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად არასამართლიან პირობებს ქმნიდა,“ - განაცხადა ლოპატკამ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დროს სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა.  

ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) ერთად მომზადებულ ახალ დასკვნაში ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მოქმედი ცვლილებები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასა და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებასა და სხვა ხანგრძლივი რეკომენდაციების გათვალისწინებას საჭიროებს. მოსაზრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების ძალისხმევის კონტექსტში გამოითხოვა. „თვალშისაცემია ბოლო წლებში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სიხშირე,“ - ნათქვამია მოსაზრებაში. უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, 2021 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები - მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც პრინციპში მიესალმნენ ვენეციის კომისია და ODIHR. იმავდროულად, მიღებული იყო შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ცვლილებების ამჟამინდელი პროექტი, ვენეციის კომისიის და ODIHR-ის აზრით, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებას საჭიროებს. „საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება. ისინი "რთული და საკმაოდ დამაბნეველია," - ნათქვამია მოსაზრებაში. მისივე თანახმად, 2022 და 2023 წლების წინა რეფორმებისგან განსხვავებით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი მომზადდა სწრაფი პროცესის ფონზე, მმართველი პარტიის ინიციატივით, როგორც ჩანს, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის გარეშე. „საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები ეხება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას. ისინი რთული და საკმაოდ დამაბნეველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ და მრავალჯერად ჯვარედინ გზავნილებს კანონის ორივე წყაროს შორის. მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან ის ეხება საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებს - კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრობას და მიღებული იქნება, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იქნება დარჩენილი. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები. ეს განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ცესკოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც, ვენეციის კომისია და ოდირი მიესალმნენ. „იმავდროულად, მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ვენეციის კომისიის და ოდირის აზრით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. რეკომენდაციის ნაწილში წერია, რომ უნდა შეიცვალოს ცვლილებების პროექტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსი ცესკო-ს არაპარტიული წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს პირველ რიგში მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-თან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს კვალიფიციურ უმრავლესობას, მანამ, სანამ შესაძლოა მიმართავდეს მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას, როგორც ჩიხის საბოლოო გადაწყვეტას, გათვალისწინებულ იქნას ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის სხვადასხვა ეტაპებს შორის შემოთავაზებული შეზღუდული დროის გახანგრძლივება; ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოს პრეზიდენტს დაუბრუნდეს, მოხდეს ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის, უარყოფისა და დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება, პროექტიდან ამოღებულ იქნას ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილის გაუქმება. დღესვე ვენეციის კომისიამ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა.  

OSCE/ODIHR აზერბაიჯანში არჩევნებზე გრძელვადიან მისიას გზავნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი მისიის დამკვირვებლები 3 იანვარს აზერბაიჯანში ჩავლენ, განაცხადა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ეოგან მერფიმ. პრესკონფერენცია ბაქოში გაიმართა. მისი თქმით, ODIHR-ის გრძელვადიანი მისიის შემადგენლობა 26 ადამიანისგან შედგება. ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა  

საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.   აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების  სამთავრობო გეგმაში, დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.  

ეუთო ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

13 თებერვალს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 117-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ტიბორ კოზმას და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.   ეუთოს ცნობით, ევროკავშირის სადამკვირველო მისია და ეუთო მიესალმნენ მონაწილეებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმდინარე წლის პირველ შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მოლოდინები მონაწილეთა მხრიდან ფორმატის მიმართ მუდმივი ერთგულების მხრივ, რეგულარული შეხვედრების ჩატარების და ინციდენტების პრევენციაზე ყურადღების აქტიურად გამახვილების მეშვეობით.  „ელჩმა მოშანუმ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს 2024 წელს ეუთოს მალტის თავმჯდომარეობას, აღნიშნა ტექნიკური, კერძოდ კი, სარწყავ საკითხებთან დაკავშირებული თანმხლები შეხვედრების კარგი პრაქტიკა. მან გამოთქვა ჩამოყალიბებული ძალისხმევების და ინიციატივების გაგრძელების იმედი. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ბოლოს შეხვედრის ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების ინციდენტების და შესაბამისი განვითარებული მოვლენების განხილვისას, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული თემების - ქალების, კაცების, ბავშვების მოხუცების უსაფრთხოების მნიშვნელობას, როგორც კოლექტიურ პრიორიტეტს.  შესაბამისად მათ მოუწოდეს მონაწილეებს, დაიცვან უსაფრთხოება და სტაბილურობა „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ) გასწვრივ, უზრუნველყონ გადაადგილების თავისუფლება და სრულად აღადგინონ გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირება მათ შორის, „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის“ გადასწვრივ რეგულარული გადაადგილებისთვის. დისკუსია ასევე შეეხო როგორც ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოების ვითარებას, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების საკითხს.  ამასთან ერთად მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი და მადლიერება გამოხატეს თანათავმჯდომარეების მიმართ კრიზისის და ინციდენტების წარმოქმნის შემთხვევაში ინფორმაციის დროული გაცვლისთვის. ადრინდელის მსგავსად, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ და მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას. მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის, შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 20 მარტს გამართვაზე,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. რა საკითხები დააყენა ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ეუთო/ODIHR-ი საქართველოში წინასაარჩევნო მისიას არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს

ექსკლუზივი Europetime-ს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა განუცხადა, რომ ეუთო/ODIHR-ი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო შეფასების მაისისა არაუგვიანეს მაისისა დაიწყებს. „ჩვენ მართლაც მივიღეთ ხელისუფლებისგან მოწვევა, რომ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ და უკვე ვგეგმავთ წინასაარჩევნო შეფასების მისიას, არაუგვიანეს მაისისა. როგორც მოგეხსენებათ, ODIHR-ი ეუთოს ქვეყნებს არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე, ეროვნული ხელისუფლების მოწვევით სტუმრობს. საჭიროებების შეფასების მისიის დროს ჩვენ ვესაუბრებით არჩევნებში ჩართულ ბევრ ადამიანს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სასამართლოს წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით,“ განუცხადა Europetime-ს OSCE/ODIHR-ის პრესსპიკერმა კატია ენდრაშმა. რაც შეეხება არჩევნებზე დაკვირვებას, საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შემდეგ მიიღება. „მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღისთვის მზადების დეტალური შეფასების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვებისა და მისი ფორმატის შესახებ, დამკვირვებელთა რაოდენობის ჩათვლით. საქართველოში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით არჩევნებს და ჩვენი ძირითადი ექსპერტთა გუნდი რეგულარულად იგზავნება ქვეყანაში, არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე,“ - აღნიშნავენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში. საქართველომ ეუთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოიწვია. ცნობისთვის, დღეს 19 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.  

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 25-26 ივნისს ჩატარდება

ეუთომ ჟენევის მოლაპარაკებების მე-60 რაუნდთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. მასში აღნშნულია, რომ უაღრესად რთული რეგიონული და გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება GID პროცესისადმი, როგორც ერთადერთი პლატფორმისადმი, სადაც კონფლიქტის შედეგები 2008 წლიდან განიხილება. მისივე ეთანახმად, მონაწილეებმა 2023 წლის დეკემბერში ჩატარებული ბოლო რაუნდის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილეს და ის შედარებით სტაბილურად შეაფასეს. მოხდა აზრთა ფართო და არსებითი გაცვლა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის ძირითადი საკითხების შემდგომი გადაწყვეტის გზებზე, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობაზე. ამასთან, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს, იფიქრონ ინოვაციურ მიდგომებზე, რათა კონსტრუქციული ჩართულობით მიაღწიონ პროგრესს და კონკრეტულ შედეგებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა ზოგიერთი მონაწილის გასვლის გამო ვერ მოხერხდა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 25-26 ივნისს ჩატარდება. დარსალია ჟენევაზე: როგორც კი დევნილთა დაბრუნების საკითხზე იწყება საუბარი, რუსეთი ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).