თეგი: ვარშავა

ჯო ბაიდენსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა 25 მარტსაა დაგეგმილი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში 25 მარტს, ჩავა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდება. როგორც ცნობილია, საუბრის თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იქნება.  "პრეზიდენტი განიხილავს, როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა" - აცხადებს თეთრი სახლი. ასევე წაიკითხეთ: თეთრი სახლის პრესსპიკერი: ევროპაში ვიზიტისას, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება

ვარშავამ და სეულმა პოლონეთში ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სამხრეთ კორეამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პოლონეთში კერძო ატომური ელექტროსადგურის განვითარებას გულისხმობს. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო ქონების მინისტრმა იაცეკ სასინმა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ლი ჩანგ-იანგმა. ორივე ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ინვესტიციებს მხარს უჭერენ. „ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მთავარ ბირთვულ ენერგეტიკულ პროგრამას”, - განაცხადა სასინმა. მედიაში 31 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი სამი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს.