თეგი: ვაშინგტონი

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან, სადაც აშშ-ის კონგრესი მდებარეობს, მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს. ევაკუაციის მიზეზი გახდა თვითმფრინავი, რომელიც კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარეობდა და პოტენციურ საფრთხედ შეფასდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავს აშშ-ის ჯარის პარაშუტით მხტომელთა ქვედანაყოფის წევრები გადაჰყავდა. 

ჩრდილოეთ კორეა: რუსეთისთვის იარაღი არასოდეს მიგვიყიდია, ამის გაკეთებას არც მომავალში ვგეგმავთ

"ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის იარაღი არასდროს მიუყიდია და ამის გაკეთებას არც მომავალში გეგმავს", - ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რითაც ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა ფხენიანს მარაგების შესავსებად მიმართა. „ჩვენ არასდროს გაგვიტანია რუსეთში იარაღი ან საბრძოლო მასალა და მათ ექსპორტს არც ვაპირებთ“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა. ამავე განცხადების თანახმად, „აშშ და სხვა მტრული ძალები, მიმდინარე საკითხზე ​​ჭორებს ავრცელებენ“.  

ვაშინგტონში აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

ვაშინგტონში აშშ-ისა და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილეს. ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში იცხაკ ჰერცოგს უმასპინძლა. როგორც ისრაელის პრეზიდენტი განმარტავს, ისაუბრეს ლიბანთან საზღვაო საზღვრის შეთანხმებაზე, რომელსაც ხვალ უნდა მოეწეროს ხელი.   

NATO-ს მომდევნო სამიტი ვაშინგტონში 2024 წელს, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება. „ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ლიეტუვის რესპუბლიკის გულუხვი მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ხელახლა შეხვედრას ალიანსის 75 წლის იუბილეზე ვაშინგტონში 2024 წელს, რასაც მოჰყვება შეხვედრა ნიდერლანდებში 2025 წელს“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში. პოდოლიაკი: უკრაინა NATO-ში მიწვევას ვილნიუსის სამიტზე თუ არა, მომავალ წელს, ვაშინგტონში მიიღებს  

აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს

აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ასევე გაეცანით: უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა  

მირზოიანი: ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ვაღრმავებთ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის პორტალ Todos Noticias-თან ინტერვიუში მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთს სურს, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. „ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო, გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობას რეგიონსა და სომხეთის ნაწილში. ახლა ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების დემოკრატიული გზით და ინსტიტუტებით უზრუნველყოფას და ვხედავთ, რომ ამისთვის დასავლეთში კარგი პარტნიორები არიან,“ - განაცხადა მირზოიანმა. სტოლტენბერგის ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ორი კვირის წინ, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სომხეთი არ შეურთდა ОДКБ-ს განცხადებას, რომელიც რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს