თეგი: თბილისი

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია. ამჟამად ცეცხლი ჩამქრალია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„მინდა, გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. თუ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე“, - უკრაინის პრეზიდენტმა თბილისსა და სხვა ქალაქებში, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეებისადმი სამწუთიანი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „მე მაქვს სამი წუთი, რომ მოგმართოთ. ეს პირველი წუთი მინდა, წუთიერი დუმილი მივუძღვნა სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულებს, ჩვენს ჯარისკაცებს, მათ, ვინც მსახურობდა სახანძრო ეკიპაჟში, მათ, ვინც მუშაობს პილოტად. ვინც ქვეყნის დასაცავად გმირობას სჩადის სხვადასხვა სფეროში და ამისთვის სიცოცხლე გაწირა. მოვიხსენიოთ მათი სულები. მეორე წუთი მინდა მივუძღვნა ჩვენი მოქალაქეების ხსოვნას, სამოქალაქო საზოგადოებას. იმ ადამიანებს, მოზრდილებს და ბავშვებს, რომელთა რაოდენობაც ათეულობით და ასეულობითაა, ისინი ვინც დაიღუპნენ და თავიანთი სიცოცხლე შესწირეს თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მოვიხსენიოთ ისინი წუთიერი დუმილით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, თუკი უკრაინა გაიმარჯვებს ეს იქნება დემოკრატიის გამარჯვება, თავისუფლების გამარჯვება, სინათლის სიბნელეზე გამარჯვება. ,,მესამე წუთი მინდა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპელ ხალხს. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ. მინდა, გამოხვიდეთ ქუჩაში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას. იმიტომ რომ, თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. ამიტომ გთხოვთ, ნუ გაჩუმდებით. ამაზე თვალი არ დახუჭოთ. გამოდით უკრაინის მხარდასაჭერად. თუ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. თუ გავიმარჯვებთ, ჩვენ ისეთივე აყვავებულები ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვებით. დიდება უკრაინას. თბილისი, პარიზი, ლიონი, ბრატისლავა, ფრანკფურტი, ვილნიუსი, პრაღა თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ფორმატში თბილისის გარდა, ევროპის 6 ქალაქში შეკრებილ ხალხს მიმართა.

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო

თბილისის მერიის ეგიდით უკრაინის დასახმარებლად შეგროვებული 50 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ბელიაშვილის ქუჩაზე გახსნილი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტიდან ტვირთის ტრანსპორტირების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ბიზნესსექტორს, რომელიც ჩართულია ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. ასევე, მადლობა რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა გადაწყვიტეს. ამ პროცესში ყველაზე რთული გახდა ლოგისტიკა, თუმცა, ეს საკითხიც მოგვარდა. პროდუქტების ის ნაწილი, რაც ოფიციალურად მოგვაწოდეს, „წითელი ჯვრის“ საშუალებით გაგზავნილია. გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ მოტანილი, საბუთების გარეშე არსებული პროდუქტების ლოგისტიკასაც უზრუნველვყოფთ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მძღოლებზე და მათი მეშვეობით გავა ტვირთი უკრაინაში, ქალაქ ჩოპში. აქედან მიიტანენ კონკრეტულ წერტილებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე უკვე მილიონ ლარზე მეტი თანხაა შეგროვებული. ასევე წაიკითხეთ: კახა კალაძე: თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ

თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.        

თბილსერვის ჯგუფი: დედაქალაქში, გზის გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დედაქალაქში მოსული ჭარბი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს. „გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე. დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ამ ეტაპზე შეფერხებები ფიქსირდება ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, აღნიშნული შეფერხებები აღმოიფხვრას. ამასთან შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა 

თბილისში ავტობუსების სამარშრუტო ნომრები შეიცვალა

თბილისში ავტობუსების სამარშრუტო ნომრებში შეიცვალა. ნომრის ცვლილება შეეხო ავტობუსის იმ მარშრუტებს, რომლებიც მგზავრებს ინტეგრირებული გადახდის სისტემის დანერგვამდე ემსახურებოდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. სისტემაში ავტობუსების გაერთიანების ფარგლებში, შეიცვალა შემდეგი სამარშრუტო ნომრები:„N1 შეიცვალა და გახდა N361; N2 შეცვალა - N305-მა; N3 ჩაანაცვლა - N313-მა; N4 გახდა - N324; N6 გახდა - N326; N7 გახდა - N367; N9 გახდა - N307; N10 გახდა - N380; N11 გახდა - N381; N12 გახდა - N312; N14 გახდა - N314; N15 გახდა - N315; N17 გახდა - N317; N18 გახდა - N318; N20 გახდა - N320; N21 გახდა - N311; N22 გახდა - N322; N23 გახდა - N323; N24 გახდა - N304; N25 გახდა - N325; N27 გახდა - N327; N28 გახდა - N328; N29 გახდა - N329; N30 გახდა - N376; N31 გახდა - N331; N32 გახდა - N335; N33 გახდა - N308; N34 გახდა - N354; N36 გახდა - N336; N37 გახდა - N337; N38 გახდა - N338; N39 გახდა - N309; N40 გახდა - N340; N41 გახდა - N341; N42 გახდა - N342; N43 გახდა - N393; N45 გახდა - N355; N46 გახდა - N306; N47 გახდა - N347; N49 გახდა - N349; N50 გახდა - N350. რაც შეეხება N51 ავტობუსს, ის N351-ით იმოძრავებს; N52 გახდა - N352; N53 გახდა - N353; N54 გახდა - N302; N56 გახდა - N356; N58 გახდა - N358; N59 გახდა - N359; N60 გახდა - N360; N62 გახდა - N362; N68 გახდა - N368; N70 გახდა - N370; N71 გახდა - N371; N72 გახდა - N372; N73 გახდა - N373; N75 გახდა - N375; N78 გახდა - N378; N79 გახდა - N379; N84 გახდა - N384; N86 გახდა - N386; N87 გახდა - N397; N88 გახდა - N388; N89 გახდა - N389; N90 გახდა - N390; N91 გახდა - N391; N92 გახდა - N392; N94 გახდა - N394; N95 გახდა - N395; N99 გახდა - N398; N103 გახდა - N374; N106 გახდა N316; N108 გახდა - N348; N112 გახდა - N382; N121 გახდა - N357; N124 გახდა - N364; N150 გახდა - N310“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში. ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებები არ შესულა და ისინი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მკვლელობა მოხდა - მოკლულია 2 პირი

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი პირი, არიან დაჭრილებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დედაქალაქში, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

დედაქალაქში სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას ითვალისწინებს. „სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მთელი რიგი რეფორმები განვახორციელეთ. გვყავს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები. დამატებით 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას ვგეგმავთ. ასევე, ყოველდღიურად ვამუშავებთ ახალ მარშრუტებს. დედაქალაქში ავტობუსის შვიდი, ხოლო მიკროავტობუსის 10 ახალი მარშრუტი ამოქმედდება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოხერხებული, კომფორტული და სწრაფი იყოს. ამ მიზნით, შესაბამისი პროექტები ხორციელდება. ყველა ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ, საავტობუსე ზოლებს ვაწყობთ. ეს მიდგომებია განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენც იგივე ნაბიჯებს ვდგამთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება, პრინციპულად მნიშვნელოვანია.

თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი დაჭრილი – 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 ბრალდებული დააკავა

შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 ბრალდებული დააკავა, - ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, 1993 წელს დაბადებული მ.ბ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულშინასამართლევი ნ.ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ს ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული დ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსისმიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 45 შეკვრადდაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 6 ძირი კანაფი დანარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელადგანკუთვნილი ე.წ. კაბინა. დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებითმიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.  

19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა

19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. "გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 19-დან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://ticket.railway.ge/", - ნათქცამია განცხადებაში.  

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. უწყების ცნობით, 23 მაისს, 24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ყველა ქუჩაზე. „25 მაისს, 24:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება. ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით. მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას. 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში, ყოფილმა ქმარმა მეუღლე სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში, ყოფილმა ქმარმა მეუღლე სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე უკვე დააკავეს. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია. როგორც შს სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ამასთან, კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. როგორც მერიაში აცხადებენ, ცვლილება შეეხება მხოლოდ მაჩაბელის ქუჩას, რომელზეც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის ქუჩაზე ასათიანის ქუჩიდან. „რუსთაველის გამზირზე შეზღუდვა იმოქმედებს ჯავახიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით რესპუბლიკის მოედანზე შემთხვევით სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან ზეთისხილის ხემდე და ბარათაშვილის ხიდიდან პუშკინის ქუჩამდე. მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ,  ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, როგორც პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, ასევე, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მარშრუტებით: ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358,  N388, N397, ასევე, მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541, პ. მელიქიშვილის ქუჩიდან ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. ავტობუსები: N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით, რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით, დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ უკვე არსებული სქემით. მიკროავტობუსები: N472 და N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და  ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველთან“. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ; ავტობუსები – N344, N350, N371 და მიკროავტობუსი – N547, N580 გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. ავტობუსები: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, ავტობუსი N383, რომელიც  ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). რაც შეეხება N364 ავტობუსს, იგი ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი კაცს ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.  

26 მაისის საღამოდან 28 მაისის დილამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 26 მაისს, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N26-თან წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები 26 მაისს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. "აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ 26 მაისს, 22:00 საათიდან 28 მაისის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში - ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, გელოვანის, გამრეკელის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის, ჩიქოვანის, ქავთარაძის, ჯიქიას, იოსელიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; წყნეთის გზატკეცილს, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, უჩანეიშვილის II შესახვევს. ლორთქიფანიძის, გაზაფხულის, უნივერსიტეტის I შესახვევს, თხინვალას I-II აგარაკს; დიღომი 7-ს. წყნეთს, წავკისს, შინდისს, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს. სოფელ დიღომში - ჩოხელის, შარაშიძის, ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს. გლდანის რაიონში - ნატახტარს, წეროვანის დასახლებას, წიწამურს; ზაჰესში - წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ცქიტიშვილის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს; ქალაქ მცხეთას. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებებია

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის. დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით არის შეზღუდული. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაადგილება უკვე შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. დამატებითი ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, სადაც მიმართულება შეიცვლება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით. ასევე, რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს, 06:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. გარდა ამისა, ცვლილება შეეხება ავტობუს N308-ს პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას. აღნიშნული ავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ განაგრძობს, ხოლო უკუმიმართულებისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება და შემდეგ, კოსტავას ქუჩით გზას უკვე დადგენილი სქემით განაგრძობს. ავტობუსი - N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობა უცვლელი დარჩება. გარდა დამატებითი ცვლილებებისა, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობაზე უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები: „მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია, ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვებია გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N388, N397 ასევე მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541, მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. ავტობუსები: N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. მიკროავტობუსები: N472, N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველთან“. შემდგომ მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ. ავტობუსები: N344, N350, N371 და მიკროავტობუსები: N547, N580, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით. ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. ავტობუსები: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, ავტობუსი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ავტობუსი - N364 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების ცნობით, დაახლოებით ხუთის ნახევარზე თხუთმეტამდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, დაინახეს ორი პირი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიქცნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია. შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით (236-ე და 118-ე) (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.  

თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, კაცი დაჭრეს.  როგორც ცნობილია, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი და კლინიკაში სამედიცინო მკურნალობა უტარდება. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.  

ბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა

თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა. „დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესტთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, გვექნება შესაძლებლობა, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, – განაცხადა კახა კალაძემ. ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა. ამასთან, კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია. ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.  

თბილისში, სამგორის რაიონში მოზარდი დაჭრეს

თბილისში, სამგორში არასრულწლოვანი დაჭრეს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი 74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. თვითმხილველების განცახდებით, ინციდენტი სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მოზარდს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეს ავტობუსი დაეჯახა. დაშავებული კაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ძირითადად მეორად საბურავებსა და ნარჩენებს უკიდია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების (ე.წ. დაშლილები) ბაზრობაზე გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.  

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის ადგილზე, ადგილზე ათამდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის გამომწვევუ მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია  

კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება. სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები უხვი ნალექის გამო შეიქმნა. ​„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ არის ოპერატორი კომპანია და ეს არის მისი საკუთარი ქსელი. უხვი ნალექის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები სასმელ წყალთან დაკავშირებით, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდათ, რათა მოსახლეობამ სუფთა წყალი მიიღოს და რამდენიმე საათში წყლის მიწოდება უკვე აღდგება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: GWP-ის გენერალური დირექტორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საგურამოში უხვი ნალექის გამო თბილისის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება  

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ცნობისთვის, რომ 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.  

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 12-დან 13 ივნისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით, დამატებით ღამის რეისს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა. ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა  

თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მთაწმინდის რაიონში, კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ქუჩის გახსნას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სერგო ფარაჯანოვის მეგობრები და ახლობლები დაესწრნენ. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. „გავხსენით ცნობილი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა. ქუჩის სახელდების ინიციატივა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას ეკუთვნის. ფასდაუდებელია ფარაჯანოვის ღვაწლი ჩვენი კულტურის და კინოხელოვნების წინაშე. სასიხარულოა, რომ ცნობილი რეჟისორის სახელს სწორედ ის ქუჩა ატარებს, სადაც სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თბილისელს, ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეთ გენიალური ხელოვანი სერგო ფარაჯანოვი. „მოხარული ვარ, რომ მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას, სადაც გამოჩენილი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თბილისელს, ჩვენს ახალგაზრდებსა და მომავალ თაობას ყოველთვის ახსოვდეთ ეს გენიალური ხელოვანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაიზარდა და დააფასონ მისი უდიდესი ღვაწლი ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში. სერგო ფარაჯანოვმა, თავისი გამორჩეული სტილით, მრავალფეროვნებითა და არასტანდარტული მიდგომებით, მსოფლიო კინოხელოვნებაში დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. თბილისის საკრებულო და დედაქალაქის მერია ყველაფერს აკეთებს მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია,”- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ. ქუჩის გახსნაზე საკრებულოს წევრებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და სერგო ფარაჯანოვის მეგობრებმა სამისამართე აბრები დაამონტაჟეს. კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სახელი კოტე მესხის შესახვევს ეწოდა. ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი კინორეჟისორი ცხოვრობდა. სერგო ფარაჯანოვი XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი კინორეჟისორი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტის წევრებმა მიმართეს. ანა ფოტიგას, ჟიგიმანტას პავილიონისის, რასა იუკნევიჩიანეს, მარკეტა გრეგოროვასა და ანდრიუს კუბილიუსის ვიდეომიმართვები აქციაზე ცოტა ხნის წინ აჩვენეს. ევროპარლამენტარებმა აქციის მონაწილეებთან მიმართბით, მხარდაჭერა გამოხატეს.  ანდრიუს კუბილიუსი - ევროპარლამენტარი „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას, საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს შიგნით. ქართველი ერი პრო-ევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადასხვა აზრს და სადაც არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება“, - განაცახდა კუბილიუსმა.  ანა ფოტიგა - ევროპარლამენტარი „წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას ისევე, როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები“, - განაცხადა ფოტიგამ. მარკეტა გრეგოროვა - ევროპარლამენტარი „ჩემთვის ესაა მომავალი, რადგან მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. მადლობთ რომ ზრუნავთ, მადლობთ, რომ მოხვედით, მე სრულად გიჭერთ მხარს, რომ ზრუნავთ თქვენს ევროპულ მომავალსა და მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკოთ თქვენზე როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობისა და საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებსა და სურვილს, რომ პროგრესს მიაღწიოთ და შეძლოთ ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. გახსოვდეთ თქვენს უკან ვდგავართ მაშინ, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პრო-ევროპელი იდეალისტები, თუ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“, - განაცხადა გრეგოროვამ. რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე „კომისია გარკვევით ამბობს - „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი. გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომლებიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში, ეს არის კრემლისთვის საჩუქარი. ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრი ქვეყანა, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები და კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა თქვენი ქვეყნის მომავლისთვის. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის დღის წესრიგში. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც, თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი, იპოვოთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის. თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ. ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე „ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რელომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის შემდეგ - გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვს საგზაო რუკა, 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შაელ მიშელის შუამავლობით. ის ექვსი თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან შეთანხმებულ მოლაპარაკებებს. მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ", - თქვა ვიდეომიმართვაში ჟიგიმანტას პავილიონისმა. თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ მიმდინარეობს. თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია იწყება

თბილისში, პარლამენტის წინ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია - „შინ ევროპისკენ“ იწყება. აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. ასევე მივლენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.  აქციის სლოგანია: “წინ ევროპისკენ”, “შინ ევროპისკენ”. მოძრაობა “სირცხვილია” ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ. კერძოდ:რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა. საქართველოს პარლამენტთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტისთვის გზა გადაკეტილია.   თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცის ცხედარი მტკვრიდან მაშველებმა ამოიყვანეს. შემთხვევის შესახებ, დამატებით დეტალებს Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.  

კახა კალაძე: არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე გახლავართ ყველას მერი

არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე გახლავართ ყველას მერი და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მოსახლეობას გამგეობების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ „გზების ნაწილში არის გარკვეული ჩამორჩენები“. „ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული ჩვენი თბილისელების წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეა დამოკიდებული, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ სადმე რამე გამორჩენა არ იყოს, სადმე რამე არ დავაკლოთ. თუ გამგეობებს აქვთ გარკვეული პრობლემები, არსებობს მუნიციპალური, საქალაქო სამსახურები და მზად ვართ, ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ, დაგეხმაროთ იმისთვის, რომ რამე პრობლემები არ იყოს. ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ დაპირება და ღირსეულად ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს “, - განაცხადა კალაძემ.  

თბილისში კაცმა მეუღლე მოკლა

თბილისში კაცმა მეუღლე მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ზ.ვ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 8 ივლისს, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან -1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რის შედეგადაც ზ.ვ.-მ ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული გ.ბ. თბილისში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორ პირს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მკვლელობა მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით არის ჩადენილი და საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. საქმეში მტკიცებულებების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი და მოწმეების ჩვენებებია. ამასთან, დაკავებული ბრალს აღიარებს. შემთხვევა გუშინ თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მოხდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს 08:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლების მიერ შემოწმდება მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირები. სამუშაოები გეგმურ ხასიათს ატარებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი. „გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა. „არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა. ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.  

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სამსართულიან კორპუსში ხანძარია

თბილისში, თამარ მეფის N20-ში, სამსართულიან კორპუსში ხანძარია. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე, რამდენიმე მცხოვრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  

თბილისში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელდა - მუნიციპალური ინსპქეცია

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მოქალაქეებს სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა“, - ნათქვამია თბილსის მერიის განცხადებაში.  

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, სიტყვიერი დაპირისპირების დროს, გ.ლ.-მ დაზარალებულის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მსჯავრდებული მომხდარი ფაქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა გ.ლ. მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ​ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების განცხადებში.  

თბილისში, მელიქიშვილის გამზირის ნაწილზე ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  შეზღუდვა 15 ივლისის 22:00 საათიდან 20 ივლისის 10:00 საათამდე შემდეგ ლოტებზე: A255, A256, A257 და A258, ჯამში, 39 პარკირების ადგილზე იმოქმედებს. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - ნათქვამია თბილსის მერიის განცახდებაში.   

თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი კაცი კი მოკლა. ამასთან, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. Europetime დამატებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.  

თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რის დასტურიცაა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კახა კალაძის თქმით, თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს, სადაც ასევე, შოთა რუსთაველის ძეგლი მდებარეობს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შესაძლებლობებზე, რომელთაც თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იძლევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერებმა ხელი მოაწერეს თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. „გვქონდა შესაძლებლობა, რომ ტაშკენტის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა, თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ. მისასალმებელია ისიც, რომ უკვე პირდაპირი ფრენებია დანიშნული - კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი, როგორც თბილისში, ასევე, ტაშკენტში ჩამოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული მიმართულების განვითარებას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა შოთა რუსთაველის რეაბილიტირებული ძეგლი და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ძალიან ლამაზია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უზბეკეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბდუშელიშვილს ამ ყველაფრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და დიდი მადლობა უზბეკეთის წარმომადგენლობას მასპინძლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, ტაშკენტისა და თბილისის მერებმა ტაშკენტის მერიის სიტუაციური ცენტრი დაათვალიერეს. „დღეს ტაშკენტში ვმასპინძლობთ საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მეგობრული ურთიერთობა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ძალიან ახლოსაა. ჩვენი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ტაშკენტსა და თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გულისხმობს, იმის დამადასტურებელია, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განვაგრძობთ, რომელიც თავის მხრივ, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარული სფეროების განვითარებას მოიცავს. მოხარული ვარ, რომ ქართველი მეგობრები ჩვენთან ასე ახლოს არიან ტრადიციების, კულტურისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობას ახლო მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, - განაცხადა ტაშკენტის მერმა. თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით.  

25 ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება

25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნეს კლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თბილისში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ვარკეთილში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ავტომობილი ექსპერტ-კრიმინალისტებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. როგორც ცნობილია, ავტომანქანას ჩამტვრეული აქვს შუშები და ტერიტორიაზე არის სისხლის კვალი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. Europetime-ს შშს-ში განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.    

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი დღეიდან იზრდება

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. 25 ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იზრდება მათივე ცნობით, 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74, 00 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება. „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები. სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი - 34 ლარი; პირველი კლასი - 74 ლარი; ბიზნესკლასი - 124 ლარი; მგზავრობის ფასის განსაზღვრა ადგილების კატეგორიების (კლასების) მიხედვით, მგზავრებს დამატებითი არჩევანის საშუალებას აძლევს. აქვე გაცნობებთ, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტრანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბლინკენმა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, თბილისში გამართული შეხვედრის მსგავსად, დიალოგი განაგრძონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მხარეებს თბილისში გამართული დიალოგის მსგავსი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. მდივანმა ევროკავშირის შუამავლობით ნაყოფიერი დისკუსიებისადმი მხარდაჭერა ასევე დაადასტურა. აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზადაა, ორმხრივად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაათავისუფლოს დაკავებული სომეხი სამხედროები.  რაც შეეხება ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის შესახებ გავრცელებული ცნობის თითქმის იდეტურია, იმ განსხვავებით, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლება არ არის ნახსენები. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა პრემიერი ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას 17 ივლისსაც მიესალმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 ივლისს გაიმართა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელი სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა.  როგორც ცნობილია, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანმა ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხდებით, ხანძარი ამ ეტაპზე უკვე ლიკვიდირებულია.  

მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“), 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“), 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ., 1966 წელს დაბადებული კ. ტ., 1991 წელს დაბადებული ვ. ტ. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“), 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“), 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ., 1966 წელს დაბადებული კ. ტ., 1991 წელს დაბადებული ვ. ტ. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.  

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შემცველი ფხვნილი, 3 კილო და 152 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს და ნარკოტიკული საშუალება "4-CMC"-ს შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი. აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა -შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენა. ადვოკატებმა კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვეს. პროკურატურამ დედის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს ბრალი წარუდგინა ადვოკატების ინფორმაციით, დედის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მისი მეგობარი კი დუმილის უფლებას იყენებს. თბილისში ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად შემდეგი სასამართლო სხდომა, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა ქალი შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ორივე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  

თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს

დღეს ყარსიდან ბაქოში საქონლის რკინიგზით მიტანის დრო 70 საათია. აუცილებელია ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთის მიწოდების დროის შემცირება. ამის შესახებ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა ტურაგაიმ განაცხადა.  ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა „ამჟამად საქართველო-აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობა არ არის მაღალი, თუმცა ეს ვაჭრობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის შესაძლებლობებს. მსოფლიო ვაჭრობა სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც სატრანზიტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს“, - განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.  ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებმა თბილისში სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების საკითხი, ის  აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება. „თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ჩვენ განვიხილეთ არსებული მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოგლუმ. მისი თქმით, რაც მეტი იქნება ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნები, მით უფრო ძლიერი იქნება სამ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა. როგორც ის აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფანი და აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის, ისე უწყვეტი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ჩინეთიდან ლონდონამდე. „ამის საშუალებას იძლევა უკვე არსებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, მარმარაის გადასასვლელი სტამბოლში და ამ პროექტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება, რომ ჩინეთიდან გამოსული ტვირთი უწვეტ რეჟიმში მოხვდეს ლონდონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, 800 მილიარდის სავაჭრო მოცულობა უნდა იქნას ათვისებული, არ მოხდეს მისი დაკარგვა, სხვა სატრანსპორტო დერეფნებში გადანაწილება. აქედან გამომდინარე ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში სატვირთო გადაზიდვებთან ერთად დაიწყოს სამგზავრო გადაყვანებიც“, - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა, შემდგომი განვითარების პერსპექტივები და მიმართულებები და მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მშენებლობის დროულ დასრულებას. შუა დერეფნის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო ინტერესზე საუბრობს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი. რაშად ნაბიევის განცხადებით,  მსოფლიოში არსებული მკაცრი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა და ინტერესი შუა დერეფნის მიმართ. „ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განსახილველად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ამ დერეფნის ეფექტურობა ისეთი საკითხების გადახედვით, როგორიცაა ტარიფების რეგულირება, ბლოკ-მატარებლების გაერთიანება და საზღვრების გასწვრივ რეგულაციებისა და აქტივობების სინქრონიზაცია“, - აღნიშნა რაშად ნაბიევმა.

თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფერდობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვეცელდება. როგორც ცნობილია, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების პროცესი.  

თბილისში, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კაიროს ქუჩაზე, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ბალახს და ძველ ავტომანქანებს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.  ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა  

თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „კვამლი შევნიშნეთ და მაშინვე დავრეკეთ სამაშველო სამსახურში. ახლა სპეციალური კიბით არიან შესული და აქრობენ ცეცხლს. როგორც ვიცი, სახლში არავინ იმყოფებოდა“, – აცხადებენ ადგილობრივები. რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.  

კახა კალაძე: თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაინერგება

თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი. „სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა დაგვეხმარება გზებზე უსაფრთხოების გაზრდაში, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით. „პროექტის ფარგლებში მოხდება, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და დანერგვა. პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ. ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.  

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე – გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. „რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი, ავტომობილები ვარაზისხევის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებას შეძლებენ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს მარცხნივ მოხვევით, შეეძლებათ, რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრაონ. აღნიშნული სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება. რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლებენ, ვარაზისხევის ქუჩის საშუალებით, გმირთა მოედანზე გადაადგილდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტობუსები: N306, N 310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 ვარაზისხევის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდებიან და კოსტავას ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ვაკიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი: N512 გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევის ქუჩით. უკუმიმართულებითაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ამავე ქუჩის გამოყენებით. რაც შეეხება ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, N301, N345, N359, N388, N397 და მიკროავტობუსი – N540 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით, უკვე არსებული სქემით იხელმძღვანელებს. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი – N540 მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში შექმნილ საცობებს ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის. „ეს სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მხედველობაში მაქვს ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მთლიანად მოწესრიგება და შემდეგი ეტაპი იქნება უკვე წერეთლის გამზირი და მომავალი წლისთვის ვაპირებთ დავიწყოთ ვაჟა-ფშაველას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საცობების ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს“,- განაცხადა კალაძემ.  

კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას

როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას, მაგალითად, გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. მაგალითად, გუშინ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1650 ბრუნის გაკეთება. 1650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას. დაახლოებით 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ, ეს ძალიან დიდი ციფრია. ვაკვირდებით დედაქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილებას. გასულ წელს, დეკემბრის პერიოდში, ქალაქში 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა. დღეს, ყოველდღე დედაქალაში მოძრაობს 590 000 კერძო ავტომობილი. ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა“, -აღნიშნავს კალაძე. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კალაძე  

კახა კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?!

ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა, კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი, ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას „დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მეამაყება, რომ თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ისინი ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ა.შ. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი „ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო მაშინდელი „ყვითელი ავტობუსები“ და მიკროავტობუსები. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა, კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი, ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კალაძე  

კახა კალაძემ სადგურის მოედანზე გადასასვლელი გვირაბის გაგანიერება-მოწესრიგების დავალება გასცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძესა და ვიქტორ წილოსანს სადგურის მოედანზე, გვირაბის მოწესრიგებაზე მუშაობის დაწყება დაავალა, ისე რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს. კახა კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! „70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა", - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას  

„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება. რიყის პარკი პირველი და 2 ოქტომბერი 11:00 – 22:00 საათი ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“,  ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები; გამოფენები; კაფე ქიმერიონი; საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები; სამეწარმეო ბაზრობა; გასტრონომიული ზონა; ტკბილეულის ფესტივალი; სპორტული აქტივობები; ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულის ფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969). აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე. 2 ოქტომბერი 19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი. ლეღვთახევი პირველი და 2 ოქტომბერი 11:00 – 20:00 საათი თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები; მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია; დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები; წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.  ორბელიანის მოედანი პირველი და 2 ოქტომბერი 11:00 – 22:00 საათი  ინსტალაციები; თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები; სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“; თბილისური უბანი ათონელზე – (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი; საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები; საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;  სამეწარმეო და კვების ზონები.  19:00 – 22:00 საათი  მუსიკალური საღამოები – ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით  გუდიაშვილის მოედანი   11:00 – 22:00 საათი ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);   დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:  ღია კინოთეატრი; „თბილისური კაფე“;  19:00 – 22:00 საათი სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.   ევროპის მოედანი პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი „თბილისობის“ გალაკონცერტი მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ – გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.   სახელმწიფო ცერემონიების სასახლე 2 ოქტომბერი, 20:00 საათი ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია; თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება; „თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება. სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეოარტი, სადაც წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას – ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

შსს: თბილისში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.ჭ., ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჭ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, რომ თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ დიალოგს

ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ნდობა ჩვენი მეგობრების და მომავალშიც ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს იმისთვის, რომ მათ კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ამ პროცესში არანაირი წინაპირობები არ გვაქვს, ერთადერთი შეთავაზება, რაც ჩვენი მეზობლების მისამართით გავაკეთეთ და ეს ძალაშია დღესაც და ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, თუ კი ამის საჭიროება იქნება, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმაონ ეს პროცესი იმისთვის, რომ მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

თბილისში, ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა. ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ახალგაზრდების  სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  

თბილისში, პარლამენტთან უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეები რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვენ.  10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თბილისში, აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.  „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებულუ ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები. „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

თბილისში, აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

თბილისში, მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულ კაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულ კაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული. დაშავებულის ახლობლის თქმით, კაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა, შემდეგ კი რა მოხდა, მისთვის უცნობია.  ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში ხელყუმბარა ააფეთქა კრიტიკულია

კრიტიკულია 47 წლის კაცის მდგომარეობა, რომელმაც თბილისში, სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა. თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა სასტუმროს ნომერში ხელყუმბარა ააფეთქა. დაშავებული "ღუდუშაურის" კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 47 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატზეა, მას სხეულის დამწვრობა აქვს.  "მდგომარეობა არის კრიტიკული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს ექიმი.   

თბილისში, ცურტაველის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა

თბილიში, ცურტაველის 3-ში მდებარე ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.  როგორც Europetime-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.  „სახლის ამ ნაწილში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. მათი ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მერია მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს შესთავაზებს და ქირასაც დაუფარავს“, - აცხადებენ თბილისის მერიში.  რაც შეეხება სახლის ნაწილის ნგრევის მიზეზს, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენს.  პეტრიწის 3-ში მდებარე სახლის მცხოვრებთა თქმით, მათ თბილისის მერიას რამდენჯერმე წერილობით მიმართეს, თუმცა სახლის ჩამონგრევამდე, მათთან არავინ მისულა.   

2022 წლის ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა

2022 წლის ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 332 999 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადს 17%-ით აღემატება, ხოლო 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, 67%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ოქტომბერში 52 536 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11%-ით აღემატება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თბილისში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლისა და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი დაერქვა. ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას კომპოზიტორის,  საქართველოს დამსახურებული არტისტისა და  თბილისის საპატიო მოქალაქის, გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა. მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთი, მასთან არსებული ერთი ჩიხი და ერთი შესახვევი რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელობის გახდა. ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს. გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერალ ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის N220 საჯარო სკოლა კი, დღეიდან ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს.  

თბილისსა და ციურიხს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

შვეიცარული ავიაკომპანია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით დაინტერესდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის“ აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს, პატრიკ ჰეიმანს შეხვდა, რომლის დროსაც საუბრის თემა იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის. „შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. რევაზ ლომინაძემ შვეიცარული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა კალაძე: ქეთევან დედოფლის გამზირზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქეთევან დედოფლის გამზირზე ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მთლიანად გაიხსნება. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის პროექტით გათვალისწინებული ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება “პროექტის ფარგლებში ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გამზირს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა, რომ სიღრმისეულად მოწესრიგდეს ქუჩები, გამზირები მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით და ბოძებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდა ქეთევან წამებულის გამზირზე. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაო, მოეწყო ახალი მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება. ჩვენი მიზანიც ზუსტად ის არის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც შესაძლებელია ასეთი ზოლების მოწყობა და სივრცეების გაჩენა იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად გადაადგილება შეძლოს, აღნიშნული პროექტი ყველგან განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძის განცხადებით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. „ერთადერთი რჩება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მთლიანად გამზირზე კი, ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე", - აცხადებს კალაძე.        

თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა

გვიან ღამით თბილისში, დიდუბეში, გორის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორი კაცი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გაქირავებული იყო და მცხოვრებლებს ვინაობა მეზობლებისთვის უცნობია. ამ ეტაპზე შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.  

რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველების შეურაცხყოფის შემდეგ იყო დაკავებული, მიმართვას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. იმედი მაქვს, ქართველები მაპატიებენ - ქვეყნიდან მივდივარ, - ამის შესახებ რუსეთის მოქალაქემ, პაველ კოპილკოვიმ განაცხადა, რომელმაც აღმაშენებლის განზირზე ქართველებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. „რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. იმედი მაქვს, ქართველები მაპატიებენ.   ქვეყნიდან მივდივარ, მკურნალობის დაწყება მიწევს. თუ ქართველები გამიგებენ და თუ ამ ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებ, მსურს, როგორმე გამოვისყიდო ჩემი დანაშაული ქართველების წინაშე. სულ ეს არის, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას", - განაცხადა კოპილკოვიმ. შეგახსენებთ, რომ შსს-მ კოპილკოვი 6 ნოემბერს დააკავა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  

მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარიდან ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს და მისივე ინფორმაციით, დაღუპული, შუახნის ქალია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო დახმარების ეკიპაჟები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.   

თბილისში, 12 პრობლემური კვანძია, რომლებსაც სჭირდება მოწესრიგება - კალაძე

თბილისში, 12 პრობლემური კვანძია, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, თუმცა ამ სამუშაოების ერთდროულად განხორციელება ვერ ხერხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „წელს ჩავატარეთ ორი გამზირის განახლება - მელიქიშვილი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მალე იქნება დამთავრებული. ასევე ქეთევან დედოფლის გამზირი და მომავალ წელს ვგეგმავთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლებას, რომელიც ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია სატრანსპორტო მიმართულებით. გარდა ამისა, ბევრჯერ ვისაუბრე იმაზე, რომ დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით 12 პრობლემური კვანძი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და ამასაც მივხედავთ. ერთი პრობლემა ისაა, რომ ამ სამუშაოებს ერთად ვერ ვიწყებთ, რადგან გარკვეული პრობლემები იქმნება დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს. ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა 17 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა.  ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.  

თბილისის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება - "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი"

დღეს, 24 ნოემბერს, ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. მიზეზი კომპანიის ცნობით, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, ტექნიკური სამუშაოები 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან დაიწყება და  25 ნოემბრის 18:00 სთ-ზე დასრულდება. ამასთან, წყალმომარაგება შეეზღუდება:   ვაკე-საბურთალოს რაიონში -  დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს,  იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას ქ, ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტრის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას N1-41(კენტებს), N2-58(ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N1-41(კენტებს), N 2-24(ლუწებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის, აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის ქ. „ახალი თბილისი“, ოლიმპიური ქალაქი, აღმაშენებლის ხეივანი „თბილისი მოლი“, დიღმის წყლის ქუჩებს. ნასიძე, როსტევანის 1, 8ა, ნინო აბაშიძე-ორბელიანის N 1ა, 3, 13 ასურელის N 126, დავარის N1, ფარნავაზ მეფის ქ.N 5,  ა.სულაკაურის ქუჩებს.  ყაზბეგის გამზ. N26-30(ლუწებს), N43-55(კენტებს), ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის ქ. ფალიაშვილის ქ, რ. მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ქუჩებს. ჭავჭავძის გამზირი 1 შესახვევს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში  პოლიკარპე კაკაბაძის, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, გალის, თერგის, რჩეულიშვილის ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ზ.ქიქოძეს, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ა. მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, თაბუკაშვილის N 30-48 (ლუწებს), N25-53 (კენტებს), კოჯრის, გერონტი ქიქოძის, ა. ქუთათელაძის, სანაპიროს, ს.ჟღენტის, ვ.მოსიძის, კ. უკლებას, ლ. ბოცვაძის, ბროსეს ქუჩებს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას.  პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის, თუმანიანი, ასკანის, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას ქუჩებს. კოტე აფხაზის N1-25 (კენტებს), N2-22(ლუწებს), ორთაჭალის ქ. N I,II,III,IV,V ჩიხები,  აბო თბილელის, აბანოს ქ. N2, გრიშაშვილის ქ. N11. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში -  ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის , ბელიაშვილის შესახვევი N12, ბელიაშვილის N40, ბელიაშვილის II ჩიხს, ლუბლიანას ქუჩაზე ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა კლინიკას.  

კახა კალაძის თქმით, წელს ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, წელს დედაქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება. ამასთან, კალაძე აცხადებს, რომ თბილსიში მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. „წელს თბილისში მასშტაბური ღონისძიებები გვექნება. ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რაც შეეხება ნაძვის ხეს, დიზაინერები გადაწყვეტენ როგორ მოირთვება. უშუალოდ ღონისძიებებზე - ქალაქის განათება, ნაძვის ხის ანთება, საახალწლო სოფლის გახსნა, კონცერტები - მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - თქვა თბილისის მერმა.  

თბილისში, საპატრულოს ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულოს ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამასთან, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე მომდინარეობს გამოძიება.  

თბილისის მერი განმარტავს, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი -„სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობის ქალაქით“

შვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, - თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“. „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“ ჩანაცვლდა.  

ხვალიდან კვირის ბოლომდე მელიქიშვილზე მანქანების მოძრაობა სრულად იზღუდება

ხვალიდან, 1 დეკემბრიდან, კვირის ბოლომდე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. დეტალებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. "მიმდინარე კვირაში ასფალტის საფარის ბოლო ფენას დავაგებთ... მოძრაობა დაშვებული იქნება იმ სქემით, რომელიც გამზირის რეაბილიტაციის დასაწყისში იყო - ვარაზისხევზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, ჭავჭავაძის გამზირიდან წამოსული ავტომანქანები კი ვარაზისხევში ჩასვლას შეძლებენ. ეს იქნება დროებითი, რადგან კვირის ბოლოს საგზაო სამუშაოები მთლიანად დასრულდება", - თქვა თბილისის მერმა. შეზღუდვების გამო: ჭავჭავაძისა და კეკელიძის ქუჩებიდან მანქანებს გადაადგილება შეეძლებათ ვარაზისხევის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობა ნებადართული იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავას ქუჩის მიმართულებით; კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზსა და გმირთა მოედანს შორის არსებულ მონაკვეთზე, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით; თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზეც, ხოლო იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან, ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კოსტავას ქუჩაზე; დროებით რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანის, ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის ქუჩასა და გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით; ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები და ავტობუსები ვარაზისხევის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით; თამარ მეფის გამზირიდან და საბურთალოს მხრიდან ვაკისკენ მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გმირთა მოედნის პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე გადაადგილდებიან. თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო. ამის გამო პრობლემები იქმნება არა მხოლოდ საავტომობილო გზებზე, არამედ ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარებზეც. გამზირის სრული რეაბილიტაციის პროცესში შეიცვალა გზის საფარი, მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, დაირგო ხეები და ბუჩქები.  

შუა დერეფნის „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება - ბაქოს პორტის დირექტორი

სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს. მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური იქნება. „2019 წელს ბაქოს პორტმა მიიღო ეკო-პორტის სტატუსი, რის შემდეგაც მეზობელი ქვეყნების საზღვაო ნავსადგურებმაც დაიწყეს მსგავსი სტატუსის მიღების პროცესი. აქტაუს პორტი მეორეა კასპიის რეგიონში, რომელმაც სტატუსი „მწვანე" მიიღო. ჩვენ გვჯერა, რომ სხვა ნავსადგურები მიიღებენ მსგავს სერტიფიკატს "ეს მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მწვანე, მდგრად სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება", - თქვა ზიადოვმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.  

უამინდობის გამო, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში. „გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და 6 ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თავისუფლების მოედანზე უკრაინაში დაღუპული 33 გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, თავისუფრლბის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე მათ უკრაინის ომში დაღუპული 33 ქართველი გმირის ფოტო მიიტანეს, წარწერი წინ არსებულ მოაჯირზე დაამაგრეს და მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ სანთლები დაანთეს. ფოტოებს „აფხაზეთის ამბები“ ავრცელებს.  შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ბახმუტისთვის ბრძოლებში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 

ხვალ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები - კახა კალაძე

მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საახალწლო ილუმინაციები აინთება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. „ახალი წელი და შობის დღეები არის დღესასწაული, რომელსაც განსაკუთრებით ელოდება ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი, ბავშვები, ყველა თაობის ადამიანი, ყველასთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ, 9 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში, დღევანდელ მოცემულობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა, ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. ჩემი თხოვნა იქნება, თბილად ჩავიცვათ, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. ხვალ, საღამოს რვა საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი, მილიარდ 768 მილიონი ლარი იქნება

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 768 მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „საკრებულოს წარვუდგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია და ეს არ ყოფილა საბოლოო ვერსია. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო დამატებითი ტრანსფერის განხორციელება იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რაც გვაქვს, ეტაპობრივად შესრულდეს. ჩვენთვის, ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ამ პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა მილიარდ 632 მლნ ლარით. შეგახსენებთ, 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა მილიარდ 560 მილიონ ლარს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერს, ის 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი შეადგენს 136 მილიონ ლარს. მთლიანობაში 2023 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 768 მილიონი ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მერის თქმით, მომდევნო წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. 2023 წელს, კახა კალაძის განცხადების მიხედვით, თბილისს ასეთი გეგმები აქვს: 530 მლნ ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-განვითარებას მოხმარდება. 2023 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები, როგორებიცაა: 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა; წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება; დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მლნ ლარი გამოიყოფა; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის -211 მლნ ლარი. მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში, ასევე სამგორში მოეწყობა ახალი პარკი. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის ბიუჯეტში 2023 წელს გამოყოფილია დაახლოებით 500 მლნ ლარი. 2023 წელს ქალაქის მთავრობა "თბილსერვის ჯგუფისთვის" ახალ ტექნიკას შეიძენს.  

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც ცნობილია, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. ამასთან, როგორც სატრანსპორტო კომანიაში აცხადებენ, თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.  

თბილისში, ტრაილერი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ახმეტელის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  როგორც ცნობილია, ტრაილერი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე არასწორ ადგილას გადადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო.  

თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას - ღარიბაშვილი

თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგი ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით. გვინდა, მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგი მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, – განაცხადა პრემიერმა.  

კახა კალაძე: დღეს პიკის საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი

დღეს პიკის საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი. თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძე განმარტავს, 2017 წელს თბილისში ავტომობილების მფლობელთა რიცხვი შეადგენდა 31%-ს, დღეს ეს 48%-ს შეადგენს. "საშუალო წლიური ზრდა გვაქვს 8-9%. ეს ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში ჩვენ მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, კვირაში 5, ან მეტი დღით ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის მხოლოდ 8%. განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანები იყენებენ ეკომეგობრულ ტრანსპორტს, რაც ძალიან კარგია. საქართველოში აღნიშნული მონაცემები უტოლდება 92%-ს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თბილისში, 2012 წელს გადაადგილდებოდა 250 ათასი კერძო ავტომობილი, 2017 წელს ეს რიცხვი 380 ათასამდე გაიზარდა. ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით, სტატისტიკას ვაკეთებთ და დღეს, პიკი საათებში თბილისში გადაადგილდება 600 ათასზე მეტი ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია. ჩვენი დედაქალაქის ქუჩები ყველამ ვიცით, რა თქმა უნდა, ეს რიცხვი მზარდია. თუ არ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდე უფრო ხელმისაწვდომობასთან, კომფორტულობასთან და სისწრაფესთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იქნება", - განაცხადა კალაძემ.  

თბილისში ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღო.როგორც ცნობილია, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.  

თბილისში მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ კონცერტები დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ კონცერტები დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება. გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. ყოველდღიურად დაგეგმილია არაერთი გასართობი სადღესასწაულო პროგრამა თუ კონცერტი.  

თბილისში, ჯავის ქუჩაზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჯავის ქუჩაზე კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს სამინისტროდან აცნობეს. გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ ჯავის ქუჩაზე კაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.  

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან კაცი ამოიყვანეს

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან კაცი ამოიყვანეს. გავცრლებული ინფორმაციით, კაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცავებმა წყლიდან მისი ამოყვანა და გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლეს. ამასთან, ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.  

თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებები ტარდება. „1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო. „ტავჯორჯიას“ ცნობით, „ფლაიდუბაის“ ორი რეისიდან, ერთი ბაქოში გაფრინდა. რაც შეეხება ტაშკენტი-თბილისის რეისს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისის ნაცვლად, სოჭის აეროპორტში დაჯდება.  

1-ელ და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება

ახალი წლისა და შობის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, -  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. „შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და 7 იანვარს, მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის საათებში განაგრძობენ მუშაობას და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს მოემსახურებიან“, - განცხადა კახა კალაძემ.  

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ. მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით. მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით - ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და მელიქიშვილის გამზირიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს; ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობს, ზეთისხილის ხესთან დატრიალდება და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსებს, რომლებიც კოჯრის მიმართულებით გადაადგილდებიან, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბოლო გაჩერება ექნებათ ამაღლების ქ. N11-თან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. ავლაბრის მოედანზე მოძრაობის შეზღუდვისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით, შემდეგ დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩას. ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება.  

„ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. ამასთან, „ალილოს“ მონაწილეები საზეიმო მსვლელობას რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დაასრულებენ. 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება შობის პარაკლისი. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.  

თბილისში „ალილოს" საზეიმო მსვლელობა გაიმართა

თბილისში „ალილოს" საზეიმო მსვლელობა დასრულდა. „ალილოს" მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც შობის პარაკლისი მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო. „ალილოს" მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა საშობაო ნობათი გადასცეს. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.  

უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა. „ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში. სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. „ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა, 10-22 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. მოძრაობის განრიგი იხილეთ მოცემულ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში

30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში,- ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ფაჩულიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. „მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით უწყვეტი თოვა მიმდინარეობს. ყინავს, რაც გზების მოლიპვას იწვევს. “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. სამუშაოები მიმდინარეობს არამარტო ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, კიბეებსა და გაჩერებებზე. ჯამში, ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იყო დაყრილი. 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში. პრიორიტეტია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.ცხელი ხაზის მიერ მოწოდებული არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება“, - აღნიშნავს ფაჩულია.  

უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Europetime-ს განუცხადეს, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა ფრენა სავარაუდოდ,  მოგვიანებით შესრულდება. „Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ შესრულდა, რადგან ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა და  სათადარიგო აეროდრომზე, თურქეთში დაბრუნდა. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა“, – განუცხადეს Europetime-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.  

ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზისუბანში ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შეგახსენებთ, დღეს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა.

თბილისში, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და კაცი, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებენ, რომ ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარია. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.   

ისნის გამგებელი: ლიფტის გაუმართაობის გამო მოსახლეობას არ მოუმართავს

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, იმ კორპუსის მოსახლეობას, სადაც 14 იანვარს, ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ლიფტის გაუმართაობასთან დაკავშირებით გამგეობისთვის არ მიუმართავს. მისივე განმარტებით, კორპუსის „ამხანაგობისგან“ გამგეობაში ბოლო განცხადება 2021 წელს შევიდა, სადაც ლიფტის პრობლემის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი: პირველ რიგში, გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო, საშინელი ტრაგედია დატრიალდა, სიტყვებით ამის გადმოეცემა ძალიან რთულია. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას, როგორ მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება, ამაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ვერ გეტყვით, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ. რამდენიმე ვერსიაზე მიდის საუბარი და მსჯელობა. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, პირველი სართულის შახტიდან მოხდა ორივე გარდაცვლილის ამოსვენება. ლიფტთან დაკავშირებით, „ამხანაგობას“, მოსახლეობას მომართვიანობა არ ჰქონია, ბოლო მომართვა 2021 წელს ფიქსირდება, იმ მომართვაში, სამწუხაროდ, ლიფტი არსად არ არის ნახსენები. რაც გამგეობაში შემოვიდა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, სხვა დამატებითი ახალი საკითხი და დეტალი არ შემოსულა, არც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლიფტი შესაძლებელია იყო ავარიულ მდგომარეობაში“, - ამბობს ნიკა ელისაშვილi რადიო თავისუფლების ცნობით. ლიფტის შახტში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, დღეს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა.  

2022 წელს საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4 441 316 მგზავრს მოემსახურა

2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ფრენები 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა, - ამის შესახებ აღნიშნულია ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4 441 316 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, 2019 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი კი 85%-ს შეადგენს. გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 81%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 796 063 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2021 წელთან შედარებით 182%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 91%-ს შეადგენს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 616 885 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით 9 385 მგზავრს მოემსახურა, რაც 83%-ით მეტია ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 657 მგზავრი მიიღო, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 35%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტრის აეროპორტში მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან მიმართებაში ზრდა 148%-ს შეადგენს. აეროპორტი 17 541 მგზავრს მოემსახურა. 2022 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს. 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს, ქვეყანას 9 ახალი ავია მიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი შემოვიდა 10 ახალი ავიაკომპანია (Condor Airlines, Flyone Armenia, Varesh Airlines, Flyadeal, Armenia Airways, Pars Air, Southwind Airlines, Air Moldova, Thai Air Asia X და FlyArna). 2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 588 226 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. Wizz Air Hungary – 13% (588 226 მგზავრი); 2. Turkish Airlines – 12% (546 895 მგზავრი); 3. Pegasus – 9% (408 780 მგზავრი); 4. Belavia – 6% (243 620 მგზავრი); 5. Fly Dubai – 5% (227 612 მგზავრი); 6. Azerbaijan Airlines – 5% (209 415 მგზავრი); 7. Israir – 4% (197 109 მგზავრი); 8. Flynas – 4% (162 462 მგზავრი); 9. Georgian Airways – 3% (148 612 მგზავრი); 10. Fly Arystan – 3% (138 939 მგზავრი).  

კახა კალაძე მოსახლეობას: სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სადარბაზოები და ლიფტები მოსახელეობის საკუთრებაა. მისი თქმით, მერია მზად არის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში, მათი თანადგომით, მხარდაჭერით და თანადაფინანსებით, სხვადასხვა პროექტი განახორციელოს. „პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი რაც მოხდა. მე მინდა განმარტებები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას - საუბარი იყო მერიის დადანაშაულებაზე, საუბარი იყო ჩვენი სამსახურების დადანაშაულებაზე. შეიძლება ბევრმა არ იცის რეალობა, შეიძლება ბევრი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება მაშინვე ხდება სპეკულაციები და პოლიტიკით გაჯერება კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების. რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებული შეკითხვებს - მინდა მოსახლეობას შევახსენო და მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაცია. არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან შესახებ. კერძოდ, „ამხანაგობა“ ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნის განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. მეგობრებო სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება. თუმცა ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები ამ მიმართულებით, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ მიმართულებით გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს მხარდაჭერას, თანადგომას იმისთვის, რომ თქვენ საცხოვრებელ კორპუსებში, ჩვენი თანადგომით და ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსში თუ სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები“, - განაცხადა კალაძემ.  

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა

ბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.  ადგილზე დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი ფართებიდან კიდევ 8 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.   

მესმის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია, მაგრამ „ლაგუნა ვერეს“ მოწესრიგება მნიშვნელოვანია - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება, მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან კარგი პროექტი მზადდება, რომელითაც დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. „მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია და ამის მიზეზიც გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან ის არის თბილისის ცენტრალური ნაწილი და არავის სიამოვნებს, თუ როგორ არის დღეს არსებული ტერიტორია. რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება დედაქალაქში და ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა, მეტიც ტერიტორია საკუთრებაში გადმოეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, ჩვენ მოვახდენთ არსებული სივრცის მოწესრიგებას. ერთად განვსაზღვროთ, როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენით სამუშაოები რეაბილიტაცია, როგორ უნდა იყოს გაკეთებული. ჩვენ მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და საზოგადოებასთან ერთად, მათი ჩართულობით მოვახდინოთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია. რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტზე, მინდა, დანარჩენ ტერიტორიაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, იცით, რომ არსებულ ტერიტორიაზე დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც მართალია არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ქმნის თბილისის ერთგვარ სახეს და შესაბამისად, გეგმარებისას გაითვალისწინეს არსებული გარემოება და ეს ფაქტორი. შენობა არამარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას და განხორციელდა კონკრეტული პროექტის სახით. იყო ბევრი მითქმა-მოთქმა, რომ ეს შენობა უნდა დაინგრეს, ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შენარჩუნებული იყოს არსებული შენობა-ნაგებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისში, ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ისანში, ყოფილი ტროლეიბუსების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ღია სივრცეში საბურავებს გაუჩნდა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

შსს: თბილისში, ახალგაზრდა კაცმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი საკუთარი ბებიის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობას გეგმავდა და მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის 150 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შსს: თბილისში, ახალგაზრდა კაცმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. „ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის ,,კ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.  

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის 1 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.  

საქართველოს საგარეო უწყება ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას გმობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას „ვიზიტთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. „აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრა გამართა და განაცხადა: „საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ რატომ რეაგირებს აფხაზებთან შეხვედრებზე? შესაძლოა, ეს შეხვედრები ემსახურება მეგობრობას აფხაზებსა და ქართველებს შორის“ მან ბჟანიასთან შეხვედრაზე საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „შესანიშნავი ქვეყანა“ უწოდა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მაშინ ალექსანდრ ლუკაშენკო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. ამავე თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას პოლ გობლი: საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბელორუსის ელჩი გააძევოს

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 10 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს. "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული გ.ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. 1979 წელს დაბადებული რ.ს. კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 16 ვაზნა ამოიღო. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული თ.მ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნებით ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 1986 წელს დაბადებული ზ.ღ და 1968 წელს დაბადებული ს. ბ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ზ.ღ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა. რაც შეეხება ს.ბ.-ს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო კარაბინი, სანადირო თოფები, მჭიდები, ვაზნები და მასრები. ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.კ. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სხვადასხვა დროს ამხილეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული გ.ო. და 1953 წელს დაბადებული ს.ჭ. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და 12 ვაზნა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ კი დაკავებულია 1992 წელს დაბადებული რ. ხ., რომლის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.დ. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა ამოიღეს. სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1963 წელს დაბადებული ტ.ს. სამართალდამცველებმა ტ.ს.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რევოლვერი და შაშხანა. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1955 წელს დაბადებული მ.ზ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე, 2 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 1971 წელს დაბადებული თ.ც.-ს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო 1981 წელს დაბადებულ ი.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გასაღება ედება ბრალად" - ნათქვამია განცხადებაში. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ასევე, გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. „20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

თბილისში, კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.  ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სხეულზე იარაღით მიყენებული დაზიანებები, ამის გარდა კი დამწვრობა აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

თბილისში, საშუალო ასაკის კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს.  გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე პირია. როგორც ცნობილია, ეჭვიტანილი დააკავებულია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

დიღმის მასივში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დანით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში, სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

თბილისში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიხსნა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დედაქალაქის საკრებულოში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის – Eurodesk შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიხსნა. ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიხსნა და მას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკის“ პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელები დაესწრნენ. „მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს „ევროდესკის“ ქსელის შეხვედრას და გენერალურ ასამბლეას. ვფიქრობ, ღონისძიების თბილისში ჩატარება ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააღრმავებს. „ევროდესკის“ ქსელის წევრობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, იმოგზაურონ და ისწავლონ ევროპაში, მიიღონ გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობა, შეიძინონ ევროპელი მეგობრები, ახალი თანამშრომლობა ჩამოაყალიბონ, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. თბილისის მერია ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ. შეხვედრებზე, რომელიც 28-31 მარტს გაიმართება, ახალგაზრდული ქსელის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ საქართველოს როლის გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და ამ პროცესში ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე. ასევე, დაგეგმილია დისკუსიები, პრეზენტაციები, ანგარიშების განხილვა და სოციალურ-კულტურული აქტივობები. „ევროდესკი“ ევროპის მასშტაბით სასწავლო მობილობის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობასა და რესურსს აერთიანებს  

თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია

თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ამბასადორის“ შენობაში ძლიერი ხანძარია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.  რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.  

A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტობუსის ზოლის გადაკვეთა გარკვეულ ქუჩებსა და გამზირებზეა ნებადართული

ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული რეგულაციების თანახმად, A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლის გადაკვეთის უფლება აქვთ, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით – იქ, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი. „მგზავრთა ჩასხდომის ან ჩამოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და მოძრაობა დასაშვებია წყვეტილი ხაზიდან მომდევნო წყვეტილ ხაზამდე. გზის გაგრძელების შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება. რაც შეეხება უწყვეტ ხაზს, მისი გადაკვეთა აკრძალულია. ავტობუსის ზოლის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ გამზირებსა და ქუჩებზე: მოსკოვის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ქეთევან დედოფლის გამზირი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; რუსთაველის გამზირი; პეტრე მელიქიშვილის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; თამარ მეფის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; სანდრო ეულის ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში. აღნიშნული წესი დედაქალაქში A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის პირველი აპრილიდან ამოქმედდა.  

ფონიჭალაში, მამა-შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 24 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა ვალის გადახდასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ჭრილობები მიაყენა მამა-შვილს. „დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ორივე დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, 2019 წლის 24 ივლისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17-წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბევრი საუბრობს ქალაქში საცობებზე, თბილისი რაც არის ვიცით ყველამ, ამ ქალაქს ვერ გაბერავ - კალაძე

თბილისი რაც არის ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი - კალაძე მისივე თქმით, დღეის მონაცემებით დედაქალაქში დაახლოებით 580 ათასიდან 600 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება. „ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კონკრეტულად კერძო ავტომობილით გადაადგილება დედაქალაქში. თბილისი რაც არის ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით, თავისი უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია. ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდი დისკომფორტი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება პრობლემა, ვთქვათ დღეს ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება, ხვალ და ზეგ, როდესაც ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება და აუცილებლად გაიზრდება, მერე რას ვშვრებით? რას ვუშვებით უკვე ამ გაფართოებულ ქუჩებს, სადაც უკვე დამატებული ნაკადები ვეღარ დაეტევა. მერე რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? რა უნდა გავაკეთოთ? ამაზე თუ უფიქრია საერთოდ ვინმეს? ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, ამას ალტერნატივა არ აქვს. ევროპაში მოსახლეობის 70%-ს ავტომობილი ჰყავს და კვირაში 5 ან მეტი დღე გადაადგილდება ავტომობილების მფლობელების მხოლოდ 12%-ი. 70%-ს ავტომობილი ჰყავს და მხოლოდ 12%-ი 5 დღის განმავლობაში კერძო ავტომობილს იყენებს. თბილისში, მოსახლეობის მხოლოდ 45%-ი კერძო ავტომობილს ფლობს და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ გაიზრდება. მოსახლეობის 45%-დან 97%-ი იყენებს კერძო ავტომობილს 5 დღის განმავლობაში, ნახეთ რამხელა სხვაობაა და რამხელა მაჩვენებლებია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, - განაცხადა კალაძემ.  

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. „აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

აუდიტის სამსახური: თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის, 609 260 ლარია გადაუხდელი

თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის გადაუხდელია 609 260 ლარი, - აუდიტის სამსახური თბილისის მერიის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი 2021 წლის ფინანსური მდგომარეობისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზეა შედგენილი. მერიის ქონების მართვის სააგენტოდან აუდიტისთვის წარდგენილი ინფორმაციით, გადაუხდელი საიჯარო ქირა პირგასამტეხლოს ჩათვლით, თითქმის მილიონ-ნახევარი ლარი იყო. ეს დავალიანება წარმოშობილია როგორც 2021 წელს, ასევე გასულ პერიოდში, წერს აუდიტი. მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაცია ამ ორი ტიპის დავალიანებაზე წარმოდგენილი არ არის. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ზოგადად თბილისის მერიაში სამსახურებს შორის არასათანადო კომუნიკაციაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ფინანსური სამსახური არ არის საკმარისად ინფორმირებული ზედამხედველობის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს მისაღები თანხების შესახებ.  

თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცლებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.  

ორშაბათიდან თბილისის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება - კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ორშაბათიდან, 24 აპრილიდან თბილისში დაიწყება ქუჩების მორეცხვა, რასაც სისტემატური ხასიათი ექნება. "ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან, ჩვენ, უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს, სუფთავდებოდეს, მე მხედველობაში მაქვს საავტომობილო გზები, ქვეითად მოსიარულეები სადაც გადაადგილდებიან ტროტუარები, ყველაფერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. მინდა დავავალო ჩემ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა კახა კალაძემ. მერიაში ამბობენ, რომ მორეცხვის სამუშაოები ღამით 12:00 საათიდან დაიწყება და დილის რვის ნახევრამდე გაგრძელდება.  

წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე, საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი. „ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით. საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის. აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით. გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

როდის დასრულდება წერეთლის გამზირისა და „დიდუბის ხიდის" რეაბილიტაცია ცნობილია

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და 2024 წლის იანვარში დასრულდება. წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე, საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა „დღეს დავიწყეთ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების სრულად შეცვლას. რეაბილიტაციის ფარგლებში ფაქტობრივად მთლიანი გამზირი განახლდება. როგორც აღვნიშნე, კომუნიკაციები სრულად შეიცვლება, საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება, ასევე გარე განათების ბოძების მონტაჟი მოხდება. ასევე გამწვანებული თარგები და მიწისქვეშა ურნები მოეწყობა. ამ პროექტთან ერთად, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. რაც შეეხება სამუშაოების ვადებს, ხიდის ნაწილში სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში, მომდევნო წლის იანვრის თვეში. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩართული არის მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები, ვინაიდან მათ საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს. რაც შეეხება ბიუჯეტს, წერეთლის გამზირის ბიუჯეტი 28 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო ხიდის ნაწილში ეს არის 4 200 000 ლარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში წარმოებდეს და ასეც გვაქვს დაგეგმილი, რადგან სამუშაოები იმ ვადებში დასრულდეს, რაც მოსახლეობისთვის გვაქვს ნათქვამი. ამიტომ, იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ღამის განმავლობაში სამუშაოები მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.  

თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 70 წლის კაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი პირი დაკავებულია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი დაახლოებით, 40 წლამდე ასაკის კაცი იყო. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში, 2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი. მისივე ინფორმაციით, ავტობუსების შესყიდვის წინასწარი თანხა 245 მლნ ლარი იქნება. „გადაწყვიტეთ, შევისყიდოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე, 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. ბაზრის კვლევის შესაბამისად კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია მაისის დასაწყისში. წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი, დღგ-ის ჩათვლით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა, რა თქმა უნდა, დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ 2024 წლის აპრილამდე“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. „ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმა, დემურ ხაბულიანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.  

თბილისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ, ამავე ბრალდებით, მიმდინარე წლის 23 აპრილს დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ., ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.თ.-მ მიმდინარე წლის 22 აპრილს, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ ნ.ზ. და ზ.ბ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N 75-ში დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული. აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებისთვის აღმაშენებლის გამზირზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.  

თბილისის რამდენიმე რაიონში 11 მაისს წყალმომარაგება შეიზღუდება

ხვალ, 11 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები კაკაბაძის და ბალანჩივაძის ქუჩებზე, წყალსადენის ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან. ასევე, თამარაშვილის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. რეაბილიტაციის შედეგად, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისის და ჩუღურეთი რაიონის აბონენტებისთვის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება. „აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 11 მაისს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 11 მაისს დღის 12:00 საათიდან 12 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს და პირველ შესახვევს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ნაფარეულის, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, დარიალის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, დოლიძის, იყალთოს, ჩიქოვანის, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, ოთარ ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს. მთწმინდა-კრწანისის რაიონში – რუსთაველის გამზირს, კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, კაკაბაძეების, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ანჯაფარიძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას I, II შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის, ლარსის, რჩეულიშვილის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, ახვლედიანის, მესხიას, გრიბოედოვის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, მთაწმინდის, არსენას, ქიქოძეს, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას,, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჯანაშიას, წავკისის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, სანაპიროს, ბროსეს, პუშკინის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს, თაბუკაშვილის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს, ოქროყანას, ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია განცხადებაში.  

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 65 წლამდე ქალი, რომელიც აფეთქების დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. დაშავებული გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.  დაშავებული ქალის მდგომარეობის შესახებ კლინიკას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის,წინადადების წარსადგენად მიცემული ვადა საკმარისია. „წარმოდგენილ კომპანიებს დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მანამდე, ფასთა გამოკითხვა ჩატარდა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ავტობუსები. აბსოლუტურად საკმარისია აღნიშნული ვადა. დედაქალაქი იმ ავტობუსებს მიიღებს, რაც საჭიროა ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რაც საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთ რისკენაც მივისწრაფვით არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დედაქალაქში 340 ობიექტი მიიღო ექსპლუატაციაში

სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 340 ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. „ამნისტიის გამოცხადებიდან, სამსახურში 1124 განცხადება შემოვიდა; ამ დროისთვის, შესწავლის პროცესშია 196 ობიექტი; არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, შუალედური პასუხი გაეგზავნა 434 განმცხადებელს, 78-ს კი უარი ეთქვა; დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, განუხილავი დარჩა 76 განაცხადი“, – აცხადებენ უწყებაში. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამშენებლო ამნისტია ეხება ყველა ტიპის მშენებლობას, მეორედან მეოთხე კლასის ჩათვლით, რომელიც მიმდინარეობდა ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. აგრეთვე, იმ ობიექტებს, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, თუმცა იგი დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალშია განთავსებული. „სამშენებლო ამნისტიის ფარგლებში ხდება ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიება. მაგალითად, დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი, ფართობის გადამეტება, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. ამასთან, ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს. შესაბამისად, აუცილებელია, განმცხადებელმა წარმოადგინოს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა კონსტრუქციულ მდგრადობასა და სეისმომედეგობაზე. სამშენებლო ამნისტიით სარგებლობისათვის დაინტერესებულ პირს, შეუძლია სპეციალური პლატფორმიდან ms.gov.ge ელექტრონული განცხადებით მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას“, – აღნიშნავენ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში. სამშენებლო ამნისტია 2021 წლის 28 ივლისს შევიდა ძალაში და ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. სამშენებლო ამნისტიაზე ახალი განცხადების დარეგისტრირების ბოლო ვადა 2023 წლის 27 ივლისია.  

თბილისში არსებულ თექვსმეტ ქუჩას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თექვსმეტ ქუჩას იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში შეტანილი აქვს. თბილისის საკრებულოს ცნობით, საკითხები საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ გააცნო. „საკითხები, რომლებსაც კენჭი ეყრება, თბილისის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ჩვენს მიერ წარმოებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილია. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ წარმოდგენილი საკითხების კომისიურ ფორმატში განხილვა სიმბოლურად მარტის თვეში, ქალთა კვირეულის ფარგლებში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კვირეული რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, პარტნიორი ორგანიზაციების - გაეროს ქალთა ფონდისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით თბილისის ქუჩებში განთავსდა დროებითი აბრები, იმ სტერეოტიპების საწინააღმდეგო სლოგანებით,“ - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ. თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩებს შეემატა: ექიმ მერი გელოვანის ქუჩა; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თამარ დეკანოსიძის ქუჩა; მევიოლინე მარინე იაშვილის ქუჩა; კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის ქუჩა; სახელმწიფო მოღვაწის, კრავაი ჯაყელის ქუჩა; საზოგადო მოღვაწის, მედეა ღამბაშიძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი ინჟინერი ქალის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მეზღვაური ქალის, იულია ფაილოძის ქუჩა; კალიგრაფ მანანა ზედგინიძის ქუჩა; ექიმ ბარბარე ყიფიანის ქუჩა; მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა; მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, ნინა ხუბულავას ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ქუჩა; დიპლომატ რუსუდან მიქელაძის ქუჩა; რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა; მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.  

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა.  თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, დღევანდელი აქცია სიმბოლურად სწორედ გმირთა მოედანზე დასრულდება. „ჩვენ თუ ბევრი აქტიური მოქალაქე არ გავხდით, ბევრი ქართული ხმა არ გავაგონეთ ამ რუსულ ხელისუფლებას, ისე გამორიცხულია ყველაფერი. ამიტომ ჩვენი ხვეწნა, მუდარა არის ის, რომ ყველა გახდეს ამ ქვეყნის მცველი. ყველა გახდით ამ ქვეყნის ჯარისკაცი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.  

26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. „გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. 23 მაისს, 00:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე. ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით. მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას. 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 2017 წლიდან დღემდე, ჯამში 2 663 ოჯახს დაუკანონა - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ფართები ჯამში 2 663 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება იყო, რომელშიც ხანგრძლივად ფაქტობრივი მფლობელები ცხოვრობდნენ. ისინი გარკვეული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც წარმატებით მიმდინარეობს. დღემდე საცხოვრებელი ფართები 2 663 ოჯახს დაუკანონდა. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. პროგრამა გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამით დავასრულეთ ამ ოჯახების მუდმივი ღელვა ამ საკითხზე. ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით. ამისთვის საჭიროა, მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობას და ფართების დაკანონებაში დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე მუხლის 3-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა

საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად  ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ "წელს 26 მაისის გზავნილია - "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიწოდებულ განმარტებაში. ევროკავშირის დროშა - ევროკავშირის წევრობა, ყველა ბოლო კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ. მთავრობის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

- თბილისში, წელს, ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, წელს, თბილისში ცოფის 2 შემთხვევა გამოვლინდა. „წელს, თბილისში ორი გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, 2022 წელს ჩვენს დედაქალაქში ცოფის არცერთი შემთხვევა არ იყო. მინიმუმამდე არის თბილისში, ცხოველებში ცოფის შემთხვევები გამოვლენილი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეპატრონეებმა, რომლებსაც დაჰყავთ საკუთარი ცხოველი, მაგალითად სანადიროდ, სასურველია, ერთზე მეტჯერ აცრან ცოფის ვაქცინით. კობიაშვილმა განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ცოფის დროს ძაღლს. „შეიძლება ამ ძაღლს ყლაპვა გაუჭირდეს იმიტომ, რომ როდესაც ნერვულ სისტემაში გადადის ცოფის ვირუსი, ამის შემდეგ უკვე ხდება კუნთოვანი სისტემის დაზიანება. ასევე ჰალუცინაციებსაც იწვევს ცხოველებში და ყლაპვა ურთულდებათ, როგორც საკვების, ასევ წყლის. როდესაც შევნიშნავთ ცხოველს ისეთ ქცევას, რაც მისთვის არადამახასიათებელია, სასურველია, მაშინვე მივმართოთ ვეტერინარს“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“.  

ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 26-27 მაისს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გვირაბში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ მათი ინფორმაციით, 26 მაისის 09:00-დან 18:00 საათამდე აღნიშნულ გვირაბში მოძრაობა გადაიკეტება ცალმხრივად, ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. „ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ, ხოლო 18:00-დან 22:00 საათამდე, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კერძოდ, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები მერაბ კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილდებიან მარჯვნივ მოხვევით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, „სამაიას“ ბაღთან მოხვევით. რაც შეეხება 22:00 საათიდან 27 მაისის 00:30 საათამდე პერიოდს, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ ნაწილზე მოძრაობა კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება N528 მიკროავტობუსის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან სვლას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, გია ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გალაკტიონის ხიდს, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს. უკუმიმართულებისას, N528 მიკროავტობუსი გალაკტიონის ხიდიდან მხოლოდ „სამაიას“ ბაღამდე იმოძრავებს, შემდეგ კი მობრუნდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და ჩვეული მარშრუტით გადაადგილდება“, -აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისში, კაფეში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მაისს, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ბრალდებულმა, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ პირს დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ვინაიდან, ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, 30 მაისს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

წერეთლის გამზირზე ორმოში მოქალაქე ჩავარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.  

ბრუნო მარსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს

1-ელ ოქტომბერს საქართველო, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება. „15 "გრემის" ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი Doo-Wops & Hooligans მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ „ლაივ“ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა "გრემის" დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც. ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა. სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად. ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia- ს ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება. Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

8 წელი გავიდა, თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო, მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.  უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა. ამათან, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.  

2012 წლამდე, თბილისში, პიკის საათებში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეის მონაცემებით, 600 ათასზე მეტია - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს, თბილისში პიკის საათებში 600 ათასზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, 2012 წლამდე კი ეს მონაცემი დაახლოებით 180 ათასი იყო. „2012 წლამდე, თბილისში, პიკის საათებში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, პიკის საათში, თბილისში 600 ათასზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება. ხედავთ, რა ციფრებზეა საუბარი. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ადამიანებზე აისახება. ამიტომ, კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები მნიშვნელოვანია, რათა აღნიშნული მიმართულება ყველანაირად მოწესრიგებული იყოს და გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

თბილისის მასშტაბით, საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ივლისის განმავლობაში, 17 000-მდე აღსაზრდელს 45 მუნიციპალური საბავშვო ბაღი მოემსახურება. კახა კალაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში სიახლეა და ის 2-ეტაპიანის ნაცვლად, 3-ეტაპიანი იქნება. თბილისის მერის განმარტებით, სოციალური ჯგუფებს, რომელსაც რეგისტრაციისას პრიორიტეტი ენიჭება, დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები. „მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. პანდემიის პერიოდში, იმ დროისთვის არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები არ მუშაობდა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბაღები იფუნქციონირებს. გავითვალისწინეთ ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მოთხოვნა, ვინაიდან ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს ივლისის პერიოდში შვებულების აღებას და ქალაქიდან გასვლას. მათ მუშაობა უწევთ. რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ივლისში, მუნიციპალური ბაღების 17 000-მდე აღსაზრდელს 45 საბავშვო ბაღი მოემსახურება. საზაფხულო საბავშვო ბაღები შერჩეულია ტერიტორიული პრინციპით, ისე, რომ ქალაქის მასშტაბით მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი. ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივნისიდან და გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს ვებგვერდზე: www.kids.org.ge.  

თბილისში, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. მისივე თქმით, მომხდარი თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებული უნდა იყო. ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცმა კვერცხი ესროლა. "თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს - ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება", - განაცხადა ბერძენიშვილმა. მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

კალაძის თქმით, აღმაშენებელზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე 40-მდე ღია კაფე ფუნქციონირებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს გონივრულ ვადას აძლევს, რომ გარე პერიმეტრზე განთავსებული დასაჯდომი სივრცეები მოაწესრიგონ. კალაძის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიას რეაგირება და საკითხში მუნიციპალური ინსპექციის ჩართვა მოუწევს. აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე განთავსებული ღია კაფეების მესაკუთრეებს თბილისის მერია სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს. „აღმაშენებლის გამზირზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის კვეთამდე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოსურად განთავსებული ღია კაფეები პრობლემას უქმნის გადაადგილებისას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ყველა იმ პირს, ვინც ამ ქუჩაზე დღის განმავლობაში გადაადგილდება. ჩვენ ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი, რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ? მაგრამ ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში აღნიშნული სივრცე განახლდა და ერთი სიამოვნება იყო იქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. პანდემიის პერიოდში ყველანაირად გვერდში დაგიდექით, რომ აღნიშნული სივრცეები მოგეწყოთ გარეთ, რადგან შიგნით შეზღუდვა იყო. იმისთვის, რომ ბიზნესის თვალსაზრისით პრობლემები არ შეგქმნოდათ, მოგეცით შესაძლებლობა, გარე სივრცეები გამოგეყენებინათ. თუმცა, მძიმე მდგომარეობაა ვიზუალური თვალსაზრისითაც, გემოვნების თვალსაზრისითაც, ასევე, ორივე მხარეს იმდენადაა გამოწეული დასაჯდომი სივრცეები, გავლა შეუძლებელია; ამასთან, სახანძრო საჭიროების ან სასწრაფო დახმარების თვალსაზრისითაც პრობლემაა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. გეძლევათ ვადა, რომ მოაწესრიგოთ აღნიშნული პრობლემა - როგორც ვიზუალური მხარე, ასევე, ნებართვების თვალსაზრისით, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება მოგვიწევს და ჩართული იქნება მუნიციპალური ინსპექცია. გაქვთ დრო, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იყოს. ვიზუალური მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, თქვენთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.  

თბილისში, კიევის ქუჩაზე სროლა იყო

თბილისში, კიევის ქუჩაზე სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით არის აღძრული. კერძოდ, გამოძიება დაიწყო 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 19,108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.  

თბილისში კიდევ 30 ელექტროდამტენი დამონტაჟდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 15 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამჟამად ქალაქს 30 ელექტროდამტენი შეემატება. „ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ მათით სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ,“ - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის ინფორმაციით, ვაკის რაიონში 5 ახალი ელექტროდამტენი განთავსდება, საბურთალოს რაიონში - 4, დიდუბეში - 4, ნაძალადევში - 2, ჩუღურეთში - 2, მთაწმინდაზე - 3, ისანში - 4, გლდანში - 1, სამგორში - 3, კრწანისში - 2, მათ ოპერირებას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. კახა კალაძის თქმით, იმისათვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე. კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით. თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფი“ უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა.  

თბილისს მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს. „მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს. „კომისია პროფესიონალებისგან იქნება შედგენილი, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ დედაქალაქს, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რომ ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.  

თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.  

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გამთენიისას თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-ში განაცხადეს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

თბილისის ნაძვის ხე და ილუმინაციები 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, 16 დეკემბერს კი, საახალწლო სოფელი გაიხსნება

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია 15 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, 16 დეკემბერს კი საახალწლო სოფელი გაიხსნება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 15 დეკემბერს მსმენელის წინაშე წარდგება იტალიელი მომღერალი სტეფანო სინიორონი ბენდთან ერთად. „15 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია აინთება საზეიმოდ. მინდა მივმართო მოსახლეობას, ყველას ვისაც სურვილი აქვს მობრძანდით საღამოს, 20:00 საათზე. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს, ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე წარდგება ბენდი იტალიიდან. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 16 დეკემბერს ასევე დაგეგმილი გვაქვს საახალწლო სოფლის დაგხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანი ელოდება. საახალწლო დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს მრავალფეროვანი კვების და ტკბილეულის ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა საციგურაო ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ლოკაციებს რაც შეეხება, ეს არის: ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე დედაენის ბაღში იქნება საახალწლო სოფელი. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ. საახალწლო სოფელი 7 იანვარს, მუსიკალური საღამოთი დაიხურება,“ - აღნიშნა კალაძემ.  

CNN-მა თბილისი შობის გასატარებლად ზღაპრული ქალაქების სიაში შეიყვანა

CNN-მა 12 ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს - ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN-ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს. „ვისაც შობა გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია, ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები,“ - წერს CNN-ის ჟურნალისტი.  

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. "მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ," - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

როგორია პიროტექნიკის აფეთქებისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვს დაზიანებული აქვს სხეულის 10%, ასევე სასუნთქი გზები. „ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა," - ამბობს ქაშიბაძე. 10 წლის ბიჭი თბილისში გუშინ, 11 დეკემბერს კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.  

საახალწლო ღონისძიებებისთვის მოსამზადებელ პერიოდში, რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება. კერძოდ, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 16 დეკემბრის 02:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაიკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორივე ზოლი. თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზონა ასევე, გათავისუფლდება ლესია უკრაინკასა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე. აღნიშნულ პერიოდში, რუსთაველის გამზირიდან, ტ. შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპოტო საშუალებები ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას შეძლებენ ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით; აღნიშნული ქუჩებიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის გამოყენებით; რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან, ა. ჯორჯაძის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობა დასაშვები იქნება გ. ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით. 15 დეკემბრის 10:00 საათიდან 16 დეკემბრის 01:00 საათამდე, განხორციელდება სატრანსპორტო მოძრაობის სრული შეზღუდვა და საპარკინგე ზონის გათავისუფლება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის გამზირი, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, ლესია უკრაინკას და არჩილ ჯორჯაძის ქუჩები). რუსთაველის გამზირიდან - ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ნ. ვაჩნაძის (ლ. გუდიაშვილის შესახვევი) ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან (გ. ჭანტურიასა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან) თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება - ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ა. ფურცელაძის ქუჩებიდან. თავისუფლების მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით სრულად, რუსთაველის გამზირისა და გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, რ. ლაღიძის, შ. მესხიასა და ინაშვილის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გ. ლეონიძის, პ. ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძისა და ა. გრიბოედოვის, პ. კაკაბაძის, კ. მაყაშვილის და ვ. ბარნოვის ქუჩების გამოყენებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნ. ბარათაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩების გამოყენებით. რუსთაველის გამზირის გადაკეტვისას, მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტობუსების - N301, 306, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 397 კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ რუსთაველის გამზირზე არსებულ ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც დაუკავშირდებიან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ; უკუმიმართულებისას, N306, 310, 314, 326, 342, 352, 358, 359, 388, 397 ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო ავტობუსები: N301, 331, 337, 345 ბარათაშვილის ხიდზე მოხვედრისას მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებენ იუსტიციის სახლისკენ, იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.  ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 131 მლნ ლარით მეტია. აქედან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს 1 254 000 000 ლარს, ხოლო 500 000 000 ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი. გარდა ამისა, 2024 წელს დონორების დაფინანსება შეადგენს 63 მლნ ლარს. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადები შეადგენს 918 მლნ ლარს. მათ შორის, ქონების გადასახადი არის 275 მლნ ლარი, სადაც საწარმოთა ქონების გადასახადზე დაგეგმილია 225 მლნ ლარი, ფიზიკური პირის ქონების გადასახადზე - 30 მლნ, ხოლო მიწის გადასახადზე - 20 მლნ ლარი. დამატებული ღირებულების გადასახადი დაგეგმილია 643 მლნ ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლებში მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს 280 მლნ ლარი. მათ შორის, შემოსავალი საკუთრებიდან - 9 მლნ ლარი, პროცენტები - 3 მლნ ლარი, იჯარა - 6 მლნ ლარი, საქონლის და მომსახურების რეალიზაცია - 165 მლნ ლარი; ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებიდან - 18 მლნ ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში დაგეგმილია 70 მლნ ლარი, დასუფთავების შემოსავალი - 75 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაცია დაგეგმილია 55 მლნ ლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯების ოდენობა წარმოადგენს 547 მლნ ლარს, რაც 2023 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯთან შედარებით 31 მლნ ლარით მეტია. რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებას, იგეგმება 507 ლარის ღირებულების პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.  

თბილისში 12 250 აბონენტს გაზი შეუწყდა

თბილისში, დიღმის მასივის 12 250 აბონენტს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კერძო კომპანიამ გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი მილი დააზიანა. გაზი არ მიეწოდება დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლებისა და ათობით ქუჩაზე მცხოვრებ ასობით ოჯახს. გაზის მიწოდება 17 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში იგეგმება.  

თბილისში კაცი მოკლეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი

1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო.“ „პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.“ „მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

სამ ქალაქში ბიზნესისთვის წყლის ტარიფი იზრდება

პირბელი იანვრიდან თბილისში კომპანიებს წყალი 35%-ით გაუძვირდებათ. ახლა 1კუბ.მ წყალში კომპანიები 6,5 ლარს იხდიან, მომავალი წლიდან კი 8,81 ლარს გადაიხდიან. თბილისსა და მცხეთაში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი 8.807 ლარი/კუბ.მ, ხოლო რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-მდე გაიზრდება. გაზრდილი ტარიფი 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იქნება მოქმედი. გადაწყვეტილება სემეკმა დღეს, 28 დეკემბერს მიიღო. სემეკის ინფორმაციით, ფასის ზრდა გამოწვეულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. ამის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სემეკს 2024-2026 წლებში თითქმის 364 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია შეუთანხმა. გეგმების შესაბამისად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისსა და მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  

თბილისში პლასტმასების საწყობი იწვის

თბილისში, ვაზისუბანში პლასტმასების საწარმო იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.  

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით იცნობია. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.  

თბილისში ახალგაზრდა გოგო მოკლეს

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ახალგაზრდა გოგო მოკლეს. შემთხვევა დღეს, 28 თებერვალს, დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო.  

„კმარა პუტინი“ - თბილისში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს

თბილისში, რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ და საქართველოში მცხოვრები რუსი აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ „ტყუილის, ომის და რეპრესიების წინააღმდეგ." ამ აქციით ისინი უერთდებიან კამპანიას „შუადღე პუტინი წინაარმდეგ“, რომელიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთც იმართება. „არ მგონია, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ეს მძიმე და ხანგრძლვი ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ, რუსები, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, აქედანაც უნდა ვეცადოთ როგორმე ამის გამოსწორებას,“ - აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს თავისუფლების მოედნისკენ, სადაც კიდევ ერთ ხანმოკლე აქციას გამართავენ, რომლის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ისინი არ აღიარებენ პუტინის პრეზიდენტობას. დღეს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო, მესამე დღეა.  

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 15-მდე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რამდენიმე მოსწავლე, პრევენციის მიზნით, კლინიკებშია გადაყვანილი, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე დაყრდნობით წერს. მათი თქმით, 15-მდე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც თვითმხილველს და სკოლის წარმომადგენელს ეყრდნობა, სკოლაში ბავშვებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო, როგორც ამას არსებული მექანიზმი ითვალისწინებს, პრევენციის მიზნით, სკოლაში სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.  

თბილისში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. „შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება," - ნათქვამია ინფორმაციაში. თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამის სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება. „აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ლაბუჩიძემ.  

თბილისში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ სამი ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული. თბილისში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა