თეგი: ისრაელი

ისრაელის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პირველი ვიზიტით ეწვია

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდმა პერსონალურად მიმიწვია. მე მადლიერი ვარ მისი გამბედაობით, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების გზავნილისთვის, რადგან რეგიონის ხალხს სხვა ალერნატივა არ აქვს“, -განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.

ერდოღანმა კიევში გამგზავრების წინ, თურქეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა

უკრაინაში გამგზავრების წინ, თურქეთის რეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთში რუსეთის ლიდერის ვიზიტზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა აღიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ეწვევა. პუტინის ვიზიტი 3 თებერვალს არის დაგეგმილი ჩინეთში, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. რაც შეეხება უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ერდოღანის თქმით, თურქეთი მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს. „ყველა პლატფორმაზე ჩვენ ვაცხადებთ თურქეთის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანმა ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და დიალოგში ჩაერთონ რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაესწრება ორმხრივი მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას. ის და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართვენ.  პრეზიდენტმა ერდოღანმა 3 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალური თურქეთს ვიზიტით მარტში ეწვევა. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს

უცხოური მედია: ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი სირიის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის სროლისთვის. მათივე ცნობით, ავიაიერიშების შედეგად სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის რამდენიმე ბატარეა განადგურდა. ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ სირიის მხრიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით, ჰაერში აფეთქდა და ნამსხვრევებმა დასახლებულ პუნქტ ჰომეშის მახლობლად მცირე ხანძარი გააჩინა.

ისრაელში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა

ისრაელში "მწვანე პასპორტიs" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ტალღა შესუსტებულია”, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და განმარტა, რომ “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მთლიანად უქმდება. ამასთან, ისრაელში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელის პრემიერი გერმანიაში ოლაფ შოლცთან შესახვედრად გაემგზავრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტი რუსეთიდან გერმანიაში გაფრინდა. იუწყება ისრაელის მედია. ნაფტალი ბენეტი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვიდან გერმანიაში გაფრინდა. ბენენტი გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცს შეხვდება. პუტინთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. იმ ფონზე, რომ აშშ-ის ახლო მოკავშირე ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კიევს სოლიდარობა გამოუცხადა და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ისრაელი რუსეთსა და უკრაინას შუამავლის როლს სთავაზობს. ისრაელის პრემიერის სპიკერის თქმით, კრიზისის განმუხტვის იმედით, ისრაელი მოსკოვთან კავშირზე რჩება. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენით ბენტმა შაბათი დაარღვია, თუმცა სპიკერის თქმით, ამას იუდაიზმი დასაშვებს ხდის, როცა მიზანი ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა. იმ ფონზე, რომ აშშ-ის ახლო მოკავშირე ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, კიევს სოლიდარობა გამოუცხადა და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ისრაელს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულება სურს. ისრაელის პრემიერის სპიკერის თქმით, კრიზისის განმუხტვის იმედით, ისრაელი მოსკოვთან კავშირზე რჩება. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენით ბენტმა შაბათი დაარღვია, თუმცა სპიკერის თქმით, ამას იუდაიზმი დასაშვებს ხდის, როცა მიზანი ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ებრაელი ერის რელიგიის თანახმად, ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ მიჩნეულია შაბათი. ის აღინიშნება სანთლების დანთებით, სადღესასწაული ტრაპეზით. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა, ცეცხლის დანთება, ტრანსპორტით მგზავრობა.

ნაფტალი ბენეტი: ისრაელი შეეცდება მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა

ისრაელი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის მედიაციის ძალისხმევას მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოულოდნელი მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ. უკრაინამ შუამავლის როლის შესრულება უკრაინამ სთხოვა. ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამჯერ ესაუბრა. „იმ დროს, როდესაც თუნდაც მცირე შანსი არსებობს და ჩვენ გვაქვს წვდომა ყველა მხარესთან, მე მიმაჩნია, ჩვენი ვალია, მცდელობა არ დავაკლოთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სოლიდარობა გამოუცხადა კიევს და გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ ბენეტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა სამხედრო დახმარების შესახებ და ღია დატოვა არხები რუსეთთან, რომელთანაც ისრაელი კოორდინაციას უწევს თავის ოპერაციებს სირიაში, ირანის განლაგების წინააღმდეგ. ვინ ახლდა თან ნაფტალი ბენეტს რუსეთში - ისრაელის პრემიერის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვსა და ბერლინში    

ისრაელის ავიაკომპანია განმარტავს, რომ კომპანიამ რუსული Mir-ის მეშვეობით გადახდები 28 თებერვალს შეაჩერა

ისრაელის ავიაკომპანია El Al-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ გადახდებს რუსული საბანკო სისტემა „Mir“-ის მეშვეობით უშვებს, რითაც გვერდს უვლის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. კომპანიის განმარტებით, Mir-ის მეშვეობით გადახდები 28 თებერვალს შეაჩერა.„სამწუხაროა, რომ შეცდომაში შემყვან „ტვიტამდე“ ჩვენთან ფაქტი არ გადამოწმებულა, ფაქტები კი სრულიად განსხვავებულია“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.მისივე თანახმად, კომპანიამ განახორციელა ჰუმანიტარული ფრენები უკრაინაში, ასევე, ხელი შეუწყო ლტოლვილების ისრაელში  გადაყვანას. ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სოლიდარობა გამოუცხადა კიევს და გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ  ქვეყნის პრემიერმა ბენეტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა სამხედრო დახმარების შესახებ და ღია დატოვა არხები რუსეთთან, რომელთანაც ისრაელი კოორდინაციას უწევს თავის ოპერაციებს სირიაში. დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას „ომის დასრულების გზები“ განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მედიაციაში ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „ვესაუბრე ნაფტალი ბენეტს. მადლობა გადავუხადე ისრაელის მედიაციის ძალისხმევისთვის. განვიხილეთ ომისა და ძალადობის დასრულების გზები“, – წერს ზელენსკი.    

ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთში ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ჰერცოგი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თურქული მედია წერს, რომ მრავალი წლის შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება.

ისრაელში უკრაინის ელჩი: ძალიან ცოტა ნაბიჯს ვხედავთ, ისრაელის მთავრობისგან მხარდაჭერის კუთხით

ძალიან ცოტა ნაბიჯს ვხედავთ ისრაელის მთავრობისგან მხარდაჭერის კუთხით, აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით, - ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა. „ჩვენ ძალიან ცოტა ნაბიჯს ვხედავთ ისრაელის მთავრობისგან მხარდაჭერის კუთხით, აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით, ჩვენი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების თვალსაზრისით და მათ იციან ამის შესახებ. დრო იწურება და სამწუხაროდ, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. სულ ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ“, - აღნიშნა ისრაელში უკრაინის ელჩმა. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი თანახმაა კიევში ჩავიდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი თანახმაა კიევში ჩავიდეს, თუ უკრაინას და რუსეთს მართლაც სურთ ცეცხლის შეწყვეტა და მისი ვიზიტი შეთანხმების მიღწევას დაეხმარება. ამის შესახებ წერს ისრაელის ინგლისურენოვანი გამოცემა Ynet-ი. გამოცემის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, მიიღოს შესაბამისი ზომები უახლოეს ხანში, კიევში პრემიერ-მინისტრ ბენეტის ვიზიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, როგორც Ynet-ი წერს, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი შიშობს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში პრემიერის ჩასვლა სარისკოა.

მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, ქართული მხარე მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს, რათა მათ დროულად შეძლონ სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს. შესაბამისად, მათ აქვთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტი. თავის მხრივ, ისრაელის მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. როგორც ნისიმ ბენ შიტრიტმა აღნიშნა, ეს არის თანამშრომლობის კარგი დასაწყისი ებრაელი სტუდენტების საქართველოში სწავლის მიმართულებით, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ნაბიჯით – საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება. „მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მობილობის შესაბამისი პროცედურების დაჩქარებული წესით ადმინისტრირებასა და სტუდენტების დროულ ჩარიცხვას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

Reuters: შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თელ-ავივის გარეუბანში სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა თელ-ავივის გარეუბანში სანამ თავად დაჭრიდნენ სასიკვდილოდ სულ მცირე ხუთი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ Reuters წერს.  ისრაელის ტელევიზიებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს შავებში ჩაცმულ კაცი, ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც ხალხს იარაღს უმიზნებს. კადრები გადაღებულია ებრაულ ულტრამართლმადიდებლურ ქალაქში. მედიის ცნობით,  თავდამსხმელი იყო პალესტინელი, ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე სოფლიდან. გასულ კვირაში არაბი თავდამსხმელების მიერ მოკლული ებრაელთა რიცხვი 11-მდე გაზარდა. 

იერუსალიმში, ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 კი დაშავდა

იერუსალიმში, „ტაძრის მთაზე,“ ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 დაშავდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ გაფანტა ისინი პოლიციამ ცრემლმდენი გაზის, დამაბრმავებელი ყუმბარების და ხელკეტების გამოყენებით. ამასთან, შეტაკების შედეგად სამი ისრაელელი პოლიციელიც დაშავდა.  ცნობისთვის, მასობრივი არეულობა დილის ლოცვის დროს დაიწყო. ისრაელის მედიის თანახმად, ასეულობით არაბული წარმოშობის პირმა პალესტინელთა ავტონომიის და ჰამასის დროშებით, იერუსალიმის ქუჩებში გაიარა, შემდეგ კი ქვები დაუშინეს მლოცველებს, რომლებიც ებრაელთა წმინდა ადგილას, „გოდების კედელთან“ ლოცულობდნენ.

იერუსალიმში, ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 31 პალესტინელი დაშავდა. როგორც ცნობილია, საავადმყოფოში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. "პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც ასობით პალესტინელმა ქვებისა და შაშხანების სროლა დაიწყო და დასავლეთის კედელს მიუახლოვდნენ, სადაც იმ დროს ებრაელების ღვთისმსახურება მიმდინარეობდა", - ვკითხულობთ Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელი ლავროვს ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში ადანაშაულებს. „ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის საელჩოსა და თავად ლავროვის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.  

ისრაელი უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს - მედია

ისრაელის ხელისუფლება უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შესაძლო გაზრდას განიხილავს, მათ შორის იგულისხმება თავდაცვის სისტემების მიწოდება, იტყობინება გაზეთი Haaretz-ი.  „ამ საკითხზე დისკუსიების დროს, ოფიციალური პირების უმეტესობა მხარს უჭერს იმ ვარიანტს, რომლითაც ისრაელი გაზრდის სამხედრო და სამოქალაქო ტვირთების მოცულობას უკრაინისთვის. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დამატებითი დისკუსიები, რომლის დროსაც ისინი განიხილავენ იმ ტვირთის ჩამონათვალს, რაც შეიძლება, უკრაინაში გაგზავნოს. ", - წერს გაზეთი. ნაფტალი ბენეტი: ისრაელი შეეცდება მედიაციას უკრაინასა და რუსეთს შორის მაშინაც კი, თუ წარმატება ნაკლებად სავარაუდოა ამავდროულად, როგორც ერთ-ერთმა წყარომ ანონიმურობის პირობით განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გაამჟღავნდა მთავრობის სხდომაზე, იმის გააზრებაა, რომ აშშ და ევროპის სხვადასხვა ქვეყანა ისრაელისგან ელის მკაფიო პოზიციას, რომელ მხარეს იკავებს უკრაინის საკითხის გარშემო. გაზეთი აღნიშნავს, რომ ისრაელის მხარდაჭერა უკრაინისადმი ფაქტობრივად, უფრო დეკლარაციული ხასიათის იქნება და არ მოიცავს ტვირთის მნიშვნელოვან რაოდენობას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები უკვე აწვდიან უკრაინას იმაზე მეტ დახმარებას, ვიდრე ეს ისრაელს შეუძლია". ასევე, ისრაელის შესაბამის ოფიციალურ პირებს შორის არის კონსენსუსი, რომ ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე უკრაინის არმია არ მიიღებს საზენიტო სისტემებს, თანამედროვე იარაღს, შეტევითი იარაღს“. სამაგიეროდ, ამ დროისთვის საუბარია „თავდაცვითი სისტემების მიწოდებაზე, პერსონალურ საბრძოლო აღჭურვილობასა და გამაფრთხილებელ სისტემებზე, რომლებიც შეიძლება, გაიგზავნოს რუსეთთან კრიზისის გამოწვევის გარეშე“, - წერს Haaretz. გაზეთი იხსენებს, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის არმიისთვის ჯავშანტექნიკის და ჩაფხუტების მიწოდება დაამტკიცა. გარდა ამისა, ისრაელმა უკრაინას მიაწოდა 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის წყლის გამწმენდი სისტემები, სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა დახმარება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ისრაელი: პუტინმა პრემიერ-მინისტრ ბენეტს ლავროვის კომენტარების გამო ბოდიში მოუხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა იმ ანტისემიტური კომენტარებისთვის, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ კვირის დასაწყისში გააკეთა. ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს „პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარების გამო და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევით გამოხატვისთვის“, - ნათქვამია ბენეტის ოფისში ოფიციალურ განცხადებაში. ცნობისთვის, 2 მაისს, ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელმა ლავროვი ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში დაადანაშაულა. ისრაელმა რუსეთის ელჩიც დაიბარა. „ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა 2 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.  

ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც

ისრაელის ქალაქ ელადში ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, არიან დაჭრილებიც. როგორც მედია იუწყება, დანებითა და ნაჯაცებით შეიარაღებული ორი ბოროტმოქმედი ერთ-ერთ პარკში გამვლელებს დაესხა თავს. ამ ეტაპზე დამნაშავეების სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციას მოწყობილი აქვს ბლოკ საგუშაგოები და მანქანებს აჩერებს. თავდასხმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა. მომხდარის გამო პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, სახლიდან გასვლას მოერიდონ.  

ისრაელი აეროპორტში სავალდებულო PCR ტესტირებას აუქმებს

ისრაელში შესულ მოგზაურებს 20 მაისიდან აეროპორტში კორონავირუსის სავალდებულო ტესტირების ჩატარება აღარ მოუწევთ, იტყობინება Reuters-ი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ჯანდაცვის დეპარტამენტმა ტესტირების მოთხოვნის გაუქმების მიზეზად შემთხვევათა რაოდენობის სტაბილური შემცირება დაასახელა. მოქმედი რეგულაციების თანახმად, ყველა, ვინც ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრინდება, უნდა გაიაროს ტესტირება, რომლის საფასურიც მოგზაურებმა თავად უნდა გადაიხადონ. ტესტირების შემდეგ კი, 24 საათის განმავლობაში კარანტინში უნდა იყვნენ, ვიდრე შედეგებს არ მიიღებენ. გარდა ამისა, სამშაბათიდან ისრაელში ჩასულებს საშუალება ექნებათ, გამგზავრებამდე გაიკეთონ ანტიგენის ტესტი PCR ტესტის ნაცვლად, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

ისრაელის საელჩომ უკრაინის დედაქალაქში მუშაობა ოფიციალურად განაახლა

ისრაელის საელჩომ უკრაინის დედაქალაქში კიევში მუშაობა ოფიციალურად განაახლა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისის მდგომარეობით, კიევში 40-მდე დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განაახლა მუშაობა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უცხო ქვეყნების უმეტესობამ საკუთარი დიპლომატები დროებით ქვეყნიდან გაიყვანა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ისრაელმა უკრაინას 2000 ჩაფხუტი და 500 დამცავი ჟილეტი გადასცა

"ისრაელმა 2000 ჩაფხუტი და 500 დამცავი ჟილეტი უკრაინის საგანგებო და სამოქალაქო ორგანიზაციებს გადასცა", -  ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  Sky News-ის ცნობით, ისრაელმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა მხოლოდ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში მოულოდნელად ჩავიდა და პუტინს უკრაინაში ომის განსახილველად შეხვდა  

მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ისრაელში მნიშვნელოვანია ანკარასა და თელ-ავივის დაახლოების თვალსაზრისით. ამის შესახებ „ანადოლუს“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განუცხადა. „ჩავუშოღლუს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესის ნაწილი“, - განაცხადა ჰაიატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სამშაბათს ჩავიდა რამალაში პალესტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შეხვდა თავის პალესტინელ კოლეგას რიად ალ-მალიკის. ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. 

მევლუთ ჩავუშოღლუ: პალესტინის მხარდაჭერა და ანკარის ურთიერთობა თელ-ავივთან, ორი განსხვავებული საკითხია

თურქეთი განაგრძობს პალესტინელი ძმების მხარდაჭერას, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნისთვის დაწყებულ ბრძოლაში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს რამალაში პალესტინელ კოლეგასთან რიად ალ-მალიკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარას პოზიცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით ცნობილია. თურქეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პალესტინელების მემარჯვენე ბრძოლას. „ამ მიმართულებით ჩვენ მხარდამხარ ვმუშაობთ“, - განაცხადა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთში საზოგადოების ყველა სექტორი მგრძნობიარეა. „ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტია თანაბრად უჭერს მხარს თურქეთის ხელისუფლების პოზიციას პალესტინასთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პალესტინელი ძმების მხარდაჭერას დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შექმნისთვის დაწყებულ ბრძოლაში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა მისი თქმით, ისრაელის ცალმხრივი ნაბიჯები, უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობა და პალესტინელების სახლებიდან იძულებითი გამოსახლება არის რეგიონში მშვიდობისთვის მიყენებული დარტყმა. „საერთაშორისო სამართლის თანახმად, მნიშვნელოვანია პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება 1967 წლის საზღვრებში აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქის ფარგლებში. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ პრინციპით. ეს არის პალესტინის საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა. თურქეთი განაგრძობს სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანას“, - აღნიშნა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა მუსლიმის გული შეძრა. მისი თქმით, ალ-აქსას მეჩეთის განსაკუთრებული სტატუსისა და ხელშეუხებლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ყველა მუსლიმისთვის. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის იერუსალიმის ისლამური ფონდების იურისდიქცია, რომელიც ვრცელდება ალ-აქსაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მან. მისი თქმით, თურქეთი ისრაელთან დიალოგს უწყობს ხელს, თუმცა თანხმდება პოზიციაზე პალესტინასთან. „პალესტინის ბრძოლის მხარდაჭერა და ანკარას ურთიერთობა თელ-ავივთან ორი სრულიად განსხვავებული საკითხია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს მოლაპარაკებები ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში.

ისრაელის პრეზიდენტი: ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ, ისრაელი და საქართველო ახლოს არიან ერთმანეთთან

მოხარული ვარ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისრაელის პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის მილოცვაშია ნათქვამი. „ჩემო მეგობარო პატივცემულო ელჩო, ძვირფასო ლაშა, მეგობრებო, მოხარული ვარ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის ახლო პირადი ურთიერთობების მთელი წყობა კულტურებს და ხალხებს შორის ათასწლოვანი წარსულით და რა თქმა უნდა, საქართველოში ებრაული თემის ცხოვრების არაჩვეულებრივი ისტორია. ისრაელი და საქართველო გვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩვენი ორივე ქვეყანა გზაჯვარედინებზე არიან განლაგებული – გეოგრაფიულ გზებზე, რომლებიც იშლებიან კონტინენტებს, მთებსა და მდინარეებს შორის. მეტიც, რელიგიურ, კულტურულ და ისტორიის გზაჯვარედინებზე. ძველსა და ახალს შორის, მემკვიდრეობასა და განახლებას შორის. ჩვენს ხალხებს შორის არნახულად კარგი და ემოციური გადაკვეთა პრეზიდენტების სასახლიდან არც ისე შორს, ჯვრის ველზე, ჯვრის მონასტერში შედგა, როდესაც საქართველოს ცნობილი პოეტი შოთა რუსთაველი, რომლის პოემის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მოვიდა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, რომელიც აქ, ისრაელის პრეზიდენტების სასახლესთან ახლოს მდებარეობს. შოთა რუსთაველის და წმინდა მიწის ერთმანეთთან შეხვედრის შედეგი ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია „ვეფხისტყაოსანით“. შესანიშნავი პოემა, ხელოვნების ნიმუში და მთელი მსოფლიოს კულტურული მონაპოვარი შეიქმნა აქ, ამ მიწაზე. ისე, რომ გზაჯვარედინისკენ მომამვალმა ერთმა მოსახვევმა ასე მოიყვანა გამორჩეული ქარველი პოეტი ისრაელში და მსოფლიო კულტურა განსაცვიფრებელ სიმაღლეებზე. ჩვენ დღესაც ვართ გზაჯვარედინებზე და ამჯერად ჩვენი ორივე ერი ერთად მიუყვება გზას საერთო ბილიკზე. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო. მათ შორის, თითქმის 3 000-წლიანი საერთო ისტორია, ქართველების არაჩვეულებრივი თემი ისრაელში, როგორც უკვე ვახსენე და ებრაელთა წარმატებული თემი საქართველოში“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყება. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III.

ღარიბაშვილი ნატფალი ბენეტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით

„ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში“, - ამ შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი. „ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყო.  პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის. ბენეტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ ლავისთან საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ხაზი გაესვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რომელიც პირველ ივნისს აღინიშნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფასებს ისრაელის სახელმწიფოს მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში შეხვედრის დაწყებამდე, მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს ღარიბაშვილი ნატფალი ბენეტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით პრემიერ-მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად „იად ვაშემ”-ში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა. იაირ ლაპიდთან შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა სამაგალითოა და 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ამის ნათელი დადასტურებაა. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.    ირაკლი ღარიბაშვილმა და იაირ ლაპიდმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე.  ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით ისრაელის სახელმწიფოს ურყევი პოზიცია.  ისრაელის სახელმწიფოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას შევხვდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შევთანხმდით, რომ ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად”, - აღნიშნავს იაირ ლაპიდი. აღნიშნულ ორ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს.  

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის ხელისუფლებასთან ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ საკითხზე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ კარინ ელჰარარს შეხვდა. ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხზე სამუშაო ჯგუფების ფორმირება მარტში დასრულდა. ისრაელის მედიის ცნობით, ევროკავშირი სამმხრივი ენერგოხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ისრაელიდან თხევადი გაზი ეგვიპტის გავლით ევროპას მიეწოდება. ცნობილია, რომ ისრაელი თხევადი აირის მოპოვებას ახალი საბადოების ხარჯზე 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელსა და პალესტინაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ევროკომისიის ხელმძღვანელი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იარომ ლაპიდომს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ისრაელისა და პალესტინის პრემიერ-მინისტრებთან. შემდეგ ურსულა ფინ დერ ლაიენი კაიროში გაემგზავრება.  

ისრაელი და ეგვიპტე ევროკავშირის ქვეყნებს გაზს მიაწვდიან

ევროკავშირს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. გაზს ისრაელში მოიპოვებენ, ეგვიპტეს კი მისი გათხევადებისა და ექსპორტისთვის აუცილებელი სიმძლავრეები აქვს. თავის მხრივ, ევროკავშირი ისრაელსა და ეგვიპტეს დაეხმარება, გაზარდონ ბუნებრივი აირის მოპოვება და თავიანთ ტერიტორიულ წყლებში გაზის ახალი საბადოების სადაზვერვო სამუშაოები აწარმოონ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაზის იმპორტის ახალი შეთანხმებები ხელს შეუწყობს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დაძლევას. ევროკომისიის ხელმძღვანელი, ისრაელთან ეგვიპტის გავლით ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის გაზი ევროკავშირის მიერ იმპორტირებული მთელი გაზის 40%-ს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოითხოვს გაზის იმპორტის ახალი წყაროების მოძიებას. ცნობისათვის, ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის ტერიტორიულ წყლებში, გაზის ორი მოქმედი საბადოა, რომელთა სიმძლავრე, ექსპერტების შეფასებით, 690 მილიარდი კუბური მეტრია. კიდევ ერთი საბადო ათვისების პროცესშია. შეთანხმების პირობებით, ისრაელის გაზი ჩავა ეგვიპტეში, გასათხევადებელ ტერმინალამდე, საიდანაც გათხევადებულ აირს ტანკერებით ევროპაში გადაიტანენ.  

ილია დარჩიაშვილმა რან გიდორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს ისრაელში და მის მნიშვნელობას. ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ელჩ რან გიდორს საქართველოში გაწეული მუშაობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.  

ბენეტი: ისრაელმა და თურქეთმა ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს

პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელისა და თურქეთის უშიშროების წარმომადგენლები თურქეთში ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად ერთად მუშაობდნენ. მისი თქმით, ოპერატიულმა ძალისხმევამ თურქეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად, შედეგი გამოიღო. „ბოლო დღეებში, ისრაელ-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ჩავახშეთ არაერთი თავდასხმა და თურქეთის მიწაზე რამდენიმე ტერორისტიც დააკავეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. მას თავდასხმების, დაკავებულთა რაოდენობის ან ტერორისტების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ისრაელის მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტს, ქნესეტს დაითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა დაიშლება და ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში,  არჩევნები უკვე მეხუთედ ჩატარდება.  პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის სტაბილიზაციის მცდელობები ამოწურულია და მისი მთავრობა, რომელიც რვა იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიისგან შედგება, პარლამენტის დათხოვნის მიზნით, კანონპროექტს მომავალ კვირას წარადგენენ.  თუ პარლამენტი დოკუმენტს დაამტკიცებს, ახალი არჩევნები დაინიშნება და ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი შეარულებს.  

უკრაინამ შესაძლოა, ისრაელთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავენ ისრაელის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა ევგენ კორნიიჩუკმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ეს გამოწვეულია იმ შეზღუდვით, რომელსაც ისრაელი უკრაინელ ლტოლვილებს უწესებს. გარდა ამისა, ისრაელში შესვლის მსურველი უკრაინის მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზები დაინერგა. „რუსეთის მოქალაქეები შედიან ისრაელში შეზღუდვების გარეშე. ასევე - ბელორუსის მოქალაქეებიც, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს ეს ელექტრონული ვიზები აქვთ. მეუბნებიან ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ ახლა განვიხილავთ, უნდა შევაჩეროთ თუ არა უვიზო მიმოსვლა ისრაელელებისთვის საპასუხოდ“, - განაცხადა კორნიიჩუკმა. ელჩის თქმით, ისრაელის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულების გამო ბოლო პერიოდში ისრაელიდან უკრაინელების სერიოზული გადინება მოხდა.  

დეპუტატებმა, ისრაელის ქნესეთის დაშლა პირველი მოსმენით დაამტკიცეს

ისრაელის დეპუტატებმა, პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი პარლამენტის (ქნესეთი) დათხოვნის შესახებ. ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება კენჭისყრაში მონაწილე 53-ვე დეპუტატმა მხარი დაუჭირა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას. კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა ოთხშაბათს, 29 ივნისს არის დაგეგმილი. ორშაბათს, 20 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩაატარებს. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს.  

ნაფტალი ბენეტმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა - მედია

პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გადაწყვიტა, მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ამის შესახებ ბენეტმა პარტიის წევრებს უკვე აცნობა. იუწყება Timesofisrael-ი სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით. ისრაელში ახალი არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, პოლიტიკას დატოვებს. ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 20 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩაატარებს. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს. ისრაელის დეპუტატებმა პარლამენტის (ქნესეთი) დათხოვნის შესახებ კანონპროექტი  პირველი მოსმენით დაამტკიცეს. მანამდე, ისრაელის მთავრობა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა დატოვა. შედეგად, კოალიციამ ქნესეთში  უმრავლესობა დაკარგა. კიდევ ერთი დეპუტატის წასვლის შემდეგ კი კოალიცია უმცირესობაში აღმოჩნდა.  

ისრაელის პარლამენტი დაიშალა, პრემიერ-მინისტრის პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს

ქნესეთმა პარლამენტის დაშლას და მომდევნო არჩევნების ნოემბერში ჩატარებას მხარი დაუჭირა. პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გადაწყვიტა, მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ამის შესახებ ბენეტმა პარტიის წევრებს უკვე აცნობა. იუწყება Timesofisrael-ი სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით. მმართველი კოალიციის შეთანხმების შესაბამისად, ამ პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს. ისრაელში ახალი არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, პოლიტიკას დატოვებს. ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 20 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩაატარებს. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს. ისრაელის დეპუტატებმა პარლამენტის (ქნესეთი) დათხოვნის შესახებ კანონპროექტი  პირველი მოსმენით დაამტკიცეს. მანამდე, ისრაელის მთავრობა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა დატოვა. შედეგად, კოალიციამ ქნესეთში  უმრავლესობა დაკარგა. კიდევ ერთი დეპუტატის წასვლის შემდეგ კი კოალიცია უმცირესობაში აღმოჩნდა.

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი თანამდებობას დროებით დაიკავებს, მანამდე სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. თავად ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. ბოლო ოთხ წელიწადში რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები ისრაელში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი კოალიციური მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობდა, დაიშალა. ცნობისთვის, ისრაელში  პირველ ნოემბერს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამავე თემაზე ისრაელის პარლამენტი დაიშალა, პრემიერ-მინისტრის პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს  

ზელენსკი: მივესალმები ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა უკრაინის მოქალაქეებისთვის

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ისრაელის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, გააუქმოს შეზღუდვები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესდა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა. „მივესალმები ისრაელის სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ისრაელის მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა უკრაინის მოქალაქეებისთვის. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ზუსტად ის, რაც გამოარჩევს ჭეშმარიტ, განვითარებულ დემოკრატიას!", - წერს ზელენსკი.  

ისრაელმა მაროკოს სამხედრო წვრთნებში პირველად მიიღო მონაწილეობა

ისრაელის სამხედრო დამკვირვებლებმა მაროკოში გამართულ წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა და განმარტა, რომ ნაბიჯი ურთიერთობის გაუმჯობესების მანიშნებელია. „სამი დამკვირვებლის ყოფნა წვრთნებზე - „აფრიკული ლომი 2022“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ძალები, მოჰყვა მაროკოს ანტიტერორისტული დანაყოფის მონაწილეობას ისრაელში მრავალეროვნულ წვრთნებში, რომლებიც გასულ წელს ჩატარდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში. მაროკოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 20-30 ივნისს ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში ათი ქვეყნის ძალები მონაწილეობდნენ. არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და სუდანის შემდეგ, მაროკო მეოთხე არაბული ქვეყანაა, რომელიც ისრაელთან კავშირების ნორმალიზებას დათანხმდა.  

თურქეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის ავიაკომპანიები, ანკარის მიმართულებით ფრენების უფლებას მიიღებენ

თურქეთი და ისრაელი დღეს, სამოქალაქო ავიაციის სფეროში 71-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველ შეთანხმებას გააფორმებენ. ბოლოს, მხარეებს შორის ანალოგიური შეთანხმება, 1951 წელს გაფორმდა. „ახალი შეთანხმება, ანკარასთან ურთიერთობას გაამყარებს და ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, თურქეთში ავიარეისები განაახლონ“, - ნათქვამია ისრაელის მთავრობის განცხადებაში. „საავიაციო სფეროში ურთიერთობები სტრატეგიული ინსტრუმენტია, ისრაელის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონში ქვეყნის პოზიციის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი, მერავ მიქაელი.  

ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს ქვეყნებს შორის, 1951 წლის შემდეგ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა და საერთაშორისო მედია მას დიპლომატიური ურთიერთობების დათბობის ნაწილად განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეთანხმება ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთში ფრენები განაახლონ. ამ კვირის დასაწყისში, ისრაელმა განაცხადა, რომ ხელახლა გახსნის თავის ეკონომიკურ და სავაჭრო ოფისს თურქეთში მას შემდეგ, რაც ორივე მთავრობამ 2018 წელს, ელჩები გააძევა. ისრაელი და თურქეთი ახლა ცდილობენ, ელჩების დონეზეც აღადგინონ წარმომადგენლობა. 7 ივლისს, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას, ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე გაცვალეს მოსაზრებები. ისააკ ჰერცოგი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში, მარტში შეხვდა.

ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლეთში პირველი მოგზაურობის თარიღები გამოაცხადა. 13-დან 16 ივლისამდე ტურნე ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს და საუდის არაბეთს მოიცავს. „მისი პირველი გაჩერება იქნება ისრაელი, ეს იქნება პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში. ეს ხდება ისრაელში მისი პირველი ვიზიტიდან თითქმის 50 წლის შემდეგ“, - ამბობს ოფიციალური პირი მედიასთან. პრეზიდენტის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.  

იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობისა და იმედის გზავნილს" გადასცემს. „იერუსალიმიდან პრეზიდენტ ბაიდენის თვითმფრინავი საუდის არაბეთში გაფრინდება და ის ჩვენგან მშვიდობისა და იმედის გზავნილს მიიღებს“, - განაცხადა ლაპიდმა კაბინეტის ყოველკვირეული სხდომის გახსნაზე. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ისრაელი მიმართავს რეგიონის ყველა ქვეყანას და მოუწოდებს მათ, დაამყარონ კავშირები ჩვენთან, დაამყარონ ურთიერთობები ჩვენთან და შეცვალონ ისტორია ჩვენი შვილებისთვის“, - აღნიშნა ლაპიდმა. ისრაელსა და საუდის არაბეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.

ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის იქნება პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელიდან პირდაპირ საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ბაიდენის თქმით, ხსენებულ ქვეყნებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის „მცირე სიმბოლოს“ წარმოადგენს.  Washington Post-ის სტატიაში სათაურით - „რატომ მივდივარ საუდის არაბეთში“, ბაიდენი ამბობს, რომ ის ისრაელიდან ჯედაში (საუდის არაბეთი) გაემგზავრება, სადაც „შეიკრიბებიან ლიდერები მთელი რეგიონიდან და მიუთითებენ უფრო სტაბილური და ინტეგრირებული ახლო აღმოსავლეთის შესაძლებლობაზე, სადაც შეერთებული შტატები უკიდურესად მნიშვნელოვანი ლიდერის როლს თამაშობს“. აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც ამ კვირაში ეწვევა, „უფრო სტაბილური და უსაფრთხოა იმასთან შედარებით, რაც მისმა ადმინისტრაციამ მემკვიდრეობით მიიღო, 18 თვის წინ“. ბაიდენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაიზარდა თავდასხმები აშშ-ის ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე რეგიონში, იემენში ომი გამწვავდა. ბაიდენმა ასევე ახსენა ირანის ბირთვული პროგრამა. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.

ერდოღანმა და ლაპიდმა თურქეთ-ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს

პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ლაპიდს მიულოცა და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე. მედიის ცნობით, ლაპიდმა პრემიერად დანიშვნის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. პრემიერ-მინისტრმა ლაპიდმა ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის მიზნით ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სტაბილურობისთვის. 2022-07-08 ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამოქალაქო ავიაციის ახალი შეთანხმება, რომელიც მათ ქვეყნებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა და ორმხრივი ურთიერთობების დამატებითი გაუმჯობესების იმედი გამოთქვეს.    

ისრაელი უკრაინაში თავდაცვითი საშუალებების ახალ პარტიას გაგზავნის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა უკრაინისთვის თავდაცვის აღჭურვილობის ახალი პარტიის მიწოდება დაამტკიცა. საუბარია 1500 ჩაფხუტზე, 1500 ქურთუკზე, ასობით დამცავ მოწყობილობაზე, ათას გაზის ნიღაბსა და ქიმიური დამცავ კოსტიუმებზე. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთელი ეს ტექნიკა უკრაინის სამაშველო სამსახურს უახლოეს კვირებში გადაეცემა. ხანგრძლივი უარის შემდეგ, აპრილში, განცმა პირველად დაამტკიცა 2000 ჩაფხუტისა და 500 ქურთუკის მიწოდება უკრაინისთვის. Timesofisrael-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც კიევის გარეუბანში, ბუჩაში, რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების და სხვა სისასტიკეების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. იმ დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა, რომელიც ახლა ასევე პრემიერ-მინისტრია, აშკარად დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულებში, რაც მოსკოვის წინააღმდეგ ისრაელის უმაღლესი ოფიციალური პირის ყველაზე მწვავე კომენტარი იყო. ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმად, ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა . იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“. მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმმა გარკვეულწილად შეცვალა თავისი ტონი, ჯერჯერობით, უკრაინისთვის სამხედრო ძალისხმევაში წვლილის შეტანაზე უარს ამბობს. ისრაელმა უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა, ასევე, დასავლეთ უკრაინაში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ისრაელი და საბერძნეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

ისრაელისა და საბერძნეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. თურქული მედია წერს, რომ საჰაერო წვრთნები ხელს უწყობს ბრძოლებისთვის მზადყოფნის გაზრდას სხვადასხვა სცენარში, ასევე, აძლიერებს ურთიერთობას ისრაელისა და საბერძნეთის საჰაერო ძალებს შორის. სწავლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ისრაელის სახელმწიფოსა და საბერძნეთს შორის სტრატეგიული და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაში. სწავლება ასევე ხელს უწყობს სამხედროების სხვადასხვა საბრძოლო შესაძლებლობის და მათი კომპეტენციის განვითარებას შესაძლო საბრძოლო სცენარებში“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში.  

ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს იურუსალიმში შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს შეხვდა. ინფორმაციას ისრაელის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა იერუსალიმში, ერთ-ერთ სასტუმროში შედგა.  ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გეგმავენ.  ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის ოპოზიციის ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.  

იაირ ლაპიდი ჯო ბაიდენს: ირანს ბირთვული იარაღის მიღებისგან დიპლომატია ვერ შეაჩერებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატია ვერ შეაჩერებს ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებისგან „სიტყვები არ შეაჩერებს მათ, ბატონო პრეზიდენტო. დიპლომატია არ შეაჩერებს მათ. ერთადერთი, რაც შეაჩერებს ირანს, არის იმის ცოდნა, რომ თუ ისინი განაგრძობენ ბირთვული პროგრამის განვითარებას, თავისუფალი სამყარო გამოიყენებს ძალას. მათი შეჩერების ერთადერთი გზა, მაგიდაზე სანდო სამხედრო საფრთხის დადებაა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. თავის მხრივ, ჯო ბაიდენი არ დაეთანხმა ლაპიდის ამ მოსაზრებას და განაცხადა, დიპლომატია საუკეთესო გზად რჩება. მისივე განცხადებით, აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ატომური იარაღის მოპოვებას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება

საუდის არაბეთმა ისრაელის ავიაკომპანიებს ცა გაუხსნა

საუდის არაბეთში ისრაელის ავიაკომპანებისთვის ცის გახსნის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერ-რიადში ვიზიტის წინ მიიღეს. საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ 15 ივლისს გამოაცხადა, რომ სამეფოს საჰაერო სივრცე "ღია ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის, რომელიც აკმაყოფილებს ხელისუფლების მოთხოვნებს". მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერ-რიადმა 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის საფუძველზე მიიღო, რომელიც სამოქალაქო ავიაკომპანიების დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს. „ჯო ბაიდენი მიესალმება საუდის არაბეთის ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ ყველა სამოქალაქო გადამზიდავისთვის, მათ შორის ისრაელისთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. თეთრი სახლის ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში ისრაელსა და პალესტინას ეწვია და საუდის არაბეთში მოგზაურობას გეგმავს.  

იაირ ლაპიდი რუსეთს აფრთხილებს

ისრაელის პრემიერი ლაპიდი, რომელიც ასევე იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, დელეგაციას გზავნის მოსკოვში. დელეგაციაში იქნებიან პრემიერ-მინისტრის აპარატის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და იმიგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები. მას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალონ უშპიზი. „პრემიერმა ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირები მნიშვნელოვანია ისრაელისთვის. ებრაული თემის საქმიანობა რუსეთში მნიშვნელოვანია და ის მონაწილეობს ყველა დიპლომატიურ დისკუსიაში მოსკოვის ადმინისტრაციასთან“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში. ამასთან, მისივე შეფასებით, „ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მძიმე მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ამ კავშირებზე“. ლაპიდის განმარტებით, დელეგაცია მზად იქნება მოსკოვში წასასვლელად, როგორც კი „მოლაპარაკებებზე რუსეთის თანხმობას მიიღებს“. გასულ კვირას, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ებრაული სააგენტოს საქმიანობის „დაშლის“ შესახებ ოფიციალურად მოუწოდა, მიზეზად კი, ორგანიზაციის მიერ „ადგილობრივი კანონების დარღვევა“ დაასახელა. თუმცა Timesofisrael-ის ცნობით, ისრაელი თვლის, რომ ეს ნაბიჯები არა სამართლებრივ საკითხებს, არამედ, უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსკოვის მიერ იერუსალიმის წინააღმდეგ შურისძიებას უკავშირდება.  ინფორმაციისთვის, ებრაულ სააგენტოს, რომელიც ისრაელის მთავრობის არაოფიციალურ ნაწილს წარმოადგენს, ისრაელში იმიგრაციის ზედამხედველობა და წახალისება ევალება. ისრაელში ემიგრაციის მსურველებმა განაცხადები სწორედ ებრაული სააგენტოს მეშვეობით უნდა წარადგინონ. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა აქტივობებს.  

ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

ისრაელის ავიაკომპანია Arkia საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს და მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ეილათი - ბათუმი - ეილათის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. რეისები ეილათსა და ბათუმს შორის 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს განხორციელდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დადებითად აფასებს ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების ზრდას, განსაკუთრებით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე. „ისრაელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რომელიც მზარდია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.  

დაძაბულობის ფონზე, იაირ ლაპიდი ამბობს, რომ ისრაელი ყოველთვის ღიაა რუსეთთან დიალოგისთვის

რუსეთში ებრაული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და იერუსალიმის ურთიერთობები „მემკვიდრეობას, უწყვეტ კავშირსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება. ინფორმაციას The Times of Israe-ი ავრცელებს. ლაპიდი ამბობს, რომ თუ „სამართლებრივი საკითხები წამოიჭრება რუსეთში ებრაული სააგენტოს მნიშვნელოვან საქმიანობასთან დაკავშირებით, ისრაელი, როგორც ყოველთვის, მზადაა, დიალოგში ჩაერთოს. იაირ ლაპიდი რუსეთს აფრთხილებს ლაპიდის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის ლიდერმა კომენტარი კრემლის პრესსპიკერის, განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ებრაულ სააგენტოსთან დაკავშირებით ვითარება არ უნდა იყოს პოლიტიზებული. გასულ კვირას, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ებრაული სააგენტოს საქმიანობის „დაშლის“ შესახებ ოფიციალურად მოუწოდა, მიზეზად კი, ორგანიზაციის მიერ „ადგილობრივი კანონების დარღვევა“ დაასახელა. თუმცა Timesofisrael-ის ცნობით, ისრაელი თვლის, რომ ეს ნაბიჯები არა სამართლებრივ საკითხებს, არამედ, უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსკოვის მიერ იერუსალიმის წინააღმდეგ შურისძიებას უკავშირდება.  „პრემიერმა ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირები მნიშვნელოვანია ისრაელისთვის. ებრაული თემის საქმიანობა რუსეთში მნიშვნელოვანია და ის მონაწილეობს ყველა დიპლომატიურ დისკუსიაში მოსკოვის ადმინისტრაციასთან“, - ნათქვამი იყო პრემიერის ოფისის განცხადებაში. ამასთან, მისივე შეფასებით, „ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მძიმე მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ამ კავშირებზე“. ლაპიდის განმარტებით, დელეგაცია მზად იქნება მოსკოვში წასასვლელად, როგორც კი „მოლაპარაკებებზე რუსეთის თანხმობას მიიღებს“. ინფორმაციისთვის, ებრაულ სააგენტოს, რომელიც ისრაელის მთავრობის არაოფიციალურ ნაწილს წარმოადგენს, ისრაელში იმიგრაციის ზედამხედველობა და წახალისება ევალება. ისრაელში ემიგრაციის მსურველებმა განაცხადები სწორედ ებრაული სააგენტოს მეშვეობით უნდა წარადგინონ. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა აქტივობებს.

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს „6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ): ღაზის სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის: ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში. სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია. უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი. შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში. საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში. BBC-ის ცნობით, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, მათ შორის არის პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინული „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება. 

ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს - მედია

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, მათ შორის არის პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური. ტაისირ ჯაბარის სახელს არაერთ ტერორისტულ თავდასხმასა და ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებს უკავშირებდნენ. დაჭრილია 40-მდე ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე თანახმად, PIJ-მა საპასუხოდ, ისრაელის მომართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის მედიასაშაულებების ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინური „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების შესახებ გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.  

ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ამასთან, დაშავებულია ათობით ადამიანი.  ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს - მედია ისრაელის მედიასაშაულებების ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია პალესტინური „ისლამური ჯიჰადისგან“ (PIJ) მომდინარე საფრთხეს მოჰყვა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების შესახებ გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის თქმით, ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.  

ისრაელის არმია ღაზას სექტორზე იერიშებს განაგრძობს

ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცახალ) ღაზას სექტორში 7 სამიზნეზე იერიშის მიტანის შესახებ, 6 აგვისტოს დილიდან განაცხადა.  თავდაცვის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიში ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, ავიაციის, ტანკებისა და შვეულმფრენების გამოყენებით განხორციელდება.  ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს - მედია  ისრაელის სამხედროების ნასროლი რაკეტით სამი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, რომელთაგან ერთი მთლიანად განადგურდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 125 დაიჭრა. თავის მხრივ, პალესტინამ ისრაელის მიმართულებით მომხდარზე საპასუხოდ სულ მცირე 160 რაკეტა გაისროლა. ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ შეაჩერა.  ცნობისთვის, ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.  

ისრაელმა და „ისლამურმა ჯიჰადმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს

ისრაელი და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ზავის რეჟიმი ძალაში 7 აგვისტოს ადგილობრივი დროით 23:30 შევიდა. The Jerusalem Post-ის ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 8 წუთის შემდეგ, ღაზის სექტორიდან, სამხრეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შემდეგ სროლა შეწყდა და ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.  „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი ზიად ალ-ნახალე აცხადებს, რომ სროლის შეწყვეტის წინაპირობაა ისრაელის ციხეებიდან დაჯგუფების ორი წევრის გათავისუფლება. მისი თქმით, სროლები გაგრძელდება, თუ ისრაელი შეთანხმების თავის ნაწილს არ შეასრულებს.  ისრაელი 5 აგვისტოდან, ღაზის სექტორში ოპერაცია „განთიადს“ ახორციელებდა, რომლის მიზანიც იყო „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერების განადგურება. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზას სექტორში 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300-მდე დაიჭრა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით მოკლულია 15 ტერორისტი.  ამასთან, „ისლამური ჯიჰადის“წარმომადგენლებმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს. უმეტესობა ისრაელის თავდაცვითმა სისტემა „რკინის ფარდამ“ გაანეიტრალა. ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ არის.    

Reuters: ისრაელმა სირიაში, რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა

ისრაელმა სირიაში, ირანულ სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  სააგენტო სირიელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა ირანული რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გავლენის ქვეშ მყოფი ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენი. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ისრაელმა ბოლო წლებში ირანულ სამიზნეებზე ასობით დარტყმა განახორციელა, მაგრამ ამ დრომდე თავს არიდებდა რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშებს. დარტყმები ქალაქ ტარტუსში განხორციელდა, სადაც რუსული საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს. მოსკოვის მთავარი საჰაერო ბაზა ასევე მდებარეობს ლატაკიის პროვინციაში. ისრაელსა და რუსეთ შორის დაძაბულობა ებრაული სააგენტოს საკითხის გარშემო გაიზარდა.  

იაირ ლაპიდი: ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას

თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისადმი მიძღვნილ განცხადებაში, ისრაელის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ამბობს, რომ ისრაელი განაგრძობს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას. მისივე თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაფართოებას და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ „თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს.  

ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი ჰადას მეიცადი საქართველოშია. მან ამ თანამდებობაზე რან გიდორი შეცვალა, რომელსაც ვადა ამოეწურა. „ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ, შევუდგე საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში. ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა“, - აცხადებს ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, რომლის კომენტარს საელჩო ავრცელებს. ჰადას მეიცადს გაეროში ისრაელის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის პოზიცია ეკავა.  

ზელენსკი იაირ ლაპიდთან საუბრის შემდეგ: იმედი მაქვს, ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. იაირ ლაპიდთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება. „იმედი მაქვს რომ მისი ქვეყანა შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და უკრაინას უზრუნველყოფს პრაქტიკული დახმარებით რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.  

ისრაელი აშშ-სგან, საწვავით მომმარაგებელი Boeing KC-46-ის ოთხ თვითმფრინავს შეისყიდის

ისრაელი აშშ-სგან 927 მილიონის ღირებულების საწვავით მომმარაგებელი Boeing KC-46-ის 4 თვითმფრინავს შეისყიდის. Reuters-ს ცნობით, ამის შესახებ ისრაელის მთავრობამ და აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორმა განაცხადეს. პირველი თვითმფრინავების მიწოდება 2025 წელს იგეგმება.  

ისრაელმა თურქეთთან ფრენების აღდგენაზე შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ თურქეთთან ფრენების აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თავის Twitter-ზე განაცხადა. თურქეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის ავიაკომპანიები, ანკარის მიმართულებით ფრენების უფლებას მიიღებენ „მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება თურქეთსა და ისრაელს შორის საჰაერო კომუნიკაციის დამყარების შესახებ“, - წერს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, დოკუმენტის ძალაში შესვლით ისრაელის ავიაკომპანიები სტამბოლიდან და თურქეთის სხვა მიმართულებებიდან ფრენებს განაახლებენ. 17 აგვისტოს თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენისა და ორი ქვეყნის ელჩებისა და გენერალური კონსულების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ასევე ანკარამ და თელ-ავივმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  „თურქეთის ავიახაზები“ამჟამად ახორციელებენ ფრენებს ისრაელში.  

მედია: ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში აეროპორტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა. როგორც ცნობილია, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რადიო ნავიგაციის სისტემა.  სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების გამო, ალეპოს აეროპორტმა მუშაობა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ შეაჩერა. "ისრაელი „ცეცხლს ეთამაშება“ და ფართო კონფლიქტის რისკებს აჩენს", - აცხადებენ სირიის მთავრობის წარმომადგენლები.  

ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა

ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა. დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა, დაგეგმილი სემინარები და ერთობლივი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი მემორანდუმის სწრაფი და ეფექტიანი შესრულების ნათელი მაგალითია. რატი ბრეგაძემ კოლეგას სერვისების მიწოდების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე ფუნქციონირებს რვა მობილური იუსტიციის სახლი და წლის ბოლომდე მისი რიცხვი ოცამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაცია JustApp-ზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ყველა სერვისი ონლაინ მიიღოს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელელ მეცნიერებს ჟურნალ „იუსტიციაში“ სტატიების გამოქვეყნებაც შესთავაზა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, ასევე, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ესწრებოდნენ.  

ისრაელი მზადაა, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთიდან რეპარტრიაციის უფლების მქონე მოქალაქეები მიიღოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა და ისრაელის ავიაკომპანიის El-Al-ის ხელმძღვანელმა შლომი ამ შალომმა, რუსეთიდან ისრაელში ფრენების რაოდენობის შესაძლო, გაზრდაზე კონსულტაციები გამართეს.  მედიის ცნობით, კონსულტაციების მიზანია რუსეთის მოქალაქეების შემოყვანა, რომლებსაც ისრაელში რეპატრიაციის უფლება აქვთ და სურვილი აქვთ პუტინის მიერ გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ თავი აარიდონ.  ისრაელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც, საერთაშორისო ანტირუსული სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთთან საჰაერო კავშირებს ინარჩუნებს.  ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ალონ უშპიზმა განაცხადა, რომ მთავრობის ბრძანებით ქვეყანაში რეპატრიანტთა ახალი ტალღის ჩასვლისთვის მზადება დაიწყო. „პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა დაგვავალა რუსეთიდან ახალი ემიგრანტების მიღება. ეს მოითხოვს შეფასებას მრავალ დონეზე, საჰაერო მოგზაურობიდან დაწყებული ვიზებით და ქვეყანაში მიღებამდე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვა სამინისტროებთან, ჩვენს საელჩოსთან რუსეთში და რა თქმა უნდა El-Al- თან“, - თქვა უშპიზმა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

ისრაელის მედია: უკრაინამ დრონების სათვალთვალო სისტემები მიიღო

ისრაელის გამოცემა Zman Yisrael იტყობინება, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, ისრაელის დრონების სათვალთვალო სისტემები მიიღო. საჰაერო ძალების სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონები გაანადგურეს გამოცემის წყაროს თქმით, ამ სისტემების გაყიდვები პოლონეთის გავლით ხორციელდება, რადგან ისრაელს უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიყიდვა აკრძალული აქვს. ისრაელი ანტიდრონების სისტემებს ღაზას, ლიბანისა და სირიის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოსაჩენად იყენებს.  „როგორც ჩანს, მთავრობა თვალს ხუჭავს გაყიდვაზე და გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს გარიგება მოწინავე თავდაცვის ტექნოლოგიების მიწოდებაზე, რომლის ექსპორტიც კიევში, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს აუკრძალა“, -წერს ისრაელის მედია.  გამოცემის თანახმად, ამ სისტემების ექსპორტის კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს განუცხადა, რომ გაყიდვა განხორციელდა პოლონეთში და, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ვარშავა შუამავალის ფუნქციას ასრულებდა კიევში იარაღის გადასატანად.   ისრაელი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია ანტიდრონის სისტემების დიზაინსა და წარმოებაში. ამ ტექნოლოგიების წარმოებაში მინიმუმ ექვსი კომპანიაა ჩართული, მათ შორის: IAI, Elbit Systems, MCTECH, Avnon Group და Spear-ი.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Ouest France-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია. ამავე დროს, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში. მე შოკირებული ვარ, არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული … მე მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, თუმცა მე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ განმარტა, რომ ის არ ადანაშაულებს ქვეყნის ლიდერებს. „მე ფაქტებზე ვსაუბრობ: იყო დისკუსია ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ეს არ დაეხმარა უკრაინას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ისრაელზე რუსეთის გავლენა შესამჩნევია.       

უკრაინა ისრაელს მოუწოდებს, რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში დაეხმაროს

უკრაინა ისრაელს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი უნდა გახდეს უკრაინის საიმედო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლაში და დროა, გაწყვიტოს კავშირი მზაკვრულ და ბარბაროსულ რუსულ სახელმწიფოსთან. „რუსული პროპაგანდითა და დეზინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში, რამდენიმე უდავო ჭეშმარიტება არსებობს. ერთი რამ ნათელია. ისრაელი და უკრაინა ერთნაირ ომში იბრძვიან, ეს არის ომი ტერორისტების წინააღმდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია უკრაინას სჭირდება მოკავშირეები, რომლებსაც შეეძლებათ და სურთ, გაიზიარონ ჩვენი ტვირთი, რადგან მათ იციან თავისუფლებისა და მშვიდობის ნამდვილი ფასი. როდესაც ებრაელები მთელ მსოფლიოში ფიქრობენ გასულ წელზე, მოგზაურობებზე, ნაკლოვანებებსა და ზრდაზე, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, ასევე დაფიქრდეს და მეტი გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მისი ცხოვრების წესის და ღირებულებების დასაცავად“, - განაცხადა ანდრი ერმაკმა.  

ისრაელი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობას უზრუნველყოფს

მძიმედ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს ისრაელში უმკურნალებენ. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა უკრაინაში, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა. „ისრაელი მიიღებს 20 უკრაინელ ჯარისკაცს, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრნენ“, - განაცხადა ელჩმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია დაჭრილი ჯარისკაცების ტრანსპორტირებას უკრაინულ მხარესთან კოორდინაციით, ისრაელის საელჩო მოახდენს.  

ისრაელი, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას არ ცნობს

ისრაელი არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ისრაელი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ოთხი რეგიონის ანექსიას", - აცხადებენ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

ევროკავშირი და ისრაელი 2012 წლის შემდეგ პირველ მაღალი დონის მოლაპარაკებებს მართავენ

ევროკავშირმა და ისრაელმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაღალი დონის მოლაპარაკებები პირველად გამართეს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ორი სახელმწიფოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის შეაქო იაირ ლაპიდი, თუმცა აღნიშნა, რომ პალესტინის ტერიტორიებზე ვითარება შემაშფოთებელია. მედიის ცნობით, ევროკავშირი ზეწოლას განახორციელებს ისრაელზე შეჩერებული სამშვიდობო ძალისხმევისა და პალესტინურ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გამო. „ჩვენ გულწრფელად და ღიად განვიხილავთ ზოგიერთ სფეციფიკურ საკითხს, რომლებიც ჩვენი ერთობლივი შეშფოთების საგანია, ვგულისხმობ ვითარებას პალესტინურ ტერიტორიებზე და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს, რომელიც შეჩერებულია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. „ჩვენ გვინდა პოლიტიკური პროცესის განახლება, რომელსაც შეუძლია, ყოვლისმომცველი რეგიონული მშვიდობა გამოიწვიოს“, - განაცხადა ბორელმა.

თურქეთმა ისრაელში ახალი ელჩი დანიშნა

თურქეთმა ისრაელში თავის ახალ ელჩად საკირ ოზკან ტორუნლარი დანიშნა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყვიტეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ტორუნლარი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი დიპლომატი, 2010 წლიდან 2013 წლამდე იერუსალიმში თურქეთის გენერალური კონსული იყო. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 2013 წელს ტორუნლარი იერუსალიმის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა პალესტინა-თურქეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის. ტორუნლარი ასევე იყო ელჩი პალესტინაში. 21 სექტემბერს, თურქეთისა და ისრაელის ლიდერებმა 2008 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე მიდმინარე წლის აგვისტოში შეთანხმდნენ.  

იაირ ლაპიდი: მტკიცედ ვგმობ რუსეთის თავდასხმებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა, დაგმო რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. „მტკიცედ ვგმობ რუსეთის თავდასხმებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს", - დაწერა ლაპიდმა Twitter-ზე. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს

ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის მიწოდება, ისრაელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისკენ უბიძგებს, ამ შინაარსის განცხადებას ისრაელის დიასპორის საქმეთა მინისტრი ნაჩმან შაი აკეთებს. „დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. ეჭვგარეშეა, სად უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დადგა დრო, რომ უკრაინამ ასევე მიიღოს სამხედრო დახმარება, ისევე როგორც აშშ და NATO-ს ქვეყნები აწვდიან“, - წერს მინისტრი. ცნობისთვის, ისრაელი ამ დრომდე უარს ამბობდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. The Washington Post-ი აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი რუსეთისთვის მისაწოდებლად Fateh-110-ისა და Zofaghar-ის ტიპის რაკეტების პირველ პარტიას ამზადებს. Fateh-110 და Zofaghar მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტებია, რომლებსაც შეუძლიათ, სამიზნეებს 300 და 700 კილომეტრის მანძილზე მიაყენონ დარტყმა. როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი. 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მინისტრები ასევე განიხილავენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო. ირანმა თავის მხრივ, უარყო რუსეთისთვის იარაღის მიწოდება.

ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემების შექმნით დაეხმარება. მინისტრის განმარტებით, ისრაელის დახმარება ჰუმანიტარული დახმარებით, სამედიცინო საშუალებებითა და დამცავი აღჭურვილობით შემოიფარგლება. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი, რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო, არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ადრე ვაკეთებდით ამას. დახმარებისა და დამცავი აღჭურვილობის გაფართოებული გადაცემის ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ მონაცემები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დაგვეხმაროს საჰაერო და სხვა საფრთხის გამაფრთხილებელი სისტემის შექმნასა და შენარჩუნებაში, ისეთივე სისტემის, როგორიც ისრაელშია”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენააა. მოქალაქეები ისრაელში ავიადარტყმების შესახებ გაფრთხილებებს იღებენ სირენების, ტელეფონებზე სიგნალების, ტელევიზიასა და რადიოში შეტყობინებების საშუალებით. როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი. 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.

უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფად გადაცემის მოთხოვნით, ოფიციალურ ნოტას გაუგზავნის.  ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს „დღეს უკრაინა გაუგზავნის ოფიციალურ ნოტას ისრაელის მთავრობას თხოვნით, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და დაიწყოს მაღალი ხარისხის თანამშრომლობა უკრაინის მიერ შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის. მას შემდეგ, რაც ირანი არსებითად გახდა უშუალო თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ვფიქრობ, ისრაელში ნებისმიერს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, დაეხმაროს უკრაინას თუ არა, ეს ყოყმანი უნდა შეწყვიტოს და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა კულებამ. კულებას თქმით, თუ ისრაელი ნამდვილად თანმიმდევრულია თავის პოლიტიკაში ირანის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, დროა, უკრაინის მხარე ღიად დაიჭიროს.  როგორც უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რუსეთს ეწურება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების საკუთარი მარაგი და მოსკოვმა უკვე იყიდა ასობით ირანული კამიკაძე-დრონი. 11 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომისთვის ირანისგან 2400 კამიკაძე-დრონი შეუკვეთა. უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას ირანული წარმოების დრონების ჩამოგდების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ოთხ ირანულ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს ირანული დრონების შემუშავებისა და რუსეთში გაგზავნისთვის სანქციები დაუწესა.  

ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს

ისრაელის ოპოზიციური პარტიის „ლიკუდის“ ლიდერი, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფავორიტია, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მთავრობის პოლიტიკას გადახედოს.  ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება ამის შესახებ მან Fox News Sunday-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform ისრაელის ეროვნულ ამბებზე დაყრდნობით. „ლიკუდის“ ლიდერმა უარყო შეფასება, რომ ისრაელი „რუსეთის მხარესაა“ და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში მას შეუძლია კიევისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე, მთავრობის პოზიცია შეცვალოს.  „ეს არაა იოლი საკითხი, მაგრამ გადასაწყვეტი საკითხია და არჩევის შემთხვევაში ამას გავაკეთებ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.  უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს  

ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს

ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, Haaretz-ის დემოკრატიის სამიტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცახდა.  „გულწრფელად მადლობას გიხდით (ისრაელს) დემოკრატიის ჯილდოსთვის, მაგრამ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს ვისთან ერთად ხართ? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც ებრძვის ეგზისტენციალურ საფრთხეს? ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როდესაც ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.  ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ისრაელი მის კითხვაზე სამართლიან პასუხს გასცემს, რადგან ეს ეხება არა პოლიტიკას, არამედ ღირებულებებს. ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია ზელენსკის თქმით, რიგი პარტნიორები უკვე ეხმარებიან ან შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას საჰაერო სივრცის დაცვაში, მაგრამ ისრაელი ამ პარტნიორებს შორის არ არის. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს. მან აღნიშნა, რომ უკრაინელები არ დათმობენ ბრძოლას, რადგან მათ „მარტივი და გასაგები რამ სურთ: გაათავისუფლონ თავისი მიწა, უზრუნველყონ ხალხის უსაფრთხოება და მშვიდობა მისცენ უკრაინელებს“. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს ისრაელის ოფიციალური პირი: დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს  

უკრაინა და ისრაელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ისრაელის კოლეგა ბენი განცთან საუბრისას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები განიხილა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სატელეფონო საუბარი მქონდა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცთან. განვიხილეთ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება, ასევე ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები", - განაცხადა რეზნიკოვმა. მინისტრებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხი. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევმა არაერთხელ სთხოვა თელ-ავივს თავდაცვითი იარაღის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. 16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.

ზელენსკიმ ისრაელთან, ირანული დრონების საკითხზე, თანამშრომლობის დეტალები გაასაჯაროვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისრაელთან ირანულ დრონების საკითხეზე თანამშრომლობს. ამის შესახებ მან კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელთან ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესახებ მონაცემების მიწოდების საკითხზე თანამშრომლობა „რამდენიმე დღის წინ დაიწყო". „ისრაელის დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 400-ზე მეტი ირანული უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა“, - თქვა ზელენსკიმ. „ჩვენ ისრაელთან თანამშრომლობის დასაწყისში ვართ. ეს არის პოზიტიური გზა ისრაელისგან. მადლობელი ვარ ამისთვის", - დასძინა პრეზიდენტმა. ამავდროულად, ზელენსკის თქმით, მას ისრაელისგან უფრო მეტი მხარდაჭერის იმედი აქვს. „ისრაელმა იცის რა არის ომი. გვჯერა, რომ ისრაელი უფრო მეტად უნდა დაუჭერს მხარს უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა, ვაშინგტონში ვიზიტისას, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სადაზვერვო მონაცემები წარუდგინა, რითაც დასტურდება, რომ რუსეთმა უკრაინაში ირანული „კამიკაძე-დრონები“ განათავსა. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში ბოლო ოთხ წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საერთაშორისო მედიის ცნობით, შესაძლოა, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდი“ საკანონმდებლო ორგანოში ისევს უდიდესი პარტია გახდეს. ბოლო გამოკითხვებით, პარტია 120-ადგილიანი ქნესეთში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო 61 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს. მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების მოპოვებას ვერც მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი მოახერხებს. ასეთ შემთხვევაში ისრაელში პოლიტიკური ჩიხი გაგრძელდება და გაზაფხულზე, შესაძლოა, მეექვსე არჩევნების ჩატარებაც გახდეს საჭირო.  

ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს

ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს. ინფორმაციას The times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება მოსალოდნელია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ 120-ადგილიან პარლამენტში 30 მანდატს მიიღებს, მემარჯვენე ბლოკი - 62 მანდატს, რაც საკმარისია სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად. აქტივისტები არჩევნების შედეგების აღსანიშნავად იკრიბებიან.

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს

ისრაელში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით პარტია „ლიკუდი“ ლიდერობს, რომელსაც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს.  ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს წინასწარი მონაცემებით, ნეთანიაჰუს ბლოკი, ქნესეტში (პარლამენტში) მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 120 ადგილიდან 62 ადგილს იღებს.  ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებმა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურა. ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება ეს ისრაელში ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, მეხუთე საპარლამენტო არჩევნებია.  თავად „ლიკუდს“ სავარაუდოდ, 31 მანდატი ექნება. ნეთანიაჰუს პარტიულ ბლოკში შედის რელიგიური „სიონისტების პარტია“, ულტრამართლმადიდებლური პარტიების ერთიანი სია Yahadut HaTorah-ი და ულტრარელიგიური Shas-ი. ისრაელის მოქმედი პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის პარტია Yesh Atid-მა ეგზიტპოლის მიხედვით პარლამენტში 24 ადგილი მოიპოვა.  

პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. „მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აგრეთვე, აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა ორი ქვეყნის დარგობრივ სამინისტროებსა და პარლამენტებს შორის, მათ შორის, ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან, ორმხრივ შეთანხმებას. საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილნა ჰადას მეიცადს წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ზელენსკი იმედოვნებს, რომ ისრაელის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობით, უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებში ახალი თავი გაიხსნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებში ახალი თავის გახსნის იმედი გამოთქვა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას. ყოველთვის მნიშვნელოვანია რეალური დემოკრატიის ხილვა მოქმედებაში. უკრაინა და ისრაელი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და გამოწვევებს, რომლებიც ახლა ეფექტიან თანამშრომლობას მოითხოვს. ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავხსნით ახალ თავს ისრაელის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობით, უკრაინისა და ისრაელის საკეთილდღეოდ!“, - განაცხადა ზელენსკიმ. 16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. „ბოლოდროინდელ არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს! ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს და დიდ წარმატებას ახალი ვადით ისრაელის მსახურებისას. ჩვენ მეგობრობას ღრმად არის გადგმული ფესვები წარსულში და ახლაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნავს პრემიერი. ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს  

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა, რომელიც იეშ ატიდის პარტიას ხელმძღვანელობს, არჩევნებში დამარცხება აღიარა.  ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს ლაპიდმა მილოცვა გაუგზავნა ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც „ლიკუდის“ პარტიას ხელმძღვანელობს. იაირ ლაპიდმა „ლიკუდის“ პარტიის ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ „ისრაელის სახელმწიფო ყველა პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დგას". ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება მემარჯვენე პარტიების ბლოკს, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, ქნესეთის 120-დან 64 ადგილის მიღება შეუძლია.  ამ დროისთვის ხმების 99% დათვლილია. კენჭისყრის საბოლოო შედეგები, როგორც მოსალოდნელი იყო, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.  

ზურაბ აზარაშვილმა ელჩთან ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების საკითხი განიხილა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ისაუბრეს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში საქართველოდან ისრაელში წასული პაციენტების მკურნალობაზე, გადაუდებელი მდგომარეობის დროს ეფექტიანი დახმარების სისტემის დანერგვასა და საქართველოში მაღალტექნოლოგიური ჩარევების დანერგვისთვის ადამიანური რესურსების გადამზადების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელი აქტიურად დაეხმარება საქართველოს, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობასა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში. განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის საკითხიც. ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.  

არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 27-ე კონფერენციაზე, რომელიც შარმ-ელ-შეიხში 6-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იორდანიასა და ისრაელს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი იორდანიაში ჰაშიმიტური სამეფოს ელექტროსადგურიდან, მზის ენერგიის შეძენას გეგმავს. სადგურის მშენებლობას ემირატების კომპანია აფინანსებს. იორდანია, თავის მხრივ, ისრაელიდან წყალს ხმელთაშუა ზღვის გამწმენდი ქარხნიდან შეისყიდის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი თანამშრომლობა ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წლის სემდეგ, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.  

თურქეთმა ისრაელში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ელჩი პირველად დანიშნა

2018 წლის შემდეგ პირველად, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელში ელჩი დანიშნა. ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი როგორც მედია წერს, ესაა გამოცდილი თურქი დიპლომატი საკირ ოზქან ტორუნლარი, რომელიც 2010 წლიდან 2014 წლამდე იერუსალიმში გენერალურ კონსულად მუშაობდა.  თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობის დროს, პალესტინელების მიმართ თელ-ავივის პოლიტიკა გააკრიტიკა.  2018 წლის მაისში ანკარამ გაიწვია თავისი ელჩი ისრაელში და ღაზას სექტორის საზღვარზე, ისრაელის არმიის მიერ ათობით პალესტინელის მკვლელობის გამო ისრაელის საელჩოს ხელმძღვანელი გააძევა.  საპასუხოდ ისრაელმა იერუსალიმში თურქეთის კონსული გააძევა. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა და ისრაელმა ელჩები გაცვალეს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ წელიწადნახევრის წინ. მანამდე ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს, თავისუფლების ფლოტილიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაწყვიტეს. თუმცა, ირანის აღზევების ფონზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში გაუმჯობესდა, რადგან ორივე ქვეყანა - თურქეთიც და ისრაელიც, ირანს, რეგიონულ საფრთხედ მიიჩნევენ. მარტში ისრაელის პრეზიდენტი იცჰაკ ჰერცოგი ეწვია ანკარას და ერდოღანს შეხვდა, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მაისში ბერლინს ეწვია. ივნისში ისრაელმა და თურქეთმა ოფიციალურად განაცხადეს სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. სექტემბერში თელ-ავივმა ანკარაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დანიშნა.  

ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა

ისრაელის მედიის ცნობით, კვირას, ისრაელის ოპოზიციის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს მომავალი მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა. ნეთანიაჰუმ მთავრობის შექმნის მანდატი პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან სამდღიანი კონსულტაციები დაასრულა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ და მისმა მემარჯვენე ბლოკმა 120-ადგილიან ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) 64 მანდატი მოიპოვეს, რამაც მას სრული უმრავლესობა მოაპოვებინა მთავრობის შესაქმნელად.  

ისრაელის საელჩო სუს-ს „ტერორისტული თავდასხმის“ მცდელობის აღკვეთისთვის მადლობას უხდის

ისრაელის საელჩო მისი ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. სუს-ი: ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა, ისრაელის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანი, რომლის მოკვლასაც სავარაუდოდ, საქართველო-ირანისა და პაკისტანის მოქალაქეების ჯგუფი გეგმავდა, იციკ მოშეა - საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

საფრანგეთმა უკრაინას, საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS-ი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას, თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემა MLRS-ი გადასცა.  საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.  შეგახსენებთ, რომ ადრე საფრანგეთმა უკრაინას თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული ორი ერთეული სარაკეტო სისტემა  MLRS LRU (MLRS M270-ის ფრანგული მოდერნიზაცია) გადასცა.   

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ბაჰრეინში ისტორიულ ვიზიტს იწყებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ბაჰრეინში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა, იუწყება The Times of Israel-ი. გამგზავრებამდე ჰერცოგმა განცხადა რომ მოგზაურობა „რეგიონში მშვიდობის გზავნილია". „კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს აბრაამის შეთანხმებას, იმ იმედით, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა შეძლებს, შეუერთდეს ისრაელის სახელმწიფოსთან მშვიდობის წრეს“, - განაცხადა ჰერცოგმა. ჰერცოგს და მის მეუღლეს აერპორტში, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი და ბაჰრეინის ელჩი ისრაელში ხალედ იუსიფ ალ-ჯალაჰმა მიესალმნენ. ორშაბათს, ისრაელის პრეზიდენტი აბუ დაბიში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდება. ჰერცოგი ასევე დაესწრება კოსმოსური კვლევის პოლიტიკის შესახებ  ფორუმს, რომელსაც ასევე დაესწრება ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი. 2020 წელს, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი და მაროკო გახდნენ პირველი არაბული სახელმწიფოები ათწლეულების განმავლობაში, რომლებმაც მოახდინეს ურთიერთობების ნორმალიზება ისრაელთან, მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.  

მედია: ევროპოლისა და ისრაელის პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, ჩაიშალოს

ევროკავშირისა (ევროპოლი) და ისრაელის პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის მომზადებასაც 5 წელი დასჭირდა, შესაძლოა, ჩაიშალოს.  ამის მიზეზია, იუდეასა და სამარიას წინააღმდეგობა, რაც მხარეებს შორის მონაცემთა გაცვლას უკავშირდება. ამის შესახებ Haaretz იტყობინება. ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ უნდა განაახლოს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეთანხმების შეუსაბამობის გასარკვევად. რამაც შესაძლოა, ევროკომისიასა და ისრაელის ახალ მთავრობაში ულტრამემარჯვენე ელემენტებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ცნობილია, რომ 2018 წელს ისრაელმა ევროპოლთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სამუშაო შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების გაფართოებაზე, მახარეები 2022 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტი ჯერ არ არის ხელმოწერილი და რატიფიცირებული.  ამ შეთანხმების რატიფიცირების შედეგად, ინფორმაციის გაცვლა რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების და თუნდაც სექსუალური ორიენტაციის შესახებ შესაძლებელი გახდება, რას სამართალდამცველებს „სერიოზულ დანაშაულთან და ტერორიზმთან" ბრძოლაში დაეხმარებათ.  ისრაელის წარმომადგენელი ევროკავშირში, ჩაიმ რეგევი, მხარეებს შორის სექტემბრში მიღწეულ შეთანხმებას, როგორც „საეტაპოს“ მიესალმა, „მაგრამ ევროსაბჭოს იურიდიული სამსახურის იურიდიული მოსაზრება და წევრი ქვეყნების მზარდი წინააღმდეგობა, საბოლოო შეთანხმებას სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოს ხდის“,- წერს მედია. შვედი ევროპარლამენტარი ევინ ინსირი ამტკიცებს, რომ 27 წევრი ქვეყნიდან მინიმუმ 13-ს მისი მონაცემების (სავარაუდოდ, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე) გამოყენებაზე „მკაცრი რეაქცია“ ჰქონდა.   ევროკავშირის კომისიის სამართალდამცავი თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, რობ როზენბურგმა განაცხადა, რომ ისრაელის ელჩს ევროკავშირში გაეგზავნა წერილი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის დასაწყებად, მაგრამ ახალი მთავრობის წარმომადგენლები შესაძლოა, ნაკლებად კეთილგანწყობილი იყვნენ, ვიდრე მათი წინამორბედები.  

ელჩი უკრაინის სამხედრო დახმარებაზე: ისრაელს აქვს საკუთარი „წითელი ხაზები“ ახლო აღმოსავლეთში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერის საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მრავალთვიანი გაურკვევლობისა და დუმილის შემდეგ, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ისრაელმა რუსეთის დამანგრეველი სისასტიკისა და ირანთან მისი ახალი ალიანსის ფონზე, ფარულად წამოიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა კიევის თავდაცვის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის მიზნით. ოფიციალური იერუსალიმი ამას საჯაროდ არ ადასტურებს. უკრაინაში ისრაელის ელჩის, მაიკლ ბროდსკის თქმით, უკრაინა საკმაოდ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს ისრაელის საზოგადოებაში. ბროდსკის თქმით, ისრაელში ბევრი ადამიანი დიდ ძალისხმევას სწევს კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სამხედრო მხარდაჭერას, სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, რადგან ისრაელს აქვს საკუთარი „წითელი ხაზები“ ახლო აღმოსავლეთში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „უფრო მეტიც, კიევის მხარდაჭერა, ისრაელში საფრთხის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა გაეროს რამდენიმე რეზოლუციას, რომელიც პალესტინის ავტონომიასთან დავის გამო, ისრაელს გმობს.  ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მრავალი ათწლეულის განმავლობაში, უკრაინა აღიარებს პალესტინის ავტონომიას დამოუკიდებელ ერად და აქვს მასთან დიპლომატიური კავშირები“, - წერს უკრაინული მედია. ბროდსკის აზრით, „რუსული ლობის“ ეფექტი ძალიან გაზვიადებულია, როცა საქმე ისრაელს ეხება.   „რუსულენოვანი მოსახლეობა ისრაელში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. სხვათა შორის, ისრაელში უფრო მეტი უკრაინული წარმოშობის ხალხია, ვიდრე რუსი. ასე რომ, ყველას ერთი ქოლგის ქვეშ არ უნდა მოვუყაროთ თავი“, - ამბობს ელჩი kyivindependent-თან ინტერვიუში.   მისივე თქმით, „რუსი ისრაელელები სულაც არ უჭერენ მხარს რუსეთს”.   ყველა გამოკითხვისა და ჩემი პირადი დაკვირვების მიხედვით, ისრაელელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს და თანაუგრძნობს უკრაინას. ბევრს ჰყავს აქ ნათესავები და მეგობრები და ასეთი კავშირი არასოდეს წყდება და ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინას რითიც შეუძლია, დაეხმაროს“, - აღნიშნავს მაიკლ ბროდსკი.

The Jerusalem Post: ისრაელმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობა ჩამოაყალიბა

ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ქვეყნის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების შესახებ, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის მიერ დადგენილ ვადამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაცხადა. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს. „გასულ არჩევნებში მიღებული უზარმაზარი საზოგადოების მხარდაჭერის წყალობით, მე შევძელი შემექმნა მთავრობა, რომელიც იმუშავებს ისრაელის ყველა მოქალაქის სასარგებლოდ“, - დაწერა ნეთანიაჰუმ ტვიტერზე. გაზეთის ცნობით, ახალ მთავრობაში შედიან ისეთი პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლები, როგორებიცაა „ლიკუდი“, „რელიგიური სიონიზმი“, „შასი“, „იაჰადუტ ჰა-ტორა“, „ოცმა იეჰუდიტი“ და „ნოამი“. „ამრიგად, ახალი მთავრობა, იქნება ყველაზე მემარჯვენე ისრაელის ისტორიაში“,- აღნიშნავს BBC. ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას ისრაელის პარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპები გახდება ცნობილი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დასახელდება. ამის შემდეგ უნდა მოხდეს კენჭისყრა და თუ პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს, ის ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას. „ლიკუდის“ ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წელს დატოვა. 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ნეთანიაჰუმ გაიმარჯვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წინა მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ. მომავალ პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობა 11 დეკემბრისთვის უნდა ჩამოეყალიბებინა, თუმცა, როდესაც მან ეს ვადა ვერ დაიცვა, ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა მას კიდევ ათი დღე მისცა. ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანდიდატი ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას დადგენილ ვადაში, პრეზიდენტს შეუძლია ეს დავალება სხვა კანდიდატს მიანდოს.  

ისრაელის დაზვერვა: ირანი რუსეთისთვის მოწინავე იარაღის მიწოდებას გაზრდის

ისრაელის დაზვერვის (მოსადის) დირექტორი დევიდ ბარნეა ამბობს, რომ ირანი, რუსეთში მოწინავე ტიპის იარაღის მიწოდების გასაფართოებლად ემზადება. მან თავისი გამოსვლის ცალკეული ნაწილი მიუძღვნა ირანის მცდელობებს, გააძლიეროს თავისი ბირთვული პოტენციალი. „ჩვენ სხვადასხვა არხით ვიუწყებით ირანის განზრახვების შესახებ, გააფართოოს მისი ბირთვული პროექტი და ურანის გამდიდრება, ისევე როგორც ირანის რეჟიმის განზრახვა, გააძლიეროს თავდასხმები ისრაელის მეგობრულ ქვეყნებზე რეგიონში“, - განაცხადა ისრაელის დაზვერვის ხელმძღვანელმა. ცნობისათვის, 22 დეკემბერს, სატელეფონო საუბარი შედგა ლიკუდის ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის. ისრაელის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ირანს შორის კავშირების გაძლიერების გამო, მათ შორის სირიის მიმართულებით. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დრონების მიწოდების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს.  

პუტინის ყოფილმა თანაშემწემ ანატოლი ჩუბაისმა ისრაელის მოქალაქეობა მიიღო

ანატოლი ჩუბაისი, პუტინის ყოფილი თანაშემწე და „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელი, სულ უფრო ხშირად სტუმრობს ისრაელს, წერს We Can Explain Telegram არხი. ანატოლი ჩუბაისი ჰოსპიტალიზებულია - Reuters-ი მან და მისმა მეუღლემ გაზაფხულზე ისრაელის მოქალაქეობა მიიღეს და შედეგად ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, - განმარტავს ჩუბაისის მეგობარი. ინტერნეტით გავრცელდა „როსნანოს“ ყოფილი ხელმძღვანელის და პუტინის ყოფილი თანაშემწის ანატოლი ჩუბაისის ფოტო თელ-ავივში. Bloomberg: ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან გაემგზავრა ჩუბაისმა ახსნა-განმარტების გარეშე პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2022 წლის მარტის ბოლოს დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში, იტალიასა და კვიპროსში იმყოფებოდა. მაისში ის და მისი მეუღლე დუნია სმირნოვა ისრაელში შენიშნეს.  

გენშტაბის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელის არმია მზადაა, ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ იმოქმედოს

ისრაელის არმიის მეთაურმა ავივ კოჩავიმ განაცხადა, რომ არმიის მზადყოფნის დონე ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებისთვის, გაუმჯობესდა. მისი თქმით, თუ არმიას დაევალება, იმოქმედოს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, „ის დაკისრებულ მისიას შეასრულებს“. ქოჩავის თქმით, ირანი სირიაში ასობით რაკეტის განთავსებას ცდილობს. ისრაელი ხშირად ადანაშაულებს თეირანს სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გამოყენებაში, სადაც ირანი მმართველ ასადის რეჟიმს მხარს უჭერს. არმიის მეთაურმა აღნიშნა, რომ ისრაელმა სირიაში „მეორე ჰეზბოლას დაარსების შესახებ, ირანის მიზნის ჩაშლა მოახერხა.

ბენი განცი: ისრაელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო თავდასხმა ორ-სამ წელიწადში შეეძლება

ისრაელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა ორ-სამ წელიწადში შეეძლება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა საჰაერო ძალების კურსანტებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენ შეგიძლიათ, ორ-სამ წელიწადში გადაკვეთოთ ცა აღმოსავლეთით და ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში მონაწილეობა მიიღოთ, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით“, - ციტირებს Reuters-ი ბენი განცს. ისრაელის სამხედრო დაზვერვის 2023 წლის პროგნოზის მიხედვით, ირანი ბირთვულ სფეროში შენელებული პროგრესის ამჟამინდელ გზას გააგრძელებს. ირანისგან განსხვავებით, ისრაელი 1970 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერი არ არის. დოკუმენტი ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ, ბირთვულ ტექნოლოგიაზე მშვიდობიანი მიზნებით წვდომას უზრუნველყოფს.

ბენიამინ ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გახდა

დღეს, 29 დეკემბერს, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მეექვსე ვადით ოფიციალურად გახდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა ნეთანიაჰუმ ფიცი დადო და პრემიერ-მინისტრის პოსტი მეექვსე ვადით დაიკავა. მისმა წინამორბედმა იაირ ლაპიდმა პლენუმი მასთან ხელის ჩამორთმევის გარეშე დატოვა.  ნეთანიაჰუმ თავისი ახალი მთავრობის სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა: ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა; სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარება - აქცენტი ე.წ. პერიფერიის ქვეყნის ცენტრთან გაერთიანებაზე; ისრაელში შიდა უსაფრთხოებისა და მმართველობის აღდგენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ წარმატებით შექმნა ახალი კოალიცია და მისი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის საფუძველს ამზადებდა.  ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მემარჯვენე ბლოკმა 120-ადგილიან ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) 64 მანდატი მოიპოვეს, რამაც მას მთავრობის შესაქმნელად სრული უმრავლესობა მოაპოვებინა.   

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა Guardian-ს განუცხადა, რომ ებრაელებმა უნდა დატოვონ რუსეთი მანამ, სანამ მათ „განტევების ვაცად“ აქ აქცევენ უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის. „როდესაც რუსეთის ისტორიას ვიხსენებთ, ვხედავთ, რომ როდესაც პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, ხელისუფლება ცდილობდა მასების რისხვა და უკმაყოფილება ებრაულ თემზე გადაეტანა. ჩვენ ეს ვნახეთ მეფის დროს და სტალინური რეჟიმის დასასრულს“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა.  მისივე თქმით, რუსეთში ანტისემიტიზმის ზრდაა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უბრუნდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირს, სადაც ეტაპობრივად ეშვება რკინის ფარდა. „ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსი ებრაელებისათვის საუკეთესო ვარიანტი ქვეყნიდან წასვლაა“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა. გოლდშმიდტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ებრაული თემის უმეტესობა გაემგზავრა გერმანიაში, ავსტრიასა და რუმინეთში. მოსკოვის მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა, თანამდებობა 2022 წლის ივლისში კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ივნისის დასაწყისში, მისმა რძალმა, ავიტალ ჩიჟიკ-გოლდშმიდტმა განაცხადა, რომ რაბინმა დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც მასზე „ხელისუფლებამ ზეწოლა სცადა". ჩიჟიკ-გოლდშმიდტის თქმით, მან უარი თქვა საჯაროდ დაეჭირა მხარი რუსეთის ჯარების უკრაინაში შესვლისთვის. ნოემბრის შუა რიცხვებში ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ზვიმ RTVI-ს განუცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 40 000 რუსი გაემგზავრა ისრაელში მოქალაქეობის ან მუდმივი ბინადრობის ვიზის მისაღებად.  

ისრაელი TANAP-ისა და TAP-ის საშუალებით, ევროპაში გაზის ექსპორტს განიხილავს

ისრაელი, ევროპაში გაზის ექსპორტს TANAP-ის (Trans-Anatolian Gas Pipeline) და TAP-ის (Trans-Adriatic Gas Pipeline) მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა აზერბაიჯანში ჯორჯ დიკმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ „ჩვენ არ შემოგვაქვს გაზი აზერბაიჯანიდან. ამავდროულად, თანამშრომლობის კიდევ ერთი სფერო, რომელსაც განვიხილავთ, არის ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში, რომელსაც დღეს ეს ძალიან სჭირდება. არსებობს იდეები გაზის გათხევადების შესახებ, ეგვიპტის გავლით გაზსადენის მშენებლობა, საბერძნეთისა და იტალიის გავლით გაზსადენის მშენებლობა, ისევე თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდების ვარიანტი. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ, მაგალითად, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენებს. ვნახოთ, რა სტრატეგიას აირჩევს ისრაელის ახალი მთავრობა“, - განაცხადა ელჩმა.  

ნეთანიაჰუს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას მისცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც პარლამენტს საშუალებას მისცემს, გააუქმოს უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება და ასევე, მთავრობას მეტი უფლება მისცეს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ზომები შეცვლის მოსამართლეთა დანიშვნის ფორმას, რომლითაც ქნესეთს კონტროლი, მთავრობას კი - მეტი უფლებამოსილება მიენიჭება იმ კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ირჩევს. „ეს რეფორმები გააძლიერებს სასამართლო სისტემას და აღადგენს ხალხის ნდობას მის მიმართ. ხალხი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, ჩვენ ნაცვლად წყვეტს. ეს დემოკრატია არ არის“, - იარივ ლევინმა.  

ისრაელის უშიშროების მინისტრმა პალესტინელების დროშის საჯაროდ გამოტანა აკრძალა

ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პოლიციას უბრძანა, საზოგადოებრივ ადგილებში პალესტინის დროშების გამოტანა აკრძალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.  ბენ-გვირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინელი პატიმარი, კარიმ იუნისი 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ჩრდილოეთ ისრაელში, მშობლიურ სოფელ არაში, პალესტინის დროშების ფრიალით მიესალმნენ. „დღეს მივმართე ისრაელის პოლიციას, საჯაროდ აღასრულოს „პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაციის“ ნებისმიერი დროშის გამოჩენის აკრძალვა, რომელიც - ტერორისტულ ორგანიზაციასთან იდენტიფიკაციას აჩვენებს და აღკვეთოს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი წამქეზებლური ქმედება“, - დაწერა ბენ-გვირმა Twitter-ზე. როგორც The Guardoan-ი წერს, ისრაელი ოდესღაც პალესტინის დროშად მიიჩნია მებრძოლი დაჯგუფების დროშა. მას შემდეგ, რაც ისრაელმა და პალესტინელებმა მოაწერეს ხელი შუალედური სამშვიდობო შეთანხმებების სერიას, რომელიც ცნობილია როგორც ოსლოს შეთანხმება, დროშა პალესტინის ხელისუფლების დროშად აღიარეს, რომელიც ღაზისა და დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ადმინისტრირებისთვის შეიქმნა.

აშშ ისრაელში თავისი მარაგებიდან აგზავნის საბრძოლო მასალას - NYT

შეერთებული შტატები ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მისაწოდებლად იყენებს. გაზეთ New York Times-ის ცნობით, აშშ-ის ისრაელში საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს მარაგში. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია შეიერაღებაზე, რომელიც განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ამ არსენალის გამოყენება საგანგებო ვითარებაში ისრაელსაც შეუძლია.  

პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფად მიწოდების მიზნით, ისრაელსა და სამხრეთ კორეაში თავის მარაგებს იყენებს

უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდების მიზნით, შეერთებული შტატები ისრაელსა და სამხრეთ კორეაში თავის მარაგებს იყენებს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა. აშშ ისრაელში თავისი მარაგებიდან აგზავნის საბრძოლო მასალას - NYT მისივე განმარტებით, ეს გარემოება თავად აშშ-ის თავდაცვის შესაძლებლობებზე გავლენას არ მოახდენს. შეერთებული შტატები ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მისაწოდებლად იყენებს. გაზეთმა New York Times-მა 18 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მისაწოდებლად იყენებს. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია შეიერაღებაზე, რომელიც განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ამ არსენალის გამოყენება საგანგებო ვითარებაში ისრაელსაც შეუძლია.

ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ეწვევა - მედია

ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევს მისი უკრაინელი კოლეგის დიმიტრო კულებას მიწვევით ეწვევა, იტყობინება The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაცია კულებასა და კოენს შორის 19 იანვარს სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. კოენი გახდება ისრაელის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეწვია. „ჩვენს პირველ სატელეფონო საუბარში, მე და ელი კოენმა განვიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, უსაფრთხოების საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გზები. მინისტრმა კოენმა დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა ისრაელის გეგმები ჰუმანიტარული დახმარებისა და დახმარების სხვა სფეროებში გაძლიერების შესახებ“. კოენი ასევე დაგვპირდა ორ თვეში კიევში ისრაელის საელჩოს გახსნას“, - განაცხადა კულებამ.  თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა წარუმატებლად ცდილობდა, დაერწმუნებინა ისრაელი, ნეიტრალიტეტზე ეთქვა უარი.  

ისრაელი კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს - მედია

ისრაელი კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს. შესაბამის სტატიას ისრაელის მედია აქვეყნებს. როგორც Times of Israel-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მთავარი მოთამაშე არ არის, იერუსალიმი თვლის, რომ არსებობს უნიკალური სარგებელი, რომლითაც მას მოკავშირეების უზრუნველყოფა შეუძლია. საუბარია მოკავშირეებზე, რომლებიც ისრაელის ინტერესებს შეესაბამებიან.  „შესაძლოა, ამ ძალისხმევის ყველაზე აშკარა ნიშანია ძალიან კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომელიც რუსეთს, საქართველოს, სომხეთს და ისრაელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ირანს ესაზღვრება. ირანს, თურქეთს, რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთის სუბკონტინეტს შორის მოქცეული ენერგიით მდიდარი რეგიონები საკვანძო მნიშვნელობის გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე  დგას, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორეულ აღმოსავლეთთან აკავშირებს“, - წერს გამოცემა. The Times of Israel-თან საუბარში, აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრი, პარლამენტარი რამინ მამედოვი ამბობს: „ჩვენ უნდა გაეთვალისწინებინა რისკები, რომლებიც შეიძლება რეგიონული ძალების და სხვა ქვეყნების მხრიდან მომდინარეობდეს“. „დღეს, იმედია, აზერბაიჯანის სუვერენიტეტისთვის მთავარი საფრთხე წარსულში დარჩა“. ირანი, სადაც მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, დიდი ხანია, თავის პატარა ჩრდილოელ მეზობელს მის ტერიტორიაზე სეპარატისტული განწყობების გაღვივებაში ადანაშაულებს.  თუმცა მამედოვი აღნიშნავს, რომ ბაქო ისრაელთან კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვისას, ირანის პოზიციას აღარ ითვალისწინებს. „ისრაელი აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ისრაელმა 2016-2020 წლებში ბაქოს ძირითადი იარაღის იმპორტის 69 პროცენტი უზრუნველყო, რაც ამ პერიოდში იერუსალიმის იარაღის ექსპორტის 17%-ს შეადგენს. აზერბაიჯანის მდებარეობა მას ისრაელისთვის მიმზიდველ მოკავშირედ აქცევს. ბაქო, სავარაუდოდ, ისრაელს უფლებას აძლევს, გამოიყენოს ბაზები მის მიწაზე, რათა ირანის თავზე სადაზვერვო ფრენები განახორციელოს. იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ირანის რეაქტორებსა და ქარხნებზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას გადაწყვეტს, აზერბაიჯანულ ბაზებზე წვდომა ამ ამოცანას ბევრად უფრო განხორციელებადს გახდის. ოქტომბერში თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ბენი განცი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანს, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ზაქირ ჰასანოვს და ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა“, - წერს Times of Israel-ი.

აშშ-მ და ისრაელმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს - CNN

ამერიკის შეერთებულმა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ირანს და ხაზს უსვამს მათი ალიანსის სიძლიერეს. ამის შესახებ CNN წერს. პენტაგონის ცნობით, წვრთნაში 6500-მდე ამერიკელი და 1100-მდე ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. Juniper Oak - ში მოიერიშე თვითმფრინავებთან, ბომბდამშენებთან და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავებთან ერთად, 100 ამერიკული თვითმფრინავი ჩაერთვება. წვრთნებში ისრაელის 42 თვითმფრინავი მონაწილეობს. სწავლებაში ავიამზიდ USS George H. W. Bush-ის გადამზიდავი დამრტყმელი ჯგუფი ასევე მიიღებს მონაწილეობას.   

მედია: იერუსალიმში სინაგოგასთან ტერაქტი მოხდა

იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგადა შვიდი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ამის შესახებ The Jerusalem Post (JP) იუწყება. Ynetnews სხვა მონაცემებს ასახელებს. გამოცემის ცნობით, დაიღუპა რვა ადამიანი და დაშავდა 12. JP წერს, რომ თავდამსხმელი პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას მოკლა. მისი პიროვნების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ისრაელის მედია მომხდარს ტერაქტს უწოდებს.  

ისრაელი იარაღის ტარებაზე რეგულაციებს ამარტივებს

პალესტინელების თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ზომები, რომლის თანახმად, ისრაელელებს იარაღის ტარების უფლება გაუმარტივდებათ. ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობის და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას. მინისტრთა კაბინეტი ზომებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ჯარების რაოდენობას გააძლიერებს“. „როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეებს აქვთ იარაღი, მათ შეუძლიათ, დაიცვან თავი”, - განუცხადა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა იერუსალიმის საავადმყოფოსთან შეკრებილ მედიას. 27 და 28 იანვარს იერუსალიმში ორი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. 28 იანვარს კი, 13 წლის მოზარდმა ორი ადამიანი დაჭრა. საპასუხო ცეცხლით გაანეიტრალეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

რა საკითხები განიხილა ენტონი ბლინკენმა ისრაელში გამართულ შეხვედრებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში შეხვედრებს მართავს. ამერიკელი დიპლომატი უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს. „ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ისრაელის ძლიერი ურთიერთობა და ჩვენი ერთგულება ისრაელის დემოკრატიისა და უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ირანზე, დასავლეთ სანაპიროზე“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გამართა მოლაპარაკება ისრაელის თავდაცვის მინისტრთან. „იოავ გალანტთან შეხვედრისას განვიხილეთ აშშ-ის ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ, ირანის საფრთხე და უსაფრთხოების ვითარება დასავლეთ სანაპიროზე“, - აღნიშნა ბლინკენმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ამერიკელმა დიპლომატმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ.  „მოუთმენლად ველით პრემიერ-მინისტრთან მუშაობას იმ ინტერესებისა და ღირებულებების მხარდასაჭერად, რომლებსაც ჩვენი ერები დიდი ხანია, იზიარებენ“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი. პირველ თებერვალს გავრცელებული ბოლო ინფორმაცია, რომელიც ისრაელში ბლინკენის შეხვედრას ასახავს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ბლინკენი ნეთანიაჰუს წინამორბედს შეხვდა.  „ოპოზიციის ლიდერს იაირ ლაპიდს შევხვდი. ხაზი გავუსვი აშშ-ისრაელის მტკიცე ურთიერთობებს, ჩვენს ერთგულებას ისრაელის დემოკრატიისა და უსაფრთხოებისა და შემდგომი რეგიონალური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენასევე განვიხილეთ დასავლეთ სანაპიროზე სიტუაციის დეესკალაციის გადაუდებელი აუცილებლობა“, - წერია Twitter-ზე ბლინკენის სახელით განთავსებულ ინფორმაციაში.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის „რკინის გუმბათის“ გაგზავნის საკითხს განიხილავს - უკრაინული მედია

ისრაელი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რკინის გუმბათის სისტემის გაგზავნის საკითხს განიხილავს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. შესაბამის შეკითხვას მან დადებითი პასუხი გასცა. მან ასევე დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელის ტერიტორიიდან უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგი გადაიტანა.  ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ასევე ეხმარება უკრაინას ირანში იარაღის წარმოების აკრძალვით. „დეტალებში არ შევალ, მაგრამ ისრაელი გარკვეულწილად მოქმედებს ირანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღის წარმოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ელი კოენი ისრაელის მთავრობის პირველი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგი ჩავიდა. „ელი კოენი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას", - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მედიაში 19 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევს მისი უკრაინელი კოლეგის დიმიტრო კულებას მიწვევით ეწვეოდა. ინფორმაცია კულებასა და კოენს შორის 19 იანვარს სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. „ჩვენს პირველ სატელეფონო საუბარში, მე და ელი კოენმა განვიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, უსაფრთხოების საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გზები. მინისტრმა კოენმა დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა ისრაელის გეგმები ჰუმანიტარული დახმარებისა და დახმარების სხვა სფეროებში გაძლიერების შესახებ“. კოენი ასევე დაგვპირდა ორ თვეში კიევში ისრაელის საელჩოს გახსნას“, - აცხადებდა კულება.  თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა წარუმატებლად ცდილობდა, დაერწმუნებინა ისრაელი, ნეიტრალიტეტზე ეთქვა უარი.  

ელი კოენი კულებასთან შეხვედრის შემდეგ: ისრაელი უკრაინას სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას სესხის გარანტიებს აძლევს და სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ელი კოენი აცხადებს, რომ ისრაელი უზრუნველყოფს 200 მილიონ აშშ დოლარამდე სესხის გარანტიას, რომელიც უკრაინაში ჯანდაცვისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. „ისრაელი, როგორც წარსულში იყო ნათქვამი, მტკიცედ სოლიდარულია უკრაინის ხალხის მიმართ  და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული (მხარდამჭერი, რედ.) რჩება “, - ამბობს კოენი. „ისრაელისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებების ჩამონათვალის შესახებ. ჩვენ დაველოდებით გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა თავის მხრივ დმიტრო კულებამ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა.    

კიევში ისრაელის საელჩომ მუშაობა განაახლა

16 თებერვალს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა, კიევში, საელჩოში ისრაელის სახელმწიფოს დროშა აღმართა. ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კიევში მუშაობა სრულად განაახლა. შესაბამისი განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა Twitter-ზე გააკეთა. კოენის თქმით, უკრაინა ისრაელის მეგობარია და საელჩოსა და მისი თანამშრომლების შემდგომი საქმიანობა, რომლებიც მუშაობენ იქ რთულ პირობებში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 16 თებერვალს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

ისრაელი უკრაინის დასახმარებლად აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია - ელი კოენი

ისრაელი გმობს რუსეთის აგრესიულ ომს და დაეხმარება უკრაინას, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ასობით ათასი ებრაელი. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა ბერლინში, გერმანელ კოლეგა ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოენის თქმით, ისრაელი „გმობს“ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ისრაელი „უნიკალურ მდგომარეობაშია", რადგან რუსეთში 600 000 ებრაელი ცხოვრობს, ამიტომ, ამ მხრივ ისრაელი სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება. მისივე თქმით, რეგიონში რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ისრაელი აკეთებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია. კოენმა კიევში მისი ვიზიტი გაიხსენა. ელი კოენი კულებასთან შეხვედრის შემდეგ: ისრაელი უკრაინას სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის განვითარებაში დაეხმარება „ისრაელი არის უკრაინის მხარეს, უკრაინელი ხალხის მხარეს და ასეა ამ ომის პირველი დღიდან“. ისრაელი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გარდა ამისა, კოენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა ისრაელის მზადყოფნის შესახებ, უკრაინას მიაწოდოს თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემა. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ირანის თემაზე, რომელიც, მისი თქმით, პრობლემად იქცა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოსთვის. „ირანული იარაღი უკრაინაში ევროპელ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. ასე რომ, უკრაინელი ხალხი და ისრაელელი ხალხი იგივე საფრთხის წინაშე დგანან. მოქმედების დროა“, - აღნიშნა ელი კოენმა.  მისივე თქმით, ახლა მაგიდაზე ორი ვარიანტია: „სანქციების გაფართოება, მაგრამ ასევე „სანდო სამხედრო ვარიანტი“. „დაზვერვის ცნობებიდან გამომდინარე, ახლა არის „სწორი დრო ამ ორ ნაბიჯზე მუშაობისთვის“. მხოლოდ ერთობლივ გადამწყვეტ ქმედებას შეუძლია რეჟიმის შეჩერება“, აღნიშნა კოენმა და მოუწოდა გერმანიას, აღიაროს ისლამური რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციად.  

ისრაელის კომპანია Azerspace-ის თანამგზავრებს აფრიკაში გამოიყენებს

ისრაელის კომპანია Spacecom-ი ისარგებლებს Azerspace-ის თანამგზავრების შესაძლებლობებით, რათა თავისი სერვისის არეალი გააფართოოს, განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში, განახორციელოს პროექტები თანამგზავრული სერვისებისა და მობილური კომუნიკაციების შესახებ, იტყობინება Reportaz-ი. Azercosmos-მა და Spacecom-ის თანამგზავრის ოპერატორმა თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. როგორც ცნობილია, Spacecom, AMOS-ის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების ოპერატორი, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მუშაობს. მ აღალი გამტარუნარიანობის თანამგზავრებით, Spacecom-ი მოემსახურება თავის მომხმარებლებს ტელეპორტის სერვისების გამოყენებით, რომლებიც Azercosmos-ის მთავარ სახმელეთო სადგურზე მდებარეობს.  

აშშ-მ ისრაელის ელჩი დაიბარა

დასახლებების შესახებ ისრაელის მიერ მიღებული კანონმდებლობის გამო, აშშ შეშფოთებას გამოთქვამს. ამის გამო ისრაელის ელჩი აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამოიძახეს. სპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, ჰერცოგი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს შეხვდა. „მდივნის მოადგილემ გამოხატა აშშ-ის შეშფოთება ისრაელის ქნესეთის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც გააუქმებს 2005 წლის კანონის მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის ჩრდილოეთ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შექმნის აკრძალვის შესახებ“, - განაცხადა პატელმა.  ოფიციალურმა პირებმა ასევე ხაზი გაუსვეს დაძაბულობის განმუხტვის მნიშვნელობა.  სამშაბათს, ქნესეთმა (ისრაელის პარლამენტმა) მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელელ დევნილებს დასავლეთ სანაპიროზე ოთხ დასახლებაში დასახლების უფლებას აძლევს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ებრაული დასახლება უკანონოდ ითვლება.  

ისრაელის უშიშროების მინისტრის თქმით, გადაიდო სასამართლო რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ძლიერი მოკავშირე ამბობს, რომ ქვეყნის მიერ შემოთავაზებული სასამართლო რეფორმა სულ მცირე რამდენიმე კვირით გადაიდო. ინფორმაციას Washington Post-ი აქვეყნებს. ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ამბობს, რომ ის დაეთანხმა კანონმდებლობის გაჭიანურებას, ვიდრე პარლამენტი 30 აპრილს ზაფხულის სესიაზე არ შეიკრიბება.  ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის მედიის ცნობით, მთავრობა შეაჩერებს სასამართლო რეფორმას, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია  

ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემის სადავო რეფორმა გადადო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმის სადავო გეგმის შესახებ პირველ განცხადებას აკეთებს მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ამის შესახებ BBC წერს. ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო. გადაწყვეტილებას ის ქვეყანაში განხეთქილების თავიდან აცილებისა და ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილით ხსნის. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მისი მთავრობა არასოდეს დაუშვებს სამოქალაქო ომს. მისივე თქმით, ქვეყანა კრიზისის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთობას. „ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, გადავწყვიტე გადავდო კენჭისყრა, რათა დრო დავუთმო დისკუსიებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, რომელიც ნეთანიაჰუს პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებდა. ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის უშიშროების მინისტრის თქმით, გადაიდო სასამართლო რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია  

ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა

ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. მედიის ინფორმაციით, ისრაელელი დიპლომატები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. მისი მიზანია, აიძულონ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეაჩეროს სასამართლო სისტემის რეფორმა. ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, საქართველოში ისრაელის საელჩოც დაიხურა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც. თუმცა ცხელი ხაზი (+995 32 2556500), გადაუდებელი შემთხვევებისთვის მუშაობას განაგრძობს. ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის მედიის ცნობით, მთავრობა შეაჩერებს სასამართლო რეფორმას, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია  

ისრაელის მედიის ცნობით, მთავრობა შეაჩერებს სასამართლო რეფორმას, რომელმაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია

მთელი ისრაელის მასშტაბით მომიტინგეები ანტისამთავრობო აქციას მართავენ. მანამდე, პროტესტი ღამით გრძელდებოდა - გამთენიისას, პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, შეაჩეროს რეფორმები „ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის“. „უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერი საფრთხის ქვეშაა. ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობისთვის, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი... ეს არ არის პოლიტიკის მომენტი, ეს არის ლიდერობის და პასუხისმგებლობის მომენტი“, - აღნიშნა ჰერცოგმა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დიდი ზეწოლის ქვეშაა. მას სასამართლო რეფორმების გამო აკრიტიკებენ. ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ისრაელის საზოგადოების თითქმის ყველა ნაწილის, მათ შორის სამხედროების აღშფოთება გამოიწვია. „კვირას საღამოს ათიათასობით გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ცვლილებების შეჩერება მოითხოვა. პოლიციამ და ჯარისკაცებმა იერუსალიმში, ნეთანიაჰუს სახლის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს“, - წერს BBC. თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან ფრენები შეჩერებულია მას შემდეგ, რაც მუშაკები ფართო გამოსვლების მოწოდების ფონზე გაიფიცნენ. ისრაელის მთავრობას სრული კონტოლის აღება სურს იმ კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ცვლილებები სასამართლოს უფლებამოსილების გადამეტებას შეაჩერებს, მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს კორუფციას შეუწყობს ხელს. ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ დაგეგმილი სატელევიზიო მიმართვა გაურვკეველი დროით გადაიდო. ისრაელის სამაუწყებლო კორპორაცია Kan-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მმართველი კოალიციის ლიდერებს აცნობა, რომ შეაჩერებს სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესს.  

ისრაელის საგარაეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ

აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ირანი ემუქრება ჩვენს რეგიონს და ქმნის არასტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს საშუალება, გააფართოოს თავისი ბირთვული პოტენციალი", - აღნიშნა კოენმა. მისივე თქმით, ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია მოქმედება.  28 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით ისრაელსა და პალესტინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 29 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება, ბაირამოვი შეხვდება ორივე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნის ცერემონიაში.

თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა

აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნისას განაცხადა. აზერბაიჯანის საელჩოს გახსნას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრნენ. იუწყება News.Az-ი. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. კოენმა საელჩოს გახსნას ახალი ეტაპი უწოდა ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების 30-წლიან ისტორიაში. „აზერბაიჯანი და ისრაელი რეგიონული უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობენ“, - განაცხადა კოენმა. ისრაელის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მუსულმანურ სამყაროში ყველაზე დიდი ებრაული თემია. ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისია, განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. იერუსალიმში თავის ისრაელელ კოლეგა ელი კოენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა აღნიშნა, რომ რეგულარული კონტაქტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას. უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დადებითად შეაფასა აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირების მაღალი დონე. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ებრაული თემი აზერბაიჯანში და აზერბაიჯანული დიასპორა ისრაელში.  

აზერბაიჯანი ისრაელთან ერთად დრონების წარმოებას განაგრძობს

აზერბაიჯანი ისრაელთან ერთად დრონებს აწარმოებს. APA-ს ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა მადათ გულიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, თანამედროვე ომებში უპილოტო იარაღი ძალიან მნიშვნელოვანია. მადათ გულიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, თავდაცვის მრეწველობის სფეროში გამოცდილების მისაღებად, აზერბაიჯანიდან აშშ-სა და თურქეთში სტუდენტების გაგზავნას გეგმავენ.    

ისრაელის მთავრობამ „ეროვნული გვარდიის“ შექმნას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ ულტრამემარჯვენე მინისტრის წინადადებას მხარი დაუჭირა. ბენ-გვირმა განაცხადა, რომ შენაერთი ფოკუსირებული იქნება არეულობებზე, პოლიტიკური კონკურენტები კი მას „მილიციის“ შექმნაში ადანაშაულებენ. ახალი ეროვნული გვარდიის ზუსტ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს კომიტეტი, რომელიც აერთიანებს ისრაელის უშიშროების ყველა უწყებას. ეს კომიტეტი რეკომენდაციებს 90 დღის განმავლობაში წარადგენს. ულტრამემარჯვენე პარტიის, „ებრაული ძალის“ თავმჯდომარემ, უშიშროების მინისტრმა ბენ-გვირმა, „ეროვნული გვარდიის“ შექმნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლოს სისტემის რეფორმირების წინადადების განხილვები გადადო. ამ რეფორმის გეგმას ქვეყანაში მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ფინეთმა ისრაელს David's Sling-ის ტიპის თავდაცვის სისტემის შეძენის თხოვნით მიმართა

ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელიდან David's Sling-ის შეძენა დაამტკიცა, რაც მას შორ მანძილზე მოქმედი ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველ უცხოელ მომხმარებლად აქცევს. 316 მილიონი ევროს (345 მილიონი აშშ დოლარი) შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ვრცელდება მას შემდეგ, რაც 4 აპრილს, ჰელსინკი NATO-ს წევრი გახდა. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მნიშვნელოვნად გააფართოებს ფინეთის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ოპერატიული დიაპაზონს. გარდა ამისა, ისრაელის წარმოების სისტემის შესყიდვა ფინეთის თავდაცვის ძალებს საშუალებას მისცემს, სამიზნეები მაღალ სიმაღლეზე შეაჩერონ. David's Sling-ი - მანამდე ცნობილი როგორც ჯადოსნური ჯოხი, არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო სისტემა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორის - Rafael Advanced Defense Systems-ისა და ამერიკის მიერ.  

სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის სამხედროებმა ლიბანსა და ღაზის სექტორში ავიაიერიშები განახორციელეს - Reuters

ისრაელმა ღაზის სექტორში საპასუხო ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც ღაზიდან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. მანამდე, ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.  

თელ-ავივში მომხდარ თავდასხმას იტალიელი ტურისტი ემსხვერპლა

ისრაელში, თელ-ავივში, ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. ცნობილია, რომ დაღუპულია 36 წლის იტალიელი ტურისტი. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოკლულია იტალიის მოქალაქე, ალესანდრო პარინი. მედიკოსების ინფორმაციით, ტურისტები არიან დაშავებული მოქალაქეებიც. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოტრიალდა ავტომობილი და როგორ გაუხსნა ცეცხლი ისრაელის პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ცნობისთვის, გუშინ, დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.  

„ტერორისტული თავდასხმის“ ფონზე, ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან, ლიბანიდან და სირიიდან ბოლო დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უთანხმოება გვერდით გადადო და თავდაცვის მინისტრთან ერთად 24 საათის განმავლობაში ყველა ფრონტზე მუშაობს. 10 აპრილს, ისრაელის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა. „ჩვენი ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშ იმყოფება. მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა. წინა ხელისუფლების პირობებში ტერაქტების რაოდენობა გაორმაგდა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 26 მარტს გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გალანტმა მასობრივი საპროტესტო აქციების გამომწვევი სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და მთავრობას მოუწოდა, შეეჩერებინა ეს რეფორმა.  

1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად ჩამოგდებული შაჰის დევნილი ვაჟი ისრაელს ეწვევა - Reuters

1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად ჩამოგდებული შაჰის დევნილი ვაჟი ისრაელს ეწვევა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახენ ისრაელის მთავრობამ განაცხადა. სააგენტო წერს, რომ ისრაელსა და ირანს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი შაჰის დროს, თბილი კავშირები ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ მტრები გახდნენ.ისრაელის მთავრობამ თავის განცხადებაში განმარტა, რომ რეზა ფეჰლავის ვიზიტი მიზნად ისახავს, შექმნას "ხიდი ისრაელსა და ირანელ ხალხს შორის და გამოხატოს ერთობლივი წინააღმდეგობა აიათოლას რეჟიმის მიმართ". მისივე თანახმად, რეზა ფეჰლავი ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე ირანელი პირია, რომელიც ოდესმე წვევია ისრაელს საჯაროდ“. ინფორმაციისთვის, ირანის რევოლუციის შედეგად, ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა; შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ შეცვალა. რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა დაამხო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში. შემდგომ პერიოდში ისლამური კულტურული რევოლუცია განხორციელდა. „დემოკრატიული ირანი შეეცდება, განაახლოს თავისი კავშირები ისრაელთან და ჩვენს არაბ მეზობლებთან. ჩემი აზრით, ეს დღე უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“. - ამბობს ფაჰლავი ისრაელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტის დროს ფეჰლავი მონაწილეობას მიიღებს ჰოლოკოსტთან დაკავშირებულ ცერემონიაში. დაგეგმილ ვიზიტზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერსაც დაუსვეს შეკითხვა. „არც ის ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ (რეზა ფეჰლავი) და არც ამ მოგზაურობის მიზანი, არც ადგილი, სადაც მას სურს გამგზავრება, არ არის განხილვის ღირსი“, - განაცხადა ნასერ ქანაანმა.  

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი აზერბაიჯანშია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი 3-დღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. მინისტრს თან ახლავს 20 ისრაელური კომპანიისგან შემდგარი ბიზნეს დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ელი კოენი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯან-ისრაელის მთავრობათაშორისი კომისიის მოახლოებულ სხდომაში, რომელიც 19 აპრილს ბაქოში გაიმართება, ასევე რამდენიმე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან. კოენი 19 აპრილს დილით ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში ის თავის კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართავს მოლაპარაკებებს.  

ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ისრაელს ეწვევა

1-3 მაისს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის  შესახებ. ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.  

უკრაინას ისრაელიდან 130 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდა

უკრაინა-ისრაელის ასოციაციამ NEXUS-მა, რომელიც ისრაელშია დაფუძნებული, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინას 130 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილემ, ოლენა კონდრატიუკმა Facebook-ზე დაწერა. ამ დახმარებას შორის არის 10 ტონაზე მეტი აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამაშველო სამსახურისთვის, ასევე, ორი სასწრაფო დახმარების მანქანა. ინფორმაციისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ისრაელს ეწვევა როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას. „ხელმოწერის ცერემონიამდე, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს მოიცავს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ისრაელელ კოლეგას ელი ქოენს და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ, პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა - BBC

BBC-ის თანახმად, ისრაელის ციხეში 86-დღიანი შიმშილობის შემდეგ პალესტინური დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის ფიგურა, ხადერ ადნანი გარდაიცვალა. ისრაელში განაცხადეს, რომ ადნანი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ციხის სამსახურის განმარტებით, ხადერ ადნანი, ბოლო პერიოდში, სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობაზე უარს აცხადებდა. ხადერ ადნანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ღაზის სექტორიდან სულ მცირე სამი რაკეტა გაუშვეს. ხადერ ადნანი, რომელსაც ტერორიზმის ხელშეწყობასა და ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ადანაშაულებდნენ, ე.წ ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ადმინისტრაციული პატიმრობის პირობებში, ისრაელს ეჭვმიტანილების დაკავება განუსაზღვრელი ვადით, ბრალის გარეშე, განახლებადი ექვსთვიანი ვადით შეუძლია. ეს არის სადავო ზომა, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებენ.  

ილია დარჩიაშვილმა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრა გამართა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის პრეზიდენტთან იცხაკ ჰერცოგთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები.  შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. იცხაკ ჰერცოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.  

საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის მინისტრს, ჰაიმ კაცს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.  

მედია: ისრაელი კიევში მოწინავე სარაკეტო განგაშის სისტემას გამოცდის

ისრაელი მაისში, კიევში უფრო მოწინავე სარაკეტო განგაშის სისტემის გამოცდას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია ისრაელის მედია გამოცემა Walla-ზე დაყრდნობით იტყობინება. უკრაინისა და ისრაელის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირების თქმით, რომლებსაც Walla ციტირებს, სისტემა სპეციალურად უკრაინისთვის შეიქმნა. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი დაჰპირდა უკრაინას სარაკეტო და უპილოტო გამაფრთხილებელი სისტემის მიწოდებას.  

უკრაინამ ისრაელის კომპანიის მიერ წარმოებული სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემის მიღება დაიწყო

უკრაინამ ისრაელის კომპანია RADA Electronic Industries-ის მიერ წარმოებული სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემის მიღება დაიწყო. მას რუსული სარაკეტო თავდასხმების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად გამოიყენებენ. ისრაელის 16-დან პირველი 3 ტაქტიკური რადარი RADA ieMHR უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამსახურშია. მედია: ისრაელი კიევში მოწინავე სარაკეტო განგაშის სისტემას გამოცდის 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი დაჰპირდა უკრაინას სარაკეტო და უპილოტო გამაფრთხილებელი სისტემის მიწოდებას.  

რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღდმეგ - ბლინკენი კოენს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენთან. ოფიციალურმა პირებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. „მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორმხრივი შეშფოთების გლობალური საკითხები, მათ შორის ბოლოდროინდელი მოვლენები სუდანში, რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და მოუწოდა ისრაელის მხარეს და პალესტინის ხელისუფლებას, გადადგან მეტი ნაბიჯები რეგიონის სტაბილიზაციისთვის. გასულ კვირას, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის ხელმძღვანელობით ისრაელს ეწვია. ამ ვიზიტის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, დაისვა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი.  

ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვევა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდაცვით უწყებებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ეფექტიანობა. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების როლზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელში, რაც არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო ნაყოფიერს და ინტენსიურს გახდის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება. „შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით არსებული კავშირების გაფართოების პერსპექტივები დასახეს“, - ნათქამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი საქართველოს სტუმრობდა

ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის, იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს, დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდნენ. შსს-ში აცხადებენ, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაფართოება და გამყარება. ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელის სახელმწიფოში და მადლიერება გამოხატა ისრაელის მხარის მიმართ ქართველი პოლიციის ატაშეს მიღებაზე გამოხატული მზაობისთვის. შეხვედრის ფარგლებში იაკოვ შაბთაიმ აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე მზადაა, საქართველოსთან განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია და ადგილზე გაეცნო მათი მუშაობის სპეციფიკას.  

უკრაინას მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ - ისრაელი

ისრაელი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება, ამის შესახებ მან The Jerusalem Post-თან ინტერვიუში განაცხადა. „ისრაელის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო ინსტიტუტებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის პოზიციას მშვიდობიან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ელი კოენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ისრაელის ელჩი: ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი უნიკალურია, ორივეს გვესმის, რაოდენ ძვირფასია დამოუკიდებლობა

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჩემთვის დიდი პატივია ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო. დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ. თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული. ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია, და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის, თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით - საგარეო უწყება

კახოვკის კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხდებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს საერთაშორისო საზოგადოებამ. აღსანიშნავია, რომ განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის. „ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია ამ საშინელი განადგურების გამო. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთი მიზანმიმართული მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა ამ რთულ დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება  

რუსეთის კურსკის ოლქში დრონით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა - მედია

16 ივნისის ღამეს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, ხანძრის მიზეზი საკომუნიკაციო კოშკზე თვითმფრინავის თავდასხმა გახდა. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ფართობი დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი იყო. ხანძრის ლიკვიდაციაში 40-ზე მეტი ადამიანი და 10 ტექნიკა იყო ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ინტერნეტ მაღაზია „ბელ-პოლის“ საწარმოს საწყობში გაჩნდა. რუსული ტელეგრამ არხის Baza-ს ცნობით, ღამით თვითმფრინავი თავს დაესხა საკომუნიკაციო ანძას კურსკის რაიონის სოფელ კრასნიკოვოში, რის შემდეგაც ის საწარმოს ადმინისტრაციულ შენობას შეეჯახა. შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს კურსკის ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ კურსკის საცხოვრებელ კორპუსთან თვითმფრინავმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო. მისივე თქმით, აფეთქების შედეგად, შენობაში მინები ჩაიმსხვრა.  

ისტორიაში პირველად, ისრაელი Merkava-ს ტიპის ტანკებს ევროპის ქვეყანას მიჰყიდის - მედია

ისრაელი მეორადი ტანკების მიყიდვაზე ორ ქვეყანასთან, მათ შორის ევროპაში, მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჯავშანტექნიკის პირველი ასეთი ექსპორტი იქნება, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისრაელის მედიის ცნობით. ოფიციალური პირის თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობდა მარაგის სწრაფად შევსებას მას შემდეგ, რაც უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა, რაც დაეხმარა მას რუსეთის ძალების უკუგდებაში. „არსებობს ორი პოტენციური ქვეყანა, რომლებთანაც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს [Merkava-ს ტიპის ტანკების გაყიდვაზე]. მე ვერ დავასახელებ ქვეყანას, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ერთი მათგანი ევროპის კონტინენტზეა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თავდაცვის თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იაირ კულასმა. სავარაუდოდ, პოტენციური გაყიდვები მოიცავს უფრო ძველ Merkava Mark 2-ს და Merkava Mark 3-ის ზოგიერთ ტანკს, რომლებიც 1990-იან წლებში იყო ექსპლუატაციაში. კულასმა თქვა, რომ სხვა ჭარბი სისტემები, მათ შორის სამხედრო კატარღები და ჯავშანტექნიკაც, გაიყიდება, რადგან IDF-მ შეიძინა უფრო მოწინავე სისტემები. 2021 წელს ისრაელმა შეერთებულ შტატებსა და კანადას 29 ძველი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მიჰყიდა, რათა ისინი წვრთნებისთვის გამოეყენებინათ. ისრაელი ჯერჯერობით თავს არიდებს კიევისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევას მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. „ევროპის ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას და ამარაგებენ მას სისტემებით. ამ ქვეყნებში მარაგები იცლება, ისინი აახლებენ მათ უფრო თანამედროვე და უახლესი სისტემების შეძენით და აი, აქ ხდება თვალსაჩინო ისრაელის ინდუსტრიები“, - განუცხადა კულასმა მედიას. საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ თეორიულად, როგორც კი ტანკები ევროპას მიაღწევენ, ისინი შეიძლება, უკრაინაში გადაიტანონ ისრაელის ნეიტრალიტეტის დარღვევის გარეშე.    

ისრაელი ევროპასა და აზიას შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის შექმნას გეგმავს

ისრაელი 254-კილომეტრიან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების აგებას გეგმავს ხმელთაშუა ზღვასა და წითელ ზღვას შორის, რაც თავის მხრივ, უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს ევროპასა და ყურის ქვეყნებსა და აზიას შორის, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ. Reuters-ის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული ჯგუფი - EAPC კაბელს ნავთობსადენის მარშრუტის გასწვრივ ააშენებს, რომელიც ისრაელის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტ აშკელონიდან ეილატამდე (ქალაქი სამხრეთ ისრაელში, წითელი ზღვის ნაპირზე), წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში გადის. EAPC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იციკ ლევიმ ხაზი გაუსვა, რომ პროექტის განხორციელებისას, ისრაელი პოზიციონირებს, როგორც საკომუნიკაციო სახმელეთო ხიდი, რომელიც აკავშირებს ყურის ქვეყნებსა და აზიას ევროპასთან. ვარაუდობენ, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები შეუერთდება ისრაელს გლობალური კომუნიკაციების პროექტში.  

ნეთანიაჰუმ განმარტა, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განმარტავს, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე. ისრაელის მედიასთან - „იერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუში  ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და დასავლეთის ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. ნეთანიაჰუმ ისრაელის ხელმძღვანელობის მიდგომას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, დაბალანსებული და სწორი უწოდა.  ისრაელის პრემიერის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა უმრავლესობა მასთან საუბარში მის არგუმენტებს იზიარებდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო, „გლოვობს ადამიანების დაღუპვას“ და სურს, რომ ომი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს. ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უკრაინას სამოქალაქო თავდაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს რუსეთთან მჭიდრო სამხედრო საზღვარი აქვს და ისრაელის საჰაერო ძალები სირიის თავზე რუს მფრინავებთან ახლოს დაფრინავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი უწოდა ისრაელის მიერ თავისუფლად მოქმედების შენარჩუნებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, მოიპოვოს სამხედრო შესაძლებლობები ისრაელის ჩრდილოეთში.   „ჩვენ ვშიშობთ, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ უკრაინას, შესაძლოა მოხვდეს ირანის ხელში და გამოყენებული იყოს ჩვენ წინააღმდეგ... ასე მოხდა, ფაქტობრივად, დასავლეთის ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ საზღვრებთან ვპოულობთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სამხედრო იარაღის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს რუსეთთან ურთიერთობებზე და რომ მოსკოვი შეზღუდავს ისრაელის მოქმედების თავისუფლებას სირიაში ირანის პოზიციებზე თავდასხმისთვის.  

ისრაელი მოუწოდებს მარია ზახაროვას, „აღარ წაუკითხოს „ლექცია“ ჰოლოკოსტზე

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, მარია ზახაროვას, რომელმაც ისრაელის ელჩი „უკრაინული ფაშიზმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. საგარეო უწყების სპიკერის თანახმად, ისრაელის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და არასოდეს არ დაუჭერს მხარს დამნაშავეების, ჰიტლერის რეჟიმთან მოთანამშრომლეებისა და ებრაელების ხოცვაში მონაწილეთა გამართლებას. მაგრამ არავის აქვს უფლება, რომ ისრაელსა და მის ოფიციალურ პირებს ისტორიის დსამახინჯებით ასწავლოს, თუ როგორ შეინახონ ხსოვნა ჰოლოკოსტზე ან ომზე. „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა წაუკითხოს ისრაელს, მის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის დიპლომატებს ლექცია იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცავდეთ ჰოლოკოსტის ხსოვნას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლიორ ჰაიატის ოფიციალური Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე მარია ზახაროვამ „მკრეხელური“ უწოდა უკრაინაში ისრაელის ელჩის, მიხაელ ბროდსკის მიერ პორტალ Iton TV-ისთან ინტერვიუში ნათქვამს, რომ სტეპან ბენდერას, რომან შუხევიჩისა და ანდრეი მელნიკის მიმართ ებრაელებისა და უკრაინელების განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, „უკრაინელებისათვის ისინი არიან გმირები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ“. მარია ზახაროვამ თავისი ტელეგრამ არხი გამოიყენა ისრაელის ელჩისთვის იმის შესახსენებლად, რომ „უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ანტისემიტური პოლიტიკის კვალდაკვალ, ასე მსჯელობდნენ 1930-იან წლებში ისინი, ვინც ჰიტლერს უწევდა სპონსორობას“. „თუ მიხაილ ბროდსკის აზრით, კიევს უფლება აქვს ასეთ გმირებსა და იდენტობაზე, მაშინ ეს უკვე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრობლემაა“, - წერს ზახაროვა.  

კიევში ისრაელის ელჩის კომენტარმა რუსეთის „უკმაყოფილება“ გამოიწვია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ისრაელის საქმეთა დროებითი რწმუნებული რონენ კრაუსი დაიბარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიზეზად კიევში ისრაელის ელჩის, მიხაილ ბროდსკის განცხადებები დაასახელა. მანამდე მარია ზახაროვამ „მკრეხელური“ უწოდა უკრაინაში ისრაელის ელჩის, მიხაელ ბროდსკის მიერ პორტალ Iton TV-ისთან ინტერვიუში ნათქვამს, რომ სტეპან ბენდერას, რომან შუხევიჩისა და ანდრეი მელნიკის მიმართ ებრაელებისა და უკრაინელების განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, „უკრაინელებისათვის ისინი არიან გმირები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ“. მარია ზახაროვამ თავისი ტელეგრამ არხი გამოიყენა ისრაელის ელჩისთვის იმის შესახსენებლად, რომ „უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ანტისემიტური პოლიტიკის კვალდაკვალ, ასე მსჯელობდნენ 1930-იან წლებში ისინი, ვინც ჰიტლერს უწევდა სპონსორობას“. „თუ მიხაილ ბროდსკის აზრით, კიევს უფლება აქვს ასეთ გმირებსა და იდენტობაზე, მაშინ ეს უკვე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრობლემაა“, - წერდა ზახაროვა. მის კომეტარს ისრაელის პასუხი მოჰყვა. კერძოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. საგარეო უწყების სპიკერის თანახმად, ისრაელის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და არასოდეს არ დაუჭერს მხარს დამნაშავეების, ჰიტლერის რეჟიმთან მოთანამშრომლეებისა და ებრაელების ხოცვაში მონაწილეთა გამართლებას. მაგრამ არავის აქვს უფლება, რომ ისრაელსა და მის ოფიციალურ პირებს ისტორიის დსამახინჯებით ასწავლოს, თუ როგორ შეინახონ ხსოვნა ჰოლოკოსტზე ან ომზე. „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა წაუკითხოს ისრაელს, მის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის დიპლომატებს ლექცია იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცავდეთ ჰოლოკოსტის ხსოვნას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლიორ ჰაიატის ოფიციალური Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში.

დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტის მინისტრს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ესაუბრა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს მირი რეგევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა არსებული და ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული მიზნით, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობა ანიჭებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო. მისივე თანახმად, მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ისრაელის საზღვაო სასწავლებლებს შორის. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2023 წლის იანვარ-მაისის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი - პრემიერი შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა 2024 წელსაა დაგეგმილი. შეხვედრის დასასრულს, ლევან დავითაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი. ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ  გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.  

ისრაელი F-35 ტიპის 25 თვითმფრინავს 3 მილიარდ დოლარად შეიძენს

ისრაელმა F-35-ის მესამე ესკადრილიის შეძენა დაამტკიცა. 3 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ 2 ივლისს განაცხადა.  იტყობინება Bloomberg-ი. Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული დამატებითი 25 თვითმფრინავი, ისრაელის საჰაერო ძალებში F-35-ების რაოდენობას 75-მდე გაზრდის. შეთანხმება დაფინანსდება თავდაცვის დახმარების პაკეტით, რომელსაც ისრაელი შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა შეერთებულ შტატებს მიღმა, რომელმაც F-35 შეიძინა. 2018 წლის მაისში მისმა საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ისრაელი იყო პირველი, ვინც თვითმფრინავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენა.  

პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრთან  შეხვედრისას ქვეყნებს შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახად, მირი რეგევმა, რომელიც საქართველოს, პრეზიდენტის მოწვევით, თბილისის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა. „საუბარი შეეხო როგორც ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების, ასევე, ისრაელის საზღვაო პორტებს და საზღვაო სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, ხაზი გაესვა პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას. ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს, წლის ბოლოს ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტის მიწვევა გადასცა“, - წერია ინფორმაციაში. დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტის მინისტრს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ესაუბრა  

ისრაელის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტით ჩავა და კონგრესს სიტყვით მიმართავს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ჰერცოგის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრეზიდენტი ვიზიტის დროს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს და შეხვედრებს. აშშ-ის მაღალჩინოსნებთან გამართავს. ჰერცოგი თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. „ვიზიტი მიზნად ისახავს „აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობებისა და პარტნიორობის განმტკიცებას და ორ ქვეყანას შორის ღრმა კავშირების ასახვას,“ - ნათქვამია განცხადებაში. Anadolu წერს, რომ ჰერცოგის ვიზიტი აშშ-ს ადმინისტრაციასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას შორის დაძაბულობის ფონზე იმართება. მას შემდეგ, რაც ის ისრაელში ხელისუფლებაში მოვიდა გასული წლის ბოლოს, ნეთანიაჰუ ბაიდენმა თეთრ სახლში არ მიიწვია.  

ისრაელმა აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორიაზე

ისრაელმა აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორიაზე და იქ საკონსულოს გახსნას განიხილავს, ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მაროკო დასავლეთ საჰარას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მაგრამ ალჟირის მიერ მხარდაჭერილ პოლისარიოს ფრონტს იქ დამოუკიდებელი სახელმწიფო სურს. 2020 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ ტერიტორიაზე მაროკოს პრეტენზია მაროკოს მიერ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ აღიარა. „ისრაელის პოზიცია „გაეროს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება," - ნათქვამია მაროკოს სამეფო სახლის განცხადებაში. მაროკო ელის, რომ გადაწყვეტილება ამ ტერიტორიაზე ისრაელის ინვესტიციებს წაახალისებს. ისრაელის სამხედროებმა მაროკოს თავდაცვის ატაშედ პოლკოვნიკი დანიშნეს. ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, მაროკომ და ისრაელმა თანამშრომლობის შეთანხმებებს, მათ შორის თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი.  

რაზე გაამახვილა ყურადღება ისრაელის პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას

ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისწრაფვის საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, პროცესი, რომლისკენაც მას აშშ უბიძგებს. „ისრაელი მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს ისრაელსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის, რეგიონში და მუსლიმურ სამყაროში წამყვან ერს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების ძალისხმევისთვის“, - განაცხადა ისააკ ჰერცოგმა ამერიკელ კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ ვლოცულობთ ამ მომენტისთვის,” - აღნიშნა ჰერცოგმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას. ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ამერიკას „ჩვენი უდიდესი პარტნიორი და მეგობარი“ უწოდა. ისრაელის ჰერცოგი ამბობს, რომ ისრაელის მიმართ კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს ანტისემიტიზმში. „არ მავიწყდება მეგობრების კრიტიკა, მათ შორის ამ პალატის პატივცემული წევრების მიერ გამოთქმული კრიტიკა. მე პატივს ვცემ კრიტიკას, განსაკუთრებით მეგობრების მხრიდან, თუმცა ყოველთვის არ არის საჭირო მისი მიღება. მაგრამ ისრაელის კრიტიკამ არ უნდა გადალახოს საზღვარი ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლების უარყოფით. ებრაელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ არის ლეგიტიმური დიპლომატია, ეს არის ანტისემიტიზმი,“ - ჰერცოგის ამ გამონათქვამმა ოვაციები გამოიწვია. ჰერცოგი კონგრესში მას შემდეგ გამოვიდა, რაც თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ნეთანიაჰუს მემარჯვენე მთავრობასთან დაძაბულობის მიუხედავად, ორმა ლიდერმა ხამათი ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებს გაუსვა ხაზი.  

მედია: ისრაელმა რუსეთს დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა

ისრაელის სპეცსამსახურებმა მოთხოვნით მიმართეს რუსეთის სპეცსამსახურებს, შეწყვიტონ ისრაელის საზოგადოებაში დეზინფორმაციის კამპანია. ამის შესახებ გამოცემა Ynet-ი იტყობინება. მისივე თანახმად, ისრაელის სეგმენტში პრორუსული პროპაგანდის შემცველი ბევრი ცნობა გაჩნდა ივრითზე. მსგავსი პუბლიკაციები, ჩვეულებრივ, უკრაინისადმი მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოწოდებებს შეიცავენ. ასევე ჩნდება პროვოკაციული ცნობებიც, რომლებიც ისრაელის შიდა უთანხმოებებს ეხება პოლიტიკური კრიზისისა და მოსალოდნელი სასამართლო რეფორმის ფონზე. ცნობები ისრაელის მოქალაქეთა დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი აქციების ფონზე გაჩნდა. ხელისუფლება ქვეყნის სასამართლო სისტემის რეორგანიზაციას ცდილობს. ბენიამინ ნეთანიაჰუ არსებულ ვითარებას ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს, რადგან სასამართლოს შეუძლია, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ქმედებების შეზღუდვა. რეფორმის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს რეფორმა მთლიანად გაუხსნის ხელებს ნეთანიაჰუს მთავრობას, რომელიც თავად არის დადანაშაულებული კორუფციაში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. ცნბოისთვის, პირველად რუსეთის დაზვერვას გასული წლის ნოემბერში, ისრაელში ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდნენ. მაშინ სოციალური ქსელების ისრაელურ სეგმენტში ე.წ. ინტერნეტ ტროლების აქტივობაც შეიმჩნეოდა.  

ისრაელის პრემიერი კლინიკაში გადაიყვანეს

შაბათს ღამით ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კლინიაში გადაიყვანეს. BBC-ის ცნობით, მას კარდიოსტიმულატორის იმპლამანტციისთვის მიზნით, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო ცენტრის Sheba-ს ექიმების თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.  ნეთანიაჰუს ჰოსპიტალიზაცია ხდება იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში სასამართლო სისტემის სადავო რეფორმას უნდა უყარონ კენჭი. რეფორმის წინააღმდეგ პროტესტებმა მთელი ისრაელი მოივცა. ოპერაციის წინ ვიდეომიმართვისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავს „შესანიშნავად“ გრძნობდა, მაგრამ თავისი ექიმების რჩევებს ისმენდა. გასულ კვირას ის სავარაუდოდ, დეჰიტრაციის დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, პრემიერს კვირას გაწერენ, თუმცა კვიპროსსა და თურქეთში დაგეგმილი ვიზიტების დრო შეიცვალა.  

ისრაელის პარლამენტმა მასობრივი პროტესტის გამომწვევ პირველ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ისრაელის დეპუტატებმა უკიდურესად საკამათო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. კანონი უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას ართმევს, გააუქმოს მთავრობის ქმედებები, რომლებსაც ის არაგონივრულად მიიჩნევს. BBC-ის თანახმად, ეს კანონპროექტი პირველია სადავო რეფორმების იმ სერიაში, რომელიც სასამართლოების ძალაუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული. დაგეგმილმა რეფორმებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ხსენებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნიან ისრაელს, როგორც დემოკრატიას. მთავრობა ამტკიცებს, რომ ზომები აუცილებელია ძალაუფლების დისბალანსის გამოსასწორებლად, რომლის დროსაც სასამართლოები უფრო ხშირად ერევიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. კენჭისყრას ქნესეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ კანონის მისაღებად, მმართველი კოალიციის 64 წევრის ხმა საკმარისი იყო. ოპოზიციის ლიდერმამ, ყოფილმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ქნესეთში (პარლამენტში) გამოსვლისას ამ ნაბიჯს „ექსტრემალური უმცირესობის მიერ ისრაელის უმრავლესობის ხელში ჩაგდება“ უწოდა. მისგან განსხვავებით, ისრაელის იუსტიციის მინისტრს მიაჩია, პირველი ნაბიჯი გადაიდგა ისტორიულ პროცესში სასამართლო სისტემის გამოსწორების მიზნით.“ ამ პროცესების პარალელურად, ორშაბათს დილით მომიტინგეებს, რომლებიც ქნესეთთან მდებარე ტერიტორია დაბლოკეს, წყლის ჭავლი დაუმიზნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი მომიტინგე დაშავდა, ექვსი კი, დააკავეს. სხვა მომიტინგეებმა ალყა შემოარტყეს პოლიციის ფურგონს და ყვიროდნენ - „სირცხვილი“ ოფიცრებს. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა BBC-ს განუცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა „დიქტატურას.“ პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პარლამენტში კენჭისყრაზე გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც კვირას საავადმყოფოდან გაწერეს. მას შაბათს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.  

ისტორიაში პირველად, ისრაელი „David's Sling-ის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას უცხო ქვეყანას მიჰყიდის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ნება დართო, საჰაერო თავდაცვის სისტემა (David's Sling) „დავითის შურდული" ფინეთს მიჰყიდოს. გარიგებას აშშ-ის თანხმობა სჭირდებოდა, რადგან ეს თავდაცვის სისტემა ისრაელთან ერთად შეიმუშავა. შეთანხმების ღირებულება დაახლოებით 316 მილიონი ევროა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას სხვა ქვეყანას მიჰყიდის. ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შემდეგ განაცხადა, რომ ხსენებული სისტემის შეძენა სურდა. David's Sling-ი - მანამდე ცნობილი როგორც ჯადოსნური ჯოხი, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო სისტემაა, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორის - Rafael Advanced Defense Systems-ისა და ამერიკის მიერ. ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ისრაელიდან David's Sling-ის შეძენა 4 ივლისს დაამტკიცა, რაც მას შორ მანძილზე მოქმედი ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველ უცხოელ მომხმარებლად აქცევს.  

ისრაელი უკრაინას მედიკამენტებს გაუგზავნის

უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ისრაელი უკრაინული მხარის მოთხოვნით, კიევს რამდენიმე ტონა მედიკამენტს გაუგზავნის. „დღეს შედგა საუბარი ისრაელისა და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრებს. უახლოეს დღეებში, უკრაინული მხარის მოთხოვნით, ისრაელი უკრაინას რამდენიმე ტონა მედიკამენტს გაუგზავნის," - წერს ბროდსკი ტელეგრამ არხზე. ნეთანიაჰუმ განმარტა, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე  

ისრაელმა უკრაინას რამდენიმე ტონა მედიკამენტი გადასცა

ისრაელმა უკრაინას რამდენიმე ტონა მედიკამენტი გაუგზავნა. გადაცემული დახმარების სხვა დეტალები უცნობია. „ისრაელმა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე ტონა მედიკამენტი მიაწოდა. ღონისძიება დღეს კიევში, უკრაინაში ისრაელის ელჩის მოადგილის, ლირონ ფინკელშტეინის და უკრაინელი ოფიციალური პირების მონაწილეობით გაიმართა,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა უკრაინაში, მაიკლ ბროდსკიმ. ნეთანიაჰუმ განმარტა, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე  

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.  

ისრაელი გერმანიას Arrow 3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემას მიჰყიდის

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ხუთშაბათს დაამტკიცა ისრაელის მოთხოვნა ერთობლივად განვითარებული Arrow 3-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გერმანიაში ექსპორტის შესახებ, რაც ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი შეთანხმება იქნება თავდაცვის სფეროში. შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აცნობა თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს, რომ აშშ-ის მთავრობამ სისტემის გაყიდვა დაამტკიცა. Arrow 3 ამჟამად არის ისრაელის ყველაზე მოწინავე შორი დისტანციური სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც გამიზნულია ბალისტიკური რაკეტების შესაჩერებლად.  მიმდინარეობს მუშაობა კიდევ უფრო მოწინავე სისტემის, Arrow 4-ის შემუშავებაზე. სამინისტროს ცნობით, 3,5 მილიარდი დოლარის სრულ კონტრაქტს ხელი მოეწერება 2023 წლის ბოლოსთვის, როგორც კი ორივე პარლამენტის საბოლოო თანხმობა იქნება მიღებული. ბერლინი Arrow 3-ის ტიპის სისტემის მიწოდებას 2025 წლის ბოლო კვარტალში ელოდება.  

ღარიბაშვილი ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე: მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს. „მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

მედია: ისრაელი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

ისრაელი და აშშ უახლოეს თვეებში მასშტაბური სამხედრო წვრთნებს გამართვენ. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს. ისრაელი და აშშ უახლოეს თვეებში ერთობლივი სამხედრო წვრთნებს გამართავენ მისივე ცნობით. ერთ-ერთი წვრთნების სცენარი ითვალისწინებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის იმიტაციას. ასევე, ისრაელისა და აშშ-ის სამხედროები შეიმუშავებენ საომარი მოქმედებების ჩატარებას ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე. ამასთან, მოსალოდნელია, რომ მანევრებში მონაწილეობის მისაღებად, აშშ ისრაელში განათავსებს Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას და სხვა ტიპის იარაღს.  

ისრაელის პარლამენტის სპიკერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის (პარლამენტის) სპიკერი ამირ ოჰანა ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე დახვდა. 4 სექტემბერს, ქნესეთის სპიკერი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებთან გამართავს შეხვედრებს. საკანონმდებლო ორგანოში ამირ ოჰანას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს. 5 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართველი კანონმდებლები ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს და მის თანმხლებ დელეგაციას მიესალმებიან.ვიზიტის ფარგლებში, ამირ ოჰანა გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, დაათვალიერებს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს და დაესწრება ქართველი წმინდანის, სერგო მეტრეველის და მისი ოჯახის წევრების პატივსაცემად გამართულ ცერემონიას.  

ისრაელი F-35-ის ტიპის 25 თვითმფრინავის შესყიდვას იწყებს

ისრაელმა აშშ-ის წარმოების F-35-ის ტიპის სტელსის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვის პროცედურები ოფიციალურად დაიწყო. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკის მთავრობისგან შეისყიდის 25 თვითმფრინავს, რომლებიც Lockheed Martin-ის მიერ არის წარმოებული. „ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, ისრაელის F-35-ების ფლოტი „75-მდე გაიზრდება,“ აცხადებენ სამინისტროში. გარიგების ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შესყიდვა ამერიკული ფონდებიდან დაფინანსდება. ისრაელი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2016 წელს F-35-ის თვითმფრინავი შეიძინა. ისრაელი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ექსპლუატაციაში ჰყავს ეს თვითმფრინავები.  

რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ისრაელის ქნესეთის სპიკერი თბილისში გამართულ შეხვედრებზე

ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდოამარეს შეხვდა. ამირ ოჰანა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს.ვიზიტის ფარგლებში, ამირ ოჰანა გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, დაათვალიერებს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს და დაესწრება ქართველი წმინდანის, სერგო მეტრეველის და მისი ოჯახის წევრების პატივსაცემად გამართულ ცერემონიას. როგორც ისრაელის ქნესეთის სპიკერმა, ამირ ოჰანამ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, გრძელდება თანამშრომლობა ორი ქვეყნის მომავლისთვის. მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური ურთიერთობები ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის გივი მიქანაძისა და დავიდ ბითანის ხელმძღვანელობით, - „ეს ურთიერთობა, კომიტეტების ეს საქმიანობა, მეგობრობის ჯგუფები და კონტაქტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი იარაღი ურთიერთობების გამყარებისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის და სხვა სიმაღლეზე აჰყავს, ჩვენი კავშირი“, - განაცხადა ამირ ოჰანამ. მან ასევე ხაზი გაუსვა ისრაელის თანმიმდევრულ პოლიტიკას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის თვალსაზრისით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს მომავალში ეწვევა ისრაელს. „დღეს ვმასპინძლობთ ჩემს კოლეგა ამირ ოჰანას, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარეს. ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის,“ - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას. ისრაელის პარლამენტის სპიკერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. „ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა. მადლიერები ვართ ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას. განსაკურებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. „ისრაელთან მეგობრობის ჯგუფმა დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს მხარესთან. მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. ისრაელსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, ასევე, თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. თავის მხრივ, საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებისა და საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობაზე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ფორმირების საქმეში,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ისრაელის ქნესეთის სპიკერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელის სახელმწიფოსთან მეგობრული და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას. „განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ორივე ქვეყანას. შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჰადას მიეცადი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში - ლაშა ჟვანია,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ისრაელის დაზვერვა ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების გეგმის ჩაშლას აანონსებს

ირანი აპირებს, რუსეთს გადასცეს მცირე და შორი დისტანციის რაკეტები, რომლებსაც თეირანი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ყიდის. ამის შესახებ ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, დევიდ ბარნეამ განაცხადა, ოფიციალური პირის თქმით, მიმდინარე ომის ფონზე ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების ასეთი გადაცემის წინა მცდელობები ჩაიშალა. „მე მაქვს განცდა, რომ მალე მეტი გარიგება ჩაიშლება. ბარნეას დეტალები არ დაუკონკრეტებია. „ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსები ირანელებს სანაცვლოდ გადასცემენ იმას, რაც მათ აკლიათ, მოწინავე იარაღს, რომელიც, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მშვიდობას და შესაძლოა აქ არსებობასაც კი,“ - განაცხადა ბარნეამ. ირანის ბირთვულ პროგრამაზე და მსოფლიო ძალებთან პოტენციურ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას, ბარნეამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მაღალ მზადყოფნაში იყვნენ. ისრაელის დაზვერვა: ირანი რუსეთისთვის მოწინავე იარაღის მიწოდებას გაზრდის „ირანის ცნობილი ამბიციები და მისი განხორციელების წარსული მცდელობები მოითხოვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება იყოს მაღალ მზადყოფნაში და აჩვენოს მტკიცე გადაწყვეტილება ამ ამბიციების ჩასაშლელად,“ - განაცხადა ბარნეამ. ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ირანის მიერ რუსებისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ ამჟამად დაუდასტურებელია. კიევი და დასავლეთი ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში დიდი ხანია, ადანაშაულებენ. Washington Post-ის ცნობით, მოსკოვი ირანული დრონების საკუთარი ვერსიის შექმნაზე მუშაობს ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრეზიდენტმა „რუსეთ-ირანის მზარდ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს

ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმება“ გააფორმა

ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმებას“ მოაწერა ხელი. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გარიგება გრძელვადიანია, რითაც ისრაელს თავისი წყაროების დივერსიფიკაცია სურს. უკრაინის ომმა და კიდევ უფრო ადრე, COVID-19-ის ეკონომიკურმა შედეგებმა, ისრაელს საქონლის იმპორტი გაურთულა, რამაც საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ხორბლის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ისრაელისგან მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მიიღებენ. „სასურსათო უსაფრთხოების ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებისკენ, რომელთა უმეტესობა არ იწარმოება ისრაელში,“ - განაცხადა ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავი დიხტერმა. მინისტრის განმარტებით, „გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ბევრი ქვეყანა ისრაელთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული.“„ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის შექმნას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეების სურსათის უსაფრთხოებას. ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის დამყარებას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეებისთვის სასურსათპ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა დიხტერმა. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით ორ მილიარდ ადამიანს ემუქრება შიმშილის საფრთხე. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, გამოწვეული იქნება კლიმატის ცვლილებებით და ხორბლის წარმოების შემცირებით, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება.  

აშშ-მ ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ის დაუშვებს ისრაელს შეერთებული შტატების ვიზაზე უარის თქმის პროგრამაში (VWP), რაც ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ში 30 ნოემბრიდან უვიზოდ შესვლის საშუალებას აძლევს, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა. შიდა უსაფრთხოების მდივანმა, ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კიდევ უფრო აძლიერებს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და ადამიანებს შორის კავშირებს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის.  

ისააკ ჰერცოგი: ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს

„ჩვენს ახლო პარტნიორ ისრაელთან მუშაობა უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და ინოვაციური სამხედრო შესაძლებლობების მოსაძიებლად, ორივეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა ისრაელში ვიზიტისას გააკეთა. „NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ. ჩვენ ვხედავთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ აღვნიშნავთ ახალ საწყისს ჩვენს პარტნიორობაში ჩვენი განახლებული და გაძლიერებული პარტნიორობისკენ,“ - აღნიშნა ბაუერმა. NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ. „NATO და ისრაელი თითქმის 30 წელია ერთად მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება და ტექნოლოგია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო მზადყოფნა, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძილა და ასევე, მშვიდობა და უსაფრთხოება. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა გაიზარდა. ამ კუთხით, ისრაელისთვის ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის ახალი პროგრამა იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ისრაელის სტრატეგია ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის, რაც განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში,“ - წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 28 სექტემბერს, ადმირალი ბაუერი ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მიიღო. მანამდე ბაუერს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ჰერცი ჰალევი, ჰაკირიას ბაზაზე მიესალმა. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბი მდებარეობს.  ბაუერმა ისრაელში ვიზიტის დროს ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისრაელის მოწინავე შესაძლებლობები NATO-სთვის და რომ პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თავსებადობაზე მუშაობის კომბინაცია ურთიერთობაში გადამწყვეტი კომპონენტია. თვის მხრივ, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ასევე განაცხადა, რომ ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს.  

ბაუერი: NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ, ავტორიტარული რეჟიმები საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას

28 სექტემბერს, ადმირალი რობ ბაუერი ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მიიღო. მანამდე ბაუერს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, ჰერცი ჰალევი, ჰაკირიას ბაზაზე მიესალმა. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბი მდებარეობს.  „ჩვენს ახლო პარტნიორ ისრაელთან მუშაობა უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და ინოვაციური სამხედრო შესაძლებლობების მოსაძიებლად, ორივეს გვეხმარება, შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელში ვიზიტისას გააკეთა. „NATO-ს მოკავშირეები ისრაელის ბევრ შეშფოთებას იზიარებენ. ჩვენ ვხედავთ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, როგორც ევროპაში, ასევე, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ აღვნიშნავთ ახალ საწყისს ჩვენს პარტნიორობაში ჩვენი განახლებული და გაძლიერებული პარტნიორობისკენ,“ - აღნიშნა ბაუერმა. NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ. „NATO და ისრაელი თითქმის 30 წელია ერთად მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება და ტექნოლოგია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო მზადყოფნა, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძილა და ასევე, მშვიდობა და უსაფრთხოება. ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა გაიზარდა. ამ კუთხით, ისრაელისთვის ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის ახალი პროგრამა იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ისრაელის სტრატეგია ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის, რაც განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში,“ - წერია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბაუერმა ისრაელში ვიზიტის დროს ასევე აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისრაელის მოწინავე შესაძლებლობები NATO-სთვის და რომ პოლიტიკური დიალოგისა და სამხედრო თავსებადობაზე მუშაობის კომბინაცია ურთიერთობაში გადამწყვეტი კომპონენტია. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ჰერცოგმა ასევე განაცხადა, რომ ახლა იდეალური დროა ისრაელისთვის, NATO-სთან სტრატეგიული ალიანსი გააძლიეროს.  

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმა იყო, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა. წერს ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით. ინფორმაციას ავრცელებს BBC-იც, რომელიც ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.  

ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; - თელ ავივის ჩათვლით). შესაბამის ცნობას ისრაელში საქართველოს ელჩი ავრცელებს. ლაშა ჟვანიას თქმით, ამავდროულად, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“ „შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში  მოქმედ უსაფრთხოების წესებს: შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენ ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება; სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, დატოვოთ შენობა. დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ლინკზე https://www.oref.org.il/en? საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092; ან +972 52-8888513 და +972 54-7386813“ წერს ლაჟა ჟვანია სოციალურ ქსელში. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა

„ჰამასმა“ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელის სამხედროებმა ღაზაში, ჰამასის ობიექტებზე მიიტანეს საპასუხო იერიში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას თქმით, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.  

ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაშავდა - BBC

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 545 ადამიანი დაშავდა BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მკურნალობს, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული დაჯგუფების სარაკეტო იერიშის შემდეგ თავის პირველ მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი ომშია. „ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ,“ - ამბობს ნეთანიაჰუ. ნეთანიაჰუმ ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ ბრძანება გასცა. მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია. ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს. უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  

რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი - საქართველოში ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ზომებს იღებს, რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი, როგორ დაუბრუნოს უსაფრთხოება მის მოქალაქეებს. ელჩის თქმით, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც დომინირებს ღაზაში, წამოიწყო მასშტაბური თავდასხმა ყოველგვარი კონტექსტის გარეშე და სარაკეტო თავდასხმების პარალელურად, ათობით ტერორისტი შევიდა ღაზადან ისრაელში. სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე: ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები მისივე თქმით, ახლა მთელი ყურადღება გადატანილია არსებული კრიზისის გამკლავებაზე, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. „დღეს ძალიან მძიმე ვითარებაში გავიღვიძეთ ისრაელში. შაბათს, დილის 06:00 საათზე, როდესაც ებრაულ დღესასწაულს აღვნიშნავთ, ისრაელის მოქალაქეებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის ფონზე გაიღვიძეს. ახლა, როდესაც ვსაუბრობ, თავდასხმამ ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილი მოიცვა, თელ-ავივი, იერუსალიმი, ბერშევა, ყველა მსხვილი ქალაქი იბომბება და თავს ესხმიან. ეს ამ წუთებშიც გრძელდება. ისრაელის ცენტრში მდებარე ჩემი მშობლიური ქალაქი პირველი ორი საათის განმავლობაში ოთხივე მხრიდან იბომბებოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, მაგრამ ჩემი მშობლები, ოჯახი, მილიონობით სხვა მოქალაქესთან ერთად თავშესაფარშია და ამ ყველაფრის დასრულებას ელოდებიან,“ – განაცხადა მეიცადმა. როგორც ელჩმა აღნიშნა „ჰამასი“ არეულობას ქმნის დასახლებებში ებრაული ოჯახების დახოცვის მიზნით და ათასობით ოჯახი თავშესაფარს ეძებს.“ „მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღვნიშნო, ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი ისრაელის მტერი არ არის. სამწუხაროდ, „ჰამასი“, რომელიც უკვე მრავალი წელია, აკონტროლებს ღაზას, ისრაელზე განხორციელებულ ყველა თავდასხმის უკან დგას. ის ცნობილია ასეთი დანაშაულების ჩადენით. თავს ესხმის ისრაელის მოქალაქეებს და იმალებიან მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს თანამშრომლობა „ჰამასსა“ და ირანს შორის, რომ ირანი ცდილობს, თავს დაესხას ისრაელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განახორციელოს თავდასხმები ისრაელის ობიექტებზე, როგორც ეს სამწუხაროდ, ადრე საქართველოში ვიხილეთ. დილიდან ვიღებ სოლიდარობის უამრავ შეტყობინებას მეგობრებისგან, მაღალჩინოსნებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოლიდარობის ასეთი მასშტაბური გამოხატვა ქართველი ხალხისგან,“ – აღნიშნა ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 545 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

აშშ იმუშავებს იმისთვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს იმისთვის, რომ ისრაელს "ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად." ამის შესახებ ოსტინმა ისრაელზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა. „ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ერთგულება ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი, ურყევია. ვუსამძიმრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს. უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმისათვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას საკუთარი თავდაცვისთვის, განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად სჭირდება,“ - ნათქვამია ოსტინის განცხადებაში. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

ენტონი ბლინკენი: ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელს სოლიდარობას უცხადებს. „ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობას, ხალხს და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო,“ – წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა  

ერდოღანმა ისრაელს და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდა

თურქეთი მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ, რაც ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა მოაწყო.  „ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში დღეს დილით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და თავი შეიკავონ იმპულსური ნაბიჯებისგან, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს,“ - განაცხადა ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიის მე-4 რიგგარეშე ყრილობაზე, დედაქალაქ ანკარაში.  ერდოღანის თქმით, თურქეთი ცდილობს, გადაჭრას თავისი პრობლემები რეგიონის ყველა ქვეყანასთან დიპლომატიური და დიალოგის გზით. „რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება ჩვენი პრიორიტეტია. ამის მიღწევის გზა სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა," - განაცხადა ერდოღანმა. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა  

ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას - ისრაელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ოფიციალური პირები იტყობინებიან.  მანამდე ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენმა შაბათს დაურეკა პრემიერ-მინისტრს და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი“, - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს უპირობო მხარდაჭერისთვის. ამასთან, ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ საჭირო იქნება ხანგრძლივი და ძლიერი კამპანია, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს. ენტონი ბლინკენი: ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ  

ისრაელის საელჩო: „ჰამასმა“ წამოიწყო ბარბაროსული თავდასხმები, ამ იერიშმა ოთხ მილიონ ისრაელელს აიძულა, თავშესაფრებს შეფარებოდნენ

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში. საელჩოს ცნობით, ახლაც კი, ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი. „რთულია ასეთ დღეს სიტყვების პოვნა. დილის 06:30 ისრაელზე შეტევა ხორციელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში 2 200-მდე რაკეტა და ჭურვია გამიზნულად გასროლილი ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით მათ მოსაკლავად. ამ იერიშმა ოთხ მილიონ ისრაელელს აიძულა, თავშესაფრებსა და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ. სამხრეთში, რამდენიმე ებრაულ დასახლებაზე ბარბაროსული თავდასხმები განხორციელდა ტერორისტული „ჰამასის“ მიერ. ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი. ძნელია ასეთი სასტიკი სიმხდალის წარმოდგენა. ახლაც კი, ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი. ჩვენ ვგლოვობთ 100-ზე მეტ ადამიანს, რომელიც სასტიკადაა მოკლული და იმედი გვაქვს 900-ზე მეტი დაჭრილი ისრაელელის სწრაფი გამოჯანმრთელების. კვლავ ვლოცულობთ, რომ დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მთელი დღის განმავლობაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენს მიმართ,“ – ნათქვამია განცხადებაში. ისრაელში „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, 100-მდე ადამიანი დაიღუპა, 985 კი, ჰოსპიტალიზებულია. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასმა“ მძევლები და სამხედრო ტყვეები აიყვანა.

ევროპულმა ავიახაზებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს

ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტული თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. Lufthansa ავიარეისების რაოდენობას ამცირებს. „ერთი რეისი თელავივიდან ფრანკფურტის მიმართულებით ამ შაბათს შესრულდება: Lufthansa-ს ყველა სხვა რეისი თელ-ავივის მიმართულებით და უკან ამ შაბათისთვის გაუქმებულია“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ფრანკფურტის აეროპორტის მთავარ გვერდზე შაბათს დაგეგმილი Lufthansa-ს ორი რეისი თელ-ავივის მიმართულებით გაუქმდა. შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა, ისრაელის მიმართულებით ფრენები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ინდუსტრიული გამოცემის AeroTelegraph-ის ცნობით, რამდენიმე თვითმფრინავმა კურსი შეცვალა. Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან მიფრინავდა, თელავივის ნაცვლად, იტალიის დედაქალაქში დაბრუნდა. ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი თელ-ავივის ნაცვლად ლარნაკაში დაეშვა. გამოცემის ცნობით, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავიც კვიპროსის მახლობლად შემობრუნდა. პოლონურმა გადამზიდავმა LOT-მა კი, შაბათის ფრენები თელ-ავივის მიმართულებით, ასევე გააუქმა.  

ნეთანიაჰუ: გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „ჰამასს“ ძალზე ძვირად დაუჯდება ისრაელზე თავდასხმა. ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის „მთელ ძალას“ „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად გამოიყენებს. ნეთანიაჰუ აფრთხილებს „ჰამასს,“ რომ ისრაელი მას პასუხისმგებლობას დააკისრებს მძევლებზე, რომლებიც აიყვანა. „ისრაელი შურს იძიებს ყველაზე, ვინც ზიანს მიაყენებს.“ „ჩვენ სამიზნე იქნება „ჰამასი“ ყველგან, სადაც ის მოქმედებს. ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელი დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასმა“ დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე იყვნენ ახალგაზრდები და მოხუცები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები. „ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი, ყველას მოკვლა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა „ღაზის მცხოვრებლებს“, დატოვონ ტერიტორია. „ახლავე წადით, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან მთელი ძალით,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უპირობო მხარდაჭერისთვის.

ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის პრეზიდენტს მოუწოდა, გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დასამშვიდებლად. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. ბლინკენი აბასს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების შესახებ. „მე მოვუწოდე, რომ რეგიონის ყველა ლიდერმა უნდა დაგმოს ეს საშინელი ტერორისტული აქტები,“ - წერს ბლინკენი. ისრაელზე „ჰამასის“ იერიშის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი, საავადმყოფოებში მკურნალობს. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ წლების განმავლობაში ესხმოდა თავს ისრაელს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბურია. ღია წყაროების მიხედვით, ტერორისტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. აიყვანეს მძევლები და სამხედრო ტყვეები. ქვეყნის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ განადგურებით ემუქრება.  

ნეთანიაჰუმ ოპოზიციურ პარტიებს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, იაირ ლაპიდსა და ბენი განცს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ ცენტრისტული პარტიის, ეშ ატიდის ხელმძღვანელმა, იაირ ლაპიდმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მე ახლახანს შევხვდი პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს. ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე,“ - განაცხადა ლაპიდმა. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაპიდი და განცი ახლა იკრიბებიან, რათა განიხილონ მთავრობაში მონაწილეობის პირობები. ისრაელზე „ჰამასის“ იერიშის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი, საავადმყოფოებში მკურნალობს. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ წლების განმავლობაში ესხმოდა თავს ისრაელს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბურია. ღია წყაროების მიხედვით, ტერორისტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. აიყვანეს მძევლები და სამხედრო ტყვეები. ქვეყნის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ განადგურებით ემუქრება.  

ისრაელში საქართველოს ელჩი: ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის, საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო არ დაშავებულა. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს დასჭირდა საელჩოს დახმარება და ისინი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. „საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. არ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა, დაშავებულიყო ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, სამი არის ნათანიაში, ერთ არის თელ ავივში,“ – განაცხადა ჟვანიამ, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, დაღუპულია 25-ზე მეტი ადამიანი. „ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია, გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. დილით ისრაელის არმიამ კიდევ გამოაქვეყნა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ.“ საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან. ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საქართველოს საელჩოს დახმარებით, უზრუნველყოფილები არიან სასტუმროთი. ბავშვები არიან პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, ისინი უსაფრთხოდ არიან. სამი ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია იქნება საჭირო. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოქალაქეებზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.    

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის პირველი ეტაპი დამთავრდება ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რაც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურებას.“ „ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე. ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.    

ისრაელის საჰაერო ძალებმა „ჰამასის“ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კუთვნილ კომპლექსს დაარტყა

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ მისმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს კომპლექსს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეკუთვნოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. როდის და რატომ შეიქმნა დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“  

როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“

ისრაელზე „ჰამასის“ იერიშის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი, საავადმყოფოებში მკურნალობს. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ წლების განმავლობაში ესხმოდა თავს ისრაელს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბურია. ღია წყაროების თანახმად, ტერორისსტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. აიყვანეს მძევლები და სამხედრო ტყვეები. ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ განადგურებით ემუქრება. რას წარმოადგენს დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“. ამასთან დაკავშირებით Europetime სტატიას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით გთავაზობთ. „ჰამასი“ არის ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც 1987 წელს გამოჩნდა, წარმოიშვა მუსლიმთა საძმოდან, სუნიტური ისლამისტური ჯგუფიდან, რომელიც 1920-იანი წლების ბოლოს ეგვიპტეში დაარსდა.სიტყვა „ჰამასის“ აკრონიმი არის Harakat Al-Muqawama Al-Islamia - არაბული ისლამური წინააღმდეგობრივი მოძრაობისთვის. ჯგუფი, ისევე როგორც პალესტინის ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, ამტკიცებს, რომ ისრაელი არის ოკუპანტი ძალა და რომ ის ცდილობს, გაათავისუფლოს პალესტინის ტერიტორიები. ის ისრაელს არალეგიტიმურ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ჯგუფი თავს წარმოაჩენს ალტერნატივას პალესტინის თვითმმართველობისა (PA), რომელმაც ისრაელი აღიარა და მასთან მრავალ წარუმატებელ სამშვიდობო ინიციატივაშიც ჩაერთო. PA-ს დღეს მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს და დასავლეთ სანაპიროზეა დაფუძნებული. ამავდროულად, „ჰამასი“ აკონტროლებს ღაზის სექტორს, ანკლავს, სადაც დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს და სადაც ხშირად ბოევიკებსა და ისრაელის ძალებს შორის სროლების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.  „ჰამასი“ ისრაელზე არაერთ თავდასხმას წლების განმავლობაში აწარმოებდა. ის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ისრაელმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს. ისრაელი თავის მთავარ მტერს ირანს „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მომზადებულია CNN-ის მიხედვით.  

ისრაელი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთით, 22 ლოკაციაზე კონტროლი დაიბრუნა

24 საათზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმა წამოიწყო. BBC აჯამებს, რა ხდება ქვეყანაში ამ დროისთვის. ისრაელის არმია აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის „რვა ცხელი წერტილი“, სადაც „ჰამასის“ ბოევიკებთან უწევთ გამკლავება, თუმცა აღნიშნავენ, რომ დაიბრუნა კონტროლი ქვეყნის სამხრეთით, 22 ლოკაციაზე. ჰამასი ამბობს, რომ „სასტიკი ბრძოლები" გრძელდება ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა ისრაელმა დაიწყო საპასუხო დარტყმები ღაზის სექტორში მდებარე ობიექტებზე და ურჩია იქ ხალხს, დატოვონ ტერიტორია - საჰაერო თავდასხმებს 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, აცხადებენ პალესტინელი ოფიციალური პირები. BBC-ის რეპორტიორი ღაზაში, ამბობს, რომ აფეთქებების ხმები არ წყდება - ოჯახები გაეროს მიერ მართულ სკოლებს აფარებენ თავს. „ჰამასის“ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდასხმის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 250 ისრაელელი. დაშავებულია ასეულობით ადამიანი. ათობით - შესაძლოა, 100-მდეც კი, აშშ-ში ისრაელის საელჩოს ცნობით - გაიტაცეს. ლიბანური შეიარაღებული დაჯგუფება, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰეზბოლა“ ასევე ჩაერთო ბრძოლაში, რომელმაც განაცხადა, რომ დოვის მთაზე დარტყმების უკან იდგა - ტერიტორიაზე, რომელზეც ისრაელი, ლიბანი და სირია პრეტენზიას აცხადებენ. BBC-ის თანახმად, ამას მოჰყვა ისრაელის საპასუხო გასროლა ლიბანში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

ისრაელის სამხედროებმა ჯარების მასიურად გაძლიერების ბრძანება გასცეს

ისრაელის სამხედროებმა ჯარების მასიურად გაძლიერების ბრძანება გასცეს. ისრაელი ღაზაზე ინტენსიურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს. ასევე გეგმავს სახმელეთო ოპერაციას. „ჰამასმა“ მოუწოდა პალესტინელებს და სხვა არაბებს, შეუერთდნენ „აქციას“ „[ისრაელის] ოკუპაციის გასაქრობად.“ BBC სტატიაში წერს, რომ ახლა ყველაზე დიდი შეკითხვაა, გაითვალისწინებენ თუ არა მის მოწოდებას პალესტინელები დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში თუ რეგიონის სხვა ტერიტორიაზე. „ისრაელი ხედავს იმის პოტენციალს, რომელიც შეიძლება, მრავალი ფრონტი გაიხსნას,“ - წერს BBC. ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი სპიკერი, დენიელ ჰაგარი აცხადებს, რომ სამხედროებმა გუშინ, 7 ოქტომბერს დაწყებული ბრძოლების დროს 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზის სექტორში, ათობით ტერორისტი კი, დაატყვევეს. „ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან, მიმდინარეობს ჩხრეკა უამრავ ქალაქში.ყველა ქალაქში არიან ისრაელის თავდაცვის ძალები, არ არსებობს ქალაქი, სადაც ისინი არ არიან,“ – განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე. ჰაგარი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაა, ღაზის საზღვარზე მდებარე ქალაქებიდან ყველა მცხოვრების ევაკუაცია, ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლების დასრულება, უსაფრთხოების ბარიერის დარღვევის გაკონტროლება და ტერორისტების ზონაში დარტყმების გაგრძელება. ლიბანური შეიარაღებული დაჯგუფება, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰეზბოლა“ ასევე ჩაერთო ბრძოლაში, რომელმაც განაცხადა, რომ დოვის მთაზე დარტყმების უკან იდგა - ტერიტორიაზე, რომელზეც ისრაელი, ლიბანი და სირია პრეტენზიას აცხადებენ. BBC-ის თანახმად, ამას მოჰყვა ისრაელის საპასუხო გასროლა ლიბანში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ღაზის მიმდებარედ თავდასხმის დროს მყოფი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყების თანახმად, ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალებს, უწყება განმარტავს, რომ მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. „საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად. რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გთხოვთ, თავი შეიკავოთ," - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

პეკინის შეფასებით, „კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია“

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო“ „ღრმად შეშფოთებულია“. სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „უფრო სასწრაფოდ იმოქმედოს, გააძლიეროს მონაწილეობა პალესტინის საკითხში, ხელი შეუწყოს პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადრეულ განახლებას და იპოვოს გზა მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად.“ „მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით,“ - განაცხადა უწყების სპიკერმა. მისივე თანახმად, კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტის პოვნასა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია. სპიკერმა აღნიშნა, ორმ ჩინეთი ამ მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას აქტიურად განაგრძობს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. მათ შორის ათობით ჯარისკაცი და პოლიციელია, რომლებიც ტერორისტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ადასტურებს, რომ ჰოსპიტლებში დაჭრილთა რაოდენობამ 2 048 ადამიანს მიაღწია, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 330 სერიოზულად არის დაჭრილი. ისრაელის უსაფრთხოების შტაბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ისრაელი ომის მდგომარეობაშია და მას შეუძლია "მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივობების" გატარება. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ისრაელში ჰამასის მებრძოლების შეჭრის მერე მალევე გამოაცხადა, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია. ისრაელის უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება ნეთანიაჰუს განცხადებას იურიდიულ საფუძველსაც აძლევს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე: ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 545 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა Europetime გთავაზობთ ევროპელი ლიდერების გამოხმაურებებს, რომლებიც ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას მოჰყვა შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებსაც უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში. ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი: კატეგორიულად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ამჟამად ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. რიში სუნაკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: დილიდან შოკირებული ვარ „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით. ისრაელს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელის ხელისუფლებასთან. ისრაელში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან სამოგზაურო რჩევები. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას. ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან. ჯოზეფ ბორელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.

როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი

კრემლის მიზანია, გამოიყენოს „ჰამასის“ შეტევა ისრაელზე, რათა უკრაინისგან დასავლეთის მხარდაჭერა და ყურადღება გადაიტანოს, იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ შეფასებაში. „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა გაავრცელა გზავნილები, რომლითაც, დასავლეთის ქვეყნებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების უგულვებელყოფასა და უკრაინის დახმარებაზე კონცეტრირებაში ადანაშაულებს. სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამტკიცებდა, რომ აშშ და დასავლელი მოკავშირეები ფოკუსირებულნი უნდა ყოფილიყვნენ „პალესტინა-ისრაელის დასახლებაზე" და არა უკრაინას სამხედრო დახმარებაზე. ამ საინფორმაციო ოპერაციების ფარგლებში, პრორუსი სამხედრო ბლოგერები ასევე დიდწილად ყურადღებას ამახვილებდნენ ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმებზე და აქტიურად უწყობდნენ ხელს კრემლის ნარატივებს. ISW-ის თანახმად, რუსული ნარატივები „ჰამასის“ თავდასხმების ირგვლივ დასავლურ აუდიტორიაზე ზემოქმედებისკენ არის მიმართული. მათი მიზნები მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და უკრაინის საზოგადოების დემორალიზების მცდელობას იმის მტკიცებით, რომ უკრაინა დაკარგავს მხარდაჭერას დასავლელი მოკავშირეებისგან. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.

ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა თავდასხმები, იყო დაძაბულობა და ომები, მაგრამ ეს კრიზისი განსხვავებული და საშიშია -  უპირველეს ყოვლისა, ისრაელის მხრიდან მძევლების დიდი რაოდენობის, მაგრამ ასევე  - ისრაელის მხარეს მსხვერპლის მზარდი რაოდენობის გამო. ამის შესახებ BBC ანალიზს გვთავაზობს. ანალიტიკურ სტატიაში მედია ხაზს უსვამს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იქნება დიდი ზეწოლის ქვეშ მისი მემარჯვენე მთავრობის მხრიდან, რათა გააკეთოს ის, რასაც ის და ისრაელის სხვა ლიდერები წარსულში თავს არიდებდნენ - ძირითადი სახმელეთო შეტევის წარმოება ღაზაში - უფრო მეტიც, ტერიტორიის ხელახალი ოკუპაცია, საიდანაც მისმა ჯარები 2005 წელს გაიყვანეს. „ჰამასი„ ასევე მზად არის ბრძოლისთვის - მისმა ძლიერმა თავდასხმამ რეზონანსი გამოიწვია ისრაელის შეზღუდვებით დაღლილ პალესტინელებში, რომლებიც გაბრაზებულები არიან პალესტინის თვითმმართველობაში საკუთარი ლიდერებით.ეს კრიზისი ასევე ემთხვევა იმ დროს, როდესაც ისრაელი და შეერთებული შტატები საუდის არაბეთთან  მოლაპარაკებებს აწარმოებენ  იმის შესახებ, სამეფოსთვის რა იქნებოდა მთავარი ნაბიჯი ებრაული სახელმწიფოს აღიარების კონტექსტში. „ჰამასმა“ ახლა შეახსენა ყველას, რომ ისინი ჯერ კიდევ გასათვალისწინებელი ძალაა და ჯერ კიდევ არის გადასაჭრელი ძირითადი საკითხები,“ - წერს BBC. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელის სამხედროებმა ჯარების მასიურად გაძლიერების ბრძანება გასცეს. ისრაელი ღაზაზე ინტენსიურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს. ასევე გეგმავს სახმელეთო ოპერაციას. როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“  

ბლინკენის თქმით, აშშ ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ისრაელისთვის დამატებითი დახმარების შესახებ დღეს განაცხადოს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან გააკეთა. „ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ დამატებით თხოვნებს, რომლებიც ისრაელმა გააკეთა. ვფიქრობ, თქვენ ალბათ უფრო მეტს გაიგებთ ამის შესახებ დღეს მოგვიანებით," - განაცხადა ბლინკენმა. „პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციაა, რომ „დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვაძლევთ ისრაელს ყველაფერს, რაც მას ამ მომენტში სჭირდება ჰამასის თავდასხმების გასამკლავებლად,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელში რამდენიმე ამერიკელი დაიღუპა. მისი თქმით, ოფიციალური პირები ცდილობენ, გადაამოწმონ ინფორმაცია.  

ზელენსკი ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „სასწრაფო სატელეფონო საუბარი მქონდა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. პრემიერ-მინისტრმა ისრაელში არსებულ ვითარებასა და თავდასხმების მოსაგერიებლად შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე ისაუბრა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც მასშტაბურ, თავხედურ თავდასხმას განიცდის და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ისრაელში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის არსებული თანამშრომლობა. ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, უსაფრთხოების ვითარებაზე,“ - დაწერა ზელენსკიმ Facebook-ზე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია  

პოლონეთი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ისრაელში თვითმფრინავებს გზავნის

პოლონეთის არმია ისრაელიდან პოლონელების ევაკუაციისთვის ემზადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ისრაელში გაგზავნის საჰაერო ძალების კუთვნილ C-130 Hercules-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რათა ქვეყნიდან საკუთრი მოქალაქეები გამოიყვანოს. მოგვიანებით მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საბერძნეთთანაც მიმდინარეობს „საევაკუაციო ხიდის შექმნის შესახებ.“ „საჭიროების შემთხვევაში, C-130 Hercules-ს შეუძლი,ა პოლონელი ტურისტები ისრაელიდან საბერძნეთში წაიყვანოს, ხოლო CASA-ს თვითმფრინავები საბერძნეთიდან პოლონეთში ჩამოვიდნენ,” - განაცხადა ბლაშჩაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელიდან პოლონეთში დაბრუნებას 200-მდე პოლონელი ტურისტი ელოდება, მათ შორის, ბავშვებიც არიან. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროცესის უსაფრთხოდ წარმართვას პოლონელი ჯარისკაცები უზრუნველყოფენ. „ჩვენი ჯარისკაცები უზრუნველყოფენ ბორტზე ასვლის პროცესის დაცვას და უსაფრთხოებას. ჩვენ ვმუშაობთ ისე, რომ ყველა ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ დაბრუნდეს სახლში," - განაცხადა თვის მხრივ, ანდჯეი დუდამ. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.  

ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკთან. ნეთანიაჰუს განცხადებით, ლიდერებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა ისრაელისადმი, დაიცვას საკუთარი თავი "რამდენადაც საჭიროა". ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.  

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი: ისრაელი ღაზიდან მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს

ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად და დასაბრუნებლად „ყველაფერს გააკეთებს“. ამის შესახებ CNN-ს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დორონ შპილმანმა განუცხადა. მისი თქმით, მძევლებს შორის, არიან კაცები, ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ღაზაში ჰყავთ. „რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ არ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას [მათი დაბრუნებისთვის]. ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ადამიანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს,“ - განაცხადა შპილმანმა. მისივე თქმით, ისრაელის ძალები „ცდილობენ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება ეფექტურად აღმოფხვრას“.  "ჰამასის" შაბათის თავდასხმას მან ისრაელის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი უწოდა. „ეს არის ყველაზე გამანადგურებელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს შექმნის დღიდან,” - აღნიშნა შპილმანმა. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.  

თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

„სოლიდარობა ისრაელს! - ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ ისრაელს!“- აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.  

ღაზაში ავიადარტყმების ახალი ტალღა დაიწყო - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმების ახალ ტალღას იწყებენ თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ურტყამს „ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ ობიექტებს“. Timesofisrael-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

აშშ ისრაელს საბრძოლო მასალას და დამატებით აღჭურვილობას გაუგზავნის

შეერთებული შტატების მთავრობა სწრაფად მიაწვდის ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობას და რესურსებს, მათ შორის საბრძოლო მასალის რესურსებს. უსაფრთხოების პირველი დახმარება დღეს დაიწყება და ისრაელში უახლოეს დღეებში ჩავა. ამის შესახებ პენტაგონის განცადებაშია ნათქვამი. ბაიდენი ნეთანიაჰუს: აშშ-ის მეტი დახმარება ისრაელისკენ მოემართება  „მე და ჩემი გუნდი გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს ისრაელელ კოლეგებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც მათ სჭირდებათ თავიანთი მოქალაქეების დასაცავად და ამ საშინელი ტერორისტული თავდასხმებისგან თავის დასაცავად,“ - ნათქვამია მდივან ოსტინის განცხადებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს. ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს, დაშავებულთა რიცხვი კი, ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 დაიჭრა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია  

გაეროში ისრაელის ელჩი: ამ ველურებთან მსჯელობის ეპოქა დასრულდა, დროა, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა განადგურდეს

გაეროს უშიშროების საბჭოზე ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა „ჰამასი“ ომის დანაშაულებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „დროა, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა განადგურდეს“. ”ეს არის ომის დანაშაულები, აშკარა დოკუმენტირებული ომის დანაშაულები”, - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის წინ. მისი თქმით, „ჰამასთან“ მოლაპარაკებების დრო დასრულდა და მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს. "ამ ველურებთან მსჯელობის ეპოქა დასრულდა. ახლა დროა, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა განადგურდეს, აღიგავოს, რათა ასეთი საშინელებები აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ელჩმა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სრულად დაუჭიროს ისრაელს მხარი და „ჰამასის“ ქმედებები დაგმოს. გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არავინ უნდა თქვას, ან გააკეთოს რამე ისეთი, რაც „ღაზაზე ისრაელის მორიგ თავდასხმას წაახალისებს“. გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრა, დაახლოებით, 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.  

აშშ ადასტურებს ისრაელში ამერიკელების დაღუპვას

ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ორ დღეში 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ. ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ისრაელის გამოცემის, Times of Israel-ის თანახმად, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დატყვევებულთა შორის არიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მოქალაქეებიც. ნეპალის ელჩმა ისრაელში BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელის სამხრეთში მოკლულია 10 ნეპალელი სტუდენტი, რომლებიც ქვეყანაში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

მაშველები ამბობენ, რომ ისრაელის მუსიკალური ფესტივალის ადგილზე 250-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში მუსიკალური ფესტივალის ადგილზე სულ მცირე 260 ცხედარი იპოვეს, აცხადებს სამაშველო სამსახური. ისრაელის სამაშველო სამსახურის Zaka-ს ცნობით, ისრაელის მუსიკალური ფესტივალის ადგილზე შაბათს ჰამასის თავდასხმის შემდეგ, სულ მცირე 260 ცხედარი იპოვეს. „ჰამასის“ შეიარაღებული პირები გაქცეულ ადამიანებს ესროდნენ და სხვები კი - წერს CNN ვიდეოებისა და ფესტივალის მონაწილეების ცნობების მიხედვით. პალესტინის მებრძოლი დაჯგუფება შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.  

აშშ გაგზავნის სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს ისრაელთან უფრო ახლოს - პენტაგონი

ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის არის ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი. მასში შედის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Gerald Ford-ი, Ticonderoga-ს კლასის მართვადი რაკეტებიანი კრეისერი USS Normandy, ასევე სამხედრო ხომალდები Arleigh-Burke კლასის მართვადი რაკეტებით, გემები USS Ramage-ი, USS Carney და USS Roosevelt-ი. „ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რეგიონში საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებლების ესკადრილიების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. შეერთებული შტატები მხარდაჭერის საჩვენებლად გაგზავნის მრავალ სამხედრო გემს და თვითმფრინავს ისრაელთან უფრო ახლოს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ჰამასის ბოლო თავდასხმა შესაძლოა, მოტივირებული იყოს ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლისთვის. ოსტინი ამბობს, რომ ეს ქმედება "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის ხალხის მიმართ." პენტაგონის თანახმად, აშშ-ის არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე "გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები“ . განლაგება ასევე მოიცავს რამდენიმე მართვადი რაკეტის კრეისერს და გამანადგურებელს. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ესკადრილია მატულობს. „აშშ ინარჩუნებს ძალებს გლობალურად, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს შემაკავებელი პოზიზია საჭიროების შემთხვევაში,” - ამბობს ოსტინი. როგორც მედია წერს, ასევე დამატებითი რესურსები, მათ შორის საბრძოლო მასალები, იგზავნება ისრაელში, უსაფრთხოების პირველი დახმარება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩავა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

WSJ: ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა

ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ჯგუფების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირებმა, ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის დაგეგმვაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. Wall Street Journal-ის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ოფიცრები „ჰამასთან“ რამდენიმე თვის განმავლობაში, აგვისტოდან დაწყებული, ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევების სტრატეგიისა და კოორდინაციისთვის მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მედია ხაზს უსვას, რომ ასეთი გარღვევა ისრაელის ტერიტორიაზე 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ არ დაფიქსირებულა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, IRGC-ის ოფიცრები ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფის, მათ შორის „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებს ბეირუთში შეხვდნენ. აშშ-ის ოფიციალურმა პირებს ჯერ არ აქვთ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ისრაელზე თავდასხმაში ირანის ჩართულობას დაადასტურებდა. კითხვას, სთხოვა თუ არა აშშ-მ ისრაელს, არ დაერტყა ირანისთვის, რომელმაც, ზოგიერთი ცნობით, გადამწყვეტი როლი ითამაშა „ჰამასის“ შეტევის დაგეგმვაში, ენტონი ბლინკენმა უპასუხა, რომ "ერთადერთი რაც ჩვენ ვუთხარით ისრაელს", ვაშინგტონის მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო. ირანი „ჰამასის“ თავდასხმებში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან,“ - აღნიშნულია გაეროში ირანის მისიის განცხადებაში. მისიის მტკიცებით, „ჰამასის“ "ოპერაციის წარმატება" გამოწვეული იყო იმით, რომ ის მოულოდნელი იყო. ისრაელის უსაფრთხოების ორგანიზაციებმა კი მარცხი განიცადეს. „ისინი ცდილობენ, გაამართლონ თავიანთი მარცხი და მიაწერონ ის ირანის დაზვერვის ძალასა და ოპერატიულ დაგეგმვას,“ - აღნიშნულია განცხადებაში შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციას აღიარებული „ჰეზბოლა“ 8 ოქტომბერს ასევე ჩაერთო საომარ მოქმედებებში . ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის ირგვლივ მდებარე ყველა დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

ისრაელის შიგნით ამჟამად ბრძოლები არცერთ ქალაქში არ მიმდინარეობს, თუმცა ამ მხარეში ტერორისტები, შესაძლოა, ისევ იყვნენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს და აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორის გარშემო ყველა თემზე კონტროლი აღდგენილია. მოცემულ ცნობას CNN ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჯარმა საზღვარზე მდებარე 24 ქალაქიდან 15-ში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, დანარჩენის ევაკუაციას უახლოეს დღეს გააგრძელებს. ჰაგარის თქმით, შაბათ დილიდან ისრაელის მიმართულებით 4 400 რაკეტა გაუშვეს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა. ელექტროენერგია, საკვები, საწვავი ან წყალი არ მიეწოდება ანკლავს, რომელიც სამი მხრიდან არის გარშემორტყმული ისრაელითა და ეგვიპტით. „ჩვენ ვებრძვით ბარბაროსებს და შესაბამისად ვუპასუხებთ,“ - განაცხადა გალანტმა. შეგახსენებთ, რომ ისრაელი აკონტროლებს საჰაერო სივრცეს ღაზისა და მისი სანაპირო ზოლის გარშენო და მისი სასაზღვრო პუნქტებით ზღუდავს საქონლის შეტანას და ასევე გამოსვლას.  ანალოგიურად, ეგვიპტე ღაზასთან მის საზღვრებს და მის გარეთ. ანალოგიურად, ეგვიპტე აკონტროლებს, ვინ კვეთს ღაზასთან მის საზღვრებს და ვინ გამოდის ტერიტორიიდან. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

ზელენსკის თქმით, უკრაინა და ისრაელი საერთო მტრის - ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან

ომები უკრაინასა და ისრაელში არის ომი ერთი ბოროტების წინააღმდეგ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ონლაინ ჩართვისას. „ვერავინ ვერასოდეს დაივიწყებს იმას, რაც ტერორისტებმა გააკეთეს ისრაელში... ათასობით რაკეტა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ. ხალხს ესროლეს პირდაპირ მანქანებსა და გზებზე... კაცები და ქალები, ბავშვები... არავინ დაინდეს. სისხლით დაფარული ქუჩები. მძევლები...“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც უკრაინაში ხდება, თუკი ის დრონებს მიჰყიდის რუსეთს. ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, თუ მისი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ისრაელში ხდება.“ „ისრაელელი ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში, ბუჩაში იყვნენ,  ამბობენ, რომ მათ ასეთივე ბოროტება ნახეს იქ, სადაც რუსეთი მივიდა. ბოროტება მხოლოდ ერთი განსხვავებით – ისრაელს თავს ესხმის ტერორისტული ორგანიზაცია, უკრაინას კი, ტერორისტული სახელმწიფო. განზრახვები განსხვავებულია, არსი იგივეა," - აღნიშნა ზელენსკიმ.  

მსოფლიოში ისრაელის სოლიდარობის აქციები იმართება, აქციებს მართავენ პალესტინელთა მხარდამჭერებიც

7 ოქტომბერს ისრაელს ღაზის სექტორის მხრიდან, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა.  700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა, ასამდე კი, მძევლად აიყვანეს. ისრაელში მომხდარს მოჰყვა სოლიდარობის აქციები მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითად, ბერლინში ისრაელის დროშის ფერებში განათდა ბრანდენბურგის კარიბჭე. ისრაელის დროშის ფერებში განათდა, თბილისში, სატელევიზიო ანძაც. ბულგარეთის პარლამენტის ფასადზე ასევე გამოჩნდ ისრაელის დროშის გამოსახულება. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ისრაელის ჯარისკაცების მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერეს ებრაული სუბტიტრებით. კიევისა და ხარკოვის ქუჩებში სარეკლამო ბანერებზე ისრაელის დროშების გამოსახულებები გამოჩნდა. ირანის მცხოვრებლები, რადიკალური ისლამისტების მოწინააღმდეგეები, მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ირანელებს მხარდაჭერისთვის. ისრაელის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა ბრიტანეთის პარლამენტის 300-მა წევრმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა. ბაქოში ხალხმა ისრაელის საელჩოსთან ისრაელის დროშები, ყვავილები, სანთლები და საბავშვო სათამაშოები მიიტანა. როგორც იტყობინებიან, აქცია სპონტანურად მოეწყო და არ ყოფილა საამისო მოწოდება სოციალურ ქსელებში. მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს ისრაელელებს ტერორისტული თავდასხმების ფონზე. რუსეთის დედაქალაქში ხალხს ყვავილები მიაქვს ისრაელის საელჩოსთან. სანქტ-პეტერბურგშიც ბევრს სურდა ისრაელის საკონსულოსთან ყვავილების მიტანა, მაგრამ ეს მათ პოლიციამ აუკრძალა და განმარტა, რომ ამის თანხმობას არ იძლევა თურქული კომპანია, იმ კომპლექსის მფლობელი, რომელშიც საკონსულოა განთავსებული. აშშ-ში „ჰამასის“ თავდასხმა დაგმო ჰოლოკოსტის მემორიალურმა მუზეუმმა. მაიამიში ისრაელის ჯარისკაცებისთვის მასობრივი ლოცვა გაიმართა. ამასობაში, პროპალესტინელმა აქტივისტებმა ნიუ-იორკში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქცია გამართეს. იქვე გაიმართა აქცია ისრაელის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში ჯიჰადისტების მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ჩხუბი გამართეს. კანადაში, მონრეალში, პალესტინელთა მხარდამჭერების აქცია გაიმართა. ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაგმო „ჰამასის“ ქმედებები და მხარი დაუჭირა ისრაელის ხალხს. ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ქმედებებს მხარი დაუჭირა ბაღდადის მოსახლეობამ. ერაყის დედაქალაქში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შენობა პალესტინის დროშის ფერებში განათდა „არაბი ძმების მხარდაჭერის ნიშნად“. პალესტინის ავტონომიის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა თურქეთში, ირანში, იორდანიაში, მაროკოში. დამასკის ეროვნული ოპერის თეატრზე პალესტინის დროშის ფერებია გამოსახული. ამავე ფერებითაა განათებული „აზადის“ კოშკი, თეირანის მთავარი სიმბოლო ქალაქის დასავლეთ ნაწილში, და ლიბიის დედაქალაქის კოშკები. 9 ოქტომბერს პარიზში ისრაელთან სოლიდარობის მსვლელობაა დაგეგმილი. ის დაიწყება ვიქტორ ჰიუგოს მოედანზე და დასრულდება ეიფელის კოშკთან. კოშკი ისრაელის დროშის ფერებში განათდება. რადიო თავისუფლების ცნობით, 10 ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთში, ლიონში, ისრაელისა და მისი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად გაიმართება აქცია ტერორიზმის წინააღმდეგ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინასა და ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში. „ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვისას. მისივე თქმით, ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, როცა ის ყიდის დრონებს რუსებზე. ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ისრაელში ხდება. ზელენსის თქმით, აუცილებელია ტერორიზმის მხარდამჭერების წინააღმდეგ რეალური გლობალური სანქციების დაწესება. „თუ იარსებებს რეალური გლობალური სანქციები ტერორის ნებისმიერი სპონსორობისთვის, ტერორი წააგებს. თუ მსოფლიო გაერთიანდება, როცა ვინმე სხვა ქვეყნის ქალებს მძევლად აიყვანს და სხვა ერის შვილებს იტაცებს, ტერორს მოკავშირეები არ ეყოლება. თუკი ის, ვისაც ტერორისტები ესხმიან თავს, მიიღებს ყველა იმ იარაღს, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად, საერთაშორისო სამართალი იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს მსოფლიო და მსოფლიო მშვიდობიანად იცხოვრებს. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი,“ - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰამასმა“ აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასმა“ მძევლები და სამხედრო ტყვეები აიყვანა. „არიან მძევლები და სამხედრო ტყვეები, რომლებიც „ჰამასმა“ აიყვანა. ასევე, არიან დაღუპულები ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის. ზუსტი რიცხვი ჯერ არ გვაქვს - ომში ვართ,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა CNN-ის ცნობით. „ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილის, სალეჰ ალ-არაურის განცხადებით, ისრაელის არმიის „უფროსი ოფიცრები" დაატყვევეს. „ის რაც ჩვენს ხელშია გაათავისუფლებს ყველა პატიმარს ისრაელში. დავატყვევეთ საოკუპაციო არმიის უფროსი ოფიცრები,“ - განაცხადა სალეჰ ალ-არაურმა „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, „ჰამასი“ მზადაა, პასუხი გასცეს ისრაელის სახმელეთო შეჭრას ღაზაში, რაც, მისი მტკიცებით, „საუკეთესო სცენარია მტრის წინააღმდეგ კონფლიქტის მოსაგვარებლად“. BBC წერს, რომ დაახლოებით, 200 ადამიანი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა  

მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ისრაელმა გაზის მთავარი ოფშორული საბადო დახურა

ისრაელმა შეაჩერა წარმოება („თამარი“) გაზის საბადოზე მის სამხრეთ სანაპიროზე და მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საწვავის ალტერნატიულ წყაროებს მოებნის. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრომ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განაცხადა. ამერიკულმა Chevron-მა (CVX.N), რომელიც საბადოს მართავს, დაადასტურა, რომ მას სამინისტრომ დაავალა, დაეხურა საბადო, რომელიც ისრაელის ელექტრო გენერატორებისა და ინდუსტრიისთვის გაზის ძირითადი წყაროა. Chevron-ის თქმით, ისრაელის უდიდესი ოფშორული გაზის საბადო, ლევიათანი ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. „თამარის“ ოპერატორი Chevron-ი, 25%-იან წილს, Isramco - 28,75%-ს, UAE-ის Mubadala Petroleum-ი - 22%-ს, Tamar Petroleum (TMRP.TA) - 16,75%-ს, Dor Gas - 4% სდა Everest - 3,5%- ს. „თამარის“ საბადო ლევანტის ნავთობისა და გაზის აუზში, ლევანტის ზღვის შელფზეა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილია და ისრაელი-ლიბანის საზღვაო საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ისრაელის მთავრობამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააფრთხილა ამერიკული კომპანია, რომ ღაზის სექტორის ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სარაკეტო დაბომბვების ერთ-ერთ სამიზნეს გაზის საბადო წარმოადგენს.  

ისრაელის თავდაცვის ატაშე პენტაგონში დააფიქსირეს - CNN

ისრაელის თავდაცვის ატაშე შეერთებულ შტატებში, გენერალ-მაიორი ჰიდაი ზილბერმანი ორშაბათს პენტაგონს ეწვია. CNN-მა ის პენტაგონში შესვლისას დააფიქსირა. თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, ზილბერმანი გაერთიანებული შტაბის უფროსებ შეხვდას.  ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, აშშ ისრაელს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში თავისი პოზიციები შეცვალა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდების გადაყვანის შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

საქართველოს ელჩი: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, რეისები კვლავ განხორციელდება. ლაშა ჟვანია ამბობს, დღეს, 9 ოქტომბერს, ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული. „გუშინ, 8 ოქტომბერს, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. მისი თქმით, ამ რეისებზე, ძირითადად, საქართველოს ის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული, მათ შორის, არ ყოფილან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ თავშესაფარი და ღამის გასათენებელი. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. ამ რეისებზე მოთხოვნა არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას. მდგომარეობა ისრაელში, ზოგადად, არის მშვიდი, მე ვგულისხმობ, ისრაელის ცენტრს," - აღნიჩნა ელჩმა. მისი თქმით, თბილისის მიმართულებით რეისებზე ბილეთები არის: „ბილეთები (როგორც ჩვენც თავად შევამოწმეთ, რადგან ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად) სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოში გამომგზავრებას და უკვე ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს სპეციალურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, უკვე ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ, შეიძლება, ბოლო წუთს ასევე გამოჩნდეს ადგილები სხვადასხვა რეისზე,"- განაცხადა ელჩმა. ლაშა ჟვანიას თქმით, საელჩოს „ცხელი ხაზი" 24 საათის განმავლობაში მუშაობს.„ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზე ვართ, ამიტომ, სამი „ცხელი ხაზი“ მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება, რაიმე დახმარება თავშესაფრის, არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებითაც, მაქსიმალურად კონსულტაციებსაც ვაძლევთ და ვცდილობთ ეფექტურად დავეხმაროთ," - აღნიშნა ისრაელში საქართველოს ელჩმა, რომლის კომენტარიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ისრაელში საქართველოს საელჩო სარაკეტო თავდასხმის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters  

ნეთანიაჰუ: ჩვენ გარდავქმნით ახლო აღმოსავლეთს

„ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს,  ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას გააკეთა. შესაბამის ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. „თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ ვაპირებთ, შევცვალოთ ახლო აღმოსაველთი. ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და მათ ძალით დავამარცხებთ,“ - აღნიშა ნეთანიაჰუმ.  

ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ შურისძიება მხოლოდ ახლა დაიწყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების შურისძიება ისრაელის მიწაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი თავდასხმისთვის, მხოლოდ ახლა დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ჰამასის მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ "უზარმაზარ ძალას" გამოიყენებს. მოსახლეოსადმი მისი მიმართვიდან გზავნილები ასეთია: ღაზაში საჰაერო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია ყველაფერს გავაკეთებთ ღაზაში ტყვედ მყოფი ისრაელელებისთვის. რამდენიმე პალესტინელი შეიარაღებული პირი კვლავ ისრაელის შიგნით იმყოფება ნეთანიაჰუმ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, შექმნან ფართო კოალიციური მთავრობა მას შემდეგ, რაც შაბათს ორი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მცდელობა ჩაიშალა. შაბათის შავდასხმის შემდეგ, ისრაელში დაახლოებით, 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 260 ადამიანი, ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს. ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა. ბრიტანეთის 10 მოქალაქე კი, დაკარგული ან დაღუპულია. ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინსტრუქციებს, რომლითაც მოუწოდებენ ისრაელელებს, დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ საკვებისა და წყლის ის რაოდენობა რაც სულ მცირე 72 საათის განმავლობაში დასჭირდებათ. „ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ოჯახმა უზრუნველყოს წყალი, საკვები, მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციებისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში. მოსახლეობას ასევე ურჩევენ, იპოვონ სად არის მათი უახლოესი თავშესაფარი და დარწმუნდნენ, რომ მათ იციან გზა, თუ როგორ მივიდნენ თავშესაფრამდე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათმა სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს. მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ. „გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა,“ - აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმალება. შაბათის თავდასხმების შემდეგ ისრაელში დაახლოებით, 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 260 ადამიანი მუსიკალურ ფესტივალზე. ღაზაში საჰაერო თავდასხმების შედეგად, 690 ადამიანი დაიღუპა. გაეროში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ღაზაში 150-მდე მძევალია.  

რუსული მხარის ცნობით, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა. მისივე თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს. „ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის,“ - განაცხადა ნოფალმა.  

აშშ ისრაელისთვის საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალის მიწოდებას აჩქარებს - Reuters

აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას დამატებით გაუგზავნის და მხარდაჭერას ზრდის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. „ჩვენ ვზრდით ისრაელის მხარდაჭერას... ჩვენ ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან ისრაელში, რათა განვსაზღვროთ და შემდეგ მხარი დავუჭიროთ მათ ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს. მან არ დააკონკრეტა, თუ რა სჭირდება ისრაელს, მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კონტაქტზეა ისრაელთან, რათა ისრაელის საჭიროებები დააკმაყოფილოს. ოფიციალურმა პირმა ასევე უარყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ აშშ შესაძლოა, ვერ დაეხმაროს ისრაელს იმ ფონზე, როდესაც ის უკრაინას იარაღს აწვდის. „ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მიმართ და შევინარჩუნოთ ჩვენი გლობალური მზადყოფნა,“ – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელში დაღუპულთა შორის 11 ამერიკელი მოქალაქეა და რომ „ჰამასის“ მძევლებს შორის, სავარაუდოდ, აშშ-ის მოქალაქეები არიან. ოფიციალური წყაროს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ღრმად შეშფოთებულია „ჰეზბოლას“ კონფლიქტში შესვლით და ომში მეორე ფრონტის გახსნით. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ირანი იდგა ისრაელში თავდასხმის უკან. მანამდე „ვოლ სთრით ჯორნალის“ მიერ მოპოვებულ მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ირანის უსაფრთხოების წარმომადგენლები დაეხმარნენ „ჰამასს“ თავდასხმის დაგეგმვაში. „რა თქმა უნდა, ირანი არის სურათზე. ირანი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „ვოლ სთრით ჯორნალის“ ისტორიის სპეციფიკას ამ დროისთვის,“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში ასობით ჯარისკაცი ევროპიდან ისრაელში დააბრუნა, რათა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომში იბრძოლონ. თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავები C-130 და C-130J გუშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაფრინდნენ, რათა სამხედრო მოსამსახურეები ისრაელში დაებრუნებინათ. ოპერაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით განხორციელდა.  

WP: თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს

თეთრი სახლი განიხილავს სტრატეგიას, რომ უკრაინის დაფინანსება უზრუნველყოს ისრაელისთვის სასწრაფო დახმარების მოთხოვნით. ამის შესახებ Washington Post-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. როგორც გამოცემა წერს, ეს მიდგომა მიზნად ისახავს, გაზარდოს კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების დამტკიცების ალბათობა, მიუხედავად იმისა, რომ პალატის რესპუბლიკელების მხრიდან მზარდი წინააღმდეგობაა. ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ასეთ ნაბიჯს შესაძლოა, ჰქონდეს სტრატეგიული დატვირთვა, რადგან მას შეუძლია, ზეწოლა მოახდინოს ულტრამემარჯვენე ფრაქციაზე, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარების გაზრდას, მაგრამ მტკიცედ ემხრობა ისრაელის მხარდაჭერას. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ფიგურები დაუკავშირდნენ როგორც პალატის, ისე სენატის ლიდერებს, ასევე გავლენიანი კომიტეტების წევრებს და განუცხადეს, რომ თეთრი სახლი აპირებს, მოითხოვოს კონგრესის თანხმობა ისრაელისთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ჰამასის“ ბოლო თავდასხმის საპასუხოდ, რომლებმაც შეაღწიეს ისრაელში და წამოიწყეს ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა 1973 წლის იომ კიპურის ომის შემდეგ. „ვაშინგტონ პოსტის“ წყაროების ცნობით, დახმარების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა შეიძლება უახლოეს კვირაში წარადინონ. რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე  

სუნაკი: ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე, ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ლონდონში მდებარე სინაგოგაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის ჩატარებულ მსახურებას დაესწრო, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მცხოვრები ებრაული თემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „აქ მოვედი, რომ თქვენ გვერდით ვმდგარიყავი მწუხარების ჟამს, რამდენადაც ჩვენ ვგლოვობთ ამ საშინელი ტერაქტის მსხვერპლს. ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები. ამ მოვლენებს ორი მხარე არ აქვს. მე ისრაელის გვერდით ვდგავარ. გაერთიანებული სამეფო ისრაელის გვერდით დგას ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც დღეს, ისე ხვალ და ყოველთვის,“ – განაცხადა რიში სუნაკმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.  

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად მუშაობს

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. „აბასი და ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, პოლიტიკური მეტოქეები არიან. აბასი ხელმძღვანელობს პარტია „ფათაჰს“, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს. ის ასევე არის პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) ხელმძღვანელი. საუდის არაბეთის მხარდაჭერა პალესტინელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე ხდება. მოლაპარაკებები ისრაელს, საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობდა. მისი მიზანი რიადსა და თელ-ავივს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონფლიქტის ესკალაციამ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს მძიმე დარტყმა მიაყენა. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუდის არაბეთმა პასუხისმგებლობას ესკალაციაზე ისრაელს დააკისრა,“ - წერს BBC. შეგახსენებთ, კონფლიქტის ფონზე, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. პალესტინის ელჩმა რუსეთში აბდელ ჰაფიზ ნოფალმა გამოცემა РБК-ს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ელოდებიან, რომ კრემლი ოფიციალურად გამოაცხადებს მოსკოვში აბასის ვიზიტის თარიღს. ნოფალის თქმით, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ პუტინის შეთავაზება იყო, რომ აბასს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოლაპარაკება მოსკოვში გაემართათ და პალესტინური მხარე ამას დათანხმდა, თუმცა შედეგი არ დამდგარა. ელჩის თანახმად, ამ ეტაპზე მოსკოვში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობს, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. პალესტინის ელჩი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარია მკვლელობის და ნგრევის შეჩერება. ნოფალის თქმით, ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ჰყავს მძევლად „ჰამასს.“ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ელჩი: ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნა

ელჩის ინფორმაციით, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნა. „ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით.   ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც. მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის,“ - ნათქვამია ლაშა ჟვანიას Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. პრეზიდენტი: ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია ჰამასის "ეკონომიკის მინისტრი" და კიდევ ერთი "თანამდებობის პირი"

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოკლულია „ჰამასის“ „ეკონომიკის მინისტრი.“ „ჰამასის“ გავლენიანი წევრი ჯავად აბუ შამალა ისრაელის საჰაერო იერიშებისას დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შამალა დიდი როლს ასრულებდა „ჰამასის“ მიერ ტერორიზმის დასაფინანსებლად თანხების გამოყოფაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ასევე ლივიდირებულია ზაქარია აბუ მუამარი - ტერორისტული დაჯგუფების შიდა „ურთიერთობების ხელმძღვანელი.“ ის ასევე იყო გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირი და კოორდინატორი ღაზას სექტორში ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის.  

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა - მედია

ისარელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა უარით უპასუხა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მიწვევას და არ შეუერთდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც ბრიუსელში, დღეს საღამოს იმართება. „ვიდრე ჩვენ დაღუპულებს ვკრძალავთ და ვებრძვით კრიმინალ ტერორისტებს, როდესაც მსოფლიო ისრაელს ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს, არ არის ადგილი ბალანსისა და თეორიული დისკუსიებისთვის. მხოლოდ შემართული და უკომპრომისო ომი პალესტინური ტერორიზმის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ისრაელის საგარეო უწყების წყარომ Times of Israel-ის ცნობით. მედია წერს, რომ იერუსალიმის სიგნალი ფოკუსირებულია ომზე და არა დიპლომატიურ ინიციატივებზე. კოენი გააგრძელებს სატელეფონო საუბარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თიურქმა განაცხადა, რომ ღაზაში ბლოკადის შემოღება საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, დაშავებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე. „ბლოკადის შემოღება, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს, რა დროსაც ისინი რჩებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების გარეშე, აკრძალულია საერთაშორისო სამართლით,“ – განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა. მისი შეფასებით, ადამიანების გადაადგილებისა და მათთვის პროდუქტების შეზღუდვა ბლოკადის მოსაწყობად, უნდა იყოს გამართლებული სამხედრო საჭიროებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კოლექტიური დასჯის ტოლფასი. ადამიანის უფლებათა კომისარმა „გამოხატა ღრმა შეშფოთება იმის გამო, თუ როგორ გაიზარდა შაბათის შემდეგ სიძულვილის ენა და ძალადობის წაქეზება, რამაც გამოიწვია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია რეგიონში და გლობალურად.“„ჩვენ მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ შურისძიება არ არის გამოსავალი და საბოლოოდ, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იხდიან ფასს,” - განაცხადა თიურქმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული ყველა ვითარებაში. კომისარმა გავლენის მქონე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, გადადგან ნაბიჯები ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით. თიურკის თქმით, ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. „მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე.“ უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ის „ღრმად შოკირებული და შეძრწუნებული იყო ბრალდებებით მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ და, ზოგიერთ შემთხვევაში, პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების წევრების მიერ შემზარავი მასობრივი მკვლელობების შესახებ.“ „მოვუწოდებ პალესტინის შეიარაღებულ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ტყვედ ჩავარდა და დღემდე პატიმრობაში იმყოფება. მძევლების აყვანა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია,“ - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.  

ენტონი ბლინკენი ისრაელში უახლოეს დღეებში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში უახლოეს დღეებში გაემგზავრება. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მდივანი მოუთმენლად ელის ისრაელის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას და დისკუსიების გაგრძელებას, რომლებიც მას და პრეზიდენტს ჰქონდათ შაბათის თავდასხმების შემდეგ,“ - განაცხადა სპიკერმა მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ბაიდენის თქმით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილებს შორის ამერიკელებიც არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განმავლობაში აყვანილ მძევლებს შორის ამერიკელებიც არიან. „ახლა ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის მოქალაქეები არიან „ჰამასის“ პატიმრობაში მყოფთა შორის,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენმა განმარტა, რომ მან თავის გუნდს უბრძანა „მოხდეს დაზვერვის გაზიარება და განათავსონ დამატებითი ექსპერტები შეერთებული შტატების მთავრობიდან, რათა კონსულტაციები გაუწიონ ისრაელელ კოლეგებს. როგორც ცნობილია, ისრაელში “ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაღუპულთა შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან. ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა.  

ისრაელში ამერიკული საბრძოლო მასალით დატვირთული პირველი თვითმფრინავი დაეშვა - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, აშშ-ის იარაღის პირველი პარტია ისრაელში, ნევატიმის ავიაბაზაზე ჩავიდა. ”თვითმფრინავი, რომელსაც თანამედროვე შეიარაღება გადაჰქონდა, სამხრეთ ისრაელში, ნევატიმის საავიაციო ბაზაზე დაეშვა. იარაღი განკუთვნილია მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების ხელშესაწყობად და სხვა სცენარებისთვის მზადყოფნის გაზრდისთვის,“ - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ისრაელი მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. „მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსთვის ამ რთულ პერიოდში აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ჩვენმა საერთო მტრებმა იციან, რომ ჩვენს სამხედროებს შორის თანამშრომლობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა და ის რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის საზღვრებთან ახლოს 300 000 რეზერვისტი გავგზავნეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის საზღვრებთან ახლოს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო კორპუსი, პლუს 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. „ჩვენ განვათავსეთ, გავაგზავნეთ ჩვენი ქვეითი, ჯავშანსატანკო ჯარები, ჩვენი საარტილერიო კორპუსი და ბევრი სხვა ჯარისკაცი რეზერვიდან - 300 000-მდე და ისინი ახლა ღაზას სექტორთან ახლოს იმყოფებიან და იმ მისიის შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ისრაელის მთავრობამ დაგვაკისრა,“ - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა. მისი თქმით, მისია ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“, ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო შესაძლებლობები აღარ ჰქონდეს. „ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“, ამ ომის დასასრულს, არ ჰქონდეს რაიმე სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ისინი შეძლებენ დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები,” - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.  

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა განიხილეს ზომები დაძაბულობის ზრდის თავიდან ასაცილებლად და ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ინიციატივები. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას რეგიონში სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. კრემლის ინფორმაციით, ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობაზე. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტი შეიძლება, მოგვარდეს მხოლოდ „ორი სახელმწიფოს“ გეგმის საფუძველზე, პალესტინის სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქი იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმი.  

სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს

აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად გაუწიოს დახმარება როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა სწრაფად მოახდინა რესურსების მობილიზება, მათ შორის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ის გაგზავნა ახლომდებარე წყლებში, რათა დაეხმაროს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. „ჩვენ გვაქვს ბიუჯეტი, რომლითაც შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ ასევე გვაქვს ბიუჯეტი, რომ შევძლოთ ისრაელს მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება. „ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, ერთდროულად მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხს და მხარი დაუჭიროს ისრაელის სახელმწიფოს,“ - განაცხადა სალივანმა. WP: თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ევროკავშირი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირებას არ ემხრობა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელის მთავრობა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. საკითხი ეხება „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიერ ღაზისთვის ტოტალური ბლოკადის დაწესებას.  ამასთან, ბორელის ცნობით, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას, შემოწმდეს როგორ იხარჯება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერას არანაირი კავშირი არ აქვს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობასთან. 10 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ გმობენ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს - მოითხოვენ მძევლების გათავისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა გადაუკეტონ წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება. ბორელის განცხადებით, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს ბორელის თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან დახმარების შეწყვეტა იქნება დიდი შეცდომა და საჩუქარი ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული „ჰამასისთვის". მისივე თქმით, პალესტინელი, ტერორისტი არ არის და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო კოლექტიური დასჯა უსამართლო და კონტრპროდუქტიული იქნება. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ამასთანავე, შეშფოთება გამოხატა „ღაზის სრული ალყის გამო.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. „ტკივილითა და შიშით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ, - განაცხადა რომის პაპმა. „მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზის სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ და სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი იყო,“ - განაცხადა რომის პაპმა. „ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ, მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარებულია სამართლიანობასა და დიალოგზე,“ - აღნიშნა რომის პაპმა. მისივე შეფასებით, ტერორიზმი და ექსტრემიზმი არ უწყობს ხელს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტას, არამედ, აძლიერებს სიძულვილს, ძალადობას, შურისძიებას და იწვევს ტანჯვას ორივე მხარისთვის."  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლერლი ისრაელში ჩავიდა. იუწყება BBC. მთავრობის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლერლი ისრაელში ჩავიდა, რათა წარმოაჩინოს გაერთიანებული სამეფოს ურყევი სოლიდარობა ისრაელის ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. მინისტრი შეხვდება თავდასხმებს გადარჩენილებს და ისრაელის მაღალჩინოსნებს, რათა გამოავლინოს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ისრაელის უფლების დაცვაში,“ - განაცხადა მთავრობის სპიკერმა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

იომ-ქიფურის ომის შემდეგ პირველად, ისრაელში ადგილობრივი არჩევნები გადაიდო

ადგილობრივი არჩევნები ომის გამო გადაიდო ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და რაიონული საკრებულოების არჩევნები ომის გამო სულ მცირე სამი თვით გადაიდება. ბოლოს არჩევნები 1973 წლის იომ ქიფურის ომის დროს გადაიდო. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters  

ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის პირობებში კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ

ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის პირობებში კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და “ეროვნული ერთიანობის” ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ბენი განცმა გააკეთეს. განცი, რომელიც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს „ომის მართვის კაბინეტში” შეუერთდება. მთავრობა არ მიიღებს კანონებს ან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ომის მიმდინარეობას არ უკავშირდება. ეს გულისხმობს, რომ საგანგებო მთავრობის პირობებში სადავო სასამართლო რეფორმა წინ არ წაიწევა. ამ მომენტისთვის არ არსებობს ნიშნები, რომ უდიდესი ოპოზიციური პარტიის “იეშ ატიდის” ლიდერი იაირ ლაპიდი საგანგებო მთავრობას შეუერთდება. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ისრაელში სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადადიან

ისრაელის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სკოლები სწავლების დისტანციურ ფორმატში გადავლენ. „ონლაინ სწავლება ძირითადად მიმართული იქნება ემოციურ და სოციალურ ასპექტებზე, რათა გააძლიეროს მოსწავლეთა მდგრადობა, ასევე - სიტუაციის შესაბამის საგანმანათლებლო შინაარსზე,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სრაელის ცენტრალურ ნაწილში დროდადრო ისმის საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სირენების ხმა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ღაზის სექტორში ერთადერთმა ელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა

ღაზის სექტორში ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ნაკლებობის გამო მუშაობა შეწყვიტა.  ღაზა ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა. ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ჯერჯერობით დიზელის გენერატორებია, მაგრამ როგორც CNN წერს, ღაზაში შიშობენ, რომ საზღვრის ყველა მხრიდან ბლოკადის გამო გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავიც ამოიწურება. გაეროს მიაჩნია, რომ ამან შესაძლოა, რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში, სულ მცირე, 1200 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 2400 დაშავდა. ისრაელის მთავარმა რაბინმა დაუშვა დაღუპულთა ცხედრების ამოცნობის სამუშაოების გაგრძელება, მათ შორის შაბათსაც. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 950 ადამიანი და დაიჭრა 5000. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის, ისრაელში ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის გამო, თავშესაფარში გადასვლა მოუწია. შესაბამის ინფორმაციას Reuters ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, საჰაერო თავდასხმის სიგნალი მოსახლეობას „ჰამასის“ მიერ რაკეტის გასროლის საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს, 11 ოქტომბერს ჩავიდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ნეთანიაჰუ ბაიდენს ისრაელის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდის

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ძალიან ახლოდან” ადევნებს თვალს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს. აშშ ისრაელს მხარში უდგას. ბაიდენი ნეთანიაჰუ ტელეფონით ისევ ესაუბრა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. „ამ თავდასხმამ ზედაპირზე ძალიან მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები ამოატივტივა, რომლებიც ათასწლეულის განმავლობაში ანტისემიტიზმმა და ებრაელი ხალხის მიმართ გენოციდმა შექმნა... და ამ მომენტში ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს,” - განაცხადა ჯო ბაიდენმა CNN-ის ცნობით. მან გაიმეორა აშშ-ის “ურყევი” ერთგულება ებრაელი ხალხის უსაფრთხოებისადმი. ბაიდენი ნეთანიაჰუს: აშშ-ის მეტი დახმარება ისრაელისკენ მოემართება თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ისა და ისრაელის ლიდერების ეს უკვე მეოთხე სატელეფონო საუბარი იყო „ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ. ბაიდენი ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ: აშშ მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს  

Axios: ზელენსკის ისრაელში ჩასვლა სურს

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ისრაელს ქვეყნისადმი სოლიდარობის ნიშნად ეწვიოს. ამის შესახებ Axios-ს უკრაინის და ისრაელის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. გამოცემა წერს, რომ ზელენსკის ვიზიტი გაზრდის საერთაშორისო მხარდაჭერას ისრაელის კონტრშეტევის მიმართ ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ. „ზელენსკის ოფისმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს ვიზიტთან დაკავშირებით კოორდინაციის მოთხოვნით,“ განაცხადეს უკრაინისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა. ოფიციალური პირების თქმით, ვიზიტის თარიღი ჯერ უცნობია. ზელენსკიმ ოთხშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, თავი მარტო არ ეგრძნო და რომ საერთაშორისო მხარდაჭერა კიევს ძალიან დაეხმარა. „სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ყველა ლიდერს, ეწვიონ ისრაელს და გამოხატონ მხარდაჭერა ხალხის მიმართ. მე არ ვსაუბრობ რაიმე ინსტიტუტზე, არამედ, იმ ადამიანების მხარდაჭერაზე, რომლებიც დაზარალდნენ ტერორისტული თავდასხმებისგან და დღესაც იღუპებიან", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ. ზელენსკის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისებში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.  „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ზელენსკიმ ისრაელს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა და „ჰამასი“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრასთან გაათანაბრა. ზელენსკი იყო ერთ-ერთი პირველი ლიდერი, ვინც დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს. „ასეთი ტერორისტული თავდასხმის ფონზე, ყველა, ვინც სიცოცხლეს აფასებს, სოლიდარობა უნდა გამოხატოს... ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი ტერორისგან,“ - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთს არ გამოუხატავს ისრაელისადმი მხარდაჭერა. მან არც „ჰამასი“ დაგმო.  პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ძალადობა იყო „აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი ახლო აღმოსავლეთში", იტყობინება Reuters. რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს ოფიციალურ მოლაპარაკებებს „ჰამასთან“, მათ შორის „ჰამასის“ „ოფიციალურ დელეგაციებს“ მოსკოვში მასპინძლობს. პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან არ უსაუბრია. ოთხშაბათს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა „გამოხატა შეშფოთება“ ომის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის „კატასტროფული ზრდის“ გამო, ამტკიცებდა კრემლი 11 ოქტომბერს. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე  

სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა

ახლა უკვე ორი გამოწვევა - ომი უკრაინაში და ომი ახლო აღმოსავლეთში - ეს იყო საკითხები, რომლითაც დასავლური მედია NATO-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენციის დროს დაინტერესდა. ბრიუსელში თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. მხარდაჭერა აღუთქვეს უკრაინას. 12 ოქტომბერს კი, ისრაელის თავდაცვის მინისტრისგან მოისმენენ, როგორ პასუხობს ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმებს. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ როგორც უკრაინის, ისე ისრაელის საჭიროება საჰაერო თავდაცვას უკავშირდება და საინტერესოა, როგორ აპირებს NATO, უპასუხოს ამ გამოწვევას. მოცემულ საკითხზე ესაუბრა სტოლტენბერგს 11 ოქტომბერს საერთაშორისო მედია. „ჩვენ მოვისმინეთ გარანტიები ბოლო დღეებში, რომ არც შიდა დავა აშშ-ის კონგრესში, არც ომი, ან კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს შორის არ იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე. რის საფუძველზე შეგიძლიათ, გასცეთ გარანტიები, განსაკუთრებით, ისრაელის შემთხვევაში? ისინი ითხოვენ საჰაერო თავდაცვას და საბრძოლო მასალას, რასაც ასევე ითხოვს უკრაინა,“ - მიმართა Reuters-ის ჟურნალისტმა სტოლტენბერგს. რა გარანტიები მიიღო ბრიუსელში ზელენსკიმ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე „ქმედება უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე სიტყვები. რაც იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ ვამბობთ მკაფიოდ, რომ NATO-ს მოკავშირეები მზად არიან უკრაინის მხარდაჭერისთვის, არამედ, რეალურად მოკავშირეები აწვდიან უკრაინას მეტ მხარდაჭერას, მეტ საჰაერო თავდაცვას, F-16-ებს, საბრძოლო მასალას, მეტი წვრთნით უზრუნველყოფენ და სხვადასხვა სახის მხარდაჭერის პაკეტებს აწვდიან. ამდენად, ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა, NATO-ს მინისტერიალის შეხვედრა და ასევე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეტყველებს იმაზე, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გვერდით დგანან არამხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმითაც. ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ვმოქმედებთ. და დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს მოკავშირეები გააგრძელებენ ამას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია უკრაინის გამარჯვება. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. მათი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს იყო NATO-ს ყველა მოკავშირის გზავნილი ომის დაწყებიდან. და ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, NATO-ს და NATO-ს მოკავშირეებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ძალა, ერთდროულად გადავჭრათ სხვადასხვა გამოწვევა. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა. NATO-ს მოკავშირეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისრაელს მიმართონ პრობლემის გადაჭრის შეთავაზებით. და როგორც მოგეხსენებათ, NATO-ს რამდენიმე მოკავშირემ გაუწია ისრაელს მხარდაჭერა, დაზვერვისა და ყველა სხვა სახის მხარდაჭერის მიმართულებით,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. Sky News-ის შეკითხვას, რამდენად ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი შეიძლება, კიდევ უფრო ფართო ომში გადაიზარდოს და რა შეუძლიათ, გააკეთონ ალიანსის წევრებმა ამისთვის მოსამზადებლად? ასევე, აქვს თუ არა ისრაელს, NATO-ს სანდო პარტნიორს, უფლება, განახორციელოს სახმელეთო შეტევა ღაზაში? სტოლტენბერგმა ასე უპასუხა: „ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და მათ განიცადეს საშინელი ტერორისტული თავდასხმები გასულ შაბათ-კვირას. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. და ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ამ ტიპის ტერორისტული თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, როდესაც დავინახავთ ისრაელის პასუხებს, ველი, რომ ეს იქნება პროპორციული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს კონფლიქტი გრძელდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან იყოს აცილებული მსხვერპლი უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაში,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება „ტერორისტულ თავდასხმასა“ და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები 263 000-მა ადამიანმა დატოვა. 11 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები 263 000-მა ადამიანმა დატოვა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ერდოღანმა ღაზაში „ჰამასის“ მიმართ ისრაელის პასუხს ხოცვა-ჟლეტა უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადა და „ჰამასზე“ იერიში, არაპროპორციული პასუხი იყო, რომელიც „ხოცვა-ჟლეტას“ უტოლდება. ამ კვირაში ანკარამ მხარეებს შორის შუამავლობა შესთავაზა, ერდოღანმა და მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს რეგიონალურ ძალებთან და დასავლელ კოლეგებთან.  „ხალხისთვის ფუნდამენტური საჭიროებების მიწოდების შეზღუდვა და სამოქალაქო დასახლებებზე იერიში, კონფლიქტის წარმოება ყველანაირი სამარცხვინო მეთოდის გამოყენებით,  ომი არ არის, ეს ხოცვა-ჟლეტაა," - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Reuters-ის ცნობით.  თურქეთი, რომელიც წარსულში მხარს უჭერდა პალესტინელებს და მასპინძლობდა „ჰამასის“ წევრებს იმ ფონზე, რომ მხარს უჭერდა ორი სახელმწიფოს პრობლემის გადაწყვეტას, წლების განმავლობაში მტკივნეული კონფლიქტის შემდეგ, ისრაელთან კავშირების გამოსწორებაზე მუშაობს. ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ ადანაშაულებს ისრაელს, თურქეთმა განაცხადა, რომ ბოლო ბრძოლები გამოწვეულია წლების განმავლობაში პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული უსამართლობით და რომ მშვიდობის ერთადერთი გზა დამოუკიდებელი, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა,“ - წერს Reuters-ი.  

გერმანია ისრაელს დრონებს გადასცემს

NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო. ცნობილი გახდა, რომ ბერლინი ისრაელს საშუალებას მისცემს, Heron-ის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენოს, რომელსაც გერმანიის საჰაერო ძალები ისრაელში წვრთნებისთვის იყენებდნენ. „გარდა ამისა, არის მოთხოვნა გემებისთვის საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლა ისრაელელებთან განვიხილავთ,“ - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის წინ და აღნიშნა, რომ გერმანია ისრაელის გვერდით დგას. სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა  

ისრაელის თავდაცვის მინისტრი NATO-ს: მძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ - 2023 არ არის 1943

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა და მათ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალა წარუდგინა. „ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ. თუმცა არავინ შეცდეს - 2023 წელი 1943 წელი არ არის. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები“, - აღნიშნა გალანტმა. გალანტის თქმით, „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი აფინანსებს. „ჰამასი“ არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, სასტიკი ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. „ჰამასი“ არის „ისლამური სახელმწიფო“ და ის არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. ისრაელის თავდაცვის ძალები გაანადგურებს „ჰამასს“. მივაგნებთ ყველას კვალს, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო. აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ თავდასხმამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რობ ბაუერი ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა. ორივე მხარემ განაცხადა, რომ NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ.

იენს სტოლტენბერგი: ისრაელი მარტო არ არის

NATO-ს მოკავშირეებმა ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სასტიკი ტერორისტული თავდასხმები დაგმეს. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მინისტრებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის და NATO-ს რამდენიმე მოკავშირე სახელმწიფოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ NATO ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმებს გმობს და დასძინა, რომ „ისრაელი მარტო არ არის.“ „მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელს და ცხადყვეს, რომ უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი თავი პროპორციულად ამ გაუმართლებელი ტერორისტული აქტების წინააღმდეგ. მათ მოუწოდეს „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. მოკავშირეებმა ასევე მკაფიოდ განაცხადეს, რომ არც ერთი ერი ან ორგანიზაცია არ უნდა შეეცადოს სიტუაციის გამოყენებას ან მის ესკალაციას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ „ჰამასის“ თავდასხმამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რობ ბაუერი ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა. ორივე მხარემ განაცხადა, რომ NATO და ისრაელი საერთო საფრთხეებთან და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავებას ერთობლივად გეგმავენ. სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა  

ირანის პრეზიდენტმა ისრაელი გენოციდში დაადანაშაულა

ირანის პრეზიდენტი ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. ებრაჰიმ რაისი ყველა ისლამურ და არაბულ ქვეყანას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რადგან „პალესტინის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ისრაელის სისასტიკეს ბოლო მოეღოს.“ „დღეს სიონისტებმა, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ღაზის სრული ბლოკადა განახორციელეს და შეუწყვიტეს წყლის, ელექტროენერგიის, მედიკამენტებისა და საწვავის მიწოდება ამ რეგიონის ჩაგრულ ხალხს, მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა თვითგამოცხადებული დამცველები ცდილობენ მჩაგვრელისა და ჩაგრულის პირიქით წარმოდგენას თავიანთი ორმაგი სტანდარტებით, რაც სიონისტურ რეჟიმს თავდაჯერებას მატებს და პალესტინელების გენოციდის გაგრძელებას იწვევს,“ - აღნიშნა ებრაჰიმ რაისიმ. ირანული მედიის ინფორმაციით, მან ეს განცხადება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა. „ისლამური რესპუბლიკა ცდილობს, დაამყაროს ასეთი კოორდინაცია რაც შეიძლება მალე, ისლამური ქვეყნების მეთაურებთან კონტაქტის გზით,“ - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თეირანი ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა მიესალმება ისრაელის თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების „გამოუსწორებელ მარცხს“ და ასევე მათ, ვინც ისრაელზე თავდასხმა დაგეგმა. „ხელებზე ვეამბორებით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა,“ - განაცხადა ხამენეიმ 10 ოქტომბერს.    

რატომ განაცხადა უარი ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან უსაფრთხო დერეფნის შექმნაზე

დასავლური მედიის ცნობოთ, ეგვიპტე ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შესაძლებელი გახდეს ღაზის სექტორისთვის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე უარს აცხადებს. Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტე დიდი ხანია, ზღუდავს ღაზიდან ნაკადის შეშვებას თავის ტერიტორიაზე, თუნდაც ყველაზე სასტიკი კონფლიქტების დროსაც. ეგვიპტის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ანკლავიდან პალესტინელების გამოსვლას სერიოზული შედეგები მოჰყვება. თავის მხრივ, ეგვიპტის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის შეტევა ანკლავის დაცლის სქემის ნაწილია. კაირო, რომელიც აქტიური შუამავალია ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ყოველთვის დაჟინებით ითხოვს, რომ მხარეებმა კონფლიქტები თავიანთ საზღვრებში მოაგვარონ. ეგვიპტის შეფასებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც პალესტინელებს შეუძლიათ, უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოებრიობის უფლება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს. „ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“, - განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. 11 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ "ღაზას უნდა მიეწოდოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების - საწვავის, საკვებისა და წყლის მარაგები“. „როიტერის“ წყაროების თანახმად, ჰუმანიტარული დერეფნის იდეა "გეოგრაფიულად შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში" განიხილეს ეგვიპტის, შეერთებული შტატების, კატარისა და თურქეთის მოლაპარაკებებზე. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ დახმარების მიწოდებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დახმარება ჰქონდა მხედველობაში. გაეროს მონაცემებით, 12 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, თითქმის 339 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა სახლები – მათი უმეტესობა თავს სკოლებს აფარებს. ღაზის სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.   

CNN: ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტს ჩინეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა, 2 კი, დაკარგულია

CNN-ის ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელზე, ჩინეთის სამი მოქალაქე ემსხვერპლა. „დადასტურდა, რომ ჩინეთის სამი მოქალაქე დაიღუპა კონფლიქტის დროს, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და რამდენიმე დაიჭრა,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თუმცა როგორც CNN წერს, მას „ჰამასი“ არ უხსენებია. ჩინეთი „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ სიტუაციის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა „ჰამასის“ ქმედებები არ დაუგმია. ისრაელის ელჩმა ჩინეთში ირიტ ბენ-აბამ Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პეკინის პასუხის გამო იმედგაცრუებულია. „ველოდით, რომ ჩინეთი ახსენებდა „ჰამასის“ სისასტიკეს, ველოდით, რომ ჩინეთი დაგმობდა ტერორისტულ თავდასხმებს,“ - აღნიშნა ელჩმა.  

იორდანიამ ღაზისთვის, სამედიცინო დახმარებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი გაგზავნა

იორდანიის ჰაშიმიტური საქველმოქმედო ორგანიზაციის, სახელმწიფო დახმარების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი, რომელიც ღაზისთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით არის დატვირთული, იორდანიიდან გაფრინდა. დახმარება მოიცავს მედიკამენტებს და სამედიცინო აღჭურვილობას საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის სააგენტოებისთვის, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედებენ. დახმარება ჯერ ეგვიპტეში ჩავა და შემდეგ ხელისუფლებას გადაეცემა ღაზაში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით.  

ისრაელის ელჩი: „ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერათ

ისრაელის ელჩის ჰადას მეიცადის შეფასებით, „ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერათ. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ისრაელს აქვს უმძიმესი დღეები. შაბათს, 07:00 საათზე ტერორისტებმა შეაღწიეს ისრაელში რამდენიმე ლოკაციაზე. ასობით რაკეტა იყო გაშვებული ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით. შეჭრა განხორციელდა რამდენიმე ტერიტორიიდან, მეტწილად ღაზიდან. რამდენიმე ქალაქი, ცენტრალური თუ სამხრეთ ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი, იყო ამ რაკეტებისა სამიზნე, რასაც შეეწირა ასობით მოქალაქის სიცოცხლე. დაახლოებით ერთი საათის წინ საჰაერო განგაში გამოცხადდა, თავდასხმა განხორციელდა ისრაელის ტერიტორიაზე, რის გამოც ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს ჩვენი 1300-ზე მეტი თანამოქალაქე. მათ მოკლეს ბავშვები, გააუპატიურეს ქალები,“ – განაცხადა ისრაელის ელჩმა. მისივე თქმით, 130-დან 150-მდე ადამიანი ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება ან „ჰამასის“ ტყვეობაშია. „90-ზე მეტი ოჯახი დღემდე ელოდება პასუხს, მათ შორის არიან ჰოლოკოსტს გადარჩენილი ხალხი“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა. მისივე თქმით, ტყვეთა შორის არის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან. ელჩის თქმით, „ჰამასი“ ვერ განახორციელებდა ამ თავდასხმას ირანისგან დაფინანსების, ლოგისტიკური მხარდაჭერისა თუ სხვა სახის ხელშეწყობის გარეშე. ელჩმა საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, რომ ისრაელზე ეს თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა. „ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა ურყევი მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ბევრ ადგილას, თბილისში, ბათუმში განათებული იყო შენობები ებრაული დროშით. პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას, მოვისმინეთ აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განცხადებები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე, როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ იმისთვის, რასაც აკეთებს. ეს არის არაადამიანური, ტერორისტული ორგანიზაცია. ის არის „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ორგანიზაცია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, გამოხატოს ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ქალების, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც ტყვედ არიან ჩავარდნილები,“ – განაცხადა ისრაელის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ნეთანიაჰუ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ: „ჰამასი“ განადგურდება ისე, როგორც - ISIS-ი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს "ისრაელისადმი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის". მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადამ რომ ბლინკენის ვიზიტი იყო „ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის.“ „ჰამასი“ ისლამური სახელმწიფოა და როგორც „ისლამური სახელმწიფო“ გაანადგურეს, ისევე განადგურდება და „ჰამასსაც“ ზუსტად ისევე უნდა მოექცნენ, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, „ჰამასთან“ ურთიერთობა ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს. „არცერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და ისინი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა დასანქცირდეს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.  

ბუდანოვი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში რუსეთის კვალზე მიუთითებს

ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, „ჰამასის“ „რუსულ კავშირებზე“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი საუბრობს. კირილ ბუდანოვი „ჰამასის“ ტერორისტების ქმედებების უკან რუსული კვალის დამადასტურებელ ფაქტებზე მიუთითებს. ის მიიჩნევს, რომ კრემლის ჩართულობის მთავარი ფაქტებია - რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტებისთვის იარაღის გადაცემა; რუსული კოსმოსური აპარატის გადაყვანა ისრაელის გეოსტაციონალურ ორბიტაზე დაზვერვის ჩასატარებლად; ლიბანში "კრემლის" პროპაგანდისტული რადიომაუწყებლობის ჩართვა; თავდასხმის დროს კამიკაძე დრონების ტაქტიკის გამოყენება. „კამიკაძე დრონების გამოყენება ჩვენი ომის ნოუ-ჰაუა. ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც გაიარეს ჩვენი სამხედრო ოპერაციების თეატრი. რადგან ჩვენ იქ არ ვიყავით, ეს ნიშნავს, რომ რუსები იყვნენ," -  აღნიშნა ბუდანოვმა. მისივე თქმით, ახლა უკრაინა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოქალაქეების გადასარჩენად. ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს - რუსეთი მათგან ერთ-ერთია  

1982 წლის შემდეგ პირველად, ისრაელის ავიახაზები შაბათ დღეს ფრენას შეასრულებს

ისრაელის ავიახაზები El Al 1982 წლის შემდეგ პირველად, შაბათ დღეს ფრენას შეასრულებს. ფრენის შესრულება სამხედრო სარეზერვო მოვალეობის შესასრულებლად გამოძახებული ისრაელელების, ასევე საზღვარგარეთ მყოფი უსაფრთხოებისა და სამაშველო ძალების ქვეყანაში ჩამოყვანად გადაწყდა. ისრაელის ეროვნული ავიაკომპანია აცხადებს, რომ ემზადება ფრენების განხორციელებას ამ შაბათს აშშ-დან და აზიიდან, რათა დაეხმაროს ისრაელის არმიის რეზერვისტების დაბრუნებას, რომელთა დაბრუნება ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტერორისტულ ჯგუფთან „ჰამასთან“ მიმდინარე ომის დროს. სარეზერვო ჯარისკაცები შაბათს უფასოდ დაბრუნდებიან უკან ორი Boeing 787 თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან და ბანგკოკიდან. ფრენების ღირებულებას El Al და აშშ-ის მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები დაფარავს, ნათქვამია El Al-ის განცხადებაში. EI AI განმატავს, რომ ავიაკომპანია ემორჩილება ებრაულ სამართლებრივ პრინციპს, ე.წ. pikuah nefesh-ს, რომლის მიხედვითაც სიცოცხლის გადარჩენა თითქმის ყველა სხვა რელიგიურ მოთხოვნას აღემატება. ინფორმაციისთვის, ყოველკვირეულ სადღესასწაულო დღედ ისრაელში მიჩნეულია შაბათი. შაბათი აღინიშნება სანთლების დანთებით, სადღესასწაული ტრაპეზით. შაბათს იკრძალება ყოველგვარი შრომა, ცეცხლის დანთება, ტრანსპორტით მგზავრობა. შაბათი ებრაელმა უნდა მიუძღვნას ლოცვებისა და თორის კითხვას.   

ბლინკენი: ვიდრე ამერიკა არსებობს, ისრაელს არასდროს მოუწევს თავის მარტო დაცვა

„წარმოუდგენლად რთული დროა არამხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მე თქვენთან მოვედი არა როგორც მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ, როგორც ებრაელი. მე პიროვნულად მესმის ის შემზარავი ექო, რაც „ჰამასის“ მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა გამოიწვია არამხოლოდ ისრაელში მცხოვრები ებრაელებისთვის, არამედ, ყველა ებრაელისთვის მთელ მსოფლიოში,“ - ასე მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს თელ-ავივში, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „თქვენთან მოვედი, როგორც მამა, ახალგაზრდა შვილების მამა. ჩემთვის შეუძლებელია, დაღუპული ოჯახების ფოტოებს ვუყურო, ვუყურო მოკლული დედ-მამისა და სამი შვილის ფოტოს და საკუთარ შვილებზე არ ვიფიქრო. ჩვილები დახოცეს, გვამები წაბილწეს, ახალგაზრდები ცოცხლად დაწვეს, ქალები გააუპატიურეს, მშობლები დახვრიტეს შვილების თვალწინ, ბავშვები მშობლების თვალწინ. როგორ უნდა გავიგოთ ეს, როგორ უნდა აღვიქვათ?“- აღნიშნა ბლინკენმა. ბლინკენის თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ მუდამ მის გვერდით იქნება. „გზავნილი, რომელიც მე ისრაელში ჩამოვიტანე არის შემდეგი: შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, მაგრამ სანამ ამერიკა იარსებებს, არასოდეს მოგიწევთ ეს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მკაფიო გაფრთხილებასნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, რომელიც ფიქრობს რომ მიმდინარე კრიზისით ისარგებლებს: „ნუ გააკეთებთ ამას.“ „ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი კაცების, ქალების, ბავშვების, მოხუცების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მივმართავთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ - განაცხადა ბლინკენმა.  

ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად, ორ გემსა და სადაზვერვო თვითმფრინავებს გაგზავნის - Times

ბრიტანეთი სამეფო საზღვაო ძალების ორ გემს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაგზავნის და დაიწყებს სადაზვერვო ფრენებს ისრაელის თავზე სამხედრო მხარდაჭერის ჩვენების მიზნით, იტყობინება გაზეთი Times-ი წყაროს მითითების გარეშე. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. Times-მა განმარტა, რომ სამეფო ფლოტის დამხმარე გემი რეგიონში გაიგზავნება. წყარო  

„ჰამასის“ თავდასხმიდან მეხუთე დღეს, ისრაელის გენშტაბის უფროსმა თავდაცვის ძალების მხრიდან ჩავარდნები აღიარა

ომის დასაწყისიდან მის პირველ საჯარო გამოსვლაში ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა აღიარა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ჩავარდნები იყო, რამაც „ჰამასს“ კვირას ინფილტრაციისა და მასობრივი მკვლელობების განხორციელების საშუალება მისცა. ჰერზი ჰალევიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს „ჰამასისა" და სხვა დაჯგუფებების მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად. “ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის მოქალაქეებზე და კვირას დილით ღაზას სექტორთან მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით. ვისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა,” - განაცხადა ჰალევიმ. „ხუთი დღე გავიდა ამ სისხლიანი, სასტიკი და მოულოდნელი ინციდენტის შემდეგ. „ჰამასის“ სისხლიანი ტერორისტების, ადამიანური ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი მეუღლეებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა ცხოველურია, არაადამიანურია. ისრაელის თავდაცვის ძალები დაუნდობელ ტერორისტებს ებრძვის, რომლებმაც წარმოუდგენელი ქმედებები ჩაიდინეს”, - განაცხადა ჰალევიმ. მან აღნიშნა, რომ “ღაზა არ იქნება იგივე.” პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ასევე ხუთი დღის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. პალესტინური მედიის თანახმად, აბასმა, რომელიც იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს შეხვდა, განაცხადა, რომ მის მიმართ მტრული „ჰამასის“ გეგმების შესახებ მან არაფერი იცოდა. „ჩვენ უარვყოფთ სამოქალაქო პირების დახოცვას და არასათანადო მოპყრობას ორივე მხარეს, რადგან ეს მორალის, რელიგიის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა,“ განაცხადა აბასმა, რომელმაც, თავის მასპინძელთან, აბდულა II-სთან ერთად მოითხოვა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. მისი თქმით, დაუყოვნებლივ არის საჭირო სამედიცინო დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა. პალესტინელთა ავტონომიის ცნობით, 13 ოქტომბერს ამანში დაგეგმილია აბასის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, რომელიც 12 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა. NYT განიხილავს, როგორ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.  

ბლინკენის შემდეგ ისრაელში ოსტინი ჩადის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პარასკევს, 13 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება. თავდაცვის მაღალჩინოსანმა CNN-ს დაუდასტურა, რომ ოსტინი, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ისრაელში ნეთანიაჰუსთან შესახვედრად გაემგზავრება. ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ოსტინი ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრს და ისრაელის „ომის კაბინეტს.“ „ოსტინი მოუთმენლად ელის ისრაელის ლიდერებთან სიღრმისეულად საუბარს მათი ოპერატიული დაგეგმვისა და ამ კონფლიქტის მიზნების შესახებ ჰამასის ISIS-ის ტიპის სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ,” - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელს ეწვევიან

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავლენ. ინფორმაციას ევროპული კომისია ავრცელებს. ბოლო ცნობებით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისას სულ მცირე 1 300 ადამიანი დაიღუპა. 150-მდე ადამიანი მძევლადაა აყვანილი. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღაზაში 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  „ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელს ეწვევიან, რათა გამოხატონ სოლიდარობა „ჰამასის“ ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ და შეხვდნენ ისრაელის ხელმძღვანელობას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა

გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი გაეროს აკრიტიკებს და მის პასუხს ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის თხოვნაზე სამარცხვინოს უწოდებს. ელჩის განმარტებით, ისრაელი წინასწარ აფრთხილებს ღაზის მაცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მათ სამიზნეს არ წარმოადგენს. „გაეროს პასუხი ღაზის სექტორის მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის გაფრთხილებაზე სამარცხვინოა. გაერო მრავალი წლის განმავლობაში ხუჭავდა თვალს „ჰამასის“ შეიარაღებაზე და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტური იარაღისა და მკვლელობის დასამალად გამოყენებაზე. ახლა, ისრაელის გვერდით დგომის ნაცვლად, რომლის მოქალაქეები „ჰამასის“ ტერორისტებმა დახოცეს, ის ისრაელს ქადაგებას უკითხავს“, - აღნიშნა დიპლომატმა. მისი შეფასებით, სჯობს, გაერომ მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის“ დაგმობაზე იფიქროს. „სჯობს, გაერომ ახლა ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობასა და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე,“ - განაცხადა ელჩმა. ისრაელის არმიამ გაეროს მოუწოდა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის სამხრეთ ღაზაში ევაკუაცია განახორციელოს. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის ცნობით, ღაზის სექტორში მყოფმა გაეროს წარმომადგენლებმა შეტყობინება გასულ ღამით მიიღეს. ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარია. გაეროს ინფორმაციით, ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი უნდა დატოვონ ორგანიზაციის თანამშრომლებმაც. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარეობს მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა. გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.  

ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან „ჰამასი“ „მრისხანების დღეს“ აანონსებს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, - ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს. განცხადებას მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ჰამასმა“ მოუწოდა ორგანიზაციის მხარდამჭერებს მთელ მსოფლიოში, პარასკევს დაგეგმილ აქციებს „მრისხანების დღეს“ შეუერთდნენ, რათა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, სხვადასხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციები გაიმართება, რომლებიც, შესაძლოა, ძალადობაში გადაიზარდოს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ისრაელელებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფხიზლე და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციებისგან. მედიის ცნობით, პარასკევს მთელ მსოფლიოში ისრაელის საელჩოებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.  

ისრაელი აცხადებს, რომ არ შეუშვებს ღაზის სექტორში დახმარებას, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რეგიონის ალყა შენარჩუნდება, ვიდრე „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს დაახლოებით 150 მძევალს. ისრაელს ღაზაზე მასიური იერიშებ მიაქვს. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა გადაკეტა პირველადი მოხმარების პროდუქტის მიწოდება ღაზის სექტორში, შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება.    „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი, აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებასთან ერთად, ძლიერი მწვანე შუქი იყო ისრაელისთვის, რათა გაეგრძელებინა „ჰამასის“ მიმართ შურისძიება შაბათ-კვირის თავდასხმის შემდეგ, წერს AP.   ბლინკენმა 12 ოქტომბერს თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად. განაცხადა, რომ აშშ „მუდამ“ ისრაელის გვერდით იქნება,  ვიდრე იარსებებს. „ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 247 ჯარისკაცია. ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზაში, ორივე მხარის ცნობით, დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასის" დაახლოებით 1500 მებრძოლი მოკლეს ისრაელის შიგნით და რომ ღაზაში დაღუპულია "ჰამასის" ასობით წევრი.

ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ

პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული დაჯგუფების სარაკეტო იერიშის შემდეგ თავის პირველ მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი ომშია. „ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ,“ - ამბობს ნეთანიაჰუ. ნეთანიაჰუმ ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ ბრძანება გასცა. მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია. ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს. უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მკურნალობს, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელში საქართველოს საელჩო სარაკეტო თავდასხმის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს

ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; - თელ ავივის ჩათვლით). შესაბამის ცნობას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანახმად, ამავდროულად, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“ „შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში  მოქმედ უსაფრთხოების წესებს: შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენ ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება; სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, დატოვოთ შენობა. დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ლინკზე https://www.oref.org.il/en? საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092; ან +972 52-8888513 და +972 54-7386813“ წერი საელჩოს Facebook-ზე განთავსებულ ინფორმაციაში. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაშავდა.  

პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელს თავს დაესხნენ - ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.დიპლომატის მდგომარეობა სტაბილურია.უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივზე, რომელიც საელჩოზე არ მომხდარა, გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის ხელისუფლება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან „ჰამასი“ „მრისხანების დღეს“ აანონსებს.  

ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება „ჰამასის“ თავდასხმასა და ისრაელის საპასუხო ზომებზე - მთავარი პროკურორი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი მიიჩნევს, რომ ჰააგაში მოქმედი ამ სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ომის შესაძლო დანაშაულზე, რომელიც ისრაელში ჩაიდინეს „ჰამასის“ მეომრებმა და ისრაელელებმა - ღაზის სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის მისი წევრი. Reuters-ის ცნობით, სასამართლოს აქვს იმის უფლება, პასუხისგებაში მისცეს პალესტინელთა გასამხედროებული გაერთიანება „ჰამასი,“ რომელიც ღაზას მართავს. „თუ იქნება იმის დასტური, რომ პალესტინელებმა, „ჰამასმა“ ან "ალ-ყუდსის ბრიგადებმა“, ან "ჰამასის" გასამხედროებულმა ფრთამ, ან სხვა პირმა, ან ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული, ჩვენ გვაქვს იურისდიქცია, სადაც უნდა იყოს ის ჩადენილი, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა. 7 ოქტომბერს, როცა „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს, საპასუხოდ კი, ისრაელმა დაბომბა ღაზის სექტორი, ხანმა განაცხადა, რომ ეს კადრები იყო „სულისშემძვრელი.“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს იურიდიულ დევნას შესაძლო დანაშაულის გამო იმ შემთხვევებში, თუ 123 წევრ სახელმწიფოს არ სურს, ან არ შეუძლია, აწარმოოს სასამართლო პროცესი დამოუკიდებლად. ჰააგის ამ სასამართლოს წევრები არ არიან აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და სხვები. თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გასცემს ისრაელის და პალესტინელთა რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ კონფლიქტის მონაწილეებზე დაპატიმრების ორდერებს, გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. სასამართლო გამოძიებას პალესტინელთა ტერიტორიებზე შესაძლო ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტების გარშემო 2021 წლიდან აწარმოებს, რასაც ისრაელი არ აღიარებს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პრეზიდენტმა ისრაელის ელჩთან ისრაელში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა და ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ისრაელის სახეოლმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა.  7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

ლოიდ ოსტინი ისრაელში: ახლა ნეიტრალიტეტის დრო არ არის - ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, „ჰამასი“ უნდა დაგმოს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თელ-ავივში ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა სისასტიკეზე ორაზროვნად საუბრისა და ნეიტრალიტეტის დრო არ არის. ოსტინის თქმით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და „ჰამასი“ ყველამ უნდა დაგმოს. „ახლა ნეიტრალიტეტის, ცრუ ექვივალენტურობის, მიუტევებელი ქმედების პატიების დრო არ არის. ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება და ეს განსაკუთრებით ეხება „ჰამასის“ ამ მძვინვარებას. ყველამ, ვისაც სურს ამ რეგიონში მუდმივი მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა დაგმოს „ჰამასი“ და მისი იზოლირება მოახდინოს,“ - აღნიშნა ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, „ჰამასის“ საქმიანობა სისხლისმსმელი და ფანატიკურია, რომელიც მას „ისლამურ სახელმწიფოს“ ახსენებს. „ჰამასს“ არაფრის შეთავაზება არ შეუძლია ფანატიზმისა და სიკვდილის გარდა,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. „ნებისმიერი ქვეყნისთვის, ნებისმიერი ჯგუფისთვის ან ვინმესთვის, ვინც ცდილობს ისარგებლოს ამ სისასტიკით, ჩვენ მხოლოდ ერთი სიტყვა გვაქვს: არ გააკეთოთ ეს,“ - აღნიშნა ოსტინმა.  

Reuters: ისრაელის რეზერვისტები ყველაფერს ტოვებენ და სახლისკენ ჩქარობენ

„ზოგი საქორწინო მოგზაურობაში იყო, ზოგიერთი საზღვარგარეთ სწავლობდა, ბევრი ახალ ცხოვრებას ქმნიდა უცხო ქვეყნებში, მაგრამ როდესაც ისრაელმა გამოიძახა თავისი რეზერვისტები და ომი გამოაცხადა, პასუხი იყო სწრაფი და აბსოლუტური,“ ასე იწყებს სტატიას Reuters-ი და წერს, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა 360 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ რეზერვისტების უმეტესობა უკვე იმყოფებოდა ისრაელში გაწვევის დროს - ეს არის ყველაზე დიდი ასეთი სავალდებულო მობილიზაცია 1973 წლის იომ ქიფურის ომის შემდეგ. ბევრი ადამიანი ქვეყნიდან სხვადასხვა მიზეზის გამო იყო წასული, თუმცა მიატოვეს ყველაფერი, რათა უკან დაბრუნებულიყვნენ.„ყველა მოდის. არავინ ამბობს უარს," - ამბობს 24 წლის იონატან შტაინერი, რომელიც ნიუ-იორკიდან დაბრუნდა. 23 წლის 23 წლის ნიმროდ ნედანმა,  რომელიც ლიეტუვაში მედიცინას სწავლობდა, განაცხადა, რომ მეგობრები და ნათესავები დაეღუპნენ ან დაიკარგნენ „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმის შედეგად, რამაც მას მოქმედებისკენ უბიძგა.„არ შემიძლია, უმოქმედოდ ვიჯდე და მედიცინა ვისწავლო, მაშინ, როცა ვიცი, რომ ჩემი მეგობრები იბრძვიან და ჩემი ოჯახი დასაცავია," - ამბობს ნიმროდ ნედანი. სამხედრო სამსახური ისრაელში სავალდებულოა 18 წლის ასაკს მიღწეული ყველა ადამიანისთვის. კაცები 32 თვიან, ქალები კი - 24-თვიან სავალდებულო სამხედრო წვრთნებს გადიან. ამის შემდეგ 40 წლის ასაკამდე ადამიანთა უმეტესობა ისრაელის აქტიურ რეზერვში ირიცხება. ომის დროს ისინი რეგულარული ჯარების გვერდით იბრძვიან. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

HRW: ისრაელმა ღაზასა და ლიბანში ფოსფორიანი ჭურვები გამოიყენა

Human Rights Watch-ის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ 10 და 11 ოქტომბერს ღაზის სექტორისა და ლიბანის დაბომბვის დროს ისრაელის სამხედროების მიერ თეთრი ფოსფორის გამოყენების მტკიცებულება აღმოაჩინა. ამ ფაქტზე ორგანიზაცია ვიდეოჩანაწერებისა და თვითმხილველთა ჩვენების საფუძველზე მიუთითებს. კერძოდ, სააგენტო AFP-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ღაზაში, ცაზე, თეთრი ზოლებია გამოსახული. ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, ღაზაში თეთრი ფოსფორის გამოყენება ზრდის რისკს სამოქალაქო მოსახლეობისთვის და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევას. ისრაელის სარდლობამ Reuters-ს განუცხადა, რომ "ამჟამად არ იციან ღაზის სექტორში თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღის გამოყენების შესახებ." ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ცვიმ უარყო ისრაელის არმიის მიერ ფოსფორიანი ბომბების გამოყენება. "ეს ასე არ არის. დღეს თქვენ იცით, ყველაფერია სოციალურ ქსელებში, ყველას აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი, ეს უბრალოდ სისულელეა," - განუცხადა დიპლომატმა რუსულ სააგენტო TASS-ს. თეთრი ფოსფორი ჟანგბადთან შეხებისას იწვის და სქელ თეთრ კვამლს ქმნის. ამ ნივთიერებას ზოგჯერ სამხედროები ტერიტორიების მონიშვნისთვის იყენებენ, მაგრამ მას ასევე შეუძლია, გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა და ხალხმრავალ ადგილებში მისი გამოყენება შესაძლოა, ადამიანებისათვის, უკიდურესად საშიში იყოს. თეთრი ფოსფორი არ არის აკრძალული საერთაშორისო სამართლით, მაგრამ ადამიანებზე მავნე ზემოქმედების გამო, მისი გამოყენება მკაცრად რეგულირდება. ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება „ჰამასის“ თავდასხმასა და ისრაელის საპასუხო ზომებზე - მთავარი პროკურორი

პუტინმა ღაზის სექტორის ბლოკირება ლენინგრადის ბლოკადას შეადარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირება ნაცისტური გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მოწყობის ლენინგრადის ბლოკადას შეადარა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, დსთ-ის სამიტის შემდეგ ისაუბრა და ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადა მიუღებელია. შეგახსენებთ, რუსეთი გასული წლის თებერვალში შეიჭრა უკრიანაში და ამ დრომდე აწარმოებს ომს, განურჩევლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი

ღაზა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, მცირე რესურსებით, ღარიბი - ის თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო დანარჩენ მსოფლიოსთან თითქმის 17 წლის განმავლობაში, რაც ბადებს კითხვას: როგორ დააგროვა „ჰამასმა“ უზარმაზარი რაოდენობის იარაღი ამ მასშტაბის და დახვეწილი შეტევის განსახორციელებლად?ამ თემაზე CNN-მა სტატია მოამზადა. რას ამბობენ ექსპერტები: ირანის ფაქტორი: „ჰამასი“ იარაღს გზით იძენს და იღებს გარკვეულ სამხედრო მხარდაჭერას ირანისგან,“- ნათქვამია CIA-ს World Factbook-ში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელისა და აშშ-ის მთავრობებს ჯერ არ გამოუვლენიათ ირანის პირდაპირი როლი, ექსპერტები ამბობენ, რომ ისლამური რესპუბლიკა დიდი ხანია, „ჰამასის“ მთავარი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც იარაღის კონტრაბანდას ატარებს ანკლავში ფარული ტრანსსასაზღვრო გვირაბებით ან ნავებით, რომლებიც გადაურჩნენ ხმელთაშუა ზღვის ბლოკადას. „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი, ირანის არმიის ფილიალი, რომელიც პირდაპირ პასუხობს ქვეყნის უზენაეს ლიდერს, თითქმის ორი ათეული წელია, „ჰამასის“ ინჟინრებს ამზადებს, ხოლო თეირანი აგრძელებს „ჰამასის“ იარაღის მწარმოებლების წვრთნას,“ ამბობს ჩარლზ ლისტერი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი. „ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ქარხნები ყველაფრისთვის, რაკეტებისთვის 250 კმ, 160 კმ, 80 კმ და 10 კმ. ჩვენ გვაქვს ნაღმტყორცნების და მათი ჭურვების ქარხნები. ... ჩვენ გვაქვს კალაშნიკოვის (თოფების) და მათი ტყვიების ქარხნები. ტყვიებს რუსების ნებართვით ვამზადებთ. ჩვენ ვაშენებთ მას ღაზაში, ”- აცხადებს „ჰამასის“ „მაღალჩინოსანი,“ Russia Today-ის არაბული ახალი ამბების არხ RTArabic-თან „ლიბანიდან.“ როგორ აწარმოებს ჰამასი ნედლეულს იმ ძირძველი იარაღისთვის CNN ამ თემასაც განიხილავს. ღაზას არ აქვს არცერთი მძიმე ინდუსტრია, რომელიც ხელს შეუწყობდა იარაღის წარმოებას მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. მაგრამ მის ძირითად ექსპორტს შორის არის ჯართი, რომელსაც შეუძლია, მასალა იარაღის დასამზადებლად, ანკლავის ქვემოთ მდებარე გვირაბის ქსელში უზრუნველყოს. ეს ლითონი კი ხშირ შემთხვევაში ღაზაში წინა დესტრუქციული ბრძოლებიდან მოდის. აჰმედ ფუად ალხატიბი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის ფორუმისთვის, 2021 წელს წერდა: „როდესაც ღაზის ინფრასტრუქტურა განადგურდა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, რა დარჩა - ლითონის ფურცელი და ლითონის მილები, არმატურა, ელექტრო გაყვანილობა, მან თავისი გზა „ჰამასის იარაღის“ სახელოსნოსკენ იპოვა.“  

იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში ჩავიდნენ

იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანტონიო ტაიანი და ანალენა ბერბოკი ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ. ისინი ისრელელ კოლეგას, ელი კოენს შეხვდნენ. „ეს არის ყველაზე ცუდი დღე ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ," - განაცხადა კოენმა. ისრაელში დღეს, 13 ოქტომბერს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა, ასევე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსიტნი ჩავიდნენ. უფრო ადრე კი, ისრაელს აშშ-ის სახელნწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.  

აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანანი ენტონი ბლინკენი დღეს ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიასა და კატარში. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ შეხვედრაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების მცდელობის საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას. შეხვედრაზე განიხილეს გზები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ისრაელი ატარებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება იორდანიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი. გამოხატა მადლიერება იორდანიის განსაკუთრებული როლისთვის იერუსალიმსა და რეგიონში სტაბილურობისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ისრაელე „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმა დაგმო. აბასს ასევე დეტალურად ესაუბრა აშშ-ის ძალისხმევაზე, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაფართოება. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება პალესტინის ხელმძღვანელობასთან და ხალხთან თანამშრომლობისადმი, რათა უსაფრთხოება ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი. ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ბლინკენმა ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავებისგან თავის არიდებასა და უსაფრთხო ზონების შექმნისკენ მოუწოდა კატარში გამართული პრესკონფერენციიდან. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა „ღაზაში სამოქალაქო პირებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოთ“ და ისრაელს მოუწოდა, მიიღოს „ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.“ „ვაცნობიერებთ, რომ ღაზაში ბევრი პალესტინელი ოჯახი იტანჯება საკუთარი ბრალის გარეშე, და რომ პალესტინელმა სამოქალაქო პირებმა სიცოცხლე დაკარგეს… ჩვენ ვგლოვობთ ყველა მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას - ისრაელელის, პალესტინელის, ყველა რწმენისა და ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქის, რომლებიც დაიღუპნენ,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ღაზაში მშვიდობიანი პირებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე მუშაობს. „ამის დეტალებზე ვმუშაობთ და მეტი ითქმება უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტია,” - განაცხადა ბლინკენმა.  

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ტანკებით შევიდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეითი ძალები და ტანკები დღეს ღაზის სექტორში შევიდნენ. ისრაელის ძალები  "ლოკალური რეიდის" ჩატარებას და ტერიტორიის პოტენციური ტერორისტებისგან გაწმენდას აპირებს. IDF-მ ასევე აღნიშნა, რომ სამხედროებმა შეაგროვეს სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, დაკარგული და გატაცებული ადამიანების პოვნაში დაეხმაროთ. IDF-ს განცხადებით, ისრაელის არმიის მიერ ამ რაიონში ლიკვიდირებულია რამდენიმე ტერორისტი.      

უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, ეს მხოლოდ დასაწყისია - ნეთანიაჰუ

„ყველამ იცის, რომ ჩვენ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ლომებივით ვიბრძვით,“ მიმართა ხალხს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის მე-7-ე დღის ბოლოს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დღეს ესაუბრა იმ ოჯახებს, რომლებმაც ერთი კვირის წინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, საყვარელი ადამიანები დაკარგეს. „ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს და არასოდეს ვაპატიებთ. ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს, დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენია ებრაელ ხალხს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. მტრებს უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ, რა იქნება შემდეგ. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერები," აცხადებს ნეთანიაჰუ.  

ბაიდენი ამბობს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტმა „ჰამას“ ბოროტება უწოდა, მაგრამ  ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რომ პალესტინელების უმეტესობა ამ დაჯგუფების ტერორის შედეგებით იტანჯება. „ჩვენ არ შეგვიძლია, მხედველობიდან გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პალესტინელების აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო „ჰამასთან,” - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები მუშაობენ რეგიონულ პარტნიორებთან, ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად. აღსანიშნავია, რომ თოთხმეტი ამერიკელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად რჩება და თეთრ სახლს მიაჩნია, რომ ისინი „ჰამასის“ მიერ მძევლად არიან აყვანილნი. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.  გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

ღაზის მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით, დღეს ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებს - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით, დღეს ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაეროს აცნობა, რომ ღაზას პალესტინელი მოსახლეობა სამხრეთით უნდა გადაადგილდეს. „თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ,“ - ამ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები Twitter-ის გვერდზე არაბულად აქვეყნებს. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.  გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

ბორელი ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად შეუძლებელია. „მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია,“ - აცხადებს ბორელი. „წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება, იყოს“, - აღნიშნა ბორელმა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ღიად გამოხატა ისრაელის მხარდაჭერა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელს მოუწოდა, რომ საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს. ღაზის მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით, დღეს ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებს - ისრაელის თავდაცვის ძალები ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.  გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

ღაზაზე შეტევებისას „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა - ისრაელის თავდაცვის ძალები

ღამით ღაზაზე შეტევების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღაზაზე განხორციელებული შეტევების შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური აბუ მურადი დაიღუპა. ისრაელის ავიაიერიშების სამიზნე ობიექტი "ჰამასის" საჰაერო აქტივობების მართვის შტაბ-ბინა იყო. ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ აბუ მურადი „გასულ შაბათ-კვირას "ჰამასის" შეტევების დაგეგმვაში მონაწილეობდა.    

დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბლინკენი ერთი დღის განმავლობაში ოთხ ქვეყანას ეწვია

აშშ-ის ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. CNN წერს, რომ ბლინკენი ერთ დღეში უკვე მეოთხე ახლოაღმოსავლურ ქვეყანას ეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კვირას, 14 ოქტომბერს აშშ-ში დაბრუნებამდე, ბლინკენი არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში ჩასვლას გეგმავს. მანამდე ბლინკენი ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიასა და კატარში. იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების მცდელობის საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს. ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე. ბლინკენმა იორდანიაში ვიზიტისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას. „შეხვედრაზე განიხილეს გზები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ისრაელი ატარებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება იორდანიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი. გამოხატა მადლიერება იორდანიის განსაკუთრებული როლისთვის იერუსალიმსა და რეგიონში სტაბილურობისთვის. ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასასაც შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ისრაელე „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმა დაგმო. აბასს ასევე დეტალურად ესაუბრა აშშ-ის ძალისხმევაზე, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაფართოება. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება პალესტინის ხელმძღვანელობასთან და ხალხთან თანამშრომლობისადმი, რათა უსაფრთხოება ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი. ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ბლინკენმა ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავებისგან თავის არიდებასა და უსაფრთხო ზონების შექმნისკენ მოუწოდა კატარში გამართული პრესკონფერენციიდან. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა „ღაზაში სამოქალაქო პირებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოთ“ და ისრაელს მოუწოდა, მიიღოს „ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.“ „ვაცნობიერებთ, რომ ღაზაში ბევრი პალესტინელი ოჯახი იტანჯება საკუთარი ბრალის გარეშე, და რომ პალესტინელმა სამოქალაქო პირებმა სიცოცხლე დაკარგეს… ჩვენ ვგლოვობთ ყველა მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას - ისრაელელის, პალესტინელის, ყველა რწმენისა და ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქის, რომლებიც დაიღუპნენ,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ღაზაში მშვიდობიანი პირებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე მუშაობს. „ამის დეტალებზე ვმუშაობთ და მეტი ითქმება უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტია,” - განაცხადა ბლინკენმა. ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას

ისრაელის თავდაცვის ძალები: მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო მეთაური, რომელიც სამხრეთ ისრაელზე შეტევებს ხელმძღვანელობდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ სამხედრო მეთაური, რომელიც სამხრეთ ისრაელზე შეტევებს ხელმძღვანელობდა მოკლულია. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის ძალისხმევით, „ჰამასის“ ე.წ. ნუხბას ქვედანაყოფის მეთაური, ალი ხადი, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ცნობისთვის, ხადი ისრაელმა 2005 წელს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის გამო დააკავა, ხოლო 2011 წელს, გილად შალიტის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ღაზაზე შეტევებისას „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური დაიღუპა - ისრაელის თავდაცვის ძალები  

რაზე შეთანხმდნენ ეგვიპტე, ისრაელი და აშშ

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბლინკენი ერთი დღის განმავლობაში ოთხ ქვეყანას ეწვია ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზის დატოვების უფლებას. თავის მხრივ, AP-ის ცნობით, ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტე, ისრაელი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფ უცხოელებს რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ღაზა დაატოვებინონ. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ ისრაელიც და პალესტინის მებრძოლი ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ხსენებული პირების გამოსვლას. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.  გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმის ადგილები პირველად მოინახულა, ისრაელის თავდაცვის ძალები „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განთავსებული სამხედროები მოინახულა. „ღაზასთან, ფრონტის ხაზზე სამხედროებთან ერთად. ჩვენ ყველა მზად ვართ”, – დაწერა ისრაელის პრემიერმა სოციალურ ქსელში. „მზად ხართ შემდეგი ეტაპისთვის? შემდეგი ეტაპი ახლოვდება,” - პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან მყოფ სამხედროებს ამ სიტყვებით მიმართა. პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ კიბუცებში, კფარ აზასა და ბეერში „იმ სახლების ნანგრევებში გაიარა, სადაც ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა." ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს. განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები „შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის” განხორციელებით „შეტევის გაფართოებისთვის” ემზადება, რომლებიც, მათივე ცნობით, „ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიან და კოორდინირებულ შეტევას” მოიცავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით,” - აღნიშნულია განცხადებაში. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებამ შესაძლოა, ცენტრალური ბანკების ახალ ინფლაციურ ტრენდებსაც დაარტყას. ამ შინაარსის სტატიას Reuters-ი აქვეყნებს. გლობალური არასტაბილურობის განცდას, რომელიც თითქმის 20 თვის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გამოიწვია, დაემატა ის, რომ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ცენტრალური ბანკების ეკონომიკური მოლოდინი. ბრიტანული სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური გავლენის დადგენას გარკვეული დრო დასჭირდება და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, რამდენად ინტენსიური იქნება ის და გავრცელდება თუ არა  რეგიონის სხვა ნაწილებზე. „თუმცა ნავთობისა და კაპიტალის ბაზრებზე შესაძლოა, ეს კონფლიქტი მალევე აისახოს,“ - ამბობს ვგუსტინ კარსტენსი, BIS (Bank of settlements)-ის გენერალური მენეჯერი, ბიზნეს ეკონომიკის ნაციონალური ასოციაციის წინაშე წარდგენილ მოხსენებაში.  „ახალი ინფლაციური ზეწოლა დილემის წინაშე აყენებს ცენტრალურ ბანკებს, რადგან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები - საუდის არაბეთი და ირანი ნავთობის უმსხვილესი მომპოვებლები და ექსპორტიორები არიან,“ - წერს Reuters-ი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

NYT განიხილავს, როგორ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა

გამოცემა New York Times-ი განიხილავს, როგორ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ თავდასხმა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოთა შორისა, მაგრამ შაბათს დაზვერვის წარუმატებლობამ გამოიწვია ისრაელის თავდაცვის ყველაზე უარესი გარღვევა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. New York Times-ი, ისრაელის მთავრობის რამდენიმე ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის ანალიტიკოსებმა დაასახელეს ოთხი მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა არმიასა და სპეცსამსახურებს, თავიდან აეცილებინათ ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" ბოევიკების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე.  ეს დასკვნები წინასწარია. ამერიკული გამოცემის წყაროების მიხედვით, ისრაელის თავდასხმის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს "ჰამასის" წევრების საკომუნიკაციო ხაზების კონტროლი. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, დაზვერვა შეეცადა, გაეფრთხილებინა არმიის ხელმძღვანელობა დაჯგუფების საკომუნიკაციო ხაზებზე უჩვეულო აქტივობის შესახებ, მაგრამ ეს გაფრთხილებაც შეუმჩნეველი დარჩა. ისრაელის „რკინის გუმბათი“ - როგორ მუშაობს ისრაელის თავდაცვის სისტემა მეორე მიზეზი იყო ღაზის სექტორის საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისთვის ელექტრონიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ბოლო წლებში ღაზის საზღვრის გასწვრივ დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდა. საზღვარზე დამონტაჟდა მრავალი სათვალთვალო კამერა, სენსორი და დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი. თუმცა თავდასხმამდე ისლამისტებმა დრონების საშუალებით გაანადგურეს ფიჭური კავშირის კოშკები, მოუსპეს ისრაელის არმიას წვდომა ამ აღჭურვილობაზე, რამაც ბოევიკებს საშუალება მისცა, შეუმჩნევლად გადაელახათ საზღვარი ოცდაათ ადგილას. მესამე მიზეზად დასახელდა სამხედრო სარდლობის ოპერატიული შეცდომა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ სასაზღვრო დივიზიის მმართველობა განათავსა ერთ ბაზაზე, რომელიც თავდასხმის დაწყებისთანავე იგდო ხელთ "ჰამასმა". მეოთხე მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სარდლობამ ნამდვილად ჩათვალა "ჰამასის" ლიდერთა საუბრის ჩანაწერები, რომ თითქოს მათ არ ჰქონდათ ისრაელზე თავდასხმის გეგმა. სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრებმა იცოდნენ, რომ მათი საუბრები ისმინებოდა და შეცდომაში შეიყვანეს ისრაელის სპეცსამსახურები.  

რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ მსგავს ხაზს ავითარებდა BBC-იც, როდესაც წერდა, რომ გარკვეულ კითხვებს ბადებდა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე იერიშისთვის შერჩეული დრო. BBC წერს, რომ „ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრად უფრო ფართო ამბიციები ექნება. ბევრ უფრო ფართო საკითხზე, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგები  გავლენას მოახდენს.“ ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია „ეს უპრეცედენტო ესკალაცია მივიღეთ უპრეცედენტო დიპლომატიის დროს: საუდის არაბეთისა და აშშ -ის მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამეფოს მიერ ებრაული სახელმწიფოს აღიარებისკენ იყო მიმართული; უფრო დიდი ჩართულობა რიადსა და პალესტინის ხელისუფლებას, „ჰამასის“ მთავარ კონკურენტს შორის. „ჰამასმა“ ახლა ყუმბარა გაისროლა იმ „კულუარებში“, სადაც ეს ყველაფერი ხდება. და ამ ნაერთში ბევრი მოთამაშეა - ირანი, „ჰამასის“ მტკიცე მოკავშირე, ისევე როგორც რუსეთი. უკრაინის ომიც კი შეიძლება, ამ ორბიტაში აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ თავად „ჰამასიც“ გაყოფილია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო ფრთა სახიფათო ესკალაციას უძღვება, რომლის გავლენა შორსმიმავალი და ხანგრძლივი იქნება,“ - წერს BBC. „გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“  - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს.  შაბათს, „ჰამასი“ ამტკიცებდა, რომ თავდასხმები გამოწვეული იყო ისრაელის ესკალირებული თავდასხმებით დასავლეთ სანაპიროზე და იერუსალიმში პალესტინელებზე, ასევე ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების წინააღმდეგ თავდასხმებით.„ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ჰანიემ ხაზი გაუსვა იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ღაზის სექტორზე ისრაელის ბლოკადის გაგრძელებას და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებას რეგიონის ქვეყნებთან. ნეთანიაჰუმ გასულ თვეში განაცხადა, რომ მას სჯეროდა, ისრაელი საუდის არაბეთთან მშვიდობის ზღვარზეა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება, შეცვალოს ახლო აღმოსავლეთი. საუდის არაბეთი დიდი ხანია, დაჟინებით მოითხოვს პალესტინელების სახელმწიფოებრიობის უფლებას, როგორც ისრაელის აღიარების პირობად - რასაც ნეთანიაჰუს ნაციონალისტური კოალიციის მრავალი წევრი დიდი ხანია, წინააღმდეგობას უწევს. კვირას შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ბოლო თავდასხმის მიუხედავად, საუდის არაბეთ-ისრაელის ნორმალიზაციის მცდელობები უნდა გაგრძელდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის არის ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი. მასში შედის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Gerald Ford-ი, Ticonderoga-ს კლასის მართვადი რაკეტებიანი კრეისერი USS Normandy, ასევე სამხედრო ხომალდები Arleigh-Burke კლასის მართვადი რაკეტებით, გემები USS Ramage-ი, USS Carney და USS Roosevelt-ი. „ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რეგიონში საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებლების ესკადრილიების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. შეერთებული შტატები მხარდაჭერის საჩვენებლად გაგზავნის მრავალ სამხედრო გემს და თვითმფრინავს ისრაელთან უფრო ახლოს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ჰამასის ბოლო თავდასხმა შესაძლოა, მოტივირებული იყოს ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლისთვის. ოსტინი ამბობს, რომ ეს ქმედება "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის ხალხის მიმართ." პენტაგონის თანახმად, აშშ-ის არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე "გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები“ . განლაგება ასევე მოიცავს რამდენიმე მართვადი რაკეტის კრეისერს და გამანადგურებელს. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ესკადრილია მატულობს. „აშშ ინარჩუნებს ძალებს გლობალურად, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს შემაკავებელი პოზიზია საჭიროების შემთხვევაში,” - ამბობს ოსტინი. როგორც მედია წერს, ასევე დამატებითი რესურსები, მათ შორის საბრძოლო მასალები, იგზავნება ისრაელში, უსაფრთხოების პირველი დახმარება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩავა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

აშშ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ ერთ ავიამზიდს გზავნის

პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად. „აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.  

ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი - ისრაელი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი. თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ლიბანში, თავდასხმის ადგილზე საპასუხო დარტყმას ახორციელებენ.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ძირითადი სამხედრო ოპერაციები ღაზაში მაშინ დაიწყება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას დატოვებენ

ისრაელი ღაზაში ძირითად სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაინახავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა. „ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის, რომ ჩვენ დავიწყებთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა ,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, ისრაელმა ღაზის მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ სამხრეთ ნაწილში გადასულიყო. „ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან სულგრძელობა გამოვიჩინეთ დროსთან დაკავშირებით. ჩვენ გავეცით დიდი გაფრთხილება, 25 საათზე მეტი ხნის წინ. დროა, ღაზის მცხოვრებლები წავიდნენ. აიღეთ თქვენი ნივთები, წადით სამხრეთში. გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და ნუ გაებმებით ხაფანგში, რომელსაც „ჰამასი“ გიგებთ“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა. სპიკერის თქმით, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ისრაელის ასობით ათასი სარეზერვო ქვედანაყოფით, რომლებიც სხვადასხვა მისიებისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზის სექტორზე თავდასხმას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით,” - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში. გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში მძევლები, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა. პრესსპიკერის თქმით, ღაზას სექტორში გვირაბების რთული ქსელია და „ჰამასის“ მიერ გატაცებული 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ იქ ჰყავთ დაკავებული. „ძალიან რთულია ნებისმიერი თანამედროვე სამხედრო ძალისთვის ასეთ მჭიდრო ურბანულ მხარეში ბრძოლა”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ იქნება, თუმცა „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. „მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვებრძოლოთ დაუნდობელ მტერს, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სამხედრო მიზნებისთვის,” - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა. ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა, 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24-საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომლებიც კვლავაც რჩებიან ჩრდილოეთი ღაზის ნაწილში, უნდა დატოვონ ტერიტორია და წავიდნენ სამხრეთით ადგილობრივი დროით, 10-დან 13:00 საათამდე. ამასთან, მათ უნდა აირჩიონ ერთი მარშრუტი - ბეიტ-ხანუნიდან ხან-იუნისის მიმართულებით. ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას.  

ელჩი: 45-ზე მეტი მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ დღეს კომერციული რეისით 45 მცირეწლოვანი ოჯახთან ერთად ისრაელიდან თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება. ელჩის განმარტებით, საელჩოში ინფორმაცია არ შესულა დაკარგული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. „ჩვენი მედიით ან სოციალური ქსელებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო პანიკა ვრცელდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, რომ არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ და ამ კომერციულ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ეს არის კვირას საღამოს, სადაც ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ ოჯახებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის მშობლებთან ერთად გამოემგზავრება დღეს თბილისის მიმართულებით,“ - განაცხადა ელჩმა.

აშშ თავის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს. შესაბამის ინფორმაციას CNN ამერიკის საელჩოს ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. საელჩოს განმარტებით, ევაკუაცია მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს შეეხება. გემი ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან ორშაბათს გაემგზავრება. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მოქალაქეები და მათი ოჯახები პასუხისმგებლები იქნებიან ჰაიფამდე ჩასვლაზე და ასევე კვიპროსიდან გამგზავრებაზე. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს ისრაელში, პალესტინასა და ლიბანში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ისრაელში, პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში არ გაემგზავრონ. სამინისტრო, ასევე, მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აღნიშნულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, რომ თავიანთი მონაცემები გერმანიის მთავრობას მიაწოდონ. "სიტუაცია კვლავ უკიდურესად არასტაბილურია. მთავრობის კრიზისული ჯგუფი ძალიან ყურადღებით აკვირდება ადგილზე არსებულ მდგომარეობას“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.  

ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე დღეს დილით განხორციელებულ სამ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო. შეიარაღებული დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ისრაელის ტანკი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ პოსტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ. შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა. ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს. ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი - ისრაელი  

რომის პაპი: გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი, ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს

რომის პაპი ფრანცისკე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას“. „ვფიქრობ უამრავ ადამიანზე, რომლებიც იტანჯებიან, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტყვეების გათავისუფლებისკენ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჰუმანიტარულ ვითარებას ღაზაში, რათა უზრუნველყოთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა მთელი მოსახლეობის დასახმარებლად“. „გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი. ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს,“ - აღნიშნა პაპმა. რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა  

ენტონი ბლინკენი ისრაელში ბრუნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტით დაბრუნდება მას შემდეგ, რაც არაბულ ქვეყნებში ვიზიტს დაასრულებს.  ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს იმყოფებოდა, შემდეგ გაემგზავრა არაბულ ქვეყნებში - იორდანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი. ბლინკენის ტურნეს მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ბლინკენის ორშაბათს ისრაელში გამგზავრების გეგმა - მისი მეორე ვიზიტი ბოლო ხუთ დღეში - ამერიკის უმაღლესი დიპლომატის ბოლო გაჩერება კაიროში იყო, სადაც ის ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლინკენი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ბრუნდება.“ მეთიუ მილერმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. 15 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრას ძალიან პროდუქტიული უწოდა. მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურეს მათი ერთობლივი ვალდებულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ." საუდის არაბეთმა ისრაელთან ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა. ის ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება. კოლონას განცხადებით, მისი ვიზიტი ემსახურება ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვას. „ჩემი ვიზიტით ასევე გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს,“ - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე რადიკალური „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა. „აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადეს. ჩემი ვიზიტით გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს," - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღდგენილია

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სამხრეთისთვის წყლის მიწოდების აღდგენის შესახებ. კაცის თქმით, ამის თაობაზე შეთანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემირ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.   ამასთან, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მას აცნობეს, რომ სამხრეთ ღაზაში წყლის მილები ჩართულია. 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, გადაიკეტა მთელი ტერიტორიის საზღვრები და შეწყდა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება. სამი დღის წინ ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორს არ ექნება ელექტროენერგია, წყალი და საწვავი, სანამ „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს მძევლებს. გაეროს ექსპერტებმა ისრაელის მხრიდან დაბომბვა დაგმეს, როგორც „კოლექტიური სასჯელი", რომელიც "ომის დანაშაულს" წარმოადგენს.

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს. სალივანმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რომ თეთრი სახლი მომავალ კვირაში გამართავს ინტენსიურ მოლაპარაკებებს კონგრესთან, რათა პაკეტის დამტკიცება უზრუნველყოს. მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და კონგრესის წამყვანი წევრები ისრაელისთვის 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებენ. NBC News-ის ცნობით, თეთრი სახლი ცდილობს ისრაელისთვის დაფინანსების შეფუთვას უკრაინის, ტაივანისა და სხვა მიზნებისთვის, რადგან კიევისთვის დახმარება ულტრამემარჯვენე კანონმდებლების წინააღმდეგობას აწყდება. „კითხვას, იქნება თუ არა მხარდაჭერის ახალი ტრანში 2 მილიარდი დოლარის მოცულობის,“ სალივანმა უპასუხა, რომ „რიცხვი გაცილებით მეტი იქნება.“ „მაგრამ, როგორც ვთქვი, (ეს პაკეტი, რედ.) აუცილებლად მოიცავს საჭირო სამხედრო აღჭურვილობას უკრაინაში თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, და ისრაელის თავაცვის დახმარებისთვის, როდესაც ის თავის ტერორისტ მტრებს ებრძვის,“ - განაცხადა სალივანმა. უკრაინის დახმარება ახლახან კონგრესში დავის საგანი გახდა, რასაც პალატის სპიკერის, კევინ მაკკარტის გადაყენება მოჰყვა. რესპუბლიკელები უკრაინის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის დონეს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ.  

განიხილება ბაიდენის ვიზიტი ისრაელში - Sky News

Sky News-ის ცნობით, ამერიკა და ისრაელი განიხილავენ პრეზიდენ ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტის შესაძლებლობას. ბრიტანული მედიის წყაროს ცნობით, ვიზიტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევით შედგება. მანამდე, 12 ოქტომბერს თელ-ავივში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ისრაელს ეწვია თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა. ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს შეადგენს. სამხრეთ ღაზას თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს. თავშესაფრები გადატვირთულია და საკვების, წყლისა და საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტია. „ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ, ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ და სამხრეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც პალესტინელების ნაკადი სამხრეთისკენ დაიძრა.  

რაფაჰის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აკავშირებს, შესაძლოა, დროებით გაიხსნას

რაფაჰის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახსნას. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის საელჩომ განაცხადა. საელჩოს ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხნით გაიხსნება სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაფაჰი გაიხსნება. „გაურკვეველია, რამდენ ხანს ექნებათ ნებართვა მგზავრებს, გადასასვლელი გაიარონ. თუ გადასასვლელი გაიხსნება, ეს მხოლოდ შეზღუდული დროით მოხდება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ნებართვას მოგზაურებს გადასასვლელის ტრანზიტი. თუ თქვენ შეაფასებთ, რომ ის უსაფრთხოა, თქვენ შეიძლება გინდოდეთ მიუახლოვდეთ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელს,“ - განაცხადეს საელჩოში და განმარტეს, რომ „შესაძლოა, ძალიან ცოტა შენიშვნა იყოს, თუ გადაკვეთა გაიხსნება და ის მხოლოდ შეზღუდული დროით გაიხსნება.“ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ღაზასა და ეგვიპტეს შორის ერთადერთი გზაა ადამიანების ანკლავიდან გასასვლელად, ან ტერიტორიაზე მარაგების შესატანად, მაგრამ ის ბოლო კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო.

ჯო ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენის განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე, თუმცა ღაზის ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. CBS News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ღაზის სრულ ბლოკადას, ბაიდენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი იმოქმედებს ომის წესების შესაბამისად და ღაზაში უდანაშაულოებს ექნებათ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე. დაუჭერს თუ არა მხარს ის ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაციას ამ ეტაპზე, ბაიდენმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც ღაზაში მოხდა, „ჰამასის“ ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზის ხელახალი ოკუპაცია.“ აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, თუმცა დასძინა, რომ საჭიროა პალესტინური ხელისუფლება. „უნდა არსებობდეს - გზა პალესტინის სახელმწიფოსკენ“. კითხვას, უნდა შეწყდეს თუ არა ცეცხლი, ბაიდენმა უპასუხა: „ისრაელი სდევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ჩაერთნენ ბარბაროსობაში, რასაც ისეთივე შედეგი მოჰყვება, როგორიც ჰოლოკოსტს. ასე რომ, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს. უნდა სდევნიდეს „ჰამასს.“  

Reuters: ისრაელი სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა

Reuters-ი ავრცელებს ინფორმაიას, რომ ეგვიპტე, ისრაელი და აშშ სამხრეთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილებას ემთხვევა, განაცხადა ორშაბათს ეგვიპტის უსაფრთხოების ორმა წყარომ. წყაროების თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე საათს გაგრძელდება, მაგრამ ზუსტი ხანგრძლივობის შესახებ უცნობია.  ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა, იმისთვის, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს. რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მცირე დროით გაიხსნება, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, ღაზას სექტორში კი, დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.  

ისრაელის ელჩი: ისრაელი ღაზის ოკუპაციით დაინტერესებული არ არის - ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა

ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის, მაგრამ გააკეთებს რაც საჭიროა, „ჰამასის“ გასანადგურებლად, - ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა CNN-ს განუცხადა. „ჩვენს ინტერესებში ღაზას ოკუპაცია ან ღაზაში დარჩენის ინტერესი არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და ერთადერთი გზა, როგორც თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა განსაზღვრა არის „ჰამასის“ განადგურება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გავანადგუროთ მათი შესაძლებლობები,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა. დიპლომატმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. გილად ერდანი ჯო ბაიდენის ამ განცხადებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების აღმოფხვრაა. „გმადლობთ პრეზიდენტო ბაიდენ, რომ აღიარეთ ის, რასაც ისრაელი ამბობს ბარბაროსული „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ: ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა,“ - დაწერა ელჩმა.  

ირანის ელჩს საქართველოს პარლამენტის კომიტეტზე გამოსვლა სურს

ირანის ელჩს საქართველოში პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლა სურს. რადიო თავისუფლების ცნობით, მაჰმუდ აბიდი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ შესაბამისი თხოვნით საქართველოს პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს, მიმართა. ელჩი „მკაცრად გმობს სიონისტური რეჟიმის ელჩის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ირანის წინააღმდეგ“. საუბარია ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის 12 ოქტომბრის გამოსვლაზე ამავე საპარლამენტო კომიტეტში. ისრაელის ელჩი: „ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერათ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მეგობარი სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა გამოხატა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ურყევი ნება, ისრაელის სახელმწიფოსთან მაღალი დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ. კომიტეტის სხდომაზე ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „ჩვენ ვაგრძელებთ პრაქტიკას, როდესაც უცხო ქვეყნების ელჩები მოდიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რათა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი ჰადას მეიცადი და, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს მოსმენა მშვიდობიან გარემოში წარმართულიყო. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ბარბაროსული თავდასხმა ისრაელზე. ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით, 1300-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. ირანის საელჩოში მიიჩნევენ, რომ „საქართველო ოკუპაციის წინააღმდეგია, მხარს დაუჭერს პალესტინელ ხალხს თავისუფლებისა და სამართლიანობაში მის მისწრაფებაში“. საქართველოს პარლამენტი ჯერ არ გამოხმაურებია კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის შესაძლებლობაზე ირანის ელჩის მოთხოვნას. მანამდე ირანის ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოხატა, ჩაერთოს ისრაელ-„ჰამასის“ ომში, თუ არ შეწყდება ღაზის სექტორის დაბომბვა. ისრაელის სარდლობა ვარაუდობს, რომ ირანის ჩართვა იქნება „მეორე ფრონტის“ გახსნა რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ სამხრეთ ლიბანსა და სირიაში.  

პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში - ჰადას მეიცადს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. „შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. დიპლომატმა პრემიერს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა,“ - წერია ინფორმაციაში. საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს  

ბლინკენი ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებს, ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ხანგრძლივ ომზე“ მიუთითებს

ორშაბათს თელ-ავივში ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ ისრაელს ყოველთვის ექნება აშშ-ის მხარდაჭერა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს აქვს „ღრმა ვალდებულება ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას თავისი ხალხი“. გალანტი თავის მხრივ, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნება. ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა ამასთან, მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრის დროს დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა "ჰამასის" ტერორიზმისგან დასაცავად. ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან ასევე განიხილა შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.  

ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ეგვიპტის გავლით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. ლაიენის თქმით, ევროკავშირი ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. პირველი რეისები მიმდინარე კვირიდან არის მოსალოდნელი. „პალესტინელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ… ჩვენ ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზას მიმართულებით ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი მიმდინარე კვირაში შედგება,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას, ევროკავშირი გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას 75 მილიონ ევრომდე (79 მილიონი აშშ დოლარი) ღაზის სექტორში გაჭირვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ევროკავშირის განმარტებით, „დაფინანსება გადანაწილდება ევროკავშირის მიერ შერჩეული ჰუმანიტარული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც ადგილზე მოქმედებენ, შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.“  

ბაიდენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა. ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში თელ-ავივში ჩაფრინდება. ჯონ კირბის განცხადებით, ვიზიტი მოკლევადიანი იქნება და მისი მთავარი მიზანია, ისრაელის მიმართ აშშ-ის სოლიდარობა დაადასტუროს და ხელი შეუწყოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებას. მისივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენი განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების საკითხს და ასევე იმუშავებს უსაფრთხო გადასასვლელის შექმნაზე, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ღაზას ტერიტორიის დატოვების საშუალება ჰქონდეთ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში გამგზავრების გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ. „ცხადია, ვიზიტი არ შედგებოდა, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდით, რომ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები დაცულია,” - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ისრაელში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანში გაემგზავრება, სადაც იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისის და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ისრაელში ბაიდენის ვიზიტი „სტრატეგიული მნიშვნელობის“ იქნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის - IDF-ის სპიკერი  

ნეთანიაჰუ პუტინს: ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასის“ შესაძლებლობებს არ გაანადგურებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასი“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს არ გაანადგურებს. „პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს თავს დაესხნენ ბოროტი და სასტიკი მკვლელები. ისრაელმა მათ ომი გამოუცხადა და არ გაჩერდება, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ „რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს დიპლომატიური საშუალებებით კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებას.“ ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს - რუსეთი მათგან ერთ-ერთია ბენიამინ ნეთანიაჰუმდე რუსეთის პრეზიდენტი პალესტინის ხელისუფლების, სირიის, ირანისა და ეგვიპტის ლიდერებს ესაუბრა და ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილა. გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას ღაზის სექტორის შესახებ  

ირანი ისრაელს ემუქრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ ისრაელს, გააკეთოს ღაზაში ყველაფერი, რასაც მოისურვებს, უახლოეს საათებში შესაძლოა, ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას. „წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ სიონისტურ რეჟიმს, ნებისმიერი ქმედება განახორციელოს ღაზაში. ყველა ვარიანტი ღიაა და ჩვენ არ შეგვიძლია, გულგრილი ვიყოთ ღაზაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების მიმართ,“ - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტმა, შესაძლოა, უახლოეს საათებში პრევენციული ზომები განახორციელოს. „წინააღმდეგობის ფრონტს შეუძლია, აწარმოოს გრძელვადიანი ომი მტერთან (ისრაელთან). უახლოეს საათებში ჩვენ შესაძლოა ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას,” - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტი მხოლოდ ლიბანში „ჰეზბოლით“ არ შემოიფარგლება. „ეს ფრონტი ჩამოყალიბდა მთელ რეგიონში, რათა შეინარჩუნოს ერების დამოუკიდებლობა და დაუპირისპირდეს სიონისტური რეჟიმის მხრიდან აგრესიას,“ - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი  

„ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმის დროს გატაცებული მძევლის ვიდეოს ავრცელებს

Reuters-ის ცნობით, დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულმა “ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ქალის პირველი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის არის 21 წლის მაია შემი, შოჰამიდან, ისრაელიდან. ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ოჯახს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მაია შემი „ჰამასმა“ გაიტაცა. ისინი აცხადებენ, რომ კავშირში არიან გატაცებული გოგოს ოჯახთან.  ამასთან, განაცხადეს, რომ იყენებენ „ყველა სადაზვერვო და ოპერატიულ ზომას" ტყვეების დასაბრუნებლად. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მიმართვა გაავრცელა გოგოს დედამ, კერენ შარფ შემმა. „ვევედრებით მსოფლიოს, რომ ჩემი შვილი სახლში მოიყვანონ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენ გელოდებით,“ - განაცხადა გატაცებული მაია შემის დედამ. სულ მცირე 199 ისრაელელი და უცხოელი „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა შეიპყრეს და ტყვედ აიყვანეს თავდასხმისას, რომლის დროსაც დაიღუპა 1300 ადამიანი, რაც ისრაელის 75-წლიან ისტორიაში ერთ დღეში დაღუპულთა უდიდესი რაოდენობაა.  

ბაიდენის ვიზიტამდე ისრაელში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ჩავიდა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ორშაბათს ჩავიდა, რათა ქვეყნის სამხედრო შტაბის უფროსს შეხვდეს. გენერალ მაიკლ კურილას მიზანია, უკეთ გაერკვეს ისრაელის თავდაცვის მოთხოვნებში და ასახოს აშშ-ის მხარდაჭერა კონფლიქტის დროს, ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას არ უთქვამს, რამდენ ხანს დარჩება კურილა ისრაელში. მისი ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აწარმოებს ინტენსიურ დიპლომატიას რეგიონში - CNN წერს, რომ ბლინკენს თითქმის რვასაათიანი შეხვედრა ჰქონდა ისრაელის ომის კაბინეტთან. დიპლომატიური მცდელობები კრიზისის მოსაგვარებლად ძლიერდება, ოთხშაბათს ასევე დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი ისრაელში. WSJ: აშშ-მ 2000 ჯარისკაცი გამოყო ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად  

ბაიდენის ისრაელში ვიზიტს მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს „სტრატეგიული მნიშვნელობა“ ექნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, როდესაც ჰკითხეს ბაიდენის შესაძლო ვიზიტის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ეს სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება მთელი აღმოსავლეთისთვის. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ისრაელში მოდის, რათა მოისმინოს სრული მოხსენება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ყველა იმ ქმედების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ,“ - განაცხადა ჰაგარმა. ეს კომენტარი იმ დროს გაკეთდა, როცა ბაიდენის ვიზიტის შესახებ აშშ-ს ოფიციალურად არ ჰქონდა გამოცხადებული. აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელში ხვალ ელოდებიან. მისივე თქმით, ისრაელის ამჟამინდელი ფოკუსი არის ღაზა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ისრაელი აპირებს, რომ გადადგას. განიხილება ბაიდენის ვიზიტი ისრაელში - Sky News 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

აშშ და ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, გეგმას შეიმუშავებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ გეგმას შემუშავებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დონორი ქვეყნებიდან და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზის სექტორში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თელ-ავივი დღეს დილით ადრე დატოვა. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში მან ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ხანგრძლივი შეხვედრები გამართა. მედიის ინფორმაციით, ბლინკენსა და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შორის შეხვედრა თითქმის 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბლინკენის თქმით, აშშ-ის მიერ წარდგენილი გეგმა მოიცავს ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. ”მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება რაც შეიძლება მალე დაიწყოს,” - აცხადებს ბლინკენი.  

NYT: ისრაელმა აშშ-ს 10 მილიარდი დოლარის მოცულობის გადაუდებელი დახმარება სთხოვა

ისრაელმა შეერთებულ შტატებს 10 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარება სთხოვა. ამის შესახებ New York Times სამ ოფიციალურზე დაყრდნობით წერს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი 2 მილიარდზე მეტის მოცულობის დახმარების პაკეტს ამზადებს. ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს The New York Times-ის ცნობით, კონგრესმენები განიხილავენ ისრაელისთვის ჭურვების გაგზავნას, რომელიც რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის არის საჭირო. ისრაელის „რკინის გუმბათი“ - როგორ მუშაობს ისრაელის თავდაცვის სისტემა ამასთან, Wall Street Journal-ის ინფორმაციით,  შეერთებული შტატების სამხედროებმა შეარჩიეს დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან. BBC წერს, რომ 2000 პერსონალი უკვე განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი. პარალელურად, პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად. „აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში ბაიდენი ჩადის.  

მედიის ცნობით, მაკრონი ისრაელს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს უახლოეს დღეებში ეწვევა, იუწყება ებრაულენოვანი მედია. საფრანგეთის საელჩო არ ადასტურებს ინფორმაციას, მაგრამ ამბობს, რომ მაკრონს სურს ისრაელში შესაბამის დროს და კონკრეტული ნაბიჯების ხელშესაწყოფად. ალბანეთში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გასათავისუფლებლად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისრაელში დღეს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ელოდებიან.    

შოლცი ისრაელშია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკვე ისრაელშია. შოლცს აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი დახვდა. ისრაელში ყოფნისას შოლცი ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. „ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას," - განაცხადა კოენმა. ვიზიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა. შოლცმა ირანი და ჰეზბოლა გააფრთხილა, რომ ისრაელი-ჰამასის ომში არ ჩაერთონ. მისი თქმით, გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ, გერმანიის მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს და ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომისთვის მოქალაქეების ტანჯვის შესამსუბუქებლად,“ - აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერის თქმით, „ჰამასი“ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.  

ნეთანიაჰუ: საავადმყოფოს ღაზის ბარბაროსმა ტერორისტებმა დაარტყეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტებს დააკისრა. „მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ღაზის ბარბაროსმა ტერორისტებმა დაარტყეს ღაზის საავადმყოფოს, არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა. ისინი, ვინც დაუნდობლად ხოცავენ ჩვენს შვილებს, საკუთარ ბავშვებსაც კლავენ,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ აბასმა ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა – მედია 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

WSJ: აშშ-მ ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის 2000 ჯარისკაცი შეარჩია

Wall Street Journal-ის ინფორმაციით,  შეერთებული შტატების სამხედროებმა შეარჩიეს დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან. 2000 პერსონალი განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი. პენტაგონის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში განთავსდება, იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად. „აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი შევაკავოთ, ვინც ამ ომის ესკალაციას ცდილობს," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, განცხადებაში. ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში ჯო ბაიდენს ელოდებიან.

ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, იორდანიაში მისი ვიზიტი გაუქმდა

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანს აღარ ეწვევა. როგორც მანამდე მედია იუწყებოდა, იორდანიის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა. აბასმა ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. Reuters-ი წერს, რომ ბაიდენი ისრაელში მკაცრი შეკითხვებითაც ჩადის, რაც ღაზის სექტორში, საავადმყოფოზე თავდასხმას უკავშირდება. სააგენტოს ცნობით, ისრაელში შეხვედრების შემდეგ ბაიდენი იორდანიაში გამგზავრებას და არაბ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ეს ვიზიტი გაუქმდა საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ, რომელშიც პალესტინელი ოფიციალური პირები ისრაელს ადანაშაულებენ, ხოლო მომხდარში ისრაელი პალესტინის „ისლამურ ჯიჰადს“ სდებს ბრალს. ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლული და დატყვევებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

თელ-ავივიდან გამგზავრების წინ, სარაკეტო თავდასხმის გამო, ოლაფ შოლცს აეროპორტიდან თავშესაფარში გადასვლა მოუწია

თელ-ავივში სარაკეტო განგაშის გამო, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია.  იმ დროს, როცა შოლცი ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა, თავშესაფარში გადაიყვანეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შოლცმა თავად იხილა ორი რაკეტის ჩამოგდების პროცესი. ცნობისთვის, ისრაელში ვიზიტის დროს სხვა ლიდერებსაც მოუწიათ ბომბსაფარში გადასვლა. 16 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის თადაცვის კაბინეტის წევრებთან ერთად, ხუთი წუთის განმავლობაში თავშესაფარში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ აბასმა ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა – მედია

ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. აბასი იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ეგვიპტის პრეზიდენტ, აბდელ ფატაჰ ელ-სისისაც უნდა შეხვედროდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა  

მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მანამდე, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ათობით გარდაცვლილის შესახებ იუწყებოდა დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკული მედია ავრცელებს როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს, ისე ისრაელის მხარის პოზიციას. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი ისრაელის მიერ დაბომბვას მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ალ-აჰლის არაბული ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 200-დან 300-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევებში რჩება. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი ჰოსპიტლის დაბომბვას იძიებს. „ბევრი ავიადარტყმაა, ბევრი წარუმატებელი რაკეტაა, და „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ბევრი ცრუ ცნობა,” - განაცხადა ჰაგარიმ. პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მომხდარის შესახებ წერს BBC-იც. ბრიტანული მაუწყებელი იტყობინება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გამოაქვეყნა. „დაზვერვა მრავალი წყაროდან მიუთითებს იმაზე, რომ „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა,” – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.  

მსოფლიო ლიდერები გმობენ ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარს ვერაფერი გაამართლებს, ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას. მაკრონის შეფასებით, თავდასხმის გარემოებები უნდა გაირკვეს. „საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის მსხვერპლიც უამრავი პალესტინელი გახდა. გარემოებებს ნათელი უნდა მოეფინოს,“ - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობას არ შეესაბამება. „მივიღეთ ეს ინფორმაცია, როდესაც ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე ვიყავით შეკრებილი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას,“ - აღნიშნა მიშელმა. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში საავადმყოფოზე თავდასხმას მკაცრად გმობს. „შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმაში, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა, რასაც მკაცრად ვგმობ. ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს,“ - აცხადებს გუტერეში. „აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ ღაზაში, ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებისა და შედეგად, საშინელი მსხვერპლით„ - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაიდენის თქმით, მომხდართან დაკავშირებით იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ინფორმაციის შეგროვება დაავალა იმის შესახებ, თუ რა მოხდა. „შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას კონფლიქტის დროს და ჩვენ ვგლოვობთ პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და ამ ტრაგედიაში დაღუპული ან დაშავებული სხვა უდანაშაულო ადამიანების გამო,“ - აცხადებს ბაიდენი. შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რამდენიმე ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა

ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებას ახლო აღმოსავლეთში მწვავე პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო გამოსვლის დროს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ქალაქ რამალაში, პალესტინელთა უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. პროტესტის მონაწილეები ავტონომიის პრეზიდენტ, მაჰმუდ აბასის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიოდნენ და ქვებს ისროდნენ. მსოფლიო ლიდერები გმობენ ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აქციები გაიმართა ისრაელის საელჩოებთან თურქეთსა და იორდანიაში, ასევე აშშ-ის საელჩოსთან ლიბანში, სადაც უშიშროების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.   Reuters-ის ინფორმაციით, ანალოგიური პროტესტი იყო მაროკოში, იემენსა და ერაყში. ბაღდადის ქუჩებში ასობით ადამიანი ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.   ასობით მომიტინგე შეიკრიბა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანშიც.   ცნობისთვის, ლიბანში, მოძრაობა „ჰეზბოლამ“, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი „მრისხანების დღედ“ გამოაცხადა. შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სამხრეთ-დასავლეთ ღაზაში ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთ ღაზის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება. ჰუმანიტარულ ზონაში საერთაშორისო დახმარების მიწოდება იქნება უზრუნველყოფილი. ხსენებული გადაწყვეტილება ეგვიპტესთან და აშშ-სთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. IDF აცხადებს, რომ პალესტინელები უნდა გადავიდნენ ჰუმანიტარულ ზონაში ალ-მავასის რაიონში, ხან იუნისთან ახლოს, ალ-მავასის ტერიტორიაზე, სადაც "საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებისამებრ". გამოაქვეყნეს ჰუმანიტარული ზონის ზუსტი რუკაც.  თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მოქალაქეებს ისევ მოუწოდეს, რომ ევაკუაცია განახორციელონ სამხრეთით, რადგან ტერიტორიაზე შეტევა იგეგმება. შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ბაიდენი კონგრესს $100 მილიარდის გამოყოფას სთხოვს, მათ შორის ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად - მედია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ჯო ბაიდენი ისრაელშია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა თელავივის საერთაშორისო აეროპორტში.   ბაიდენს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ. ჯო ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, იორდანიაში მისი ვიზიტი გაუქმდა Reuters-ის ცნობით, ისრაელში შეხვედრების შემდეგ ბაიდენი იორდანიაში გამგზავრებას და არაბ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ეს ვიზიტი გაუქმდა საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ, რომელშიც პალესტინელი ოფიციალური პირები ისრაელს ადანაშაულებენ, ხოლო მომხდარში ისრაელი პალესტინის „ისლამურ ჯიჰადს“ სდებს ბრალს. ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლული და დატყვევებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ნეთანიაჰუმ ბაიდენს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა: ისრაელი აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ისრაელში ერთობლივ პრესკონფერენციას მართავს. ნეთანიაჰუმ პირველ რიგში ბაიდენს მადლობა გადაუხადა ისრაელის მხარდაჭერისთვის და „მორალური სიცხადისთვის.“ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს ჰამასის დასამარცხებლად“ ისევე, როგორც ეს გააკეთა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ნეთანიაჰუმ ბაიდენს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ომის დროს ჩასულიყო ისრაელში, ძლიერ ემოციას იწვევს. ჯო ბაიდენი ისრაელშია  

ჯო ბაიდენი ისრაელში: აღშფოთებული ვარ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების გამო, ჩანს, ეს სხვამ გააკეთა და არა თქვენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას დღეს შეერთებული შტატები. მან ამის შესახებ თელ-ავივში განაცხადა. ბაიდენმა ღაზის სექტორის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე ისაუბრა. „ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ გუშინ, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო. იმის საფუძველზე კი, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ,“ - განუცხადა მან ნეთანიაჰუს. ბაიდენი ისრაელს მხარდაჭერა გამუცხადა. „მე დღეს აქ ყოფნა მარტივი მიზეზის გამო მსურდა, მინდა ისრაელის მოსახლეობამ და მსოფლიომ იცოდეს, თუ სად დგას ამერიკის შეერთებული შტატები. მე პირადად მსურდა აქ ჩამოსვლა და ამის ნათლად დაფიქსირება“, - აღნიშნა  ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ შედარებით ე.წ. ისლამური სახელმწიფოც კი უფრო რაციონალურად მოქმედებდა და რომ „ჰამასი არ წარმოადგენს ყველა პალესტინელს და „ჰამასმა“ მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა.“ „ისრაელს ისეთი ღირებულებები აქვს, როგორიც აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ამიტომ მსოფლიო გვიყურებს და ცდილობს გაიგოს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ,“ - განაცხადა შეხვედრის ბოლოს ჯო ბაიდენმა. ნეთანიაჰუმ ბაიდენს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა: ისრაელი აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.  

აშშ: ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქებაზე

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში, სამშაბათს, 17 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაზე. CNN-ის ცნობით, NSC-ის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის შეფასება ზედმიწევნით ანალიზსა და ღია წყაროებს ეფუძნება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებას, ჩვენი ამჟამინდელი შეფასება, რომელიც სურათების გაანალიზების შედეგად და ღია წყაროებით ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავაკეთეთ, არის ის, რომ ისრაელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი არ არის,“ - განაცხადა ედრიენ უოტსონმა. ამასთან, ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მიერ შეგროვებული თავდაპირველი მტკიცებულების თანახმად, საავადმყოფოზე თავდასხმა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალები: მტკიცებულება ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან ისრაელი არ დგას ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ბაიდენის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ისრაელში საჰაერო განგაში ჩაირთო

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თვითმფრინავმა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტი დატოვა. ბაიდენის გამგზავრებისთანავე ისრაელში საჰაერო განგაში ჩაირთო. სირენების ხმა ისმოდა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში. ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან  

სუნაკი ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელის მხარდასაჭერად, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ხომალდებს აგზავნის

დიდი ბრიტანეთი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავს, ასევე, სამხედრო-საზღვაო ძალების ორ გემს განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს . „რეგიონული სტაბილურობის საფრთხეებისადმი თვალყურის დევნების მიზნით, მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სამეფო საზღვაო ძალების ორ გემს, სადაზვერვო აქტივებს, P8 თვითმფრინავს და საზღვაო ქვეითებს,“ - ამბობს ბრიტანეთის მთავრობა. პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკის თქმით, სამხედრო მხარდაჭერა "ხელს შეუშლის ვითარების შემდგომ ესკალაციას." ბაიდენი: ავიამზიდ Gerald Ford-ის მოიერიშე ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით გადავიყვანეთ, მზად ვართ, საჭიროებისამებრ უზრუნველვყოთ დამატებითი აქტივები  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების მასიური, უპრეცედენტო პაკეტი „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ ისრაელში ჩასვლამდე წარუდგინა მტკიცებულება, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების უკან პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ დგას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი და აშშ „ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება ყველა შესაძლო საშუალებით“. ნეთანიაჰუს თქმით, მან ბაიდენს განუცხადა, რომ წითელ ჯვარს ტყვეები მონახულების საშუალება უნდა მიეცეს და ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი ტერიტორიიდან შესვლის საშუალებას არ მისცემს, ვიდრე ტყვეები არ გათავისუფლდებიან. ამავე გამოსვლაში მან აშშ-სთან შეთანხმებულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა. „ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დროს ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ისრაელში. „ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე, რომელიც შეცვლის ბალანსს ყველა ფრონტზე და დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს

რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი

„ჰამასის“ თავდასხმის დრო კვლავ კითხვებს აჩენს. ხსენებულ საკითხზე ანალიტიკურ სტატიას BBC აქვეყნებს და წერს, რომ „ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრად უფრო ფართო ამბიციები ექნება. ბევრ უფრო ფართო საკითხზე, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგები  გავლენას მოახდენს.“ ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია „ეს უპრეცედენტო ესკალაცია მივიღეთ უპრეცედენტო დიპლომატიის დროს: საუდის არაბეთისა და აშშ -ის მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამეფოს მიერ ებრაული სახელმწიფოს აღიარებისკენ იყო მიმართული; უფრო დიდი ჩართულობა რიადსა და პალესტინის ხელისუფლებას, „ჰამასის“ მთავარ კონკურენტს შორის. „ჰამასმა“ ახლა ყუმბარა გაისროლა იმ „კულუარებში“, სადაც ეს ყველაფერი ხდება. და ამ ნაერთში ბევრი მოთამაშეა - ირანი, „ჰამასის“ მტკიცე მოკავშირე, ისევე როგორც რუსეთი. უკრაინის ომიც კი შეიძლება, ამ ორბიტაში აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ თავად „ჰამასიც“ გაყოფილია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო ფრთა სახიფათო ესკალაციას უძღვება, რომლის გავლენა შორსმიმავალი და ხანგრძლივი იქნება,“ - წერს BBC. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“  

რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში ჩადის. BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა. „რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ,“ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა.  

ეგვიპტემ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ განაცხადა

ეგვიპტემ, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის მიზნით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია, თავდაპირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ცნობა ეგვიპტის ხელისუფლებამაც დაადასტურა. „ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზის სექტორში, რაფაჰის ტერმინალის გავლით, ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე,“ - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აჰმედ ფაჰმიმ. მისი თქმით, დახმარებას კოორდინაციას გაუწევენ ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად, გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. ცნობისათვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანის რაფაჰის გამშვები პუნქტით ღაზაში შესვლას დასთანხმდა. ისრაელში ვიზიტისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელი თანახმაა, ღაზის სექტორში ეგვიპტიდან მიმავალი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და აშშ ამ მიზნით ეგვიპტესთან, გაეროსთან და მის სააგენტოებთან მჭიდროდ მუშაობს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელის ცნობით, მძევლად აყვანილი ბებია და 12 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს - BBC

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს. 80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი კიბუც ნირ ოზში აიყვანეს ტყვედ. ისრაელმა მანამდე განაცხადა, რომ სულ მცირე 199 მძევალია ღაზის სექტორში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელის თავდასხმის შედეგად "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს პირველი ქალი წევრი დაიღუპა - The Times of Israel

The Times of Israel "ჰამასთან" დაკავშირებულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა ჯამილა ალ-შანტი. ის "ჰამასის" თანადამფუძნებლის, აზიზ ალ-რანტისის ქვრივი და პირველი ქალია, რომელიც "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს წევრად აირჩიეს. ალ-შანტი 2021 წელს აირჩიეს "ჰამასის" პოლიტიკურ ბიუროში, გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოში. მისი ქმარი, აზიზ ალ-რანტისი 2004 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.  

სუნაკი ისრაელში ნეთანიაჰუს: გვსურს, რომ გაიმარჯვოთ

„გვსურს, რომ გაიმარჯვოთ,“ - განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თელ-ავივში, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. სუნაკის თქმით, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვება იყოს უზურნველყოფილი. „ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, დაიბრუნოს მძევლები, შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები და გააძლიეროს თქვენი [ისრაელის] უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - განაცხადა სუნაკმა. ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა. „რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ,“ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა. ისრაელში არაერთი მსოფლიო ლიდერი ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას დასავლეთის მიერ ტეროროსტულ დაჯგუფებად აღირებული „ჰამასი“ დაესხა თავს. 18 ოქტომბერს თელ-ავივში იმყოფებოდა ჯო ბაიდენი. ისრაელში ჩავიდა ოლაფ შოლცი. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი. ისრაელში ასევე იმყოფებოდნენ იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.  

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტი 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს. გალანტის განცხადებით, ისრაელის ძალები იქნებიან „ზუსტი და მომაკვდინებელი" და ისინი მისიის შესრულებამდე იბრძოლებენ. „მე ვარ პასუხისმგებელი თავდაცვის უწყებაზე. მე ვიყავი პასუხისმგებელი ამაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის იმ რთული ინციდენტის დროსაც და მე ვარ პასუხისმგებელი ბრძოლაში წარმატების მიღწევაზეც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა

ისრაელის თელ-ავივის ბენ გურიონის აერპორტში აშშ-დან სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა. ისრაელმა აშშ-სგან ჯავშანტექნიკა მიიღო. მანქანები თავდაცვის ძალებს ომის დროს დაზიანებული მანქანების შესაცვლელად გადაეცემა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაზიდვა შესყიდვის ნაწილია, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯავშანმანქანების ფლოტის გაძლიერებას გულისხმობს. შემდგომი გადაზიდვები ასევე შეიცავს ჯავშანტექნიკას, სატვირთო მანქანებსა და მექანიკურ საინჟინრო აღჭურვილობას. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

აშშ-ის სენატმა ისრაელისადმი მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა ისრაელისადმი მხარდაჭერის დამადასტურებელი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. რეზოლუცია ისრაელის და მისი თავდაცვის უფლებისადმი მხარდაჭერას ადასტურებს და მშვიდობიან მოსახლეობაზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს. დოკუმენტი “გმობს გლობალური ტერორიზმისადმი ირანის მხარდაჭერას, მათ შორის მის დახმარებას ისეთი ტერორისტული დაჯგუფებებისადმი, როგორებიცაა „ჰამასი“ და “პალესტინის ისლამური ჯიჰადი” და აღნიშნავს, რომ აშშ “მზად არის ისრაელს სასწრაფო მომარაგებაში ან უსაფრთხოების, დიპლომატიური და დაზვერვის სხვა საჭიროებებში დაეხმაროს”. კენჭისყრამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ “სენატი მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას რეალური, სწრაფი, გადამწყვეტი ქმედებებითა და რესურსებით”. რეზოლუცია 100-დან 99 სენატორის თანაავტორობით შეიქმნა. კენტუკის შტატიდან რესპუბლიკელმა სენატორმა პოლ რენდმა მას ხელი არ მოაწერა, მაგრამ კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა. საბოლოოდ რეზოლუცია 97 ხმით იქნა მიღებული, 3 სენატორი კენჭისყრას არ ესწრებოდა.  

ჯო ბაიდენი: აშშ არ დაუშვებს „ჰამასის“ და პუტინის გამარჯვებას

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შტატები არ დაუშვებს „ჰამასის“ და პუტინის გამარჯვებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მილიარდობით დოლარს სთხოვს. მან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს პირდაპირი ეთერის დროს მიმართვისას განუმარტა, რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს. მისი შეფასებით, „ჰამასი“ და პუტინი სხვადასხვა ტიპის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. მათ მეზობელი დემოკრატიული ქვეყნების მთლიანად განადგურება სურთ. „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. „ვიცი, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია კითხვის დასმაც, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით,“ ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა. „ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს. ”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს,“ - განაცხადა ბაიდენმა. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

CPJ: ისრაელ-„ჰამასის“ ომის შედეგად, სულ მცირე 21 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ცნობით, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ორივე მხარეს 4000-ზე მეტ დაღუპულთა შორის, სულ მცირე 21 ჟურნალისტი იყო. დაღუპულ ჟურნალისტებს შორის 17 პალესტინელია, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელი.    გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ჟურნალისტი. 3 ჟურნალისტი დაკარგული ან დაკავებულია. CPJ ომში დაღუპული, დაშავებული, დაკავებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების შესახებ ყველა ცნობას იძიებს.

Reuters: აშშ "რკინის გუმბათის" სისტემის ისრაელისთვის დაბრუნებას გეგმავს

პენტაგონი გეგმავს, რომ ისრაელისგან ნაყიდი ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ისრაელს დაუბრუნოს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება "რკინის გუმბათის" სისტემის ისრაელისთვის იჯარით დაბრუნება. ისრაელის აღნიშნული თავდაცვითი სისტემა შესაძლოა, უახლოეს დღეებში გადაეცეს. პენტაგონი ამ სისტემის შეძენის მიზნად, წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე, ჩინეთის მიერ გასროლილი რაკეტებისგან დაცვას განიხილავდა. ისრაელის „რკინის გუმბათი“ - როგორ მუშაობს ისრაელის თავდაცვის სისტემა  

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება - ახლა პირველ ფაზაში ვიმყოფებით

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება და ღაზის სექტორში ისრაელის საომარი გეგმები და მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაციას, მისი სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას და ახალი უსაფრთხოების რეჟიმის შექმნას. „ჩვენ ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია დაამარცხოს და გაანადგუროს „ჰამასი,“ - განაცხადა გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები იმუშავებენ წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად. „მესამე ეტაპი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და უსაფრთხოების ახალი რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის და ღაზას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.  

ისრაელის „რკინის გუმბათი“ - როგორ მუშაობს ისრაელის თავდაცვის სისტემა

იმ დროს, როდესაც ისრაელის წინააღმდეგ ათასობით რაკეტა გაუშვეს, ქვეყანა თავისი მოქალაქეების დასაცავად, კვლავ „რკინის გუმბათის“ სისტემას ეყრდნობოდა. ამის შესახებ ისრაელის საჰარეო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით CNN-ის სტატიაში ვკითხულობთ. „რკინის გუმბათი“ ისრაელს რაკეტებისა და ჭურვებისგან იცავს. ანალიტიკოსების თქმით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ისრაელის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა კონფლიქტის დროს, უამრავი სამოქალაქო პირის სიცოცხლე გადაარჩინა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, თავდაცვითი ფარის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ისრაელის პოლიტიკოსებს უძლეველობის განცდას უჩენს და ისინი მშვიდობის მიღწევას კი არა, კონფლიქტის მენეჯმენტს ცდილობენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მაისში, სისტემის 95,6%-იანი წარმატების მაჩვენებლით ამაყობდნენ, როდესაც ტეროროსტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მიერ რაკეტების გასროლის დროს, ეს სისტემა უაღრესად ეფექტიანად მუშაობდა.  რკინის გუმბათი შექმნილია შემომავალი ჭურვების ჩამოგდებაზე. აღჭურვილია რადარით, რომელიც ამოიცნობს რაკეტებს და შემდეგ იყენებს ბრძანება-კონტროლის სისტემას, რომელიც სწრაფად ადგენს, წარმოადგენს თუ არა შემომავალი ჭურვი საფრთხეს ან სავარაუდოდ, მოხვდება თუ არა ის დაუსახლებელ ზონაში. თუ რაკეტა ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს დასახლებული პუნქტისთვის, „რკინის გუმბათი“ მის გასანადგურებლად მიწიდან ჰაერში უშვებს ანტირაკეტებს. როგორ მუშაობს ისრაელის „რკინის გუმბათის“ თავდაცვის სისტემა მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა შედგება 10 ბატარეისგან, რომელთაგან თითოეული სამიდან ოთხ მანევრირებადი რაკეტის გამშვებს ატარებს. მათი სტრატეგიული განლაგება უზრუნველყოფს თავდაცვით ბარიერს რაკეტების, ნაღმტყორცნებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ - 60 კვადრატულ მილამდე დასახლებულ ტერიტორიებზე. „რკინის გუმბათი“ არის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც ისრაელი 70 კილომეტრის მანძილიდან გასროლილი რაკეტების გასაუვნებელყოფად იყენებს. სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს. საჰაერო თავდაცვის მსგავსი სისტემის შექმნა 2006 წელს „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტეს. მაშინ ისრაელის ჩრდილოეთით 4000 რაკეტა დაეცა და 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. „რკინის გუმბათი“ 2007 წელს, ისრაელის კომპანია „რაფაელს“ დაუკვეთეს. ოთხ წელიწადში უკვე სამხედრო მზადყოფნაში იყო, რაც შეიარაღების სისტემისთვის ძალიან მცირე დროა. მას შემდეგ სისტემა რამდენჯერმე განახლდა. თავდაცვითი სისტემის შექმნა ნაწილობრივ ამერიკამაც დააფინანსა. ისრაელის ცნობით, 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 2000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. შესაბამისად, „რკინის გუმბათს“ ერთდროულად ძალიან ბევრ რაკეტასთან მოუწია გამკლავება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მასირებული ზეწოლის პირობებში გარღვევა შესაძლებელია. ომის დროს, რკინის გუმბათის მუშაობის ფასი შეიძლება, სწრაფად გაიზარდოს. თითოეული რაკეტა დაახლოებით, $40,000 ღირს, ასე რომ, ათასობით შემომავალი რაკეტის დაჭერა უფრო ძვირდება. აშშ-ის მთავრობამ $1,5 მილიარდზე მეტი დახარჯა Iron Dome-ის პროგრამასა და მასთან დაკავშირებულ კვლევებზე. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შაბათის თავდასხმის შემდეგ, ისრაელი, სხვა სამხედრო დახმარების გარდა, სავარაუდოდ, მოითხოვს დამატებით „ჩამჭრელებს“ ვაშინგტონისგან.  

საელჩო: ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება! ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!“ - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში. როგორც საელჩოში აღნიშნავენ, „ჯორჯიან ეარვეისი“ 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. „რაც შეეხება ისრაელი - საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე: როგორც ცნობილია კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ - ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: - ელ ალი - ისრეარი - აირკია. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც ჯორჯიან ეარვეისის, ისე - ელ ალის, ისრეარის და აირკიას მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.  

ისრაელ-„ჰამასის“ ომი: ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება - ვინ დაესწრება შეკრებას

ეგვიპტე დღეს, 21 ოქტომბერს მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემა ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება და სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს. Reuters-ის ცნობით, კაიროს სამშვიდობო სამიტზე დამსწრეთა მოსალოდნელი სია ასეთი: პალესტინის პრეზიდენტი, იორდანიის მეფე, ბაჰრეინის მეფე, კატარის ემირი, ქუვეითის მეფისნაცვალი, ერაყის პრემიერ-მინისტრი, იტალიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის ლიდერები შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი, გაეროს გენერალური მდივანი, კვიპროსის პრეზიდენტი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, ასევე - ჩინეთის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი. აღსანიშნავია, რომ დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები. ცნობისთვის, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს აკავშირებს, დილის 10 საათზე გაიხსნება. „თუ საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არ ვიცით ის, თუ რამდენ ხანს დარჩება ღია უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო. საელჩო უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ორივე მხარეს შეიძლება ქაოტური და მოუწესრიგებელი სიტუაცია შეიქმნას და ამიტომ, მოქალაქეებმა თავად უნდა შეაფასონ სიტუაცია. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ჯო ბაიდენი: ისრაელზე “ჰამასის“ თავდასხმა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობების ჩაშლას ისახავდა მიზნად

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის მიზნების შესახებ შტატების პირველადი ვერსია დაადასტურა და განაცხადა, რომ „ჰამასის„ შეტევა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების ჩაშლას ისახავდა მიზნად. „ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც განახორციელა „ჰამასმა“ ისრაელზე შეტევა არის ის, რომ მათ იცოდნენ, მე ვაპირებდი საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების წარმოებას იმიტომ, რომ საუდის არაბეთს სურდა ისრაელის აღიარება და ეს ახლო აღმოსავლეთს რეალურად გააერთიანებდა,“ - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონი მიიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმაც გამოთქვა. რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას „გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“  - განუცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს 8 ოქტომბერს. თუმცა ერ-რიადი აშშ-ის პოზიციას საჯაროდ არ დათანხმებია. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, პალესტინის სახელმწიფოებრიობის მიზნები უნდა გადაწყდეს. მედიაში 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საუდის არაბეთის სამეფომ ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა. ბლინკენი ისრაელში 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია. ბლინკენის ტურნეს მიზანი იყო კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება. ტურნეს შემდეგ, ბლინკენი ისევ ისრაელში დაბრუნდა.  

ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შეხვდება. ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია. ბლინკენის ტურნეს მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა. ამერიკის უმაღლესი დიპლომატის ბოლო გაჩერება კაიროში იყო, სადაც ის ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლინკენი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ბრუნდება.“ მეთიუ მილერმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა. 15 ოქტომბერს, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურეს მათი ერთობლივი ვალდებულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ." საუდის არაბეთმა ისრაელთან ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP

კვიპროსში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა, დაკავებულია ოთხი პირი - Washington Post

კვიპროსში, ნიქოზიაში, ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შემდეგაც პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ორი ეჭვმიტანილი აფეთქების ადგილის სიახლოვეს მიმავალი შენიშნეს, დანარჩენი ორი კი, ახლომდებარე ხეივანში გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ. მანქანაში ასევე ნაპოვნია ორი დანა და ჩაქუჩი. პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულები 17-დან 21 წლამდე ასაკის არიან. გამოძიება მათ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ქონების განადგურების მცდელობას, ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა-გამოყენებას ედავება. პოლიციას არ უთქვამს, უკავშირდება თუ არა ეს აფეთქება, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას. საომარი მოქმედებების შემდეგ, ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია დაუყოვნებლივ დატოვონ

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, მაროკოში კი, ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს არააუცილებელი მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი ისრაელის სიმბოლოების მიმართ მტრული და ძალადობრივი ქმედებების ზრდაა. „ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა,“ -აცხადებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო. ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა და ისრაელის ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ეს ქვეყნები. მაროკოში საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა და ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოგზაურობას თავი აარიდონ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთაგან, ორი ამერიკელი თავისუფალია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ორი ამერიკელის გათავისუფლება დაადასტურა. ენტონი ბლინკენის თქმით, ისინი უსაფრთხოდ არიან ისრაელის ძალებთან ერთად. ენტონი ბლინკენმა ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მანამდე, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ გაათავისუფლა ორი მძევალი, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰყავდათ ღაზაში. საუბარია დედა-შვილზე - 59 წლის ჯუდით და 18 წლის ნატალი რაანანებზე. ისრაელის მოქალაქეობის გარდა, ისინი შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. სურათებზე ჩანს გაეროს მანქანები, რომლებიც ეგვიპტიდან რაფაჰის გადასასვლევს კვეთენ და ღაზის სექტორში გადადიან. BBC წერს, რომ ისრაელი დაახლოებით, 20 სატვირთო მანქანით საკვების, წყალისა და მედიკამენტების შეტანას დათანხმდა. „მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა - AFP

ისრაელისა და „ჰამასის“ სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საუდის არაბეთის სამეფომ ისრაელთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა. „საუდის არაბეთმა გადაწყვიტა, შეაჩეროს ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების განხილვა და ამის თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებს აცნობა,“ - განუცხადა წყარომ AFP-ს იმ დღეს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ერ-რიადში თავის კოლეგას, ფეისალ ბინ ფარხანს შეხვდა. რიადში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრისას, ბლინკენმა ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმძიმეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს. მან ასევე ისაუბრა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, უსაფრთხო ტერიტორიების შექმნისა და ღაზასთვის დახმარების მიწოდების აუცილებლობის შესახებ. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ისაუბრა. ფაისალ ბინ ფარჰანმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად უნდა გადაეცეს. მან ხაზი გაუსვა ძალადობის შესაჩერებლად კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას. 10 ოქტომგერს საუდის არაბეთი აცხადებდა, რომ კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად მუშაობდა. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. 12 ოქტომბერს ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი განიხილეს. ეს იყო ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც ჩინეთის შუამავლობით, თეირანსა და რიადს შორის ურთიერთობები განახლდა. ვაშინგტონი მიიიჩნევს, რომ „ჰამასის“ ბოლო თავდასხმა, შესაძლოა, ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზების ჩაშლით იყოს მოტივირებული. ეს მოსაზრება დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გასულ კვირაში გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ მსგავს ხაზს ავითარებდა BBC-იც, როდესაც წერდა, რომ გარკვეულ კითხვებს ბადებდა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე იერიშისთვის შერჩეული დრო. BBC წერს, რომ „ამ წინააღმდეგობის მოძრაობას ბევრად უფრო ფართო ამბიციები ექნება. ბევრ უფრო ფართო საკითხზე, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგები გავლენას მოახდენს.“ „ეს უპრეცედენტო ესკალაცია მივიღეთ უპრეცედენტო დიპლომატიის დროს: საუდის არაბეთისა და აშშ -ის მოლაპარაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სამეფოს მიერ ებრაული სახელმწიფოს აღიარებისკენ იყო მიმართული; უფრო დიდი ჩართულობა რიადსა და პალესტინის ხელისუფლებას, „ჰამასის“ მთავარ კონკურენტს შორის. „ჰამასმა“ ახლა ყუმბარა გაისროლა იმ „კულუარებში“, სადაც ეს ყველაფერი ხდება. და ამ ნაერთში ბევრი მოთამაშეა - ირანი, „ჰამასის“ მტკიცე მოკავშირე, ისევე როგორც რუსეთი. უკრაინის ომიც კი შეიძლება, ამ ორბიტაში აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ თავად „ჰამასიც“ გაყოფილია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედრო ფრთა სახიფათო ესკალაციას უძღვება, რომლის გავლენა შორსმიმავალი და ხანგრძლივი იქნება,“ - წერს BBC. „გასაკვირი არ იქნება, რომ მოტივაციის ნაწილი იყოს საუდის არაბეთისა და ისრაელის გაერთიანების მცდელობების შეფერხება, სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით,“  - განუცხადა თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-ს.  7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

მაჰმუდ აბასი ეგვიპტეში: ჩვენს მიწას არ დავტოვებთ

ისრაელ-ჰამასის ომის დეესკალაციის საკითხის განხილვის მიზნით, ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები მათი მიწის დატოვებას არ აპირებენ. „ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები,“ – განაცხადა აბასმა. აბასი არის პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებს აკონტროლებს. მისი კონტროლი არ ვრცელდება „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორზე, საიდანაც „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს.  დღეს, ეგვიპტეში მიმდინარე შეხვედრაში სახელწოდებით - სამიტი მშვიდობისთვის, ასევე მონაწილეობენ იორდანიის, კატარის, იტალიის, ესპანეთის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები. დამსწრეთა შორის არ არიან ისრაელი, აშშ და ასევე, ირანი, რომელიც დასავლეთის შეფასებით, პოლიტიკურად და ფინანსურად „ჰამასს“ უჭერს მხარს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

რატომ არ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ

კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ, საბოლოო ერთობლივი განცხადება დელეგაციებს შორის განსხვავებული მოსაზრებების გამო არ გამოქვეყნდება.  ამის შესახებ ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა. ეგვიპტის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერები დედაქალაქ კაიროში შეკრიბა, რათა ღაზის სექტორში „ჰუმანიტარული ტრაგედიის“ დასრულების მიზნით, საგზაო რუკა ეპოვათ. ისრაელ-ჰამასის ომის დეესკალაციის საკითხის განხილვის მიზნით, ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები მათი მიწის დატოვებას არ აპირებენ. „ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები,“ – განაცხადა აბასმა. იორდანიის მეფე აბდულა II გამოვიდა მოწოდებით, რომ „დაუყოვნებლივ შეწყდეს ღაზის ომი.“ როგორც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მას ასევე აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, Reuters-ის ცნობით, არაბმა ლიდერებმა „დაგმეს ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა“, ევროპელებმა კი, განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. სააგენტო აღნიშნავს, რომ დიპლომატები, რომლებიც ამ სამიტს ესწრებოდნენ, თავად არ იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ სამიტი რაიმე გარღვევას მოიტანდა, შესაბამისად, მათი შეხვედრა ერთობლივი განცხადების მიღების გარეშე დასრულდა. Reuters-ის ცნობითვე, მაშინ, როცა არაბული და მუსლიმური სახელმწიფოები „ისრაელის თავდასხმის დაუყონებლივ შეწყვეტას“ ითხოვდნენ, დასავლეთის ქვეყნები ძირითადად ახმოვანებდნენ უფრო მოკრძალებულ მიზნებს, როგორიცაა, ჰუმანიტარული დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. იორდანიის მეფემ ისრაელის თავდასხმების შესახებ „გლობალურ დონეზე არსებული დუმილი დაგმო.“ ამასთან, ის კონფლიქტისადმი თანაბარი მიდგომის მოწოდებით გამოვიდა. საფრანგეთმა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რამაც მისი თქმით, შეიძლება, ცეცხლის შეწყვეტამდე მისვლა გამოიწვიოს. ბრიტანეთმა და გერმანიამ ისრაელის სამხედროებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, იტალიამ კი, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. სამიტს ისრაელი, აშშ და ირანი არ ესწრებოდნენ. ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა, სამიტზე მხოლოდ კაიროს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაგზავნა, რომელიც სხდომაზე საჯაროდ არც კი გამოსულა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი მიზანი „ერთმანეთის მოსმენა“ იყო. „ჩვენ გვესმის, რომ ერთად მეტი უნდა ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰუმანიტარული სიტუაცია, რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესი,“ აღნიშნა მიშელმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს (THAAD-ისა და Patriot-ის ტიპის) აგზავნის. ამასთან, პენტაგონს პოტენციური განლაგებისთვის სამხედროები მზადყოფნაში მოჰყავს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ბრძანება, რომ ჯარები მოემზადონ განლაგებისთვის, მიზნად ისახავს აშშ-მ „გაზარდოს მზადყოფნა და უნარი სწრაფად რეაგირებისთვის, მოთხოვნის შესაბამისად.“ „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის და მისი მარიონეტული ძალების ბოლო ესკალაციების შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენთან ჩემი დეტალური დისკუსიების შემდეგ, დამატებითი ნაბიჯების შესახებ ვაცხადებ რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის პოზიციის შემდგომი გაძლიერების მიზნით,” - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. Wall Street Journal-ი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ პენტაგონმა შეარჩია დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებდა. ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან. 2000 პერსონალი განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

მელონი ნეთანიაჰუს: იტალია ისრაელის გვერდით დგას

21 ოქტომბერს, კაიროს სამშვიდობო სამიტის დასასრულს, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თელ-ავივში გაემგზავრა, სადაც ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. „იტალია ისრაელის გვერდით დგას,“ - განუცხადა მელონიმ ნეთანიაჰუს ისრაელის მედიის ცნობით. იტალიის პრემიერი იმ ევროპელ ლიდერებს შორისაა, რომლებმაც მკაცრად დაგმეს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის სისასტიკე. „ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ომის აქტი,“ განუცხადა მან ნეთანიაჰუს. რატომ არ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება კაიროს სამშვიდობო სამიტის შემდეგ იტალია მხარს უჭერს ისრაელის არსებობისა და თავის დაცვის უფლებას ტერორიზმთან ბროლაში. „ჩვენ გვჯერა და ვფიქრობთ, რომ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას საუკეთესო გზით, რადგან ჩვენ განვსხვავდებით იმ ტერორისტებისაგან,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.  

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში მძევლად 212 ადამიანია აყვანილი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორზე დარტყმის შედეგად, მოკლულია „ჰამასის“ სარაკეტო ძალების უფროსის მოადგილე - მეთაური და ათობით ტერორისტი.  ჰაგარიმ ასევე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მძევლად მყოფთა რიცხვი 212-ს შეადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმებს გაზრდის. „ჩვენ ვზრდით თავდასხმებს ღაზის სექტორში, რათა შევამციროთ საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის, ომის შემდეგი ეტაპის მომზადებისთვის. მომდევნო ეტაპზე გავალთ ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის საუკეთესო პირობებით და პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილების შესაბამისად,“ – აცხადებს ჰაგარი. ცნობისთვის, ორი ამერიკელი „ჰამასის“ ტყვეობიდან 20 ოქტომბერს გათავისუფლდა. IDF-ის სპიკერი ამბობს, რომ მძევლების რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან დაკარგულთა შესახებ ეტაპობრივად ახალ ცნობებს იღებენ.  

მტერი სიურპრიზებს გვიმზადებს, მაგრამ ჩვენც გვექნება მათთვის სიურპრიზები - ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ გოლანის ქვეითთა ბრიგადის მეთაურებს განუცხადა, რომ უნდა ელოდნენ ტერორისტული ჯგუფების მიერ მომზადებულ სიურპრიზებს, როდესაც ღაზის სექტორში შევლენ, მაგრამ IDF ასევე მოამზადა ისინი. მისივე განცხადებით, შევლენ ღაზის სექტორში და დაიწყებენ ოპერატიულ, პროფესიონალურ მისაის "ჰამასის" გასანადგურებლად. „ღაზა კომპლექსურია, ღაზა მჭიდროა, მტერი იქ უამრავ რამეს ამზადებს, მაგრამ ჩვენც ვამზადებთ მათთვის რაღაცებს," - აღნიშნავს ჰალევი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

საქართველოს ელჩი ისრაელში: იმედი გვქონდა, თამარ გოლდენბერგი გატაცებულებს შორის იქნებოდა, ის სამ მეგობართან ერთად ტერორისტების მსხვერპლი გახდა

ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდბერგი, რომელიც ნოვას ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, დაკარგულად ითვლებოდა, მოკლული იპოვეს. „დღეს, 23 წლის თამი (თამარ) კორსანტია-გოლდბერგს გამოვემშვიდობებით. თამის დედ-მამა ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ და 93 წელს ლტოლვილებად ქცეულები ისრაელში რამდენიმე თვის ჩვილთან, თამის უფროს დასთან ერთად, გაემგზავრნენ. 7 ოქტომბრის დილას, თამი სამ მეგობართან ერთად ტერორისტებს ემსხვერპლა. ოჯახთან ერთად, ჩვენც იმედიანად ვიყავით, რომ თამი გატაცებულთა შორის იქნებოდა და ძალისხმევა არ დაგვიკლია სამძებრო და შემდეგ, გამოხსნის საშუალებებითა და ქმედებებით. თუმცა, პარასკევს მისი იდენტიფიცირება მოხდა. გუშინ მამამ 2015 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში თამის მიერ ინგლისურად გალექსილი ნააზრები მიჩვენა. ქართულად, მოკლედ ასე ჟღერს: შენთვის; ჩვენთვის; გარშემომყოფთათვის; ცოცხალთა და მკვდართათვის; უპოვართა და ყოვლისმქონეთათვის; შენი საკუთარი თავისთვის!.. შეიწყნარე განსხვავებული, აღიარე შეცდომები, ეგოგმანე სიყვარულს, გახსენი გონება და იცხოვრე! ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი. ამის შემდეგ 7 წლის თავზე, თამი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში ატარებდა თავისუფალ დროს, სულდაბინდული ორგანიზებული ტერორის მსხვერპლი გახდა,“ - წერს ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია Facebook-ზე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

თურქეთმა ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში გაგზავნა

თურქეთმა ეგვიპტეში, ღაზის სექტორისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამედიცინო ჯგუფით, აღჭურვილობითა და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი გაგზავნა ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. „ჩვენი თვითმფრინავი ღაზას დასახმარებლად აფრინდა. საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით და რომელშიც 20 სპეციალისტი ექიმი იმყოფებოდა, ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრა,“ - აღნიშნა კოჩამ. ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასავლელი აშშ-ის, ისრაელს, ეგვიპტესა და გაეროს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 21 ოქტომბერს გაიხსნა. გუშინვე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ელჩი: ისრაელიდან საქართველოში ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა

საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს. „დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები - „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკია.“ აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით უკვე 10 რეისი განხორციელდა. ძირითადად ეს რეისები სავსე არ არის, ანუ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ვიდრე რეისები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადავსებული იქნებოდა რეისები. ვისაც სურვილი აქვს ისრაელის დატოვების ტოვებს ისრაელს, ვისაც სურვილი აქვს რჩება. აქ პრობლემაა ისიც, რომ პრაქტიკულად 3 კვირაა სამუშაოები არ არის და ისინი ვინც ისრაელში სამუშაოდ არიან ჩამოსულები, სამი კვირა უმუშევრობა საკმაოდ აწვებათ კისერზე და ამიტომ ურჩევნიათ, რომ გაემგზავრონ, რადგან მათთვის არ არის ცნობილი როდის განახლდება სამუშაოები. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვინც არის, 1500-მდეა მათი რიცხვი, ვინც ისრაელი დატოვა. ასევე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბევრი მოქალაქე და მთლიანად საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის განმავლობაში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. ყოველდღიურად ცხელი ხაზი მუშაობს და რეკავენ სხვადასხვა კითხვით, ძირითადად ნერვიულობდნენ იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა, რომ საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მოქალაქეებთან ცხელი ხაზის მეშვეობით გვაქვს კონტაქტი. ჩვენ 2 დღის წინ ვესაუბრეთ ქალაქ აშკელონში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც იქ სამუშაოდ არიან, 112 ადამიანი არის რეგისტრირებული, უფრო მეტნი არიან, თუმცა 112 რეგისტრირებულია. ასევე, აშკელონში 13 ქართველი ექიმი მუშაობს და ისინი მუშაობენ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, საავადმყოფოში, რომელიც ყველაზე ახლოს არის ღაზის სექტორთან და დაჭრილები ძირითადად იმ საავადმყოფოში მიჰყავთ,“ - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ეგვიპტის განცხადებით, რამდენიმე მესაზღვრე მსუბუქად დაშავდა ისრაელის ტანკის შემთხვევითი გასროლის შედეგად

ეგვიპტელი მესაზღვრეები მსუბუქად დაშავდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის ტანკმა შემთხვევით ეგვიპტის საგუშაგო კოშკს გაუხსნა ცეცხლი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოდიში მოიხადა. CNN-ის ცნობით, ეგვიპტის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთმა მესაზღვრემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. „კვირას ღაზის სექტორში მიმდინარე შეტაკების დროს, ეგვიპტის სასაზღვრო საგუშაგო კოშკს შემთხვევით მოხვდა ისრაელის ტანკის ჭურვის ფრაგმენტები, რის შედეგადაც რამდენიმე მესაზღვრე დაშავდა,“ - განაცხადა ეგვიპტის შეიერაღებული ძალების სპიკერმა. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მხარემ „დაუყოვნებლივ“ გამოხატა თავისი სინანული უნებლიე ინციდენტის გამო. ამასთან, ისრაელი მომხდარს იძიებს. ეგვიპტე ისრაელს და ღაზის სექტორს ესაზღვრება. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ისრაელის თავდაცვის ძალები განმარტავს, რა შემთხვევაში დასრულდება ომი

შიში ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ორ აეროპორტს და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეჩეთს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოევიკები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ღამით დარტყმა მიაყენეს ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე „ჰეზბოლას“ ობიექტებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გადაიდო თუ არა ღაზაში სახმელეთო შეჭრა იმის გამო, რომ ისრაელს სურდა, მეტი დრო ჰქონოდა მძევლების ღაზიდან გასაყვანად და არის თუ არა შეჭრა გარდაუვალი. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა მედიის შეკითხვებს უპასუხა. „ჩვენი მიზანია ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების სრული მოშლა“. თუ ეს შეიძლება, რომ გაკეთდეს ჰაერიდან, ჩვენს ჯარებზე ძალიან შეზღუდული ზემოქმედებითა და ადგილზე ნაკლები ზიანით, ეს შესანიშნავი იქნება. თუ „ჰამასი“ გამოვა თავისი სამალავებიდან, სადაც ისინი მალავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და დააბრუნებენ ჩვენს მძევლებს, 212-ვე მათგანს და უპირობოდ ჩაბარდებოდნენ, მაშინ ომი დასრულდება. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ალბათ მოგვიწევს შესვლა და ამის გაკეთება,“ - განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

თეთრი სახლი: დასავლელი ლიდერები მხარს უჭერენ ისრაელს და მის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმისგან

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტსა და ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრეს. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სატელეფონო საუბრის დროს კვლავ დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ისრაელის და მისი უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, აუცილებლობას. „ისინი მიესალმნენ ორი მძევლის გათავისუფლებას და მოუწოდეს დაუყონებლივ გაათავისუფლონ ყველა დარჩენილი მძევალი,“ - ნათქვამია განცხადებაში. ლიდერები მიესალმნენ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას და განაცხადეს, რომ მზად არიან გააგრძელონ კოორდინაცია რეგიონში პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ მოსახლეობის მუდმივი და უსაფრთხო წვდომა საკვებთან, წყალთან, სამედიცინო და სხვა დახმარებასთან, რომელიც საჭიროა ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მანამდე ბაიდენმა ასევე სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერთან და რომის პაპთან.  

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 320-ზე მეტი ობიექტი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 320-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, მათ დაარტყეს „ტერორისტულ ობიექტებს“, მათ შორის გვირაბებს, სადაც „ჰამასის“ წარმომადგენლები იმალებოდნენ. ასევე, სამხედრო ბაზებს, სამეთვალყურეო პუნქტებს და ათეულობით ოპერატიულ სამეთაურო ცენტრს, სადაც „ჰამასის“ და კიდევ ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ წევრები იმყოფებოდნენ. ისრაელის არმიის ცნობით, იერიში მიიტანეს სამიზნეებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონში მყოფ მის ძალებს. ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მასირებული დაბომბვის შედეგად, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დაიღუპა 17 ადამიანი, ხოლო ცენტრალურ ნაწილში - 10. სამინისტროს განცხადებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით არ დადასტურებულა. გასულ ღამით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კაბინეტის და არმიის სარდლობის წარმომადგენელთა ოპერატიული თათბირი გამართა. სრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიას შესაძლოა, ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ „ჰამასი“ აღარ იარსებებს.  

ემანუელ მაკრონი ისრაელს ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თელ-ავივში ჩავიდა, რათა ისრაელის მიმართ თავისი ქვეყნის სრული სოლიდარობა გამოხატოს. ფრანგული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება. ცნობისათვის, ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.  

AXIOS: ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში 3-ვარსკვლავიანი გენერალი გაგზავნა

გამოცემა Axios-ი ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში დასახმარებლად, ისრაელში სამვარსკვლავიანი გენერალი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კიდევ რამდენიმე ოფიცერი გაგზავნა. მედიის ცნობით, ისრაელში გაგზავნილ ოფიცრებს შორისაა გენერალ-ლეიტენანტი ჯეიმს გლინი, რომელიც აქამდე საზღვაო ქვეითთა სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ოპერაციებშიც მონაწილეობდა. ამერიკელი სამხედროები ისრაელელ კოლეგებს უზიარებენ გამოცდილებას, რაც მათ ISIS-ის წინააღმდეგ მოსულში ბრძოლის დროს მიიღეს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ომში ბაიდენის ადმინისტრაციის ჩართულობასა და მის სამხედრო დაგეგმარებაში ამერიკის როლს უსვამს ხაზს. Axios-ი წერს, რომ სავარაუდოდ, გლინი უშუალოდ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ისრაელში არ დარჩება და ამერიკაში დაბრუნდება.  

ისრაელი კიდევ ორი მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს

ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი კიდევ ორი მძევალი გათავისუფლდა. 79 წლის ნურიტ კუპერისა და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცის ოჯახებს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე ეცნობათ. შეგახსენებთ, 2 ამერიკელი მძევალი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. ისრაელის ვარაუდით, „ჰამასის“ ტყვეობაში 200-ზე მეტი ადამიანია. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. „ჯო ბაიდენი მიესალმა ღაზადან კიდევ ორი მძევლის გათავისუფლებას და დაადასტურა თავისი ვალდებულება მუდმივი მცდელობების უზრუნველსაყოფად „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა დარჩენილი მძევლის, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების, გათავისუფლების მიზნით,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. ჯო ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ნაკადის შენარჩუნების აუცილებლობას და აშშ-ის დახმარების შესახებ ისრაელის პრემიერს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. „პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეგიონული შეკავების მიმდინარე მცდელობების შესახებ, აშშ-ის ახალი სამხედრო განლაგების ჩათვლით,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ბაიდენი: ისრაელისა და უკრაინის გამარჯვება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მილიარდობით დოლარს სთხოვს. მან ამერიკელებს ოვალური კაბინეტიდან საჯაროდ სიტყვით მიმართა. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს. მისი შეფასებით, „ჰამასი“ და პუტინი სხვადასხვა ტიპის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. მათ მეზობელი დემოკრატიული ქვეყნების მთლიანად განადგურება სურთ. „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. „ვიცი, შესაძლოა, ბევრს ეჩვენებოდეს, რომ ეს კონფლიქტები შორსაა და ამერიკისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია კითხვის დასმაც, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით,“ ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა. „ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს. ”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს,“ - განაცხადა ბაიდენმა. მედია 18 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე, საიდანაც 60 მილიარდი უკრაინას უნდა მოხმარდეს, 14 მილიარდი ისრაელს და დანარჩენი კიდევ რამდენიმე მოკავშირეზე უნდა განაწილდეს. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

მაკრონი “ჰამასის“ დასამარცხებლად საერთაშორისო კოალიციის გაფართოების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, საერთაშორისო კოალიცია, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში იბრძვის, “ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაფართოვდეს. იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა ტერორიზმს საფრანგეთისა და ისრაელისთვის საერთო მტერი უწოდა. ისრაელში ვიზიტით მყოფი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე შეუძლია “ჰამასის“ წინააღმდეგ  „ბრძოლა.“ „მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბძოლოს. საფრანგეთი, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და სირიაში, მზადაა „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლონ,“ ამბობს მაკრონი.  

“ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი ტყვეობის დეტალებს იხსენებს

„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის იოხევედ ლიფშიცი თავისი ტყვეობის დეტალებს აღწერს.  იოხევედ ლიფშიცმა თელ ავივის იხილოვის საავადმყოფოს წინ ჟურნალისტების წინაშე ისაუბრა. ლიფშიცის თქმით, კიბუც ნირ ოზიდან ის მოტოციკლეტით გაიტაცეს, შემდეგ მიწისქვეშა გვირაბების დახლართული ქსელები გაიარა. ნირ ოზის 400 მცხოვრებლიდან 180 მოკლეს ან გაიტაცეს. „მე გავიარე ჯოჯოხეთი, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით,“ - ამბობს „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული. 85 წლის ქალის თქმით, მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. გვირაბების ქსელის ერთ მონაკვეთში კი ქალი დაახლოებით 25 ტყვესთან კიდევ იმყოფებოდა, რის შემდეგაც რამდენიმე ხანშიშესულ მძევალთან ერთად განცალკევებულ ოთახში გადაიყვანეს, სადაც პერიოდულად ექიმები მიდიოდნენ. ლიფშიცმა აღნიშნა, რომ მისი გამტაცებლები აშკარად დიდი ხნის წინ მოემზადნენ მძევლების ასაყვანად. იოხევედ ლიფშიცის 83 წლის ქმარი ოდედი ამჟამადაც ტყვეობაში იმყოფება. მისი მდგომარეობის შესახებ იოხევედმა ლიფშიცმა არაფერი იცის.  შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენმდივანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გაეროს გენერალურ მდივანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა.„მე არ შევხვდები გაეროს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს,“ – წერს კოენი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩართო ჩანაწერი, სადაც მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტი მშობლებს ეუბნება, რომ ამაყია ათი ებრაელის მკვლელობის გამო. „ბატონო გენერალურო მდივანო, ეს არის მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ,“ – მიმართა კოენმა გუტერეშს.ისრაელის მხრიდან მწვავე კრიტიკა გუტიერეშის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება.

პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა

ისრაელის და „ჰამასის“ ომით გამოწვეული ესკალაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი ესკადრილია ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავებისგან ჩათვლით, სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის 119-ე საექსპედიციო გამანადგურებელი რაზმი უკვე იმყოფება შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. პენტაგონი ესკადრილიის დისლოკაციის კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს. რაიდერის თანახმად, ესკადრილია რეგიონში გაგზავნილ სხვა ძალებთან ერთად უზრუნველყოფს იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების თავდაცვის გაძლიერებას. პენტაგონის პრესმდივნის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ერაყსა და სირიაში ანტიტერორისტული მისიით მყოფ ამერიკელ სამხედროებზე ათზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.  

ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა

ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა. ელჩის მწვავე რეაქცია გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას მოჰყვა. გუტერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია მიიჩნია. ერდანმა გუტერეშს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს. ისრაელის ელჩის თანახმად, აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. გილად ერდანმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ გაეროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მასობრივ მკვლელობას. თავის  მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა, რომ გაეროს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკესთან დაკავშირებით ცარიელი სიტყვების მხოლოდ ერთ წუთს მოიცავდა და ტერორიზმს ამართლებდა. „იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა,“ - განაცხადა ჰაიატმა. 24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.  

გუტერეშის კომენტარების შემდეგ, ისრაელი გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზებს აღარ გასცემს

გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებს, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე. „მისი კომენტარების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. უკვე უარი ვუთხარით ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს, დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ,“ - განაცხადა ერდანმა. მანამდე, ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა. ელჩის მწვავე რეაქცია გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას მოჰყვა. გუტერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია მიიჩნია. ერდანმა გუტერეშს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს. ისრაელის ელჩის თანახმად, აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. გილად ერდანმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ გაეროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მასობრივ მკვლელობას. თავის  მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა, რომ გაეროს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკესთან დაკავშირებით ცარიელი სიტყვების მხოლოდ ერთ წუთს მოიცავდა და ტერორიზმს ამართლებდა. „იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა,“ - განაცხადა ჰაიატმა. 24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.  

ერდოღანი: ისრაელში ვიზიტის გეგმა გავაუქმეთ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელში ჩასვლის გეგმას აუქმებს. ერდოღანი პარლამენტში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, “მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფია“, რომელიც თავის მიწას იცავს. „თქვენ შეგიძლიათ, დასავლეთთან ერთად „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს,“ - მიმართა ისრაელს თურქეთის პრეზიდენტმა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელში ჩასვლას 7 ოქტომბრამდე აპირებდა. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ “პოლიტბიუროს“ ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს 22 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა. „როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ანკარა მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორამდე მივიდეს და რომ იქ დაშავებულები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანონ,“ ნათქვამი იყო თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ქვეყანა ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი მხარეებს შორის. „პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს საერთაშორისო ასპარეზზე ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აცხადებდა ანკარა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.  

გუტერეში მის განცხადებაზე ისრაელის რეაქციით “შოკირებულია“

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის "შოკირებულია" რეაქციით, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ მის განცხადებას მოჰყვა. ის ამბობს, რომ აშკარად დაგმო ისრაელის მიმართ განხორციელებული "ტერორისტული აქტები", რომლის დროსაც ასევე განაცხადა, რომ თავდასხმები "ვაკუუმში" არ მომხდარა. „შოკირებული ვარ უშიშროების საბჭოში ჩემი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით - თითქოს მე ვამართლებდი "ჰამასის" ტერორისტულ აქტებს. ეს ტყუილია, ეს პირიქით იყო... მე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: ცალსახად ვგმობ 7 ოქტომბრის შემზარავ და უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს ისრაელში "ჰამასის" მიერ. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობას, დაჭრას და გატაცებას - ან სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტების გაშვებას. ნამდვილად, მე პალესტინელი ხალხის წყენაზე მე ნამდვილად ვისაუბრე და ასევე მკაფიოდ განვაცხადე, ვციტირებ: პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს. და შემდეგ გავაგრძელე ჩემი ინტერვენცია, ვგულისხმობდი პოზიციას, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს გულისხმობს," - განაცხადა გუტერეშმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცნობისთვის, ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდა. გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებდა, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე. BBC-ის ცნობით, თავის თავდაპირველ განცხადებაში გუტერეშმა განაცხადა, რომ „პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს „ჰამასის„ შემზარავ თავდასხმებს." ამასთან, Financial Times-ის ცნობით, მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ღაზაში საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევის“ შესახებ. „სამოქალაქო პირების დაცვა არ ნიშნავს 1 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციას სამხრეთით [ღაზას სექტორში, სადაც არ არის თავშესაფარი, საკვები, წამალი და საწვავი, შემდეგ კი, თავად სამხრეთის დაბომბვის გაგრძელება,“ - განაცხადა გუტერეშმა. გუტერეშმა ასევე აღწერა “ჰამასის“ თავდასხმები, როგორც "საშინელი", მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი "ვაკუუმში არ მომხდარა" და არ ამართლებს "პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას."  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ, პირველი რეზოლუცია ისრაელის მხარდასაჭერად მიიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ახალი სპიკერის, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ, ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში მხარი დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია 412 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „ჰამასს“ და გამოხატავს ისრაელის მიმართ სოლიდარობას ტერორისტების წინააღმდეგ ომში. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას ისრაელის დაცვის მიმართ და მოითხოვს, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი. „წარმომადგენელთა პალატა დგას ისრაელის გვერდით, რადგან ის იცავს თავს „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტების მიერ წამოწყებული ბარბაროსული ომისგან და ადასტურებს, რომ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.  

ირანი: ისრაელი თუ ღაზის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ამ ცეცხლისგან უვნებელი არც აშშ დარჩება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აშშ-ს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ისრაელი თუ ღაზის სექტორის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ამ ცეცხლისგან უვნებელი არც შეერთებული შტატები დარჩება. „ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში. მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ამ ცეცხლისგან უვნებელი არავინ დარჩება," - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, როდესაც მან გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერებს მიმართა. ის ამტკიცებს, რომ „ჰამასი“ მზად არის, გაათავისუფლოს მშვიდობიანი მძევლები და რომ მსოფლიომ უნდა მოითხოვოს ისრაელის ციხეებში მყოფი ათასობით პალესტინელის გათავისუფლება. საპასუხოდ, გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი მწვავედ გააკრიტიკა. „ამ კაცის, მასობრივი მკვლელს ან ირანის ტერორისტული რეჟიმის ნებისმიერ სხვა წარმომადგენლის ადგილი გაეროში არ არის. ეს არის მორალური ლაქა გაეროსა და იმ ღირებულებებზე, რასაც ის ეფუძნება,“ - აღნიშნა დიპლომატმა.  

ახლო აღმოსავლეთში თავდაცვითი ძალების გასაძლიერებლად, 900 ამერიკელი ჯარისკაცი მიემართება

პენტაგონმა განაცხადა, რომ 900-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში ან მიემართება აშშ-ის პერსონალისთვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ისრაელ-ჰამასის ომის გამო დაძაბულობის მატებასთან ერთად, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყში 12-ჯერ და სირიაში ოთხჯერ დაესხნენ თავს გასული კვირის განმავლობაში, განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა. სულ 21 ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მსუბუქი დაზიანებები. შეერთებულმა შტატებმა 7 ოქტომბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ რეგიონში სამხედრო ხომალდები და გამანადგურებელი თვითმფრინავები გაგზავნა, მათ შორის ორი ავიამზიდი, რათა შეაჩერონ ირანი და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები. რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები ხუთშაბათს ერაყში კვლავ გახდა სამიზნე, მაგრამ შეტევა ჩაიშალა.  

ისრაელმა ღაზის სექტორში ჯავშანტექნიკის გამოყენებით რიგით მეორე რეიდი განახორციელა

ისრაელმა ღამით ღაზის სექტორში მეორე „შეზღუდული შეჭრისთვის“ ტანკები და ჯარისკაცები გაგზავნა. The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს „ჰამასის“ წევრებსა და ობიექტებს დაარტყეს. მათივე ინფორმაციით, რეიდი შუჯაიას მახლობლად, ღაზას აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეითებმა, სამხედრო-საინჟინრო ძალებმა და ჯავშანტექნიკამ განახორციელეს, საჰაერო დაფარვას კი ისრაელის საჰაერო ძალების დრონები და საბრძოლო ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ. საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები „ჰამასის“კუთვნილ ობიექტებზე, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გაშვებისა და სამეთაურო ცენტრების წინააღმდეგ, განხორციელდა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა და არავინ დაშავებულა.  

კონგრესის ახალ სპიკერი ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტის გაერთიანებას არ ეთანხმება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უკრაინისა და ისრაელისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების ერთად პაკეტად განხილვას არ ეთანხმება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. აშშ უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.  

ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში რაკეტა აფეთქდა - მედია

დღეს დილით ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ეს ქალაქი ღაზის სექტორიდან 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სააგენტო ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. Reuters-ი წერს, რომ ვერ აფეთქების წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ეგვიპტის ტელეკომპანია Al Qahera-ს ინფორმაციით, რაკეტის აფეთქება  ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბრიდან მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი მხარის მიერ ნასროლი რაკეტა აღმოჩნდა ეგვიპტის ტერიტორიაზე. ისრაელის არმიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია. „ტაბის აფეთქება ხაზს უსვამს რისკს, რომელიც ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ბრძოლების გაძლიერების გამო ემუქრება,“ - წერს Reuters-ი. ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.  

ეგვიპტის ცნობით, ქალაქ ტაბაში არა რაკეტა, არამედ, დრონი ჩამოვარდა

ეგვიპტური მხარის ცნობით, ტაბაში არა რაკეტა, არამედ, დრონი ჩამოვარდა. მისი წარმომავლობა ჯერ დადგენილი არ არის. ისრაელის მედიის თანახმად, ინფორმაციას ეგვიპტური გამოცემა al-Qahera news-მა გაავრცელა, რომელსაც ეგვიპტურ დაზვერვასთან კავშირები აქვს. დღეს, 27 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ტაბაში, რომელიც ისრაელის ქალაქ ეილათს ესაზღვრება. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ეს ქალაქი ღაზის სექტორიდან 220 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სააგენტო ეგვიპტის მედიასაშუალებების ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან რაკეტა ჩამოვარდა. დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. Reuters-ი წერს, რომ ვერ აფეთქების წყაროს იდენტიფიცირება ვერ შეძლო. „ტაბის აფეთქება ხაზს უსვამს რისკს, რომელიც ეგვიპტესა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ბრძოლების გაძლიერების გამო ემუქრება,“ - წერს Reuters-ი. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, იერიში იემენიდან განხორციელდა, სადაც ირანიდან მართული აჯანყებულები, ჰუსიტები მოქმედებენ. ჩამოვარდნილ დრონზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.  ცნობისთვის, ეგვიპტე აქტიურ როლს ასრულებს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროცესში და „ჰამასის“ მიერ ისრაელში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების საკითხში.  

კონგრესის ახალი სპიკერი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში

ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიატოვებს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში ისრაელს დაეხმარება. ამის შესახებ AP წერს. კონგრესის ახალ სპიკერი ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტის გაერთიანებას არ ეთანხმება „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინის გამარჯვება უკრაინაში, რადგან მჯერა, რომ ის იქ არ შეჩერდება,“ - განაცხადა ჯონსონმა Fox News-ის ეთერში. მან კომენტარი გააკეთა ისრაელზეც. „ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში და ეს არის ისრაელი,“ - აღნიშნა ჯონსონმა. ჯონსონმა განაცხადა, რომ ის და ბაიდენი ერთმანეთს 15 წუთზე მეტხანს ესაუბრებოდნენ. „ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა. მე კმაყოფილი ვარ პრეზიდენტთან ვიზიტით,“ - აღნიშნა კონგრესის ახალმა სპიკერმა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა დაურეკა ჯონსონს და კონგრესის სპიკერად არჩევა მიულოცა. „დროა, ყველა ჩვენგანმა პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და საგარეო დახმარების მიწოდება სწრაფად უზრუნველვყოთ,“ - განაცხადა ბაიდენმა თეთრი სახლის ცნობით. ბაიდენი კონგრესისგან $106 მლრდ-ს ითხოვს, მათ შორის უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად  

ისრაელის თავდაცვის ძალები: “ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში. „დღეს, თავდაცვის ძალებმა, მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი მოკლეს. აბუ რუკბეჰი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. რუკბეჰიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უპილოტო საფრენი აპარატებითა და პარაპლანებით განხორციელებულ თავდასხმებში,“ - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ისრაელის ელჩი გაეროს რეზოლუციაზე: ბნელი დღეა გაეროსა და კაცობრიობისთვის

„ეს ბნელი დღეა გაეროსა და კაცობრიობისთვის,“  - ამ სიტყვებით გააკრიტიკა გაეროში ისრაელის ელჩმ გაეროს რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზაში „ჰუმანიტარული ზავის“ დამყარებისკენ მოუწოდებს. „დღეს არის დღე, რომელიც სამარცხვინოდ ჩაივლის. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ, რომ გაერო აღარ ფლობს თუნდაც ერთ გრამ ლეგიტიმურობას ან აქტუალობას,“– აცხადებს გილად ერდანი ის პირობას დებს, რომ მისი ქვეყანა გამოიყენებს „ყველა საშუალებას“ ჰამასთან საბრძოლველად. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი გაეროს რეზოლუციას, რომლის მიღებასაც ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომის ახალ ფაზაში შევედით

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ახალ ფაზაშია. „ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ახალი ბრძანება არ მიიღება,“ - განაცხადა იოავ გალანტმა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შაბათს ღამით ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებს მნიშვნელოვნად გააფართოებენ. ამის ფონზე მან მოუწოდა ღაზის სექტორის მცხოვრებლებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ. „[ისრაელის] საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ,” - განაცხადა ჰაგარიმ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითები და ტანკები ღაზის სექტორში შეზღუდულ რეიდებს ახორციელებდნენ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.  

ისრაელის არმია ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოების შესახებ იუწყება

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შაბათს ღამით ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებს მნიშვნელოვნად გააფართოებენ. ამის ფონზე მან მოუწოდა ღაზის სექტორის მცხოვრებლებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ. „[ისრაელის] საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ,” - განაცხადა ჰაგარიმ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითები და ტანკები ღაზის სექტორში შეზღუდულ რეიდებს ახორციელებდნენ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ერდოღანის აქციის შემდეგ, ისრაელმა თავის დიპლომატებს თურქეთის დატოვება უბრძანა

სტამბოლში ისრაელის საწინააღდმეგო აქციის შემდეგ, ისრაელი თურქეთიდან დიპლომატებს გამოიხმობს. ისრაელმა განაცხადა, რომ თავის დიპლომატებს თურქეთიდან, "ურთიერთობების ხელახლა შეფასების მიზნით" გაიყვანს, რადგან პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგრძელებს ებრაული სახელმწიფოს შეურაცხყოფას ღაზის სექტორში მისი ქმედებების გამო. „თურქეთის მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი ბრძანება დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები,“ - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი. თავის მხრივ, AFP წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მოკლედ ვადით უნდა გაგრძელდეს.“ სტამბოლში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ათწლეულების განმავლობაში სამხედრო დანაშაულებში დაადანაშაულა და ქვეყანას "ოკუპანტი" უწოდა. აქციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის ეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება, ახლა კი ღაზის სჭირდება ეს დახმარება, იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu.  ერდოღანის თქმით, ისინი, ვინც უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიან, დღეს ჩუმად უყურებენ „ღაზის სექტორში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს.“ თურქეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ისრაელის ხელისუფლება უკმაყოფილო იყო მისი სიტყვებით, რომ “ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია.  

მეორე ამერიკული ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და ისრაელისკენ მიემართება - CNN

ამერიკული ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფმა გიბრალტარის სრუტე გაიარა და ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. ამის შესახებ CNN MarineTraffic.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. დამრტყმელი ჯგუფი - ავიამზიდი, მართვადი რაკეტების კრეისერი და ორი მართვადი რაკეტის გამანადგურებელი ნორფოლკიდან, ვირჯინიიდან, 13 ოქტომბერს განლაგდა. ახლა ეს მეორე ავიამზიდია ხმელთაშუა ზღვაში. USS Gerald R. Ford-ის დამრტყმელი ჯგუფი ამჟამად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის სანაპიროზე იმყოფება. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა ამ კვირაში 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ღაზის სექტორში საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Starlink-ზე წვდომა ექნებათ

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მომუშავე საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს Starlink-ის სატელიტურ კომუნიკაციებზე წვდომა ექნებათ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ღაზის სექტორიდან არცერთ ტერმინალს არ უცდია ჩვენს თანამგზავრთან დაკავშირება. SpaceX მხარს დაუჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან წვდომის გააქტიურებას,“ - წერს ილონ მასკი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ღაზის სექტორში სატელეფონო და ინტერნეტ კავშირები გათიშულია. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ კავშირების გათიშვა, რომელიც პარასკევს, 27 ოქტომბრის საღამოს დაიწყო, აუარესებს სიტუაციას, რადგან აფერხებს სიცოცხლისთვის საჭირო ოპერაციების ჩატარებას და ხელს უშლის ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციას. Reuters-ის ცნობით, SpaceX-მა დაუყოვნებლივ არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ დარწმუნდებიან, რომ Starlink-ით ჰუმანიტარული ორგანიზაციები ისარგებლებენ და არა “ჰამასი.“ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ისრაელის თავდაცვის ძალები: მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში ჩრდილოეთიდან სამხრეთით უნდა გადავიდეს, რადგან ისრაელი ომის შემდგომ ეტაპზე გადადის

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასთან“ ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს. „ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით უნდა გადავიდეს სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები,” - აღნიშნა ჰაგარმა. ჰაგარის თქმით, ისრაელი ებრძვის „ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას. „ისრაელი ომშია, რომელიც მას არ დაუწყია და არ სურდა. ისრაელი ებრძვის"ჰამასს“ და არა ღაზის მოსახლეობას,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, „ჰამასი“ ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო შენობებსა და მის ქვეშ მოქმედებს. ისრაელმა განაცხადა, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზის სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ირანის პრეზიდენტი: ისრაელის ქმედებებმა, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელის ნაბიჯებმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“, რამაც, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ. „ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი აგრძელებენ ისრაელის მიმართ ფართო მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე,“ - წერს რაისი სოციალურ ქსელში. "წინააღმდეგობის ღერძი" გულისხმობს ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ქსელს ახლო აღმოსავლეთში და მასში „ჰამასიც“ შედის. ბაიდენმა ირანი გააფრთხილა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

მედია: “ჰამასი“ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 8 მძევალს გათავისუფლების მიზნით ეძებს

მოსკოვის მხრიდან გათავისუფლების თხოვნის მიღების შემდეგ, "ჰამასი", რომელსაც მძევლად აყვანილი ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი, ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ცდილობს, რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რვა პირი მოძებნოს. ვრცელდება "ჰამასის" “პოლიტიკური“ ბიუროს წევრის, მუსა აბუ მარზუკის კომენტარები, რომლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ჰამასს" გაუგზავნა სია იმ რვა პირის,  რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და რომლებიც ამჟამად მძევლად არიან აყვანილნი ღაზის სექტორში. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ამ სიას და მას ფრთხილად დავამუშავებთ, რადგან რუსეთს ჩვენს უახლოეს მეგობრად განვიხილავთ," - ციტირებს „ჰამასის“ წარმომადგენელს რუსული მედია. "ჰამასმა" 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეები. "ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმისას 200-ზე მეტი მძევალი აიყვანა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ისრაელის ცნობით, თავდასხმას 1400 ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად სამოქალაქო პირები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ "ჰამასის" “დელეგაცია“ მოსკოვში იმყოფებოდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჰამასის" წარმომადგენელთან განიხილეს ღაზაში მძევლების გათავისუფლება და უცხოელების, მათ შორის რუსების ევაკუაცია. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ "ჰამასის" დელეგაციის მიწვევას უხამსი ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ "ჰამასი" უარესია, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო". ირანთან კავშირის მქონე "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

ლაშა ჟვანია: ისრაელში საჰაერო განგაში არ წყდება, ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, გაემგზავროს სამშობლოში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში

ისრაელში საქართველოს ელჩი მიმართავს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სტრესული მდგომარეობა და ურჩევს, გაემგზავრონ სამშობლოში, რადგან ისრაელში დაძაბული ვითარებაა, საჰაერო განგაშები არ წყდება და “ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში.“ ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში – თელ-ავივში და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგა. „გაიხსნა სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადად ის შენობები, სადაც დაცულია თავშესაფარი და შეიძლება, შეიყვანო ბავშვები საჰაერო განგაშის დროს. ბუნებრივია, საჰაერო განგაშები არ წყდება, კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამ ყველაფერს თან ახლავს ფსიქოლოგიური სტრესიც, უკვე სამი კვირაა, ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც აქვს გარკვეული სტრესული მდგომარეობა, ვურჩევდი, რომ გაემგზავროს სამშობლოში და მშვიდ გარემოში იყოს, ვიდრე იყოს გაძლებაზე ამ სტრესში, რადგან ეს პროცესი არ დასრულდება ორ და სამ თვეში. ესაა საკმაოდ ხანგრძლივი საომარი მოქმედებები. ეს არაა სპეცოპერაცია, ესაა ომი, რომელიც გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს. „აირზენას“ მიერ ფრენების აღდგენა-არ აღდგენა არ მგონია, პანაცეა იყოს. მთავარია, პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით არის. ვისაც მხოლოდ პირდაპირი რეისით გამგზავრება უნდა, არის ამის საშუალება და ასევე არის კვიპროსის საშუალებით თბილისში დაბრუნების საშუალება. თავად არ ვკითხულობთ, „აირზენა“ როდის აღადგენს ფრენებს, ალბათ მაშინ, როდესაც სადაზღვევო კომპანია მას დაზღვევას განუახლებს. ჩვენთვის მთავარია, რომ პირდაპირი რეისები სრულდება თელ ავივი-თბილისი, თელ ავივი-ბათუმის მიმართულებით,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

ნეთანიაჰუმ მის მიერ უსაფრთხოების სამსახურების გაკრიტიკების გამო ბოდიში მოიხადა

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომლითაც უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს. მისი თქმით, სრულად უჭერს მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს. „შევცდი. ის, რაც მე ვთქვი პრესკონფერენციის შემდეგ, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი ამის გამო,“ - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში 28 ოქტომბერს დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა არ გააფრთხილეს „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ. ოპოზიციის ლიდერებმა ნეთანიაჰუს მისი სიტყვების უკან წაღებისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.  

რომის პაპი: ვილოცოთ უკრაინისთვის, პალესტინისა და ისრაელისთვის - ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას, დაე, ცეცხლი შეწყდეს

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს. „მოდით, ნუ გავჩერდებით, ვილოცოთ უკრაინისთვის და პალესტინისა და ისრაელისთვის, სადაც მძიმე სიტუაციაა და ასევე, სხვა რეგიონებისთვის, სადაც ომია.“ „ღაზაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას. დაე, ცეცხლი შეწყდეს, ომი ყოველთვის დამარცხებაა - ყოველთვის, ყოველთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორში სახმელეთო მოქმედებებს ეტაპობრივად ვაფართოებთ

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა. „ღამის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლა ღაზას სექტორში და ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს,“ - აღნიშნა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა. მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია ისრაელის ძალებისთვის რისკებს შეიცავს. „სახმელეთო ოპერაცია რთულია და რისკებს შეიცავს ჩვენი ძალებისთვისაც. ყველაფერს გავაკეთებთ - ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან - ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად,“ - აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.  

ახალი კანონპროექტით, ისრაელში ინდივიდის ტერორისტად გამოცხადებაც შეიძლება

საკანონმდებლო საკითხებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში შესწორება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს არამხოლოდ ორგანიზაციის, არამედ, ცალკეული ინდივიდის ტერორისტულ აგენტად გამოცხადება შეეძლება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთისა და იუსტიციის მინისტრის, იარივ ლევინის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ შესწორების მიზანს სხვადასხვა ორგანიზაციაში, განსაკუთრებით კი, “ჰამასის“ ტერორისტულ დაჯგუფებაში მოქმედი ინდივიდების დაფინანსების ჩაშლა წარმოადგენს. „ეს ცვლილება  ადმინისტრაციულ ზომებს გააძლიერებს, რომელთაც ცალკეული ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება. ამასთან, ის ტერორისტული მიზნით კადრების გადაბირების, დაფინანსებისა და თანხების გადარიცხვის საკითხებსაც შეეხება," - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი გაეროს რეზოლუციას, რომლის მიღებასაც ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა

პარასკევს, 27 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ჰამასს” შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რეზოლუციის ტექსტი არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა. რეზოლუცია მოითხოვს „დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს.“ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 120-მა ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა, კატარმა, ჩინეთმა, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ, სლოვენიამ და პორტუგალიამ. 14-მა ქვეყანამ, მათ შორის, ავსტრიამ, უნგრეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ხორვატიამ, ისრაელმა, ჩეხეთმა ხმა წინააღმდეგ მისცეს, ხოლო 45-მა, მათ შორის, კანადამ, გერმანიამ, საქართველომ, საბერძნეთმა, ფინეთმა, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, სერბეთმა და უკრაინამ თავი შეიკავეს.  დოკუმენტის მიხედვით, გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტომ უნდა შეძლოს პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად „სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა.“ ამავე დროს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარყო კანადის მიერ შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც გმობდა „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა ასევე მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და ამ თავდასხმის მსხვერპლი. „რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ ისინი შეშფოთებულები არიან მშვიდობის მიღწევის საკითხით. (...) ამავე დროს, ლაჩარი მკვლელები, რომლებმაც ეს ომი წამოიწყეს, რეზოლუციაშიც კი არ არიან ნახსენები,“ - განაცხადა ერდანმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ისრაელმა ღაზის სექტორში დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ღამით დამატებითი სახმელეთო ძალები გაგზავნა. „სექტორში დამატებითი ძალები შევიდა. ჩვენი აქტივობა იქ მხოლოდ გაძლიერდება,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. ჰაგარის თქმით, ბოლო ბრძოლის დროს, როდესაც ისრაელის სახმელეთო ჯარები ჰამასის პოზიციებისკენ მიიწევდნენ, დაჯგუფების ათობით შეიარაღებული მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს. მან ტაქტიკური მანევრის ერთ სახეობაზე ისაუბრა. „ჩვენ ვახორციელებთ გაფართოებულ სახმელეთო ოპერაციას. სახმელეთო ჯარები, ტანკები, ქვეითები, ჯავშანტექნიკა მოძრაობენ ტერორისტებისკენ, რომლებიც პოზიციებს იკავებენ ამა თუ იმ კომპლექსში ჩვენზე თავდასხმის მცდელობის მიზნით. შემდეგ მათ ჰაერიდან ვესხმით თავს,“ - აღნიშნა ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელმა შაბათს განაცხადა, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპზე გადავიდა, კვირას კი განმარტა, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაციას გააძლიერებენ.  

უკრაინა რუსულ პროპაგანდას უწოდებს მოსკოვის მტკიცებას, რომ დაღესტნის აეროპორტის ინციდენტის უკან კიევი დგას

ისრაელში უკრაინის ელჩი ევგენი კორნიიჩუკი რუსულ პროპაგანდას უწოდებს მოსკოვის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაღესტნის მთავარ აეროპორტში მომხდარი ინციდენტის უკან კიევი დგას. „სხვას რას შეიძლება მოელოდე რუსული პროპაგანდისგან“, - განაცხადა ევგენი კორნიიჩუკმა The Times of Israel-თან ინტერვიუში. ელჩის თქმით, უსაფრთხოების ძალები აეროპორტში შეიყვანეს, მაგრამ ისინი ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. „მათ არაფერი გააკეთეს,“ - განაცხადა კორნიიჩუკმა. ისრაელში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ ისრაელის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ნელ-ნელა შეიცვლება. „ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ყველას ესმის, ვინ არის მტერი და რომ რუსეთი, ძირითადად, ირანთან და „ჰამასთან“ ერთად ამ ომში ერთ მხარეს წარმოადგენენ“, - აღნიშნა კორნიიჩუკმა. მაჰაჩყალის აეროპორტში დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა - მედია  

ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტყვეობიდან სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ქალი, რიგითი ორი მეგიდიში „ჰამასის“ ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რიგითი მეგიდიში თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახს შეუერთდა. რიგითი მეგიდიშის გათავისუფლებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა. „ვულოცავ ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „შინ ბეთს“ ამ მნიშვნელოვან და ამაღელვებელ მიღწევას, რაც აჩვენებს ჩვენს მზადყოფნას იმისთვის, რომ ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მანამდე "ჰამასმა" სამოქალაქო პირები - ოთხი ქალი გაათავისუფლა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ლაშა ჟვანია: ხვალიდან საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საელჩო ხვალიდან მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ საელჩო უბრუნდება რიტმს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა. „ხვალიდან, საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. აქამდე, სამი კვირის მანძილზე შეწყვეტილი გვქონდა ყველა სხვა საკონსულო მომსახურების გაწევა ჩვენ ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. თუ ვინმეს უნდა პასპორტის ან პირადობის მიღება, ან მინდობილობის გაკეთება, ან მოქალაქეობის მიღების დახმარება და ა.შ. ხვალიდან საქართველოს საელჩოში ჩვეულებრივი რეჟიმი აღდგება. ეს იქნება მანამ, სანამ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ნაწილის მიერ გამოცხადებული იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ზოგიერთ ქალაქებში ნორმალური პროცესები მიმდინარეობს; გაიხსნა ოფისები, საწარმოები, სასწავლო პროცესი. ასე რომ, ჩვენც ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მანამ სანამ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ გამოცხადდება განსაკუთრებული შეზღუდვა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. ელჩის განმარტებით, საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 ადამიანი. „ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500-მდე გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1 500-ია“,- აღნიშნა ელჩმა. ამასთან, ლაშა ჟვანიამ ისრაელში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში. ელჩის თქმით, რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. ელჩი იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე სტრესული ფონი აქვთ, ურჩევს გაერიდონ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ. „დღეს ფართო იყო საჰაერო განგაშების არეალი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მხარეს, იმიტომ რომ „ჰეზბოლამ“, რომელიც მაშინვე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში უფრო გააძლიერა თავდასხმები. საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში. დღეს უკვე მესამედ, იერუსალიმის მიმართულებით მოხდა საჰაერო თავდასხმა. ნათელია, რომ რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სტრესული მდგომარეობა ძლიერი აქვთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც აშკელონსა და აშდოთში ცხოვრობენ. ძალიან რთულია ამის გადატანა. როდესაც ღამით, საჰაერო განგაშის გამო 5-6 ჯერ გეღვიძება და ძილი არ გაქვს, ბუნებრივია ადამიანი ამას ვერ უძლებს. ამიტომ, ამ ადამიანებს ვურჩიე გაერიდონ ამ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ. პატარა ბავშვი, რომლის ცხოვრება ასეთი ფატალური შედეგით დასრულდა, მთლიანად ისრაელი შეძრულია ამ საშინელი შედეგით. 7 ოქტომბერს ტერორისტული აქტი რომ არ ყოფილიყო, ბავშვი დღეს ცოცხალი იქნებოდა. მასზე ყოველდღიურმა სტრესმა იქონია გავლენა,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  

კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა

კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური მაუწყებელი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „რადგან არსებობს საომარი მოქმედებების ესკალაციის შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის გამყოფ საზღვარზე, კანადის მთავრობამ მოითხოვა [კანადის შეიარაღებული ძალების] მხარდაჭერა სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, თუ უსაფრთხოების ვითარება სწრაფად გაუარესდება და თუ კანადელების ევაკუაცია საჭირო გახდება,“ - ნათქვამია ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.  

CPJ: ისრაელ - “ჰამასის“ ომის შედეგად, სულ მცირე 31 ჟურნალისტი დაიღუპა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო 7 ოქტომბრიდან დაწყებული ომის შედეგად, უკვე დაიღუპა მედიის სულ მცირე 31 წარმომადგენელი. მათ შორის 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი. ორგანიზაციის ცნობით, 9 ჟურნალისტი დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება. 7-30 ოქტომბრის პერიოდში დაიჭრა 8 ჟურნალისტი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იკვლევენ დაუდასტურებელ ცნობებს დაკარგული ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოკლულები, დაკავებულები ან დაშავებულები იყვნენ.  

გაეროს ისრაელის მისიის თანამშრომლები "ყვითელი ვარსკვლავით" შეახსენებენ, "რას ნიშნავს ბოროტების წინაშე დუმილი"

30 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გილად ერდანმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ბოლო 80 წელიწადში ვერაფერი ისწავლა და დაივიწყა, რისთვის არსებობს გაერო, ამიტომ, როცა „ყვითელ ვარსკვლავიანს“ დაინახავენ, გაახსენდებათ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე დუმილი. ისრაელის ელჩის თქმით, ის და მისი გუნდის წევრები „ყვითელ ვარსკვლავს“ არ მოიხსნიან, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო არ გამოფხიზლდება და „ჰამასს“ არ დაგმობს. ბოლო დღეებში, გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავდა ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციის სხვადასხვა პროექტს, მათ შორის რუსეთის მიერ ინიციირებულს, რომელშიც არ იყო დაგმობილი ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმა. ამის გამო, ისრაელის მოკავშირე სახელმწიფოებმა რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.  ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას არ გმობს. ელჩმა ერდანმა და გაეროში ისრაელის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ატარონ „ყვითელი ვარსკვლავი“, წარწერით: „აღარასდროს“ და ამ ფორმით ყველას, ჰოლოკოსტი შეახსენონ.  ცნობისთვის, ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებს სხვებისგან „ყვითელი ვარსკვლავით“ არჩევდნენ. რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი გაეროს რეზოლუციას, რომლის მიღებასაც ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა    

ბლინკენი ისრაელს კვლავ ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს ისრაელს ეწვევა. ბლინკენი მთავრობის წევრებს შეხვდება და ასევე ჩავა სხვა რეგიონებში. „მდივანი ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში ისრაელის მთავრობის წევრებთან შეხვედრებისთვის და შემდეგ სხვა გაჩერებებს გააკეთებს რეგიონში," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. ამ თვის დასაწყისში ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეს ეწვია, რის შემდეგაც ისევ ისრაელში დაბრუნდა.  

UNICEF: ღაზის სექტორი ბავშვებისთვის ჯოჯოხეთია

გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს და მოითხოვს ღაზის სექტორში ყველა შესასვლელის გახსნას, რათა ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, მდგრადი და შეუფერხებელი წვდომა, წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ჩათვლით, შესაძლებელი გახდეს. „თუ ცეცხლი არ შეწყდება, არ იქნება წყალი, მედიკამენტები და თუ არ გათავისუფლდებიან მოტაცებული ბავშვები, მაშინ ჩვენ მივექანებით კიდევ უფრო დიდი საშინელებებისკენ, რომელთა გამოც უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან," - განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა. მისი შეფასებით, ღაზის სექტორი ათასობით ბავშვის "სასაფლაოდ" გადაიქცა. ის შიშობს, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიძლება, დაიღუპოს უწყლობის გამო დეჰიდრატაციით. „ეს რიცხვი შემაძრწუნებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 3450-ზე მეტი ბავშვი. გამაოგნებელია, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ყოველდღე. ღაზის სექტორი სასაფლაოდ გადაიქცა ათასობით ბავშვისთვის. ყველა დანარჩენისთვის ის ნამდვილი ჯოჯოხეთია," - განუცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა ჟურნალისტებს. მან ააღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონზე მეტი ბავშვს არ აქვს სასმელი წყალი: წყლის წარმოების სიმძლავრე ჩვეულებრივი დღიური გამომუშავების მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს. ბავშვების სიკვდილი - განსაკუთრებით ჩვილების - დეჰიდრატაციის გამო მზარდ საშიშროებას წარმოადგენს.“ „არიან დახოცილი ბავშვები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაშავდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა,“ - აღნიშნა ელდერმა. გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერის თქმით, “ღაზის სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, 940 ბავშვია დაკარგული.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხალხი ღაზის სექტორში მხოლოდ უშუალო დაბომბვის შედეგად არ იღუპება.  

ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა

ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იემენის „ჰუსიტების“ დაჯგუფების მიერ განხორციელებული რამდენიმე შეტევის შემდეგ, ისრაელმა წითელი ზღვის ტერიტორია საზღვაო ძალების სარაკეტო გემებით გააძლიერა. „წითელ ზღვაში გემები სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე განლაგდნენ,“ - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. გუშინ ისრაელმა განაცხადა, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტა და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ხოლო დღეს დილით, კიდევ ერთი საჰაერო სამიზნე გაანადგურა.  

მედია: კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიხედვით, ღაზის სექტორს 500-მდე უცხოელი დატოვებს

საერთაშორისო მედიის ცნობით, კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ღაზის სექტორის დატოვებას უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ. საუბარია 500 ადამიანზე. მედია წერს, რომ აშშ-ის ზედამხედველობით გაფორმებული შეთანხმების თანახმად, უცხოური პასპორტის მფლობელებს და ზოგიერთ მძიმედ დაშავებულს უფლება ექნება, რომ ღაზის სექტორი დატოვოს. ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ეგვიპტური სასწრაფო დახმარების მანქანები ღაზის სექტორში უკვე შევიდნენ, რათა დაშავებული პალესტინელები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით დარჩება ღია რაფაჰის გადასასვლელი ევაკუაციისთვის. წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ კატარმა შუამავლობა ისრაელს, ჰამასსა და ეგვიპტეს შორის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოახდინა, რათა გაეთავისუფლებინათ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მძიმედ დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზის სექტორში.

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია

იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო, პროტესტის ნიშნად მიიღეს. „ელჩი თელ-ავივში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, „თუ ისრაელი შეაჩერებს ომს ანკლავზე და დაასრულებს „მის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ. „ეს არის იორდანიის პოზიციის გამოხატვა, რომელიც უარყოფს და გმობს ისრაელის ომს ღაზის სექტორში; რომელიც კლავს უდანაშაულო ადამიანებს და იწვევს უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კატასტროფას,“ - აღნიშნა საფადიმ. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს  

რომის პაპი ისრაელ - “ჰამასის“ კონფლიქტთან დაკავშირებით „ბრძნულ გამოსავალზე“ მიუთითებს

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ბრძნულ გამოსავალზე მიუთითა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას. „ორი ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ. ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო, ოსლოს შეთანხმების თანახმად: ორი ძალიან შეზღუდული სახელმწიფო და იერუსალიმი განსაკუთრებული სტატუსით," - აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობაც. ბევრი ქვეყანა მიიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალია.  

ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა

ბაჰრეინის წარმომადგენელთა პალატა, რომელიც საკანონმდებლო საკითხებს განიხილავს, ისრაელიდან ელჩის გაწვევის შესახებ აცხადებს. ისრაელი აცხადებს, რომ ბაჰრეინის მთავრობისგან არ მიუღია რაიმე განცხადება ან გადაწყვეტილება ამ ქვეყნების ელჩების გამოწვევის შესახებ. მედიის ცნობით, ბაჰრეინმა ასევე განაცხადა ისრაელთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შესახებ. პირველ ნოემბერს იორდანიამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. კოლუმბიამ და ჩილემ ისრაელიდან ელჩები გაიწვიეს, ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს 7 ოქტომბერს ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არაბული ლიგის იმ ოთხი ქვეყნიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებებს 2020 წელს, ერთ-ერთმა ისრაელის წინააღმდეგ ასეთ ქმდებას მიმართა.  ბაჰრეინ-ისრაელის კავშირები მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა აშშ-ის მხარდაჭერით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც განიხილება, როგორც მთავარი გარღვევა ათწლეულების განმავლობაში, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებით.  

ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩვენი მებრძოლები ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, “ჰამასის“ თავდაცვითი ხაზების ნგრევას აგრძელებენ

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს. IDF-მ პარასკევს განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციებს აფართოვებს.  „ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ “ჰამასის“ თავდაცვითი ხაზების ნგრევას ღაზის სექტორის ჩრდილოეთით და აკონტროლებენ ცენტრალურ ტერიტორიებს...ბრძოლა მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავდით,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ისრაელის თავდაცვის ძალები: „ღაზა სრულიად ალყაშია, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება“

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ “ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული, ცეცხლის შეწყვეტა არ განიხილება.“ „ჩვენმა ძალებმა სრულიად მოაქციეს ალყაში ქალაქი ღაზა, „ჰამასის“ აქტივობების ცენტრი,” - განაცხადა ჰაგარიმ. ჰაგარის ინფორმაციით, „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში ვიზიტს გეგმავს. „ისინი ღაზიდან ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობენ, [მაგრამ] ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ “ჰამასზე“… შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ, ჰაგარიმ ასევე აღნიშნა, რომ ტერმინი “ცეცლის შეწყვეტა” ამ მომენტში არ განიხილება.“  

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა, სენატი მის უარყოფას აპირებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ სენატი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 226 ხმით196-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მას მხარი 12-მა „დემოკრატმა“ დაუჭირა, ორი „რესპუბლიკელი“ კი წინააღმდეგი წავიდა. „დემოკრატები“ აპროტესტებენ იმას, რომ კანონპროექტი არ მოიცავს უკრაინის დახმარებას და შიდა შემოსავლების სამსახურის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტს ღრმა ხარვეზიანი წინადადება უწოდა და განაცხადა, რომ სენატი, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, მას მხარს არ დაუჭერს. მანამდე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ თუკი კანონპროექტი მის მაგიდაზე აღმოჩნდება, ვეტოს დაადებს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატში კი - დემოკრატები.  

ბლინკენი ისრაელშია

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში აშშ-ის ელჩ ჯეკ ლიუსთან ერთად ჩავიდა. ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. მან გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ყურადღებას გაამახვილებს იმ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად. საუბარი იქნება "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლებისა და კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის შესახებაც. „ვისაუბრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება და უნდა გადაიდგას ღაზაში კაცების, ქალებისა და ბავშვების მიმართ ზიანის შესამცირებლად და ეს არის ის, რის მიმართაც შეერთებული შტატები ერთგულია," - განაცხადა ბლინკენმა. ამ თვის დასაწყისში ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეს ეწვია, რის შემდეგაც ისევ ისრაელში დაბრუნდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2-10 ნოემბერს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს, იორდანიის დედაქალაქ ამანს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს და ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელის ეწვევა.  

სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების შესახებ, ისრაელი რუსეთს წინასწარ აღარ შეატყობინებს

Bloomberg-ის ცნობით, სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ ისრაელი რუსეთს ინფორმაციას წინასწარ აღარ მიაწვდის. გამოცემის ცნობით, ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები სირიაში პროირანულ ძალებზე, რომლებიც ისრაელის საზღვარს მიუახლოვდნენ, მოვლენების განვითარება კი, ისრაელის პოლიტიკის საკვანძო ცვლილებასთან არის დაკავშირებული. Bloomberg-ი წერს, რომ ისრაელის პოლიტიკის ცვლილება აუარესებს ისედაც პრობლემურ ურთიერთობებს ისრაელსა და რუსეთს შორის. შეგახსენებთ, 2015 წლის შემოდგომიდან რუსეთსა და ისრაელს შორის ამოქმედდა კომუნიკაციის მექანიზმი, რომელიც სირიის არაბთა რესპუბლიკაში ოპერაციების დროს შემთხვევითი შეტაკებებისგან და სხვა საშიში ინციდენტებისგან დასაცავად არის შექმნილი.  

ბლინკენი: ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს ის, რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოლიდარობის გამოსახატად კვლავ ისრაელში დაბრუნდა. ნლინკენი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა. „მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე ეხება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ყველაფერი გაკეთდეს მათ დასაცავად და არანაირად არ აგონ პასუხის იმაზე, რაც 7 ოქტომბერს მოხდა,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ იცავს თავს ისრაელი და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულნი იყვნენ. ენტონი ბლინკენმა და ისააკ ჰერცოგმა შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ გამუდმებით ფიქრობენ მძევლებზე, როგორც ისრაელისა და აშშ-ს ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე. „გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოდ დავიბრუნოთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა.  

ზელენსკი მომავალ კვირას ისრაელს ეწვევა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მომავალ კვირას ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი The Times of Israel-ზე დაყრდნობით იტყობინება. დიპლომატური წყაროების ცნობით, ზელენსკი ისრაელს მომავალი კვირის დასაწყისში, ორშაბათს ან სამშაბათს ეწვევა. Axios: ზელენსკის ისრაელში ჩასვლა სურს  

ომის დაწყების შემდეგ პირველად, ინდონეზია ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

ისრაელ - “ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პირველად, ინდონეზია ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. 51.5 ტონა დახმარება ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ჯაკარტის ჰალიმ პერდანაკუსუმას საჰაერო ძალების ბაზიდან გაგზავნა. მისი თქმით, ჰალსამედიცინო აღჭურვილობა, საკვები, საბნები, კარვები და სხვა მარაგი შეგროვდა როგორც მთავრობისგან, ასევე, ჰუმანიტარული სააგენტოების დახმარებით - ინდონეზიელი მოსახლეობისგან. „ეს არის ინდონეზიის სოლიდარობის ფორმა, ინდონეზიელების კაცობრიობისადმი ზრუნვის ფორმა. რადგან ჰუმანიტარული ტრაგედია ღაზაში მიუღებელია და რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს," - განაცხადა ვიდოდომ.ჰუმანიტარული დახმარება Hercules-ის ტიპის ორი თვითმფრინავისა და Airbus-ის სატვირთო თვითმფრინავი ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტში გადაიტანეს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

თურქეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, „ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე.“ თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით და ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი, შეუფერხებელი ნაკადის მოწოდებაზე უარის თქმის გამო, გადაწყდა, რომ გამოეწვიათ ჩვენი ელჩი, ანკარაში კონსულტაციებისთვის,“ - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, ერდოღანმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრო-პალესტინურ აქციაზე ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა. დღეს კი განაცხადა: „ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით.“ ერდოღანის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ "ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანოს." ელჩები ისრაელიდან ასევე გაიწვიეს კოლუმბიამ, ბოლივიამ, ჩილემ, იორდანიამ, ბაჰრეინმა, ჰონდურასმა.  

ბლინკენმა ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა შესთავაზა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტის დროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების წინადადებით გამოვიდა. მისი თქმით, „ჰუმანიტარული პაუზა“ შეიძლება, დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას. „როცა ვხედავ პალესტინელ ბავშვს - ბიჭს ან გოგოს, რომელიც სახლის ნანგრევებიდან ამოჰყავთ, ამით სულის სიღრმემდე ვარ შეძრული ისევე, როგორც მაშინ, როცა ვხედავ ბავშვს ისრაელიდან ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან,“ განაცხადა ბლინკენმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის წინააღმდეგია, ვიდრე ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებენ. ბლინკენმა ისრაელელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების დროს დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და ფორმულა „ორი ხალხი, ორი სახელმწიფოს“ განხორციელებას. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო, აშშ-ის ადმინისტრაციამ ისრაელის მთავრობას არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რაც მსხვერპლს გამოიწვევდა სამოქალაქო მოსახლეობაში.  როგორც BBC წერს, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ისრაელის მიერ წარმოებული ომების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის ხელისუფლება ასე ღიად აცხადებს, რომ ისრაელმა ომის წარმოების კანონები უნდა დაიცვას.    

ნეთანიაჰუმ საქმიანობა შეუჩერა მინისტრს, რომელმაც ღაზის სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ  მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს საქმიანობა განუსაზღვრელი დროით შეუჩერა. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფდა მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ ბირთვული ბომბის გამოყენება შესაძლებელია. „ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე,“ - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში. მემკვიდრეობის მინისტრის განცხადება ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უნდა გადადგეს.„რადიკალების არსებობა მთავრობაში საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ომის მიზნებს, რომელიც „ჰამასის“ დამარცხებას და ყველა მძევლის დაბრუნებას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუმ ამიჩაი ელიაჰუ თანამდებობიდან დღეს დილითვე უნდა გაათავისუფლოს,“ - განაცხადა იაირ ლაპიდმა. ელიაჰუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდება "ერთ-ერთი ვარიანტია და რომ „მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში არ არსებობს."მინისტრმა განმარტა, რომ მისი განცხადება "მეტაფორული" იყო.

უნგრეთის პრეზიდენტი სოლიდარობის ნიშნად ისრაელს ეწვია

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი ისრაელს ეწვივა. უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ისრაელში "სოლიდარობის ვიზიტით“ ჩავიდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს. ახლა შეხვედრას ვმართავ ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგთან, რის შემდეგაც შევხვდები “ჰამასის“ მიერ დაკავებული უნგრელი მძევლების ოჯახებს," - განაცხადა ნოვაკმა. უნგრეთის პრეზიდენტამდე სოლიდარობის გამოსახატავად ისრაელს ეწვივნენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, ასევე აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი განათავსა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის დამრყტმელი ჯგუფი ჩავიდა. მოიერიშე ჯგუფში, რომელსაც მეთაურობს Carrier Strike Group (CSG) 2, შედის: ფლაგმანი ავიამზიდი - USS Dwight D. Eisenhower (CVN 69), მართვადი რაკეტების კრეისერი USS Philippine Sea (CG 58), მართვადი რაკეტების გამანადგურებელი USS Mason (DDG 87) და სხვა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

Bloomberg: აშშ და ისრაელი ღაზის სექტორის მომავლის სამ სცენარს განიხილავენ

აშშ და ისრაელი ღაზის სექტორის მომავლის რამდენიმე ვარიანტს იკვლევენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, მოიცავს მრავალეროვნული ძალების შექმნის შესაძლებლობას, რომელიც ასევე შეიძლება, ამერიკულ ჯარებს შეიცავდეს. სააგენტოს ცნობით, პირველი სცენარი გულისხმობს ღაზას სექტორზე დროებითი კონტროლის გადაცემა რეგიონის ქვეყნებისთვის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჯარების მხარდაჭერით. “ასევე სასურველია ისეთი არაბული ქვეყნების ჩართულობა როგორიცაა, საუდის არაბეთი ან არაბეთის გაერთიანებული საამიროები,“ აღნიშნავენ Bloomberg-ის თანამოსაუბრეები. მეორე ვარიანტი არის მრავალეროვნული ძალებისა და დამკვირვებლების მსგავსი სამშვიდობო ძალების შექმნა სინაის ნახევარკუნძულზე, რომელიც აღასრულებს 1979 წელს ისრაელ-ეგვიპტის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ისრაელი, მიიჩნევს, რომ იდეა განხილვას იმსახურებს. მესამე ვარიანტი გაეროს ეგიდით ღაზის სექტორში დროებითი მთავრობის შექმნას გულისხმობს. ასეთი სცენარს უპირატესობას გაეროს ლეგიტიმურობა ანიჭებს, მაგრამ ისრაელი ამას  შეუსაბამოდ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ორგანიზაციის საქმიანობას “სარგებელი ნაკლებად მოაქვს.“ თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეფასებით, ყველაზე გონივრული იქნება, თუ ღაზის სექტორის მმართველობას და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, საბოლოო ჯამში, პალესტინის ხელისუფლება აიღებს. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, არ შეიძლება, სტატუს კვოს დაბრუნება „ჰამასის“ მმართველობასთან მიმართებით. ისრაელელი მაღალჩინოსნები კი აცხადებენ, რომ მათი მიზანი „ჰამასის“ ლიკვიდაციაა. „ისრაელელები თავად იწყებენ ამ წინადადებით, რომ ისრაელის განზრახვა არ არის ღაზის სექტორის კონტროლი. ეს არ შედის მათ ინტერესში და ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ექნება მხარდაჭერა,“ – აღნიშნა ბლინკენმა აშშ-ის სენატში, ასიგნებების კომიტეტზე მოსმენისას. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ელჩი ჟვანია: საქართველოს მოქალაქეებს შორის დაჭრილები არ არიან, თუმცა რამდენიმე ათეული მოქალაქე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში კვლავ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და რეგიონის ლიდერებთან შეხვედრები იმედისმომცემია, რომ ვითარება არ გადაიზარდოს რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში. „დღეს ერთი თვე შესრულდა საშინელი ტერაქტიდან და ტერაქტის შედეგად ომის დაწყებიდან. მდგომარეობა კვლავ საომარია, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩრდილოეთიდან უფრო არის საჰაერო თავდასხმები გარკვეულ ხუთკილომეტრიან ზოლზე, ისრაელის და ლიბანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა ამ ყველაფერმა გამოიწვია 60 ათასზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება, რომლებიც განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში, უფრო სამხრეთისკენ. საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და შეხვედრები რეგიონის ლიდერებთან გარკვეული იმედისმომცემია, რათა ეს არ გადაიზარდოს უფრო რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ. რაც შეეხება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ლაშა ჟვანიას განმარტებით, “საქართველოს მოქალაქეებს შორის დაჭრილები და დაშავებულები არ არიან, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არის რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.“ „საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ეს განპირობებული იყო იმით, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებში გამოაცხადა შედარებით შემსუბუქებული რეჟიმი. შესაძლებელია, რომ ოფისები იყოს გახსნილი, ასევე სასწავლო დაწესებულებები, ჩვენც ნაკლები მომართვიანობა გვაქვს ცხელ ხაზებზე. ერთი კვირაა უკვე, სტატისტიკა არ მოგვითხოვია, რადგან სამი კვირის განმავლობაში გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს 1 550 მოქალაქე გახლდათ, რომლებმაც ისრაელის ტერიტორია დატოვეს, მათ შორის არიან ისრაელის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლის სტატისტიკას ჩვენ ვერ ვითვლით, რადგან ისრაელის პასპორტით ტოვებენ ისრაელს. ვერ გეტყვით, რომ ჩვეულ რეჟიმშია პირდაპირი ფრენები, რადგან მოთხოვნის დაკლებასთან ერთად, შემცირდა ფრენების რაოდენობაც, იმიტომ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სრულდებოდა რეისები, სადაც ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო თბილისის მიმართულებით. ამიტომ რაოდენობა დააკლეს კომერციულმა კომპანიებმა, მაგრამ, მოთხოვნისამებრ, ფრენები სრულდება, ასევე, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პირდაპირი რეისები კვიპროსის საშუალებით არის შესაძლებელი,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

CIA-ის დირექტორი ისრაელში ჩავიდა

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი დაზვერვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას The Washington Post-ი აქვეყნებს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოლაპარაკებების აქვს დაგეგმილი. ბერნსი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის თემას, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებასა და ისრაელ - “ჰამასის“ ომის ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის თავიდან აცილების საკითხებს განიხილავს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოკავშირეების მეშვეობით, ირანსა და “ჰამასს“ გაფრთხილების სიგნალს უგზავნის, რომ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ სამხედრო პასუხისთვის მზად იქნება. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე შეტევები გახშირდა.  

ბლინკენი თურქეთში ვიზიტის შემდეგ: ჩვენი მოლაპარაკებები მოიცავდა იმას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენის თურქეთში ვიზიტის შემდეგ, შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. ენტონი ბლინკენი დღეს ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა. სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განიხილეს ისრაელ-“ჰამასის“ კონფლიქტი, მათ შორის რეგიონში კონფლიქტის გავრცელების პრევენციის აუცილებლობა. ორივე მხარე შეთანხმდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ღაზის სექტორში მყოფ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა ხაზი გაუსვეს აშშ-თურქეთის ხანგრძლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეეხნენ NATO-ს მოკავშირეებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პრიორიტეტებს, მათ შორის შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხებს. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ბლინკენმა შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან, მანამდე ის იმყოფებოდა იორდანიაში, დასავლეთ სანაპიროზე, კვიპროსსა და ერაყში. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჰუმანიტარული პაუზის“ მომხრეა. ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური ტურნე 6 ნოემბერს, თურქეთში ვიზიტით დაასრულა. ბლინკენმა თურქეთში ვიზიტის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რეგიონში ფოკუსირებული იყო სამ საკითხზე - “როგორ გავაფართოოთ ჰუმანიტარული დახმარება, როგორ შევაჩეროთ კონფლიქტის გავრცელება და ასევე „რისი გაკეთება შეგვიძლია გრძელვადიანი, მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად." ჰუმანიტარული დახმარება: ბლინკენის თქმით, აშშ მუშაობს "ძალიან აგრესიულად" და "ძალიან კონკრეტული გზებით" ღაზის სექტორში დამატებითი დახმარების მისაღებად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ თვალსაზრისით პროგრესზე მიუთითებს და აცხადებს, რომ დახმარება მნიშვნელოვნად გაფართოვდება „მომდევნო დღეებში." მისი თქმით, აშშ იზიარებს შეშფოთებას ღაზის სექტორში პალესტინელების "საშინელი მსხვერპლის" გამო. მძევლებთან დაკავშირებით, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხზე ფოკუსს ინარჩუნებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ადამიანები სახლში დაბრუნდნენ. ბლინკენის თქმით, აშშ-მ ისრაელს კონკრეტული ნაბიჯები შესთავაზა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად.  „ზოგჯერ რაღაც ცუდის არარსებობა შეიძლება, არ იყოს პროგრესის ყველაზე აშკარა მტკიცებულება, მაგრამ ეს ასეა,“ - აღნიშნა ბლინკენმა.  

CNN: აშშ ისრაელისთვის 320 მილიონი დოლარის ღირებულების ზუსტი ბომბების აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს

CNN-ის ცნობით, შეერთებული შტატები ისრაელისთვის 320 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზუსტი მართვადი ბომბის აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს. ამერიკული ტელეარხი ამის შესახებ ინფორმირებულ წყროებზე დაყრდნობით წერს. სახელწიფო დეპარტამენტმა კომენტარი არ გააკეთა. Spice Family Gliding Bomb Assemblies-ის ისრაელისთვის გადაცემას კონგრესის შესაბამისმა კომიტეტებმა მხარი რამდენიმე თვის წინ, მანამდე დაუჭირეს, ვიდრე ქვეყანას „ჰამასი“ დაესხმებოდა თავს. უფრო ადრე Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესის ლიდერებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ იარაღის მწარმოებელი კომპანია Rafael USA აღნიშნულ ბომბებს გადასცემს თავის ისრაელელ დედობილ კომპანიას, Rafael Advanced Defense Systems-ს, რათა შემდეგ ის ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენოს.  

ელჩი: ისრაელი რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს

ისრაელის ელჩის ჰადას მეიცადი რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას გმობს. „ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტუნის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილი გათავისუფლებისკენ. ღრმა მწუხარებით ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა  

სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს ისრაელის დახმარების კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 14.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა. მანამდე კანონპროექტზე ვეტოს დადების პირობა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადო. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი დაამტკიცებდა, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარედგინებოდა, მაგრამ თეთრმა სახლმა წინასწარ განაცხადა, რომ ბაიდენი ვეტოს დაადებდა და უარს იტყოდა დოკუმენტის ხელმოწერაზე, მაშინაც კი, თუ მას კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებდა. 2 ნოემბერს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ, მაგრამ სენატმა, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, კანონპროექტი არ დაამტკიცა. ბაიდენის ადმინისტრაცია დახმარების შერწყმის მომხრეა, რასაც რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობა არ იზიარებს. 30 ოქტომბერს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ისრაელის დახმარებას. ამ მიზნით 14,3 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს ფედერალური საგადასახადო სამსახურის დაფინანსების შემცირების ხარჯზე. რესპუბლიკელების ამ ინიციატივის პასუხად თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დახმარება შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია და მისი პოლიტიზაცია არ გამოვა. პრეზიდენტის ვეტომდე კანონპროექტის მიღებას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება. კონგრესის წარმომადგენელთა პალატისგან, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატს დემოკრატები აკონტროლებენ. ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 106 მილიარდ დოლარს ითხოვს. ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს „რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით.“ პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე. ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ. რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა, თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ. აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ცნობით, ხსენებული პაკეტი შემდეგნაირად გადანაწილდება: $61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის. ბაიდენმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს 19 ოქტომბრის მიმართვისას განუმარტა, რატომ არის აუცილებელი უკრაინის და ისრაელის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კიევს დაახლოებით, 44 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.  

პატრიარქი ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე: „ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.   საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა.  „საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის. ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა  და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე გაეცანით: ომი უკრაინასა და ღაზის სექტორში - რა წერია სინოდის განჩინებაში  

მაკრონის განცხადებით, ისრაელმა ღაზის სექტორში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, ისრაელმა ღაზაში ქალებისა და ბავშვების დაბომბვა უნდა შეწყვიტოს „დღეს, დე ფაქტო, მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ბავშვები, ქალები, მოხუცები იბომბებიან და იხოცებიან. ამის არანაირი საფუძველი და გამართლება არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, რომ ეს შეწყვიტოს,“ - განაცხადა მაკრონმა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს და იმის მიუხედავად, რომ აღიარებს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, ისრაელს მოუწოდებს რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვები შეწყვიტოს. შეკითხვას, არღვევს თუ არა ღაზის სექტორში ისრაელი საერთაშორისო სამართალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ.“  

ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიიღებს

ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს (David’s Sling) შეისყიდის. დაახლოებით, 317 მილიონი ევროს მოცულობის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების და დრონების გადატაცების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილის სისტემაა მსოფლიოში. მას შეუძლია, სამიზნე 300 კილომეტრში გადაიტაცოს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფინეთი თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებას ცდილობს. 2023 წლის აპრილში ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა.  

ბორელი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს აანონსებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ისრაელს და კიდევ 5 ქვეყანას ეწვევა. „ამ კვირაში გავემგზავრები ისრაელში, პალესტინაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, კატარსა და იორდანიაში, რათა განვიხილო ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისა და დახმარების საკითხები, ასევე, პოლიტიკური საკითხები რეგიონის ლიდერებთან. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ჰორიზონტი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ. ამის მიღწევა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი,“ - წერს ბორელი X-ზე.  

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. „არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალები ყველგან წინ მიიწევს. „ჰამასის“ ორგანიზაციამ ღაზაში კონტროლი დაკარგა: ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ,“ - აღნიშნა გალანტმა. 13 ნოემბრის საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ღაზის რანტისის საავადმყოფო დაარბიეს და რომ იქ „ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილები. „საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, კომპიუტერები, ფული და ა.შ.,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.  

ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზის სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ნაკლებად ინტრუზიულად იმოქმედებს, როცა საქმე საავადმყოფოებს ეხება. „ჩემი იმედი და მოლოდინი არის, რომ საავადმყოფოებთან შედარებით ნაკლები ინტრუზიული ქმედება იქნება და ჩვენ ისრაელელებთან კონტაქტში ვრჩებით. ასევე, არის მცდელობა, რომ ეს პაუზა ტყვეების გათავისუფლებისთვის იქნას გამოყენებული და ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ასევე, კატარელებთან, რომ ჩაერთონ. ასე რომ, მე გარკვეულწილად იმედი მაქვს, მაგრამ საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს. „ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და მას სიცრუეს უწოდებენ. საავადმყოფოს ცნობით, შვიდი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა. ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი, თავს დერეფნებს აფარებენ.  

ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა ისრაელისადმი სოლიდარობის მარში გამართა

ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა ისრაელის მიმართ სოლიდარობის მარში გამართა. Reuters-ის ცნობით, მასობრივი აქციის მონაწილეებმა დაგმეს ანტისემიტიზმის ზრდა. ქალაქში მოქმედებდა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. დემონსტრანტები„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 28 ოქტომბერს ისრაელმა ომის მეორე ფაზა დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეჩერებისკენ მოუწოდა, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია მოახერხოს, ღაზის სექტორში კი ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შეძლონ.  

ზურაბიშვილი: ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს, ცალსახად დავგმე ტერორიზმი

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა. „ვესაუბრე ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრ, მირი რეგევს. ცალსახად დავგმე ტერორიზმი, კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა ისრაელის მიერ თავისი ტერიტორიების დაცვისათვის გაწეული ძალისხმევის მიმართ.   იმედი გამოვთქვი მძევლების უსაფრთხო გათავისუფლებისა და სწრაფი ჰუმანიტარული ქმედებების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოებას,“ წერს ზურაბიშვილი.    

აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ჩავიდა

ამერიკელი ხალხისგან" - აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე ჩავიდა. ინფორმაციასა და ფოტომასალას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. „აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება დღეს ეგვიპტე-ღაზის საზღვრის სიახლოვეს ჩავიდა. კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ძალიან მკაფიო გავხადეთ, რომ ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება კრიტიკული და გადაუდებელია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დახმარება ღაზის სექტორის მშვიდობიანმა მოსახლეობამ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ," - წერს ბლინკენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).  

ღაზის სექტორში საწვავის პირველი პარტია შევიდა

საწვავის პირველი პარტია ღაზის სექტორში ეგვიპტიდან 17 ნოემბერს გვიან შევიდა მას შემდეგ, რაც ისრაელი აშშ-ის მოთხოვნას დათანხმდა. საწვავის უქონლობამ კომუნიკაციების შეფერხება გამოიწვია, რასაცღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონების შესვლის ორი დღით შეჩერება მოჰყვა. გაეროს სააგენტოების თანახმად ღაზის სექტორში 2,4 მილიონი პალესტინელის მდგომარეობა უმძმესია. ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“„გაანადგურებს“.

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელთან დროებით ზავს შესაძლოა, მალე მიაღწიონ

„ჰამასის“ ე.წ. პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ ისრაელი და ჰამასი ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან „ჩვენ ახლოს ვართ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან“, - წერს ჰანიე „ტელეგრამის“ არხზე. მედიის ცნობით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს და „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. ხოლო ისრაელი, შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს“ გადასცემს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების გაზიარებაზე.  

ისრაელი თანახმაა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ „ჰამასთან“ დროებით ზავზე

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ოთხდღიანი ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს. „ისრაელის მთავრობა მზად არის ყველა გატაცებული სახლში დააბრუნოს. მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპის გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე 50 გატაცებული ქალი და ბავშვი, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდება, რა დროსაც ბრძოლებს ადგილი არ ექნება,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. ჰუმანიტარულ ზავს, რომელიც ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელის გათავისუფლებას ითვალისწინებს, „ჰამასიც“ მიესალმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტი შეთანხმების მიღების შესახებ მთელი ღამის განმავლობაში მსჯელობდა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. „ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. მე უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში. როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ოთხდღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მათივე ცნობით, ოთხდღიანი ზავი „ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.  

დევიდ ქემერონი ისრაელშია

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი ისრაელში ჩავიდა. ქემერონი შეხვდება როგორც ისრაელის, ასევე, პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილონ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის.  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, დევიდ ქემერონი პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა  

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ამოქმედდა

ადგილობრივი დროის 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას. ასევე, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას. მედიასაშუალებების ცნობით, დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში სარაკეტო განგაში ისმოდა, ხოლო ღაზის მასშტაბით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა. კატარელი მედიატორების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ღაზაში 13 მძევალი გათავისუფლდება, რასაც ისრაელის ციხეებიდან გაურკვეველი რაოდენობის პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოჰყვება. ჯამში, შემდგომი 4 დღის განმავლობაში "ჰამასის" მიერ 50 მძევალი ქალისა და ბავშვის გათავისუფლება იგეგმება. ამავე პერიოდის განმავლობაში ისრაელის მიერ 150 პალესტინელი პატიმარი - ძირითადად ქალები და არასრულწლოვნები გათავისუფლდებიან.  

ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და ერთი არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის, დროებითი ზავის პირობებში მოხდა. „ცეცხლის შეწყვეტის „შეთანხმების პირველი დღის ვალდებულებების შესრულების ჩარჩოებში ვადასტურებთ 39 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებოდნენ,“ აცხადებს კატარის საგარეო უწყება. წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC  

ბაიდენი „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებაში აშშ-ის დიპლომატიის როლს აქებს: ეს მხოლოდ დასაწყისია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 ნოემბერს „ჰამასის“ (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება) მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების საქმეში აშშ-ის დიპლომატიის დამსახურება შეაქო. ჯო ბაიდენმა, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის მიღწევას აქტიურად ცდილობდა აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შანსები რეალურია. როგორც ცნობილია, „ჰამასმა“ 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ხოლო ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. „დღეს, მე ჩემ გუნდთან ერთად მიმდინარე პროცესი განვიხილე, რადგან ჩვენ შეთანხმების განხორციელების პირველი რამდენიმე დღე დავიწყეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილიდან დაწყებული ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები ოთხი დღით შეწყდება, რაც მიღწეული იყო აშშ-ის აქტიური დიპლომატიის - ოვალური კაბინეტიდან რეგიონის ლიდერებთან უამრავი სატელეფონო საუბრის ჩათვლით. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე - ხელი შეგვეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის," - აღნიშნა ბაიდენმა.   

„ჰამასის“ 17 მძევალი გათავისუფლდა

დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიერ ტერორისტულად აღიარებულმა მოძრაობა „ჰამასმა“ შაბათ საღამოს ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი 17 ადამიანი წითელ ჯვარს გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 39 პალესტინელი გაათავისუფლა. შუამავალი ქვეყნების, კატარის და ეგვიპტის გარდა, შაბათს მოლაპარაკებებს შეუერთდნენ თეთრი სახლი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიან უოტსონმა განაცხადა. შაბათს მომხდარი გაცვლა მეორეა ადრე დადებული ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავის ფარგლებში. გათავისუფლებულ მძევლებს შორის 13 ისრაელელი და ტაილანდის ოთხი მოქალაქეა. ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს. თითქმის ყველა გათავისუფლებული ისრაელელი კიბუც ბერის მკვიდრია. ეს დასახლება ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად: იქ დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა, 50 გაიტაცეს. მათ შორის რვა ბავშვი და ხუთი ქალი. ექიმების განცხადებით, მათი უმრავლესობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. იუწყებიან, რომ ერთ 21 წლის ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სანაცვლოდ, ისრაელმა შაბათს 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა: ექვსი ქალი და 33 მოზარდი. საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს 240-მდე მძევალი აიყვანეს. წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა  

კატარი: „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა ორი დღით გახანგრძლივდება

აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ ორი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას ადასტურებს „ჰამასი“. ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია ისრაელს.  

ენტონი ბლინკენი ისრაელს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს რეგიონში ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ისრაელის თავდაცვის უფლებას, ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების გზებს განიხილავს. მთლიანობაში, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. დღეს ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა.  

„ჰამასის“ ტყვეობიდან კიდევ 12 მძევალი გათავისუფლდა

„ჰამასმა" 10 ისრაელელი და უცხოეთის 2 მოქალაქე მძევალი გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, „ჰამასმა“ 12 მძევალი „წითელ ჯვარს” გადასცა, რომელიც მათ ისრაელში ჩაიყვანს. „წითელი ჯვრისგან” მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 12 მძევალი - მათ შორის ათი ისრაელელი და ტაილანდის ორი მოქალაქე - ისრაელის ტერიტორიისკენ მოემართებიან,” - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ადასტურებს, რომ "ჰამასმა" ისრაელის ათი მოქალაქე გაათავისუფლა - ცხრა ქალი და ერთი ბავშვი. მან აღნიშნა, რომ "ჰამასმა" ასევე ფილიპინების მოქალაქე გაათავისუფლა. მძევლების სანაცვლოდ დღეს ისრაელი 30 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.  

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის არსებობის უფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელის არსებობის უფლებას ადასტურებს და „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 412-მა წევრმა დაუჭირა მხარი. დემოკრატმა, რაშიდა ტლაიბიმ, რომელიც მიჩიგანს წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, ხოლო რესპუბლიკელმა, ტომას მასიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.  

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით გაგრძელდა

ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის დროებითი ჰუმანიტარული ზავი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და ღაზის სექტორში მყოფი, ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლებას და ასევე ისრაელიდან პალესტინელი ქალების და მოზარდების გათავისუფლებას ითვალისწინებს, კიდევ ერთი დღით გაგრძელდა.  ჰუმანიტარული ზავის კიდევ ერთი დღით გაგრძელება დღეს, 30 ნოემბერს დილით დაადასტურა კატარმა, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალია. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებები გრძელდება იმ იმედით, რომ ცეცხლის საერთოდ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 6 დღის განმავლობაში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 97 მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 210-მა პალესტინელმა. დროებითი ზავის ამოქმედებამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზის სექტორში 240-მდე მძევალია.  

ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები განაახლა

ისრაელის განცხადებით, საბრძოლო ქმედებები განახლება მოუწიათ, ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია. შესაბამის ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და CNN ავრცელებენ. კერძოდ, „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია და, ამას გარდა, ისრაელის ტერიტორია დაბომბა. „ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები,” - ნათქვამის ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. CNN-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელსა და "ჰამასს" შორის, როგორც ჩანს, დასრულდა და მისი გაგრძელების არანაირი ნიშანი არ ჩანს. პარასკევის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთი რაკეტა ჩამოაგდო.  

ისრაელმა ესპანეთის პრემიერის განცხადებების გამო ელჩი გაიწვია

ისრაელმა ესპანეთის პრემიერის განცხადებების შემდეგ, ელჩის გაწვევა კონსულტაციების მიზნით გადაწყვიტა. ამის შესახებ Politico წერს. „ესპანეთის პრემიერ-მინისტრის აღმაშფოთებელი განცხადებების შემდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა უსაფუძვლო ბრალდებები, გადავწყვიტე, გამოვიწვიო ესპანეთში ჩვენი ელჩი  კონსულტაციებისთვის იერუსალიმში,“ - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა. მანამდე სანჩესმა ესპანურ საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVE-ს განუცხადა, რომ მას აქვს სერიოზული ეჭვი მტკიცებაზე, რომ ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად მოქმედებს ღაზის სექტორში სამხედრო პასუხის დროს. ისრაელმა მის ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა. „ისრაელი მოქმედებს და განაგრძობს მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით და გააგრძელებს ომს, ვიდრე ყველა მძევალი არ დაბრუნდება და „ჰამას“ არ განადგურდება,“ აღნიშნა კოენმა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე სთხოვა კოენს, დაებარებინა ესპანეთის ელჩი ისრაელში "საყვედურისთვის" "ესპანეთის პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო კომენტარების გამო იმ დღეს, როდესაც „ჰამასის“ ტერორისტებმა დედაქალაქ იერუსალიმში ისრაელელები მოკლეს." ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ისრაელმა ესპანეთის ელჩი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის საკამათო განცხადებების გამო დაიბარა. გასულ კვირას ისრაელმა გააკრიტიკა პედრო სანჩესი და ბელგიის ლიდერი ალექსანდრე დე კროო მათი კომენტარებისთვის ეგვიპტესა და ღაზის შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელზე ვიზიტის დროს, როდესაც „ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ  ისრაელის თავდასხმები“ გააკრიტიკეს.  

ისრაელის დაზვერვა: კატარში ზავის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის განცხადებით, კატარში ზავის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარში დელეგაციას ისრაელში დაბრუნება უბრძანეს. ისრაელის დაზვერვის სააგენტო ასევე აცხადებს "ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.  ეს შეთანხმება მოიცავდა ყველა იმ ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც „ჰამასისთვის“ მიწოდებულ სიაში იყვნენ. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა, „ჰამასმა“ ტყვეობიდან 105 მძევალი გაათავისუფლა.  

The New York Times: ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმის გეგმის შესახებ ერთი წლის წინ იცოდა

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმის გეგმის შესახებ ერთ წელზე მეტი ხნის წინ იცოდა. The New York Times-ის მიერ მოპოვებულ გეგმაში აღწერილია თავდასხმის დეტალები, თუმცა ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, რადგან მათთვის ეს გეგმა დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა. დოკუმენტში მითითებული არ არის თავდასხმის თარიღი, მაგრამ აღწერილია მეთოდური შეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღაზის სექტორის გარშემო სიმაგრეების განადგურებას, ისრაელის ქალაქების აღებას და მთავარ სამხედრო ბაზებზე შტურმს. თავდასხმა დასაწყისში ითვალისწინებდა სარაკეტო სროლას, სათვალთვალო კამერების გამორთვას და ისრაელში ბოევიკების მასიურ შეჭრას. გეგმა ასევე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ძალების ადგილმდებარეობისა და სიძლიერის, საკომუნიკაციო ცენტრებისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ. დოკუმენტი ფართოდ გავრცელდა ისრაელის სამხედრო და დაზვერვის წარმომადგენლებს შორის, მაგრამ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ მასშტაბის და ამბიციების შეტევა „ჰამასის“ შესაძლებლობებს აღემატებოდა. დოკუმენტში არ იყო მითითებული, რომ ჰამასი ამ გეგმას მალე განახორციელებდა. ისრაელს The New York Times-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. გამოცემის თანახმად, ისრაელის ხელისუფლებას მოეპოვებოდა 40-გვერდიანი საბრძოლო გეგმა კოდური დასახელებით „იერიქონის კედელი“, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი „ჰამასის“ ჰიპოთეზური თავდასხმა ისრაელის სამხრეთ ნაწილზე. როგორ მოიპოვა ისრაელმა ეს დოკუმენტი, უცნობია, მაგრამ New York Times-ის სტატიიდან ჩანს, რომ ის ებრაულად არის თარგმნილი, სავარაუდოდ - არაბულიდან. როგორც Associated Press-ი იუწყება, ტექსტი შესაძლოა, უშუალოდ „ჰამასისგან“ ჩაიგდეს ხელთ. ამერიკული გამოცემის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტი ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების მრავალმა წარმომადგენელმა ნახა, თუმცა არ არის ცხადი, ცნობილი იყო თუ არა მის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ან ისრაელის ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის პირებისთვის. „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ დასავლეთის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასის“ განადგურებამდე იბრძოლებს. როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი  

ისრაელს ამერიკელი მაღალჩინოსნების დელეგაცია ეწვევა

ისრაელს დღეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების დელეგაცია ეწვევა. თეთრ სახლის განცხადებით, დელეგაციის წევრები ისრაელელ კოლეგებს შეხვდებიან და ომის შემდგომი პერიოდის ღაზის სექტორზე ისაუბრებენ. დელეგაციას უხელმძღვანელებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კამალა ჰარისის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ილან გოლდენბერგი და სხვა პირები. აშშ-ის დელეგაცია შეხვდება ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს, ცაჰი ჰანეგბის, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრს რონ დერმერს, და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.  

ისრაელი აცხადებს, რომ სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს. „გუშინ, დღეს, ჩვენ „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურების, ასეულის მეთაურებისა და მრავალი წევრის ლიკვიდაცია განვახორციელეთ. დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზას ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მტკიცედ და საფუძვლიანად ვიბრძოდით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამას ახლა ვაკეთებთ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში,“ - განაცხადა ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ.  

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასს“ სხვა ქვეყნებშიც გაანადგურებენ

ისრაელი „ჰამასის“ გაანადგუროს არამხოლოდ პალესტინელთა ტერიტორიებზე, არამედ, სხვაგანაც გეგმავს. 3 დეკემბერს, ისრაელის სამაუწყებლო კომპანია Kan-ის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ისრაელის უშიშროების სამსახურის შინ ბეთის ხელმძღვანელი რონენ ბარი საუბრობს. ჩანაწერზე დაყრდნობით, CNN-ი და BBC-ი წერენ, რომ რონენ ბარის განცხადებით, ეს მიზანი „მათი მიუნხენია“ და ამ მიზანს მისდევენ ყველგან - ღაზის სექტორში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ლიბანში, თურქეთში, კატარსა და სხვაგან. ბარის განცხადებით, მიზნის მიღწევას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ამ ამოცანას აუცილებლად შეასრულებენ. რონენ ბარი მიუნხენში გულისხმობდა 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის დროს, პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფების, „შავი სექტემბრის“ წევრების მიერ ისრაელის ოლიმპიური ნაკრების 11 წარმომადგენლის მკვლელობას. ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ტერაქტის ყველა მონაწილის და ორგანიზატორის ლიკვიდაციის ოპერაცია, რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა. ისრაელის, აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ლიდერები ცხოვრობენ ან ხშირად ჩადიან ლიბანში, კატარსა და თურქეთში. „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის დელეგაცია არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთშიც. ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სპეცსამსახურების სისტემაშია, პირადად პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და მისი ძირითადი ფუნქციაა კონტრდაზვერვა და შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი  

უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა აშშ-ის სენატში კვირის ბოლომდე გაიმართება

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კენჭისყრა დანიშნა. The Hill-ის ცნობით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის, ისრაელისა და ღაზას სექტორის 106 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. „მოვუწოდებ ყველა სენატორს დაფიქრდეს, თუ სად ვიმყოფებით ამ ისტორიულ მომენტში. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში. ამან შეიძლება დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვროს. ჩვენ ისტორიულ მომენტში ვცხოვრობთ,“ - განაცხადა ჩაკ შუმერმა. შუმერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რადგან უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო რესურსები ეწურება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.  

საფრანგეთმა „ჰამასის“ ლიდერის აქტივები გაყინა

საფრანგეთმა „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის აქტივები 6 თვით გაყინა. ის ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავად მიიჩნევა. ბრძანება, როემლიც საფრანგეთში 30 ნოემბერს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, ძალაში დღეს, 5 დეკემბერს, შევიდა. რა რაოდენობის აქტივებია გაყინული, ჯერ არ გასაჯაროებულა.  

ისრაელმა ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა მიიღო

ისრაელში მე-200 სატვირთო თვითმფრინავით ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩავიდა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. აშშ-ის ცნობით, ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყებიდან, 7 ოქტომბრის შემდეგ, აშშ-მ ისრაელში 10 000 ტონა სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, შეიარაღება, ჯარისკაცების დამცავი აღჭურვილობა, სამედიცინო მარაგი, საბრძოლო მასალა და სხვა. პირველი ამერიკული სატვირთო თვითმფრინავი ისრაელში 11 ოქტომბერს ჩავიდა. აშშ ისრაელის უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერია, რომელიც ყოველწლიურად, ისრაელს 3,8 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას უგზავნის.  

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ისრაელს ეწვევა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, გრანტ შეპსი მიმდინარე კვირაში ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ეწვევა. ის ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს. მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო მუშაობს იმისთვის, რომ გამოინახოს საუკეთესო გზა დახმარების სწრაფად მიწოდებისთვის. ეს მოიცავს ვარიანტებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. გრანტ შეპსი, ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და ისრაელის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ის ასევე შეხვდება პალესტინის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ ზიად ჰაბ ალ-რეჰს, რათა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების შესახებ ესაუბროს. „მიმდინარე კვირაში ჩემი ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განვიხილო მცდელობები, რათა დაჩქარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის და ყველა დარჩენილი მძევლების გათავისუფლება,“ - აცხადებს გრანტ შეპსი.  

ევროკავშირმა „ჰამასის“ ორი მეთაური ტერორისტების სიას დაამატა

ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირმა „ჰამასის“ ორი მეთაური  ტერორისტების სიას დაამატა. კერძოდ, ხსენებულ სიაში არიან „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ლიდერი მუჰამედ დეიფი და მისი მოადგილე მარვან ისა. ამ ორ პირს ყოველგვარი ფინანსური აქტივები გაეყინება და ევროკავშირის ყველა ობიექტს ეკრძალება მათთვის სახსრების, ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. შემაკავებელი ზომები უკვე შევიდა ძალაში. მანამდე საფრანგეთმა ბრძანა ექვსთვიანი გაყინვა ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის მეთაურის, იაჰია სინუარის, რომელიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორია. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სავიზო სანქციები იმ პირების მიმართ, რომელთა ქმედებები ზიანს აყენებს მშვიდობასა და სიმშვიდეს დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელზე თავდასხმის შემდეგ სანქციები ასევე დააწესეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა. შეგახსენებთ, ევროკავშირი და აშშ „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს და მას შემდეგ საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ისრაელმა დაჯგუფების განადგურების პირობა დადო.  

ნეთანიაჰუმ „ჰამასს“ დანებებისკენ მოუწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „ჰამასის“ დასასრული ახლოვდება. ისრაელის პრემიერის ოფისმა 10 დეკემბერს, ღამით გაავრცელა ბენიამინ ნეთანიაჰუს 24-წამიანი ვიდეომიმართვა, რომლის თანახმად, ბოლო დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა „ჰამასის ათეულობით ტერორისტი.“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ეს „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისია. ბენიამინ ნეთანიაჰუ „ტერორისტებს“ მიმართავს, რომ „ყველაფერი დამთავრებულია“, ნუღარ დაიხოცებიან და ახლავე დანებდნენ. 10 დეკემბერს, „ჰამასის“ ტელევიზიით გადაიცა მოძრაობის სამხედრო ფრთის პრესმდივნის აბუ ობეიდას განცხადება, რომ ისრაელის არმია „ჰამასს“ ვერ გასტეხს და საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ და ევროკავშირი აღიარებენ.  

ბაიდენის თქმით, ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას კარგავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი კარგავს მხარდაჭერას ღაზის სექტორის განურჩეველი დაბომბვის გამო. მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს მოქმედება. Reuters-ი წერს, რომ ბაიდენის ეს სიტყვები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობაში ახალი ბზარის გამოვლინებაა. „ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. მას ჰყავს ევროკავშირი, ევროპა, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას განურჩეველი დაბომბვით, რომელიც ხდება,” - აღნიშნა ბაიდენმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და რომ ისრაელს ამის სრული უფლება აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა შეცვალოს მისი პოზიცია კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე. „ისრაელის ეს მთავრობა ძალიან ართულებს მას. მათ არ სურთ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა,“- აღნიშნა ბაიდენმა. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო  

ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე - მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე შეცდომა იქნებოდა და რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს იმისგან დამოუკიდებლად, ექნება თუ არა ამაში საერთაშორისო მხარდაჭერა. „ისრაელი გააგრძელებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს საერთაშორისო მხარდაჭერით ან მის გარეშე. ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა საჩუქარი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაცია ‘ჰამასისთვის’, რაც მას საშუალებას მისცემს დაბრუნდეს და საფრთხე შეუქმნას ისრაელის მოსახლეებს,“ - განაცხადა კოენმა. მან საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდა, „ეფექტიანად და აგრესიულად“ მოქმედებისკენ, რათა დაიცვან გლობალური საზღვაოსნო გზები. 13 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას, რომლის შესრულება არ არის სავალდებულო, 153-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. საქართველომ კენჭისყრისგან თავი შეიკავა. ბაიდენის თქმით, ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას კარგავს  

პენტაგონმა აშშ-ის ავიამზიდის ისრაელის სიახლოვეს დატოვების ბრძანება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ბრძანება გასცა, რომლის თანახმად, აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი და კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში დარჩეს. ავიამზიდს ადგილზე ყოფნის ვადას უკვე მესამედ უხანგრძლივებენ, რაც ხაზს უსვამს რეგიონში მღელვარების შესახებ შიშებს, ღაზის სექტოში მიმდინარე ომის ფონზე. აშშ რეგიონში ორი ავიამზიდით არის წარმოდგენილი, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა. პენტაგონმა რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა  "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ გაზარდა.  

ოსტინი ისრაელშია

ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს იწყებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელში ჩაფრინდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა აშშ-ის ავიამზიდის ისრაელის სიახლოვეს დატოვების ბრძანება გასცა. ოსტინი ისრაელში თავდაცვის მინისტრ იოავლ გალანტს და პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვდება. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ომის კაბინეტთან დაადასტურებს ამერიკის მტკიცე ვალდებულებას ისრაელის მიმართ. ასევე განიხილავს ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციებს, რომელიც „ჰამასის“ განადგურებას ისახავს მიზნად. ოსტინმა აღნიშნა, რომ ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესაძლებლობას ღაზის სექტორში.  

ლოიდ ოსტინი ისრაელში: ჩვენი მზადყოფნა არცერთმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. „ჩვენი მზადყოფნა არცერთმა ცალკეულმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს. ასე რომ, წითელ ზღვაში ჩვენ მრავალეროვნულ საზღვაო სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ, რათა ნავიგაციის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი დავიცვათ,“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმები უნდა შეწყდეს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ, მრავალი თვალსაზრისით, ეს თქვენი ომიც არის, რადგან თქვენ მსოფლიოში ცივილიზაციის ძალებს ხელმძღვანელობთ. ეს არის ბრძოლა ირანის ღერძის წინააღმდეგ, ირანის ტერორიზმის ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ბაბ-ელ-მანდების სრუტის დაკეტვით იმუქრება. ეს მთელი მსოფლიოს ნავიგაციის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს,“ - განუცხადა ნეთანიაჰუმ ლოიდ ოსტინს. ამასთან, ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს.  

მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა

მალაიზიამ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა. „მალაიზიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ისრაელში დაფუძნებულ საზღვაო გადამზიდ კომპანია ZIM-ს მალაიზიის პორტებში შესვლა აუკრძალოს,“ - განაცხადა ანვარ იბრაჰიმმა. დაწესებული აკრძალვის მიხედვით, ისრაელისკენ მიმავალი გემები მალაიზიის პორტებში ტვირთის გადმოტვირთვას ვეღარ შეძლებენ. მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აკრძალვა ისრაელის მიერ ღაზაში „ჩადენილ ჰუმანიტარულ დარღვევებზე“ პასუხს წარმოადგენს.  

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, განადგურებულია „ჰამასის“ მთავარი გვირაბის ქსელი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული „ჰამასის“ მთავარი გვირაბის ქსელი გაანადგურეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მიწისქვეშა ქსელი დაკავშირებულია „ჰამასის“ „მაღალი თანამდებობის პირების“ სახლებთან, ოფისებთან და სამალავ აპარტამენტებთან. თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში გვირაბების შიგნით სკანირების შედეგად სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს. გვირაბი Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფმა და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ გაანადგურეს. პალესტინის მოედანი ღაზის ქალაქა რიმალის უბანში მდებარეობს. ეს ტერიტორია ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც „ჰამასის“ „უმაღლესი თანამდებობის პირები“ ცხოვრობდნენ.  

ისრაელ-"ჰამასის" ომს, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი ემსხვერპლა - CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ბოლო მონაცემებით, ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 68 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 61 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი, დაკავებულია. კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე,  დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის სექტორშ ომი ძალიან მძიმე ფასის გადახდას ითხოვს. „რთული დილა, ღაზაში ბრძოლის ძალიან რთული დღის შემდეგ. ომი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა,” - აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში, პარასკევიდან დღემდე 14 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.  

საქართველოსა და ისრაელის რაგბის კავშირებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ისრაელის რაგბის კავშირებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რაგბის კავშირის ინფორმაციით, პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით, საქართველოს რაგბის კავშირი ისრაელის გუნდებს პროფესიულ გაძლიერებაში დაეხმარება. მორაგბეები ისრაელიდან წვრთნებს საქართველოში, ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით გაივლიან. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა როგორც კაცთა, ისე ქალთა სარაგბო გუნდებს მოიცავს. ანალოგიურ პარტნიორობას საქართველოს რაგბის კავშირი უკვე უწევს ყაზახეთის და აზერბაიჯანის რაგბის კავშირებს, ინტერესს გამოთქვამს პოლონეთიც. „ისრაელი და საქართველო - ორი მოძმე ქვეყანაა, მცირე, მაგრამ ძლიერი, ვფიქრობ ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი სარაგბო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და შედეგად ახალი ბიძგი მივცეთ მსოფლიო რაგბისაც. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების ტურისტულ პოტენციალსაც გაზრდის,“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ავჭალის სტადიონზე ევროპის სუპერ თასის ფინალი შედგა, რომელიც მესამედ ჩატარდა.  

ნეთანიაჰუ: ომი დასრულებასთან ახლოს არ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი დასრულებასთან ახლოს არ არის. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ ჩერდება და ბრძოლას აგრძელებს. „ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება და ის დასრულებასთან ახლოს არ არის. ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ერთიანობა და ჩვენი მისიის დაცვა,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში რეზერვისტების ბრიგადა მოინახულა. „ყველამ მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გავჩერდეთ და დასრულებამდე გავაგრძელოთ,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.  

სირიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მრჩეველი ემსხვერპლა - სახელმწიფო მედია

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო დანაყოფის მაღალი რანგის მრჩეველი, რაზი მუსავი, ისრაელის საჰაერო თავდასხმისას სირიის დედაქალაქ დამასკთან ახლოს დაიღუპა. ამასთამ, Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მუსავი თეირანსა და დამასკს შორის სამხედრო კოორდინაციის მიმართულებით მუშაობდა, ის იყო რევოლუციის გუშაგთა ყუდსის დანაყოფის ნაწილი. ირანული წყაროების ცნობით, მუსავი იყო სირიაში ამ ძალის ერთ-ერთი ვეტერანი მრჩეველი, ყუდსის ყოფილ მეთაურთან ყასემ სოლეიმანთან დაახლოებული პირი. როგორც ცნობილია, სოლეიმანი 2020 წლის იანვარში დაიღუპა აშშ-ის ძალების მიერ ბაღდადთან ახლოს განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.  

ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჩავიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჩავიდა. ნეთანიაჰუ იქ მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა. ის ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებისგან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. „ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი - ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია, დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მეორე - ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი - არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ვიდრე („ჰამასს“, რედ.) ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით," - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყების შესახებ გამოაცხადა.  

ირანი ისრაელს ემუქრება

დამასკოში ირანელი მაღალი რანგის პირის დაღუპვის გამო, ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს ემუქრება და აცხადებს, რომ ისრაელი „დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“ „უდავოდ, უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი ამ დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის,“ - ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში. ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის განცხადებით, „ეჭვგარეშეა, რომ ეს ქმედება სიონისტური რეჟიმის იმედგაცრუების, უმწეობისა და უუნარობის კიდევ ერთი ნიშანია.“ სირიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მრჩეველი ემსხვერპლა - სახელმწიფო მედია  

ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს. ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასის“ შესაძლებლობები უნდა განადგურდეს და ღაზის სექტორში მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს. ის მიიჩნევს, რომ „როგორც კი „ჰამასი“ განადგურდება, ღაზას დემილიტარიზაცია მოხდება და პალესტინის საზოგადოება დაიწყებს დერადიკალიზაციის პროცესს, ღაზა შეიძლება, აღდგეს და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივები რეალობად იქცევა.“ „ჰამასის განადგურება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და პალესტინის მთელი საზოგადოების დერადიკალიზაცია,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისი თქმით, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას ტერორისტული ჯგუფის განადგურების შესახებ. „ამ მიზნის მისაღწევად, მისი სამხედრო შესაძლებლობები უნდა მოიშალოს და ღაზაზე მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს,“ - წერს ისრაელის პრემიერი. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ღაზა აღარასდროს გამოიყენებოდეს ისრაელზე თავდასხმის ბაზად. „სხვა საკითხებთან ერთად, ამას დასჭირდება დროებითი უსაფრთხოების ზონის შექმნა ღაზას პერიმეტრზე და ინსპექტირების მექანიზმი ღაზასა და ეგვიპტის საზღვარზე, რომელიც აკმაყოფილებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს და ხელს უშლის იარაღის კონტრაბანდას ტერიტორიაზე,“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.  

ინდოეთში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით, საღამოს 5:20 საათზე (ადგილობრივი დროით, 1150 GMT) მოხდა აფეთქება საელჩოს სიახლოვეს,“ განუცხადა Reuters-ს ისრაელის საელჩოს სპიკერმა. მისივე თქმით, ადგილობრივი პოლიცია და უსაფრთხოების ჯგუფები ინციდენტს იძიებენ. სხვა დეტალები უცნობია.  

ბლინკენი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთს ეწვევა - Axios

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ამის შესახებ Axios-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. მისი მოგზაურობა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მაღალი დონის ვიზიტების სერიის ნაწილი, რათა უზრუნველყოს მუდმივი კონსულტაციები ისრაელის მთავრობასთან და რეგიონულ პარტნიორებთან. ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ომი, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორიდან 5 ბრიგადა გაიყვანა იმ მოტივით, რომ ისრაელი ადგილზე ვითარებას უკვე აკონტროლებს, თუმცა თავდაცვის ძალების განცხადებით, ომი, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, შეიძლება, 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი "კიდევ მრავალი თვის განმავლობაში" გაგრძელდება და რომ ისრაელი ეგვიპტის საზღვრის ღაზის მხარეზე კონტროლს დაამყარებს. „ომის მიზნები მოითხოვს ხანგრძლივ ბრძოლას და ჩვენ შესაბამისად ვემზადებით. ვგეგმავთ ბრძოლის ველზე მოქმედი ძალების გონივრულ მართვას, განვიხილავთ სარეზერვო სისტემას, ეკონომიკას, ძალების განახლებას და საბრძოლო მომზადების პროცესების გაგრძელებას თავდაცვის ძალებში. თავდაცვის ძალებმა წინასწარ უნდა მოახდინოს დაგეგმარება, გვესმის რა, რომ დამატებითი ამოცანებისა და საომარი მოქმედებების განხორციელება მთელი წლის განმავლობაში დაგვჭირდება,“ - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.    

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან იგი ისრაელის დემოკრატიას სერიოზულ და უპრეცედენტო ზიანს აყენებს. კანონი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ისრაელის მთავრობამ გასული წლის ივლისში მიიღო. კანონი უზენაეს სასამართლოს მთავრობის გადაწყვეტილებების ზედამხედველობის უფლებას ართმევდა. საბოლოოდ, სასამართლომ კანონი 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ გააუქმა. შეგახსენებთ, გასულ წელს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.

თურქეთის პოლიციამ ისრაელის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა

თურქეთში „მოსადის“ (ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტო) სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო სამუშაოები რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა. ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, თავდასხმა და გატაცება იყო. ისრაელის მხარეს დაკავებების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.  

„ჰამასმა“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვა დაადასტურა

ისრაელის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური ლიბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. 2 იანვარს გავრცელებული ეს ინფორმაცია დაადასტურა „ჰამასმა“, რომლის მონაცემებით, მოკლულია კიდევ 2 მეთაური და ორგანიზაციის 4 სხვა წევრი. გავრცელებული ინფორმაცით, აფეთქება 2 იანვარს მოხდა “ჰამასის“ ოფისში, რომელიც ბეირუთის გარეუბან დაჰიაში მდებარეობს. 57 წლის სალეჰ ალ-არური ჰამასის იერარქიაში მეორე პირად ითვლებოდა. მის მკვლელობაში „ჰამასმა“ ისრაელი დაადანაშაულა. ისრაელს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიმ მიკატიმ აფეთქებას უწოდა დანაშაული, რომელიც მიმართულია ლიბანის ჩართვისკენ ისრაელთან კონფრონტაციის ახალ ფაზაში. 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ისრაელი უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას გააგრძელებს

ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, გააგრძელოს უკრაინელი ლტოლვილების დახმარება, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საელჩომ გამოაქვეყნა. საელჩოს ცნობით, ეს გადაწყვეტულება მიღწეულია სამთავრობო დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შემცირების წყალობით. უკრაინის ელჩმა ისრაელში ევგენ კორნიჩუკმა ისრაელის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.   „ისრაელის მთავრობამ, რა თქმა უნდა, საახალწლოდ საინტერესო საჩუქარი გაუკეთა უკრაინელ ლტოლვილებს ისრაელში. მადლობას ვუხდი მთავრობას მათი სახელით ამ ჟესტისთვის," - განაცხადა ელჩმა.

ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელს ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელის ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ, ამ დანაშაულისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ. რაისის მტკიცებით, ისრაელის სასჯელი "სამწუხარო და მკაცრი" იქნება. „ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს: ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გადაიხდით მძიმე ფასს ამ დანაშაულისთვის და თქვენს მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, სამ იანვარს, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკველობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავად გამართული ცერემონიის დროს ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს არანაირი დამოუკიდებელი ინფორმაცია აფეთქებების შესახებ და რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ მასში ისრაელი მონაწილეობდა. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ს არ უნახავს რამე ნიშანი იმისა, რომ ირანში მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას.  

ისრაელი სამხრეთ აფრიკას აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

ისრაელი აბსურდსა და  ცილისწამებას უწოდებს საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელს, რომლითაც ის ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მთავრობის სპიკერმა გააკეთა. ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუც. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. ICJ-სადმი მიმართვის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვალდებული იყო, „აღეკვეთა გენოციდი.“  30 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ღაზის სექტორში ჩადენილი ქმედებების გამო,“ სამხრეთ აფრიკა ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. 84-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ისრაელის ქმედებები და უმოქმედობები“ არის „გენოციდური ხასიათის, რადგან ისინი მიმართულია პალესტინის ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებისკენ.“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აფრიკა „სერიოზულად არის შეშფოთებული მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომლებიც ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ ძალის განურჩეველი გამოყენებისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების გამო.“სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის ტერიტორიიდან „მუდმივად შემოდის ცნობები საერთაშორისო დანაშაულებზე, როგორებიცაა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები, ისევე როგორც ცნობები ქმედებებზე, რომლებიც გენოციდის ზღვარს აღწევს.“   სამხრეთ აფრიკის მთავრობის ადვოკატები საქმის განხილვისთვის 11 და 12 იანვარს ემზადებიან. ICJ, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს, გაეროს უმაღლესი სასამართლოა. ის აგვარებს დავებს სახელმწიფოებს შორის და იძლევა საკონსულტაციო მოსაზრებებს საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე. მას არ აქვს დევნის დაწყების უფლება. თუმცა მის მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს და სხვა საერთაშორისო იურიდიული ორგანოებისთვის. ცნობისთვის, აშშ ისრაელის ქმედებებში გენოციდის ნიშნებს ვერ ხედავს.   „ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ გენოციდს,” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა რეგულარულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ისრაელის "მოსადის" ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ სააგენტო „ჰამასის“ წევრებს ყველგან მოძებნის

ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, "მოსადის" ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა პირობას დებს, რომ სააგენტო მოძებნის ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული „ჰამასის“ ყველა წევრს, რომლებიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად იმყოფებიან ისინი. ბარნეამ პარალელი გაავლო მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ შექმნილ ვითარებასთან, როცა "მოსადის" აგენტებმა მოძებნეს და დახოცეს ისრაელელი ათლეტების მკვლელობებში მონაწილე პალესტინელი მებრძოლები. ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლასთან პოტენციური ესკალაციის გამო, ისრაელში ოთხშაბათს ომის საფრთხის მაღალი დონე იყო გამოცხადებული. ეს მოხდა მას მერე, რაც ლიბანის დედაქალაქზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა ჰამასის ყველაზე გავლენიანი წევრი სალეჰ ალ-არური. შეგახსენებთ, ბეირუთში, იერიშის შედეგად „ჰამასის“ ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს. ისრაელი უარს ამბობს, უპასუხოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დარტყმა მან განახორციელა.  

გალანტი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ახალი ეტაპის გეგმაზე საუბრობს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელი-ჰამასის ომის შემდგომი ეტაპების გეგმები გამოაქვეყნა. გალანტის განცხადებით, მესამე ფაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ჩრდილოეთ ღაზაში ახალ საბრძოლო მიდგომას მიიღებენ, რომელიც მოიცავს შეტევებს, ტერორისტული გვირაბების განადგურებას, საჰაერო და სახმელეთო მოქმედებებსა და სპეცოპერაციებს. მინისტრი ანკლავის მომავალი მმართველობის შესახებ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ტერიტორიის მაკონტროლებელი სუბიექტი ღაზის სექტორში უკვე მყოფი „არამტრული“ ელემენტების შესაძლებლობებს დაეყრდნობა. გეგმის თანახმად, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ისრაელის სამხედროები გააგრძელებენ „ჰამასის“ ლიდერების დევნას სანამ საჭირო იქნება. სამხრეთში განლაგებული ისრაელის ძალები ასევე ფოკუსირდებიან მძევლების დაბრუნების შესაძლებლობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფებიან. სამგვერდიან დოკუმენტში გალანტი ასევე საუბრობს ომის მეოთხე და სავარაუდო ფინალური ეტაპის დეტალების შესახებ. გალანტის მიერ გამოცხადებული ომისშემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ღაზის სექტორს, რომელსაც აღარ აკონტროლებს „ჰამასი“ და რომელიც აღარ უქმნის საფრთხეს ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას. გალანტის განმარტებით, როგორც კი ომის მიზნები მიიღწევა, ღაზის სექტორში „ისრაელის სამოქალაქო ყოფნა აღარ იქნება“, თუმცა, ისრაელი შეინარჩუნებს ოპერაციულ თავისუფლებას ღაზის სექტორში და გააგრძელებს ტერიტორიაზე შესული საქონლის ინსპექტირების განხორციელებას. თავდაცვის მინისტრმა ასევე წარმოადგინა მრავალეროვნული სპეციალური ჯგუფის კონცეფცია, „რომელსაც უხელმძღვანელებს შეერთებული შტატები ევროპელ და რეგიონულ პარტნიორებთან პარტნიორობით“ და რომლის მოვალეობაც ღაზის სექტორის რეაბილიტაცია იქნება.  

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, „ჰამასის“ „სამეთაურო სტრუქტურა“ განადგურებულია

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, მან “ჰამასის“ „სამეთაურო სტრუქტურის“ დემონტაჟი დაასრულა. არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა , რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა მოქმედებენ ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადული წესით, "მეთაურების გარეშე." მისი თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, დაახლოებით 8000 მებრძოლი მოკლა. BBC წერს, რომ ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს. „ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ახლა ორიენტირებულია „ჰამასის“ დემონტაჟზე სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში,“ აცხადებს დანიელ ჰაგარი. ისრაელის შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაახლოებით 240 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. იმავდროულად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ( მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე, კანადის მიერ) შაბათს ათობით რაკეტა გაისროლა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, რასაც წინასწარი პასუხი უწოდა ბეირუთში, ამ კვირის დასაწყისში, “ჰამასის“ “მაღალჩინოსნის“ მკვლელობაზე. ისრაელმა საპასუხო იერიშები განახორციელა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შაბათს განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს და თავიდან აიცილონ "ძალადობის უწყვეტი ციკლი." ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს მართავს. პარალელურად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელო ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა. ორივე ლიდერის მიზანი ვითარების ესკალაციის შემცირებაა.   

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, ამას ვეუბნები, როგორც ჩვენს მტრებს, ასევე, მეგობრებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ არ დაასრულებს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება. „ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ მივაღწევთ მის ყველა მიზანს - „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება“, - ამბობს ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერმა „ჰეზბოლასაც“ მიმართა. მისი თქმით, იმუნიტეტით არცერთი ტერორისტი არ სარგებლობს. „ვთავაზობ „ჰეზბოლას“ ისწავლოს ის, რაც ჰამასმა უკვე ისწავლა ბოლო თვეებში: არც ერთი ტერორისტი არ არის იმუნური. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ეროვნული მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და მის მისაღწევად პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიური გზებით გავაკეთებთ, თუ არა, სხვა გზით ვიმოქმედებთ,“ - აღნიშნა ბენიამიინ ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლურ ტურნეს განაგრძობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, იორდანიის მეფე აბდულამ ენტონი ბლინკენი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო კამპანიის გაგრძელების „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა. იორდანიის მონარქმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების გადამწყვეტ როლს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მხარდაჭერაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფაში. იორდანიის მეფე აბდულამ კიდევ ერთხელ ისაუბრა პალესტინის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტის და ყოვლისმომცველი მშვიდობის აუცილებლობაზე, რომელიც დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე რეგიონული სტაბილურობისთვის. იორდანიის მონარქი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა პალესტინელების იძულებით გადაადგილებას და აღნიშნა, რომ იორდანია მხარს არ უჭერს ღაზის სექტორისა და დასავლეთ ნაპირის გამიჯვნის მცდელობებს, რადგან ისინი პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. იორდანიის მედია წერს, რომ მეფე აბდულამ დაგმო პალესტინელების დასახლებული პუნქტების მიმართ ძალადობის აქტები და იერუსალიმში წმინდა ადგილების დარღვევა, რაც ხაზს უსვამს სასწრაფო ინტერვენციის აუცილებლობას რეგიონული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ბლინკენის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა „ძალადობის დაუსრულებელი ციკლის“ თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, რომ კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობისთვის საშინელი მდგომარეობაა შექმნილი, რის გამოც აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ დიპლომატიაში, როგორც თავად ღაზის მომავლისთვის, ასევე, უფრო ფართოდ, ისრაელელების, პალესტინელებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. აშკარაა, რომ რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას აქვს ძლიერი სურვილი მომავალი მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტების დეესკალაციისა და ქვეყნების ინტეგრაციისთვის. ეს არის ერთი გზა, ეს არის ერთი მომავალი. სხვა მომავალი არის ძალადობის დაუსრულებელი ციკლი, იმ საშინელი მოვლენების განმეორება, რაც ჩვენ ვნახეთ, რაც, პრაქტიკულად, არავის სურს,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა უკვე საბერნეთში ვიზიტისას. 2023 წლის 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4-დან 11 იანვრამდე, ერთკვირიან ტურნეს იწყებს. ბლინკენი თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა. ამერიკულმა მხარემ ოფიციალური ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოგზაურობის განმავლობაში მდივანი ხაზს გაუსვამს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე და ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობას; ასევე, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფას; ერთობლივ ვალდებულებას, ხელი შეეწყოს ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილი, მდგრადი მიწოდებისა და აუცილებელი სერვისების განახლებას. მდივანი ბლინკენი ასევე განიხილავს გადაუდებელ მექანიზმებს ძალადობის შესაჩერებლად, რიტორიკის დასამშვიდებლად და რეგიონული დაძაბულობის შესამცირებლად, მათ შორის, ჰუსიტების თავდასხმების შეკავებას წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე და ლიბანში ესკალაციის თავიდან აცილებას. მდივანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს ყოვლისმომცველ, ხელშესახებ ნაბიჯებს ისრაელის სახელმწიფოსთან ერთად მომავალი პალესტინის სახელმწიფოს რეალიზაციისკენ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ.  ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 დეკემბერს გავრცელდა. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. მისი მოგზაურობა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მაღალი დონის ვიზიტების სერიის ნაწილი, რათა უზრუნველყოს მუდმივი კონსულტაციები ისრაელის მთავრობასთან და რეგიონულ პარტნიორებთან. ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში 7 ოქტომბერს მიიტანა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

პოლიციამ ისრაელის პარლამენტთან აქცია დაშალა

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ქნესეთთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ქნესეთის შესასვლელს ბლოკავდნენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ შეკრებილები მთავრობას გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისრაელის მთავრობა უმოქმედობას იჩენს, მძევლების გათავისუფლებაზე არ ზრუნავს, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და სახელმწიფოს ბიუჯეტს პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.  

ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ “მაღალჩინოსანი“ დაიღუპა - Reuters

Reuters-ის ცნობით, ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი დაიღუპა. სააგენტო ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვისამ ტავილი, ჯგუფის ელიტარული რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილზე სოფელ მაჯდალ სელმში დარტყმა განხორციელდა.  

ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივი განცხადება: ომი მალე არ დასრულდება, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და ის მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაში. პრემიერის ოფისმა განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა. „იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორიო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ,“ - აცხადებენ ნეთანიაჰუ და გალანტი.  

ჯო ბაიდენი: ისრაელის მთავრობასთან ვმუშაობ, რომ ღაზის სექტორიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ

„ისრაელის მთავრობასთან ვმუშაობ, რომ ღაზის სექტორიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ,“ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში განაცხადა, როდესაც მომიტინგეებმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეძახილებით, სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. „მესმის მათი ვნებათაღელვა და მე ისრაელის მთავრობასთან ჩუმად ვმუშაობ, რათა მათი ყოფნა შემცირდეს და ღაზიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები  

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს. CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ეს არის ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი რეგიონში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში მას შემდეგ, რაც ისრაელს „ჰამასი“ დაესხა თავს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.   ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება. ისრაელში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი თურქეთში, იორდანიაში, კატარსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ისრაელის შემდეგ კი ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა.  

სამხრეთ კორეის დაზვერვა: „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის იარაღი გამოიყენა

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისრაელთან კონფლიქტში ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღს იყენებდა. ამის დასტურად მოჰყავთ ახალი ფოტოები, რომლებზეც იარაღს კორეული სიმპბოლოები აქვს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ამერიკის ხმას განუცხადა, მტრის იარაღზე ინფორმაციის შეგროვებისას აღმოაჩინეს ათიათასობით ჩრდილოეთ კორეული იარაღი. მისი თქმით, „ჰამასმა“ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ძრავებისგან ააწყო იარაღი, რომელიც დიდი ზიანის მიყენების შესაძლებლობას იძლევა. ჩრდილოეთ კორეამ უარყო, რომ მისი იარაღი „ჰამასმა“ გამოიყენა. ასევე პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ამარაგებს ბალისტიკური რაკეტებით, რომლითაც მოსკოვმა უკრაინას 30 დეკემბერსა და 2 იანვარს შეუტია. შესაბამისი განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს გააკეთა. მანამდე კი, 2023 წლის ოქტომბერში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლის თანახმად, იარაღით დატვირთული 1000-ზე მეტი კონტეინერი ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა.

რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ტურნე 5 იანვარს დაიწყო, ამჟამად ისრაელში იმყოფება. ბლინკენმა დღის განმავლობაში შეხვედრები ისრაელის ოფიციალურ პირებთან გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა პრემიერ ნეთანიაჰუსთან და ომის კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, აღკვეთოს 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმების განმეორება. ამასთან, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას.” ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მიმდინარე ძალისხმევები და ღაზის სექტორის სამოქალაქო პირებისადმი განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა.” მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ისრაელისა და რეგიონისთვის გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, მათ შორის, პალესტინის სახელმწიფოს არსებობით. ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს. ენტონი ბლინკენმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელში "წარმოუდგენლად რთულ დროს" ჩავიდა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის იმ მოსაზრებების გაზიარებას, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებში მოისმინა. „ვიცი თქვენი ძალისხმევა მრავალი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი დაკავშირებადობისა და ინტეგრაციის შესაქმნელად და ვფიქრობ, რომ რეალური შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ უნდა გადავლახოთ ეს ძალიან რთული მომენტი და უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გაფართოების პრევენციის და რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობას. რაც შეეხება პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა აღნიშნული შეხვედრაზეც ანალოგიურ თემებზე ისაუბრა, რაზეც ისრაელის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისას. თავად ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით კი, ისრაელს სჭირდება „ჰამასთან“ ომის დასრულება, რათა უზრუნველყოს მძევლების დაბრუნება და ხალხის უსაფრთხოება. მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ევაკუირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებიდან ისრაელელ სამხედროებსა და ლიბანში „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის საზღვრისპირა ბრძოლების გამო, ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდნენ სახლებში. „ასე რომ, უნდა ვიპოვოთ გზა. დიპლომატიური გზა ირანსა და "ჰეზბოლაზე" დიდი ზეწოლის განსახორციელებლად, რათა გავიყვანოთ ისინი შეძლებისდაგვარად. დიდი ზეწოლა უნდა მოხდეს ახლა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილო ომი ხვალ,“ - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს „ჰეზბოლასთან“ ომის თავიდან ასაცილებლად, რაც, მისი შეფასებით, ლიბანს გაანადგურებს. თავის მხრივ, ისააკ ჰერცოგმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა, რომლის მოსმენა 11 იანვარს დაიწყება.   „არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს,“ - აღნიშნა ჰერცოგმა. ისააკ ჰერცოგმა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განახლება ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია, უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის. „არავის სურს ამ კონფლიქტში მეტი ფრონტის გახსნის დანახვა. რეგიონის ქვეყნები თავიანთ გავლენას იყენებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს წინადადებას, რომ ისრაელელებმა უსაფრთხოება უნდა იგრძნონ, ვიდრე ჩრდილოეთ ისრაელში თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. თანაბრად, ჩვენ და ისრაელის ხელისუფლებას გვჯერა, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესოა ამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „თუ რეგიონში მდებარე ამერიკული სამხედრო ძალები საფრთხეს იგრძნობენ ან თავდასხმის ქვეშ მოხვდებიან, “ჩვენ სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ, პასუხს გავცემთ,“ - აღნიშნა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ომსა და მის შედეგებზე პასუხისმგებელი  თავიდან ბოლომდე არის "ჰამასი". „ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას უწევს გადაწყვეტილებების მიღება, და ეს "ჰამასსაც" მოიაზრებს. "ჰამასს" ამის დამთავრება 8 ოქტომბერს შეეძლო მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან არ დამალვით, იარაღის დაყრით, ტყვედ ჩაბარებით, მძევლების გათავისუფლებით. ეს ტანჯვა არ მოხდებოდა "ჰამასს" 7 ოქტომბერს რომ არ ექნა ის, რაც ქნა, და მას შემდეგ სხვაგვარი გადაწყვეტილებები რომ მიეღო,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, 7 ოქტომბერი არასდროს არ უნდა განმეორდეს, აშშ მყარი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ გზაზე მუშაობს. “ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდეს,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანი ასევე ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერების შესახებ მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ აშშ სასწრაფოდ მუშაობს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ გზის განსაზღვრაზე. ბლინკენმა “უსაფუძვლო” უწოდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ გენოციდის შესახებ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ბრალდებები “განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ვინაიდან „ჰამასი“, „ჰეზბოლა“, „ჰუსიტები და მათი მხარდამჭერი ირანი აგრძელებენ ებრაელთა მასობრივი მკვლელობებისკენ მოწოდებებს.” სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ახლა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ ეტაპზე გადადის. „პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემთ,” - განაცხადა ბლინკენმა და კვლავ გაიმეორა, რომ პალესტინელები ღაზის სექტორიდან არ უნდა გადასახლდნენ. ბლინკენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას განუცხადა, რომ ეს არ მოხდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს. ამის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, გენოციდი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქმედება, რომლის ჩადენაც ნებისმიერ სუბიექტს ან ინდივიდს შეუძლია და ასეთი ბრალდებები მხოლოდ დიდი სიფრთხილით უნდა ისმოდეს. „ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორისტული აქტებისგან - ქმედებებისგან, რომელთან დაკავშირებითაც „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ გაიმეორებს ისრაელის სრულ განადგურებამდე. ისრაელი მოქმედებს განსაკუთრებულად რთულ გარემოში ღაზაში, ურბანული ბრძოლის სივრცეში, სადაც „ჰამასი“ განზრახ იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან,” - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, დღეს, 11 იანვარს ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო იწყებს მოსმენებს ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები „გენოციდის ხასიათს ატარებს."

ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 5 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, შეაკაონ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე. ვიზიტები იმართება ზუსტად სამი თვის შემდეგ, რაც ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. "ჰეზბოლამ", რომელიც ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, საპასუხოდ, ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა. ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე მათი თავდასხმის მსხვერპლია. ბორელის ვიზიტი ლიბანში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ლიბანში ვიზიტისას გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ლიბანი შეიძლება, რეგიონულ კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლო აღმოსავლეთში თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება. მან გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონული კონფლიქტით ვერავინ მოიგებს.“ ლიბანში ბორელის ვიზიტის ოფიციალური და გაცხადებული მიზანია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ვითარების და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების განხილვა. ბორელმა ლივანში ვიზიტისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორი სახელმწიფოს შექმნის მოგვარება რეალობად უნდა იქცეს. მანვე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორი „პალესტინის უფრო ფართო საკითხის ნაწილია“ და ის „მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა გახდეს.“ ლიბანის შემდეგ ბორელი საუდის არაბეთში გაემგზავრა. მანამდე Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს. წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“  ენტონი ბლინკენის ტურნე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტამბულში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ერდოღანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირების აუცილებლობას. „მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე „განიხილეს ევროპის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის დასრულება და ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის.“ მანამდე ბლინკენი თურქ კოლეგას შეხვდა. „ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა  განაგრძეს დისკუსია ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობას და ყველა მხარის პასუხისმგებლობას, გრძელვადიანი უსაფრთხოების მისაღწევად როგორც ისრაელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს NATO-ს მოკავშირეების საერთო პრიორიტეტები. მდივანმა ხაზი გაუსვა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის საბოლოო ნაბიჯების დასრულების მნიშვნელობას, სანქციებიას და ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილების საკითხებს. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს. ერთ-ერთი რეალური შეშფოთების სფეროა საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გზებს, რათა შვეცადოთ, განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, რათა ადამიანებმა თავიანთ სახლებში იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში არამხოლოდ ისრაელში, არამედ, ზოგიერთ სხვა დაინტერესებულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მედიის შეკითხვას, ისაუბრეს თუ არა 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე, ბლინკენმა უპასუხა: „დეტალურად - არა, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით გამოწვევების მთელ სერიაზე, რომლებიც უკავშირდება სტაბილურობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კიდევ, იმ როლზე, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეასრულოს კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ბლინკენმა უკვე საბერძნეთში ვიზიტისას. ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს. თურქეთი აქტიურად ითხოვს ცეცხლი შეწყვეტას. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. Reuters-ის წყაროს ცნობით, ბლინკენი ასევე იმედოვნებს პროგრესს მოლაპარაკებებში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ღაზის სეტორის მართვა და ასევე სურს, მეტი გაიგოს, მიაღწევს თუ არა ისრაელი თავის მიზანს „ჰამასთან“ ბრძოლაში. „ვაშინგტონს სურს, რომ რეგიონულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით, თურქეთმა, თავისი როლი შეასრულონ ღაზის სექტორის აღდგენაში, მართვაში და, შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებთან გააგრძელებს დისკუსიებს ღაზის სექტორში ომის შემდეგი ეტაპის შესახებ, რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად მოგზაურობს, Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ხანგრძლივი პროცესით, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარა მალე დაამტკიცებს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ენტონი ბლინკენი ახლა კატარში იმყოფება. ის უკვე ეწვია თურქეთს, საბერნეთსა და იორდანიას. კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა. „იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს. ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტისას ის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეტყვის, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. დოჰაში, კატარში, სადაც 7 იანვარს ჩავიდა, ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ნება, დაბრუნდნენ შინ და ისინი არ უნდა გახდნენ იძულებულნი, დატოვონ ღაზის სექტორი. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის გავრცელება,“ - განაცხადა ბლინკენმა 7 იანვარს იორდანიაში იყო. რეგიონში ეს მისი მეოთხე ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელში კი, ბლინკენი უკვე მეხუთედ ჩავა.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სარაკეტო გამშვები პუნქტები გაანადგურეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის, ქალაქ ხან–იუნისში სამხედრო ოპერაციები გრძელდება, სადაც ისრაელის მე-7 ჯავშან ბრიგადამ ერთ-ერთი გვირაბის შესასვლელი გაანადგურა, რომელსაც „ჰამასი“ იარაღის საწყობად იყენებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გუშინ, სამხედროებმა დასავლეთ ნაპირზე მდებარე ადორას დასახლებაში, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს. დასავლეთ სანაპიროზე თავდამსხმელების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შედეგად, ისრაელის თავდაცვის ძალების ერთმა ჯარისკაცმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო.  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი კომპრომისზე არ წავა. „რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება… გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!” - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელს “ვერავინ ვერ გააჩერებს.” ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ „ეს არამხოლოდ ჩვენი, არამედ, თქვენი ომიცაა." ცნობისთვის, აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. „ჰამასმა“ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს

„ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი „ჰამასთან“ ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს,“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე. „ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან - ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო, არის ის, რომ გადასასვლელი უნდა დაიხუროს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ეგვიპტის საგარეო უწყება გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აჰმედ აბუ ზეიდმა განაცხადა, რომ ეგვიპტე სრულად აკონტროლებს თავის საზღვრებს.  

ჩეხეთის პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტს იწყებს

ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ისრაელში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტის დროს ის თავის ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. ის ასევე შეხვდება “ჰამასის“ მიერ ოქტომბრის დასაწყისში თავდასხმის დროს გატაცებული ადამიანების ოჯახების წევრებს. მოგზაურობა ადრე იყო გამოცხადებული, მაგრამ თარიღი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ იყო ცნობილი. პაველი მოგვიანებით ეწვევა კატარს, სადაც ასევე შეხვდება მაღალი რანგის ლიდერებს.  

თურქეთში ისრაელელი ფეხბურთელი ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე გზავნილის გამო, კლუბიდან გარიცხეს და დააკავეს

ისრაელელი ფეხბურთელი საგივ ჯეჰესკელი თურქეთის პოლიციამ დააკავა. საფეხბურთო კლუბმა ანტალიასპორმა ფეხბურთელი დაითხოვა კვირას მას შემდეგ, რაც მან თამაშის მიმდინარეობისას ღაზის სექტორში ომის შესახებ მიუთითა. ჯეჰეზკელმა მაჯაზე მიუთითა, რომელზეც წარწერა იყო - „100 დღე. 7/10“, რაც გულისხმობს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელზე. იეჰეზკელი, ფორვარდი, რომელმაც ისრაელის ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა, მოგვიანებით ანტალიის პოლიციამ დააკავა, იტყობინება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu. თურქული საინფორმაციო მაუწყებლის NTV-ის ცნობით, ფეხბურთელი ორშაბათს დილით გაათავისუფლეს და ახლა სასამართლოს ელოდება. „მე არ ვარ ომის მომხრე ადამიანი,” - განაცხადა იეჰეზკელმა მედიისთვის მიცემულ განცხადებაში და დასძინა, რომ ის არ აპირებდა ”არავის პროვოცირებას” და ”სურდა ომის დასრულება.” X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ ანტალიის მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ისრაელის მოქალაქეზე „საზოგადოების სიძულვილისა და მტრობისკენ წაქეზების გამო მისი მახინჯი ჟესტის გამო, რომელიც მხარს უჭერდა ისრაელის ხოცვა-ჟლეტას ღაზის სექტორში.“ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ფეხბურთელის დაკავება იყო "ფარისევლობის გამოხატულება" და რომ თურქეთი მოქმედებს, როგორც "ჰამასის იარაღი." საფეხბურთო კლუბმა ანტალიასპორმა განაცხადა, რომ ჯეჰეზკელი გუნდიდან გარიცხეს „ქვეყნის ეროვნული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედების გამო.“ ცნობილია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს.  

ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა. პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა. „ეს ძალიან მძიმე ტერორისტული თავდასხმა იყო,“ - განაცხადა ბიტონმა. განახლება: მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. განცხადებაში ჰამასმა მიუთითა, რომ თავდასხმები იყო „ბუნებრივი პასუხი ისრაელის ხოცვა-ჟლეტაზე და მის მუდმივ აგრესიაზე პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ.“  

ირანი აცხადებს, რომ ერაყში, ისრაელის „ჯაშუშთა შტაბ-ბინაზე“ სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანმა განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მიიტანა ისრაელის „ჯაშუშებზე“ და ანტიირანელ „ტერორისტებზე“ ერაყსა და სირიაში. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ერაყის ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა. ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია 4 და დაჭრილია 6 ადგილობრივი მცხოვრები. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქურთი ბიზნესმენი, მილიონერი ფეშრავ დიზაი და მისი ოჯახის წევრები. რაკეტები მოხვდა სპეცსამსახურების ცენტრს და დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლსაც. ABC News-ის ინფორმაციით, მუშაობა შეაჩერა ერბილის აეროპორტმა, სადაც დასავლეთის კოალიციური ძალების სამხედროებმა სამი დრონი ჩამოაგდეს. რაც შეეხება სირიას, ირანი აცხადებს, რომ იდლიბის პროვინციაში იერიში მიიტანა ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა იანვრის დასაწყისში, ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელთა შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო. ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ 2023 წლის ოქტომბერში თავს დაესხა ისრაელს, რომელმაც საომარი მდგომარეობა გამოუცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. ირანის მოკავშირეა ლიბანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლაც“, რომელიც პერიოდულად თავს ესხმის ისრაელის ტერიტორიას. ირანი მხარს უჭერს იემენში მოქმედ მეამბოხე ჰუთსიტებსაც, რომლებიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში თავს ესხმიან გემებს. საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები „ჰუსიტების“ სამიზნეებზე იერიშებს ახორციელებენ.  

ისრაელი უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ განხილვებში პირველად მონაწილეობს

ისრაელის წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ განხილვაში. ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა. უკრაინის სამშვიდობო ფორმულა მოიცავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან და პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებებში. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმამ ფართო მხარდაჭერა მიიღო უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში. ბროდსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. შეხვედრა კი, როგორც ცნობილია, დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) წინ გაიმართა. ისრაელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მხარის დაკავებას დიდწილად ერიდება და უკრაინისთვის არც რაიმე სამხედრო დახმარება არ გაუწევია. ისრაელის ურთიერთობები რუსეთთან სულ უფრო გაუარესდა 2023 წლის ოქტომბერში, „ჰამასთან“ ისრაელის ომის დაწყების შემდეგ. ისრაელის ქმედებების მკაცრი კრიტიკისას, აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. უკრაინასა და ისრაელს ასევე ჰყავთ საერთო მტერი, ირანი, რომელიც რუსეთს იარაღს აწვდის, „ჰამასს“ კი, როგორც დასავლეთში თვლიან, ფინანსური რესურსით მხარს უჭერს.  

გერმანია ისრაელისთვის სატანკო საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს - მედია

გერმანიის მთავრობა განიხილავს ისრაელისთვის სატანკო საბრძოლო მასალის მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს მას „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, იტყობინება გერმანული ჟურნალი Der Spiegel. ისრაელის არმიისთვის 120 მმ-იანი სიზუსტის საბრძოლო მასალის დაახლოებით 10000 ვაზნის მიწოდების მოთხოვნა ბერლინმა ნოემბერში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ ინდუსტრიას არ შეუძლია, დაუყონებლივ უზრუნველყოს სასურველი ზუსტი საბრძოლო მასალა, გერმანიის არმიის მარაგის ვარიანტი განიხილება, რათა ბერლინმა მოთხოვნას დროულად უპასუხოს. გერმანიის მთავრობის სპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია.  

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.    „განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის შეხვედრა დავოსში გაიმართა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა პრემიერმაც.   „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა,“ -  წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები დაიღუპნენ - Reuters

 ირანული მედია ადასტურებს, რომ სირიაში, საჰაერო იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 4 წევრი დაიღუპა. „რევოლუციური გვარდიის სირიის დაზვერვის ქვედანაყოფის უფროსი, მისი მოადგილე და გვარდიის ორი სხვა წევრი ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას მოწამეობრივად ემსხვერპლნენ“, - აცხადებს ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-ი. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოთხი წევრი დაიღუპა ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოში, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დარტყმის შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტოს თანახმად, შენობა სრულიად განადგურებულია. მას იყენებდნენ ირანელი მრჩევლები, რომლებიც სირიის მთავრობას უჭერენ მხარს. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ მომხდარს „ისრაელის აგრესიის აქტი“ უწოდა. ისრაელის მედია იტყობინება, რომ რაიონში, სადაც აფეთქება მოხდა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ზიად ალ-ნახალა და აკრამ ალაჯური ცხოვრობენ, რომელიც ორგანიზაციის მთელი სამხედრო საქმიანობაზე არის პასუხისმგებელი. „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალ-ნახალა არ დაშავებულა. ადამიანის უფლებების სირიული ცენტრის თანახმად, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, შენობაში, რომელზეც დარტყმა განხორციელდა, ირანის მხარდამჭერ ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობდა. ორგანიზაცა მათ ვინაობას არ აკონკრეტებს. ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე მიიტანა იერიში. ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. „კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და ძალადობა გაიზარდა სირიაში, ლიბანში, ჩრდილოეთ ერაყსა და წითელ ზღვაში. ლიბანში, ქვეყნის მძიმედ შეიარაღებულმა, ირანულმა მარიონეტულმა ჰეზბოლამ, ისევე როგორც პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ადგილობრივმა ფრთებმა, ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის საზღვრის გასწვრივ რაკეტები გაისროლეს,“ - წერს Reuters-ი.  

ნეთანიაჰუ ბაიდენს: პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი აქვეყნებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა არ გამორიცხა. „გუშინ საღამოს, პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ წლების განმავლობაში მისი მყარი პოზიცია გაიმეორა, რომელიც მან წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. „ჰამასის“ ლიკვიდაციის შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი ისრაელმა უნდა აიღოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ღაზა ისრაელს საფრთხეს აღარ შეუქმნის და ეს პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნას ეწინააღმდეგება,“ - წერია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. შეგახსენებთ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგებოდა.  

ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც ომის შემდგომ ღაზის სექტორში ტერორს დააფინანსებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელელ ხალხს ჰპირდება, რომ არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც ომის შემდგომ ღაზის სექტორში ტერორს დააფინანსებს შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.  ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ითხოვს ღაზის დემილიტარიზაციას ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ. ის ხაზს უსვამს, რომ სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნა უშლიდა ხელს წლების განმავლობაში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის. „ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მტკიცედ გავაგრძელებ ამის მხარდაჭერას. თუ ვინმე სხვას აქვს განსხვავბული პოზიცია, გამოავლინონ ლიდერობა და პატიოსნად გამოხატონ პოზიცია ისრაელის მოქალაქეების წინაშე,“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუ ბაიდენს: პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება  

Guardian: ევროკავშირი ისრაელს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ უბიძგებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისრაელთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. The Guardian-ი წერს, რომ ევროკავშირი ისრაელს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ უბიძგებს მისი შეფასებით, ისრაელის მთავრობის წინააღმდეგობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიუღებელია. „მიუღებელია [ისრაელის] განცხადება, რომ არ მსურს ასეთი გადაწყვეტა,“ განუცხადა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ორი სახელმწიფოს პრინციპს ემხრობა. „რა სხვა გადაწყვეტა აქვთ მათ მხედველობაში? რომ ყველა პალესტინელი წავიდეს? მათი ამოხოცვა?” - განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 წევრის საბოლოო მიზანი კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ პრობლემის ნაწილია, მაგრამ ის, თუ როგორ ცდილობს ისრაელი მებრძოლი ჯგუფის განადგურებას, არასწორია და თესავს სიძულვილს, რომელიც თაობებს გადაეცემა. დღევანდელ შეხვედრას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიად ალ-მალიკიც ესწრებიან. ნეთანიაჰუ ბაიდენს: პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება  

Axios: ისრაელმა „ჰამასს“ ყველა მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ცეცხლის ორი თვით შეწყვეტა შესთავაზა

ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შესთავაზა საბრძოლო მოქმედებების ორი თვით შეწყვეტა და სანაცვლოდ ყველა მძევლის გათავისუფლება. ამის შესახებ ამერიკული ინტერნეტგამოცემა Axios-ი ისრაელის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ამერიკული გამოცემის წყაროების თქმით, შეთანხმების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ ღაზის სექტორში მძევლად მყოფი, 60 წელზე უფროსი ასაკის ქალები და კაცები და მძევლები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემდეგი ეტაპები მოიცავს ყველა სხვა მძევლის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლებას და ისრაელისთვის გარდაცვლილი მძევლების ცხედრების გადაცემას. ისრაელის მონაცემებით, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 240 ადამიანიდან ღაზის სექტორში, სავარაუდოდ, რჩება 132. მათგან 25 დაღუპულად ითვლება.  

საქართველოს ისრაელში, იორდანიაში, ქუვეითსა და ჩინეთში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა კანდელაკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა. ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.  „ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე - საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ლაშა ჟვანიას ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობა 2019-2024 და 2005-2008 წლებში ეკავა. ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია დიპლომატიურ სამსახურს ტოვებს. როგორც ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მუშაობას კერძო სექტორში განაგრძობს.  თავდაპირველად საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟვანია მუშაობას დესპანად განაგრძობდა. რაც შეეხება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს, ახალი ელჩი არჩილ ძულიაშვილი იქნება. „მასთან შეხვედრაზე პრემიერმა საქართველოსა და იორდანიას შორის ურთიერთობები განიხილა. საუბარი შეეხო იორდანიაში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი გასული წლის დეკემბერში სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა,“ - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. არჩილ ძულიაშვილი ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა - რომელიც პარალელურად ფარავდა შემდეგ ქვეყნებს:  ბანგლადეში, ტაილანდი ნეპალი, მალდივები, შრი ლანკა. ასევე იყო აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. სხვადასხვა დროს ის იკავებდა საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობას, ასევე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც მოიცავდა ასევე ტუნისსა და ლიბიას და სირიას. იყო არაბთა ლიგასა და აფრიკის კავშირში საქართველოს წარმომადგენელი. ეკავა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიცია; მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი - გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს კონსული; მუშაობდა აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების სამმართველოს პირველ მდივნად, სამმართველოს უფროსად, შემდგომ კი - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; იყო აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის სახელმწიფოთა დეპარტამენტის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველოს ატაშე, ასევე  - პირველი მდივანი;  2015 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი. საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს ჩინეთშიც. პაატა კალანდაძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტები მიმოიხილეს. „ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. პრემიერ-მინისტრმა და ახალმა ელჩმა აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს,“ აცხადებენ ადმინისტრაციაში. რაც შეეხება პაატა კალანდაძეს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე, პაატა კალანდაძე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქუვეითის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ ელჩ ნოშრევან ლომთათიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით. „ნოშრევან ლომთათიძეს 2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. იგი 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. ნოშრევან ლომთათიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, ხოლო მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კოლუმბიის უნივერსიტეტში, საჯარო მართვის სპეციალობით,“ იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.  

CIA-ს დირექტორი ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებს შეხვდება - CNN

CNN-ის ცნობით, CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებთან შეხვედრას სავარაუდოდ, ევროპაში გამართავს. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. ვიზიტის მიზანი მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმართვაა, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას. ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებს, დევიდ ბარნეას და აბას კამელს, კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან ერთად შეხვდება. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბერნსი მძევლების გაცვლის შეთანხმების მიღწევის ძალისხმევაში ჩართული იყო.  

ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი ზომები ასეთია: ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს გენოციდად; ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდურ ქმედებებს; ისრაელმა უნდა აღკვეთოს და დასაჯოს ნებისმიერი საჯარო კომენტარის გამო, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ღაზის სექტორში გენოციდის წაქეზებად; ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ისრაელმა უნდა აღკვეთოს ნებისმიერი მტკიცებულების განადგურება, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს გენოციდის საქმეში; ისრაელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ბრძანების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში; სასამართლომ ასევე გამოხატა დიდი შეშფოთება “ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ბედთან დაკავშირებით და მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ 26 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთ აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ სამხრეთ აფრიკის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს დაუჭირა მხარი. ეს არ არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გენოციდის შესახებ და ამას, შესაძლოა, 3-4 წელიც კი დასჭირდეს. გამოხმაურება ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი ICJ-ის გადაწყვეტილებას სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და დაწერა: „Hague Shmague.“ სამხრეთ აფრიკის მთავრობა მიესალმა დროებით ზომებს, რომლებიც ICJ-მ გამოსცა ისრაელის წინააღმდეგ. ჰამასის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კი, Reuters-ს განუცხადა, რომ ICJ-ის “გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს ისრაელის იზოლაციას და ღაზის სექტორში მისი დანაშაულების გამოვლენას.“ ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის. ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელმა გადალახა ზღვარი და დაარღვია გენოციდის კონვენცია. ისრაელმა გენოციდის შესახებ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა მოქმედებს, როგორც ტერორისტული ჯგუფ „ჰამასის“ ემისარი, რომელიც ცდილობს, ებრაული სახელმწიფოს ლიკვიდაციას.  

არგენტინის პრეზიდენტი ისრაელს ეწვევა

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა. ხავიერ მილეიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში 11 არგენტინელი რჩება. „მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ახალ თავს გახსნის ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში,“ - განაცხადა მილეიმ. არგენტინის პრეზიდენტი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.  

ბლინკენი ომის დაწყების შემდეგ ისრაელს მეექვსედ ეწვევა - მედია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს 3 თებერვლიდან 5 თებერვლამდე ეწვევა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. ეს იქნება ბლინკენის მეექვსე ვიზიტი ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელს „ჰამასი“ თავს დაესხა. რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი ბლინკენი ისრაელში ბოლოს, მიმდინარე თვის დასაწყისში იმყოფებოდა.  

კონგრესში ჩავარდა „რესპუბლიკელების“ კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა "რესპუბლიკელების" მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი იძულებული გახდა, კანონპროექტი კენჭისყრაზე გაეტანა პროცედურით, რომელიც პალატის უმრავლესობის 2/3-ის - მათ შორის, სულ მცირე 72 "დემოკრატის" - თანხმობას მოითხოვდა. კანონპროექტმა ეს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ ვეტოს დაადებდა კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალიწინებს და „არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რათა მათ პუტინის აგრესიისგან თავი დაიცვან.“  

აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავდა

აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 60 მილიარდზე მეტ დახმარებას უკრაინისთვის და 14 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარებას ისრაელისთვის. კანონპროექტს 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 50 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინსვლისთვის 60 ხმა იყო საჭირო. რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტში არასაკმარისად მკაცრი ზომებია გათვალისწინებული მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა რესპუბლიკელები კონგრესში მას შემდეგ, რაც სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას. „არასდროს მეგონა, რომ ვნახავდი იმას, რასაც ახლა ვხედავთ,“ – აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპი ემუქრებოდა კანონმდებლებს „შურისძიებით“, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ კანონპროექტს.  

ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს ჰუმანიტარული დახმარებისა და ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელელი მძევლების განთავისუფლების შესახებ შეთანხმება მიიღწევა. „დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და მთლიანად კონცენტრირებული ვართ ამ სამუშაოზე, იმედი მაქვს გავაახლებთ მძევლების განთავისუფლებას, რომელიც შეჩერდა,“ - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ. Reuters-ის ცნობით, ბლინკენი და სხვა ამერიკელი მაღალი რანგის მოხელეები მიიჩნევენ, რომ მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ისრაელსა და ჰამასს შორის ხანგძლივი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა ისრაელის მომავალი ინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებისთვის, საუდის არაბეთთან მისი ურთიერთობის ნორმალიზების ჩათვლით. ოფიციალური პირების აზრით, ღაზის ვექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა ასევე დამოკიდებულია საომარი მოქმედების შეწყვეტასთან. როგორც Reuters-ი წერს, ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, უსამა ბაჰდანმა განაცხადა, რომ მათი დელეგაცია ეგვიპტეში მიემგზავრება 8 თებერვალს კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად. უფრო ადრე ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და განიხილა „ჰამასის“ შემხვედრი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ამერიკელმა და ისრაელელმა წარმომადგენლებმა შექმნეს და დაჯგუფებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების საშუალებით გადასცეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და მოსადის დირექტორი დავიდ ბარნეა. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომის ერთადერთი გამოსავალი ჰამასზე სრული გამარჯვებაა. “საომარი ზეწოლის გაგრძელება მძევლების გათავისუფლების აუცილებელი პირობაა,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ეს ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ" რომლის დროსაც ის შეხვდა და ეგვიპტის და კატარის - ჰამასთან მძევლების შესახებ მოლაპარაკების შუამავალი ქვეყნების ლიდერებს. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების უწყება უნდა შენარჩუნდეს. მისი თქმით, გაეროს მისია ღაზის სექტორში აფასებს სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ნეთანიაჰუს მან თავის შეშფოთება გამოუცხადა, ისრაელის ოფიციალური პირების რიტორიკის გამო, რომელიც ვითარებას ძაბავს. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის პასუხი იძლევა სივრცეს შეთანხმებისთვის. მან განაცხადა ასევე, რომ პალესტინელთა ავტონომიამ თვითონ უნდა მოახერხოს რეფორმირება და კვლავ ამოქმედება.  

ბაიდენის შეფასებით, ღაზის სექტორში ისრაელის პასუხი გადაჭარბებულია

ისრაელმა პარასკევს ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის შორეულ სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმაზე გადაჭარბებულია. ბაიდენმა ასევე გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ მძევლების გათავისუფლებასა და ბრძოლის ხანგრძლივ პაუზასთან დაკავშირებულმა შეთანხმებამ, რომლის მიღწევაზეც ამჟამად შუამავლობა მიმდინარეობს, საბოლოოდ, შეიძლება, ომის უფრო მდგრადი ცვლილება გამოიწვიოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას, რომ ღაზის სექტორმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. „ძალიან ძლიერად ვცდილობ მივაღწიო, რომ ღაზის სექტორმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. ბევრი უდანაშაულო ადამიანი შიმშილობს. ბევრი უდანაშაულო ადამიანი უბედურებაშია და კვდება და ეს უნდა შეჩერდეს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.  

ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყნის მთავრობას, F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ისრაელში ექსპორტი აუკრძალა

მთავრობის განცხადებით, ნიდერლანდებმა, შვიდი დღის ვადაში, ისრაელში F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტი უნდა შეაჩეროს, რადგან ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის გამო, არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი. F-35-ი ნაწილების ექსპორტი ნიდერლანდებიდან ისრაელში უნდა შეწყდეს. ჰააგის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, რომლის მონაწილე ნიდერლანდებიცაა, ქვეყანამ უნდა აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის ექსპორტი, თუ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - Oxfam Novib-მა, Pax for Peace-მა და The Rights Forum-მა გაასაჩივრეს ნიდერლანდების სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ისრაელში F-35-ის ნაწილების ექსპორტის საშუალებას აძლევდა. „სასამართლო ადგენს, რომ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ ისრაელის F-35 საბრძოლო თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების ჩასადენად,“ - ნათქვამია ჰააგის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.  

აშშ-ის შემდეგ, ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ექსტრემისტი ისრაელის მოქალაქე ახალმოსახლეები პალესტინელებს ემუქრებიან, ხშირად იარაღის გამოყენებით და აიძულებენ დატოვონ მიწა, რომელიც კანონიერად მათ ეკუთვნით,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს. „ეს საქციელი უკანონო და მიუღებელია. ისრაელმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს და ახალმოსახლეების ძალადობა შეაჩეროს. ძალიან ხშირად ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვხედავთ, მაგრამ მათი შესრულება არ ხდება,“ - აღნიშნა დევიდ ქემერონმა. ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინელებზე თავდასხმაში დადანაშაულებულ ოთხ ისრაელელს სანქციები დაუწესა  

ბორელი აშშ-ს სთავაზობს, ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს. ჯოზეფ ბორელმა ჯო ბაიდენის სიტყვები გაიხსენა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის პასუხი „ზედმეტად მკაცრი“ იყო. „თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, თქვენ შეგიძლიათ, ნაკლები იარაღი მიაწოდოთ, რათა უამრავი ადამიანის სიკვდილი თავიდან აიცილოთ. თუ საერთაშორისო საზოგადოება თვლის, რომ ეს ხოცვა-ჟლეტაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, შეიძლება, ჩვენ იარაღის მიწოდების საკითხზე დავფიქრდეთ,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. 10 თებერვალს ისრაელმა ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც თავს აფარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის სამხედროებს უბრძანა, "მოემზადონ ოპერაციისთვის" ამ სამხრეთით მდებარე, სასაზღვრო ქალაქში, რომელიც პალესტინელებისთვის უკანასკნელ თავშესაფრადაა ქცეული. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაჰს თავს აფარებს 1,3 მილიონი ადამიანი. ნეთანიაჰუს მხრიდან ჩაფიქრებულ შეტევას მწვავე კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზიების და ვაშინგტონის მხრიდან. პალესტინელები ამბობენ, რომ გასაქცევი აღარსად რჩებათ. გასული წლის 7 სექტემბერს დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

აშშ ღაზის სექტორში ექვსკვირიან ზავს ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც ღაზაში ბრძოლის მინიმუმ ექვსი კვირით შეჩერებას გამოიწვევს. ჯო ბაიდენის თქმით, შეთანხმების ძირითადი კომპონენტები „უკვე მაგიდაზეა" და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის განხორციელდეს. „შეთანხმება მოიტანს დაუყოვნებელ და მდგრად სიმშვიდეს ღაზის სექტორისთვის სულ მცირე ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რაღაც უფრო ხანგრძლივის შესაქმნელად", - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრის შემდეგ. „ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე მქონდა ზარები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან, ისევე როგორც ეგვიპტისა და კატარის ლიდერებთან იმისთვის, რომ წინსვლა მომხდარიყო. შეთანხმების ძირითადი ელემენტები მაგიდაზეა. არის ხარვეზები, რომლებიც რჩება, მაგრამ მოვუწოდე ისრაელის ლიდერებს, გააგრძელონ მუშაობა შეთანხმების მისაღწევად. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს,“ - განმარტა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრაზე განიხილეს რაფაჰთან დაკავშირებული სიტუაცია და ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი. „იქ ბევრი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იმყოფება, რომლებიც ძალადობას ჩრდილოეთისკენ გაექცნენ და ახლა ისინი რაფაჰს აფარებენ თავს, დაუცველები და უსუსურები. მათ დაცვა სჭირდებათ. ჩვენ თავიდანვე ცხადად განვაცხადეთ, რომ ვეწინააღმდეგებით ღაზადან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას,“ - აღნიშნა ბაიდენმა. იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება. მან დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში და ხაზი გაუსვა, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს კიდევ ერთ ჰუმანიტარულ კატასტროფას. „არ შეიძლება, დავუშვათ ისრაელის თავდასხმა რაფაჰზე. სიტუაცია ისედაც აუტანელია მილიონზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ რაფაჰში გადავიდნენ. არ შეიძლება გვერდზე გავდგეთ და ამის გაგრძელება დავუშვათ,“ - აღნიშნა მეფე აბდულამ.  

ისრაელის გენშტაბის უფროსი: რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ - ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო

რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ აფასებს სხვა ქვეყნების რჩევებს გამოწვევის შესახებ, მაგრამ IDF-მ აჩვენა, რომ შეუძლია მტრის ძალების სამიზნეში ამოღება ასეთ რთულ გარემოში. „ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო რთულია ბრძოლა გარემოში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი და „ჰამასის“ კიდევ 10 000 მებრძოლია. ომის წინა პერიოდში ჩვენ მოსახლეობის იზოლაციას ვცდილობდით. ამის შესაძლებლობები გვაქვს. ეს გავაკეთეთ ქალაქ ღაზაში. ეს გავაკეთეთ ჰან იუნისში. ეს გავაკეთეთ (ღაზის სექტორის) ცენტრალურ ბანაკებში. რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ. ბრძოლის არეალში მოქალაქეების, მცხოვრებლების, ოჯახების ყოფნა სწორი არ არის. როდის მოხდება ეს? როგორ მოხდება ეს? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო,” - განაცხადა ჰალევიმ. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის პასუხი „ზედმეტად მკაცრი“ იყო.  

ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმის თანახმად, ისრაელი ომის შემდგომ ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს დაამყარებს. ასევე, ისრაელი ითანამშრომლებს ღაზის სექტორის იმ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებსაც „ჰამასთან“ კავშირი არ აქვთ. გეგმა ისრაელს ასევე აძლევს იმის შესაძლებლობას რომ მომავალში ჩაერთოს ღაზის სექტორის სამოქალაქო საკითხებში. პალესტინურმა მხარემ ნეთანიაჰუს გეგმა უკვე გააკრიტიკა. ნეთანიაჰუს წარდგენილი გეგმა ისრაელის სამთავრობო კაბინეტმა უნდა განიხილოს. ნეთანიაჰუ პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად აცხადებს, რომ პალესტინური სახელმწიფოს არსებობა მიუღებელია, თუ ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები იარსებებს. აღსანიშნავია, რომ ამავე გეგმის მიხედვით, არავითარი რეკონსტრუქცია ღაზის სექტორში დემილიტარიზაციის გარეშე არ ჩატარდება. დოკუმენტი მინისტრებს გადაეგზავნათ და კონსულტაციები პოლიტიკის დამტკიცებამდე სავარაუდოდ, ცვლილებებს გამოიწვევს.  

ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდასხმების გამაფრთხილებელ სისტემებს მიაწვდის

ისრაელი აქტიურად მუშაობს უკრაინისთვის ადრეული გამაფრთხილებელი მექანიზმების მიწოდებაზე, სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებისთვის, განაცხადა გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. ერდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველი კვირის განმავლობაში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. გარდა ამისა, ასობით უკრაინელმა მკურნალობა გაიარა ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში. ისრაელის დიპლომატმა განაცხადა, რომ ირანი აწვდის უპილოტო თვითმფრინავებს რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ომში გამოსაყენებლად. ამასთან, თელ-ავივის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა ისრაელში უკრაინელი ლტოლვილებისთვის პირობების გამარტივება. ახალი წესით, უკრაინიდან ყველა ლტოლვილს მიენიჭება 2A5 ტიპის ვიზა, რაც მათ დასაქმების, სამედიცინო დაზღვევასა და საბანკო ანგარიშების გახსნის უფლებას მისცემს. ეს ვიზები ძალაში იქნება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, გაგრძელების შესაძლებლობით. ისრაელში მცხოვრებ უკრაინელებს, რომლებიც ექვემდებარებიან კოლექტიური დაცვის დირექტივას, უფლება აქვთ, მიიღონ 2A5 ტიპის ვიზები, რომლის გაცემა მოსალოდნელია არაუგვიანეს 2024 წლის 3 მარტისა.  

ისრაელი შეცვლის „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტს, რომელიც EBU-მ პოლიტიკური შინაარსის მატარებლად მიიჩნია

ისრაელი თანახმაა, მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიისთვის" შერჩეული სიმღერის ტექსტი შეცვალოს. ისრაელის ტელერადიომაუწყებელმა KAN-მა გამოაცხადა, რომ სიმღერის October Rain (ოქტომბრის წვიმა) სათაური და ტექსტი შეიცვლება და უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ახალი ვარიანტი. October Rain-ში იყო ფრაზები: „ჯერ ისევ სველი ვარ ოქტომბრის წვიმით“, „თითოეული მათგანი კარგი ბავშვი იყო“, „ყველაფერი შავ-თეთრი გახდა“, „ვინ თქვა, რომ ბიჭები არ ტირიან“ და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმაზე, რომელსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდაპირველად ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ სიმღერის ტექსტს არ შეცვლიდა, თუმცა, 3 მარტს განმარტა, რომ გადაწყვეტილებას გადახედა და გაიზიარა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის პოზიცია, რომ იმ ფონზე, როცა ზოგიერთებს ისრაელი სძულთ და მის ბოიკოტირებას ცდილობენ, სახელმწიფომ თავისი დროშა ყველა გლობალურ ფორუმზე უნდა აღმართოს. ისრაელის გადაწყვეტილებით, მისი წარმომადგენელი, 20 წლის ედენ გოლანი „ევროვიზიაზე" შეასრულებს სიმღერას ახალი სახელწოდებით Hurricane. ის ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელსაც პირადი კრიზისი ჰქონდა. „ევროვიზია 2024“ მაისში, შვედეთში ჩატარდება. ცნობისთვის ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) თებერვალში მიიჩნია, რომ სიმღერა პოლიტიკური შინაარსისაა, რაც ევროვიზიის წესებით აკრძალულია.  ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომელიც „ევროვიზიას“ აპოლიტიკურ კონკურსად განიხილავს, სხვადასხვა ქვეყნის სიმღერები ადრეც დაუბლოკავს. მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, კონკურსის ორგანიზატორებმა პოლიტიკური სარჩულის გამო, საქართველოს დაუბლოკეს ეროვნულ შესარჩევ ტურში გამარჯვებული სიმღერა We Don’t Wanna Put In.  

ისრაელმა კონსულტაციისთვის გაეროდან ელჩი გაიწვია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაეროში ქვეყნის ელჩი, გილად ერდანი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ისრაელ კაცის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი არის ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო, სავარაუდოდ, ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში. „ვუბრძანე ჩვენს ელჩს გაეროში, გილად ერდანს, დაბრუნებულიყო ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და მისი დამხმარეების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი მასობრივი გაუპატიურების შესახებ ანგარიში,“ - განაცხადა ისრაელ კაცმა. მინისტრის თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ანგარიშის დასკვნების განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია, ან „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა, რაც არ გააკეთა. გენერალური მდივნის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუტერეშს არასდროს გაუცია ბრძანება გაერო-ს ანგარიშის „გაჩუმების“ შესახებ. „გენერალურმა მდივანმა სრულად დაუჭირა მხარი პრამილა პატენის მუშაობას ისრაელში ვიზიტისას, რათა შეესწავლა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის აქტები, რომლებიც დაკავშირებულია 7 ოქტომბრის ტერაქტებთან. სამუშაო შესრულდა საფუძვლიანად და დაჩქარებულად. გენერალურ მდივანს არავითარ შემთხვევასა თუ ფორმაში არაფერი გაუკეთებია მოხსენებასთან დაკავშირებით სიჩუმის შესანარჩუნებლად," - აცხადებენ ანტონიო გუტერეშის ოფისში.  

სამხრეთ აფრიკამ ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

სამხრეთ აფრიკას სურს, ისრაელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სწრაფი წესით სარჩელის შეტანით მიაღწიოს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას. ისრაელი აცხადებს, რომ რეგიონს ახლა მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება, ვიდრე ომამდე. კერძოდ, ბოლო ორ კვირაში რეგიონში დღეში საშუალოდ სურსათით დატვირთული 102 სატრანსპორტო საშუალება შედიოდა, რაც 50 პროცენტით მეტია, ვიდრე ომამდე. ეს არ არის სამხრეთ აფრიკის პირველი სარჩელი, რომელიც ამ ქვეყანამ ჰააგის - გაეროს სასამართლოში შეიტანა. სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებით, ისრაელს დაევალა მიიღოს ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული გენოციდი. გაეროს მონაცემებით, რეგიონს ემუქრება შიმშილობა, თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ გაფართოვდა. 6 მარტს ჩიხში შევიდა ისრაელსა და ჰამასს შორის (აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა გაცვლის შესახებ, რასაც უნდა მოჰყოლოდა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდა. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად სამხრეთ ისრაელში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 240-მდე მძევლად აიყვანეს, მათი ნაწილი კვლავ ტყვეობაშია.  

აშშ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, დროებით პორტს ააშენებს - მედია

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაცხადებს, რომ აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორში პორტს ააშენებენ, რათა აშშ-მ მეტი ჰუმანიტარული დახმარება ადგილზე ზღვით მიაწოდოს. ამის შესახებ მედია ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, დროებითი პორტი გაზრდის პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობას დღეში "ასობით დამატებითი სატვირთო ტვირთით.“ გავრცელებული ინფორმაციით, ძალისხმევას "რამდენიმე კვირა" დასჭირდება. „პირველადი გადაზიდვები კვიპროსის გავლით ჩავა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ისრაელთან კოორდინაციით,“ აცხადებენ ოფიციალური პირები.  

ისრაელი საქართველოდან, დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეს იძიებს - მედია

ისრაელის პოლიცია ხელოვნური განაყოფიერებისთვის განკუთვნილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ისრაელში საქართველოდან შეიტანეს. საქართველოში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის სააგენტოების მომსახურებით უმეტესად, უცხოელი წყვილები სარგებლობენ. ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ისრაელის პოლიციამ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თვეების წინ დაიწყო. რადიო თავისუფლება იუწყება, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, ისრაელმა საგამოძიებო უწყებას სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა. როდის და კონკრეტულად, რა დახმარებას ითხოვდა ისრაელი და რა დახმარება გაუწია ქართულმა მხარემ, ამ დეტალებს პროკურატურა არ ასაჯაროებს. გენეტიკური დაავადების მქონე ემბრიონების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში ორი ექიმი - ინ ვიტრო განაყოფიერების კერძო კლინიკის მთავარი ექიმი და ერთ-ერთი კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი დააკავეს. 18 მარტს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გამოძიება მათ თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება. ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან წაღებული ემბრიონები ისრაელის მოქალაქეებს გადაუტანეს. ერთი ახალშობილი თანდაყოლილი დაავადებით გაჩნდა. მეორე ნაყოფი მკვდარი დაიბადა. როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ამ დროისათვის, მხოლოდ სამი დაზარალებული ქალის შესახებ არის ცნობილი, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ემბრიონები გენეტიკური დაავადებით, შესაძლოა მეტ ქალს გადაუტანეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები შეიცავდნენ ჰემოფილია B-ის გენს.  

კანადამ ისრაელში იარაღის ექსპორტი შეაჩერა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს. მანამდე კანადის თემთა პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით არასავალდებულო ინიციატივა მიიღო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ კანადის ქმედებებს "ისტორია მკაცრად განსჯის." კანადა, შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეა, რომელიც ისრაელს ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას უწევდა. „ადგილზე არსებული ვითარებიდა გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სახის სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი,“ განუცხადა კანადელმა ოფიციალურმა წყარომ AFP-ს ანონიმურობის პირობით. „იანვრის შემდეგ ექსპორტი არ განხორციელებულა,“ დასძინა მთავრობის წყარომ.

ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება. როგორც CNN იუწყეა, ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა დოჰაში მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ბლინკენის ისრაელში ჩასვლა, ასევე, ემთხვევა გაერო-ში აშშ-ის მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის დღეს, რომელიც ღაზის კონფლიქტში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. CNN-ი იუწყება, რომ ისრაელში ბლინკენის შეხვედრები, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება იმ ფონზე, როცა ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ რაფაჰში სამხედრო შეჭრას განახორციელებს. „ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა, არის ის, რომ რაფაჰში დიდი სამხედრო ოპერაცია შეცდომა იქნება, რასაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ,” - განაცხადა ბლინკენმა ხუთშაბათს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, აუცილებელია, რომ ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ. „ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის”, - აღნიშნა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს ჯიდაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობა განიხილა. 21 მარტს კი, ის ეგვიპტეში იმყოფებოდა. რეგიონში ეს ბლინკენის მეექვსე ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს.  

ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა - WP

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ისრაელი 1800-ზე მეტ MK84 ბომბს, 500 MK82 ბომბს, ასევე, 25 F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს და მათ ძრავებს მიიღებს. აშშ-ის კონგრესმა ისრაელისთვის შეიარაღების ხსენებული პაკეტის გადაცემას მხარი 2008 წელს დაუჭირა. The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში ჩუმად დაუშვა ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის ბომბების და გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემა, მიუხედავად ვაშინგტონის შეშფოთებისა, მოსალოდნელი სამხედრო შეტევის შესახებ სამხრეთ ღაზის სექტორში, რომელიც შეიძლება, ასობით ათასი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს დაემუქროს,“ წერს WP.  

ისრაელი აშშ-ს სთავაზობს, ღაზის სექტორში არაბული ქვეყნების სამხედროები განთავსდნენ - Axios

გამოცემა Axios-ი თავის წყაროებზე - ისრაელის ორ მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ახალი ინიციატივა წამოაყენა. ინიციატივა გულისხმობს ღაზის სექტორში მრავალეროვანი სამხედრო ძალის განთავსებას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისრაელისადმი კეთილად განწყობილი არაბული ქვეყნების მიერ. გამოცემა განმარტავს, რომ ისრაელს მიაჩნია, მრავალეროვნული ძალა, რომელსაც არაბული ქვეყნების სამხედროები დააკომპლექტებენ, იქნება ალტერნატივა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასისა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს. წყაროების ცნობით, მინისტრმა გალანტმა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან - სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან, - შეხვედრისას აშშ-ს ამ იდეის მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა ამერიკელი სამხედროების განთავსება არ უთხოვია. საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელი სამხრეთი ღაზის დაბომბვას აგრძელებს. ისრაელი საერთაშორისო წნეხის ქვეშაა - მას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ცეცხლი პალესტინელთა წინააღმდეგ, და გააუმჯობესოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. გაერო აცახდებს, რომ ღაზა შიმშილობის ზღვარზეა. ისრაელური ძალები უტევენ ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰს, რომელიც ღაზის უკანასკნელი ურბანული ცენტრია, რომლის წინააღმდეგაც ისრაელის სახმელეთო ჯარებს ჯერ არ განუხორციელებიათ იერიში. „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები 7 ოქტომბერს დაიწყო. ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

ომის დაწყების შემდეგ, ისრაელში ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით, ისრაელის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რაც ოქტომბერში ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია იყო. დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა „ჰამასის მიერ დაკავებული ათეულობით მძევალი გათავისუფლდეს და ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. დემონსტრანტები ნეთანიაჰუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარდა მოითხოვდნენ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ღაზის სექტორში დარჩენილი 134 ისრაელელი მძევლის გასათავისუფლებლად.   მძევლების ოჯახები და მეგობრები, ისევე როგორც მომიტინგეები შიშობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი შეთანხმების გარეშე, კიდევ მით მეტი მძევალი დაიღუპება. 31 მარტს განახლდა მოლაპარაკება კაიროში, სადაც ისრაელის დელეგაცია ჩავიდა. ნეთანიაჰუს მიმართ აღძრულია სასამართლო საქმეები კორუფციის ბრალდებით და მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გადარჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს.  

Reuters: სირიაში ისრაელის სარაკეტო დარტყმისას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა

სირიაში, ირანის საელჩოს გვერდით მდებარე შენობაზე ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მოჰამედ რეზა ზაჰედია. ირანული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. განახლება: ირანის საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ „ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა.“ „მიგვაჩნია, რომ ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას სიონისტურ ორგანიზაციას ვაკისრებთ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ დანაშაულების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს,“ - ნათქვამია განცხადებაში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.  

ქნესეთმა ისრაელის მთავრობას ტელეარხ Al-Jazeera-ს მაუწყებლობის აკრძალვის უფლება მისცა

ისრაელის პარლამენტმა ორშაბათს მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, რომელიც საშუალებას იძლევა, ისრაელში აიკრძალოს ისეთი უცხოური მედიის მაუწყებლობა და გავრცელება, რომელიც „ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.“ კანონს ქნესეთში მხარი დაუჭირა 70-მა დეპუტატმა, 10 წინააღმდეგი იყო. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიპოვა შესაძლებლობა, დროებითი აკრძალვა დააწესოს კატარის ტელეარხის მაუწყებლობაზე და განკარგულება გასცეს, ისრაელში Al-Jazeera-ს ბიუროს დახურვის თაობაზე. Reuters-ი იტყობინება, რომ მთავრობის ხელმძღვანელი და უსაფრთხოების კაბინეტი ახლა შეძლებენ 45 დღით შეწყვიტონ მედიასაშუალების მუშაობა, რის შემდეგაც ის შეძლებს აღადგინოს მაუწყებლობა და გააგრძელოს ის ივლისის ბოლომდე ან ღაზის სექტორში ძირითადი სამხედრო ოპერაციების დასრულებამდე. ტელეარხი Al-Jazeera, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში, ისრაელს ბრალს სდებდა ასევე „სისტემატურ“ თავდასხმებში ტელეარხის ოფისებსა და მის პერსონალზე.  

მედია: აშშ ისრაელისთვის 18 მილიარდი დოლარის მოცულობის იარაღის გადაცემას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, გადასცეს თუ არა ისრაელს 18 მილიარდი დოლარის იარაღი, მათ შორის, ათობით F-15-ის ტიპის თვითმფრინავი. ამის შესახებ Reuters-ს ხუთმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. ისრაელის პაკეტი მოიცავს 50 ერთეულ F-15-ის თვითმფრინავს, დამატებით, თვითმფრინავების მრავალწლიან მომსახურებასა და წვრთნას. სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, ისრაელისთვის 25 ერთეული F-15-ის მოიერიშე თვითმფრინავის მიყიდვა განიხილება მას შემდეგ, რაც აშშ-მ მიიღო ოფიციალური მოთხოვნა 2023 წლის იანვარში, ღაზის სექტორში ისრაელის ექვსთვიანი სამხედრო კამპანიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. ეს ოპერაცია გაზრდის F-15-ის საბრძოლო თვითმფრინავების რაოდენობას 50-მდე. სხვა წყარომ აღნიშნა, რომ თვითმფრინავების მიწოდების დაჩქარება ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც გასულ კვირას ეწვია ვაშინგტონს და მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, თვითმფრინავის ყველაზე ადრეული მიწოდება 2029 წელია და ეს იმ პირობით, რომ ხვალ კონგრესს ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნება და შეთანხმება დაუყოვნებლივ გაფორმდება.  ეს გარიგება განცალკევებით განიხილება ისრაელისთვის 14 მილიარდი დოლარის დახმარებისგან, რომლის დამტკიცებას ბაიდენმა კონგრესს სთხოვა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით 30 მარტს ავრცელებდა. მანამდე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, მიიღოს მეტი ინფორმაცია ისრაელის სახმელეთო ოპერაციის გეგმების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ქალაქ რაფაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება ისრაელის კიდევ უფრო დიდ იზოლაციას გამოიწვევს.  

ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმები და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა გადადგას გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ჰუმანიტარული ტანჯვის აღმოსაფხვრელად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ღაზის სექტორთან მიმართებით, „განისაზღვრება (ჩვენი შეფასებით) ისრაელის დაუყოვნებლივი ქმედებებით ამ ნაბიჯებზე.“ მისი თქმით, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია ჰუმანიტარული სიტუაციის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მიანიჭოს უფლებამოსილება მისცეს თავის მომლაპარაკებლებს, დაუყოვნებლად დადონ შეთანხმება მძევლების შინ დაბრუნების მიზნით. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ირანის საჯარო მუქარა ისრაელისა და ისრაელელი ხალხის მიმართ. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს ამ საფრთხეების ფონზე,“ - აღნიშნულია თეთრი ინფორმაციაში. ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ" (MSF) 4 აპრილს განაცხადა, რომ უარყოფს ისრაელის პოზიციას - თითქოს საჰაერო დარტყმა, რომელსაც ღაზაში შვიდი ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, იყო "დასანანი ინციდენტი." "ჩვენ არ ვიღებთ დასანანი ინციდენტების ნარატივს," - აღნიშნა კრისტოფერ ლოკიარმა, MSF International-ის გენერალურმა მდივანმა ჟენევაში. ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა დაბომბვას პირველ აპრილს. ლოკიარის თქმით, WCK-ის რაც შეემთხვა, წარმოადგენს "ნაწილს ჰუმანიტარულ მუშაკებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე, ჟურნალისტებზე, გაეროს თანამშრომლებზე, სკოლებსა და სახლებზე მიზანმიმართული თავდასხმების ერთი და იმავე ტენდენციისა". ისრაელმა ინციდენტს უწოდა საოპერაციო შეცდომა და მას იძიებს.  

ისრაელმა 28 საელჩოს მუშაობა შეაჩერა - მედია

ისრაელის ხელისუფლებამ ირანის მუქარების ფონზე, სხვადასხვა ქვეყანაში 28-მდე დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურა. Sky News Arabia. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაზარდეს მისი საჰაერო ძალების საბრძოლო მზადყოფნა და საჰაერო თავდაცვა, ასევე გააუქმეს სამხედრო შვებულება. მანამდე, ერთი დღით ადრე, რადიოკომპანია KAN-მა გაავრცელა ინფორმაცია ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებიდან ისრაელელი დიპლომატების ევაკუაციის შესახებ. დიპლომატიური წარმომადგენლები ასევე გააფრთხილეს, არ მიეღოთ მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში. ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზულად ეკიდება ნებისმიერ საფრთხეს და მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 4 აპრილს აცხადებდა, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ისრაელს საკადრისი პასუხი გაეცემა. „ღაზის სექტორში, სიონისტური რეჟიმის დამარცხება გაგრძელდება და ეს რეჟიმი მიუახლოვდება დაცემას და დაშლას. სასოწარკვეთილი მცდელობები, როგორიც სირიაში განხორციელდა, მათ დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს. რა თქმა უნდა, ამ ქმედებისთვის მათაც სილას გააწნავენ,“ - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. მიმდინარე კვირის დასაწყისში სირიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ირანის საკონსულოს შენობა განადგურდა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპა 13 ადამიანი. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის, ორი გენერალი, დაიღუპა.  

ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომები გამოავლინეს

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლა ორი ოფიცერი და საყვედური გამოუცხადა ორ მაღალი რანგის მეთაურს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ გამოავლინა სერიოზული შეცდომები, რომლებსაც მოჰყვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დაღუპვა. გამოძიების დასკვნა 5 აპრილს გამოქვეყნდა, ისრაელის მიმართ მძაფრი კრიტიკის შემდეგ. ამასთან, ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ახალ გზებს ხსნის. ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს, ერეცს, კვლავ გახსნის და ჰუმანიტარული დახმარების შესატანად სხვა ნაბიჯებსაც დგამს. ისრაელის დრონებმა იერიში პირველ აპრილს მიიტანეს World Central Kitchens-ის სამ ავტომობილზე. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ შეცდომით იფიქრეს, რომ თავს ესხმოდნენ „ჰამასის“ (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად) მებრძოლებს. თეთრმა სახლმა 4 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად იბრძოლებს ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის წინააღმდეგ და ამავე დროს შეიტანს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორში.  

NYT: სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს აკისრებს, ირანმა, შეკავების მიზნით, ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ისა და ისრაელის ობიექტებზე ირანის იერიში გარდაუვალია. „ჩვენ ნამდვილად მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში ვართ,“ - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. CNN-ის ცნობით, ირანმა საპასუხო თავდასხმა შეიძლება მომდევნო კვირის ბოლომდე განახორციელოს. მიმდინარე კვირის დასაწყისში, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე მომხდარ სარაკეტო დარტყმაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის, ორი გენერალი დაიღუპა.  

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს

ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთ ბრიგადას ტოვებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 98-ე დივიზიის სამხედროები ქალაქი ხან იუნისიდან გამოიყვანეს. ღაზის სექტორის სამხრეთში მხოლოდ ერთი, ნაჰალის ბრიგადა რჩება, რომელსაც აკისრია ე.წ. ნეცარიმის დერეფნის კონტროლი. ეს მონაკვეთი ღაზის სექტორისა და ისრაელის სამხრეთით მდებარე ბეერის ნაწილს აკავშირებს. ამ მონაკვეთის კონტროლით ისრაელს შეუძლია რეიდების მოწყობა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზის სექტორში. ცნობისთვის, ეგვიპტურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს. „ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შეთანხმებას ჰორიზონტზე. განსხვავება (მხარეებს შორის) ჯერ კიდევ დიდია და აქამდე არაფერი დრამატული არ ყოფილა“, - ციტირებენ Channel 12 და Ynet-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ.  

გაეროს სასამართლომ დაიწყო სარჩელის განხილვა, რომლითაც ნიკარაგუა გერმანიას გენოციდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

8 აპრილს გაეროს უზენაეს სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა, რომლის მიზანია, შეაჩეროს გერმანიის მიერ ისრაელის სამხედრო და სხვა სახის დახმარება. ნიკარაგუა აცხადებს, რომ ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უარის თქმა გაეროს იმ უწყების დაფინანსებაზე, რომელიც პალესტინელთა დახმარებას ითვალისწინებს, „გერმანია ხელს უწყობს გენოციდს და არცერთ შემთხვევაში არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომ ხელი შეუშალოს გენოციდის განხორციელებას.“ 8 აპრილს იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ ნიკარაგუას საჩივრის წინასწარი განხილვა დაიწყო. ქვეყანა ამტკიცებს, რომ გერმანია ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით, აგრეთვე ჰუმანიტარული სააგენტო UNRWA-ს დაფინანსების შეჩერებით, „ხელს უწყობს გენოციდის ჩადენას.“ ნიკარაგუა სთხოვს სასამართლოს, გამოიყენოს ე.წ. დროებითი ზომები, ვიდრე საქმე სრულად განიხილება. გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სებასტიან ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი უარყოფს მის მიმართ ბრალდებებს. „გერმანიას არ დაურღვევია არც გენოციდის პრევენციის კონვენცია და არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ამას დეტალურად განვმარტავთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე,“ - განაცხადა ფიშერმა. ცნობილია, რომ ისრაელი უარყოფს მტკიცებას, რომ მისი არმიის ქმედებები ღაზას სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, გენოციდად ითვლება. ეს არ არის პირველი საჩივარი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში - მანამდე სამხრეთ აფრიკამ შეიტანა საჩივარი ისრაელის წინააღმდეგ და დაადანაშაულა ის პალესტინის მოსახლეობის გენოციდში. საჩივარს შეუერთდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ირლანდია. იანვარში, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომ დროებითი ზომების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ღაზის სექტორში გენოციდის მოქმედებების აღსაკვეთად, მაგრამ სასამართლოს არ უბრძანებია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.  

„ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელში, თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს. რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.  ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. რეგულარული ფრენები ისრაელის მიმართულებით, 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შეწყდა.  

თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს. უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე „ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ გამოაცხადებს და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესაბამის და შეუფერხებელ ნაკადს არ დაუშვებს.“ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილება, ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. თურქეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც 8 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ის ისრაელის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებდა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნა, ისრაელმა თურქეთს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების საშუალება არ მისცა. როგორც ცნობილია, თურქეთს ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, მას ომის დანაშაულშიც კი სდებს ბრალს. ანკარა „ჰამასს“ აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ თვლის და უფრო მეტიც, მიმდინარე ომის განმავლობაში, თურქეთს მასთან კომუნიკაციაც ჰქონდა.  

ისრაელის საელჩო: გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ქართველი ხალხისადმი, რომელთაც 9 აპრილს გამოავლინეს არნახული სიმტკიცე და სიმამაცე

ისრაელის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცილდება საზღვრებს. „ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ქართველი ხალხისადმი, რომელთაც 9 აპრილს გამოავლინეს არნახული სიმტკიცე და სიმამაცე. ამ შემთხვევაში, თქვენ მოახდინეთ ჭეშმარიტი მდგრადობის და თავისუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვის დემონსტრირება. ცხადია, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცილდება საზღვრებს. ქართველებიც და ისრაელელებიც იზიარებენ იმის სურვილს, რომ მათთვის ეს გახდეს სახელმძღვანელო პრინციპი,“ წერია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა  

ბაიდენის თქმით, ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინი ნეთანიაჰუ შეცდომას უშვებს. „ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. მე არ ვეთანხმები მის მიდგომას,"- განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში. მისი თქმით, ღაზის სექტორს უნდა ჰქონდეს "სრული წვდომა ყველა საკვებსა და წამალზე" მომდევნო ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში. „ვფიქრობ, აღმაშფოთებელია, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა,“ - აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ Univision-თან ინტერვიუში. ის საუბრობდა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტი  ისრაელს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და რომ ჰუმანიტარული დახმარების არ გაგზავნას გამართლება არ აქვს. „რასაც მე მოვუწოდებ არის ის, რომ ისრაელელებმა უბრალოდ მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, დაუშვან მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში შესული საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა. ვისაუბრე ყველასთან, საუდელებიდან დაწყებული იორდანიელებით და ეგვიპტელებით დამთავრებული. ისინი მზად არიან, შეიტანონ საკვები პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების სამედიცინო და საკვები საჭიროებებით არ დაკმაყოფილებას გამართლება არ აქვს,“ - აღნიშნა ბაიდენმა. ისრაელმა ორი სამხედრო ოფიცერი დაითხოვა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებზე თავდასხმისას უხეში შეცდომები გამოავლინეს  

Bloomberg: აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს

Bloomberg-ი ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მიაჩნიათ, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მიერ ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო ან დრონებით დარტყმები გარდაუვალია. მათი თქმით, პოტენციური თავდასხმა, ზუსტი მართვადი რაკეტების გამოყენებით, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს. სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ამერიკის და ისრაელის დაზვერვის შეფასებებიდან გამომდინარე, საქმე უფრო ეხება იმას, თუ როდის მოხდება თავდასხმა, ვიდრე იმას, მოხდება თუ არა ეს თავდასხმა. Bloomberg-ი წერს, რომ დასავლეთის ქვეყნების, კერძოდ, შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, ირანისა და მისი მარიონეტების თავდასხმა შესაძლოა სულაც არ მოხდეს ისრაელის ჩრდილოეთიდან, სადაც ლიბანში „ჰეზბოლა“ მოქმედებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ეთანხმებიან მოკავშირეების მოსაზრებებს და საჯაროდ დაემუქრნენ ირანს, რომ თუ ის ისრაელის ტერიტორიას დაარტყამს, ირანზე საპასუხო დარტყმას განახორციელებენ. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.  

აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. ჯო ბაიდენის თქმით, ირანი ისრაელის მიერ სირიაში, ირანის საკონსულოზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ იმუქრება, რომ „მნიშვნელოვან დარტყმას“ განახორციელებს.   „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.   ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით. „მდივანი ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმა, არასდროს არ უნდა განმეორდეს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი სწრაფად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით და რომ ეს ვალდებულებები დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 10 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. პირველ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. Bloomberg: აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს  

აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. ჯო ბაიდენის თქმით, ირანი ისრაელის მიერ სირიაში, ირანის საკონსულოზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ იმუქრება, რომ „მნიშვნელოვან დარტყმას“ განახორციელებს.   „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი,“ - აღნიშნა ბაიდენმა.   ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დადგება ისრაელის გვერდით ირანის მხრიდან ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და გალანტმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გზით. „მდივანი ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმა, არასდროს არ უნდა განმეორდეს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ენტონი ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი სწრაფად შეასრულებს თავის ვალდებულებებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხთან დაკავშირებით და რომ ეს ვალდებულებები დროთა განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 10 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. პირველ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. Bloomberg: აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის გარდაუვალი დარტყმა ისრაელზე, შეიძლება, უახლოეს დღეებში განხორციელდეს  

ირანის საფრთხის ფონზე, აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელზე ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს ანიჭებს, ირანი ისრაელის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყამს. გასულ კვირას მსგავსი ინფორმაცია The New York Times-მა ასევე გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისრაელის წინააღმდეგ ირანის საპასუხო იერიში გარდაუვალია. აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება  

აშშ ისრაელში მყოფ თანამშრომლებს გადაადგილებას უზღუდავს

შეერთებული შტატების ხელისუფლება, ისრაელში მყოფ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს გადაადგილებას უზღუდავს. Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს მოუწოდა, თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიები არ დატოვონ. „სიფრთხილის გამო, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ეკრძალებათ პირადი მიზნით მოგზაურობა დიდი თელ-ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ტერიტორიების გარეთ შემდგომ გაფრთხილებამდე,“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, ირანი იმუქრება, რომ პირველ აპრილს დამასკოში, მისი საელჩოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის გამო, ისრაელის მიმართ საპასუხო ზომებს განახორციელებს. აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება  

ჯო ბაიდენი: ისრაელს დავეხმარებით დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს

რამდენად გარდაუვალი იქნებოდა ირანის თავდასხმა ისრაელზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ სურს საიდუმლო ინფორმაციის დეტალებზე საუბარი, თუმცა აქვე აღნიშნა: „ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან.” კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისთვის ახლა, პრეზიდენტმა უპასუხა: „ნუ გააკეთებ ამას.“ მან დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს. „ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის სავარაუდო მზადება რეალური საფრთხეა, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. კირბის თქმით, აშშ-მ გადახედა თავის ძალებს რეგიონში თეირანისგან მომავალი საფრთხის პირობებში და ყურადღებით აკვირდება ვითარებას. რეგიონში ესკალაციის საფრთხე: აშშ ჩინეთსა და თურქეთს ირანის შეკავებისკენ მოუწოდებს  

ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს - მედია

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მათ ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს. The Associated Press-ის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ „ზოდიაქ მერითაიმთან“ არის დაკავშირებული. კომპანია არის „ზოდიაქ ჯგუფის“ ნაწილი, რომელსაც ისრაელელი მილიარდერი ეიალ ოფერი ფლობს. The Associated Press-მა ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მიერ გემის დაკავების ვიდეოც გაავრცელა. ამავდროულად, სამეფო საზღვაო ძალების საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრმა (UKMTO) დამატებითი დეტალების გარეშე განაცხადა, რომ გემი "რეგიონულმა ხელისუფლებამ დააკავა" ომანის ყურეში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების საპორტო ქალაქ ფუჯაირასთან დააკავა. შეგახსენებთ, ისრაელში აცხადებენ, რომ სრულ მზადყოფნაშია და ირანის შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არის. ჯო ბაიდენი: ისრაელს დავეხმარებით დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს  

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ისრაელი აცხადებს, რომ „ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.“ „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი თვალსაზრისით. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, ისრაელის შეიარაღებული ძალები ძლიერია. საზოგადოება ძლიერია.“ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა - IDF აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც ცნობილია, IDF ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონები გაუშვა. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, აშშ-ის ძალების დაცვის მიზნით, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში.  

ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს

ისრაელის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელი საჰაერო სივრცეს ადგილობრივი დროით 12:30 საათიდან დახურავს. „უსაფრთხოების სისტემის ინსტრუქციების შესაბამისად, დღეს ღამის 00:30 საათიდან ისრაელის სახელმწიფოს საჰაერო სივრცე დაიკეტება საერთაშორისო და შიდა ფრენებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თქმით, ისრაელის მიმართულებით ფრენების შეფერხების გამო, თელ-ავივიდან ფრენების განრიგი სავარაუდოდ, შეიცვლება. რამონის აეროპორტი დაკეტილი იქნება ტრანსპორტისთვის. უწყება განმარტავს, რომ შემდომ გადაწყვეტილებებს მოვლენების შესაბამისად მიიღებენ. ისრაელი აცხადებს, რომ „ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს  

ისრაელის შეფასებით, ირანის მიერ გაშვებულია 100-ზე მეტი დრონი

ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ისრაელი ომის კაბინეტის სხდომას მართავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის კაბინეტის სხდომა იმართება ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინაში, თელ-ავივში, კირიას სამხედრო ბაზაზე. ისრაელი აცხადებს, რომ „ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში.  

სუნაკი: მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის უგუნურ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე. ეს არის პირველი საერთაშორისო გამოხმაურება, რომელსაც CNN ავრცელებს. „მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის უგუნურ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აპირებს ქაოსის დათესვას. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების, მათ შორის, იორდანისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, სასწრაფოდ ვმუშაობთ სიტუაციის სტაბილიზაციისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. არავის სურს მეტი სისხლისღვრის ხილვა,“ - ნათქვამია პრემიერ რიში სუნაკის განცხადებაში. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული. „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.  

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით გაშვებულია ბალისტიკური რაკეტები

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ ისრაელის მიმართულებით პირველი ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. სახელმწიფო მედია ინფორმირებულ ირანულ წყაროებს ეყრდნობა. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.  

იორდანიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ირანის მხრიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმის გამო, იორდანიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დღეს იორდანიამ განაცხადა, რომ დროებით ხურავს თავის საჰაერო სივრცეს ყველა შემომავალი, გამავალი და ტრანზიტული თვითმფრინავისთვის და თქვა, რომ სიტუაციის განახლება განიხილება განვითარებული მოვლენების შესაბამისად. ისრაელის წინააღმდეგ ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფონზე ისრაელი, ერაყი და ლიბანი საჰაერო სივრცეს ხურავენ. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.

თეირანი: გადამწყვეტ პასუხს მიიღებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისრაელს ირანის წინააღმდეგ თავდასხმისთვის საჰაერო სივრცეს გაუხსნის

თეირანი აცხადებს, რომ სამიზნე იქნება ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისრაელს ირანის წინააღმდეგ თავდასხმისთვის საჰაერო სივრცეს გაუხსნის. ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამად რეზა აშტიანმა გააფრთხილა ნებისმიერი ქვეყნები, თუ ისინი საშუალებას მისცემენ ისრაელს, გამოიყენოს თავისი საჰაერო სივრცე ან ტერიტორია ირანზე თავდასხმისთვის. მანვე განაცხადა, რომ ისინი ირანის "გადამწყვეტი პასუხის" წინაშე აღმოჩნდებიან. „ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საჰაერო სივრცეს ან ტერიტორიას დაუთმობს ისრაელს ირანზე თავდასხმისთვის, მიიღებს ჩვენს გადამწყვეტ პასუხს,“ - ციტირებს IRNA. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.  

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა საჰაერო სივრცეები დახურეს

ლიბანის ტრანსპორტის სამინისტრომ შაბათს გამოაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ყველა შემავალი, გამავალი და ტრანზიტული თვითმფრინავისთვის დროებით დაიხურება. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დახურვა არის პრევენციული ღონისძიება და მოქმედებს ადგილობრივი დროით პირველი საათიდან კვირამდე, დილის 7 საათამდე. ეს გადაწყვეტილება ბეირუთის რაფიკ ჰარირის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ნავიგაციის ოპერაციების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს. თავიანთი საჰაერო სივრცე ასევე დაკეტეს ერაყმა და იორდანიამ. საჰაერო სივრცე დახურეს ისრაელმა და ირანმაც. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე ირანული დრონი შეაკავეს - СNN

აშშ-ის ორი ოფიციალური პირის თქმით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე ირანული დრონი შეაკავეს. CNN წერს, რომ წყაროები არ აკონკრეტებენ, როგორ და სად დააკავა აშშ-მ თვითმფრინავები. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. „ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა. CNN წერს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები. გარდა ამისა, როგორც Reuters-ი წერს, იორდანიის საჰაერო თავდაცვა მზად იყო, შეეკავებინა და ჩამოეგდო ნებისმიერი ირანული თვითმფრინავი, რომელიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევდა. ამის შესახებ უსაფრთხოების ორმა წყარომ განაცხადა. მათ განაცხადეს, რომ არმია ასევე იმყოფებოდა მზადყოფნაში და სარადარო სისტემები აკონტროლებდნენ თვითმფრინავების ნებისმიერ აქტივობას ერაყისა და სირიის მიმართულებით. უსაფრთხოების წყარომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალები აძლიერებენ სადაზვერვო ფრენებს, რადგან სირიის მახლობლად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ ძლიერი საჰაერო აქტივობის შესახებ გაიგო. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა საჰაერო სივრცეები დახურეს. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.

საქართველოში ისრაელის ელჩი: ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა ჩემს ქვეყანაზე თავდასხმა დაიწყო

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ეხმაურება ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას. „ტერორიზმის სპონსორმა სახელმწიფომ, ირანმა დაიწყო თავდასხმა ჩემს ქვეყანაზე. ისრაელი ძლიერი და გამძლეა. ის არასდროს არის მარტო. მადლობას ვუხდით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს ჩვენთან დგომისთვის,“ – განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.  

გაეროში ირანის მისია: საქმე დასრულებულად შეიძლება, ჩაითვალოს, თუმცა ისრაელი თუ კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება

ირანის მისია გაეროში აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმა დამასკოს საკონსულოს თავდასხმის საპასუხოდ დასრულდა. ირანი აცხადებს, რომ მისი თავდასხმა ისრაელზე არის პასუხი ისრაელის მიერ დამასკოში ირანის საკონსულოზე დარტყმაზე და „საქმე შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს.“ „გაეროს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ თავდაცვას, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, ჩვენი დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ,“ - განაცხადა გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ. „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს. თუმცა თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის თაღლითურ რეჟიმს შორის, რომლისგანაც აშშ შორს უნდა დარჩეს!” ამბობს თეირანის არმომადგენელი. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო.  

ისრაელი ირანის თავდასხმის ფონზე აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვა საფრთხეებს აკავებს

ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელის ქალაქებში სირენები ჩაირთო. ამ დროისთვის სირენების ხმა ბეერ-შევას, დიმონას, ნევატიმისა და ისრაელის სხვა ქალაქებში ისმის. CNN წერს, რომ მის რეპორტიორებს სირენების ხმა ესმით იურუსალიმშიც. რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” - ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი. IDF-ის სპიკერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა სრულად მოქმედია და აკავებს საფრთხეებს იქ, სადაც საჭიროა. მისივე თქმით, ისრაელის “მრავალი” თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად. „ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერ საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო.

ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა - IDF

ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ირანიდან გაშვებული ათობით უპილოტო საფრენი აპარატის ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება სპიკერის თქმით, ამ დროისთვის გამორთულია GPS სერვისები. ამასთან, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. CNN– ის პოლიტიკურ და გლობალურ საქმეთა ანალიტიკოსმა ბარაკ რავიდმა განმარტა, რომ ირანმა შეტევა წამოიწყო ათობით თვითმფრინავის გამოყენებით. ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, ისრაელი ყველა საგანმანათლებლო აქტივობას აუქმებს და საზოგადოებრივ შეკრებებს ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს. ჰაგარის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო აქტივობას აუქმებს და საზოგადოებრივ შეკრებებს 1000 კაცამდე ზღუდავს. ზოგიერთ ტერიტორიებზე, მაგალითად ღაზას სექტორთან და ლიბანთან საზღვრის მიმდებარედ, უფრო მკაცრი შეზღუდვები უკვე ძალაშია. ჰაგარის თქმით, შეზღუდვები ძალაშია ორშაბათის, 23:00 საათამდე. ის აღნიშნავს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაშია. შეგახსენებთ, ისრაელში აცხადებენ, რომ სრულ მზადყოფნაში არიან და ქვეყანა ირანის შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არის. ჯო ბაიდენი: ისრაელს დავეხმარებით დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული დრონების ჩამოგდებას აგრძელებს - CNN

აშშ აგრძელებს „ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდებას,“ განაცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ის ცნობით. „ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი მტკიცე ერთგულების შესაბამისად, რეგიონში აშშ-ის ძალები აგრძელებენ ირანის მიერ გაშვებული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდებას, რომელთა სამიზნეც არის ისრაელი. ჩვენი ძალები რჩებიან იმისთვის, რომ უზრუნველყონ დამატებითი თავდაცვითი მხარდაჭერა და დაიცვან რეგიონში მოქმედი შეერთებული შტატების ძალები,“ აღნიშნავს აშშ-ის ოფიციალური პირი. ბაიდენი: ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. „ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა. CNN წერს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები.  

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ, 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდო

ისრაელი აცხადებს, რომ მან და მისმა მოკავშირეებმა ირანის მიერ გაშვებული 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდეს. მისივე განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე მცირე რაოდენობის დარტყმა მოხდა, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე IDF-ის ბაზაზე, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა. ირანის უპრეცედენტო, საპასუხო შეტევა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ისრაელს პირდაპირ საკუთარი მიწიდან დაესხა თავს. ისრაელში სირენების ხმა გაისმა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა იერუსალიმის თავზე, საჰაერო თავდაცვის სისტემები აოქმედდნენ. ირანმა მანამდე გააფრთხილა ისრაელი, რომ ის "დაისჯებოდა" სირიაში პირველ აპრილს მის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმისთვის, რაც ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა Army Radio-ს ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა სამხედრო ბაზას. მისი თქმით, რაკეტების უმეტესობა შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გააჩერა და რაკეტები ძირითადად ჩამოაგდეს ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. ჰაგარის თქმით, მთლიანობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას - CNN

ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ეს შედეგი „ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული წარმატებაა“. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგოა. ბავშვი ჰოსპიტალშია სამკურნალოდ გადაყვანილი. მისი ინფორმაციით, ირანმა 170 დრონი, 30-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათგან ისრაელის ტერიტორიას რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რამაც მცირე ზიანი მიაყენა საჰაერო ბაზას. New York Times-ი კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომბინირებული იერიში 185 Shaheed-ის ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 ბალისტიკური რაკეტით მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ-ის ძალები დაეხმარნენ ისრაელის მთავრობამ უკვე გააუქმა თავდაპირველად დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი. მათ შორის გახსნა საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის. ირანი იმუქრება, რომ მზადაა, დაარტყას აშშ-ს სამხედრო ბაზებს, თუკი ისრაელი თავდასხმით უპასუხებს მის საჰაერო სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რომლის დროსაც ირანმა 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის საწინააღმდეგოდ. „ჩვენი პასუხი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამღამინდელი სამხედრო მოქმედება, თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს," - განაცხადა ირანელმა გენერალმა მუჰამედ ბაღერიმ ირანულ სამთავრობო ტელევიზიაში ისრაელზე თავდასხმის პარალელურად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანმა შეერთებული შტატები უკვე გააფრთხილა რომ ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში მიზანში ამერიკულ ბაზებს ამოიღებენ. გენერალ ბაღერის გარდა, თავდასხმაზე პასუხით იმუქრება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამიც. ირანის მუქარის პარალელურად, CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ირანზე შესაძლო საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებენ. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ ირანის თავდასხმა მეტწილად წარუმატებელი იყო და ისრაელი გამარჯვებული დარჩა. აშშ-ს შეფასებით, ისრაელმა თავისი უპირატესი სამხედრო ძალა გამოავლინა, ხოლო ირანმა ისრაელში ვერაფერი "ღირებული" ვერ დააზიანა.  

ბაიდენი: ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. „მე ახლახან შევხვდი ჩემს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რათა მომესმინა განახლებული ინფორმაცია ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმების შესახებ. ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ერთგულება, ირანისა და მისი მარიონეტების საფრთხის წინააღმდეგ, ურყევია,“ წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში. ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელის ქალაქებში სირენები ჩაირთო. ამ დროისთვის სირენების ხმა ბეერ-შევას, დიმონას, ნევატიმისა და ისრაელის სხვა ქალაქებში ისმის. CNN წერს, რომ მის რეპორტიორებს სირენების ხმა ესმით იურუსალიმშიც. რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” - ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი. IDF-ის სპიკერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა სრულად მოქმედია და აკავებს საფრთხეებს იქ, სადაც საჭიროა. მისივე თქმით, ისრაელის “მრავალი” თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად. „ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერ საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს. ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელის ქალაქებში სირენები ჩაირთო. ამ დროისთვის სირენების ხმა ბეერ-შევას, დიმონას, ნევატიმისა და ისრაელის სხვა ქალაქებში ისმის. CNN წერს, რომ მის რეპორტიორებს სირენების ხმა ესმით იურუსალიმშიც. რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” - ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი. IDF-ის სპიკერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა სრულად მოქმედია და აკავებს საფრთხეებს იქ, სადაც საჭიროა. მისივე თქმით, ისრაელის “მრავალი” თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად. „ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერ საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ. ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ. აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“ „სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო. წყაროებზე დაყრდნობით CNN ასევე წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე ირანული დრონი შეაკავეს. ისრაელის მედია კი ავრცელებს ცნობას, რომ დროები ასევე ჩამოაგდო იორდანიის საჰაერო თავდაცვამ. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. „ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა. CNN წერს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები.

აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აშშ „დაეხმარა ისრაელს ირანიდან გაშვებლი თვითმფრინავების და რაკეტების ჩამოგდებაში“. განცხადებაში ის ამბობს, რომ მან აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები რეგიონში "გასული კვირის განმავლობაში" გაგზავნა. „ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს, ჩამოეგდო თითქმის ყველა შემავალი დრონი და რაკეტა. მე ვგმობ ამ თავდასხმებს უმკაცრესად,“ - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.  ბაიდენმა ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა "რკინისებურია." მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ერთგულება ისრაელისადმი. „მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა აჩვენა შესანიშნავი უნარი, დაიცვას თავი და მოიგერიოს თუნდაც უპრეცედენტო თავდასხმები,“ - ამბობს ბაიდენი. ის დასძენს, რომ ამით ისრაელმა „მკაფიო გზავნილი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ მათ არ შეუძლიათ, ეფექტიანად დაემუქრონ ისრაელის უსაფრთხოებას.“ აშშ-ის ლიდერი G7-ის ლიდერებს მოიწვევს - "ირანის თავხედურ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის კოორდინაციისთვის." ის დასძენს, რომ მისი გუნდი დარჩება მჭიდრო კონტაქტზე ისრაელის ლიდერებთან. ბაიდენი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს არ უნახავს თავდასხმები მის ობიექტებზე, ის „ფხიზლად რჩება ყველა საფრთხის მიმართ.“ „ჩვენ არ მოვერიდებათ, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა ჩვენი ხალხის დასაცავად,“ - ამბობს ბაიდენი. გაეროს უშიშროების საბჭო კვირას საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. მისი გამართვა ისრაელმა მოითხოვა. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. ამის შესახებ გუტერეშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ფრონტზე დიდ სამხედრო კონფრონტაციებამდე მიყვანა შეუძლია. არაერთხელ მითქვამს, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას,” - განაცხადა გუტერეშმა.  

BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია

BBC-ის ცნობით, ჩინეთი კონფლიქტის „შეკავებისკენ“ მოუწოდებს, მაგრამ პეკინმა არ დაგმო თავდასხმები. პეკინი „ღრმად შეშფოთებულია მიმდინარე ესკალაციის გამო" და მოუწოდებს "შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია." ჩინეთს მჭიდრო დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები აქვს ირანთან. გასულ კვირას აშშ მოუწოდებდა პეკინს, მოეთხოვა თეირანითვის, არ განეხორციელებინა საპასუხო შეტევა ისრაელზე. თუმცა, Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი ზეწოლას ახდენდა ირანზე. ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით, გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.  

იორდანია აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში „უცხოური ობიექტები“ მოიგერია

იორდანიის მთავრობა მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და რეგიონულ დაძაბულობას დისციპლინითა და პასუხისმგებლობით გაუმკლავდნენ. იორდანიის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიშერ ხასავნე თავმჯდომარეობდა, იორდანიის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს დეესკალაციის მნიშვნელობას და მოუწოდეს ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოავლინონ თავშეკავება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ იორდანიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებისა და საცხოვრებელი ადგილების დაცვის მიზნით, უცხოური ობიექტები მოიგერია. ”მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფრაგმენტი სხვადასხვა ადგილას დაეცა, მნიშვნელოვანი დაზიანება ან დაზარალება არ დაფიქსირებულა," - განაცხადა იორდანიის მინისტრთა კაბინეტმა. მათივე განმარტებით, სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისია უწყვეტად აფასებს სიტუაციას მას შემდეგ, რაც იორდანიის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი საჰაერო სივრცეები ხელახლა გახსნეს მას შემდეგ, რაც დროებით დახურეს გუშინ ღამით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. შეფერხებულია ფრენები ისრაელის მიმართულებითაც. აბუ -დაბიში მოქმედი ავიაკომპანია Etihad Airways-ის განცხადებით, კვირას იორდანიასა და ისრაელში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ამასთან, Swiss International Air Lines-მა შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით და პირიქით. შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“  

სიკორსკი: ბრავო ისრაელს, თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ისრაელს ირანის თავდასხმის მოგერიების გამო აქებს. მისი შეფასებით, მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უკრაინასაც უნდა გაუგზავნონ. „ბრავო ისრაელს ირანის მსხვილი საჰაერო იერიშის მოგერიებისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებიდან იყო კოორდინირებული. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და თავდაცვის მსგავსი საშუალებები უკრაინაშიც უნდა გაიგზავნოს". - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონსაც მოუწოდა, რომ ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტს კენჭი უყარონ. შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“ BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი

საქართველოში ისრაელის ელჩი: აშშ, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით

ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს. ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით. „წუხელ ღამით ირანმა, ტერორიზმის დამფინანსებელმა სახელმწიფომ, წამოიწყო სასტიკი და უპრეცედენტო თავდასხმა და ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, საერთაშორისო მოკავშირეებსა და ძალებთან თანამშრომლობით, მოახერხა რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება. ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით. ჩვენ ვიხილეთ ისრაელის მხარდაჭერისა და ირანის აგრესიის დაგმობის შესახებ გაკეთებული ათობით განცხადება. ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად. ახლაც კი ყველაფერს ვაკეთებთ „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სასტიკად დატყვევებული 133 მძევლის გასათავისუფლებლად, მაგრამ „ჰამასი“ კვლავ უარზეა და არაგონივრული მოთხოვნების წამოყენებას აგრძელებს. 190 დღეზე მეტი გავიდა. შემოგვიერთდით მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებაში,“ – წერს ელჩი ჰადას მეიცადი.  

სუნაკი ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ირანული დრონები ჩამოაგდეს

რიში სუნაკი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს ირანული თავდასხმის დრონი. გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა „საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში“ ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების შესაკავებლად. „ჩვენმა საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნა,” დასძენს ის. მისი თქმით, ირანის თავდასხმა იყო "საშიში და არასაჭირო ესკალაცია“, რომელიც მან უმკაცრესად დაგმო. „რაც ახლა გვჭირდება, არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ,“ - განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის. აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ, 200-ზე მეტი დრონისა და რაკეტის დიდი უმრავლესობა ჩამოაგდო შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ცნობისთვის, ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“

ISW: ისრაელის წარმატება ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების წინაშე

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის მიხედვით, ის, რომ ისრაელმა შაბათს ღამით წარმატებულად მოიგერია ირანის მხრიდან გაშვებული დრონები და რაკეტები, ხაზს უსვამს უკრაინის დაუცველობას რუსეთის რაკეტებისა და დრონების თავდასხმების წინაშე. კერძოდ, ისრაელზე დარტყმები ანალოგიური იყო ახლახან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა. რუსეთის ჯარები ახორციელებენ მსხვილ კომბინირებულ იერიშებს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე, დრონებით. ამასთან ირანის დარტყმები ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ თითქმის ყველა საჰაერო სამიზნე შეაკავა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გამოკლებით. ირანის დრონებსა და რაკეტებს ათას კილომეტრზე მეტი მანძილი უნდა გაევლოთ ერაყის, სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეში, რამაც ისრაელსა და მის მოკავშირეებს რამდენიმე საათი მისცა მათთან გამკლავებისთვის. რაც შეეხება რუსეთის ჯარებს, ისინი უკრაინის წინააღმდეგ დრონებსა და რაკეტებს უშვებენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან, რაც საჰაერო თავდაცვას ძალზე ცოტა დროს აძლევს დარტყმების წარმატებულად მოსაგერიებლად. ამავე დროს ისრაელს საჰაერო თავდაცვის მძლავრი სისტემა აქვს, უკრაინას კი, ბევრად უფრო ფართო ფრონტზე უწევს დარტყმებისგან თავის დაცვა და მისი შესაძლებლობები იწურება. უკრაინას არა აქვს საშუალება, განახორციელოს „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის გადატაცება, როგორც ამას აკეთებდნენ ისრაელი და მისი მოკავშირეები. გარდა ამისა, უკრაინის დიდი ტერიტორია ართულებს მჭიდრო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების შეფერხების ფონზე, ასკვნის ISW.  

ვინ დაუჭირა მხარი ისრაელზე ირანის თავდასხმას

„ჰამასი“ ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას ბუნებრივ უფლებად და დამსახურებულ პასუხად აფასებს. „მიგვაჩნია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია ბუნებრივ უფლებას და დამსახურებულ პასუხს წარმოადგენს დამასკოში ირანის საკონსულოს თავდასხმისა და რევოლუციური გვარდიის რამდენიმე ლიდერის მკვლელობის დანაშაულზე,“ - ნათქვამია ევროკავშირის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასის“ განცხადებაში. თავად ირანის მოკავშირე „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს. რაც შეეხება რუსეთს, რომელმაც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასის“ წარმომადგენლებს მოსკოვში უმასპინძლა, აცხადებს, რომ „მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში მორიგი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს.“ „გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას რეგიონში მორიგი სახიფათო ესკალაციის გამო. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში, უპირველეს ყოვლისა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში, არსებული მრავალი კრიზისის, რომელიც ხშირად გამოწვეულია უპასუხისმგებლო პროვოკაციული ქმედებებით, გადაუჭრელობა დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევდა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ველით, რომ რეგიონული ქვეყნები გადაწყვეტენ არსებულ პრობლემებს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით,“ - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია გარდა ამისა, თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს განუცხადა, რომ „თურქეთს არ სურს რეგიონში შემდგომი ესკალაცია.“ თურქული მედია დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია დასრულდა და ირანი ახალ ოპერაციას არ განახორციელებს, თუ მასზე თავდასხმა არ მოხდება. ამავდროულად, ამირ-აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ თუ ირანს ხელახლა დაესხმებიან თავს, მათი პასუხი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გუშინ იყო. ცნობისთვის, თურქეთი ისრაელს ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა აშშ დაეხმარა ისრაელს თითქმის ყველა უპილოტო თვითმფრინავისა და რაკეტის ჩამოგდებაში - ბაიდენი შეგახსენებთ, ისრაელმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს. ისრაელს ირანი შურისძიებით მას შემდეგ დაემუქრა, რაც პირველ აპრილს სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას ერთ წევრთან ერთად ემსხვერპლა. ისრაელს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანის თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელი საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. CNN-ის ცნობით, აშშ არ აპირებს ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას. ირანის მოკავშირეები შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. თეირანის მოკავშირეები ასევე არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი „ჰუსიტები.“  

ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელის მსგავსად დაიცვან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს იგივე „ერთობის“კენ მოუწოდებს, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაშია.  ზელენსკიმ მოუწოდა მოკავშირეებს, გამოავლინონ იგივე „ერთობა“ უკრაინის მიმართ, როგორც ისრაელის შემთხვევაში, რომელმაც ირანის თავდასხმა დასავლეთის მხარდაჭერით მოიგერია. უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ მანვე აღბნიშნა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, ტერორისგან დასაცავად რამდენად ეფექტიანია ერთიანობა, თუკი საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისრაელზე ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად ერთად და მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედეს ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იორდანიამ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ არის NATO-ს წევრი და მის დასაცავად საჭირო არ გახდა ალიანსის წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მსგავსი მუხლის გამოყენება, არც არავინ აღმოჩნდა ომში ჩათრეული და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს. ზელენსკის განცხადებით, „შაჰედის“ ტიპის დრონებს უკრაინის საჰაერო სივრცეშიც ისეთივე ხმა აქვთ, როგორც ახლო აღმოსავლეთში და ბალისტიკური რაკეტებიც ერთნაირად მოქმედებენ, ამიტომ ტერორი ყველგან ერთნაირად უნდა დამარცხდეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპის ცა დიდი ხნის დაცული იქნებოდა, უკრაინას პარტნიორებისგან რომ ჰქონდეს ისრაელის მსგავსი, სრული დახმარება დრონების და რაკეტების ჩამოსაგდებად. თეთრ სახლში 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელ ჯონ კირბის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ აშშ მოკავშირეებთან ერთად ისრაელს დაეხმარა ირანული დრონების განადგურებაში, რატომ არ შეიძლება, იგივე გაკეთდეს უკრაინაში. კირბიმ უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა კონფლიქტი, სხვადასხვა საჰაერო სივრცე და საფრთხის სხვადასხვა სურათია. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვება. კირბის განცხადებით, უკრაინას ეხმარებიან იარაღით, რომელიც საჰაერო სივრცის დასაცავად სჭირდება, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი დღეს შეჩერებულია დამატებითი დაფინანსების არარსებობის გამო. თეთრი სახლი კვლავ მოუწოდებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, მხარი დაუჭიროს სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.  

სპიკერმა ჯონსონმა ისრაელის და უკრაინის დახმარება ერთმანეთისგან გამიჯნა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თანაპარტიელ რესპუბლიკელებს ისრაელის, უკრაინის და ტაივანის დახმარების და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ ოთხი დამოუკიდებელი კანონპროექტი წარუდგინა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, სპიკერმა ჯონსონმა რესპუბლიკელებს ოთხი კანონპროექტი 15 აპრილს წარუდგინა დახურულ შეხვედრაზე, რომელიც კონგრესის შენობაში გაიმართა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო აკვირდება, შეძლებს თუ არა აშშ მოკავშირეების და საკუთარი ინტერესების დაცვას და ამას აუცილებლად გააკეთებენ. კანონპროექტები დღეს, 16 აპრილს, უნდა გამოქვეყნდეს. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრა ამ კვირაში გაიმართება. მაიკ ჯონსონის ინფორმაციით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია დაახლოებით იმდენივე დაფინანსება, როგორც ეს სენატმა განსაზღვრა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სახსრების ნაწილს კრედიტის სახე ექნება. კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, ამ კანონპროექტისთვის კენჭი არ უყრია კონსერვატორი კონგრესმენების წინააღმდეგობის გამო. ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებენ მექსიკის საზღვრიდან მიგრაციის შესაჩერებლად გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას, ვიდრე ამას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს. ისრაელის დახმარების საკითხი წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 13-14 აპრილს ირანმა ისრაელს დრონებით და რაკეტებით შეუტია.