თეგი: კატასტროფა

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, კატასტროფა განიცადა

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, რომელშიც 133 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ ჩინეთის გუანსის რეგიონში კატასტროფა განიცადა. სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან. ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

BBC: სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, გუშინ სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, კატასტროფა განიცადა

ამერიკული წარმოების ვერტმფრენი  Sikorsky S-61N სამხრეთ კორეის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ გეოჯესთან ახლოს ჩამოვარდა. იუწყება სააგენტო Yonhap. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. მათ შორის არის პილოტი. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. გავრცელებული ინფორამციით, ვერტმფრენი სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა.

უკრაინული მედია ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს განიხილავს

კიევის რეგიონში, ბროვარში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა იყო. ეს ავიაკატასტროფის ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით გამოიკვეთა, წერს CTRANA.ua შსს-ს წყაროებზე დაყრდნობით.   კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე CTRANA.ua-ს თანამოსაუბრეების თქმით, „ვერტმფრენის პილოტი შეზღუდული ხილვადობის პირობებში ძალიან დაბლა დაფრინავდა - იმ დღეს ძლიერი ნისლი იყო და მაღლივი შენობა ძალიან გვიან შენიშნა“. შსს-ში გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პილოტმა ეს მარშრუტი ბელორუსის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო აირჩია. „ჩვენი REP (რადიო ელექტრონული ჩახშობა - რედ.) მუშაობდა. ამან იმოქმედა ნავიგაციაზე. პილოტმა გადაწყვიტა ბროვარის გავლით გაფრენა. ნისლი იყო და შუქი არ იყო, ამიტომ მაღლივ შენობებზე წითელი შუქები გამორთული იყო. მას აღარ ჰქონდა კატასტროფის თავიდან აცილების შესაძლო ვარიანტები. პილოტმა მოულოდნელად შეცვალა მიმართულება და ვერტმფრენი უახლოეს საბავშვო ბაღს დაეცა", - თქვა CTRANA.ua-ს წყარომ. შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი იყო. კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა დაღუპულებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და შსს სახელმწიფო მდივანი. მანამდე, SBU-მ ბროვარში მომხდარი ავარიის სამი ძირითადი ვერსია განიხილა. მათ შორის: ფრენის წესების დარღვევა, შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, სატრანსპორტო საშუალების განადგურების მიზანმიმართული ქმედებები.  

ინდონეზიაში მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში სამგზავრო მატარებლების შეჯახებისას სულ მცირე სამი დაიღუპა და 28 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი ორი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ. ავარიის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები არიან ეკიპაჟის წევრები. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.  

მალაიზიაში ორი ვერტმფრენი სწავლების დროს ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა 10 ადამიანი

მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ვერტმფრენები ერთმანეთს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ. როგორც BBC წერს, ვერტმფრენების პილოტებმა რეკომენდებული დისტანცია არ დაიცვეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.