თეგი: კრიპტოვალუტა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ მესაუბრა კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან სამ ბანკმან-ფრიდთან. საქართველოს ადგილმდებარეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აშშ რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო რუსულ darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს. ამის შესახებ Reuters წერს.  უწყების ცნობით, კრიპტობირჟები ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ფუნქციონირებენ. „მნიშვნელოვანი გზავნილია კრიმინალებისთვის, რომ ვერ დაიმალებიან darknet-სა თუ მათ ფორუმში". - თქვა ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა. სანქციები Hydra-სა და კრიპტოვალუტა Garantex-ს დაუწესდა. ახალი სანქციებით, ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ, მიიღონ ან განახორციელონ ნებისმიერი კონტრიბუცია, მომსახურება Hydra-სა თუ Garantex-ზე. ბლოკჩეინის მკვლევართა აზრით, 2019 წელს რუსული კრიპტო ბირჟების მიერ მიღებული ბიტკოინების დაახლოებით 86% Hydra-ს ეკუთვნის, რომელსაც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო "ყველაზე დიდ და ცნობილ darknet-ის ბაზრად" აფასებს. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო შეუერთდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-ს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც განაცხადა, რომ დახურეს Hydra-ს სერვერები გერმანიაში და ამოიღეს 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი.  დახურვამდე, DarkMarket-ს, საშუალოდ 500 000 მომხმარებელი ჰყავდა და ევროპოლის მიხედვით, აქ ჯამში განხორციელდა 320 000 ტრანზაქცია. ამ ბაზარზე ვაჭრობდნენ ისეთი არალეგალური საქონლით, როგორიცაა ნარკოტიკები, ყალბი ფული, მოპარული საკრედიტო ბარათების დეტალები თუ მავნე კომპიუტერული პროგრამები. ევროპოლის შეფასებით, DarkMarket-ზე დღევანდელი კურსის ექვივალენტური 140 მილიონი ევროს ღირებულების პროდუქცია გაიყიდა, ბიტკოინისა და მონეროს კომბინაციით.

ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა

ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისის ნიშნულს უახლოვდება. ანალიტკოსების შეფასებით, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა უფრო ფართო უკანდახევის ტენდენციის ნაწილია, რომელიც რისკის შემცველი აქტივების გლობალური ვარდნის ფონზე მოხდა. მსოფლიოში უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი 9 მაისს ბირჟებზე ვაჭრობისას 2,7%-ით დაეცა და $33 741 გაუტოლდა. კრიპტოვალუტის საინვესტიციო პლატფორმის Mudrex-ის აღმასრულებელი დირექტორის, ედულ პატელის თქმით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა აიძულებს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ ინვესტორებს დაფიქრდნენ კრიპტოვალუტის ბაზრის პერსპექტივაზე. „შემცირების ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ბიტკოინი შესაძლოა $30,000 დონემდე დაეცეს. ტოკენი მიაღწევს ყველაზე დაბალ დონეს 2021 წლის ივლისის შემდეგ, თუ ის დაეცემა $32,970-ზე დაბლა, ”- თქვა მან. ბიტკოინის 27%-იანი ვარდნა 2022 წელს კავშირშია გლობალური ობლიგაციებისა და აქციების 10%-იან ვარდნასთან და ოქროს ფასის 2.5%-ით ზრდასთან. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო ბიტკოოინის ფასის ვარდნა.  ექსპერტი, ზოგადად ბიტკოინსა და სხვა ელექტრონულ ვალუტებზე ფასის მოსალოდნელ ვარდნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებსა და კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირებს. მასალას გაეცანით ამ ბმულზე. 

ბიტკოინის ფასი $30 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ბიტკოინის ფასი $30,000-ს ჩამოსცდა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. წერს Bloomberg.  ბიტკოინის ფასი 7.1%-ით შემცირდა და $29,209-მდე დაეცა, ეს 30 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 7.3%-ით დაეცა $1,725-მდე, Avalanche-ის ფასი კი 9.3%-ით. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო ბიტკოოინის ფასის ვარდნა.  ექსპერტი, ზოგადად ბიტკოინსა და სხვა ელექტრონულ ვალუტებზე ფასის მოსალოდნელ ვარდნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებსა და კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირებს. მასალას გაეცანით ამ ბმულზე. 

ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა

დღეს დილით, ბიტკოინის ფასი 5%-ით თითქმის $16 ათასამდე დაეცა. ამის შესახებ Report-ი კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გაკოტრებული კრიპტო ბირჟის FTX-ის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, ბიტკოინი ცდილობს $16,000-იანი ზღვარი შეინარჩუნოს. გასული სამშაბათიდან კრიპტოვალუტის ფასი $20,56 ათასიდან დაეცა და მთლიანობაში ღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $1 ტრილიონზე მეტიდან $800 მილიარდამდე დაეცა.  

ბიტკოინის ფასი იზრდება

ბიტკოინის ფასი დღეს ერთბაშად 4,7%-ით გაიზარდა, 18,2 ათასი დოლარის ნიშნულს ოდნავ გადააჭარბა.  ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა ამას Binance-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემები მოწმობს. CoinMarketCap პორტალის მიხედვით, რომელიც საშუალო ფასს 20-ზე მეტ ბირჟაზე ითვლის , ბიტკოინის ღირებულება  4,62%-ით -ასევე საშუალოდ $18,22 ათასამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულამდე 14 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.  

ირანმა და რუსეთმა შესაძლოა, ერთობლივი კრიპტოვალუტა შექმნან

ირანის ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთთან ერთად, სპარსეთის რეგიონის კრიპტოვალუტა ტოკენი შექმნას. კრიპტოვალუტა იქნება გადახდის საშუალება საგარეო სავაჭრო ანგარიშსწორებებში დოლარის, რუბლისა და ირანული რიალის ნაცვლად. ტოკენი ოქროთი იქნება უზრუნველყოფილი, კერძოდ საუბარია სტაბილკოინის შექმნაზე. რუსეთის კრიპტო-ინდუსტრიისა და ბლოკჩეინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბრაჟნიკოვის თქმით, ირანთან ასეთი ტოკენის შექმნა მიზანშეწონილია, რადგან ის უფრო პროგრესული ქვეყანაა კრიპტო ინდუსტრიის კუთხით. ბრაჟნიკოვმა განაცხადა, რომ 2023 წელს ასტრახანის სპეციალური ეკონომიკური ზონა ირანიდან ტვირთების მიღებას დაიწყებს. იგეგმება ამ ბაზაზე ჟეტონის შექმნაც. ჟეტონზე მოლაპარაკება დაადასტურა დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის წევრმა ანტონ ტკაჩოვმა. მან აღნიშნა, რომ ეს თემა სახელმწიფო დონეზე განიხილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციაში კრიპტოვალუტის გამოყენება დამტკიცდება. მისივე თქმით, ორი ქვეყნის მიერ ვაჭრობაში ციფრული ვალუტის გამოყენებას უპირატესობა აქვს SWIFT-თან შედარებით. 2022 წლის აგვისტოში ირანმა, საქონლის იმპორტზე კრიპტოვალუტაში პირველი შეკვეთა დაარეგისტრირა. საუბარი იყო 10 მილიონი დოლარის მიწოდებაზე. ირანის ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალირეზა პეიმანპაკმა განაცხადა, რომ ირანი კრიპტოვალუტის საგარეო ვაჭრობაში გამოყენებას ფართოდ გეგმავს. 2021 წელს, ანალიტიკურმა ფირმა Elliptic-მა განაცხადა, რომ ირანს უკავია კრიპტოვალუტის მაინინგის 4,5% მსოფლიოში, რაც ქვეყანას წელიწადში დაახლოებით $1 მილიარდ დოლარის სარგებელს აძლევს, რაც მას სანქციების გვერდის ავლით საშუალებას მისცემს.  

ბიტკოინი კიდევ 10% -ით გაძვირდა

ბიტკოინი შაბათს, 21 იანვარს, სავაჭრო სესიაზე 23,056 დოლარად ივაჭრებოდა. ანალიტიკოსები 2023 წელს ბიტკოინის კურსის რყევას პროგნოზირებენ კრიპტოვალუტის ფასი კიდევ 10%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ პორტალ Coindesk-ზე იტყობინება. ბოლოს ბიტკოინის ფასმა 23000 დოლარს გასული წლის 19 აგვისტოს გადააჭარბა. დღეს 14:11 საათისთვის ბიტკოინის ფასმა $23 199 შეადგინა (+10,82%). ამის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი შენელდა და $22,892 (+9,43%) მიაღწია.  მანამდე ბიტკოინის კურსმა 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან პირველად გადააჭარბა 18000 დოლარს. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.  

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის დამფუძნებელს 25 წელი მიუსაჯეს

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FT-ის დამფუძნებელ, სემ ბენკმან-ფრიდს, აშშ-ში სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ის ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს, რის შედეგადაც მან კლიენტებისგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა. Washington Post-ის ცნობით, სასამართლომ კრიპტო ინვესტორს კლიენტებისთვის 11 მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა. 2019 წელს დაარსებული ბირჟა FTX 2022 წლის ნოემბრისთვის 32 მილიარდ დოლარად შეფასდა. კომპანიის ღირებულება ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ  განულდა. ნაფიცი მსაჯულების განაჩენის მიხედვით, ბიზნესმენმა FTX კლიენტების დეპოზიტები სესხების სახით გადაიტანა თავის ფონდ Alameda Research investment-ში, რომელმაც ეს თანხები კრედიტორებთან ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა და კრედიტებს გასცემდა თავად ბიზნესმენს, რომელიც იყენებდა მათ საფონდო სპეკულაციისთვის. მან თავად განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ არ იცოდა, რომ უკანონო ქმედებებს ჩადიოდა.