თეგი: მარაგები

ლევან სილაგავა: ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. როგორც სილაგავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა. „სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“, - აცხადებს სილაგავა. მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ. „თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“,- აცხადებს სილაგავა. 2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მარტში საქართველოში 22 920 ტონა ხორბალი შემოვიდა (5,303 მლნ დოლარის ღირებულების). რაც შეეხება იანვარ-მარტს, პირველ კვარტალში ხორბლის იმპორტმა შეადგინა 33 507 ტონა (10,617 მლნ დოლარის ღირებულების), 2021 წლის 3 თვეში კი 90 195 ტონა ხორბალი შემოვიდა (21,226 მლნ დოლარის ღირებულების). Europetime-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა შეკითხვით, რა მოცულობის ხორბლის მარაგი აქვს სახელმწიფოს და არსებობს თუ არა წისქვილკომბინატების გაჩერების საფრთხე. უწყების კომენტარს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  ასევე წაიკითხეთ  გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში, ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. თუმცა ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. „მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო თვეებია, ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. „სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“, - აცხადებს სილაგავა. მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ. მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებით გლობალურად გართულებული მდგომარეობა რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ჯამურად რუსეთი და უკრაინა გლობალურ ბაზარზე ხორბლის ექსპორტის თითქმის 30%-ს უზრუნველყოფენ. მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი.

საფრანგეთი ნოემბრისთვის გაზსაცავების 100%-ით შევსებას გეგმავს

საფრანგეთში განაცხადეს, რომ 1-ელ ნოემბრამდე, ქვეყნის გაზსაცავებს 100% შეავსებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, წერს Le Figaro. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარებაში მსხვილმა მოთამაშეებმა, მოხმარება უნდა შეამცირონ. კერძოდ საუბარია ადმინისტრაციაზე და ბიზნესკომპანიებზე.  26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ.  „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს.  იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს.  ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული.  უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული.    

ლიეტუვამ NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მარაგები გახსნან

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მხოლოდ NATO-ს სტანდარტების იარაღის დახმარებით შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. „ლიეტუვა ყოველთვის იცავდა პოზიციას ყველა შესაძლო დონეზე, რომ უკრაინას სჭირდება „ყველაფერი, რაც გვაქვს“, ყოველგვარი არგუმენტის მოყვანის გარეშე, როგორიცაა - „ჩვენ უბრალოდ ჯაველინებს ვაძლევთ“ და „სტინგერებს“. გაირკვა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, NATO-ს სტანდარტების იარაღის გამოყენებით წარმატებით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ის არგუმენტები, რომლებიც ადრე იყო გამოყენებული, აღარ არის აქტუალური“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.  ლანდსბერგისმა თქვა, რომ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ, გაამართლონ უარი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს „ტექნოლოგიურად რთულია უკრაინელი სამხედროების განათლებისა და წვრთნისთვის" ან იმის გამო, რომ იარაღი შეიძლება, „დაიკარგოს“ ან „განადგურდეს“. „ამაზე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ უნდა გავხსნათ ჩვენი რეზერვი უკრაინის არმიისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ახლა სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინელები სამხედრო წვრთნებს გადიან.