თეგი: პალესტინა

Reuters: შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თელ-ავივის გარეუბანში სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა თელ-ავივის გარეუბანში სანამ თავად დაჭრიდნენ სასიკვდილოდ სულ მცირე ხუთი ადამიანი მოკლა. ამის შესახებ Reuters წერს.  ისრაელის ტელევიზიებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს შავებში ჩაცმულ კაცი, ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც ხალხს იარაღს უმიზნებს. კადრები გადაღებულია ებრაულ ულტრამართლმადიდებლურ ქალაქში. მედიის ცნობით,  თავდამსხმელი იყო პალესტინელი, ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე სოფლიდან. გასულ კვირაში არაბი თავდამსხმელების მიერ მოკლული ებრაელთა რიცხვი 11-მდე გაზარდა. 

მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ისრაელში მნიშვნელოვანია ანკარასა და თელ-ავივის დაახლოების თვალსაზრისით. ამის შესახებ „ანადოლუს“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განუცხადა. „ჩავუშოღლუს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესის ნაწილი“, - განაცხადა ჰაიატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სამშაბათს ჩავიდა რამალაში პალესტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შეხვდა თავის პალესტინელ კოლეგას რიად ალ-მალიკის. ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. 

მევლუთ ჩავუშოღლუ: პალესტინის მხარდაჭერა და ანკარის ურთიერთობა თელ-ავივთან, ორი განსხვავებული საკითხია

თურქეთი განაგრძობს პალესტინელი ძმების მხარდაჭერას, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნისთვის დაწყებულ ბრძოლაში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს რამალაში პალესტინელ კოლეგასთან რიად ალ-მალიკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარას პოზიცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით ცნობილია. თურქეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პალესტინელების მემარჯვენე ბრძოლას. „ამ მიმართულებით ჩვენ მხარდამხარ ვმუშაობთ“, - განაცხადა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთში საზოგადოების ყველა სექტორი მგრძნობიარეა. „ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტია თანაბრად უჭერს მხარს თურქეთის ხელისუფლების პოზიციას პალესტინასთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პალესტინელი ძმების მხარდაჭერას დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შექმნისთვის დაწყებულ ბრძოლაში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა მისი თქმით, ისრაელის ცალმხრივი ნაბიჯები, უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობა და პალესტინელების სახლებიდან იძულებითი გამოსახლება არის რეგიონში მშვიდობისთვის მიყენებული დარტყმა. „საერთაშორისო სამართლის თანახმად, მნიშვნელოვანია პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება 1967 წლის საზღვრებში აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქის ფარგლებში. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ პრინციპით. ეს არის პალესტინის საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა. თურქეთი განაგრძობს სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანას“, - აღნიშნა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა მუსლიმის გული შეძრა. მისი თქმით, ალ-აქსას მეჩეთის განსაკუთრებული სტატუსისა და ხელშეუხებლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ყველა მუსლიმისთვის. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის იერუსალიმის ისლამური ფონდების იურისდიქცია, რომელიც ვრცელდება ალ-აქსაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მან. მისი თქმით, თურქეთი ისრაელთან დიალოგს უწყობს ხელს, თუმცა თანხმდება პოზიციაზე პალესტინასთან. „პალესტინის ბრძოლის მხარდაჭერა და ანკარას ურთიერთობა თელ-ავივთან ორი სრულიად განსხვავებული საკითხია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს მოლაპარაკებები ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში.

პალესტინის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი თურქეთს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის კოლეგა რეჯეპ თაიფ ერდოღანთან. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები პალესტინაში განვითარებული მოვლენებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მისივე თანახმად, ვიზიტი სამდღიანია. Anadolu ამ ინფორმაციის გავრცელებისას პალესტინის ელჩის კომენტარს ეყრდნობა, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ გამოაქვეყნა.  

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი 22 აგვისტოს თურქეთს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.  ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ პალესტინის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.  ლიდერები ასევე განიხილავენ პალესტინაში შექმნილ ვითარებას.  ამასთან, გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.  17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ.  მანამდე ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  ქვეყნებს შორის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის მაისიდან დაიწყო.  

ისრაელის უშიშროების მინისტრმა პალესტინელების დროშის საჯაროდ გამოტანა აკრძალა

ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პოლიციას უბრძანა, საზოგადოებრივ ადგილებში პალესტინის დროშების გამოტანა აკრძალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.  ბენ-გვირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინელი პატიმარი, კარიმ იუნისი 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ჩრდილოეთ ისრაელში, მშობლიურ სოფელ არაში, პალესტინის დროშების ფრიალით მიესალმნენ. „დღეს მივმართე ისრაელის პოლიციას, საჯაროდ აღასრულოს „პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაციის“ ნებისმიერი დროშის გამოჩენის აკრძალვა, რომელიც - ტერორისტულ ორგანიზაციასთან იდენტიფიკაციას აჩვენებს და აღკვეთოს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი წამქეზებლური ქმედება“, - დაწერა ბენ-გვირმა Twitter-ზე. როგორც The Guardoan-ი წერს, ისრაელი ოდესღაც პალესტინის დროშად მიიჩნია მებრძოლი დაჯგუფების დროშა. მას შემდეგ, რაც ისრაელმა და პალესტინელებმა მოაწერეს ხელი შუალედური სამშვიდობო შეთანხმებების სერიას, რომელიც ცნობილია როგორც ოსლოს შეთანხმება, დროშა პალესტინის ხელისუფლების დროშად აღიარეს, რომელიც ღაზისა და დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ადმინისტრირებისთვის შეიქმნა.

ისრაელი იარაღის ტარებაზე რეგულაციებს ამარტივებს

პალესტინელების თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ზომები, რომლის თანახმად, ისრაელელებს იარაღის ტარების უფლება გაუმარტივდებათ. ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობის და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას. მინისტრთა კაბინეტი ზომებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ჯარების რაოდენობას გააძლიერებს“. „როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეებს აქვთ იარაღი, მათ შეუძლიათ, დაიცვან თავი”, - განუცხადა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა იერუსალიმის საავადმყოფოსთან შეკრებილ მედიას. 27 და 28 იანვარს იერუსალიმში ორი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, რასაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. 28 იანვარს კი, 13 წლის მოზარდმა ორი ადამიანი დაჭრა. საპასუხო ცეცხლით გაანეიტრალეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

უცხოური მედია: პალესტინაში, ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე მოკლეს

პალესტინის ქალაქ იერიქონში ებრაული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ცნობით, პალესტინელებმა ებრაულ დასახლებებში ორი პირი მოკლეს, რის შემდეგაც ისრაელის მოქალაქეები თავს დაესხნენ პალესტინურ სოფლებს და ათობით ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. „როიტერის“ ინფორმაციით, თავდასხმა საავტომობილო გზაზე მოხდა, რა დროსაც აშშ-ის მოქალაქის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. აშშ-ის მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები უცნობია.  

მსოფლიო სასურსათო პროგრამა დაფინანსების ნაკლებობის გამო, პალესტინელთა დახმარებას შეწყვეტს

მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) მომავალი თვიდან, 200 000-ზე მეტ პალესტინელისთვის სასურსათო დახმარებას „სახსრების მწვავე დეფიციტის“ გამო შეწყგეტს, განაცხადა ორგანიზაციის პალესტინელთა ტერიტორიების პროგრამის ოფიციალურმა პირმა 7 მაისს. „WFP-ს ესმის ამ გარდაუვალი და მძიმე გადაწყვეტილების შედეგები ასობით ათასი ადამიანისთვის, რომლებიც ასევე დამოკიდებულნი არიან სასურსათო დახმარებაზე - განაცხადა WFP-ის წარმომადგენელმა სამერ აბდელჯაბერმა.  გაეროს სააგენტო გააგრძელებს დახმარებას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე 140,000 ადამიანისთვის, აღნიშნა აბდელჯაბერმა და დაამატა, რომ პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.    

პალესტინის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტით ჩადის

პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 25 ივლისს თურქეთს ეწვევა. ის რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელებენ. მევლუთ ჩავუშოღლუ: პალესტინის მხარდაჭერა და ანკარის ურთიერთობა თელ-ავივთან, ორი განსხვავებული საკითხია  

ევროკავშირმა პალესტინელებისთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამა შეაჩერა

ევროპულმა კომისიამ პალესტინელებისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. „ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, - წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე. მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პალესტინის დახმარებისთვის მომავალი გადახდები დაუყოვნებლივ შეჩერებულია, ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.  

რუსული მხარის ცნობით, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა. მისივე თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს. „ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის,“ - განაცხადა ნოფალმა.  

საუდის არაბეთი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად მუშაობს

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს, ღირსეული ცხოვრების მიზნით მათი ლეგიტიმური უფლებების უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ მიაღწიონ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას. იტყობინება საუდის არაბეთის პრესის ოფიციალური სააგენტო. სალმანმა აბასს განუცხადა, რომ ყველა საერთაშორისო და რეგიონულ მხარესთან მუშაობს კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. „აბასი და ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, პოლიტიკური მეტოქეები არიან. აბასი ხელმძღვანელობს პარტია „ფათაჰს“, რომელიც დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს. ის ასევე არის პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის (PLO) ხელმძღვანელი. საუდის არაბეთის მხარდაჭერა პალესტინელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე ხდება. მოლაპარაკებები ისრაელს, საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობდა. მისი მიზანი რიადსა და თელ-ავივს შორის ურთიერთობების ნორმალიზება იყო. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონფლიქტის ესკალაციამ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს მძიმე დარტყმა მიაყენა. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუდის არაბეთმა პასუხისმგებლობას ესკალაციაზე ისრაელს დააკისრა,“ - წერს BBC. შეგახსენებთ, კონფლიქტის ფონზე, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. პალესტინის ელჩმა რუსეთში აბდელ ჰაფიზ ნოფალმა გამოცემა РБК-ს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ელოდებიან, რომ კრემლი ოფიციალურად გამოაცხადებს მოსკოვში აბასის ვიზიტის თარიღს. ნოფალის თქმით, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ პუტინის შეთავაზება იყო, რომ აბასს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოლაპარაკება მოსკოვში გაემართათ და პალესტინური მხარე ამას დათანხმდა, თუმცა შედეგი არ დამდგარა. ელჩის თანახმად, ამ ეტაპზე მოსკოვში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობს, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. პალესტინის ელჩი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარია მკვლელობის და ნგრევის შეჩერება. ნოფალის თქმით, ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ჰყავს მძევლად „ჰამასს.“ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი: ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თიურქმა განაცხადა, რომ ღაზაში ბლოკადის შემოღება საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, დაშავებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე. „ბლოკადის შემოღება, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს, რა დროსაც ისინი რჩებიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების გარეშე, აკრძალულია საერთაშორისო სამართლით,“ – განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა. მისი შეფასებით, ადამიანების გადაადგილებისა და მათთვის პროდუქტების შეზღუდვა ბლოკადის მოსაწყობად, უნდა იყოს გამართლებული სამხედრო საჭიროებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კოლექტიური დასჯის ტოლფასი. ადამიანის უფლებათა კომისარმა „გამოხატა ღრმა შეშფოთება იმის გამო, თუ როგორ გაიზარდა შაბათის შემდეგ სიძულვილის ენა და ძალადობის წაქეზება, რამაც გამოიწვია ანტისემიტიზმი და ისლამოფობია რეგიონში და გლობალურად.“„ჩვენ მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ შურისძიება არ არის გამოსავალი და საბოლოოდ, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იხდიან ფასს,” - განაცხადა თიურქმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული ყველა ვითარებაში. კომისარმა გავლენის მქონე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, გადადგან ნაბიჯები ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით. თიურკის თქმით, ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. „მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე.“ უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ ის „ღრმად შოკირებული და შეძრწუნებული იყო ბრალდებებით მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის შესახებ და, ზოგიერთ შემთხვევაში, პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების წევრების მიერ შემზარავი მასობრივი მკვლელობების შესახებ.“ „მოვუწოდებ პალესტინის შეიარაღებულ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ტყვედ ჩავარდა და დღემდე პატიმრობაში იმყოფება. მძევლების აყვანა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია,“ - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.  

გერმანია პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას აჩერებს, კრძალავს „ჰამასის“ მხარდამჭერ აქტივობებს

გერმანიის კანცლერმა პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის დაგმობისკენ მოუწოდა და პალესტინის ხელისუფლების დუმილს, "სამარცხვინო" უწოდა. ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს, რამდენად ეფექტურია და შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი ამ პროექტებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პალესტინის ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდება საგარეო დახმარების არარსებობის პირობებში. ”მაგრამ ჰამასის მებრძოლები, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს, ამაში დამნაშავენი არიან,” - განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ჰამასის თავდასხმა ირანის მხარდაჭერით მოხდა - „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ საზარელი თავდასხმის ორგანიზატორებს, ამავდროულად ჩვენ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰამასის ბოევიკები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის თქმით, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად განიხილავს. ასევე დაგეგმილია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შეხვედრა ყატარის ემირთან - "სამივე ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც „ჰამასის“ მიერ ჩადენილ მკვლელობებს აღნიშნავს, ან ისრაელის დროშას დაწვავს, კანონის წინაშე პასუხს აგებს. „ეს საშინელებაა. ჩვენ არ შევეგუებით ანტისემიტიზმს.“ - მიმართა შოლცმა ბუნდესტაგს. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ პრო-პალესტინური დაჯგუფება სახელად Samidoun-ის საქმიანობა აიკრძალება. მან ჯგუფის წევრები მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ისინი შაბათს ბერლინის ქუჩებში ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების აღსანიშნავად გამოვიდნენ და გამვლელებისთვის ტკბილეულის დარიგება დაიწყეს. გერმანია აკრძალავს „ჰამასისთვის“ სახსრების მოზიდვას და სხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს.  

ისრაელმა პატიმრობიდან 39 პალესტინელი გაათავისუფლა

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და ერთი არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის, დროებითი ზავის პირობებში მოხდა. „ცეცხლის შეწყვეტის „შეთანხმების პირველი დღის ვალდებულებების შესრულების ჩარჩოებში ვადასტურებთ 39 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებოდნენ,“ აცხადებს კატარის საგარეო უწყება. წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC  

ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ. „ჩვენთან არაერთი ქვეყანა მუშაობს, ცდილობს ფართო ერთიანობის მთავრობა შექმნას,“ - განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე მუშაობა აქტუალური ხდება, რადგან კონფლიქტი რეგიონში ვრცელდება. „ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ პალესტინის ერთიანობაზე ვიმუშაოთ და დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად მოდელებზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავის მხრივ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება. „არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა იმისთვის, რომ რეალური გადაწყვეტის გარეშე, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე, დავუბრუნდეთ იმას, რაც 7 ოქტომბრამდე იყო,“ - განაცხადა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინელების გენოციდისკენ მოწოდებებს ისრაელის ექსტრემისტული მთავრობა აკეთებს. „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ომი რაც შეიძლება მალე, როგორ გავათავისუფლოთ მძევლები და პალესტინელი პატიმრები, რათა დასავლეთ ნაპირზე არსებული პრობლემა გადავჭრათ,“ - აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 1992-1993 წლებში ნორვეგია ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რის შედეგადაც მხარეებმა 1993 წელს ოსლოს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

Axios: სახელმწიფო დეპარტამენტი პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების ვარიანტებს განიხილავს

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა, განიხილოს და წარმოადგინოს ვარიანტები, ომის შემდგომ პალესტინის სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების შესახებ. ამის შესახებ გამოცემა Axios-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა. ათწლეულების განმავლობაში აშშ არ აღიარებდა პალესტინას და ხაზს უსვამდა, რომ პალესტინის  სახელმწიფოებრიობა შეიძლება, მხოლოდ ისრაელთან პირდაპირი დიალოგით მიიღწეს.   საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა 7 ოქტომბრის შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისრაელთან პოტენციური ნორმალიზების შეთანხმება, პალესტინის სახელმწიფოსკენ რეალური ნაბიჯების გადადგმაზე იქნება დამოკიდებული. როგორც Axios- წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზებას, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზას უკავშირებს და ეს ომის შემდგომი სტრატეგიის ნაწილიცაა. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ვარიანტების განხილვა ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხიდან, რომელიც ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, "აშშ-ის დიდი ხნის პოლიტიკაა, რომ პალესტინის სახელმწიფოს ნებისმიერი აღიარება უნდა მოხდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა გაეროში ცალმხრივი აღიარებით. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა." სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.  

ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში მყოფ პალესტინელებს დეპორტაციისგან იცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში მყოფ პალესტინელებს მომდევნო 18 თვის განმავლობაში დეპორტაციისგან იცავს. Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილების მოტივად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პირობების გაუარესება სახელდება. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაახლოებით, 6000 პალესტინელს ეხება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ საზარელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო პასუხის შედეგად, ღაზაში ჰუმანიტარული პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და ჯო ბაიდენის აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ში მყოფ პალესტინელებს „დროებით უსაფრთხო თავშესაფარს“ მისცემს.  

პალესტინაში მთავრობა გადადგა

პალესტინის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადეს. „გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში სიტუაციის უპრეცედენტო ესკალაციისა და ღაზის სექტორში გენოციდისა და შიმშილის ფონზე,“ - აღნიშნულია მუჰამედ შტაიეს განცხადებაში. მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს დღეს წარუდგინა. როგორც ის აღნიშნავს, შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას მოითხოვს.