თეგი: პიკეტი

აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი პიკეტს შეუერთდა

26 სექტემბერს ჯო ბაიდენი მიჩიგანში გაფიცული მუშების პროტესტს მხარდაჭერით, აშშ-ის ისტორიაში გახდა პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც პიკეტს შეუერთდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კანონმდებლები და საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად გამოდიან გაფიცვებზე, რათა გამოხატონ სოლიდარობა ამერიკელი მუშაკების მიმართ, მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან ამის გაკეთება უპრეცედენტოდ ითვლება. ბაიდენი საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების (UAW) წევრების მოსანახულებლად, UAW-ს პრეზიდენტმა, შონ ფეინმა მიიწვია. ბაიდენმა აღნიშნა, რომ გაფიცულები ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას და სხვა შეღავათებს იმსახურებენ. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი 27 სექტემბერს მიჩიგანში პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარებას აპირებს. „ჯო ბაიდენს საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების მონახულების სურვილი არ გასჩენია, ვიდრე არ გამოვაცხადე, რომ მათთან მიჩიგანში ჩასვლას ვაპირებდი," - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. 2020 წელს UAW-ის მხარი ბაიდენს ერგო, თუმცა, ჯერ უცნობია ვის მიემხრობა პროფკავშირების გაერთიანება 2024 წლის არჩევნებში.