თეგი: პირბადე

იტალიაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის

იტალიაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის. უცხოური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და შიდა სივრცეებში. ცნობისთვის, იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა. 

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს. EASA-ს აღმასრულებელი დირექტორის, პატრი კის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების კუთხით.  „შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ჯამში შეესაბამება მთელი ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით“,- განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა.  შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება

20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. „კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.