თეგი: რუსები

სუს-ი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო კონტროლს ექვემდებარება

ქვეყანაში შემოსული რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სუს-ში აცხადებენ, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეების ე.წ. მასიური და უკონტროლო შემოდინების შესახებ. მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნებულია მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეჩერდეს.  სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ „უნდა შეჩერდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში ვიზიტი, ესაა პრივილეგია და არ აქვს კავშირი ადამიანის უფლებებთან“, - დაწერა კალასმა Twitter-ზე.  ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ესტონეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეჩერებულია. „რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს გასცემენ, მთელი სიმძიმე რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე - ფინეთზე, ესტონეთსა და ლატვიაზე ნაწილდება“, - ამბობს კალასი.  „დროა შევაჩეროთ რუსეთიდან ტურიზმი“, - განაცხადა კაია კალასმა.  ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს პეტიციას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, უკრაინაში შესვლა 50 წლით აეკრძალებათ - მედია    

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს.    „ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების სრული აკრძალვა არ არის კარგი იდეა. არ მგონია, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა რამეს გვიშველის და არა მგონია, რომ ამ იდეას [ევროკავშირში] ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ბორელმა.  ამასთან, ბორელი მართებულად მიიჩნევს ვიზების გაცემის უფრო შერჩევითი მიდგომის დანერგვას. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია „გადახედოს მიდგომას  რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის ვიზების მიცემის თაობაზე. კერძოდ, არ მისცენ ვიზები რუს ოლიგარქებს“. ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა, მხარი დაუჭირონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რის შესახებაც სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times წერს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, 30-31 აგვისტოს, პრაღაში გაიმართება. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

ალექსანდრე დარახველიძე: ე.წ. ჭკვიანი კამერები აღიქვამს რუსულ ნომრებს, თუმცა სირთულეს ქმნის ის, რომ ჯარიმა საცხოვრებელ მისამართზე უნდა გაიგზავნოს

ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს რუსულ ნომრებს, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. შსს: ლარსის საბაჟო პუნქტზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა „ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს ამ ნომრებს და ხდება ფიქსირება და დაჯარიმება, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის. რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და ეფექტური აღსრულება მოხდეს. თუმცა ის, რომ „ჭკვიანი კამერები“ რუსულ ნომრებს ვერ აფიქსირებს ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, აფიქსირებს და ახდენს დაჯარიმებას. საუბარია აღსრულების მექანიზმების დახვეწაზე. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს დარახველიძე. რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

ესტონეთის ხელისუფლებამ, ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსებსა და ბელორუსებს, იარაღის ფლობის ნებართვა გაუუქმა

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლაური ლაენემეცის თქმით, მთავრობამ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იარაღის ფლობაზე ნებერთვას, ესტონეთში მყოფ 1300-ზე მეტ უცხოელს, მათ შორის რუსებსა და ბელორუსებს გაუუქმებს.  გადაწყვეტილება შეეხება 683 უცხო ქვეყნის მოქალაქესა და 595 „ნაცრისფერი პასპორტის“ მფლობელს, შესაბამისი გადაწყვეტილება პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. იარაღის ჩასაბარაებლად მათ ერთი წელი ექნებათ და თუ ამას საკუთარი ინიციატივით არ გააკეთებენ, ამ საკითხზე პოლიცია იზრუნებს. გადაწყვეტილება ეხება იურიდიულ პირებსაც - იარაღის ფლობა აეკრძალებათ ფირმებს, რომელთა საბჭოშიც შედიან პირები, რომლებსაც იარაღის ფლობა ეკრძალებათ.  რუხი პასპორტები აქვთ ესტონეთის მოქალაქეობუს არ მქონე პირებს, მაგრამ ესტონეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ადამიანების სტატუსს არეგულირებს ესტონეთის რესპუბლიკის 1993 წლის კანონი „უცხოელთა შესახებ“. ეს ადამიანები, სსრკ-ს ყოფილი მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხოვრობდნენ ესტონეთის ტერიტორიაზე და ქვეყნის მოქალაქეობა სსრკ-ს დაშლის შემდეგაც არ მიიღეს.   

მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში, საქართველოში 9 500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც  2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია.  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდ 135 მლნ დოლარი გამოიგზავნა "მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 11%-ით გაიზარდა ხოლო რუსეთიდან იმპორტი 73%-ით. ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარით). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ქვანახშირის და კოქსის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა", - ვკითხულობთ კვლევაში.  

ნამდვილად არ ვაპირებთ, შევიცვალოთ დამოკიდებულება უკრაინის მიმართ - თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. როგორც თალაკვაძემ განმარტა, ასეთი ტიპის შეფასებები აცილებულია რეალობას, ვინაიდან, საქართველოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. „ეს ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა უკრაინაში, საქართველოში და საზღვარგარეთად ძალიან კარგად იციან. გვაქვს კარგი თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან უკრაინის რადაში და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, ბევრიც წინ გვაქვს და დაგეგმილია ასევე არაერთი პროექტი, ამიტომ ამ ფონზე, ჩემთვის ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა კასიანოვს თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გაეგრძელებინა, რაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. ეს განცხადება უფრო პოლიტიკურ შეფასებასა და პოლიტიკურ განცხადებას გავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას. მესმის, ის არ არის ელჩი, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლამდე ის წარმოადგენს საელჩოს. იმედი მაქვს, ახალი ელჩი როდესაც შეუდგება საქმიანობას, ამ ტიპის დისონანსები მომავალში მაქსიმალურად იქნება დარეგულირებული და გამორიცხული, რადგან მეგობრობა ეფუძნება სამართლიან ურთიერთობებს. როდესაც ასეთი ტიპის საყვედურებს ვისმენთ, ეს ნამდვილად არ მიგვაჩნია სამართლიანად, თუმცა რა თქმა უნდა, საქართველო თავის პოლიტიკასა და თავის მხარდაჭერას არ შეცვლის უკრაინის მიმართ, თუნდაც ბატონი კასიანოვის განცხადების გამო. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ომი დასრულდება და მშვიდობიანი დღეები დაბრუნდება, უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის საზოგადოება კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასებს იმას, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მეგობრისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.  

2022 წელს ქართულ ბანკებში ახალი ანგარიში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა

2022 წელს საქართველოს ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა ახალი ანგარიში. ამის შესახებ ინფორმაციას bpn ეროვნული ბანკის მიერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილი ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. "გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან,“ - ნათქვამია სებ-ის მიერ ინფორმაციაში.  

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაუზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს უცხოელების მიერ განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა გაეზარდათ. „ფინანსურმა კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, თუ წინა წელს აღნიშნული თანხები ბანკების მიერ ძირითადად ლიკვიდურ აქტივებში ინახებოდა, 2023 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა ამ თანხების გამოყენება ძირითადად სხვა, შედარებით ძვირი რესურსის გასტუმრებისთვის. ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას შესაძლოა დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.