თეგი: სომხეთი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რუბენ სადოიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და გამოთქვა იმედი, რომ სამომავლო თანამშრომლობაც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით და გამოხატეს ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.

Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ

Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ. თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, სტამბოლსა და ერევანს შორის ორმხრივი ჩარტერული ფრენები 2 თებერვალს განახლდა. პირველ მგზავრებს ყვავილებითა და შოკოლადებით დახვდნენ. ზვარტნოზის აეროპორტმა პირველი რეისი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ორ თებერვალს, 02:20 საათზე მიიღო. რეისი Pegasus Airlines-მა შეასრულა. 2020 წლის თებერვალში თურქეთის ავიაკომპანია Atlasjet-ის გაკოტრების შემდეგ, თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი ფრენები არ განხორციელებულა. ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს სომეხთა გენოციდის, სომხეთის მიერ ყარსის ხელშეკრულების არცნობის და თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერის საკითხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისას, თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს „ციურიხის ოქმებს“ 2009 წელს, მაგრამ ვერ მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში. ორმხრივმა ურთიერთობებმა ნორმალიზაციის თვალსაზრისით ცოტა ხნის წინ, ახალი განზომილება შეიძინა. თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სერდარ კილიჩმა და რუბენ რუბინიანმა 14 იანვარს გამართეს პირველი შეხვედრა მოსკოვში, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებდნენ მოლაპარაკებებს წინაპირობების გარეშე, რაც მიზნად ისახავს ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში კიდევ ერთი დადებითი კონტურია, რომ სომხეთი თურქულ იმპორტზე ემბარგოს აუქმებს.  ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სავარაუდოდ, მარტში, თურქეთის ყოველწლიურ ანტალიის დიპლომატიის ფორუმს დაესწრება, თუმცა სომხეთს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

უცხოური მედია: აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა

აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაცემული სამხედროების ნაწილი 2021 წლის 16 ნოემბერს დააკავეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთის გადაკვეთისას. ამასთან, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამ ნაბიჯის საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი ომის დროს დაღუპული აზერბაიჯანის სამხედროების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი სავარაუდო დაკრძალვის ადგილების შესახებ.

თურქეთში ჩატარებული გამოკითხვით, საქართველო მეგობარი ქვეყნების სამეულშია

თურქეთის მიერ მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკის მიუხედავად, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავარ საფრთხედ სწორედ იმ ქვეყნებს აღიქვამს, რომლებთანაც ანკარა დიალოგის განვითარებას ცდილობს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკური უნივერსიტეტის მიერ სომხეთში შარშან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თავის მხრივ სომხეთში ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თურქეთს მიიჩნევენ. სტამბულის კადირ ხასის უნივერსიტეტის მიერ ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61%-მა საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე სომხეთი დაასახელა. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. 2020 წელს სომხეთს ყველაზე დიდ საფრთხედ 59%-ი, ხოლო 2019 -ში კი 46 %-ი მიიჩნევდა. სომხეთის შემდეგ საფრთხედ მიჩნეული ქვეყნების პირველ ხუთეულში შედიან ისრაელი, აშშ-ი, ერაყი და კვიპროსი. ყველაზე მეგობრულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდიან ჩრდილოეთ კვიპროსი და საქართველო.

ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა.  სომხური მედიის ცნობით, შეხვედრას სომხეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალენ სიმონიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰაკობ არშაკიანი ესწრებოდნენ.უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სომხეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს

სომხეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Armenpress-ს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა განუცხადა. „ჩვენი სურვილია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები დიპლომატიური დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება ჩვენს დღის წესრიგში არ დგას“, - აცხადებს სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ანტალიაში, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან გამართულ მოლაპარაკებებს „ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული“ უწოდა. „განვიხილეთ ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის გზაზე. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. სომხეთისა და თურქეთის ამ ნაბიჯებს პოზიტიური შეფასება აქვს აზერბაიჯანის მხრიდანაც, ბაქო მხარს უჭერს ამ პროცესს. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ყველა მხარის ინტერესებში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრაზე „არასაკმარისი რეაგირების“ გამო აკრიტიკებს

სომხეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ვაჰაგნ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. დეტალებზე საუბარს ხაჩატურიანი მოგვიანებით გეგმავს.  ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს გადადგომიდან არა უადრეს 25 და არა უგვიანეს 35 დღისა. პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს შვიდი წლის ვადით. ვაჰაგნ ხაჩატრიანს 1992-1996 წლებში ერევნის მერის თანამდებობა ეკავა. 1995-1999 წლებში პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 1996-1998 წლებში - პრეზიდენტის მრჩეველი. 2000 წელს მან დააარსა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრი. ხაჩატურიანი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის 4 აგვისტოს. სომხეთის პრეზიდენტი 23 იანვარს გადადგა.

სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა

სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა. ეკონომისტმა და ვეტერანი პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარს ეროვნული ერთობის გაძლიერებას. ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ ბოიკოტი გამოუცხადა. საინაუგურაციო გამოსვლაში ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად მუშაობას იწყებს მწვავე პერიოდში, გართულებული რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევების ფონზე. „მომსწრენი ვართ სწრაფად ცვლადი გეოპოლიტიკური განვითარებებისა, რომელთა შედეგადაც ტრანსფორმირდება ამჟამინდელი გლობალური უსაფრთხოების სისტემები. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვესაჭიროება სიბრძნე, თავდაჯერება, სტაბილურობა და ერთიანობა", - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების ცნობით. 62 წლის ხაჩატრიანი პროფესიით ეკონომისტია, 1992-1996 წლებში, ლევონ ტერ-პეტროსიანის პრეზიდენტობის პერიოდში, ის ერევნის მერი იყო. ხაჩატრიანი ტერ-პეტროსიანის მოკავშირედ რჩებოდა, ვიდრე გასული წლის აგვისტოში დათანხმდებოდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წევრობას. ამავე თემაზე სომხეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზების პირობას დებენ

თურქეთმა და სომხეთმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ურთიერთობების ნორმალიზებას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოლაპარაკებებს „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა. სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ასევე მხარს უჭერს ნორმალიზების პროცესს. სომხეთსა და თურქეთს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, დახურულია სახმელეთო საზღვარი, მაგრამ დეკემბერში, ორმა ქვეყანამ დანიშნა სპეციალური ელჩები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ორი წლის განმავლობაში პირველი კომერციული ფრენები თებერვლის დასაწყისში განახლდა თურქეთსა და სომხეთს შორის. 13 მარტს, სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარს ეროვნული ერთობის გაძლიერებას. პროფესიით ეკონომისტი ხაჩატრიანის ინაუგურაცია პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ გამოუცხადა. ასევე წაიკითხეთ ანტალიაში, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად

"სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად და საზღვრების გასახსნელად", - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქულ სამთავრობო მედიასთან თქვა. "სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს და გახსნას საზღვრები. მოხარული ვიყავი, როდესაც თურქული მხარისგან გავიგე, რომ იგივე პოლიტიკური ნება მათაც გააჩნიათ... მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი სიტუაციის ფონზე, მჯერა, რომ არ უნდა დავაყოვნოთ სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სომხეთი: აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია და ერთი სოფელი დაიკავა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს კონტაქტის ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა აკონტროლებდა. დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანი. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა შეთანხმება რუსეთის პასუხისმგებლობის ზონაში დაარღვია. „აზერბაიჯანის ეს აგრესიული მოქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფიციალური ბაქო განაგრძობს 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმადაც, უნდა შემწყდარიყო დაპირისპირება და მხარეები უნდა დარჩენილიყვნენ მათ მიერ უკვე დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო კონტაქტის ხაზზე რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგებულიყვნენ. მოველით, რომ რუსი სამშვიდობო ძალები, რომელთა პასუხისმგებლობის არეშიც მოხდა პროვოკაცია, გადადგამენ ნაბიჯებს, რათა აზერბაიჯანული ძალები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე“, –  ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2020 წელს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი მოიპოვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი.

მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.  გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.  ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. 

დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა

დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და მათი განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე.

აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატ, მიხაილ დელიაგინზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. აზერბაიჯანის პროკურატურის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე მიხაილ დელიაგინის წინააღმდეგ საქმე შემდეგი მუხლების მიხედვით აღიძრა: 101.2 მუხლი – ღია მოწოდებები აგრესიული ომის გაჩაღებისკენ; 214.2.3 მუხლი – ტერორიზმი ცეცხლსასროლი იარაღისა და იარაღად გამოყენებადი საგნების გამოყენებით; 283.2.1 და 283.2.2 მუხლები – ეროვნული, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გაღვივება.  ვიდრე აზერბაიჯანის პროკურატურა დელიაგინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა მან  რამდენიმე რით ადრე Россия-1-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა "დაესაჯა" ბაქო, რომელიც "პასუხისმგებელია მთიან ყარაბაღში სიტუაციის მორიგ გამწვავებაზე". მისი თქმით, საჭირო იყო აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა.  26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.  გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.  ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. 

ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდებიან

ყარაბაღში ბოლო პერიოდის დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 6 აპრილს, ბრიუსელში შეხვდებიან.  მხარეები ასევე შეხვდებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.  ორი ქვეყნის ლიდერი ისაუბრებს მთიანი ყარაბაღის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე.  26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს.  გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.  სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.  ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.  ასევე წაიკითხეთ  აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

შალვა პაპუაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 5-6 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართავს. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ

რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ვიცით, რომ საქართველოს პრემიერს აქვს ძალიან მჭიდრო ნდობითი ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან და ამან თავისი შედეგებიც გამოიღო, მოხდა შეთანხმება ნაღმების რუკის გაცვლასთან დაკავშირებით, ასევე, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ მხრივ შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება, ნდობითი ურთიერთობების აღდგენის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ქართველ და სომეხ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს.

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშუალებს

"6 აპრილს სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, თოვუზ აღდამში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით", - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები მიიღო. ერევანში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. „სომხურ მხარეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია, ის სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

სომხეთმა, რომელიც ბუნებრივ გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, მომწოდებელთან ანგარიშსწორება აშშ დოლარის ნაცვლად რუსული რუბლით დაიწყო. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე შესყიდვა რუბლში განახორციელეს. „რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით შესაბამისი კურსის მიხედვით განხორციელდა. ფასწარმოება დოლარშია, მაგრამ გადახდა რუბლით ხორციელდება“, - განუცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა რუსულ მედიას. 2021 წელს სომხეთმა რუსეთიდან $414 მილიონის ღირებულების ბუნებრივი გაზი და $270 მილიონის ნავთობპროდუქტები შეისყიდა. სომხეთის ხელისუფლება პირველია, რომელმაც რუსული გაზის რუბლში შესყიდვის შესახებ განაცხადა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა „არმენპრესი“ იტყობინება. როგორც ცნობილია, აეროპორტში ფაშინიანს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო დახვდა. სომხური მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.  

ირაკლი შოთაძე სომხეთში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს დელეგაცია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით სომხეთში იმყოფება. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის გენერალურ პროკურატურაში სამშაბათს გაიმართა ორი ქვეყნის გენერალური პროკურორების შეხვედრა. სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტურ დავტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გენერალურ პროკურატურებს შორის ნდობის მაღალი დონე საშუალებას იძლევა, გადაიჭრას გადაუდებელი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთსამართლებრივ დახმარებასთან და ექსტრადიციის პროცესებთან. მთიანი ყარაბაღის ომის ფონზე ქართული მხარის წვლილი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში განსაკუთრებით გამახვილდა. თავის მხრივ, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხების ძმობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვაჭრობა და ორმხრივი ვიზიტები დინამიკურად იზრდება და საქართველო სომხეთს რეგიონში მნიშვნელოვან საყრდენად განიხილავს. შოთაძემ ასევე მიიწვია დავტიანი საქართველოში, სექტემბერში, დედაქალაქ თბილისში პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. შეხვედრის შედეგად არტურ დატთიანმა და ირაკლი შოთაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სომხეთისა და საქართველოს პროკურატურებს შორის თანამშრომლობის შესახებ.  

მოსკოვი და ერევანი ურთიერთობებს აღრმავებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „შეშფოთება გამოთქვეს რიგი ქვეყნების მიერ ცალმხრივი სანქციების დაწესების გამო“. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაში, რომელიც მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ფაშინიანმა და პუტინმა საერთო ინტერესების ფარგლებში, საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და რეგიონული თემები განიხილეს. „გაცვალეს მოსაზრებები პოლიტიკურ, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებზე, ასევე ორმხრივი ფართო დღის წესრიგის შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს განზრახვა ხელი შეუწყონ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთისა და სომხეთის პროვინციებსა და რეგიონებს შორის. მიაღწიეს შეთანხმებას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარების წახალისების შესახებ. პუტინმა და ფაშინიანმა აღნიშნეს რეგულარული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა. ამ კუთხით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის აქტუალურობა და მნიშვნელობა, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გაამყაროს ორმხრივად მომგებიანი პოლიტიკური კონტაქტები, გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესები ევრაზიის რეგიონში, უზრუნველყოს სამხრეთ კავკასიაში საკითხების მოგვარება და სტაბილურობის გაზრდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოსკოვსა და ერევანს შორის ბიოუსაფრთხოების საკითხებში მიღწეული შეთანხმებების შემდგომი განხორციელების მნიშვნელობას (...). დადასტურდა, რომ ორი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნება გამოყოფილი მესამე ქვეყნების მიერ გამოსაყენებლად ბიოუსაფრთხოებაში ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განსახორციელებლად. მხარეები ინარჩუნებენ საერთო მიდგომებს საერთო წარსულის მიმართ და გამოთქვეს განზრახვა, განაგრძონ ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალისხმევა რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ნეონაციზმთან, ასევე ეროვნების, ენის ან რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

29-30 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ვიზიტის მიმდინარეობისას, დღის განმავლობაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან.„ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.    

ილია დარჩიაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათივე ცნობით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის ტრადიციულად კეთილმეზობლური კავშირები, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს მაღალი დონის შეხევდრების და ვიზიტების ურთიერთგაცვლა. მინისტრები მიესალმნენ საქართველო-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს საიუბილეო თარიღის სათანადოდ აღნიშვნას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ, ვაჭრობის მიმართულებებს და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ამოქმედების მნიშვნელობას, მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მიმართონ ძალისხმევა, მათ შორის ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომების სისტემატიურად ჩატარების საკითხზე, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი. დადებითი შეფასება მიეცა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას და განსაკუთრებით ბოლო წლებში ამ მხრივ არსებულ პოზიტიურ დინამიკას, მინისტრები შეთანხმდნენ ტურიზმის მზარდი ნაკადების გათვალისწინებით იმუშაონ  დამატებითი ხელმშემწყობი მექანიზმების ამოქმედების კუთხით. ასევე დადებითად იქნა შეფასებული საქართველოსა და სომხეთის კავშირები კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით. შეხვედრაზე მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდრო ორმხრივი კონტაქტების შენარჩუნებასა და ქვეყნებისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. შეხვედრის შემდგომ გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადებები პრესასთან. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გვირგვინით შეამკო ეროვნული მემორიალი.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და მთავრობის მეთაურების შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები და ამ მიზნით განსახორციელებელი ქმედებები. ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და სომხეთის პრემიერი მიესალმნენ დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლის იუბილეს და ხაზი გაუსვეს მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა მზაობა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებებისა და საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. ამ კონტექსტში, ქართული მხარის მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე მონაწილე დააკავეს

ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე  დააკავეს. ადგილობირივ მედია პოლიციის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც ისჯება ჯარიმით (სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლი). ოპოზიცია ერევნის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციას მართავს, რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია. პოლიციამ News.am-ს განუცხადა, რომ „დილიდან ქალაქში 30-მდე ქუჩა იყო გადაკეტილი, თუმცა სამართალდამცველებმა მოძრაობა სწრაფად აღადგინეს“. აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს მოძრაობა ერევნის ცენტრში მთავარ გამზირებსა და ქუჩებზე, იტყობინება „ინტერფაქსის“ კორესპონდენტი. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობაში ადანაშაულებს. ფაშინიანის ოპონენტები ამბობენ, რომ მას აქვს განზრახვა, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. ასევე წაიკითხეთ ექსკლუზიურად Europetime-სთვის - ექსკლუზიური რეპორტაჟი ყარაბაღიდან

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა. დეკლარაციას, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის მომავალი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის პრინციპებს განსაზღვრავს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დეკლარაციის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვისათვის დროში გაწერილი გეგმის საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. გეგმის შემუშავება რატი ბრეგაძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს დაავალა. „ჩვენი სიტყვა ასოცირებულია შესრულებასთან. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად და დროსთან ადეკვატურად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. კარენ ანდრესიანმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება ყველა იმ სფეროში, რომელთაც ერთობლივი დეკლარაცია მოიცავს. „ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება“, − განაცხადა მან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის ქართველი კოლეგების ჩასვლას სომხეთის რესპუბლიკაში. დეკლარაციის თანახმად, სამართლებრივ სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქართული ინოვაციების − PROBBOX-ისა და მობილური იუსტიციის სახლების − მოდელის დანერგვას სომხეთში; ერთობლივი ტრენინგების და პრაქტიკების გზით ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას, პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში მეზობელი ქვეყნისათვის დახმარების გაწევას, სანოტარო აქტების ნამდვილობის დადასტურების, აგრეთვე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ერთობლივი მექანიზმების შემოღებას. ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.    

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. შევედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით, საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის. საუბარი შეეხო პრემიერის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ქვეყანა უკრაინელ ხალხს უწევს. შეხვედრისას ითქვა, რომ წლევანდელი წელი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული კავშირებისთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი არშაკ მუსახანიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.  

ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი გააცნო. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესების განხილვას დაეთმო. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე, რეგიონული დიალოგის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის თუ სხვა მიმართულებით. ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა უსაფრთხოების მიმართულებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი - გივი თუმანიშვილი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე - გიორგი ღიბრაძე, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი- არშაქ მუსახანიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი - რუბენ სადოიანი. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა  

მოსკოვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტიზაციის საკითხის განხილვაში ჩაერთო

ტაჯიკეთში, 12 მაისს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში მომავალ კვირას კომისიის შეხვედრა დაიგეგმა, სადაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტიზაციის საკითხი განიხილება. ამის შესახებ რუსული მედია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანზე დაყრდნობით წერს. „მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან შევთანხმდით, საზღვრის დელიმიტიზაციის კომისიის შექმნაზე. ამასთან, ვგონებ მიღწეულია შეთანხმება რუსეთის ვიცე-პრემიერთან ალექსეი ოვერჩუკთან, რომ 16-17 მაისს, მოსკოვში ამ საკითხებზე კომუნიკაციის მიზნით შეხვედრა იგეგმება. ამასთან, მოსკოვში მხარეები ზაერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტიზაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზეც ილაპარაკებენ“, - ამის შესახებ ტაშკენტში, არარატ მირზოიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. ცნობისათვის, ბრიუსელში 6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის შეხვედრისას გადაწყდა, ბაქოსა და ერევანს შორის ორმხრივი კომისიის შექმნის საკითხი, საზღვრის დელიმიტიზაციისთვის. კომისიის პირველი სხდომა აპრილის ბოლოს უნდა გამართულიყო.

რუსეთიდან წამოსული Shell-ი, სომხეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელს ხსნის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ენერგოკომპანია Shell, რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ, საქმიანობას სომხეთში იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის გიგანტი ამიერკავკასიის ქვეყანაში „ახალი ხარისხისა და სტანდარტების“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გახსნას აპირებს. ცნობილია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ნიდერლანდებში გასულ კვირას ვიზიტისას შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რომელთა შორის იყო Shell-ის წარმომადგენელი, აღნიშნავს გამოცემა. შეგახსენებთ, რომ Shell-მა 8 მარტს რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 

რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს

სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. ამის შესახებ სომხური მედია, რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩზე ედმონ მარუკიანზე დაყრდნობით წერს. ედმონ მარუკიანის ინფორმაციით, პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე პასუხობს აზერბაიჯანული მხარის წერილს, რომელიც მათ 11 მარტს გადაეცათ. რაც შეეხება მეორე პუნქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით მარუკიანმა განაცხადა: „როგორც გახსოვთ, იქ აზერბაიჯანი ამბობს, თქვენ არ უნდა გქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ მიმართ. ჩვენ კი ვამბობთ, მომისმინე, ძმაო, შენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს და არ გვქონია. თავდაპირველად, სომხეთის ყველა ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს. მასში ნათქვამია, რომ 1991 წლის 8 დეკემბერს, დსთ-ის შექმნის შესახებ აზერბაიჯანთან ერთად შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა 1992 წლის 18 თებერვალს. ანუ, იმ დროს, როდესაც ხელი მოვაწერეთ, ამ სტრუქტურაში გაწევრიანებით ჩვენ ორმხრივად ვაღიარეთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები“. ამასთან, მისი თქმით, მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, ასევე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხები. მარუკიანმა დაამატა, რომ მეოთხე პუნქტში სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებებში დაფიქსირებულ ვალდებულებებს. „და რა არის ეს ვალდებულებები – სამხედრო ტყვეების დაბრუნება, გზების განბლოკვა, რასაც აზერბაიჯანი აჭიანურებს“, – განაცხადა მარუკიანმა და დაამატა, რომ სომხური მხარე ამ პუნქტით განმარტავს, რომ იგი აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, ხოლო აზერბაიჯანი – არა. მისივე ინფორმაციით, მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ სომხური მხარე მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე. „ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც არსებობს თავიდანვე. ანუ, ერების თვითგამორკვევის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები და თავისუფლებები აქ არის დაფიქსირებული“, – განმარტა მარუკიანმა. მისივე თქმით, სომხური მხარე მეექვსე პუნქტის შესახებ იტყობინება, რომ შესაბამისი მოლაპარაკებებისთვის სომხეთმა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

ფაშინიანი რუსეთს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთს სამუშაო ვიზიტით 16 მაისს გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი მოსკოვში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს (ОДКБ) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი. მოსკოვი და ერევანი ურთიერთობებს აღრმავებენ ფაშინიანი ბოლო ერთ თვეში მოსკოვს უკვე მეორედ ეწვევა.  

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს

17 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს. პოლიციის პრესსამსახური განმარტავს, რომ აქციაზე მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ დღეს, 08:00 საათიდან, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ.

ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე 352 ადამიანი დააკავეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს 352 ადამიანი დააკავეს. როგორც ცნობილია, ყველა დემონსტრანტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ. ამ ეტაპზე, პოლიცია მოძრაობის აღდგენას ცდილობს. 17 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 286 ადამიანი დააკავეს.  

ილჰამ ალიევი: მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას

აზერბაიჯანის პოზიცია სომხეთთან მიმართებით ღიაა. ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას და მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. ალიევმა განაცხადა, რომ გიტანას ნაუსედა ბაქოს შემდეგ, ერევანში გაემგზავრება. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ თქვენ ჩამოგიყალიბდებათ სრული წარმოდგენა. მაგრამ ჩვენი პოზიცია უკიდურესად ნათელია. ჩვენ გვსურს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და მტრობის გვერდის გადაფურცვლა“,- განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

სომხეთმა, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისია დააკომპლექტა

სომხეთმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის შემადგენლობა ჩამოაყალიბა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს როგორც Trend იუწყება სომხურ მედიაზე დაყრდნობით, ამის შესახებ რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „კომისიის შემადგენლობა მზად არის, ვფიქრობ, როცა დრო დადგება, სამუშაო ჯგუფი გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა მან. სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის ბრძანებაშია ნათქვამი. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს კომისიას ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი უხელმძღვანელებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორშაბათს, 23 მაისს, ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“. ერთი დღით ადრე ბრიუსელში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის მონაწილეობით. მოლაპარაკების შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სასაზღვრო კომისიების პირველი სხდომა, რომლის დროსაც განიხილება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხები. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა

ბლინკენი ფაშინიანს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მდივანმა ბლინკენმა შესთავაზა შეერთებული შტატების დახმარება საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის მცდელობებში და წაახალისა პროგრესი რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარებისთვის. ხაზი გაუსვა ორმხრივი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში გამოწვევების გადასაჭრელად და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ევროკავშირის შუამავლობით გამართული საუბრებისთვის. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა მდივანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მნიშვნელობას მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფართო რეგიონისთვის“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პირველი სომხური თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვეს

სომხეთის პირველი თანამგზავრი ორბიტაზე ამერიკული კომპანია SpaceX-ის რაკეტით გაუშვეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.  ფაშინიანის თქმით, ეს სომხურ კომპანია Geokosmos-სა და ესპანურ კომპანია SATLANTIS-ის თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. თანამგზავრს კლიმატის ცვლილების მონიტორინგისთვის, საზღვრის კონტროლისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვისთვის გამოიყენებენ. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ 2023 წლის ბოლომდე სომხეთში სატელიტური მართვის ცენტრი და მიმღები სადგური შეიქმნება.   

სომხეთმა სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის ექსპორტი აკრძალა

სომხეთში ხორბლის, მესლინის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და წიწიბურას ექსპორტზე 6-თვიანი აკრძალვა დაწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება 26 მაისს სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. აღნიშნულია, რომ ადგილობრივი წარმოების გამო სომხეთი ამ პროდუქტზე ბაზრის შიდა მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ძირითადად, იმპორტითაა განპირობებული. აკრძალვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება. ევრაზიული კავშირის წევრები არიან სომხეთი (2015 წლის 2 იანვრიდან); ბელორუსი (2015 წლის 1 იანვრიდან); ყაზახეთი (2015 წლის 1 იანვრიდან); ყირგიზეთი (2015 წლის 12 აგვისტოდან); რუსეთი (2015 წლის 1 იანვრიდან).

შალვა პაპუაშვილი სომხეთს რესპუბლიკის დღეს ულოცავს

მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1918 წელს გამოცხადდა. დაე, საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა გახდეს ხანგრძლივი რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი“, – წერს პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

თბილისს ხვალ სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ხვალ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება. დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით, შეხვედრა და მედიისათვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.    სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.  

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულვებელყოფა გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება. პრეზიდენტის განცხადებით, ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ქვეყნისთვის და ასევე, რეგიონისთვის ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს. „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება. სუვერენობის უგულვებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც დღეს რეფერენდუმის სახით ახალი მუქარა ემატება, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის. თუმცა, ამავე დროს, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ ყოველი მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი რეგიონის მომავალი ამავე დროს, მჭიდროდ დამოკიდებულია მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობას მივესალმებით. ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზე ამ რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება არის დამოკიდებული და ამ მშვიდობის დამყარებაზე დამოკიდებულია ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომელიც ამ რეგიონს ეხება და მას სამომავლოდ ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტები: რა საკითხები განიხილეს სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა

ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰანგ ხაჩატურიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. ამასთან, სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განიხილეს ვაჭრობის სფეროში არსებული თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 170.49 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ხაზი გაესვა, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ტატევიკ კარაპეტიანი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.  

ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული

სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული წინადადებები ასევე, ერთმანეთის საზღვრების მიმართ ქვეყნების ურთიერთპატივისცემას მოიცავს, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს გლობალური ფორუმის გახსნაზე (საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „მოხარული ვართ, რომ სომხეთის მთავრობამ ეს ხუთი პრინციპი მიიღო“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ახლა მთავარია მხარეებმა ამ მიმართულებით პრაქტიკული მუშაობა განახორციელონ. „აზერბაიჯანში უკვე შექმნილია კომისია საზღვრის დელიმიტაციისთვის. სომხეთისგანაც იგივე ნაბიჯს ველით", - განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.  

აზერბაიჯანმა სომხეთს 1 713 სამხედროს ნეშტი და 159 ტყვე გადასცა - სახელმწიფო კომისია

აზერბაიჯანმა, სომხურ მხარეს 44-დღიან ომში დაღუპული 1713 სომეხი სამხედროს ნეშტი გადასცა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, აზერბაიჯანის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მძევლების საკითხთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაგიევმა განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ასევე სომხეთს აზერბაიჯანმა 159 ტყვე გადასცა. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.

ბაქო სომხეთის ტერიტორიიდან მორიგი დაბომბვის შესახებ აცხადებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მორიგი დაბომბვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ლაჩინისა და იელიჯ კალბაჯარის რაიონებში, მინკენდის დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაძაბულობა 21 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ „მიიღო ადეკვატური ზომები“. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.  

თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ

1-ელ ივლისს ვენაში, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის სერდარ კილიჩისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, რუბენ რუბინიანის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. მხარეები, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ და ამ კუთხით საჭირო პროცედურების დაჩქარებას გეგმავენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ტვირთების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირება. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სხვა შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად და დაადასტურეს მათი განზრახვა გააგრძელონ ნორმალიზაციის პროცესი წინაპირობების გარეშე, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ილჰამ ალიევმა და შარლ მიშელმა, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, სატელეფონო საუბრისას, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული ალიევმა, აღნიშნა, რომ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით გამართული სამმხრივი შეხვედრები და ამ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ფარგლებში, საზღვრების დემილიტარიზაცია-დემარკაციისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზების გახსნის საკითხებში, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს. აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაღმები, ფართომასშტაბიანი პრობლემაა, რომელიც აზერბაიჯანს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეექმნა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია იმ 4000-მდე აზერბაიჯანელის ბედის გარკვევა, რომლებიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან. შარლ მიშელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის, საზღვრების დელიმიტაციისა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზების გახსნასთან დაკავშირებით. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე  ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.  2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.

ჩავუშოღლუ: თურქეთი სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე მთავარი პრობლემა სომხეთის ხელისუფლებაზე ზეწოლაა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ თავად სომხეთის გარკვეულ წრეებს რეგიონში მშვიდობა არ სურთ. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ერევანთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა და მზადაა, პროცესი ეტაპობრივად წინ წაწიოს. „ზეწოლა არ აძლევს ერევანს ნორმალიზებისკენ გაბედული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. რეგიონს სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა“, - აღნიშნა მინისტრმა. „რატომ არ უნდა ჩატარდეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში ან სომხეთში? ერევანი ჯერ არ არის ამისთვის მზად. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც არის შესაძლებელი“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ასევე მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ივლისის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის ოლქში, დემირჩიდამის დასახლების მიმართულებით, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვა მსხვილი კალიბრის იარაღიდან, აზერბაიჯანის მოსაზღვრედ, სომხეთის ბასარკეჩერის რაიონის დასახლების,ზიარქანდის მიმართულებიდან განხორციელდა. აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს. ბოლო მონაცემებით, ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სრულად აკონტროლებენ.  

ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული

„ჩემი მიზანია, კოორდინირებულად ვიმუშაო იმისთვის, რომ თურქეთთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რეალურად სწრაფად შესრულდეს“, -  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ გასულ კვირას, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნიან. ამასთან, განხორციელდება ავიაგადაზიდვები თურქეთი-სომხეთისა და საპირისპირო მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წელს ანკარის ინიციატივით დაიხურა. ქვეყნების უთანხმოება, სხვა საკითხებთან ერთად, ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს. 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე აღედგინა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შაბათს, 16 ივლისს თბილისში შეხვდებიან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ვაჰან უნანიანმა Facebook-ზე დაწერა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა თბილისში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ხვალ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამწუხაროდ, რეალური შედეგები ჯერ არ არის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, რომ არის პოზიტიური ასპექტებიც და ამის მაგალითად საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დაასახელა. „ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მეორე შეხვედრა მომავალ თვეშია დაგეგმილი. მჯერა, რომ უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ამ ფორმატში თანამშრომლობისგან სწრაფ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაწყებულია, შეგვიძლია მოვლენების წარმატებულ განვითარებად მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ალიევმა.  

თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი თბილისში დღეს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა გაავრცელა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება „აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამწუხაროდ, რეალური შედეგები ჯერ არ არის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, რომ არის პოზიტიური ასპექტებიც და ამის მაგალითად საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დაასახელა. „ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მეორე შეხვედრა მომავალ თვეშია დაგეგმილი. მჯერა, რომ უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ამ ფორმატში თანამშრომლობისგან სწრაფ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაწყებულია, შეგვიძლია მოვლენების წარმატებულ განვითარებად მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ალიევმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, შემდგომში დიალოგის პოზიტიური დინამიკის განვითარება. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება შეხვედრაზე მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მის როლს, რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით. განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა გამოწვევებთან გასამკლავებლად. მთავრობის მეთაურმა არარატ მირზოიანს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.  

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივასადა თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში. მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა.ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.  

ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია

მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია, - საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა „ძალიან მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, შედეგს გამოიღებს“, – წერს „ტვიტერში“ ილია დარჩიაშვილი. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება  

ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება

საქართველოში დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მნიშვნელოვან დიალოგს, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით, უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია „თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ეს სწორედ ამის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა, გაჟღერებული საქართველოს უმაღლესი ტრიბუნიდან, სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენი მეზობლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და დაიწყეს დიალოგი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მათ გააჩნიათ ორმხრივ ურთიერთობებში. ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, დღეს მოხერხდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, კოლეგების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება, როგორც მანამდე, აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვიზიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა  

ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის

აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. ჯეიჰუნ ბაირამოვი: სასიამოვნო იყო ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის. „საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა  ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას

სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, ტრადიციულად, მეგობრული ურთიერთობები ორ მოძმე ხალხს შორის, რომელიც მდიდარ კულტურულ, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ღირებულებების იდენტურ სისტემას ეფუძნება, თანმიმდევრული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით გამყარებას განაგრძობს, რაც შემდგომი ურთიერთქმედებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის წინაპირობებს ქმნის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 30 წელი მხოლოდ წამია სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს პერიოდი მნიშვნელოვანი მიღწევებისა და წარმატებების მდიდარი კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა და მოწესრიგების უმნიშვნელოვანეს პერიოდად ხასიათდება. „სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და მტკიცე ვალდებულებას, რომ ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოოთ, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს“,  – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ მილოცვაში.  

ნედ პრაისი: დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის მისაღწევად

აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას, დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, - განაცხადა ნედ პრაისმა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას მიესალმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი ყველაზე სწორი გზაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად“, – წერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.  

ბლინკენმა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, თბილისში გამართული შეხვედრის მსგავსად, დიალოგი განაგრძონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მხარეებს თბილისში გამართული დიალოგის მსგავსი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. მდივანმა ევროკავშირის შუამავლობით ნაყოფიერი დისკუსიებისადმი მხარდაჭერა ასევე დაადასტურა. აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზადაა, ორმხრივად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაათავისუფლოს დაკავებული სომეხი სამხედროები.  რაც შეეხება ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის შესახებ გავრცელებული ცნობის თითქმის იდეტურია, იმ განსხვავებით, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლება არ არის ნახსენები. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა პრემიერი ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას 17 ივლისსაც მიესალმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 ივლისს გაიმართა.

თურქეთი მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თბილისში გამართულ დიალოგს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმა და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, განსკუთრებულ დატვირთვას იძენს ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველ შეხვედრას უმასპინძლა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ასევე თურქეთის ჩართულობით მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. „ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. მე პირადად ვესაუბრე თურქეთის მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომელმაც ჩემთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

თურქეთს შუა დერეფნის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აქტივობის გაზრდა სურს

თურქეთი, შუა დერეფნის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის უფრო აქტიურად გამოყენების ინიციატივით გამოდის. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი რგოლია“, - ამის შესახებ თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტამბოლში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. „ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობისა და ლოგისტიკისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გლობალური ენერგეტიკული პროექტები. „ეს განხორციელდა საქართველო-თურქეთისა და ასევე, აზერბაიჯანის თანამშრომლობით. ამ პროექტების მნიშვნელობა ჩვენთვის ძალზედ დიდია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს და წარმატებით განვითარდეს. სწორედ ამ მიდგომით განვახორციელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და გაზის სამხრეთის დერეფანი. ასევე, ძალზედ დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ინფრასტუქტურული-სატრანსპორტო პროექტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ფორმატი, უახლოეს მომავალში შედგება საქართველო-თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი სხდომა, რათა მსგავსი პროექტები იყოს განხილული. ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად. ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი და მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ცნობისათვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ან ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას. თავდაპირველად პროექტის დამთავრება 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ შემდგომ 2013 წლამდე გადაიდო. 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა, ზია მამადოვმა განაცხადა, რომ პროექტი 2015 წლის მეორე ნახევრამდე ვერ დასრულდებოდა და ახალი სამგზავრო მატარებლები 2016/17 წლამდე ვერ გაივლიდნენ. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რკინიგზის მეშვეობით ენერგოკორიდორის შესაქმნელად შენდება, რომელსაც რესურსებით ძირითადად აზერბაიჯანი მოამარაგებს. ამის გარდა, თურქეთიდან დსთ-ის მიმართულებით მიმავალი გადაზიდვებიც სწორედ ამ ხაზზე გადმოინაცვლებს. აგრეთვე, იმის გამო, რომ ამჟამინდელი გადაზიდვები ირანის მიმართულებით ხანგრძლივ შეყოვნებებს განიცდიან ვანის ტბასთან და ირანის სასაზღვრო ქალაქ სარახსთან, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის შემდეგ ამ მიმართულებიდანაც მიიზადავს დამატებით ტვირთებს. დასაწყისისთვის ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ისახავენ მიზნად. 2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.   

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა. ამის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო – სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი. არაიკ ჰარუთიუნიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.  

მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სომხური შეიარაღებული ფორმირებების საარტილერიო დივიზიონი და ერთი პოსტი გაანადგურეს.  მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა „3 აგვისტოს დილას სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონის მიმართულებით,“ – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო.  ცნობისათვის, ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.  

ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, ტოივო კლაარი აზერაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციას Twitter-ზე გამოეხმაურა.  მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო „შეშფოთებული ვარ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო. ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმავოს ჩართულობა სამშვიდობო პროცესში; ჩვენ ჩართულნი ვართ არაერთ დონეზე. მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათწლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად, “- წერს კლაარი.  მედიის ცნობით, დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.  მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა „3 აგვისტოს დილას სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონის მიმართულებით,“ – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო.  ცნობისათვის, ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.  

ხავიერ კოლომინა: ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა.  ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო მისივე თქმით, NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას. „ყარაბაღიდან ცნობები მართლაც შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონისთვის“, – აცხადებს ხავიერ კოლომინა. მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.  

ევროკავშირი მხარეებს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა მხარეებს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.  ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.  ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო „ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და დაპირისპირების ხაზის სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და არიან დაშავებულები", - ნათქვამია განცხადებაში. ხავიერ კოლომინა: ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას უაღრესად მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემცირება, ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად, - აღნიშნა სპიკერმა. მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.  

ნიკოლ ფაშინიანმა „მთიან ყარაბაღში“ რუსი „სამშვიდობოების“ ალტერნატივაზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ  მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია, სომხურ რადიოზე დაყრდნობით წერს. მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნა საკვანძო ფაქტორია, იმისთვის, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება დაცული იყოს. „2020 წლის 11 დეკემბერს აზერბაიჯანის მიერ, სოფლების, ხცაბერდისა და ხინ თაგერის აღება და სომეხი სამხედროების დატყვევება რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით, შემდეგ მთიანი ყარაბაღის სოფელ პარუხის აღება და 2022 წელს მომხდარი დაპირისპირებები, ასევე მთიანი ყარაბაღის სომხების ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინება სამშვიდობოების თანდასწრებით, მიუღებელია. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ოპერაციის დეტალების გარკვევა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ, თუ შეჯახების ხაზზე უსაფრთხოება სამმხრივ ფორმატში არ არის უზრუნველყოფილი, „სხვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზეა“ საფიქრალი.  

თურქეთსა და სომხეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს - მედია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შესაძლოა, სომხეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების საკითხი გადაწყდეს. ამის შესახებ თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა Anadolu-ს განუცხადა, რომ სომხეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.  ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული მისი თქმით, თურქეთსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვა წელიწადში $230 მილიონს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შედეგად, საქართველოს გავლით წელიწადში პროდუქციით დატვირთული 15 ათასი სატვირთო გადაადგილდება.  „თურქეთის შეფასებით, სომხეთთან ვაჭრობის ამჟამინდელი მაჩვენებელი შედარებით მცირეა, მაგრამ სინამდვილეში საუბარია მრავალმილიონიანი ქვეყნის (სომხეთის) ბაზარზე. თუ მხარეები შეძლებენ საკმარისი მოქნილობის უზრუნველყოფას და ურთიერთობების პოზიტიურ წერტილამდე მიყვანას, მაშინ ვითარება როგორც თურქეთის, ასევე სომხეთის ინტერესების მიხედვით შეიცვლება“, - დარწმუნებულია წყარო. თურქული მედიის წყარომ ხაზი გაუსვა, ასევე თურქეთსა და სომხეთს შორის ნდობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას. მისი თქმით, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ეტაპობრივი წინსვლისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. „დღევანდელი ვითარება არ ამართლებს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში არსებულ მოლოდინს. უფრო პოზიტიური სურათის ფორმირებისთვის საჭიროა ნაბიჯები“.  

ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ მიიღო ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ყველა მეტროსადგურზე, მნიშვნელოვან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტზე, ყველა სავაჭრო ცენტრში, ზოოპარკში, ასევე, ეკლესიაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვის ძალების კოლექტიური ცენტრის კინოლოგიური და საინჟინრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დღეს ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს სოლიდარობას ვუცხადებთ

ოფიციალური თბილისი უსამძიმრებს ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში მომხდარი აფეთქების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს. ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა „ინფორმაცია სომხეთში, ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ შოკისმომგვრელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საგარეო უწყების წერილში. შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

სომხეთში გლოვის დღე ცხადდება

სომხეთის მთავრობა ერევანში, სურმალუს სავაჭრო ბაზრობაზე კვირას მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მთავრობა გლოვის თარიღს გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაო დასრულდება. აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.

ირაკლი ღარიბაშვილი: დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო

დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთში გლოვის დღე ცხადდება „დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი“,- წერს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, სომხეთში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.  

ერევნის მეტროსა და საერთაშორისო აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმად, ერევნის მეტროს ყველა სადგურსა და ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. სომხური მედიის ცნობით, მეტროს მუშაობა შეჩერებულია, თანამშრომლები და მგზავრები ევაკუირებულნი არიან. ზვარტნოცის აეროპორტში, ისევე როგორც ერევნის მეტროს ბარეკამუტიუნის, ჩარბახის, შენგავიტის და მარშალ ბაღრამიანის სადგურებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. ასაფეთქებელი ნივთიერების ძებნა ერევნის მეტროს სხვა სადგურებში გრძელდება. ერევანში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა.  

მზად ვართ, ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების პროცესი დავიწყოთ - სომხეთის განათლების მინისტრი

„მზად ვართ, მიმდინარე წელს სომხეთის ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების პროცესი დავიწყოთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 18 აგვისტოს სომხეთის განათლების, მეცნიეერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაგრამ დუმანიანმა განუცხადა.  მისი თქმით, ქართული ენის შესწავლა სავალდებულო არ იქნება. „ჩვენ სულაც არ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ სკოლებზე, რომლებიც მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში,” - აღნიშნა დუმანიანმა. მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ, ახალი საავტომობილო ხიდი დაათვალიერეს. მთვრობის ადმინისტრაცის ცნობით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდი საქართველომ და სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. „ერთობლივი ხიდი რეგიონში უნიკალური ტრანსსასაზღვრო პროექტია, რადგან მისი ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. ძველ ხიდთან შედარებით, ორმაგდება ახალი ხიდის გამტარობა, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას“, - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

სომხეთში, მერიაში შეიარაღებული კაცი ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიჭრა და ცეცხლი გასნა

სომხეთის ქალაქ მასისის მერიაში შეიარაღებული კაცი ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიჭრა და ცეცხლი გასნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. წინასწარი ვერსიით, დამნაშავე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამასთან თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „პოლიცია შეიარაკებულ კაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რა დროსაც გასროლის ხმა გავიგეთ. სპეცრაზმი და პოლიციელები შენობაში შევიდა და დაინახეს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა“, - აცხადებენ პოლიციის პრესსამსახურში. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.  

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, სომხური წარმოშობის პირი თანამდებობაზე დანიშნეს

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, რაიონის გამგებლად დანიშნეს პირი, რომელიც თურქეთში, სომხურ თემს წარმოადგენს.  ჩავუშოღლუ: თურქეთი სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა პროფესიით იურისტი, 27 წლის ბერკ აკარი ქალაქ დენიზლის ბაბადაღის რაიონის უფროსად დანიშნეს. აკარმა ბილგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მანამდე კი სტამბოლში სწავლობდა.  მედიის ცნობით, 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში დაახლოებით 67 300 სომეხი ცხოვრობს. მევლუთ ჩავუშოღლუ: სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობის მიღწევა, მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებითაა შესაძლებელი თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ

სომხეთს საქართელოში ახალი ელჩი ჰყავს

სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუბენ სადოიანი საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობიდან გაიწვიეს.ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეორე განკარგულებით ამ თანამდებობაზე აშოტ სმბატიანი დაინიშნა.  

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით, მოლაპარაკებას გამართავენ

31 აგვისტოს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობაში განაცხადეს. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს ბოლო ასეთი სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში 22 მაისს გაიმართა. შემდეგ მხარეები საზღვრის დელიმიტაციის სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა კომისიის პირველი სხდომა ორი ქვეყნის საზღვარზე 24 მაისს გაიმართა. დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა მოსკოვში 30 აგვისტოს გაიმართება.  

BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა

ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს ექნება. BBC წერს, რომ რუსმა სამხედროებმა მთელი რეგიონისთვის საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზა, ლაჩინის დერეფანი, აზერბაიჯანს გადასცეს. ეს გზა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებს. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეიდან ლაჩინის რაიონის დასახლებები, ზაბუხი და სუსი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. მედია აღნიშნავს, რომ ეს იყო ერთადერთი დერეფანი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებდა. ხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და ასკვნის, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება. „რა თქმა უნდა, კრემლის სურვილი იყო ეს მდგომარეობა, როდესაც მას მნიშვნელოვანი ბერკეტი ეპყრა ხელთ, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო. მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ, მათ შორის ამ მიმართულებით სამხედრო ნაბიჯების გადადგმითაც, შეძლო ამ პროცესის დაჩქარება - დღეს რუსეთს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ აზერბაიჯანს ეჭიდაოს ყარაბაღის გარშემო. ამიტომ, მალევე მოუწია ამ კორიდორის გადაცემაზე დათანხმება. ამგვარად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი არამხოლოდ ქ. ლაჩინზე, არამედ მთელ კორიდორსა და მიმდებარე სოფლებზე. სამაგიეროდ, თავად ააგო ახალი გზა (რუკაზე აღნიშნულია წითელი ხაზით) რომლითაც ყარაბაღი და სომხეთი დაუკავშირდება ერთმანეთს (ისიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის). შესაბამისად, ძლიერდება აზერბაიჯანის პოზიციები:- იგი შეძლებს დევნილების დაბრუნებას ლაჩინში;- გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას რეგიონში;- ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით უფრო აქტიურად შეძლებს ამ ახალი კორიდორის საკითხის მიბმას ნახიჩევანთან დამაკავშირებელ „ზანგეზურის კორიდორის" გახსნის თემასთან (რაც აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია);- გააკონტროლებს სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალ გაზსადენს.ასე რომ, რუსეთის პოზიციები სუსტდება რეგიონში და ეს უნდა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მას კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევს არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ, გლობალურადაც“, - მიიჩნევს „რონდელის ფონდის„ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.  

გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია

დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა, რომელიც 1992 წლიდან არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, იქ რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. ახლა კი აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია ბოლომდე დაიბრუნა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა ამ ფაქტს, Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე გამოეხმაურა. ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია აზერბაიჯანისთვის, ვითარება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე შეიცვალა. „რეალობა ისაა, რომ შექმნილ პირობებში რუსეთს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს აზერბაიჯანს, რომელიც მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე და სრულად იყენებს წლების განმავლობაში დაგროვილ სამხედრო და პოლიტიკურ სიძლიერეს“. სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდენ ლაჩინის კორიდორს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა ილჰამ ალიევის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმია დისლოცირებულია ქალაქ ლაჩინში. კონტროლს ექვემდებარება სოფლები ზაბუხი და სუსი. მანამდე ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და ნერკინ სუს (სუს) თემების მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაჩინის დერეფნის ახალი მარშრუტი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზის, ლაჩინის დერეფნის დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი უპირატეს მდგომარეობაშია.  „ლაჩინის დერეფნის დაკავება აზერბაიჯანს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს სომხეთთან მოლაპარაკებაში, რათა აიძულოს უკანასკნელი შეასრულოს უკვე მიღწეული შეთანხმება ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე, რომლითაც აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანს - თავის ექსკლავს“, - ამბობს ბადრიძე. „ზანგეზურის დერეფანი“ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს. პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სომხეთი თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არაა დადებული, მაგრამ ბიზნეს სექტორის ნაწილი უკვე ემზადება „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისათვის. ამ მოვლენებამდე, ლაჩინის დერეფნის საპირწონედ, აზერბაიჯანული მხარე  ნახიჩევანის კორიდორის გახსნას ითხოვდა. ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავია. რესპუბლიკა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთითა და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ) ესაზღვრება.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ლაჩინში განაღმვის სამუშაოების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუხსა და სუსში განაღმვის პროცესის დაწყება გამოაცხადა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლაჩინის და სოფლების ზაბუხისა და სუს ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან გაწმენდის სამუშაოები მაღალპროფესიულად მიმდინარეობს. „აზერბაიჯანის არმიის საინჟინრო-სამეურნეო დანაყოფები ახორციელებენ დავალებებს საინჟინრო მხარდაჭერისთვის ქალაქ ლაჩინში, სოფლებში ზაბუხსა და სუსში“, - აცხადებენ სამინისტროში. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას:  გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს.  ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს.  ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანს ეძებენ პროკურატურის ცნობით, დირექტორის მოადგილეს ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია.  ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებულია კიდევ სამი პირი. პოლიცია მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.  შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მათივე ცნობით, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს. პრემიერმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში „რეგიონში ვითარება მშვიდობისკენ მოძრაობს... მე ამის დიდი იმედი მაქვს. იტალიაში ბრიუსელიდან ჩავედი, სადაც ევროპული საბჭოს თავმჯდომარესა  და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სამმხრივი შეხვედრა შედგა. ჩვენ შევთანხმდით, რომ თვის განმავლობაში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს განიხილავენ,“, - განაცხადა ალიევმა იტალიურ İl Sole 24 Ore-თან ინტერვიუში. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხი, 2020 წელს ბაქოში, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაჟღერდა. ალიევმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ბევრი იქნება დამოკიდებული. „მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში შევძლებთ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. თუ სომხეთის მხარე გამოიჩენს ანალოგიურ ნებას, ვფიქრობ ეს რეალურია. ჩვენ წამოვწიეთ 5 საბაზისო საკითხი, რაზეც უნდა დაშენდეს სამშვიდობო ხელშეკრულება და სომხეთმა ეს საკითხები მიიღო“, - აღნიშნა ალიევმა. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.  

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით

სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით და ამ პროცესის დასრულებას რუსეთის მხარდაჭერით ელის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა.  მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა ფაშინიანმა 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ შეთანხმებული პროექტის თანახმად, ერევანი სატრანსპორტო მარშრუტებს აზერბაიჯანის ტერიტორიით, ხოლო ბაქო - სომხეთის ტერიტორიით მიიღებს. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს „გლობალური თვალსაზრისით, ეს არის ახალი საერთაშორისო სავაჭრო გზების გახსნის შესაძლებლობა და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში რუსეთის მხარდაჭერით მოვაგვარებთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  ფაშინიანის თქმით, სომხეთი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მხარდაჭერას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, მათ შორის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. „რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანისთვისაც ძალიან ახლო პარტნიორია და ვფიქრობ, რომ ეს ხსნის შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.  ამასთან, მისი თქმით, ერევანს ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედი აქვს. „ჩვენ დავიწყეთ საუბარი თურქეთთან. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.  

შარლ მიშელი: მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას

აზერბაიჯანულმა ხუთი სომეხი სამხედრო ტყვე დაუბრუნა სომხეთს. მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. "მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ურთიერთობების ნორმალიზაცია", - განაცხადა მიშელმა. როგორც ცნობილია, დღემდე აზერბაიჯანიდან 155 ტყვეა უკან დაბრუნებული. 33 სომეხი დადასტურებულად აზერბაიჯანში რჩება, თუმცა სომხური მხარე ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 60-ს აღწევს.  

მედია: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

13 სექტემბრის 09:00-ზე აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.   თუმცა, როგორც Trend-ისთვის ინფორმირებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს შეთანხმება და განაგრძეს პროვოკაციები. 09:15 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.  ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.  წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა.  პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.   

ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე: საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს

 "შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხს გამოეხმაურა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა „ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ყველასთვის, მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, კონფლიქტის შეჩერება უნდა იყოს. ჩვენ ამას ვამბობდით უკრაინის საკითხთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიდევ უფრო მგრძნობიარეა, როდესაც საქმე ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. ამ კუთხით, თუ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა კობახიძემ. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხური მედია იტყობინება, რომ ფაშინიანმა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  ამასთან სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის. საფრანგეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას ფაშინიანმა შეშფოთება გამოთქვა საზღვარზე არსებული ვითარების გამო. მაკრონმა თავის მხრივ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას მიუღებლი უწოდა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.  

სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გამო, მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ამოქმედების მიზნით, რუსეთის ფედერაციისთვის დახამარებისთვის მიემართათ. ასევე მიემართათ ОДКБ-სა (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია) და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის. ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება.  ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს ბაქო სომხეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შესახებ იტყობინება 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.  ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.  წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა.  პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.   

ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ბლინკენის ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს „აშშ ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით, მათ შორის სომხეთში დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. როგორც დიდი ხნის წინ ავღნიშნეთ, კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდს. მოვუწოდებთ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო ქმედება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.  ბაქო სომხეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შესახებ იტყობინება 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.  ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.  წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა.  პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.   

ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. NEWS.am რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფაშინიანმა დეტალურად წარმოადგინა სიტუაცია, რომელიც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად შეიქმნა. თავის მხრივ, მიშელმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას სხვა ალტერნატივა არ აქვს და გამოთქვა მზადყოფნა, რომ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას გამოიჩენს. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობისთვის მზადაა

ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და საომხეთში ჩავა „ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს პატიოსანი შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა დაეხმაროს საერთო მიზნის მიღწევაში, რაც ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნას ემსახურება“, - თქვა მან. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი, დაუყოვნებლივ გაემგზავრება ორ ქვეყანაში, რათა მხარი დაუჭიროს აუცილებელ დეესკალაციას და ბრიუსელში ბაქოსა და ერევანს შორის დიალოგის პროცესში შემდეგი ნაბიჯები განიხილოს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.  

ჩავუშოღლუ: ანკარა ერევანს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სომხეთმა უარი უნდა თქვას პროვოკაციებზე და აზერბაიჯანთან შეთანხმებების ფარგლებში, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე მოახდინოს კონცენტრირება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. თურქეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი გამწვავების თემაზე, უკვე ისაუბრა. თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს. ძმური ქვეყანა არასოდეს დარჩება მარტო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სამშაბათს ანკარის საგარეო პოლიტიკაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.  

უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს

უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისკენ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. „ამავდროულად, ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის უბადრუკობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უუნარობას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ნიკოლენკომ. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად, სომხურ მხარეს, სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო „სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის", -აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები ოთხი მიმართულებით განახორციელეს, მოგვიანებით კი კიდევ ორი-სამი მიმართულება დაემატა. მთავრობის მეთაურმა უარყო ბაქოს განცხადებები, რომ აზერბაიჯანის ქმედებები განხორციელდა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ და ამ ცნობებს  აბსოლუტურად მცდარი უწოდა. ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, განაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის თავდასხმები ერთი-ორი მიმართულებით გრძელდება. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი აფასებენ სიტუაციას, ითვლიან ზარალს და განახლებული ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდება. დაღუპულების შესახებ საუბრობს აზერბაიჯანული მხარე, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერ არ დაუსახელებია. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.  მანამდე სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ოფიციალურად დახმარების თხოვნით მიმართა. „გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ რაიონებში მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ღამეს სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო. მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. სომხეთის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ მიმართვა სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მეშვეობით დახმარების თხოვნით. ჩვენ ველით, რომ რუსეთის შუამავლობის შედეგად მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ [მიმდინარე წლის 13 სექტემბერს  9:00 საათიდან] სრულად განხორციელდება. როგორც ადრე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთმა რუსეთს დახმარების თხოვნით წარსულში, ყარაბაღის მეორე ომის დროსაც მიმართა, თუმცა მოსკოვმა მაშინაც ნეიტრალური  პოზიცია დაიკავა. სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული, სამხედრო მოკავშირეები არიან. შეტაკებების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 49 სომეხი ჯარისკაცი. აზერბაიჯანული მხარის თანახმად, შეძლეს სტრატეგიული სიმაღლის დაკავება. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.  

NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს

NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე დაწერა. „ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. NATO  სომხეთსა და აზერბაიჯანს, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს“, - აცხედებს ხავიერ კოლომინა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ენტონი ბლინკენის თქმით, შეშფოთებულია, რომ რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ამის შესახებ Reuters წერს.  NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს ბლინკენმა მხარეებს „საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „ცდილობს თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით განზრახ დაპირისპირების გამოწვევას უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, ეს ისაა, რაც ჩვენ ყოველთვის გვაშფოთებს“ , - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტს.  მისი თქმით, რუსეთს ასევე შეუძლია რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენაში დაეხმაროს. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, ტოივო კლაარი აზერაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცის გამო, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი სომხეთში ჩავა.  ევროკავშირმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მთიან ყარაბაღში ვითერების გამწვავების შემდეგ და ორივე ქვეყანაში თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა.  „ბოლო საათებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ. ძალზე მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ყველა ძალა უნდა დაბრუნდეს იმ პოზიციებზე, რომლებიც ადრე იკავებდა. ეს ესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას 50 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13 სექტემბრის ღამეს მომხდარი შეტაკებისას, 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.  ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა „სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღკვეთისას, შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის აზერბაიჯანის არმიის 42 და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

ОДКБ სომხეთში ვითარების შესაფასებლად მისიას გაგზავნის

სომხეთის ინიციატივით გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ ) საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაცია, სომხეთში ვითარების შესაფასებლად მსიას გაგზავნის.  როგორც ОДКБ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, სესიის დღის წესრიგის თანახნად, განიხილეს „სიტუაციის გამწვავება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გარკვეულ რაიონებში და ვითარების მოგვარების მიზნით დახმარების საკითხები“. „სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ გარკვეულ რაიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, სადაც 2022 წლის 13 სექტემბრის შუაღამედან ადგილი ჰქონდა სამხედრო შეტაკებებს. მძიმე იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. შეხვედრის მონაწილეებმა სომხურ მხარეს მიუსამძიმრეს.  სესიაზე მიღწეული იყო შეთანხმება სომხეთში ОДКБ -ს მისიის გაგზავნაზე, გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის ხელმძღვანელობით, ОДКБ -ს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. არსებული ვითარების შესაფასებლად, უნდა მომზადდეს დეტალური ანგარიში სახელმწიფოს მეთაურებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომდევნო სესიაზე (რომელიც დაგეგმილია შემოდგომაზე ერევანში) რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია.  შეხვედრაზე ასევე შეთანხმდა წინადადება სამდივნოს თანამშრომლებისა და გაერთიანებული შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ვითარებას ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფეროში“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

მედია: რუსი სამხედროები, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაციისას, პოზიციებიდან გაიქცნენ

რუსეთის ფედერაციის ჯარებმა, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ხაზზე, „სამშვიდობოების“ სტატუსით იმყოფებოდნენ, ვითარების ესკალაციის დროს პოზიციები დატოვეს. TG-ის არხზე „უკრაინა 365“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკების პირველი წუთები იყო დაფიქსირებული.  ზანგეზურის რაიონში სადემარკაციო ხაზის ზონაში რუსი „სამშვიდობოები“ მორიგეობდნენ, რომლებმაც არ სცადეს დაპირისპირების განმუხტვა და  სიტუაციაში ჩარევის ნაცვლად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გამოჩენისას „არეულობის“ ადგილიდან სწრაფად უკან დახევა ამჯობინეს და გაიქცნენ გავრცელებული ვიდეოს წყაროა, აზერბაიჯანის სამხედრო არხი.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.  

რუსეთს აღარ შესწევს ძალა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, ქმედითი ნაბიჯი შესთავაზოს - ანალიტიკოსი

რუსეთს უბრალოდ არ შესწევს ძალა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, რაღაც ქმედითი შესთავაზოს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მას აღარ უსმენს, იგივე ლაჩინის კორიდორის დაკავება რომ გავიხსენოთ  - ცხვირწინ ჩაუყენა აზერბაიჯანმა საკუთარინ სამხედრო დანაყოფები რუსულ არმიას. ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან აცხადებს. აზერბაიჯანს გაუჩნდა განცდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ასევე - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მნიშვნელობა დიდწილად გაზარდა დასავლეთისთვის. ამას ემატება ცენტრალური აზიის რეგიონი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის.  აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს ექნება იმის განცდა, რომ დასავლეთი შედარებით პასიურ პოზიციას დაიკავებს და გარკვეულწილად, „ღრმა შეშფოთებითა“ და მსგავსი განცხადედებით შემოიფარგლება, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთ დროს“, - მიიჩნევს საგარეო საკითხების ექსპერტი. მისივე აზრით, ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად, „ყაზახეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებს და შესაბამისად, სომხეთი იმაზე უფრო დიდ იზოლაციაში იქნება მოქცეული, ვიდრე წარმოუდგენია“. „ამრიგად, აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს საუკეთესო შეთხვევაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. და, უარეს შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არც იმისგან დაიხევს უკან, რომ მთლიანობაში, სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპირება მოახდინოს. შესაძლოა, ესეც განიხილებოდეს ერთ-ერთ სცენარად, რადგან ჯერჯერობით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს მკაფიოდ არ განუცხადებია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ 1) აიძულოს სომხეთი, წავიდეს აზერბაიჯანის პირობებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. 2) შესაძლოა, თავად შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.  უფრო ვრცლად, Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. სომხური მხარის განცახდებით, აზერბაიჯანმა ჯერმუკის მიმართულებით თავდასხმის თვითმფრინავები გამოიყენა. „დღეს, 08:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა მხარემ არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილი კალიბრის მცირე იარაღის გამოყენებით განაახლა შეტევითი ოპერაციები, კერძოდ,  ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით.  სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ ადექვატურ საპასუხო მოქმედებებს და აგრძელებენ მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით. კერძოდ, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ყალბაჯარსა და ლაჩინში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.  იტყობინება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „ამჟამად ჩვენს პოზიციებზეც პერიოდულად ხდება სროლა. აზერბაიჯანის ქვედანაყოფები საპასუხო აუცილებელ ზომებს იღებენ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.

ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი

აზერბაიჯანმა შესაძლოა: 1) აიძულოს სომხეთი, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე აზერბაიჯანის პირობებით წავიდეს. შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან საუბრობს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, „რამაც წაახალისა ის სამხედრო მოქმედებები, რომლებიც აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ დაიწყო“. ექსპერტის აზრით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შემდეგი: რუსეთის მარცხმა უკრაინაში და წარუმატებლობამ ფრონტის ხაზზე, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ვაკუუმი შექმნა. „რუსული საგარეო პოლიტიკის მთელი იდეა სამწუხაროდ, დაყვანილი იყო ძალის პრიმატამდე იმ რეგიონებში, რომლებსაც რუსეთი განიხილავდა საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. შესაბამისად, იქნება ეს სამხრეთ კავკასია თუ ნებისმიერ სხვა რეგიონი, განსაკუთრებით, პოსტ საბჭოთა სივრცეს ვგულისხმობ, მთლიანობაში, რუსეთი ამ რეგიონში საკუთარ პოლიტიკას ძირითადად, მაინც, სამხედრო ყოფნის გადმოსახედიდან ატარებდა. დღეს რუსეთს უწევს საკუთარი ძალების გადასროლა უშუალოდ, ფრონტის მიმართულებით და უკრაინის წინააღმდეგ, შესაბამისად, გვაქვს მოცემულობა, რომ რუსეთს უბრალოდ, ფიზიკურად აღარ შესწევს საიმისო ძალა, რომ საკუთარი ინტერესი დაიცვას იგივე ფორმით, რა ფორმითაც აქამდე იცავდა. „რებიატა, დავაიწე, ჟიტ დრუჟნა" - ამ ტიპის განცხადებით შემოიფარგლა რუსეთი, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რა ღირს რუსეთის „მეგობრობა და რუსეთის მეკავშირეობა“. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის უხეში ძალით ამყარებდა კონტროლს, ის ქმნიდა მართვად კრიზისებს და პრობლემა იმაშია, რომ დღეს ეს კრიზისი, რომელიც რუსეთისთვის მართვადი იყო 1994 წლიდან მოყოლებული, გამოდის თანდათან რუსული კონტროლიდან; იცვლება მოცემულობა რუსეთის გარშემო. რუსეთმა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა ჯერ უკრაინაში, შედეგი უკვე სახეზეა. რუსეთს უბრალოდ არ შესწევს ძალა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, რაღაც ქმედითი შესთავაზოს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მას აღარ უსმენს, იგივე ლაჩინის კორიდორის დაკავება რომ გავიხსენოთ  - ცხვირწინ ჩაუყენა აზერბაიჯანმა საკუთარინ სამხედრო დანაყოფები რუსულ არმიას. აზერბაიჯანს გაუჩნდა განცდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ასევე - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მნიშვნელობა დიდწილად გაზარდა დასავლეთისთვის. ამას ემატება ცენტრალური აზიის რეგიონი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის.  აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს ექნება იმის განცდა, რომ დასავლეთი შედარებით პასიურ პოზიციას დაიკავებს და გარკვეულწილად, „ღრმა შეშფოთებითა“ და მსგავსი განცხადედებით შემოიფარგლება, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთ დროს“, - მიიჩნევს საგარეო საკითხების ექსპერტი. მისივე აზრით, ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად, „ყაზახეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებს და შესაბამისად, სომხეთი იმაზე უფრო დიდ იზოლაციაში იქნება მოქცეული, ვიდრე წარმოუდგენია“. „ამრიგად, აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს საუკეთესო შეთხვევაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. და, უარეს შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არც იმისგან დაიხევს უკან, რომ მთლიანობაში, სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპირება მოახდინოს. შესაძლოა, ესეც განიხილებოდეს ერთ-ერთ სცენარად, რადგან ჯერჯერობით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს მკაფიოდ არ განუცხადებია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ 1) აიძულოს სომხეთი, წავიდეს აზერბაიჯანის პირობებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. 2) შესაძლოა, თავად შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.  ჩავუშოღლუ: ანკარა ერევანს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი Europetime-ს თურქეთის როლზეც ესაუბრა. გიორგი გობრონიძე ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც ყველაზე ძლიერი აქტორის ფუნქციას სამხრეთ კავკასიაში. „ამ ეტაპზე თურქეთს შუძლია, აზერბაიჯანს დაეხმაროს აღჭურვილობით იარაღით, ცოცხალი ძალით და ექსპერტიზით. თურქეთი ისევე არის ამ ყველაფერში დაინტერესებული, როგორც აზერბაიჯანი, (უნდა ითქვას, რომ მათ წლების განმავლობაში გააძლიერეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი). ჩვენ ვნახეთ კიდეც, ოპერაციის მსვლელობისას უშუალოდ, თურქული საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატები ახორციელებდნენ სომხეთის საჰაერო სივრცეში დაზვერვას, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი აზერბაიჯანს უკვე ეხმარება“.   საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას, გიორგი გობრონიძე აღნიშნავს, რომ მორიგ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა. „საქართველოსთვის სუფთა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დაპირისპირება ჩვენს ინტერესში არ შედის. ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ჩაერთოს მედიაციის პროცესში მიუხედავად აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა, თუ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და საბოლოო ჯამში, დასრულდება სომხეთის სახელმწიფოს დასუსტებით, კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსს შეცვლის იმდაგვარად, რომ მთლიანობაში, გადავიქცევით დაქვემდებარებულ პარტნიორად, შეიძლება ითქვას, ორი თურქული სახელმწიფოს წინაშე. ისინი ხდებიან წამყვანი პარტნიორები. ჩვენ - რეაქციული აქტორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიიღებს იმ მოცემულობას, რასაც მას თავიანთი პარტნიორები შესთავაზებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია არამხოლოდ მშვიდობა რეგიონში, არამედ, ძალის პარიტეტის შენარჩუნება იგივე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმიტომ, რომ საუკეთესო სცენარი სამწუხაროდ, ჩვენთვის არ გამოდის.  საუკეთესო სცენარი იქნებოდა იმგვარი პარტნიორობა, როგორიც აქვთ მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, მაგრამ ეს მიუღწეველია ამ ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე, შესაბამისად, გვიწევს იმის მოლოდინი, რომ ვითარება განიმუხტება და არ მოხდება შემდგომი ესკალაცია. გარდა ძალის პარიტეტის შენარჩუნებისა, საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს - თუ ჩვენ სომხეთს განვიხილავთ რუსული ორბიტის ნაწილად, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სომხეთი ამ ორბიტას ჩამოშორდეს; მოხდეს მისი დეიზოლაცია და დაიწყოს მისი დაახლოება დასავლეთთან, დემოკრატიზაცია, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს შევძლოთ, და, ჩვენი როლი და ფუნქციაა, რომ სომხეთს დავეხმაროთ, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს დასავლეთთან იმგვარი ურთიერთობა, რომ სომხეთსა და დასავლეთს შორის შუამავლად გამოვდგეთ. ჩვენ ამ ეტაპზე ასეთ შუამავლად ვერ გამოვდგებით, რადგან მოვახერხეთ და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, დასავლეთთან უაზრო დისკუსიასა და კამათში შევედით, დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ვიღაცები საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას გვთხოვენ. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ შევძლოთ და რაიმე ფორმით მოხდეს მშვიდობის შენარჩუნება და ამისკენ მივმართოთ ძალისხმევა, თუკი შეგვიძლია. მეორე - ვიმუშაოთ გრძელვადიანად სომხეთთან, რომ მოხდეს ამ სახელმწიფოს დეიზოლაცია იმ თვალსაზრისით, რომ რაც უფრო მეტად დაუახლოვდება სომხეთი დანარჩენ სამყაროს, მით უფრო მეტად შემცირდება მისი დამოკიდებულება და „ჩამოკიდება“ რუსეთის ფედერაციაზე. შესაბამისად, ჩვენს სამხრეთით, რუსული ორბიტა იქნება შესუსტებული“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.  ცნობისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ენტონი ბლინკენის შეფასებით, რუსეთს შეუძლია, რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენას შეუწყოს ხელი. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ამსახველ ინფორმაციაში, სომხური მხარე აღნიშნავდა, რომ შარლ მიშელმა მზადყოფნა გამოთქვა,  ძალისხმევა გამოიჩინოს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ნედ პრაისი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დეესკალაციის მიზნით, მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ქვეყანას, გამოიყენონ თავისი გავლენა კონსტრუქციულად

აშშ რეგიონის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გამოიყენონ თავისი გავლენები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარების განსამუხტად. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა.  „ჩვენ მოვუწოდეთ რეგიონის ყველა ქვეყანას, გამოიყენონ თავიანთი გავლენა კონსტრუქციულად.  ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს დიდი გავლენა აქვს როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ეს გავლენა და გამოიყენოს ეს ბერკეტები ისე, რომ ხელი შეუწყოს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და უფრო ფართოდ ამ დაძაბულობის დეესკალაციას.მას შეუძლია, გამოიყენოს ეს გავლენა იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმას, რისკენაც ჩვენ ყველა ვისწრაფვით, ეს არის ამ ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულება და დაძაბულობის დეესკალაცია“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, მდივანმა ბლინკენმა პრეზიდენტ ალიევს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ემუშავა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად მშვიდობიანი, დიპლომატიური, კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით.  „ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სომხეთის შიგნით, აზერბაიჯანის მიერ დაბომბვისა და სომხური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე მხარე ვალდებულია, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მიაღწიოს უფრო ფართო დეესკალაციას“, - აცხადებს ნედ პრაისი. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

ერდოღანი ალიევს: მოძმე თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით დგას

დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა, იტყობინება აზერბაიჯანული სააგენტო. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მოძმე აზერბაიჯანთანაა, აზერბაიჯანი კი თავის მხრივ, ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდით დგას. საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ძმური ურთიერთობები და სტრატეგიული ალიანსი წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში. თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ

სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა საერთაშორისო პარტნიორებს და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 13 სექტემბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ სიგრძეზე განხორციელებული ინტენსიური დარტყმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა „სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩვენ განვიცადეთ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ თავდასხმის მცდელობებს“, - ნათქვმია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას 50 სამხედრო დაიღუპა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება  

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს დაღუპულია 105 ადამიანი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, სოხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცახდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას სომხეთის მხარეს 105 ადამიანია დაღუპული.   სომხეთი: აზერბაიჯანთან შეტაკებები შესაძლოა, ომში გადაიზარდოს ამასთან აღნიშნა, რომ, აზერბაიჯანმა სომხეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.  მანამდე, სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. „თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.   ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

Reuters: პუტინი და ერდოღანი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განსახილველად შეხვდებიან

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უზბეკეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში“ სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის განსახილველად 16 სექტემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობი წერს.  „ეს საკითხი განიხილება პუტინთან, რადგან აშკარაა რუსეთისა და თურქეთის როლი ამ ომის დასრულებასა და შემდგომი მშვიდობის დამყარებაში.თურქეთი აზერბაიჯანის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელობით გააგრძელებს", - განუცხადა წყარომ გამოცემას.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში აღიაროს

სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „თუ აზერბაიჯანელი სამხედროები გამოვლენ სომხეთის ტერიტორიიდან და სსრკ-ს საზღვრებში დადგებიან, მაშინ ჩვენ ამას ვაღიარებთ. არ აქვს მნიშვნელობა არც სამხედრო ბალანსს, არც მოკავშირეებსა და არც იმას, თუ ვისი მოკავშირეა უფრო ძლიერი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, „მშვიდობის სახელით მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე" აიღო პასუხისმგებლობა.  „მაგრამ რთული გადაწყვეტილებების მიღება არ ნიშნავს სომხეთის ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, რათა გარანტირებული იყოს სომხეთის გრძელვადიანი უსაფრთხოება“, - განაცხადა პრემიერმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე   

ოლაფ შოლცი: ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ  გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ. „ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ“, - განაცხადა შოლცმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში, პარლამენტთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „გამოდით ქუჩებში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაურეკოს ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს და დაუძახოს აქ. გადაკეტეთ ქუჩები. არ მისცეთ უფლება ამ მოღალატეებს გაყიდონ ქვეყანა", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ბაგრამიანის გამზირზე, სადაც ეროვნული ასამბლეის შენობაა განთავსებული, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა გადაკეტეს.  მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის მხარეს, აზერბაიჯანთან შეტაკებისას 105 ადამიანი დაიღუპა.   

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაჯანის კონფლიქტზე: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს

ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას. „ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა დ არაც ხდება ამ ქვეყნებში ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა, ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.   

სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია

საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა. იმედი ვიქონიოთ, რომ აზერბაიჯანი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, - განაცხადა გრიგორიანმა. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო

ბრიტანული სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარებს შორის შეტაკებები დაიწყო. აზერბაიჯანმა, რომელმაც 2020 წელს, ექვსკვირიანი კონფლიქტის შედეგად აღადგინა ტერიტორიის სრული კონტროლი, თავის ძალებს შორის მსხვერპლი აღიარა. სომხეთს არ უსაუბრია დანაკარგებზე, მაგრამ განაცხადა, რომ შეტაკებები ღამითაც გაგრძელდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდა, სიტუაციის განსახილველად საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დაურეკა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით ინტენსიური სროლა დაიწყო და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან თანაზომიერი რეაქცია მოჰყვა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 სექტემბერს, ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს. მისივე განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას და აღნიშნული ქმედებების აღკვეთის მიზნით, გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, სამხედრო შეტაკება მოხდა. „ყველა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სომხეთი ემზადება ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციისთვის“, - აღნიშნავენ სამინისტროში. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთი ასევე მიზნად ისახავს, შეანელოს აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სასაზღვრო რაიონებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შეინარჩუნოს დაძაბული ატმოსფერო აზერბაიჯანის საზღვრებთან. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის შეჭრის შესახებ ინფორმაცია უარყო. კონფლიქტი პირველად, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ორივე მხარე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სომხურმა ძალებმა მთიანი ყარაბახის მახლობლად მდებარე ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე, დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო აღიარებული, თუმცა იყო ფართოდ იყო დასახლებული სომხური პოპულაციით. აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები 2020 წლის ბრძოლების დროს დაიბრუნა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა. ორივე ქვეყნის ლიდერები მას შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ ხელშეკრულების დასადებად, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახიფათო ესკალაციას გმობს

საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო „საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე ქვეყნებს შორის კონფლიქტი პირველად, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ორივე მხარე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სომხურმა ძალებმა მთიანი ყარაბახის მახლობლად მდებარე ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე, დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო აღიარებული, თუმცა იყო ფართოდ იყო დასახლებული სომხური პოპულაციით. აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები 2020 წლის ბრძოლების დროს დაიბრუნა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა. ორივე ქვეყნის ლიდერები მას შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ ხელშეკრულების დასადებად, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.  

სომხეთი: აზერბაიჯანთან შეტაკებები შესაძლოა, ომში გადაიზარდოს

სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. Reuters-თან ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაიღუპა დაახლოებით, 50 სომეხი ჯარისკაცი და დაიჭრა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. „თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.   ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე

ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე სრულდება.„ჩვენთვის იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია. მოვუწოდებთ მხარეებს, განაგრძონ ამ შეთანხმების იმპელემენტაცია და მოახდინონ ჰუმანიტარული ნაბიჯების კოორდინაცია, როგორიცაა, სამხედროების ცხედრების გადაცემა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებს მაღალი დონის შეხვედრებს და კონსულტაციებს ჯოზეფ ბორელის მანდატით. ის იმყოფებოდა ბაქოში გუშინ და დღეს ერევანშია. ევროკავშირი კვლავაც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 14 სექტემბრის 20:00 საათიდან შევიდა ძალაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო. ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე- გაეცანით Europetime-ის სტატიას  

მედია: აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 8 სტრატეგიული სიმაღლე გადავიდა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 8 სტრატეგიული სიმაღლე გადავიდა. ამის შესახებ თურქეთის მედია წერს.  სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია მედიის ცნობით, ბოლო დღეების მონაცემებით, აზერბაიჯანის ჯარმა სომხეთის 53 პოზიციაზე დაამყარა კონტროლი.  „მწყობრიდანაა გამოსული სომხეთის შეიარაღებული ძალების 538-ე ცალკეული სამთო მსროლელი ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის კალბაჯარის ოლქის უსაფრთხოებას“, - წერს მედია.  ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.   

ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა - POLITICO

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამ შაბათ-კვირას ეწვევა სომხეთს, რათა სომხეთ-აზერბიაჯანის საზღვარზე შეტაკებების ფონზე, ქვენის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს, ამის შესახებ POLITICO-ს წყარომ განუცხადა. პელოსი, სავარაუდოდ პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და  მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩასვლას დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად გეგმავს.  პელოსის ოფისში ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.  

აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება

აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს. „ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და გავაგრძელებთ მუშაობას მხარეებთან. სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია შეერთებული შტატები ერთგულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის”, - წერს ბლინკენი. Reuters-ის ცნობით, ორდღიანი კონფლიქტის დროს 170 -ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.  

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

სომხეთის მთავრობის შენობის წინ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.  სომხეთის მთავრობის შენობის წინ, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.   შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის შემდეგი სხდომა 11:oo საათზე იმართება.   მანამდე მოძრაობა 5165-ის ლიდერმა კარინ ტონოიანმა დაუმორჩილებლობის აქციების დაწყება გამოაცხადა.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს მოვუწოდებთ, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები

ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები დიპლომატიური და სამხედრო არხებით - ხელახლა ჩაერთონ დიპლომატიურ პროცესში. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები მჭიდრო კავშირზეა ორივე ქვეყნის მთავრობებთან. ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. ამასთან, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ახლახან ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ, ბაირამოვს. „შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით. უკვე მეორე დღეა, თავდასხმების გაგრძელებას ვხედავთ. სომხეთის შიგნით მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების შესახებ ცნობები განსაკუთრებით გვაწუხებს. მდივანი ბლინკენი ორშაბათს, 12 სექტემბერს ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ალიევს, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო მოქმედებების, მათ შორის სომხეთის შიგნით დაბომბვის შესახებ ცნობების გამო, ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოეხატა. მდივანმა ბლინკენმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაიყვანოს ძალები საზღვრიდან, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა გადაუჭრელი საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან თავშეკავებისკენ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ორივე ქვეყნის მთავრობებს, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები დიპლომატიური და სამხედრო არხებით - ხელახლა ჩაერთონ დიპლომატიურ პროცესში. შეერთებული შტატები კვლავაც აქტიურ კონტაქტზეა ორივე ქვეყნის მთავრობებთან. ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ამჟამად ბაქოში იმყოფება, სადაც სამშაბათს, 13 სექტემბერს და ოთხშაბათს, 14 სექტემბერს შეხვდა აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირებს. ელჩი რიკერი სამშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ალიევს. ამასთან, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ახლახან ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ, ბაირამოვს. შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე- გაეცანით Europetime-ის სტატიას  

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული დაზუსტებული მონაცემებით, აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა.  ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს „დღემდე სომხეთის მხარეს დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ი ადამიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის. ბევრი დაჭრილია“, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ცნობით, ესკალაციის ზონაში ოპერატიული ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია. „წუხელ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული დავალება“,  - განაცხადა პაპიკიანმა.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

ნენსი პელოსი: სომხეთში შაბათს გავემგზავრები

"სომხეთში შაბათს გავემგზავრები", - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დაადასტურა, რომ სომხეთს ვიზიტით ეწვევა.  ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა - POLITICO „ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ეხება ადამიანის უფლებებსა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემას“, - აღნიშნა ნენსი პელოსიმ. ამასთან, პელოსიმ უარი განაცხადა ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩასვლას დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეკერთან ერთად გეგმავს.  

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული "აზერბაიჯანელი სამხედროები სომხური მხარის პროვოკაციების აღკვეთას ცდილობდნენ. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა", - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

ნენსი პელოსი სომხეთში ჩავიდა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ზვარტნოცში ახლახან დაეშვა. ნენსი პელოსი: სომხეთში შაბათს გავემგზავრები სომხეთის მედიის ცნობით, 17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. მხარეები სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ. აშშ-ს დელეგაციაში წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი შედიან.  

ბაქომ ერევანს 32 სამხედროს ცხედარი გადასცა

ბაქომ ერევანს 32 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას დაიღუპნენ.  ამის შესახებ Trend-ს შაბათს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მძევლების საქმეების სახელმწიფო კომისიაში განუცხადეს.  ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა.  აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.   აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო  

ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ერევანში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. ნენსი პელოსის თქმით, არჩევანი ისევ დემოკრატიის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.  „თაობების განმავლობაში ჩვენ ვიცავდით და ვინარჩუნებდით მათ არჩევანს. შეერთებული შტატებიდან უკრაინამდე, ტაივანამდე, სომხეთამდე, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისევ დემოკრატია“, - აღნიშნავს ნენსი პელოსი.  კონტექსტი პელოსის ვიზიტის წინ უძღოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყებოდა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება. სომხური მედიის ცნობით, 17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. მხარეები სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ. აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი. ცნობისათვის, მსგავსი განცხადება გააკეთა ნენსი პელოსიმ ტაივანში ვიზიტისას. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

სომხეთში ვიზიტისას, ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმები“ დაგმო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ  „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. პელოსის თქმით, საინტერესოა, რომ სომხეთი იმედგაცრუებულია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის პასუხით. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ნენსი პელოსი: ამერიკა სომხეთის გვერდით დგას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სომხეთში ვიზიტისას ერევნის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა. შესაბამისი გზავნილი პელოსის Twitter გვერდზე განთავსდა. „მე მინდა, გავაგზავნო ძლიერი გზავნილი: ამერიკა დგას სომხეთის გვერდით მისი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვაში“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ.  შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. პელოსის თქმით, საინტერესოა, რომ სომხეთი იმედგაცრუებულია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის პასუხით. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სომხეთში ვიზიტით მყოფი ნენსი პელოსის განცხადებებს აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებებს აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი შეფასება მოჰყვა. ბაქოს შეფასებით, პელოსის გამონათქვამები საფრთხეს უქმნის მშვიდობას კავკასიაში. „პელოსის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წაყენებული დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია. ეს არის სერიოზული დარტყმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე", - განაცხადა სამინისტრომ და პელოსის განცხადებას „სომხური პროპაგანდა“ უწოდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენდა სომხეთს მისი თავდაცვის საჭიროებების შესახებ და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. ერევანში ყოფნისას პელოსიმ ასევე აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.  

ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ სომხეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლო გაწევის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, სომხეთში ვიზიტისას პელოსიმ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის. სომხური მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხდა, რომ ვიზიტის მნიშვნელობა ეფუძნება შემდეგ ფაქტს: მათ სურთ იმის მოსმენა და გაგება, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რას მოელიან მათგან. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვის საკითხში თანამშრომლბაზე, ასევე ათასწლეულის გამოწვევების პროგრამებში სომხეთის მიერთების საკითხზე. ნენსი პელოსი: ამერიკა სომხეთის გვერდით დგას „ჩვენი მოლაპარაკებების მიზანია მოვუსმინოთ სომხეთის ხელმძღვანელობას, რათა გამოვკვეთოთ კონკრეტული სფეროები, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, თავის მხრივ, აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა ეშუმ. ნენსი პელოსი სომხეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები, ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში.

ერევანში აქციის მონაწილეები სომხეთის ОДКБ-დან გასვლას მოითხოვენ

ერევნის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) გასვლას ითხოვენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ერევანში იმყოფება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი. სომხეთის დედაქალაქში მისი ვიზიტის მხარდამჭერი აქციაც ტარდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს სომხეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა. მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც „სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის თავდასხმა დაგმო“.  

ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშოტ სმბატიანი საქართველოში სომხეთის ელჩად სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან რუბენ სადოიანი შეცვალა.  

პოლ გობლი: ომი დიდხანს, ან იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება

ერევანში პელოსის ჩასვლის დღეს, ბლინკენი აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა, რასაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ერევანში, ასევე - რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს და სხვა აქტუალურ საკითხებს.  პოლ გობლი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციაზეც მუშაობდა, ამბობს, რომ უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს ET: მადლობა ინტერვიუსთვის. გამომდინარე იქედან, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი ერევანში, ამ თემით დავიწყებთ. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ნენსი პელოსის ჩასვლა სომხეთში ასეთ დროს და რა შეგიძლიათ თქვათ მის გზავნილებთან დაკავშირებით? სომხებს ბევრი ამერიკელი თანაუგრძნობს, განსაკუთრებით, გასული საუკუნის ტრაგედიების შემდეგ. ნენსი პელოსის ვიზიტი და მისი განცხადებები ერევანში, სწორედ ამ რეალობას ასახავს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ერევანში მისი ჩასვლის დღეს, აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანულ მხარეს დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა. ამას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრეს. ET: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარის შემდეგ, მოვისმინეთ მოსაზრებები მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირებისგან, რომ მოსკოვი შესაძლოა, შეეცადოს კონლიფქტის გაღვივებას. ამავე დროს, მას მოუწოდეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა რეგიონში, რათა მხარეებს დახმარებოდა მშვიდობიან გადაწყვეტაში. თქვენ როგორ ხედავთ რუსეთის როლს? მოსკოვის როლი უფრო მარგინალურია. მას არ აქვს არცერთი მხარის ნდობა და არც საკმარისი ჯარი, რომ პრობლემა ამ გზით გადაჭრას. ამან სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს, მეტი ბიძგი მისცა.ET: რაც შეეხება მიმდინარე ომს, უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება? უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს. მის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და სხვა არჩევანი არ აქვს. რუსეთს კი, არაფერი აქვს, მაგრამ ის გაცილებით დიდია და უფრო მარტივად შეუძლია, იბრძოლოს ბევრად უფრო დიდხანს. მე მჯერა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, ან იმდენ ხანს, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება. ET: ომი გადამწყვეტ ფაზაშია - აცხადებენ უკრაინის პარტნიორები, რა გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო, თუნდაც დასავლეთიდან და რა იქნება ამ ეტაპზე უპირველესი საზრუნავი? დასავლეთს სურს უკრაინის გამარჯვება, მაგრამ არ სურს გააკეთოს ისეთი რამ, რაც პუტინს მიიყვანს დასკვნამდე, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დანებდეს ან გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ასეთი, ერთგვარი შებოჭილობა არსებობს დასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ET: რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა ახლო სამეზობლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზეც? საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი. ჩემ მიერ ხსენებული პირველი საკითხის გადაწყვეტა მას თვითონ მოუწევს, მაგრამ ხელსაყრელი იქნება, თუ დასავლური ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ეს უნდა იყოს თბილისის პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.

საქართველო თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოგისტიკური ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსებისთვის, 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დამატებით 80 მლნ. ლარი გამოეყოფა. გაზრდილი დაფინანსების ნაწილი ასევე შეიარაღების კუთხითაც მიიმართება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. სპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გაზრდილია უსაფრთხოების გამოწვევები, სახელმწიფომ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, უფრო მეტი თანხები უნდა გამოყოს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავისი დამოკიდებულება საკითხის კენჭისყრის დროსაც დააფიქსირა და სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოში დამატებითი შემოსავლები ჩნდება, რაც ქვეყნის საჭიროებებზე ნაწილდება. მისივე შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას ხმარდება. „თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის ქვეყანას მეტი თანხები სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე უწყება დამატებით დაფინანსდება იმ თანხებით, რის შესაძლებლობასაც არსებული სახელმწიფო ბიუჯეტი იძლევა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ გაზრდილია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონი ლარით. ამ ნაწილში გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 50 მილიონი ლარი სამაშველო ვერტმფრენების შესაძენადაა გამოყოფილი. ალეკო ელისაშვილმა უკმაყოფილება აქაც დააფიქსირა. „ასევე შვეულმფრენებთან დაკავშირებით. ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი არ გვჭირდება? თუ სულ თურქეთს უნდა ვეხვეწოთ, რომ ცეცხლი ჩაგვიქროს ვიდრე არ გადაიბუგება ხოლმე ნახევარი ტყე. ბარემ სამაშველოსთან ერთად ჩავსვათ ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი, ეს არ გვჭირდება? გულახდილად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის გამაოგნებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ფინანსთა მინისტრმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ცნობისთვის, გიორგი კაკაურიძემ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ გაზრდილი საბიუჯეტო შემოსულობების შემდეგ, მთავრობამ ორი მთავარი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას და ნაკლები საგარეო ვალის აღებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მიმდინარე წელს, სახელმწიფო 710 მლნ. ლარით ნაკლებ ვალს აიღებს, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა კი, მშპ-ს 4.4%-დან 3.2%-მდე მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში შემოსული დამატებითი თანხები იმ საჭიროებების მიხედვით გადანაწილდა, რაც სახელმწიფო უწყებებმა მოითხოვეს. თანხები სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 210 მლნ. ლარით გაიზრდება. 150 მლნ. ლარი ემატება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 80 მლნ. ლარით გაეზრდება დაფინანსება. 70 მლნ. ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ. ლარით გაიზრდება. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 489,7 მლნ ლარით იზრდება და 19 852,3 მლნ ლარს შეადგენს.

ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რაც პირველი მოლაპარაკებაა მიმდინარე თვეს სასაზღვრო შეტაკების შემდეგ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. „მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა შემდგომი ბრძოლის თავიდან აცილებას და სამშვიდობო პროცესს დაბრუნების აუცილებლობას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განცხადებაში. მისივე თქმით, ენტონი ბლინკენმა მხარეებს მოუწოდა, რომ თვის ბოლომდე კვლავ შეხვედნენ. „ძლიერი, მდგრადი დიპლომატიური ჩართულობა არის საუკეთესო გზა ყველასთვის. არსებობს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რომელიც წყვეტს უთანხმოებებს. აშშ მზად არის, რაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად“, – განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა.    

გრიგოლ ლილუაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გრიგოლ ლილუაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.  

ჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების მხარდაჭერას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გულწრფელად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღის იუბილეს. ჩვენ გავაგრძელებთ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას“, - აღნიშნულია წერილში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობის, სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილეთ

"ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილე", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა „კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა სომხეთს, სამშვიდობო შეთანხმების პროექტის განხილვა შესთავაზა

აზერბაიჯანმა სომხეთს, სამშვიდობო შეთანხმების პროექტის განსახილველად, შეხვედრის ადგილი და დრო შესთავაზა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.   ბაირამოვის თქმით, ბრიუსელის ბოლო შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მხარეებს სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა დაეწყოთ. „ორი დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე. სამწუხაროდ, მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთი კვლავ მოწოდებულია გააგრძელოს კონფრონტაცია და არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება", - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მიზნად ისახავს პოსტკონფლიქტურ ნორმალიზებას, „რათა ავაშენოთ უკეთესი მომავალი ახალი თაობებისთვის“, - აღნიშნა ბაირამოვმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

სომხეთმა ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

სომხეთმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. წვრთნები 26 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ყაზახეთშია დაგეგმილი. მიზეზად აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტი სახელდება.   „აზერბაიჯანის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ, შეიარაღებული ძალებისთვის დაკისრებული ამოცანების საფუძველზე, გადაწყვიტა თავი შეიკავოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებში, რომელიც ყაზახეთშია დაგეგმილი“, - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.  ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

ილია დარჩიაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებებით. აღინიშნა, რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა.  

მედია: სომხეთმა რუსული თვითმფრინავების მიღებაზე უარი თქვა

სომხეთში ორი რუსული თვითმფრინავი არ შეუშვეს, რადგან მათი ლიცენზია ამოეწურათ. „ბაზას“ Telegram არხის ცნობით, სომხეთმა აიძულა „აეროფლოტის“ ორი თვითმფრინავი, რომლებიც ერევანში მიფრინავდნენ, უკან გაბრუნებულიყვნენ. როგორც გაირკვა, სომხეთის საჰაერო სივრცეში შესასვლელად მომზადებისას გახდა ცნობილი, რომ რუსულ თვითმფრინავებს ლიცენზიის ვადა ამოეწურათ. კრემლის კონტროლირებადი მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო, ავარიულად დაეშვა მინერალნიე ვოდიში. ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

ANCA: აშშ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთისთვის, ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხს განხილავს, რათა „სომხეთი დაიცვას აზერბაიჯანული აგრესიისგან, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით განხორციელდა“ . ამის შესახებ ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი (ANCA) იტყობინება. „1991 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლიტიკოსები შეერთებულ შტატებში, კონგრესის მტკიცე ორპარტიული ზეწოლის ქვეშ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის საკითხს პირველად განიხილავენ. მათი მიზანია დაეხმარონ სომხეთს, რომ აზერბაიჯანის (თურქეთის მხარდაჭერილი) აგრესიისა და ეთნიკური წმენდისგან თავი დაიცვას“,- ნათქვამია ANCA-ს განცხადებაში. 13-14 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, კონგრესმენმა ადამ შიფმა გაავრცელა რეზოლუციის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის კომისიის სხვა წევრებთან ერთად სომხეთის საკითხებზე შემუშავდა. რეზოლუცია გმობს აზერბაიჯანის არაპროვოცირებულ თავდასხმებს სომხეთსა და არცახზე, ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს შეერთებული შტატების მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული ყველა სახის დახმარება. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე    

სომხეთი ფაშინიანი: მოკავშირე ქვეყნებს ფულს ვუხდით, მაგრამ იარაღს არ გვაწვდიან

მთავრობამ დაიწყო შეიარაღებული ძალების რეფორმირების ფართომასშტაბიანი პროცესი, მაგრამ ამ პროვოკაციებით აზერბაიჯანი ცდილობს, დარწმუნდეს, რომ სომხეთი ამ რეფორმებს ვერ განახორციელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. „თქვენ იცით, რომ ყველა მიმართულებით, ყველა შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელია, სამწუხაროდ, მათ [ანუ აზერბაიჯანელებს] აქვთ გარკვეული წარმატებები ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობის კუთხითაც და ისინი ცდილობენ, უზრუნველყონ იარაღი და საბრძოლო მასალა. სომხეთს არ მიეწოდება, გვაქვს შემთხვევები, როცა 100 მილიონი დოლარია გადახდილი, მაგრამ სომხეთისთვის მიწოდების ვალდებულებები არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა, ღრმად უნდა გავაანალიზოთ. ეს სიტუაცია“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.  

სომხეთის პრემიერი: მსოფლიოს კოლაფსის მომსწრენი ვართ, არ არსებობს რეგიონში ქვეყანა, რომელსაც ეს შოკი არ დაარტყამს

„სომხეთი ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან; სომხეთი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, ისმენს და ეთანხმება ყველა მოწოდებას და ხაზს უსვამს, რომ საკითხები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით, მაგრამ ხედავს, რომ აზერბაიჯანი მუდმივად მიმართავს აგრესიულ ქმედებებს“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ვითარებაში სომხეთი საერთაშორისო პარტნიორებს თანმიმდევრულად სთავაზობს შემდეგ გადაწყვეტას, რომელიც მისი თქმით, შეიძლება, იყოს გამოსავალი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. „იქნება ეს გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მისია“, - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიო ყველას თვალწინ ინგრევა. „დღეს მე ვიტყვი, რომ არ არსებობს ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში, ევრაზიის რეგიონში, რომელიც ამ შოკის თავისი წილი არ შეეხება“, - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნასა და ზავის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. სომხეთი სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება. 

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეხვდებიან

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ინფორმაციას ადასტურებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა, ჟენევაში 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ერევანმა მშვიდობის შანსი უნდა გამოიყენოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა სრულად უნდა ისარგებლოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შანსით“. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეხვდებიან ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ვადამდელ შეხვედრას არ გამორიცხავს. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთისა და საზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ჟენევაში 2 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. „არარატ მირზოიანმა გაიმეორა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანის, აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების სწრაფი დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო პატივისცემის აუცილებლობა. ხაზი გაესვა პრობლემების ძალისმიერი ან ძალის მუქარით გადაწყვეტის დაუშვებლობას. ახალი აგრესიის პრევენციის კონტექსტში ხაზი გაესვა საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის სადისკუსიო მექანიზმის შექმნის შესახებ. მიღწეულია შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნავს სომხური მხარე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრისას ბაქოს მიერ შემოთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით. „ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ბაქო გააგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციისთვის“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა მადლიერება გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს საკითხების მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმაროს და ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია არის ერთადერთი გზა.

შემოსავლების სამსახური: სომხეთიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება უკან გავაბრუნეთ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (2004 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ზურაბ აზარაშვილი სომხეთის ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო პროექტები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. თავის მხრივ, სომხეთში სფეროს სიახლეებზე ისაუბრა აშოტ სმბატიანმა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.  

სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით შემდგომი შესაძლო ნაბიჯები განიხილეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების უმოკლეს ვადაში განხორციელების აუცილებლობას. ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე.მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ პროცესებზე. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.  

ილჰამ ალიევი: თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა, წლის ბოლომდე გაფორმდეს

თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „პრინციპში, რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ თუ სომხეთის მხრიდან კეთილი ნება იქნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო გადის, ჩვენი ინიციატივები ადვილად არ მიდის წინ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, თუმცა პირველ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. ვფიქრობ, თუ გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მუშაობას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებას მივაღწიოთ წლის ბოლომდე. პრინციპში, გვაქვს გამოცხადებული ხუთი პრინციპი. ამასზე არავის აქვს კითხვები -არც სომხურ მხარეს და არც ევროკავშირს. საფრანგეთის პრეზიდენტთან კონტაქტების დროს მეც დავინახე, რომ ეს ხუთი პრინციპი აღიქმება, ეს ბუნებრივია, რადგან ახალი არაფერი გამოგვიგონია, ეს არის პრინციპები, რომლებზეც დამყარებულია ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ურთიერთობების ნორმალიზება სურთ“, - განაცხადა ალიევმა.  ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.  

ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა

ილჰამ ალიევი გამოდის ინიცატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს.  სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, ორი ქვეყნის საზღვარზე, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პრაღაში „ევროპული პოლიტიკური კავშირის“ სამიტის ფარგლებში მრგვალ მაგიდაზე გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამ პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია.  პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.  

სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, ორი ქვეყნის საზღვარზე, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს. 6 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის ფარგლებში შეხვდნენ. „სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის მიმართ, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შემდგომი სხდომა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში გაიმართება“, - აცხადებენ ევროპის საბჭოს პრესსამსახურში. ამასთან აღნიშნულია, რომ სომხეთი დათანხმდა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ხოლო აზერბაიჯანი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას საჭიროების შემთხვევაში. მისია მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს და მაქსიმუმ ორ თვეს გაგრძელდება. მისიის მიზანია ნდობის ჩამოყალიბება და მისი ანგარიშების მეშვეობით, სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა. პრაღაში შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. სომხეთის პრემიერი: მსოფლიოს კოლაფსის მომსწრენი ვართ, არ არსებობს რეგიონში ქვეყანა, რომელსაც ეს შოკი არ დაარტყამს გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.  

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ასტანაში შეხვდებიან

ყაზახეთის დედაქალაქში, რუსული მხარის ინიციატივით, 14 ოქტომბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა იტყობინება.  მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში ჟენევაში შეხვდნენ. პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.  პრაღაში, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიაგანთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია

ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთში იმყოფება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, მისია საქმიანობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება. მისია 40 სპეციალისტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.    

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის საბჭომ ადგილზე 40 სპეციალისტის გაგზავნა გადაწყვიტა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, გადაწყდა, რომ პროცესში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ექსპერტები დროებით ჩაერთვებიან. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება.  აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.    

ბაქოს ცნობით, სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა.  უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 18 ოქტომბრის საღამოსა და 19 ოქტომბრის ღამეს აზერბაიჯანის დაშქესანისა და გადაბაის რეგიონების დასახლებების მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია დაბომბვა განხორციელდა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: შუშაში გენერალურ საკონსულოს გავხსნით

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის. „ჩვენ ასევე ვხსნით გენერალურ საკონსულოს შუშაში", - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან ინტერვიუში. „ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ შუშაში ვიზიტები ბევრად გაადვილდება. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დიდი თანხები გამოიყო. ჩვენი თურქული კომპანიების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ თუ გეგმები განხორციელდება, აქ მუშაობა 1-1.5 წელში დასრულდება. რა თქმა უნდა, რკინიგზის გარდა არის მაგისტრალებიც. მათ გადაწყვეტილი აქვთ, დაასრულონ ისინი. როგორც კი დასრულდება ეს სამუშაოები, შუშასკენ მიმავალი გზა გაიხსნება. ეს ადგილები გამოცოცხლდება როგორც ადგილობრივით, ასევე უცხოელი ტურისტებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.  

რა საკითხები განიხილეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნიკოლ ფაშინიამა ერევანში გამართულ შეხვედრაზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ირანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ბოლო მოვლენები და რეგიონული ვითარება განიხილეს. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა მეზობლებთან, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას და დაადასტურა ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მუდმივი მშვიდობის დამყარების, სასაზღვრო დავების გადაწყვეტისა, საზღვრების სტაბილიზაციისა და რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამირაბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა მეზობლობის გაძლიერების მიზნით შიდარეგიონული ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. მან ხაზი გაუსვა სომხეთის გავლით ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შენარჩუნებისა და გაფართოების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ეწინააღმდეგება ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ცვლილებას რეგიონში და ასევე საზღვრების ნებისმიერ ცვლილებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანი ეწინააღმდეგება რეგიონში საგარეო ძალების ყოფნას. მან ხაზი გაუსვა რეგიონის შიგნით არსებული შესაძლებლობების, მათ შორის „3+3“ მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას და განაცხადა, რომ რეგიონული პრობლემები თავად რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. ირანის საგარეო უწყების ცნობით, თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, გახსნას თავისი გენერალური საკონსულო თავრიზში და აღნიშნა, რომ ირანი და სომხეთი სულ უფრო აფართოებენ კავშირებს ტურიზმის სექტორში მათი საერთო კულტურის გამო. მისივე თანახმად, ფაშინიანმა გადაუხადა ირანს კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ გაავრცელა ფაშინიანის ოფისმაც. მისი მიხედვით, ირანელმა დიპლომატმა ფაშინიანს პრეზიდენტ რაისის მიწვევა გადასცა. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართპა, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს დღის წესრიგი გრძელვადიანი დაგეგმვის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. გასაგებია, რომ ახლა ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები ვართ და სამწუხაროდ, ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტაზე გვიწევს ფოკუსირება, მაგრამ მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ პრობლემების მიმართ უფრო პრაქტიკული იქნება, თუ ჩვენ გვექნება გრძელვადიანი ხედვა ყველაფერზე“, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხური მხარის ცნობით, ფაშინიანმა და ამირაბდოლაჰიანმა ორმხრივი და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და უსაფრთხოების ვითარებაზე. პრემიერმა აღნიშნა ირანული მხარის მკაფიო შეფასებებისა და არსებულ ვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანსა და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს, სომხეთში შესვლა აეკრძალათ

კრემლის პროპაგანდისტი, სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანის თქმით, მას და დუმის დეპუტატ კონსტანტინ ზატულინს სომხეთში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ, მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.  „კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც", – წერს სიმონიანი ტელეგრამზე. მანამდე, 25 ოქტომბერს რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა.   წერილში, მან განმარტა, რომ სომხეთისთვის, მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მიუღებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება, სიმონიანს, ის სომხეთში ჩასვლაზე აკრძალვის მიზეზს არ ასახელებს.  ამ დრომდე, მარგარიტა სიმონიანისთვის დაწესებულ აკრძალვაზე, სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.  

მედია: 31 ოქტომბერს სოჭში, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირები შეხვდებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში ჩასვლას გეგმავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ამის შესახებ რუსული მედია სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანზე დაყრდნობით იუწყება. კრემლს მანამდე, პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.  კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, სამმხრივი მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით TASS-ის კითხვის საპასუხოდ, თქვა, რომ ამის შესახებ „დამატებით გახდება ცნობილი“.   

აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ფორმატი, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - აზერბაიჯანის ელჩი შვეიცარიაში

აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა შვეიცარიაში ფუად ისკენდეროვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობა ძალიან კარგად არის განვითარებული, იზრდება რეგიონის გავლით სატრანზიტო მიმოსვლის მოცულობა.  24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. ასევე წაიკითხეთ:  სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი: ზანგეზური, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება

აზერბაიჯანი აქტიურად უწყობს ხელს ზანგეზურის დერეფნის შექმნას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ღერძის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს მისი თქმით, აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე ამ სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებს. „შენდება და აღდგება საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ამავდროულად, სომხეთის ტერიტორიაზე არაფერი ხდება, არ ტარდება პრაქტიკული ქმედებები, არც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და არც პროექტები მზადდება“, - აღნიშნა მუსტაფაევმა.  ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან. სომხეთი, რომელიც პროექტს ეწინააღმდეგება, თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. საგზაო პროექტის შესახებ მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია   

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, ეს სოჭშიც დაადასტუროს. „სომხეთი, სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ წარმოადგინა“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერს გაიმართება. რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის  

ფაშინიანი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში 15-20 წლით დარჩებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, 31 ოქტომბერს სოჭში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში რუს სამშვიდობოებს ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდებათ.  ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე ამის შესახებ მან მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.  „ოფიციალურად ვაცხადებ: მზად ვარ, ხელი მოვაწერო დოკუმენტს სოჭში და ვაღიარო, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა ყარაბაღში უპირობოდ და წინაპირობის გარეშე გაგრძელდება 10, 15, 20 წლით. მე ვთავაზობ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის სამმხრივი დოკუმენტი და თუ რუსეთთან შევთანხმდით, ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში“, - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაპირება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებმა უნდა დატოვონ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა, ჯერ არ შესრულებულა. „ეს კითხვები უნდა დაისვას - რუსეთი მკაცრად იცავს თავის წინადადებებს თუ არა“, - განაცხადა ფაშინიანმა.  როგორც ცნობილია, ამ თვის ბოლოს ფაშინიანი სოჭში გაემგზავრება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად. 2020 წლის ნოემბერში სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ. შეთანხმების თანახმად, გადაწყდა რეგიონში რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობო კონტინგენტის“ განლაგება. აგვისტოში ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარებაზე, რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით სომხეთის საზოგადოებას კითხვები აქვს.  ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერს გაიმართება. რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის  

რატომ გზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო ექსპერტებს სომხეთში

წყარო -EUMM (ევროკავშირის მონიტორინგის მისია) Europetime უცვლელად გთავაზობთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ მომზადებულ მასალას. კითხვები და პასუხები სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვრის სომხურ მხარეს, სადამკვირვებლო ექსპერტების გაგზავნის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში ამოქმედდა. _რატომ აგზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო პოტენციალს სომხეთში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი პასუხობს პრეზიდენტ ალიევს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ მიშელს შორის ოთხმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას. გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის შექმნის შესახებ, უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის შეთავაზებით საგარეო საქმეთა საბჭოზე 17 ოქტომბერს მიიღეს. ევროკავშირის პირველი დამკვირვებლები ადგილზე ამოქმედდნენ 20 ოქტომბრიდან. მისიის მანდატია, დააკვირდეს ვითარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში, რათა მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენას და ევროკავშირს საშუალება მისცეს უკეთ დაეხმაროს სასაზღვრო კომისიების მუშაობას. _კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში შეასრულებს ორ ძირითად ამოცანას: 1) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე დაკვირვების გზით; 2) სამხედრო რესურსის კონფიგურაციის და ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განვითარებული მოვლენების შესახებ რეგულარული და სპეციალური ანგარიშგების მეშვეობით, ევროკავშირის გუნდი დააკვირდება ვითარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაეხმაროს ორი მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას. _კონკრეტულად სად განლაგდება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი? პასუხისმგებლობის რაიონი იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხური მხარე. _არის თუ არა ევროკავშირის მონიტორინგის პოტენციალი სამხედრო მისია? არა. განლაგდებიან მხოლოდ სამოქალაქო დამკვირვებლები. _რისგან შედგება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი? იგი შედგება ევროკავშირის 40-მდე სამოქალაქო სადამკვირვებლო ექსპერტისგან, რომლებიც მივლინებულნი იქნებიან ორი თვის განმავლობაში. _განლაგდება თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო ასეთივე პოტენციალი აზერბაიჯანში? არა. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი განლაგდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხურ მხარეს. მთავარი მიზანია ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე დაკვირვების გზით. _რა იყო ტექნიკური შეფასების მისიის როლი, რომელიც სომხეთში 14 ოქტომბერს ჩავიდა? ევროკავშირის ექსპერტების ტექნიკური შეფასების მისია სომხეთში მიზნად ისახავდა მომზადებას ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის განლაგებისთვის. მისი როლი იყო საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ადგილზე შეფასების ჩატარება და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კავშირის დამყარება. _როგორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის განლაგებაში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან გაიგზავნნენ სადამკვირვებლო ექსპერტები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგამს სამოქმედო ნაბიჯებს ისე, რომ ამან არ იქონიოს გავლენა მის სადამკვირვებლო შესაძლებლობებზე საქართველოში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს თავის საქმიანობას საქართველოში ყველა საოპერაციო მიმართულებით. ეს მოიცავს 24/7, წელიწადში 365 დღე დაკვირვებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავისი მანდატის სრულად შესრულების ერთგული რჩება. _რას დააკვირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ანგარიშგებას მოახდენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო რესურსის კონფიგურაციასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაეხმაროს ორი მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას.   ევროკავშირის დამკვირვებლები ასევე დააკვირდებიან ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მოვლენებს. მათ არ ექნებათ საგამოძიებო როლი. _გააკეთებს თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი დასკვნებს იმის შესახებ, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ესკალაცია 13 სექტემბერს და გასცემს თუ არა რეკომენდაციებს შემდგომი ესკალაციების თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების შესახებ? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებსა და სამსახურებს მოახსენებს ორ ქვეყნას შორის საზღვრის გასწვრივ დაკვირვების შესახებ. ის არ განახორციელებს თვითნებურ მოქმედებას და არ გამოიტანს პოლიტიკური ხასიათის დასკვნებს თავისი დაკვირვების საფუძველზე. _თანამშრომლობენ თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი და ეუთოს შეფასების მისია? ეს არის ორი განცალკევებული მისია ორი განსხვავებული მანდატით. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალს კავშირი ექნება ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ეუთოსთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალსა და ეუთოს მიერ განლაგებულ ძალისხმევას შორის საქმიანობის დუბლირება არ არის. _არის თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ერთადერთი საშუალება, რომლითაც ევროკავშირი მხარს უჭერს დეესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირი მჭიდროდ არის ჩართული ორივე მხარეს შორის სამშვიდობო პროცესის წარმართვაში. დღევანდელი მდგომარეობით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გასულ წელს ბრიუსელში უმასპინძლა ლიდერთა ოთხ სამმხრივ შეხვედრას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის. პირველი მათგანი შედგა 2021 წლის 14 დეკემბერს, რომლსაც მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ 10 სომეხი პატიმრის გათავისუფლება და შეთანხმებები სამშვიდობო პროცესის მიმართულებით მუშაობის გზაზე. შემდგომი შეხვედრები გაიმართა 2022 წლის 6 აპრილს, 2022 წლის 22 მაისს და 2022 წლის 31 აგვისტოს. კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ვიცე პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი ასევე ჩართული იყო ორივე მხარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან რეგულარული კონტაქტის მეშვეობით. ასევე გაიმართა შეხვედრები სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველ გაჯიევს შორის, რომლებსაც ბრიუსელში უმასპინძლეს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლაარმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველმა გრონომ. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კლაარს ასევე ჰქონდა ხშირი კონსულტაციები ორივე მხარის ხელმძღვანელობასთან, მისი მანდატის და უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე პრეზიდენტ ბორელისგან მიღებული დავალების შესაბამისად.

ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია

სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის მკაფიო პოზიცია სომხეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი აზერბაიჯანული ჯარების საწყის პოზიციებზე გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. ფაშინიანმა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაწყისში ერევანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების მექანიზმების შექმნა. „რუსეთის პოზიცია იყო, რომ დელიმიტაციის კომისიის ფორმირება გახდება საზღვრის უსაფრთხოების მექანიზმი. ჩვენ არ ვიზიარებდით ამ პოზიციას, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ დავეყრდნოთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ინტერპრეტაციას. მაგრამ ამის მიუხედავად, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა წამოიწყო ახალი ფართომასშტაბიანი აგრესია სომხეთის წინააღმდეგ და დაიკავა ჩვენი ქვეყნის ახალი ტერიტორიები, ამიტომ რუსეთის მკაფიო პოზიცია 2021 წლის 11 მაისის მდგომარეობით აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებზე გაყვანის აუცილებლობის ფორმულირებით, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედირა იმართება. მანამდე ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. სომხეთის მედიის ცნობით, შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.   

ფაშინიანი ირანში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მიწვევით თეირანში მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანს ირანის პრეზიდენტი საადაბადის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსში შეხვდება. მხარები რეგიონულ და ორმხრივ საკითხებს განიხილავენ, თანამშრომლობის შესახებ რიგ დოკუმენტებს მოაწერენ ხელს და ერთობლივ ბრიფინგს გამართვენ. ფაშინიანი მანამდე სოჭში შეხვდა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ნოემბერს, ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ცნობით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი. ბაქოში აცხადებენ, რომ საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „რეაგირების ადეკვატური ზომები“ მიიღეს. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ერევანში აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს. "სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია", - აცხადებს ოფიციალური ერევანი. შეგახსენებთ, რომმ 3 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მხარეებმა მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდეს.   

სომხეთმა, საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა. სომხეთის ეკონომიკის მინისტრი: რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს მისი თქმით, საქართველოს ფოთის პორტის ოპერატორი ევროპული და ამერიკული სანქციების დაცვის საკითხს მკაცრად აკონტროლებს. ქერობიანის თქმით, კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია პასუხი რამდენი დრო დასჭირდება იმის გადაწყვეტას, გაუშვას თუ არა ესა თუ ის ტვირთი. „ჩვენი სურვილია, რომ ეს კავშირი იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი, რათა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების საფუძველზე, ეკონომიკური შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა ქერობიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოდან რუსთში საბორნე მიმოსვლა ზამთრამდე ამოქმედდება. „როგორც გაირკვა, ეს პრობლემა იმაზე რთულია ვიდრე თავიდან ხელისუფლება წარმოიდგენდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, რადგან ეს კავშირი სომხეთსა და ევრაზიის კონტინენტს შორის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ქერობიანმა. შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტი ჰოლანდიური გადამზიდავი კომპანია APM Terminals Poti-ის კონტროლს ექვემდებარება. მანამდე, სომხურმა მხარემ საქართველოს პორტიდან, რუსეთის პორტ „კავკაზში“ საბორნე მიმოსვლის გარდაუვალი გაშვების შესახებ, რამდენჯერმე განაცხადა. ამავდროულად, საქართველოს გზა ზემო ლარსის გავლით არის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ბორანი ამ გზის ალტერნატივაა. აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ სომხეთმა ქართულ მხარეს რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნის თხოვნით (ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მძიმე დატვირთვის გამო) მიმართა. თბილისმა განაცხადა, რომ სომხეთს არ აქვს წვდომა ზღვაზე და საერთაშორისო ვაჭრობისთვის „საქართველოს პორტებს ტრადიციულად იყენებს“.  აგვისტოს ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ სატრანსპორტო კომპანიებთან რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაასრულა.   

ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ არის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეგობარი და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია, მშვიდობის მისაღწევად მათი ძალისხმევის მხარდასაჭერად. „აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად გრძელვადიანი მშვიდობისკენ და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი ორივე ქვეყნის უფლებების უზრუნველყოფაში, იმ უფლებების, რომლებსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს, რომ 30 წელზე მეტი ხანგრძლივობის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი – ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, ღრმა იარები, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ნამდვილი და მამაცი ნაბიჯები ორივე ქვეყნის მხრიდან, რომლებიც მიმართულია წარსულის უკან დასატოვებლად და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობისკენ. ორივე ქვეყანა მუშაობს ამ მიზნისთვის და საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

კელი დეგნანის თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრას მიესალმა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.  ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა „ნებისმიერ დროს, როცა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთად სხდებიან სასაუბროდ, ეს აზრთა გაცვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვაშინგტონში, მდივან ბლინკენთან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის განსხვავებების გადასალახად. ეს მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის. ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისათვის, ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. „აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.  

ილჰამ ალიევი: სომხეთს უნდა ახსოვდეს ყარაბაღის მეორე ომის გაკვეთილები

სომხურმა მხარეს უნდა ახსოვდეს მეორე ყარაბაღის ომის გაკვეთილები და გაიაზროს, რომ ცეცხლთან თამაში ერევანს ძვირად დაუჯდება. ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბერს ქალაქ შუშაში, სამხედრო მოსამსახურეებთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.  „ეს სომხეთის ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია, თუ ვინმე სხვა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გეგმებს კიდევ ერთხელ მოაწყობს, ის ჩვენი ქვეყნის „რკინის მუშტს“ დაუპირისპირდება. ეს აჩვენა ბოლო ორი წლის მოვლენებმა“, - აღნიშნა ალიევმა.  მისივე თქმით, დღეს სომხეთში რევანშისტულ ძალებს არ სურთ 2020 წლის ომის შედეგებთან შეგუება. ალიევმა შუშაში, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრებზე მიმდინარე წლის მოვლენები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბრის მოვლენები გაიხსენა. „ეს ყველაფერი გაკვეთილი უნდა იყოს სომხეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ისინი საბოლოოდ გააცნობიერებენ და იზრუნებენ საკუთარ საშინაო საქმეებზე და არ შეეხებიან მეზობლების მიწებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიებზე დროებით იმყოფებიან.

პუტინი სომხეთში ვიზიტით ჩადის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და განიხილეს 23 ნოემბერს ერევანში, CSTO-ს მოახლოებული სამიტი. ასევე, 22 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის დღის წესრიგი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, 31 ოქტომბერს სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ რიგ მოვლენებზე, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს.  

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის ელჩი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის. მთავრობის მეთაურმა აშოტ სმბატიანს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

მაკრონი მზადაა, მხარი დაუჭიროს ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმა სომხეთის საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას, განაცხადა მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას. ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და მიაღწიოს რეგიონში პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობის დამყარებას გრძელვადიან საფუძველზე. მაკრონი ფაშინიანს 19 ნოემბერს შეხვდება. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ალიევმა ხაზი გაუსვა „ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მიდგომის დემონსტრირების მნიშვნელობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში“. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სომხური მხარის მიერ ბოლო დღეებში წარმოდგენილი განცხადებები, სავარაუდოდ, „ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო დღის წესრიგს“.  

ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, სომხეთში ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით აღიძრა საქმე

სომხეთის უშიშროების სამსახურმა, „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს, სატვირთო მანქანაში იყო, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა. ის ქვეყანაში უცხო სახელმწიფოდან შევიდა და შემდეგ, რუსეთში გაემგზავრა. „საქმის ვითარებაში გასარკვევად, აღიძრა საქმე „ადამიანების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით საერთაშორისო ტერორიზმისთვის ხელშეწყობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საზღვრის გავლით ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის, ასევე დოკუმენტების გაყალბების მუხლებით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური 12 ოქტომბერს აცხადებდა, რომ ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის 12 თანამონაწილის ვინაობა“ დაადგინა და რვა ადამიანი დააკავა. საქართველომ და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანას, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, მათი საზღვრები არ გადაუკვეთავს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ. ზელენსკიმ უარყო უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდის აფეთქებაში და თავისი ვერსია დაასახელა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში კონფლიქტია სამხედროებსა და სპეცსამსახურებს შორის და აფეთქება შესაძლოა, მათ შორის წინააღმდეგობის შედეგი იყოს. 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. 

საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

  თბილისში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   მათივე ცნობით, პოლიტიკურ კონსულტაციებს თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანი.   "შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი, ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და აღნიშნეს სტაბილურობის მნიშვნელობა მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისთვის; ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ტრადიციულად მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით. სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული და ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით. ჩემსა და ბატონ პაპუაშვილს შორის შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეგრძელებინა ერევანში აპრილში დაწყებული განხილვები. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი სფერო – განათლების, კულტურის, ტრანსპორტის და სხვა. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურას ეხება და უზრუნველყოფენ ჩვენს ჩართვას საერთაშორისო ინფრასტრუქტურებში. ამასთან, ვისაუბრეთ სომხური სათვისტომოს მნიშვნელობაზე, ხაზი გავუსვით სომხური სათვისტომოს როლს სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების საქმეში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი პარლამენტების საგარეო ურთიერთობების, კულტურისა და განათლების კომიტეტების ხელმოწერილ მემორანდუმს“, – განაცხადა სიმონიანმა.  

საქართველო მზადაა, გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - პაპუაშვილი

საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე "შეხვედრაზე ვისაუბრეთ საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. მისასალმებელია, რომ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის. ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. საქართველოსა და სომხეთის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარსული, აწმყო და მომავალი მტკიცედ არის ურთიერთგადაჯაჭვული. საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად", - განაცხადა პაპუაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ალენ სიმონიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა მუდმივად პოზიტიურ დინამიკაში ვითარდება, რაც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ყველა მხარის საერთო ინტერესშია ვითარების დროული დეესკალაცია და დიალოგის განახლება გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შეიძლება მყარი საფუძველი გახდეს, რათა მხარეებმა შეძლონ ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ აღაჯანიანი, მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელაიანი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ტიგრან სეირანიანი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.  

ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა.  სამიტზე გამოსვლისას, რომელიც ერევანში მიმდინარეობს, ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს პოლიტიკური შეფასება მისცეს.  ფაშინიანის თქმით, მოკავშირეებმა უნდა აიძულონ აზერბაიჯანი, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან. საპირისპირო მოქმედება „შეიძლება ნიშნავდეს ОДКБ-ს უარს სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებაზე“. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი.   

ტოივო კლაარი აზერბაიჯანში ჩავა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ტოივო კლაარმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, ჰქონდა სასარგებლო შეხვედრები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვენაში და ახლა ბაქოში „მნიშვნელოვან შეხვედრებს“ გეგმავს.   

ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა, ფაშინიანს მაკრონის თანდასწრებით შეხვდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 7 დეკემბერს, ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ შეხვდება, რადგან სომხეთის ლიდერმა მოლაპარაკებებზე ემანუელ მაკრონის დასწრება მოითხოვა. „ფაშინიანი შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი მიიღებდა მონაწილეობას", - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა არ გაიმართება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გააკრიტიკა აზერბაიჯანი ემანუელ მაკრონმა და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც არ ჩაუდენია. ამასთან, ალიევის განმარტებით, საფრანგეთის სენატის მიერ ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღება, აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. „მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას მიიღებს. საფრანგეთის მხრიდან ჩვენზე შეტევის მცდელობა იყო ფრანკოფონიის სამიტის საშუალებითაც, ეს მიუღებელია რადგან ფრანკოფონია ჰუმანიტარული ორგანიზაციაა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის ამ განცხადებას სომხური მხარე გამოეხმაურა. „შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც შეხვედრების გაგრძელების შესახებ შეთანხმება იყო მიღწეული, ოთხმხრივ ფორმატში გაიმართა და ლოგიკურია, რომ შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე უნდა იყოს. აზერბაიჯანული მხარის ყველა განცხადება, რომელიც სომხურ მხარეს ადანაშაულებს შეხვედრისა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბრის შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების სპიკერმა. შეგახსენებთ, წელს ალიევი და ფაშინიანი რამდენჯერმე შეხვდნენ ბრიუსელსა და მოსკოვში. ოთხმხრივ ფორმატში ასევე გაიმართა შეხვედრა პრაღაში. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის

სომხეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვიდეო

სომხეთში, სოფელ ჯრაბერში სლოვენიის მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ასტრახანისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ სომხურ მედიასთან, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა. სლოვენიის კუთვნილი მსუბუქი თვითმფრინავი, ზვართნოცის აეროპორტიდან აფრინდა და მასთან კავშირი მალევე შეწყდა. ავარიის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მხოლოდ ორი პილოტი იმყოფებოდა, რომლებიც ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ.    

10-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

მედიის ცნობით, ერევანი და ბუდაპეშტი 10-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს.  შეთანხმებას დღეს გამართული შეხვედრისას ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს. არარატ მირზოიანმა და პიტერ სიჯარტომ პოლონეთში ეუთოს მინისტერიალთა ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გამოხატეს თავიანთი განზრახვა, გახსნან ახალი თავი სომხეთ-უნგრეთის ურთიერთობებში, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. შედეგად, ერევანი და ბუდაპეშტი დანიშნავენ არარეზიდენტ ელჩებს, რათა შეისწავლონ ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ვაჭრობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. უახლოეს დღეებში აუცილებელი დიპლომატიური და ადმინისტრაციული პროცედურები დაიწყება. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს, უნგრეთმა ხელი შეუწყო აზერბაიჯანიდან ხუთი სომეხი სამხედრო ტყვის დაბრუნებას, სომხეთი განიხილავს უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა ზემოხსენებულმა დიპლომატიური წყარომ. სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წლიდან, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით და უნგრეთის მიერ აზერბაიჯანელი სამხედრო ოფიცრის რამილ საფაროვის ექსტრადიციის გამო შეწყდა. ის 2004 წელს, სომხეთის არმიის ოფიცრის გურგენ მარგარიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.  

თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვა შესაძლოა, ახალ წლამდე დაიწყოს

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. თურქული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური პირები თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვის ახალ წლამდე დაწყების საკითხს განიხილავენ. იგეგმება ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტის გახსნაც, რომელიც 1993 წლიდან დახურულია. ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი ორ ქვეყანას 128 მეტრი სიგრძის ხიდით აკავშირებს. თუმცა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში დაკეტვის გამო, უფუნქციო გახდა. „ხიდის შეკეთებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო“, - ციტირებს Hurriyet ოფიციალურ პირებს. ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპი უკვე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებაზე მოლაპარაკებები იქნება, იტყობინება Hurriyet. „ამაზეც ტექნიკური სამუშაო უკვე დაწყებულია“, - ამბობს ოფიციალური პირი გამოცემასთან.

ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით მთიან ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. „ხშირ შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარის ეს მიმართვები უპასუხოდ რჩებოდა და ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციის აღსაკვეთად არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. ჩვენი ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით ეხება კიზილბულაგის ოქროს და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს",- აღნიშნა აიხან ჰაჯიზადემ.  ჰაჯიზადემ აღნიშნა ისიც, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს კიზილბულაგისა და დემირლის საბადოების ტერიტორიაზე არ უშვებენ.  მისივე თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული.  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 დეკემბერს, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ეკოლოგიის სამინისტროების წარმომადგენლები მივიდნენ გიზილბულაგისა და დამირლის საბადოებზე, რათა იქ, შესაძლო უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით მონიტორინგი განეხორციელებინათ. „ადგილობრივმა აქტივისტთა ჯგუფმა“ ოფიციალურ პირებს შახტების ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ ეს დაუშვებელია, რადგან მონიტორინგის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესა და RMK-ს სარდლობას შორის მოლაპარაკებებზე წინასწარ იყო მიღწეული.  

ქალაქ შუშასთან, რუსი სამშვიდობოების მოქმედების ზონაში, აზერბაიჯანული არასამთავრობოების აქცია მიმდინარეობს

აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დილიდან ქალაქ შუშას მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების პოსტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს ნოტა გაუგზავნა აქციის მონაწილეები რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის ანდრეი ვოლკოვის ჩამოსვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსად წასვლას არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალაქ შუშასთან რუსი სამშვიდობოების პოსტთან საპროტესტო აქციას მას შემდეგ მართავენ, რაც მათ აზერბაიჯანელი სპეციალისტები ტერიტორიაზე საბადოების უკანონო ექსპლუატაციის ვითარების მონიტორინგის მიზნით არ დაუშვეს.  

ჯოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატს არ გაუგრძელებს

ბრიუსელი არ გააგრძელებს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს, რომელიც მომავალ კვირას სრულდება. რატომ გზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო ექსპერტებს სომხეთში ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.  ბორელის თქმით, მისიის მუშაობა „ეფექტური“ იყო, თუმცა არ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ გაუგრძელდა მისას ვადა, მხოლოდ აღნიშნა, რომ „როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან შეთანხმების თანახმად, მისიამ საქმიანობა 19 დეკემბერს უნდა დაასრულოს.   „თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგში შუამავლის რეპუტაციის შესანარჩუნებლად, სომხეთში გაიგზავნება ჯგუფი, რათა დაგეგმონ სამოქალაქო მისიის შესაძლო გაგზავნა მომავალ წელს, თუ ასეთი შეთანხმება იქნება მიღწეული“, - თქვა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე 17 ოქრტომბერს შეთანხმდნენ.   

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ერევანში, „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამომსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას მხარს უჭერს.  აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ფორმატი, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - აზერბაიჯანის ელჩი შვეიცარიაში ამასთან, ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ეს ახალი იდეა არ არის და ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად.  „არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდობ, რომ ეს იდეა შენარჩუნებულია. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ეს არ გახლავთ ახალი იდეა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ამ იდეას, მაგრამ მე გამოვდიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულის შეთავაზებით: ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ფაშინიანმა. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ასევე წაიკითხეთ:  სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე  

აზერბაიჯანი: სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვის ბოლომდე გაიმართება

ამ თვის ბოლომდე სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.  ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე „პირველი დღიდან აზერბაიჯანული მხარე იყო სამშვიდობო შეთანხმების ინიციატორი", - განაცხადა მინისტრმა. „აზერბაიჯანის ღიაობა დიალოგისთვის კიდევ ერთხელ მოწმობს თანამშრომლობის პირობებში საკითხების გადაწყვეტის მხარდაჭერას. აზერბაიჯანმა ეს მიდგომა ადრეც აჩვენა. გზის მშენებლობისას, რომელიც ლაჩინის გზის ალტერნატივაა. კონტაქტები დამყარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთა მოთხოვნებიც გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.  შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. „აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.  

ცნობილია სამი ვალუტა, რომლებიც აშშ დოლართან ყველაზე მეტად გამყარდა - Bloomberg

უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, რუსების ემიგრაციამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტები მსოფლიო რეიტინგში წელს პირველ ადგილზე აიყვანა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე დიდი ზრდა ტაჯიკეთის, საქართველოსა და სომხეთის ეროვნულმა ვალუტამ აჩვენა. „რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ამ ქვეყნებში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა, რომელთაც სოლიდური ფულად სახსრები ჩაიტანეს. შესაბამისად დამან გამოიწვია ის რომ ქართული ლარი აშშ დოლართან 16%, ტაჯიკური სომონი 10%, ხოლო სომხური დრამი 22%-ით გამყარდა“, - წერს გამოცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 60% არის გაზრდილი და $1,75 მილიარდი შეადგინა. სომხეთში, მიმდინარე 10 თვეში რუსეთის ფედერაციიდან $2,8 მილიარდი გადაირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ტაჯიკეთში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა წლის პირველ ნახევარში, რამაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, (რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს) 7%-ით გამოიწვია.    

პუტინმა და ფაშინიანმა, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, იტყობინება კრემლის პრესსამსახური. საუბარი დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში შედგა. „ჩვენ გუშინ დავიწყეთ და სამივემ მოვახერხეთ საუბარი: რა თქმა უნდა, მთავარი საკითხია მთლიანად სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მოწესრიგება, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ყველაფერი რაც ყარაბაღს ეხება. ასე რომ, როგორც შევთანხმდით, ჩვენ განვიხილავთ ამ ყველა დეტალს“, - განაცხადა პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი შეხვედრის გახსნისას. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხია ლაჩინის დერეფანში მიმდინარე კრიზისი. „იცით, ლაჩინის დერეფანი თითქმის 20 დღეა გადაკეტილია. ეს არის რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის სფერო მთიან ყარაბაღში. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამმხრივი განცხადების მიხედვით, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და მგზავრების, ტვირთის, ხალხის გადაადგილება ლაჩინის დერეფანში შეუფერხებლად უნდა იყოს გარანტირებული “, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ირკვევა, რომ ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არ არის. „რა თქმა უნდა, მინდა ვისაუბრო ამ ვითარებაზე, რა ვარიანტები არსებობს“, - აღნიშნა ფაშინიანმა. მანამდე, 23 დეკემბერს, დაგეგმილი იყო სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადების საკითხზე. თუმცა, ერევანმა ბოლო მომენტში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.  

თურქეთი და სომხეთი, ტვირთების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებენ

2023 წლის პირველი იანვრიდან სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია. ამის შესახებ ანკარაში დიპლომატიური წყაროები იტყობინება. წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.  გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის ექსპორტიორთა ასოციაციას ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მეშვეობით აცნობეს.  

სომხეთში, გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს

გიუმრიში პოლიტიკურმა ძალამ „ეროვნულ-დემოკრატიულმა პოლუსმა“ რუსეთის ფედერაციის 102-ე სამხედრო ბაზასთან აქცია გამართა. აქციის დაწყებამდე პოლიციამ სამხედრო ბაზის შესასვლელები გადაკეტა. სომხური მედიის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სამხედრო ნაწილთან მიახლოების საშუალებას არ მისცეს. შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით, 100-მდე ადამიანია დაკავებული. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა „დედა სომხეთის“ ძეგლისკენ მოაწყვეს. მანამდე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ლაჩინის დერეფნის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, რომელიც 28 დღეა დაკეტილია, 102-ე ბაზაზე შესასვლელების გადაკეტვას გეგმავდნენ. დემონსტრანტებმა რუს სამხედროებს ვალდებულების შესრულება და ლაჩინის დერეფნის გახსნა მოსთხოვეს. „მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ სომხეთი, არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხური დასახელება) ჩათვლით, 102 ბაზის სახით, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - განაცხადა „ეროვნული დემოკრატიული პოლუსის“ წევრმა გაჰე გასპარიანმა. ინფორმაციისთვის, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. 1990 წლებიდან მას სომხური ძალები აკონტროლებდნენ. 2020 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ გაფორმებული შეთანხმებით, აზერბაიჯანმა კონტროლი რეგიონის დიდ ნაწილზე დაიბრუნა და იქ რუსეთის „სამშვიდობო ძალები“ განთავსდა. ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“  

ალიევი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე: ეს წელი უკანასკნელი შანსი იქნება

„ეს წელი „უკანასკნელი შანსი" იქნება. რადგან 2024 წელი მოდის, შემდეგ კი, რუსეთის სამშვიდობო მისია 2025 წელს დასრულდება. ცოტა უფრო შორს უნდა გაიხედონ.  ვფიქრობ, სომხეთი მოისმენს ჩემს გზავნილებს და სწორ დასკვნებს გააკეთებს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ვადებზე საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის წინადადება „დიდი ხანი იქნება მაგიდაზე". „გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ წლის ბოლომდე (2022) ჩვენ შევძლებდით სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, მაგრამ ეს არ მოხდა. „თუ მათ არ აინტერესებთ, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. თუ დელიმიტაციით არ არის დაინტერესებულნი, არც ჩვენ გვჭირდება, რაც ნიშნავს, რომ საზღვარი იქნება იქ, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს. მე უკვე იძულებული ვარ, გამოვიყენო ასეთი ტერმინები. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე თუ საზღვარი არ არის შემოსაზღვრული, ვინ შეიძლება თქვას, რომ საზღვარი აქ მიდის და არა იქ? მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა იყოს. ამის თქმის საფუძველი მაქვს - ისტორიული, კარტოგრაფიული. ამიტომ ეს საკითხი ჩვენზე მეტად მათ უნდა აინტერესებდეთ“, - განაცხადა ალიევმა და აქვე აღნიშნა, რომ, "ეს წელი ბევრ საკითს ნათელს მოჰფენს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“  

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. დაგეგმილია ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

კარენ დონფრიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დონფრიდმა მოუწოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ დიპლომატიური გადაწყვეტის გზების მოძიებაში, რათა დაუშვან საქონლის გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა „სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ორივე მინისტრს მოუწოდა, ხელახლა ჩაერთონ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის პროცესში“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს განცხადებაში სომხური მედიის ცნობით.  

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ერევნის “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე დახვდნენ. ღარიბაშვილი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ. „არმენპრესის“ ინფორმაციით, მოქალაქეებს საზღვრის კვეთისას პასპორტის წარდგენა აღარ მოუწევთ.  სომხეთის მედიის ცნობით, მთავრობის მორიგ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დასამტკიცებლად წარადგინა წინადადების პროექტი სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის [ორივე ქვეყნის მოქალაქეების] უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. „მეზობელ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ეს არის ასახული მთავრობის გეგმაში. პრაქტიკაში არის ინტენსიური კონტაქტები ყველა დეპარტამენტს შორის სხვადასხვა დონეზე. საქართველო ასევე არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მივლინებებისა და დასვენების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. 2019 წელს საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის 1 365 000 მოქალაქე ეწვია. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო გარკვეული კლება იყო. ვფიქრობთ, რომ დინამიკა უახლოეს მომავალში აღდგება“, - განაცხადა მირზოიანმა. ნიკოლ ფაშინიანი ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანად მიიჩნევს, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული რისკები გამოიწვიოს, რაზეც ქართველ პარტნიორებთან ეფექტიანი მუშაობა გაგრძელდება. „მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ველოდებით ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სომხეთისა და საქართველოს შემდეგი მთავრობათაშორისი შეხვედრა ერევანში გაიმართება. ამ შეხვედრის ფარგლებში ვიმედოვნებთ, რომ ამ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.  

ხელი მოეწერა დოკუმენტს, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორი ქვეყნის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.   ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ  კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.   მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.   კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  

ლევან დავითაშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, მილიარდ დოლარს გადაცდა

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სომხეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და გადაზიდვების მიმართულებით. „მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის, გადაზიდვების მიმართულებით, სადაც 30%-ზე მეტია ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის. ასევე გაზრდილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხით. 700 000-მდე ვიზიტორი გვყავდა ჩვენ სომხეთის რესპუბლიკიდან 2022 წელს საქართველოში. ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის სომხეთი მესამე ადგილს იკავებს. ასე, რომ თანამშრომლობის ბევრი მიმართულება აკავშირებს საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. იმ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე, რომ ორივე ქვეყანამ შეიძლება აწარმოოს ელექტროენერგია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას და ასევე გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით ელექტროენერგიის ტრანზიტის და ვაჭრობის კუთხით. ასე, რომ ეს დატვირთული დღის წესრიგი მომავალში თანამშრომლობის კარგ პერსპექტივებს ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.   

ილია დარჩიაშვილი: სომხეთსა და საქართველოს შორის მარტივად საზღვრის გადაკვეთა ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას

„სომხეთსა და საქართველოს შორის მარტივად საზღვრის გადაკვეთა, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ  „საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ ერთი მხრივ, შეფასდეს ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გასული წლის განმავლობაში არსებობდა ორ ქვეყანას შორის და მეორე მხრივ, დაიგეგმოს, იდენტიფიცირება მოხდეს იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რომელიც არის დღის წესრიგში. კომისიის მუშაობის შედეგად უკვე მომავალ წელს იმ იდენტიფიცირებული საკითხების გარშემო მოხდეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ეკონომიკური კომისიები ორ ქვეყანას შორის. ამ კომისიებს უკვე ტრადიციული სახე მიეცა, რაც ძალიან ეხმარება შესაბამის სამინსიტროებს, რომ მათი მუშაობა იყოს კიდევ უფრო შედეგიანი, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი ორი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

თურქეთში, სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები 8 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს - მედია

სომხეთის მოსაზღვრე ყარსის პროვინციაში თურქეთი რვა ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს ატარებს. იუწყება Gazetekars, თუმცა ინფორმაციაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ სწავლებაში. სამხედრო წვრთნების მონაწილეები ყარსში უკვე ჩავიდნენ. წვრთნები 2 თებერვლამდე გაიმართება. კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა არმენდ მეჰაჟმა განაცხადა, რომ ამ სამხედრო წვრთნების მიზანი სამხედრო ოპერაციის დროს თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაციის უზრუნველყოფა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა.  

მედია: ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ორი წლით აპირებს

ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ერთ თვეში, ამჯერად არა ორი თვით, არამედ სულ მცირე ორი წლით აპირებს. ბორელი: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სომხეთში დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ცნობით, მისია საქმიანობას სომხეთში 20 თებერვალს დაიწყებს. მედიის ცნობით, დღეს ეს საკითხი ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილება კი, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება მიღებული. გასულ კვირას ეს პროექტი ევროპის საბჭოს პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო, გუშინ კი მონიტორინგის მისიებში ჩართულმა მთავარმა სტრუქტურამ - სამოქალაქო საქმეთა კრიზისების მართვის კომიტეტმა დაამტკიცა. „გასული წლის ოქტომბერში გაგზავნილი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განლაგებული 40-კაციანი ჯგუფისგან განსხვავებით, ამჯერად ევროპელი დამკვირვებლები სომხეთის მთელ ტერიტორიაზე პატრულირებენ. როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც ისინი უიარაღოდ იქნებიან. ახალ მისიაში ორასამდე ევროპელი სპეციალისტი იქნება. მათი პრიორიტეტია ხელი შეუწყონ სომხეთის სასაზღვრო რაიონებსა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ინციდენტების შემცირებას, რითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელსაყრელი პირობებუ უნდა შეიქმნას“, წერს მედია. ამასთან, ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ერევანი აიღებს პასუხისმგებლობას რუსულ ქვედანაყოფებთან კონტაქტების ან ინციდენტების მართვაზე, ასევე დამკვირვებელთათვის საჭირო იმუნიტეტისა და პრივილეგიების მინიჭებაზე. ბაქომ, წინაგან განსხვავებით, ეს მისია არ დაამტკიცა. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა და განაცხადა, რომ ევროპელებმა ისინი მოატყუეს. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ ნაბიჯით არ უწყობს ხელს უსაფრთხოებას, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს სომხეთთან მოლაპარაკებებს, რომელიც ევროსაბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ინიციატივით დაიწყო. რამდენიმე თვის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ევროკავშირის მისიის ჩასვლამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო უსაფრთხოებას, არამედ რეალურად დააფიქსირა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული საზღვარი.  

სომხეთში, გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

სომხეთში, ბასარკეჩიარის რაიონში ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, არიან დაშავებულებიც, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ხანძრის გამომწვევ მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.  

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი - ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიევი: ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონი უნდა გარდაიქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. „რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა არის ნამვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა, არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, - განაცხადა პრემიერმა.  

არარატ მირზოიანი: თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში განვიხილავთ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის თქმით, სომხეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ალიევი: ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად „ჩვენ განვიხილავთ თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში და არა ორმხრივი სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრების ფორმატში. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ იდეა ვრცელდება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი - ირაკლი ღარიბაშვილი სომხურმა მხარემ ასეთი შეხვედრისთვის მხადყოფნა გამოთქვა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტიანად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია შეთანხმება თუნდაც უბრალო ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც სიძულვილის ენისა და მტრობის აღმოფხვრის შესახებ ვალდებულებას გამოხატავს“, - აღნიშნა მირზოიანმა.  მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს შეხვედრების უმაღლეს დონეზე გამართვას თბილისში სთავაზობდა, მაგრამ ერევანი ამისთვის მზად არ აღმოოჩნდა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი და დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.  

NATO სომხეთთან და აზერბაიჯანთან პოლიტიკურ დიალოგს აძლიერებს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია. NATO-ს ინფორმაციით, კოლომინას ვიზიტი რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ნაწილია. კოლომინა სომხეთში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და სხვა ოფიციალურ პირებს. აზერბაიჯანში ხავიერ კოლომინა საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ოფიციალურმა პირმა განიხილა NATO-ს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ორივე პარტნიორის წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. კოლომინამ ასევე გაცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებაზე. მან თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობას და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, ასევე, მოლაპარაკებების განახლებისა და ნორმალიზაციის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხავიერ კოლომინა ასევე მიესალმა ევროკავშირის როლს რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოსალოდნელ ვიზიტზე, უფრო ადრე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა. „NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად.  ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. „პირდაპირი დიალოგი არის გასაღები საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

ევროკავშირი სომხეთში, ახალ სადამკვირვებლო მისიას ორი წლით გაგზავნის

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთში, ევროკავშირის ახალი საოქალაქო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ.  მედია: ევროკავშირი სომხეთში, ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ორი წლით აპირებს ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, „ახალი მისიის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას, ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ისეთი ატმოსფეროს შექმნას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ნორმალიზდეს“. ამავდროულად, ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „ორივე ქვეყანასთან სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად იმუშაოს“. მისიის ხანგრძლივობა თავდაპირველად ორი წელითაა განსაზღვრული. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ აზერბაიჯანთან, საერთაშორისო საზღვრის სომხეთის მხრიდან ევროკავშირის 40-მდე ექსპერტი-დამკვირვებლის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. 2022 წლის 19 დეკემბერს სომხეთში, ევროკავშირის მისიის ამ მანდატით საქმიანობა დასრულდა.   

გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა. გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ. აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად. გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.  

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში ახალი ომის პროვოცირებას ცდილობს

აზერბაიჯანის ერთადერთი მიზანი არ არის მხოლოდ მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა. ამ პროვოკაციული ქმედებებით აზერბაიჯანი ცდილობს ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და რეგიონში მოახდნოს ახალი ომის პროვოცირება.  BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 26 იანვარს სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს ძალისხმევაში, რათა წინ წავიწიოთ სამშვიდობო დღის წესრიგი და არ გადავუხვიოთ ამ გზას პროვოკაციის გამო“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“ მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, სომხებისა და დიასპორული ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევა, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტებს. ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ობიექტურად და მიუკერძოებლად რეაგირებენ სიტუაციაზე, ეყრდნობიან ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მისივე თქმით, აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ლაჩინის დერეფანი საერთოდ არ არის დაკეტილი, რომ მთიანი ყარაბაღისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. „ცხადია, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საპირისპიროს ამტკიცებენ. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა ამ წინააღმდეგობის დე იურე გადასაჭრელად არის საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში. ჩვენ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ფაშინიანმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში არსებული ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და სომხური მხარე  ყველა სირთულის გაცნობიერებით სწორედ ამ ლოგიკით იხელმძღვანელებს.   

სომხეთში შესაძლოა, ქალები სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით გაიწვიონ

სომხეთის მთავრობა, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ნებაყოფლობით საფუძველზე, ქალებისთვის სამხედრო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 იანვარს, არმიის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „რეფორმა უახლოეს მომავალში განხორციელდება. სომხეთში ახალი ინსტიტუტი - ქალების ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური შეიქმნება“.  იანვრის დასაწყისში, სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმან სარგსიანმა სამხედრო სამსახურში ქალების მოზიდვის მიზნით, კანონპროექტის შემუშავებაზე ისაუბრა. როგორც სამხედრო დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მიზეზი თავდაცვის საკითხებთან მიმართებით, ქალების აქტიურობა გახდა. ახლა სომხეთში, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა კაცი ვალდებულია სამხედრო სამსახური გაიაროს.  სომხეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ორი წელია.  

ტოივო კლაარი: საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლემა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, თანამშრომლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაიზრდება და მჭიდრო გახდება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მისასალმებელია საქართველოს სურვილი, მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხიდის როლი შეასრულოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ იმუშაოს ერთად და ხელი შეუწყოს მშვიდობას, და აქ საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. მე და პრემიერ-მინისტრმა განვიხილეთ ამ თვალსაზრისით უკვე გადადგმული ნაბიჯები და ვიმედოვნებ, მომავალში ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორს, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ტოივო კლაარმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და საქართველოს დედაქალაქი კვლავ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც უმაღლესი დონის, ისე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისთვის. „თბილისი იყო ის ადგილი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა და კვლავ შეძლება ასეთ ადგილად იქცეს როგორც ლიდერთა შეხვედრებისთვის, ისე განსხვავებული ფორმატებისთვის. საქართველო ამ მხრივ გეოგრაფიულადაც ძალიან მოსახერხებელია, აქ ჩამოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან სწრაფად და იოლად შეიძლება. საბოლოოდ, ლოგიკურია, რომ სამმა ქვეყანამ, რომელიც ერთ სივრცეში, სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, სცადოს და იპოვოს თანამშრომლობის არეალები. მაგალითად, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის საკითხებში და სხვა. მე ძალიან დიდი პოტენციალს ვხედავ ახლაც და სამომავლოდაც“, - განუცხადა ტოივო კლაარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში 15 თებერვალს გაემგზავრება, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრი სომხეთის სამაშველო ჯგუფს შეხვდება, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვედრას გამართავენ. სომხეთმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად, 56 მაშველი გაგზავნა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 9 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, მაშველებიდან 27 თურქეთშია გაგზავნილი, 29 კი, სირიაში.  სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. სომხური დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას ერევნის მხარდაჭერას თურქეთისადმი, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ფონზე. თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.  

მირზოიანი: სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით

„ჩვენი სახმელეთო საზღვარი 35 წლის შემდეგ გაიხსნა. ეს სიმბოლური ნაბიჯია“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, სომხეთი დაინტერესებულია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. „ჩვენ დაინტერესებული ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით“, - აღნიშნა მირზოიანმა.  

ჩავუშოღლუ: სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა თურქეთს „მეგობრობის ხელი“ გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. ჩავუშოღლუს თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ვიზიტი თურქეთში საშინელი მიწისძვრების შემდეგ მნიშვნელოვანია. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. „სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს და აჩვენა სოლიდარობა და თანამშრომლობა“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ თავის სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, დედაქალაქ ანკარაში. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება: „სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას“. ჩავუშოღლუს თქმით, დღის წესრიგში დგას სომხეთთან სახმელეთო მარშრუტების გახსნის საკითხი: „დღეს ჩვენც ვისაუბრეთ ამაზე“. შეგახსენებთ, სომხეთმა 28-კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა თურქეთში მიწისძვრების შემდეგ.  „მათ გაგზავნეს 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და განაცხადეს, რომ დამატებით დახმარებას გაგზავნიდნენ“, -  განაცხადა ჩავუშოღლუმ. მირზოიანმა, თავის მხრივ, ამ რთულ დროს მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთის მზადყოფნა დააფიქსირა. სომეხი უმაღლესი დიპლომატი, სავარაუდოდ, მოგვიანებით ეწვევა ადიამანს, სადაც მისი ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.  

ფაშინიანი: დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ, საერთაშორისო დონეზეც

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ჩვენი საზღვრების გახსნა ძალიან პოზიტიური იქნება არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც. მისივე თქმით, ვიდრე თურქეთში მიწისძვრა მოხდებოდა, მათ სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით პოლიტიკური დიალოგი ჰქონდათ. „გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგვეგზავნა და მაშველებიც მიგვეყოლებინა, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ მოტივზე იყო დაფუძნებული, რადგან მილიონობით ადამიანი ჩვენს ახლო ქვეყანაში მოექცა ამ ტრაგედიის ქვეშ. ამ ჰუმანიტარულ მისიაზე ძალიან პოზიტიური რეაქცია იყო თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, ამან პოლიტიკური შედეგებიც მოიტანა, ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა, ჩვენი თავდაპირველი მოტივაცია წმინდა ჰუმანიტარული იყო. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყანას, რაც შეგვიძლია იმის ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ვიდრე მიწისძვრა მოხდებოდა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დიალოგი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით და მიმაჩნია, რომ რეალურად, ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცით რას ვგულისხმობ? ატმოსფეროს შექმნისთვის ამ გადაწყვეტილების მისაღებად და მიმაჩნია, რომ ამ ჰუმანიტარული „საუბრით“ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და ჩვენი საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი

სომხეთი არ ტოვებს CSTO-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, როდესაც სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გენერალური მდივნის პოზიციაზე.   ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ს გენერალურმა მდივანმა 2022 წელს განუცხადა მას, რომ ორგანიზაციაში არსებობს შეშფოთება, რომ სომხეთმა შეიძლება, დატოვოს ორგანიზაცია.  ფაშინიანმა თქვა, რომ მას ეს კომენტარები შეუსაბამოდ მიიჩნია და მდივანს გადასცა სომხეთში არსებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ თავად CSTO შეიძლება, გავიდეს სომხეთიდან.  ერევანმა უარი თქვა 2023 წელს დაგეგმილ CSTO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე. როგორც მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში სომხეთის ხელისუფლება წვრთნების ჩატარებას „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს. ახლახან კი სომხეთმა დათმო CSTO-ს გენერალური მდივნის მოადგილის კვოტა. „ჩვენ გავუგზავნეთ შესაბამისი წინადადება CSTO-ს“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.  

კარენ დონფრიდი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები, აშშ-ის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხია

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.  ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა განაცახდა.  ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს „ჩვენ გვჯერა, რომ ორივე მხარე ყურადღებას იჩენს ამ პროცესის მიმართ. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ყველა შესაძლო გზით, იმის გაცნობიერებით, რომ  მშვიდობის მისაღწევად რთული გადაწყვეტილებებია მისაღები, როგორც ბაქოში, ასევე ერევანში", - განაცხადა დონფრიდმა. მისივე თქმით, ეს მოიცავს მრავალი კომპლექსური საკითხის განხილვას, მათ შორის საზღვრის დემარკაციასა და ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენას.  24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ასევე წაიკითხეთ:  სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე  

ენტონი ბლინკენის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სჯერა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მალე მოაწერონ ხელი. ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ბლინკენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, არსებობს ასეთი შესაძლებლობა. ბლინკენმა განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. ასევე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი 20 მარტს გამართეს და სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემაც განიხილეს. ენტონი ბლინკენმა ერევანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს. „მდივანმა ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ომის გზა არ არსებობს“, - ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ბლიკენმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფანში ბლოკადის მოხსნაზე და ამ პროცესში თანადგომისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ცნობისთვის, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს. აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის გზის გადაკეტვის შემდეგ, მთიან ყარაბაღს მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობა შეეზღუდა. ასევე გამოწვევად იქცა სურსათით მომარაგების საკითხი.

სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება - მედია

კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, კრემლის სამხედრო ბლოკის (CSTO) - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება მოეთხოვებათ. იუწყება Vesti.az-ი რუსულ მედიაზე დაყრნობით. ბლინკენი პუტინის დაკავების ორდერზე: ჰააგის სასამართლოს წევრებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები მედიის ცნობით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. გადაწყვეტილება საბოლოოა და ამოქმედდება გამოქვეყნების მომენტიდან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა  

ბაიდენი ალიევს: აშშ სამხრეთ კავკასიაში მდგრად მშვიდობას უჭერს მხარს

შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ილჰამ ალიევისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს. „ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ ხალისიან და მშვიდობიან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს.გასული წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები გაერთიანდნენ ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებისა და ტრანსნაციონალური გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ხალხებზე. წელს ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.და განახლების ამ სეზონში - შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში“, - წერს ბაიდენი.   

ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ოფიციალურად აღიარების შემდეგ, მოსკოვი ერევნის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს. რუსული სამთავრობო სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს, ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. ამასთან, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება. შეგახსენებთ, სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა 28 მარტს, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის სტატუტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ტექსტი გამოაქვეყნა.

სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს

სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა გაგიკ მელკონიანმა, რომელიც მმართველ ფრაქციას წარმოადგენს განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ჩავა, სომხეთს „მისი დაკავება მოუწევს“. „ერევანში ვიზიტის შემთხვევაში შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფოს მეთაური დააკავონ“. „უკეთესი იქნება, სომხეთში არ ჩამოვიდეს. სომხეთში რომ ჩამოვიდეს, უნდა დააპატიმრონ. მაგრამ მას არ სურს ჩამოსვლა“, - განაცხადა ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრმა Factor.am-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ უკეთესი იქნება, თუ პუტინი საკუთარ ქვეყანაში დარჩება. მელკონიანი პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრია. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა. შეგახსენებთ, სომხეთი 24 მარტს რომის სტატუტის წესდების რატიფიცირებით შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ერევნის ამ ნაბიჯს მოსკოვის მუქარა მოჰყვა. ცნობისთვის, რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს. ამავე თემაზე წაიკითხეთ ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება  

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველ გუნდს პუტინის დაკავების განზრახვა არ აქვს

სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, თუ ის ამ ქვეყანაში ჩავა. DW-ს ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჰაკობ არშაკიანმა სააგენტო Armenpress-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, რომის წესდების რატიფიცირება არ მიაყენებს ზიანს რუსეთ-სომხეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს. „ბუნებრივია, მმართველ პარტიას და გუნდს ასეთი განზრახვა და სურვილი არ აქვს“, - აღნიშნა არშაკიანმა. არშაკიანის თქმით, სომხეთმა მოისმინა რუსეთის შეშფოთება, რომელიც ერევნის მიერ რომის სტატუტთან შეერთებას მოჰყვა. ვიცე-სპიკერმა უარყო მოსაზრება, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება გარდაუვალს გახდის პუტინის დაპატიმრებას სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში.  „ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მიერ გამოთქმული შეშფოთება და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, დავრწმუნდეთ, რომ რომის სტატუტის პროცესის გაგრძელება არ დააზარალებს სტრატეგიულ ურთიერთობას სომხეთსა და რუსეთს შორის“, - განაცხადა არშაკიანმა საინფორმაციო სააგენტო Armenpress-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, სომხეთი 24 მარტს რომის სტატუტის წესდების რატიფიცირებით შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ერევნის ამ ნაბიჯს მოსკოვის მუქარა მოჰყვა. ამავე თემაზე წაიკითხეთ ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს ცნობისთვის, 5 აპრილიდან რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეწყვეტს. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთის ვეტერინარულ სამსახურს თხოვნით მიმართა, 5 აპრილიდან რუსეთში რძის პროდუქტების მიწოდება შეწყვიტოს. შესაბამისი განცხადება ამის შესახებ პრესსამსახურმა გაავრცელა. „აღნიშნული შუამდგომლობა უკავშირდება შემოწმების არადამაკმაყოფილებელ შედეგებს, რომელიც ადრე იყო ცნობილი. მიწოდების აღდგენის შესაძლებლობა დამატებით განიხილება“, - აცხადებს უწყება.

ლევან დავითაშვილი: სომხეთში ექსპორტი მზარდია და ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოდან ექსპორტი სომხეთში მიმდინარე წელს უკვე 133 მლნ დოლარს შეადგენს. ჩვენი მოლოდინით, ზრდის ტენდენცია წლის განმავლობაში გაგრძელდება. სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ორი ქვეყნის კერძო სექტორსაც შორის იყოს მჭიდრო კავშირი. გარდა იმისა, რასაც მთავრობები ვაკეთებთ, რომ შევქმნათ ხელსაყრელი გარემო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, ბიზნესებმაც დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები სავაჭრო კავშირების გასამტკიცებლად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც საქართველო - სომხეთის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრ გნელ სანოსიანთან ერთად, მოხსენება გააკეთა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლების წინაშე. ბიზნეს ფორუმში ორი ქვეყნის 450-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამშენებლო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ლოგისტიკა და სხვ. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის კერძო სექტორის დონეზე. „ჩვენ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ქცევის პოლიტიკას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს. დღეს ჩვენი მიზანია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის საიმედო, კონკურენტუნარიანი და ეფექტური პარტნიორი ბიზნესის კეთების კუთხით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინებზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღესვე, ლევან დავითაშვილისა და გნელ სანოსიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საუბარი წარიმართა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. შეხვედრაზე ლევალ დავითაშვილმა სომხეთის მხარე მეოთხე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომლის გამართვა დაგეგმილია 26-27 ოქტომბერს თბილისში და მიზნად ისახავს უზრუნველყოს პლატფორმა მაღალი დონის დიალოგისთვის მთავრობასა და ბიზნეს წრეებს შორის.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა

აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ სამხედროებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. არია დაჭრილები და დაღუპულები. „11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სომხეთის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ“. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ „აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით“. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა სამხედრო საპასუხო ზომები მიიღეს. ასევე აღნიშნეს, რომ სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობას არ სომხური მხარე აკონკრეტებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება შედარებით სტაბილურია.  

სომხეთს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად სურს NATO-ს წვრთნებში მონაწილეობა - ერევნის პასუხი მოსკოვს

„სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად“, - ამის შესახებ მმართველი უმრავლესობის ფრაქციის წევრმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა პარლამენტში განაცხადა, რითაც უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ, მარია ზახაროვას პრეტენზიას, თუ რატომ მონაწილეობს სომხეთი NATO-ს სამხედრო წვრთნებში. „სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ეს ასე გაგრძელდება. სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს თბილ, მეგობრულ ურთიერთობას თავის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან. აგრძელებს თბილ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან სხვა ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა ქოჩარიანმა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას Defender 23 წვრთნებში, მაგრამ მიანიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის მიერ დაგეგმილ სხვა სამხედრო წვრთნებში.  ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.  

რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას. "ერევანი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივეს ელოდება აზერბაიჯანისგან, სომხეთის სსრ-ს მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას. აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანთან და საქართველოსთან საჭიროა ურთიერთობების გაღრმავება. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის მალე გახსნის იმედი გამოთქვა.  

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს, ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს. მისივე თქმით, ხსენებული დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრებზე შეთანხმდა. „მინდა განმეორებით ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იგივეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა. სომხეთი უარყოფს რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და აცხადებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებულნი.  

აზერბაიჯანის დროშა აღმართეს სომხეთთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ გზაზე

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეროვნული ჰიმნის ფონზე, ლაჩინის გზაზე გახსნილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. აზერბაიჯანმა ხსენებული გზის დასაწყისში, სომხეთთან საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი 23 აპრილს გახსნა. ბაქოს განმარტებით, სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად, რასაც ერევანი და აზერბაიჯანს ადანაშაულებს რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა. კონფლიქტურ ზონაში პერიოდულად იძაბება სიტუაცია.  

ენტონი ბლინკენი: დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. სამმხრივ შეხვედრამდე ბლინკენმა მირზოიანთან და ბაირამოვთან შეხვედრები ცალკე-ცალკე გამართა. ენტონი ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიალოგი უმნიშვნელოვანესია. „ჩვენს ახალ შენობაში ჯორჯ პ. შულცის საგარეო საქმეთა ეროვნულ სასწავლო ცენტრში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვმასპინძლობთ. დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების და სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ განხილული იყო რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების პროცესი და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვით შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია. 23 აპრილს, აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.  

სომხეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა სურს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის არმიის სარდლობის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში - KFOR, და Saber Junction. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება. ეს კომენტარი მოჰყვა სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის მიერ ევროპაში დაგეგმილ წვრთნებში - „დამცველი 2023“ მონაწილეთა სიიდან სომხეთი ამოიღეს. სომხეთი თავდაპირველად მოხვდა იმ 26 ქვეყანას შორის, რომლებიც პენტაგონის თქმით, მიიღებენ მონაწილეობას Defender 23-ში, რომლის მიზანია, „შეაჩეროს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნიან ევროპაში მშვიდობას და ასევე, დაიცვას კონტინენტი აგრესიისგან“. განახლებული პრესრელიზის მიხედვით, სომხეთი ამოღებულია სიიდან და, ამერიკის შეერთებულ შტატების ჩათვლით, ჩამონათვალში 25 მონაწილე სახელმწიფოა. მათ შორის მოლდოვა და საქართველო. ამასთან, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურიც წერს, რომ პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხუთშაბათს დარედაქტირდა, რათა სომხეთი სიიდან ამოღებულიყო. ოფიციალური განმარტება ამის შესახებ არ გაკეთებულა. ამაზე კომენტარი არც სომხეთის ხელისუფლებას გაუკეთებია. ამდენად, გაურკვეველია, დათანხმდა თუ არა ერევანი თავდაპირველად მონაწილეობას. ამავე მედიასაშუალების ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა მონაწილეობა ორთვიან წვრთნებში, რომელიც 22 აპრილს დაიწყება. განახლება: „ამერიკის ხმის“ სომხური რედაქცია იტყობინება, რომ პენტაგონიდან მისწერეს, რომ ეს იყო „მედიის შიდა ჯგუფის შეცდომა“ და სომხეთი „არ უნდა ყოფილიყო მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში“. Defender 2023 არის ყოველწლიური, დაახლოებით ორთვიანი წვრთნები, რომელიც, თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ფოკუსირებულია „ამერიკაში განთავსებული ძალების სტრატეგიულ გადასროლაზე, არმიის წინასწარ გამზადებული მარაგების მიწოდებაზე და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავსებადობაზე“. (KFOR) „კოსოვოს ძალა“ არის NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალა კოსოვოში, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს. მისიაში NATO-ს 29 წევრი თუ არაწევრი სახელმწიფოს ჯარისკაცები მონაწილეობენ. სომხეთს იქ 2004 წლიდან ჰყავს სიმბოლური წარმომადგენლობა: 40 ჯარისკაცი. Saber Junction კი, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპა-აფრიკის სარდლობის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური წვრთნაა, რომელიც სამხრეთ გერმანიაში ტარდება. სომხეთს ამ წვრთნებში აქამდეც მიუღია მონაწილეობა.

ფაშინიანი 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი, 9 მაისს „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს მიიღებს მონაწილეობას. „პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით დღეს, სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც 9 მაისს გაიმართება“,- აცხადებს ფაშინიანის ოფისი.  

აშშ იმედგაცრუებულია თურქეთის გადაწყვეტილებით, რომელიც სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გულისხმობს

აშშ-სთვის იმედგამაცრუებელია თურქეთის გადაწყვეტილება, რომელიც სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გულისხმობს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, 3 მაისს გაკეთდა. პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას და ვაშინგტონს სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა არამხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ, რეგიონში სტაბილურობისთვის. თურქეთმა სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე გაფრთხილების გარეშე დახურა - მედია „შეთანხმება, რომელსაც ადრე მიაღია ამ ორმა ქვეყანამ საჰაერო კავშირების აღდგენის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნდობის აღდგენის თვალსაზრისით არამხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის, არამედ, ისევ და ისევ, ფართო რეგიონული სტაბილურობისთვის. და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვებთ, რომ თურქეთი და სომხეთი ეკონომიკური კავშირების აღდგენას და სატრანსპორტო კავშირების გახსნასაც გააგრძელებენ“, - აღნიშნა პატელმა. ოთხშაბათს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხური ავიახაზებისთვის მესამე ქვეყნების მიმართულებით და ამის მიზეზად სომხეთის „პროვოკაციები“ დაასახელა. კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად მოიხსენია ერევანში, მე-20 საუკუნის დასაწყისის სომეხი მოღვაწეების მემორიალის გახსნა, რომლებიც სომხეთში შურისმაძიებლებად, ხოლო თურქეთში ტერორისტებად ითვლებოდნენ.  

სომხურ კონიაკ „არარატს" რუსეთის ბაზარს აღარ მიაწვდიან

ერევნის კონიაკის ქარხანა, რომელიც „არარატის“ სახელით ცნობილ კონიაკს აწარმოებს, რუსეთისთვის ამ სპირტიანი სასმელის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა. ქარხანა სომხეთში, ფრანგულ Pernod Ricard-ს 1998 წლიდან ეკუთვნის. მსოფლიოში ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრანგულმა კომპანია Pernod Ricard-მა, 12 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთში შეწყვეტს საქმიანობას. ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი ფრანგული კომპანია რუსეთში საქმიანობას წყვეტს „ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე ოფიციალურია, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა რუსეთში ექსპორტს შეწყვეტს“, - ციტირებს მინისტრს მედია. ის ამბობს, რომ კონიაკის მიწოდების შეწყვეტა შექმნის პრობლემებს, რაც ადგილობრივი ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე იმოქმედებს. რუსეთის ბაზაზე ერევნის კონიაკის ქარხნის მთელი ექსპორტის 80% მოდის. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა  

იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს სომხეთი იკავებს – 280.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 261.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 226.2 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 786.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 622.3 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 412.5 მლნ. აშშ დოლარით.  

სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს

სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერევნის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად ნებისმიერი აღიარება დამოკიდებული იქნება მთიან რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტიაზე. რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს. ფაშინიანის განმარტებით, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ფაშინიანი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე შეთანხმება მალე მიიღწევა. „საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დათქმის გარეშე აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა - 29 800 და 86 600 კვადრატულ კილომეტრებზე. სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში. ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა, აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29800 კვადრატულ კილომეტრზე. თუ ამ საკითხში ერთმანეთს სწორად გავუგებთ, მაშინ სომხეთი, დიახ, აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ერევანი ფიქრობს, რომ ბაქო აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.  

აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან. სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.  

რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი არ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში, რომელიც მინსკში, ბელორუსში მიმდინარეობს. ამის შესახებ სომხური მედია უწყების სპიკერზე დაყრდნობით წერს. მან არ გაამჟღავნა პაპიკიანის არმონაწილეობის მიზეზი. „იმავდროულად, პარლამენტის წევრმა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მმართველი უმრავლესობის ფრაქციის მდივანმა, არტურ ხოჰანისიანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ მონაწილეობს პაპიკიანი სხდომაში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აქ პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს. მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიზირება არ არის საჭირო. „სურენ პაპიკიანის ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-CSTO-ს ურთიერთობებთან. დეტალები არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს“, - განაცხადა დეპუტატმა და დაამატა, რომ მიზეზი შესაძლოა, ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს. CSTO-დან შესაძლო გასვლის საკითხი კვლავ სომხეთის დღის წესრიგშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამი დღის წინ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ში წევრობამ დაბლოკა სომხეთის შესაძლებლობები, შეეძინა იარაღი სხვა ქვეყნებიდან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი  

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ - მედია

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. „ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილხამ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიწვევისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა. სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს „არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

ფაშინიანმა და ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სომხეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტისადმი მილოცვის ტექსტში ხაზ უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, მეგობრული მეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში მცხოვრები ჩვენი ხალხების ნებიდან, კმაყოფილებას იწვევს. ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები. დღეს კარგი შესაძლებლობებია ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა და გამდიდრებისთვის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და ჩვენი პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწევთ აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და ჩვენი ეფექტიანი ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე. ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მილოცვაში. ნიკოლ ფაშინია კი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი მისალოც გზავნილში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილში ფაშინიანი აღნიშნავს: გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის არ იყო გლუვი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით, დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღეს, თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო მშენებლობის საკითხში. დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია მისალოც წერილში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განაცხადა, სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. „ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს გვითქვამს, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ჩვენი შეგრძნება ამ ომისა და კონფლიქტისგან არის შეშფოთება, რადგანაც ის მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე”, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ყოფნა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, რომელსაც რეალურად რუსეთი ხელმძღვანელობს, მას „გარკვეულ პრობლემებს“ უქმნის.   ამიტომ, ერევნისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებში დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.  გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან სომხეთისთვის ორგანიზაციის დახმარების რაიმე მაგალითის დასახელება რთულია. „აზერბაიჯანის სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს ორგანიზაციამ სომხეთს დახმარება არ გაუწია და როდესაც სომხეთმა საბოლოოდ მოძებნა და იპოვა ალტერნატივები, მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, მხოლოდ მაშინ დაიწყო ამ ორგანიზაციამ მისი დახმარება.   „სომხეთს თავს დაესხნენ სამჯერ და საბოლოოდ ეგრეთ წოდებული სამხედრო ბლოკი სომხეთს ფაქტების დამდგენ მისიას სთავაზობს. ეს, სულ მცირე, არასერიოზულია", - აღნიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.   ერევანმა ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლზე უარი განაცხადა - მედია რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი  

ერევანმა ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლზე უარი განაცხადა - მედია

სომხეთმა უარი განაცხადა რუსეთის ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო გზების გაკონტროლებაზე იმ პირობით, რომ ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანთან ბლოკადა მოეხსნება და სრულ კონტროლს სომხეთი განახორციელებს. Haqqin.az-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა. „განბლოკვის მხრივ, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც, ვფიქრობ, უკვე ნათელია ყველა პარტნიორისთვის. საზღვრებზე სრულ კონტროლს, სასაზღვრო სამსახურებზე კონტროლს სომხეთი განახორციელებს. სომხეთის კონტექსტში განბლოკვა ნიშნავს, რომ მხოლოდ სომხეთი განახორციელებს სასაზღვრო მომსახურებას“, - განაცხადა გრიგორიანმა. აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილ განცხადებაში წერია, რომ „რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება“. სომხეთის რესპუბლიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა, რათა მომხდარიყო ორივე მიმართულებით მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილების ორგანიზება. სატრანსპორტო კომუნიკაციებზე კონტროლს კი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახური ახორციელებდა. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა 5 ივნისს აღნიშნა, რომ „სომხეთის პოზიცია ძალიან მკაფიოა“. „იმედი მაქვს აზერბაიჯანმა და რუსეთმა ჩვენი პოზიცია გაითვალისწინეს და ამ პრინციპის საფუძველზე წინ წაიწევენ“, - განაცხადა გრიგორიანმა. ცნობისათვის, 2 ივნისს მოსკოვში გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით კოორდინაციაში. „კერძოდ, არსებობს ურთუერთგაგება ერასხი-ჯულფა-მეჰრი-ჰორადიზის მარშრუტზე სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენისა და ორგანიზების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოვერჩუკმა. წყარო ასევე წაიკითხეთ: რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი

ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან. მისივე თანახმად, აზერბაიჯანი სომხური მხარისგან ელოდება ორმხრივ პოლიტიკურ ნებას სამ კონკრეტულ სფეროში უთანხმოების დასაძლევად, რომლებიც ორმხრივი დისკუსიების დღის წესრიგშია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე. მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვსა და კიშინეუში შესაძლებელი გახადა მხარეთა პოზიციების უკეთ გაგება. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი ჯერ არ არსებობს.  

მედია: ყაზახეთის, სომხეთისა და ჰონგ-კონგის ბანკები რუსული კომპანიების გადარიცხვებს ბლოკავენ

სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ-კონგის ბანკებმა რუსული კომპანიების გადახდების ბლოკირება დაიწყეს. საუბარია პარალელური იმპორტის საშუალებით მიწოდებული პროცესორების, მიკროსქემებისა და სხვა ელექტრონიკის საფასურებზე. წერს რუსული გამოცემა „მედუზა“ Коммерсант-ზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროს თანახმად, გადაწყვეტილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ კონგის ბანკების შიშს, რომ ისინი აშშ-ის სანქციებს დაექვემდებარებიან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ სანქციები  დააწესეს, აკრძალეს რუსული სამხედრო აღჭურვილობისთვის საჭირო უცხოური კომპონენტების ექსპორტი. თუმცა რუსი მწარმოებლები პოულობენ სანქციების გვერდის ავლის გზებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს. ეს სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს შვიდ ჩინურ კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ასევე, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ორ მწარმოებელს არაბეთის გაერთიანებული საამიროეობიდან და ერთს - სომხეთიდან. ევროკავშირი შიშობს, რომ ამ ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ.  

სომხეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი გამოიძახა

სომხური მედიასაშუალების, News.am-ის თანახმად, ხაგარის ხიდთან რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სომხეთმა ძლიერი უკმაყოფილება გამოთქვა. პროტესტის დასაფიქსირებლად ერევანმა რუსეთის ელჩი გამოიძახა.  ელჩს მოუწოდეს მიღებული იყოს ყველა საჭირო ზომა შემთხვევის გარემოებების გარკვევისა და სიტუაციის გამოსასწორებლად. სომხური მედიის ცნობით, გუშინ, 15 ივნისს, დაახლოებით დილის 08:40 საათზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა ხაგარის ხიდის მიმართულებით გადაადგილება სცადა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროშის დასადგმელად. ამავე წყაროს ცნობით, სომხური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გადაადგილებისა და დროშის დადგმის მცდელობა აღიკვეთა.

სომხეთის პარლამენტმა საქართველოსთან საზღვრის გამარტივებული კვეთის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა საქართველოსთან ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ უფრო ადრე, სომხეთის პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ დაამტკიცა საზღვრის ურთიერთგადაკვეთის შესახებ შეთანხმების პროექტი. „სომხეთს შეუძლია და უნდა ააშენოს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ეფექტური სქემა“, - განაცხადა სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა გურგენ არსენიანმა. „ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან ურთიერთობა შეიძლება გახდეს საუკეთესო „პილოტური პროექტი“ და ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ასეთი რეჟიმისკენ სხვა მეზობლებთან“, - განაცხადა არსენიანმა.  

სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების ფონზე, მთიანი ყარაბაღის არეალში სროლის შესახებ იუწყებიან

სომხური მედიის თანახმად, აზერბაიჯანის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მის პოზიციებს ცეცხლი მთიანი ყარაბაღიდან გაუხსნეს, დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. აშშ მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც ერთად მუშაობენ გრძელვადიანი და ღირსეული შეთანხმების მისაღწევად, დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე.  „დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის გასაღებია“, - აღნიშნა ბლინკენმა. 27 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან. მოგვიანებით შეხვედრა სამმხრივ ფორმატში გაიმართა. 27 ივნისს ვაშინგტონში სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკების რაუნდი დაიწყო.  

მედია: ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა

ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა. ამის შესახებ haqqin.az-ი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის მქონე პირი სომხეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაშია ბრალდებული და ძებნილი. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ვ.ა.-მ 2016 წლის მარტში სომხეთში ყოფნისას, ერევნის ერთ-ერთ რესტორანში, კომიტასის გამზირზე, ადამიანთა ჯგუფთან შეთანხმებით, „კანონიერ ქურდად“ წარდგენით, ერთ-ერთი მოქალაქისგან, ოჯახის წევრებზე ძალადობის მუქარით, 20 ათასი დოლარი მოითხოვა, ხოლო მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ დაზარალებული რესტორანში Range Rover Sport-ის მანქანით მივიდა, მისგან მანქანაც მოითხოვა და მიიღო მისი მანქანის გასაღები. კრიმინალური ავტორიტეტის წინააღმდეგ სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლომ დააკმაყოფილა ვ.ა.-ს დაკავების მოთხოვნა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. „კანონიერი ქურდი“ ჩეხეთში იპოვეს. 30 ივნისს ის სომხეთს გადასცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა.  

ფაშინიანი საქართველოშია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. საპატიო სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა. ფაშინიანი საქართველოს ეწვევა ნიკოლ ფაშინიანის თანმხლებ დელეგაციაში შედიან სომხეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.  

სომხეთმა და საქართველომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე მოილაპარაკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრისას მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. „პრემიერებმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ერთობლივი სწრაფვით, სომხეთმა და საქართველომ მოილაპარაკეს სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკა. განსახილველ საკითხთა შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კავშირების გასაძლიერებლად. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ერდოღანის თქმით, რუსი სამხედროები ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებენ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი“ ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებს. ერდოღანს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა „რუსი სამშვიდობოების“ განლაგების შესახებ, რაზეც ერდოღანმა უპასუხა, რომ შეთანხმების თანახმად, „რუსი სამშვიდობოები“ „ყარაბაღში განსაზღვრულ ტერიტორიაზე 2025 წლამდე დარჩებიან, ხოლო 2025 წლისთვის რუსეთი დატოვებს ამ ადგილებს.“ „მჯერა, რომ მოსკოვი დაიცავს შეთანხმებას. ჩემი ძმა ილჰამ ალიევიც ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  

ძალაშია შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორი ქვეყნის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ

ძალაში შევიდა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ, ხელი მოეწერა ერევანში, 2023 წლის 12 იანვარს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას. შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით ბიომეტრული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ანაცვლებს 1993 წლის 19 მაისს ხელმოწერილ შეთანხმებას "საქართველოს რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა მათ ტერიტორიაზე უვიზო მოძრაობის შესახებ".  

აზერბაიჯანი „2020 წლის შეთანხმების არასრული შესრულების“ გამო, მოსკოვს და სომხეთს აკრიტიკებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვი და სომხეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ „აზერბაიჯანსა და მეზობელ სომხეთს შორის 2020 წლის სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული შესრულება არ უზრუნველყო.“ მისივე თანახმად, სომხეთმა არ შეასრულა განცხადების ბევრი დებულება. 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა „არაფერი გააკეთა“ რომ შეეჩერებინა აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში სომხეთიდან იარაღის მიწოდება სეპარატისტებისთვის, რომლებსაც ერევანი უჭერს მხარს. ბაქოს განცხადებას წინ უძღვოდა ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და მათი შუამავალი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მონაწილეობდნენ. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მიშელმა ხაზი გაუსა, რომ მოლაპარაკება იყო „გულწრფელი და საგნობრივი.“ ის „ძალადობის და მძაფრი რიტორიკის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდა და ორივე ლიდერი მიიწვია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ზაფხულის შემდეგ უნდა გაიმართოს. სომხური მხარე აცხადებს, რომ შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულება მათთვის განსაკუთრებულ უფლებებს უნდა უზრუნველყოფდეს და მათი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს.

ირანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, თეირანი და რუსეთი ელექტროენერგიას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან

ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ ირანი და რუსეთი ელექტროენერგიას სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან, იუწყება სომხური მედია ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით. „რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ორი მარშრუტი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთი-საქართველო და ვართ საბოლოო მოლაპარაკებებისა და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა. ირანის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანს სურს ელექტროენერგიის გაცვლა ზოგიერთ მეზობელთან გადახდის გარეშე. „მალე ჩვენ დავიწყებთ ელექტროენერგიის გაცვლას რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით. ასევე დღის წესრიგშია რუსეთის ელექტრო ქსელთან დაკავშირება სომხეთისა და საქართველოს გავლით“, - განაცხადა მეჰრაბიანმა. მანამდე სომხეთის ტერიტორიული მართვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, გნელ სანოსიანმა და ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ალი აქბარ მეჰრაბიანმა თეირანში მესამე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულებაზე ისაუბრეს. პროექტი გაზრდის ბარტერის მოცულობას, რომლის მეშვეობითაც ერევანი იღებს ირანულ გაზს და სანაცვლოდ, ელექტროენერგიას აწვდის.  ამასთან, დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია არ გავრცელებულა. ინფორმაციისთვის, 2015 წლის დეკემბერში, სომხეთი, ირანი, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ელექტროსისტემის განვითარებაზე იმუშაონ, ოთხ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მაშინ სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი, ერვანდ ზახარიანი, მისი იმჟამინდელი ქართველი კოლეგა, კახა კალაძე და ირანელი კოლეგა, ჰამიდ ჩიტჩიანი, ასევე რუსეთის ენერგეტიკული ქსელების ოპერატორი კომპანიის „როსსეტის“ ხელმძღვანელი, ოლეგ ბუდარგინი ერთმანეთს 23 დეკემბერს ერევანში შეხვდნენ. მხარეებმა „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის სინქრონული მუშაობის მიზნით ტექნიკური და საკანონდებლო ჩარჩოს შესწავლაში თანამშრომლობას მოიცავდა. „როსეტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ოლეგ ბუდარგინი აცხადებდა, რომ „ენერგო დერეფანი, რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანი, სტრატეგიული მარშრუტი იქნებოდა მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გადაცემისთვის“ და ხელმოწერილი მემორანდუმის განხორციელება „კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ინტეგრაციული პროცესების განვითარებისთვის.“ „მე ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა“, – აღნიშნა საქართველოს იმჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 2015 წლის 23 დეკემბერს.   

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ში ვიზიტით ჩავიდა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი, ედუარდ ასრიანი საქმიანი ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდნენ. დელეგაცია აშშ-ში სახელმწიფო გვარდიის ეროვნული თანამშრომლობის პროგრამის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში ჩავიდა. ინფორმაციას სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ასრიანი უკვე შეხვდა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსს, გენერალ დანიელ ჰოკანსონს, გენერალ-მაიორს, დანიელ ლასიკას და სხვა ოფიციალურ პირებს. აშშ და სომხეთი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მოგზაურობა დღეს, 18 ივლისს სრულდება.  

სომხეთმა განაცხადა, რომ საკუთარი ბრენდის ქვეშ ავტომობილების წარმოება დაიწყო

სომხეთში მანქანების წარმოება საკუთარი - Sepuh-ის ბრენდის ქვეშ დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Armenpress-ი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ, ვაჰან კერობიანზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, ავტომობილები ამჟამად სახელმწიფო რეგისტრაციას გადიან, წარმოება კი, უმსხვილესი ირანული ავტომწარმოებლის, Iran Khodro-ს მიერ შექმნილ ქარხანაში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცით, სომხეთში აწყობილი მანქანები არის არა ირანული, არამედ, სამხრეთ კორეული კომპანია SsangYong-ის მოდელები. ბრენდის სახელი (Sepuh) შუა საუკუნეების სომხეთიდან მომდინარეობს. ასე მოიხსენიებდნენ საერო თავადაზნაურობის ერთ-ერთი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობდნენ და სამეფო სასახლეში თანამდებობებს იკავებდნენ.  

ფაშინიანი: სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე, აზერბაიჯანთან კიდევ ერთი ომი „ძალიან სავარაუდოა“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და ასევე რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ, ომი ძალიან სავარაუდოა. მან აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებაში და იქ „გეტოს“ შექმნაში დაადანაშაულა. „ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ, არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა AFP-სთან ინტერვიუში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთი ახლა თანდათან ხდება მეტოქეობის ზონა, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მისი თქმით, არა მარტო რუსები და ამერიკელები, არამედ სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერევიან სიტუაციაში. „ვფიქრობ, სომხეთის მთავრობას არ აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. ყარაბაღის მეორე ომამდე ჰქონდათ. ახლა ვხედავთ, რომ მათ ეს არ აქვთ, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათ,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.  

სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს ОДКБ-ს წვრთნებში, რომელიც ბელორუსში გაიმართება

სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს CSTO-ს ქვეყნების სამაშველო ქვედანაყოფების მონაწილეობით დაგეგმილ სპეციალურ წვრთნებში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ბელორუსში გაიმართება. „სომხეთის მონაწილეობა The Rock-2023-ის («Скала-2023») წვრთნებში არ არის გათვალისწინებული,“ - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი „შსს-ს სამაშველო სამსახურის პროფესიული დატვირთვაა.“ სწავლება - The Rock-2023 პირველიდან 6 სექტემბრამდე. სწავლების თემა რადიაციული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაა. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის კვადროკოპტერი ჩამოაგდეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების DJI Mavic 3 ტიპის კვადროკოპტერი ჩამოაგდეს. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ კვადროკოპტერი გორუსის რაიონის დიღის დასახლებიდან გაუშვეს. მან ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე გადაფრენა სცადა, თუმცა აზერბაიჯანის არმიამ მისი ხელში ჩაგდება შეძლო. სომხეთის კომენტარები ჯერ არ გავრცელებულა.  

ალიევი: სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს მიდგომა დასავლეთისთვის გასაგებია, ჩვენი ლეგიტიმური სურვილი კი, კითხვის ნიშნის ქვეშაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ფონზე, რომ ევროპა და დასავლეთი სეპარატიზმთან ბრძოლაში გაერთიანდნენ, მსგავსი მიდგომა აზერბაიჯანის მაგალითზეც უნდა მოქმედებდეს. ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე არ აქვს პრეტენზია და პირობას დებს, რომ „სეპარატიზმს არ შეეგუება.“ „სომხეთზე ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ. ადამიანები ყარაბაღში - იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა დროებით „რუსი სამშვიდობოები“ აკონტროლებენ, აზერბაიჯანში ცხოვრობენ. მათ უნდა აირჩიონ, იცხოვრონ აზერბაიჯანის მოქალაქეებად. როგორ შეუძლიათ, ჩვენს ტერიტორიაზე იცხოვრონ, როგორც სომხეთის მოქალაქეებმა, ყოველგვარი კანონიერი ნებართვის გარეშე, ან როგორც ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ მოქალაქემ, რომელიც არავის მიერ არ არის აღიარებული? ვფიქრობ, ეს არის ლეგიტიმური მიდგომა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ეს შეესაბამება პრაქტიკას, რასაც ვხედავთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ასევე ებრძვიან სეპარატიზმს. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ გაერთიანდნენ ევროპა და დასავლეთი, რათა დაეხმარონ უკრაინას სეპარატიზმთან ბრძოლაში. და რატომ განიხილება ჩვენს შემთხვევაში სეპარატიზმთან ბრძოლა სხვანაირად? სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს მიდგომა რატომ არის გასაგები დასავლური საზოგადოებისა და პოლიტიკოსებისთვის და კითხვის ნიშნის ქვეშ რატომ დგას ჩვენი იგივე ლეგიტიმური სურვილი, დავასრულოთ სეპარატიზმი? რატომ უნდა შევეგუოთ სეპარატიზმს? ჩვენ ამას არ შევეგუებით.“  ალიევმა განაცხადა, რომ „ომის მოგება“ მისი პოლიტიკური ცხოვრების მისია იყო. „ჩვენ აღვადგინეთ სამართლიანობა და აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიბრძოდით ჩვენს მიწაზე. სომხურ მიწაზე არ გვიბრძოლია, და გავიმარჯვეთ. ასე რომ, ეს იყო ნომერ პირველი მისია, რომელიც შესრულდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე იმ ქვეყნისთვის, რომელმაც განიცადა ოცდაათწლიანი ოკუპაცია, მისი ტერიტორია, რომელიც ოკუპაციის ქვეშ იყო, მთლიანად დანგრეულია. ყველა ქალაქი არ არის დანგრეული. ფუზული მთლიანად მიწასთან იყო გასწორებული, აღდამიც ანალოგიურად. თითქმის მილიონმა აზერბაიჯანელმა სახლი დატოვა. ასე რომ, მიუხედავად ამ ტკივილისა, ჩვენ არ ვიძიეთ შური. მე ვთქვი, რომ შურს ვიძიებთ ბრძოლის ველზე, მაგრამ როგორც კი სომხეთმა მოგვცა პირობა, რომ გაიყვანდა მის ძალებს ყველა ტერიტორიიდან, რასაც ომის პირველივე დღიდან მოვითხოვდით, შევჩერდით და შემდეგ დავიწყეთ მშვიდობაზე საუბარი. ახლა მშვიდობა ჩვენს დღის წესრიგშია. თუ სომხეთს მშვიდობა უნდა, ჩვენ მას მივაღწევთ,“ აღნიშნა ალიევმა. აშშ აზერბაიჯანთან და სომხეთთან სხვადასხვა დონეზე ჩართულობას გააგრძელებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პირველ აგვისტოს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

ОДКБ სომხეთს სასაზღვრო რაიონებში მისიის განთავსებას სთავაზობს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) მზადაა, დაუბრუნდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სადამკვირვებლო მისიის განლაგების საკითხის განხილვას და ორგანიზაცია ერევნის პასუხს ელოდება. ამის შესახებ სომხური მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორ, მიქაელ აღასანდიანის კომენტარზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ ველოდებით ერევნის პოზიტიურ პასუხს და მზად ვართ, განვაახლოთ არსებითი მუშაობა სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში CSTO-ს სადამკვირვებლო მისიის გაფართოების წინადადებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების მიმართულებით ჩვენი მოკავშირის დასახმარებლად,“ - განაცხადა აღასანდიანმა. CSTO-დან შესაძლო გასვლის საკითხი კვლავ სომხეთის დღის წესრიგშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ში წევრობამ დაბლოკა სომხეთის შესაძლებლობები, შეეძინა იარაღი სხვა ქვეყნებიდან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ბაქოსა და ერევანს ეწვევა

კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ამ ქვეყნების საელჩოები იუწყებიან. სომხეთში ამერიკის საელჩოს ცნობით, ვიზიტის დროს ამერიკელი დიპლომატი მხარს დაუჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს და განიხილავს მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზებს. საელჩომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ პროცესს, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს. „ბონო გეგმავს შეხვედრებს მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან სომხურ-აზერბაიჯანული სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ის ეწვევა როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს“, - აცხადებენ თავის მხრივ, აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოში. შეგახსენებთ, რომ ლუი ბონო რეგიონს მიმდინარე წლის მაისში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან ბაქოსა და ერევანში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხები განიხილა.  

სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა

სომხეთმა „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან და არცახში „ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. შესაბამისი განცხადება სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, მჰერ მარგარიანმა გააკეთა. სომხეთის მთავრობა „გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მასობრივი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით,“ გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევას ითხოვს. „2023 წლის 15 ივნისიდან აუცილებელი საქონლის, მათ შორის საკვების, მედიკამენტების და საწვავის მწვავე დეფიციტია. აზერბაიჯანმა მთლიანად დახურა ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიზანმიმართულმა შეფერხებამ ხალხის საარსებო წყაროს უკიდურესი ზიანი მიაყენა. ძირითადი საკვებისა და ვიტამინების ნაკლებობის გამო, 2 000-მდე ორსული ქალი, 30 000-მდე ბავშვი, 20 000 მოხუცებული და 9 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იბრძვის არასრულფასოვანი კვების პირობებში გადარჩენისთვის,“ – ნათქვამია სომხური მხარის წერილში.  

ფაშინიანის თქმით, ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი წინადადებები გაუგზავნა

სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ ახალი წინადადებები გაუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, დავადასტურო, რომ სომხეთი ერთგულია მშვიდობიანი დღის წესრიგის. მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავუგზავნეთ ახალი წინადადბები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ეხება,“ – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავაც დაძაბულია. „ერთადერთი ცვლილება სიტუაციაში არის ის, რომ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ლაჩინის დერეფანში დაიწყო იმ მოქალაქეების გარკვეული მოძრაობა, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, ასევე სხვა პირებისაც. ასევე, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მუშავდება გეგმა, რათა ლაჩინის დერეფანი ცალმხრივად გაიხსნას, ანუ მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაშვებული იქნება, მაგრამ გამოსვლა – არა. ნიკოლ ფაშინიანმა 16 თებერვალსაც განაცხადა, რომ სომხეთმა დაასრულა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მორიგი ეტაპი და ახალი წინადადებები აზერბაიჯანის მთავრობას გადაეგზავნა. ცნობისთვის, სომხეთის ხელისუფლება დერეფნის ჩაკეტვაში ბაქოს ადანაშაულებს, რასაც თავის მხრივ, აზერბაიჯანი უარყოფს. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება.  

ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე სრულად დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანის თქმით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთმა „იგემა ამ შეცდომის მწარე ნაყოფი“, ერევანმა დაიწყო უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციის მცდელობები. „სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99.999%-ით იყო დაკავშირებული რუსეთთან, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხითაც. თუმცა დღეს, როცა თავად რუსეთს სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ამ ვითარებაში, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დააკმაყოფილებდა სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს. ანუ, ამ მაგალითმა უნდა გვაჩვენოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა, თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, რუსი პარტნიორები სომხურ მხარეს ეუბნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნები სომხეთთან მუშაობენ და ქვეყნის მთავრობას უბიძგებენ, მიიღონ ზომები რუსეთის რეგიონიდან განდევნის მიზნით. „მაგრამ, ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან არ დგამს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს სომხეთსა და CSTO-ს შორის, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ურთიერთობა გაუარესდა. 2020 წელს მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ CSTO-მ ერევანს პრაქტიკული დახმარება არ გაუწია. ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს  

რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან

NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.  სამეკავშირეო ოფისი განთავსებულია თბილისში და მას ალექსანდრე ვინიკოვი ხელმძღვანელობს.  სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და ასევე NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა  ერევანსა და ბაქოს ოფიციალური ვიზიტებით ჩვეულებრივ სტუმრობენ, მათ შორის, ასეთ ტურნეს ფარგლებში ყოფილა საქართველოში ხავიერ კოლომინა. ბოლოს კოლომინა სომხეთს, აერბაიჯანსა და საქართველოს მიმდინარე წლის მაისში ეწვია. სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის საკითხზებზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს Europetime-თან შემდეგი განცხადება აქვს გაკეთებული: NATO აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. წელს, ერევანსა და ბაქოში, რამდენიმე ვიზიტი მქონდა, რათა ორივე პარტნიორთან, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა წინ წაგვეწია სომხეთში და მქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველთან, (ომბუდსმენი). შეხვედრებზე განვიხილეთ NATO-სომხეთის ურთიერთობები და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ერთად, ბაქოს ვესტუმრეთ. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ NATO-აზერბაიჯანის დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებსაც („ქალები მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“) მივმართე. შევხვდი NATO-ს რეზიდენტ ელჩებს და ბაქოში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებს. რაც შეეხება სამხედრო სფეროს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი აბიდინოღლუ მონაწილეობდა სამხედრო მიმართულებით NATO-ს ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში - „NATO-ს დღეები“, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტთან, სახმელეთო და საზღვაო ძალების (OCC) ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას მოიცავდა. ჩემი მანდატის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეგულარულ სამუშაო ვიზიტებს გავაგრძელებ. ასევე გავაგრძელებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მაღალი დონის ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც ორჯერ იმყოფებოდა უკვე საქართველოში და ველით, რომ რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.  საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ,“ - განუცხადა Europetime-ს ვინიკოვმა გასული წლის ბოლოს შემაჯამებელ ექსკლუზიურ ინტერვიუში. გარდა ამისა, NATO-ს ვებგვერდზე ვრცლად არის მიმოხილული ალიანსსა და ერევან შორის მიმდინარე კონტაქტებისა და ურთიერთობების შესახებ. NATO-სთან ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც სომხეთი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა. დიალოგის ამ ფორუმს 1997 წელს დაემატა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელიც ყველა მოკავშირესა და ევროატლანტიკურ სივრცეში ყველა პარტნიორ ქვეყანას აერთიანებს. ორმხრივი თანამშრომლობა დაიწყო, როდესაც 1994 წელს, სომხეთი პარტნიორობა მშვიდობისთვის (PfP) პროგრამას შეუერთდა. სომხეთი კოსოვოში NATO-ს ეგიდით მოქმედი ოპერაციის აქტიური მონაწილეა. სომხეთის ალიანსთან თანამშრომლობის პროგრამა ჩამოყალიბებულია ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში (IPAP), რომელიც ერთობლივად არის შეთანხმებული. IPAP-ის ფართო სპექტრი ნიშნავს იმას, რომ სომხეთი NATO-სთან თანამშრომლობს არამხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, დემოკრატიულ სტანდარტებზე, კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. უფრო ვრცლად, თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრს გაეცანით შემდეგ ბმულზე. ცნობისთვის, 4 სექტემბერს მედიასივრცეში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ სომხეთი NATO-მ ალიანსში მიიწვია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ავსტრიის არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ უბრალოდ გამოთქვა სურვილი და მოუწოდა სომხეთს, გაწევრიანდეს ალიანსში. დაბნეულობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ NGO-ს სახელწოდებაა - „NATO-ს გაფართოების ევროპული კომიტეტი.“ უსაფუძვლო აჟიოტაჟზე განმარტებების გაკეთება მოუწია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანმა. მან მედიის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ერევანი მზადაა, გააგრძელოს თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, ხოლო NATO-დან არავის მოუწოდებია სომხეთისთვის, გაწევრიანდეს ალიანსში. „რაც შეეხება სომხეთსა და NATO-ს პარტნიორობას, ის უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ NATO-სთან სხვადასხვა ფორმატში და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პროცესი," - განუცხადა კოსტანიანმა ორშაბათს ჟურნალისტებს 5 სექტემბერს. ასევე გაეცანით: სომხეთს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად სურს NATO-ს წვრთნებში მონაწილეობა - ერევნის პასუხი მოსკოვს

სომხეთის პირველი ლედი კიევში ჩავა - მედია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში ჩავა და თავისი ქვეყნის სახელით უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს. წყაროს ცნობით, დღეს კიევში სამიტი ტარდება, რომელშიც სომხეთის რესპუბლიკის პირველი ლედი - ანა აკოფიანიც მონაწილეობს. სამიტში დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, დანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების პირველი ლედები, ევროკავშირის მოხელეები, ჟურნალისტები და მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. წლევანდელი ღონისძიება მენტალურ ჯანმრთელობას ეძღვნება. შეგახსენებთ, 4 დღის წინ, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.  

ფაშინიანის მეუღლე უკრაინაში: ომებში წამებული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების მარცხია

სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ანა აკოფიანი დაესწრო გამოფენას, სადაც ომში დაღუპულ ბავშვებს იხსენებდნენ. „როგორც ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე აღვნიშნე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 500-მდე ბავშვი დაიღუპა. დღეს გავარკვიეთ, რომ ყველაზე პატარა 2 დღის იყო, უფროსი კი - 17 წლის. ომებში დაღუპული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების მარცხია. მიუტევებელი, გამოუსწორებელი, გამოუსწორებელი მარცხი,“ - წერს აკოფიანი Facebook-ზე. სომხეთის პირველი ლედი კიევში ჩავა - მედია  

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა - მედია

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ამის შესახებ Radio Azatutyun-ის წყაროები იტყობინებიან. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დახმარებაზეა საუბარი. რადიო Azatutyun-ის წყაროს ცნობით, ამის შესახებ ერევანი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობაში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აფასებს. ბრაიზა მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.“ ამერიკელი დიპლომატის დასკვნით, ნიკოლ ფაშინიანს ყოველთვის სურდა დასავლეთისკენ სვლა და რუსეთისგან თავის დაღწევა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ ვერცერთი სომეხი ლიდერი მთლიანად ვერასოდეს გათავისუფლდება რუსეთის „გრავიტაციული ძალისგან.“ ამის დასტურად ის იხსენებს იმ პერიოდს, რამაც „გამოიწვია სერჟ სარქისიანის გადაყენება და ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა, როცა ფაშინიანი ითვლებოდა პროდასავლურ ლიდერად და რუსეთს სომხეთისთვის უსაფრთხოების გასაღებად კი არ თვლიდა, არამედ, დასავლეთთან მანევრირების საშუალებას იტოვებდა.“ ბრაიზას თქმით, ყარაბაღთან დაკავშირებით კი, ფაშინიანი მაინც ზედმეტად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ერევანს რაიმე სახის მხარდაჭერას შესთავაზებდა, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება განიცადა: „მაგრამ ვფიქრობ, მას ყოველთვის დასავლეთისკენ ძვრა და რუსეთისგან თავის დაღწევა სურდა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ რუსეთის გრავიტაციული ძალისგან მთლიანად ვერცერთი სომეხი ლიდერი ვერასოდეს გათავისუფლდება. ის ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, მაგრამ ასევე შეენარჩუნებინა სამუშაო დონეზე ურთიერთობა რუსეთთან. „ახლა დაძაბულობა იმდენად გაიზარდა ლაჩინის კორიდორის გარშემო, რომ მან მომენტის გამოყენება აირჩია. თავს ესხმიან ოპონენტები და ღალატში ადანაშაულებენ, რადგან 2020 წლის 10 ნოემბერს დათანხმდა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამდენად, ვფიქრობ, ის ახლა ფარად იყენებს ეროვნულ ერთიანობას, რომელიც აზერბაიჯანთან დაძაბულობამ გამოიწვია ლაჩინის დერეფნის გარშემო, რათა საშუალება მიეცეს, გადადგას ეს რადიკალური ნაბიჯი, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად დაუკავშიროს ევროპასა და შეერთებულ შტატებს, ვიდრე რუსეთს,“- ამბობს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანს ნამდვილად სურს საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია. „ამიტომაც, ის და პრეზიდენტი ალიევი უფრო და უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, მისი ოპონენტები უფრო და უფრო რადიკალურები ხდებიან, მაგრამ ისინი ჩიხს გვთავაზობენ, როდესაც ამბობენ, რომ სომხეთს დახმარება რუსეთისგან სჭირდება და არა დასავლეთისგან. ახლა ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის, ცოტა უფრო მეტად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ, რისი გაკეთებაც მას თავდაპირველად სურდა, მაგრამ შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო,“ - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია. უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს

სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

სომხეთი და შეერთებული შტატები მომავალ კვირიდან სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში სომხეთ-აშშ ერთობლივი წვრთნები „EAGLE PARTNER 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთში გაიმართება,“ - ნათქვამია განცხადებაში. Reuters-ი თავის სტატიაში ხაზს უსვამს, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში და საკუთარ თავს განიხილავს, როგორც გამორჩეულ ძალას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. შეგახსენებთ, 4 დღის წინ, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.  

რუსეთმა სომხეთში პრორუსი ჟურნალისტის და ბლოგერის დაკავებას პროვოკაცია უწოდა

რუსეთი პროვოკაციას უწოდებს სომხეთში პრორუსი ჟურნალისტის და ბლოგერის დაკავებას და გაურკვეველ ძალებს ადანაშაულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესების მცდელობაში. რადიო თავისუფლების ცნობით, 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთში დააკავეს რუსეთის პოპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ სომხური სამსახურის ჟურნალისტი აშოტ გევორქიანი და პრორუსი ბლოგერი მიქაელ(მიკა) ბადალიანი. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მათ ბრალად ედება იარაღის უკანონო ბრუნვაში მონაწილეობა. სულ დაკავებულია 7 პირი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს, 8 სექტემბერს, ერევანში მიმდინარე რუსულ-სომხური მედიაფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ გევორქიანის და ბადალიანის დაკავება არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია მოსკოვისა და ერევნის კავშირების გაუარესებისკენ. ზახაროვას თქმით, ამის უკან დგანან ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული რუსეთის და სომხეთის და მათი ხალხების დაახლოებით და მიზნად ისახავენ გაუცხოებას და სიძულვილის, შიშის და უნდობლობის დათესვას. რა ძალებია ეს, ზახაროვას არ უთქვამს.  

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა სომხეთში დაგეგმილ წვრთნებზე დეტალებს ავრცელებს

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის ცნობით, სომხეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში 85 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის პირველი ბრიგადის, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიისა და კანზასის ეროვნული გვარდიის მეომრები, ასევე სომხური მე-12 სამშვიდობო ბრიგადის ჯარისკაცები წვრთნას ჩაატარებენ ზარისა და არმავირის საწვრთნელ ზონებში, ერევნის მახლობლად. სომეხი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთობლივ წვრთნებს 11-დან 20 სექტემბრამდე ჩაატარებენ. „პარტნიორი არწივი“ არის სასიცოცხლო შესაძლებლობა ჩვენი ორი ერის ჯარისკაცებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ურთიერთობები ტაქტიკურ დონეზე და გაზარდონ თავსებადობა სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ის ასევე ეფუძნება 20-წლიან ურთიერთობას, რომელიც კანზასის ეროვნულმა გვარდიამ განავითარა სომხეთთან,“ – წერია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის განცხადებაში.  

სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს მოსკოვის საპროტესტო ნოტა მოჰყვა

სომხეთის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რაც რუსეთის განცხადებით, „ერევნის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს უკავშირდება.“ რუსული მედიის თანახმად, სამინისტროში აღნიშნეს, რომ საუბარია რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე, პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაზე, ასევე, ქვეყანაში სამხედრო წვრთნებზე შეერთებული შტატების მონაწილეობით. გარდა ამისა, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას და მთლიანად, სამინისტროს მიმართ „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო. ასევე, სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს ბლოგერის, მიქაელ ბადალიანის და „Sputnik სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორკიანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავების გამო.   ვრცლად გაეცანით Europetime-ის მასალას სომხეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით: ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ფაშინიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სარკის ხოჰანისიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დროებით უფროსის მოადგილე არტურ გასპარიანი უხელმძღვანელებს. ხოჰანისიანი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაინიშნა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს გამოეყო და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში შევიდა.  

ერდოღანი: მექნება საუბარი ნიკოლ ფაშინიანთან და განვუცხადებ, რომ ყარაბაღში ჩატარებული „არჩევნები" მიუღებელია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ხვალ, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ერდოღანი ამბობს, რომ  ყარაბაღში არსებული ვითარების განხილვას გეგმავს. „ორშაბათს, დიდი ალბათობით, მექნება საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მას ვეტყვი, რომ ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის მიუღებელია, რაც უკვე არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ განაცხადა,“ - აღნიშნა ერდოღანმა. ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უკვე ესაუბრა.  ევროკავშირი მთიან ყარაბაღში გუშინ ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს. "2023 წლის 9 სექტემბერს ხანკენდში/სტეფანაკერტში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი იმეორებს, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში. მისი თქმით, ამასთან მნიშვნელოვანია ყარაბაღელი სომხები გაერთიანდნენ დე-ფაქტო ლიდერების გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, ბაქოსთან შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიებში ჩაერთონ. ცნობისათვის, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, 9 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდა და "პრეზიდენტად" სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს.  

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს. ფაშინიანის თქმით, უკრაინაში რუსეთის კატასტროფული შეჭრის გამო სომხეთს აღარ შეუძლია მოსკოვს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ღია კონფლიქტის დაბრუნების შიში იზრდება. „უკრაინაში მოვლენების გამო რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა… ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, თუ როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნა… არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომელშიც სომხეთი “პროქსი” გახდება. ეს დაუშვებელია,” - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით “ჰუმანიტარული კრიზისი” შექმნა და რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. „ეს ყველაფერი… რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის სფეროში უნდა ყოფილიყო და ვინაიდან ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარ მისია ვერ შეასრულეს,” - განაცხადა ფაშინიანმა. „რუსი მშვიდობისმყოფელები რომ არ ყოფილიყვნენ, მას არ შეუძლია თქმა, რომ ვითარება უკეთესი იქნებოდა,“ - აღნიშნავს ფაშინიანი ამავე ინტერვიუში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა საერთაშორისო საზოგადოების ხელშია უზრუნველყოს, რომ რეგიონში “ეთნიკური წმენდა” არ მოხდება. გასული კვირის განმავლობაში სომხეთის ნაბიჯებსმოსკოვის პროტესტი მოჰყვა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

სომხეთი ქვეყანაში „ვაგნერელების“ ყოფნის შესახებ ცნობებს ამოწმებს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს მედიით გავრცელებულ ცნობებს სომხეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრთა ჩასვლის შესახებ. ეს ინფორმაცია სომხეთის პარლამენტს 13 სექტემბერს, „სამთავრობო საათის“ ფორმატით გამოსვლისას მიაწოდა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აგნესა ხამოიანმა ჰკითხა, ეძებს თუ არა უსაფრთხოების სამსახური „ვაგნერელებს“. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს პრესით გავრცელებულ ცნობებზე რეაგირებას კანონმდებლობა ავალდებულებს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახური თავისი იურისდიქციის ფარგლებში ამოწმებს ტელეგრამ-არხებით გავრცელებულ ინფორმაციას. 8 სექტემბერს ტელეგრამ-არხ „ბაგრამიან 26-ზე" გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილამდე სომხეთში იმყოფებოდა ამ დაჯგუფების 3000-მდე წევრი, ბოლო დროს კი მათ, ძირითადად, როსტოვიდან შეუერთდა კიდევ 2000-მდე. ამავე წყაროს თანახმად, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთის არჩევა შეცდომა იყო და რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმების შეუსრულებლობაში, კრემლის მიერ სანქცირებულია სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების სცენარი და „ვაგნერელების“ მეშვეობით ხელისუფლებისგან ფაშინიანის და მისი გუნდის ჩამოშორება. 13 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ ცნობებს „მორიგი მითოლოგია" უწოდა. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა", რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებდა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ 2023 წლის ივნისში მოწყობილი „ამბოხების" შემდეგ, ძირითადად, ბელორუსის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აგვისტოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად „ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ გავრცელებული ცნობებით, ბელორუსში „ვაგნერელების“ რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.  

მოსკოვის მიერ სომხეთის ელჩის დაბარების ფონზე, ერევანმა და ვაშინგტონმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. სწავლებას სომხეთი მასპინძლობს.  „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში სომხეთ-აშშ ერთობლივი წვრთნები „EAGLE PARTNER 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთში გაიმართება,“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 6 სექტემბერს გავრცელდა. წვრთნების დაანონსების შემდეგ, მოსკოვმა სომხეთის ელჩი დაიბარა. მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რაც რუსეთის განცხადებით, „ერევნის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს უკავშირდება.“ რუსული მედიის თანახმად, სამინისტროში აღნიშნეს, რომ საუბარია რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე, პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაზე, ასევე, ქვეყანაში სამხედრო წვრთნებზე შეერთებული შტატების მონაწილეობით. გარდა ამისა, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას და მთლიანად, სამინისტროს მიმართ „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო. ასევე, სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს ბლოგერის, მიქაელ ბადალიანის და „Sputnik სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორკიანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავების გამო. სააგენტო Reuters-ი თავის სტატიაში ხაზს უსვამს, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში და საკუთარ თავს განიხილავს, როგორც გამორჩეულ ძალას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. ნოტის გადაცემამდე სომხეთსა და აშშ-ს ძალებს შორის მიმდინარე წვრთნებს კრემლის შეშფოთება მოჰყვა. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ „წვრთნები ზიანს აყენებს სტაბილურობას არასტაბილურ რეგიონში.“ „ეჭვგარეშეა, რომ ამ ტიპის წვრთნების ჩატარება არ უწყობს ხელს სიტუაციის სტაბილიზაციას ან რეგიონში ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაძლიერებას“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ „რუსეთი აგრძელებს უსაფრთხოების გარანტორის როლის შესრულებას.“ შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია. უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

პუტინი უშიშროების საბჭოს იწვევს, განიხილება რუსეთის მეზობელ სახლმწიფოებთან ურთიერთობები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია მოსკოვის მოკავშირეებთან და მეზობლებთან კავშირების განსახილველად, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი 14 სექტემბერს. უკრაინული მედია წერს, რომ სომხეთი, რომელიც ტრადიციულად იყენებდა რუსეთთან ურთიერთობას აზერბაიჯანელი მეტოქეებისა და მათი თურქი მოკავშირეების დასაბალანსებლად, კავკასიაში მოსკოვის გავლენის მიმართ ნდობას კარგავს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს გასული კვირის განმავლობაში სომხეთის ნაბიჯებსმოსკოვის პროტესტი მოჰყვა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ბაქოს მხარდამჭერ განცხადებას მოსკოვის დემარში მოჰყვა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ინდოეთმა სომხეთს ჰაუბიცები გაუგზავნა - მედია

ინდოეთმა სომხეთს საარტილერიო იარაღი მიაწოდა. ადგილობრივი თავდაცვის კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 6 ჰაუბიცა ერევანმა აგვისტოს დასაწყისში მიიღო. ეს არის პირველი პარტია, რომელიც სომხეთში ხელმოწერილი ძირითადი კონტრაქტის ფარგლებში ჩავიდა. თავდაცვის გარიგება სომხეთისთვის 155,5 მილიონი დოლარის ღირებულების 90 ATAGS-ის ერთეულის მიწოდებას გულისხმობს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ ტიპის დამატებით, 84 ბუქსირების ჰაუბიცის ეტაპობრივ მიწოდებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ Bharat Forge გეგმავს სომხეთში საარტილერიო სისტემების ვადაზე ადრე ჩატანას.  

აშშ-მ სომხეთში ორი ამერიკელი გენერალი გაგზავნა

ამერიკელი გენერლები, გრეგორი ანდერსონი და პატრიკ ელისი, სომხეთში Eagle Partner-ის წვრთნებზე დაკვირვების მიზნით ჩავიდნენ. ინფორმაციას სომხეთში ამერიკის საელჩო ავრცელებს. სწავლებაში დაახლოებით, 85 ამერიკელი ჯარისკაცი 175-მდე სომეხ ჯარისკაცთან ერთად მონაწილეობს. „Eagle Partner-ის წვრთნები არის სომხეთთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის დადასტურება და ის ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში წარმატებულ სამშვიდობო და უსაფრთხოების თანამშრომლობას, თავდაცვის დეპარტამენტის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში,“ - განაცხადა ელჩმა ქრისტინა ქვიენმა. ასევე წაიკითხეთ: მოსკოვის მიერ სომხეთის ელჩის დაბარების ფონზე, ერევანმა და ვაშინგტონმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს „ჩვენი კავშირები სომხეთთან არის მრავალმხრივი და თანამშრომლობითი. აშშ მუდმივად უწევდა სამხედრო დახმარებას სომხეთს, განსაკუთრებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში ისეთ გადამწყვეტ საკითხებში, როგორიცაა იარაღის გაუვრცელებლობა და მშვიდობის დაცვა,“ - აღნიშნა თავის მხრივ გენერალ-მაიორმა ანდერსონმა.  

სომხეთში აშშ-ის ელჩი: სომხეთის მე-12 სამშვიდობო ბრიგადის მოსამზადებლად წვრთნები იგეგმება

მიმდინარე წლის ბოლოს, სომხეთის მე-12 სამშვიდობო ბრიგადის მოსამზადებლად წვრთნები იგეგმება. ამერიკის ელჩს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს არის წვრთნები NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) შეფასების, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში. შეგახსენებთ, ამერიკელი გენერლები, გრეგორი ანდერსონი და პატრიკ ელისი, სომხეთში Eagle Partner-ის წვრთნებზე დაკვირვების მიზნით ჩავიდნენ. ინფორმაციას სომხეთში ამერიკის საელჩო ავრცელებს. სწავლებაში დაახლოებით, 85 ამერიკელი ჯარისკაცი 175-მდე სომეხ ჯარისკაცთან ერთად მონაწილეობს. „Eagle Partner-ის წვრთნები არის სომხეთთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის დადასტურება და ის ეფუძნება ათწლეულების განმავლობაში წარმატებულ სამშვიდობო და უსაფრთხოების თანამშრომლობას, თავდაცვის დეპარტამენტის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში,“ - განაცხადა ელჩმა ქრისტინა ქვიენმა. ასევე წაიკითხეთ: მოსკოვის მიერ სომხეთის ელჩის დაბარების ფონზე, ერევანმა და ვაშინგტონმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს „ჩვენი კავშირები სომხეთთან არის მრავალმხრივი და თანამშრომლობითი. აშშ მუდმივად უწევდა სამხედრო დახმარებას სომხეთს, განსაკუთრებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში ისეთ გადამწყვეტ საკითხებში, როგორიცაა იარაღის გაუვრცელებლობა და მშვიდობის დაცვა,“ - აღნიშნა თავის მხრივ გენერალ-მაიორმა ანდერსონმა.  

ფაშინიანი ერდოღანის შეთავაზებაზე: სხვადასხვა იდეა არსებობს, არ მინდა, რომელიმე გამოვყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი სამიტის გამართვის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაზე  აცხადებს, რომ საკითხი მთლიან სურათში უნდა განიხილონ. „არსებობს სხვადასხვა შეთავაზება და იდეები. არ მინდა, ამ იდეებიდან რომელიმე ერთი გამოვყო. ეს არ არის ერთადერთი იდეა, რომლის მიმართაც ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავდი,“ - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს. თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს  

ერევანში ადგილობრივი არჩევნები იმართება

17 სექტემბერს ერევანში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ირჩევენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველ წინასწარი შედეგებს სავარაუდოდ, შუაღამისას გამოაცხადებს. სომხური მედიის ცნობით, ეს პროცესი 18 სექტემბრის დილამდე გაგრძელდება. პარტიული სიების ლიდერები ერევნის მერის პოტენციური კანდიდატები არიან. თუ პოლიტიკური პარტია მოახერხებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას (33), მისი წარმომადგენელი კანონის ძალით, ანუ მექანიკურად, ერევნის მერი გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება პოლიტიკური კოალიციების შექმნის პროცესი. ერევნის უხუცესთა საბჭოს 65 ადგილისთვის 13 პოლიტიკური პარტია და ერთი ბლოკი იბრძვის. ერევანში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 825 ათასია. ისინი მთელი ქვეყნის ამომრჩევლების თითქმის მესამედს შეადგნენ. მმართველი - „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“ ერევნის მერობის კანდიდატია მოქმედი ვიცე-მერი, ტიგრან ავინიანი. მის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ ერევნის ყოფილ მერს - აიკ მარუთიანს პარტიიდან - „ეროვნული პროგრესი“.  

სომხეთი ICC-ის რომის სტატუტის სრულად რატიფიცირებას მოახდენს - ფაშინიანი

სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.   

ბაქო მადლობას უხდის საქართველოს, რომ ქვეყანამ ყარაბაღის „უკანონო არჩევნები“ არ აღიარა

აზერბაიჯანმა რიგ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყანამ „ყარაბაღის უკანონო არჩევნები“ არ აღიარა. ბაქო ხაზს უსვამს, რომ თბილისმა გააკეთა განცხადებები, რომლითაც დაგმო და არ აღიარა „უკანონო არჩევნები“ და მისი ლეგიტიმაცია. საქართველო ყარაბაღის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობს  

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ თბილისი-ბაქოს რეისის წინააღმდეგ რადიოსიხშირული ჩარევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტური სანავიგაციო სისტემების მიმართ რადიოსიხშირული ჩარევა გამოიყენეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:28-20:34 საათზე მოხდა. „რადიოსიხშირული ჩარევის გამოყენების შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების E-190 სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტურ სანავიგაციო სისტემაში, რომელიც თბილისი-ბაქოს რეისს ასრულებდა, გაუმართაობა მოხდა," - აღნიშნულია განცხადებაში. ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო. მისი განცხადებით, “ამ მარშრუტზე რეისის განხორცილებისას თვითმფრინავები ყარაბაღის თავზე არ დაფრინავენ.“ „მსგავსი ცრუ განცხადებების სისტემატური გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს, გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან და მოამზადოს საინფორმაციო ბაზა მორიგი პროვოკაციისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. 15 ივნისიდან ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი სამხედროების კონტროლქვეშაა. აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს ბლოკადის შესახებ და აცხადებს, რომ მისი მიზანია, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმავალ ტვირთებზე კონტროლის მიღწევა.  

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩათრევას ცდილობენ. ფაშინიანის თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ. ფაშინიანმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს. „პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად. აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის, სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს, არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.  

ბაქომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაქომ არაღიარებულ ყარაბაღში, სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით. „დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად,“ - აცხადებენ უწყებაში. „ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, - აღნიშნავენ უწყებაში. ამასთან, სომხური მედია არაღიარებული ყარაბაღის ე.წ.ეროვნული ასამბლეის წევრზე, მეტაქსე აკობიანზე დაყრდნობით წერს, რომ „აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს.“ „ომი. ბავშვები სკოლაში. დაბომბვა უკვე ნახევარი საათია გრძელდება. არ არის კავშირი. სკოლებიდან ბავშვების გასაყვანი მანქანები არ არის,“ - განაცხადა ე.წ. დეპუტატმა. დღესვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აღდამის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო ძალები არიან განლაგებული, ნაღმმტყორცნებისა და სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც აღდამის რაიონში არიან დისლოცირებული. შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაჭრილ სამხედროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს,“ - ამბობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა საპასუხო ზომები მიიღეს. ხსენებულ ცნობას სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ. „აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია გაავრცელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ 19 სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის საგუშაგოებს, რეალობას არ შეესაბამება,“ - აღნიშნავენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება.  

ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ფაშინიანმა და ბლინკენმა განიხილეს „აზერბაიჯანის თავდასხმის“ შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება“. ამასთან, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ამასთან, ბაქო იტყობინება, რომ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს.   აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი იყენებს ზუსტ მართვად საბრძოლო მასალას ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. „და, ყველა საშუალებით, თავიდან ირიდებს მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანს. აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური წარმოშობის მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის კონსტიტუციით და საერთაშორისო ვალდებულებებით. დაშლა და განიარაღება!“ – დაწერა ჰიქმეთ ჰაჯიევმა Twitter-ზე. მიმდინარე პროცესებს გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო აქტორებისგან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს. „ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება,“ – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ყარაბაღის სხვა ადგილებში. ბორელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის დიალოგის დაბრუნება. „ეს სამხედრო ესკალაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საბაბად. ძალადობა უნდა შეწყდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მშვიდობისა და ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ყველა მხარის ჭეშმარიტი ვალდებულებაა საჭირო მოლაპარაკების შედეგების მისაღწევად. ევროკავშირი რჩება სრულად ჩართული დიალოგის ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საჭიროა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის დაწყება. „აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ჭეშმარიტი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის,“ - აცხადებს მიშელი. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოუწოდა ბაქოს, შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

მედიის ცნობით, ერევანში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ერევნის ცენტრში 19 სექტემბერს ოპოზიციური ძალების აქცია გაიმართა. რადიო თავისუფლების ცნობით, თავდაპირველად, აქცია მოაწყვეს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობისგან მოქმედებას მოითხოვდნენ სომხებით დასახლებულ რეგიონში, რომელიც დე იურე აზერბაიჯანს ეკუთვნის. რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანახმად, მიტინგს შემდგომ შეუერთდა ოპოზიციური პარტია, რომელიც მოითხოვს, რომ ერევანმა უარი თქვას მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე. მიტინგის დროს მოხდა შეტაკება პოლიციასთან, არიან დაშავებულები პოლიციებს შორისაც. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღძრულია საქმე მასობრივი არეულობისკენ საჯარო მოწოდების და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მონაწილეობის მუხლებით. ოპოზიციური ძალები ასევე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინანის გადადგომას. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ  შორის არიან, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი, ჰოსპიტალიზებულია. სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს „ნებისმიერი ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომელიც შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს. სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს. შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთში დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“ ახორციელებენ. ბოლო ცნობებით დაღუპულთა რიცხვი 25-ია, დაშავებულია 139 ადამიანი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმ გარე და შიდა ძალებს, რომლებიც ქვეყნის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ, არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას და სომხეთმა, ესკალაციის ფონზე, „არ უნდა გადადგას გაუთვლელი, მკვეთრი და ავანტიურისტული ნაბიჯები“. ფაშინიანმა 19 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ სომხეთის არმია საომარ მოქმედებაში არ არის ჩართული. მან აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთს არმია არ ჰყავს. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. გობლის შეფასებით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკნაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ დარწმუნდება, რომ მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხები დიდი რაოდენობით დატოვებენ ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ დარწმუნდება, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს.“ შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა „სამხედრო ოპერაციის“ შეჩერების დრო და პირობები გამოაცხადა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხება 20 სექტემბრის 13:00 საათიდან „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შეჩერების შესახებ რამდენიმე პირობით. ბაქოს თანახმად, ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან მიიღეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო პირობებად ასახელებს ყარაბაღის რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციებს დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლას და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას. ასევე, ყველა სახეობის იარაღის და მძიმე ტექნკის ჩაბარებას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ პროცესების რეალიზაცია უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციით. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე მანამდე, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საინფორმაციო ცენტრმა გამოაცხადა, რომ დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას მოსკოვის დროით 12:00 საათიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“. აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა. აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ და რუსეთმა.  

პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ მისი სამხედროები, ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან პროცესებში. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხების დიდი რაოდენობა დატოვებს ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს,“ - აღნიშნა პოლ გობლმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.  

ერევანში ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მეორე დღეა, დაძაბული ვითარებაა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 21 სექტემბრის საღამოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და მთიანი ყარაბაღიდან ხალხის ევაკუაციის მოთხოვნით მთავრობის შენობის წინ უამრავი მოქალაქე შეიკრიბა. მანამდე დემონსტრანტებმა ერევნის რამდენიმე მთავარი ქუჩა გადაკეტეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. „ამ დროისთვის პოლიცია უხეშ და არაპროპორციულ ძალას იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავენ. დაკავებულია ასობით მოქალაქე", - წერს ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მანამდე აქციის დროს ოპოზიციამ გამოაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა, რომელშიც შევიდნენ ოპოზიციური ფრაქციის "მაქვს პატივის" ხელმძღვანელი ჰაიკ მამიჯანიანი, ერევნის მერობის კანდიდატი "დედა სომხეთის" ბლოკიდან ანდრანიკ თევანიანი, ინიციატივა "ჰაიაკვეს" კოორდინატორი ავეტიკ ჩალაბიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი და ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი. თევანიანმა 22 სექტემბრის დილიდან ერევნის ქუჩების გადაკეტვისკენ მოუწოდა. სომხეთში შიდა პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში დაწყებული "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად, რეგიონის სომხურმა ხელმძღვანელობა დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და მიიღო ბაქოს ულტიმატი, რომელიც რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას ითვალისწინებდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, 20 სექტემბერს აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.

ერევანში, საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 84 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟიც. ცნობისათვის, სომხეთში საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღში "ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა." 

ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ - მედია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) სრულად დააკმაყოფილა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ. კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლის ოფისში განაცხადეს, რომ ევროსასამართლომ მოსთხოვა აზერბაიჯანს, თავი შეიკაოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლებმა გამოიწვიოს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევა.  ევროსასამართლომ ასევე გადაწყვიტა, სასწრაფოდ ეცნობოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ამის შესახებ. სომხეთმა სთხოვა ევროსასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების შეუქცევადი დარღვევა აზერბაიჯანის მიერ, „მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად.“ წყარო პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე  

ფაშინიანი „ყარაბაღში „რუსი სამშვიდობოების“ „კრახზე“ მიუთითებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა რუსული „სამშვიდობო კონტინგენტი“, რომელიც მთიან ყარაბაღში 2020 წლის ბოლოდან იმყოფება. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. Meduza-ს ცნობით, ფაშინიანის სიტყვებს ინტერფაქსი ციტირებს. „რუსული პრესა ხშირად წერს, რომ სომხეთი თავისი წარუმატებლობას რუსეთს აბრალებს. საერთოდ ჩვენს წარუმატებლობაში არავის ვადანაშაულებთ. არსებობს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელმღვანელების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანი სრულად უნდა იყოს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ, რომ სამშვიდობო კონტინგენტმა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. თუ რუს სამშვიდობოებს შეეძლოთ შეთანხმების მიღწევა მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის, რატომ არ გააკეთეს ეს მანამდე, ვიდრე აზერბაიჯანი თავს დაესხმებოდა მთიან ყარაბაღს? ამაზე ყველამ ისაუბრა, ჩვენ ვთქვით, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებით არის გარშემორტყმული. რატომ არ იყო მაშინ რუსეთის შუამავლობა? ეს ის კითხვებია, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის ჯარებმა ჩაატარეს „ანტიტეროროსტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა. 20 სექტემბრის დილისთვის მთიანი ყარაბაღის დაბომბვის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ცნობით, 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროებზე თავდასხმის დროს, ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.  

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა

22 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა. დელეგაციას დემოკრატი სენატორი გარი პიტერსი ხელმძღვანელობს. ამის ფონია საპროტესტო აქციები, რომლებიც სომხეთში გაიმართა აზერბაიჯანის მხრიდან მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების გამოცხადების შემდეგ. აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ჯგუფი ხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირს, რათა განიხილონ აშშ-სომხეთის ურთიერთობები და აზერბაიჯანის ბოლო სამხედრო მოქმედებების გავლენა მთიანი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე. საერთაშორისო მედიის თანახმად, აშშ-ში დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს, რომელიც ერევანს უჭერს მხარს. კონგრესის წევრების ვიზიტისას ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, მისი მმართველობის საწინააღმდეგო ახალი გამოსვლების ფონზე. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს ეთნიკური წმენდა მთიან ყარაბაღში

სომხეთი ითხოვს ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმის შექმნას, რომელიც „აღკვეთს მთიანი ყარაბაღის ძირძველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას“. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს. მირზოიანის განცხადებით, განმეორებითი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სამხედრო ტაქტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის.“ „შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება, ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა, ხელის შეშლა, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უარყოფა, ჰუმანიტარული საქმიანობის შეფერხება წარმოადგენს სასტიკი დანაშაულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, იურისტებმა, გენოციდის მკვლევრებმა, ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია დაახასიათეს, როგორც გენოციდის რისკი,“ – ამბობს მირზოიანი. ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლის ნაწილნიც ვართ, არაეფექტიანია - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, სადაც ერევანია წარმოდგენილი, არაეფექტიანია. ფაშინიანის თქმით, ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა მოვლენამ სომხეთს დასკვნების გაკეთება აიძულა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდასხმა მთიან ყარაბაღზე სერიოზულ კითხვებს აჩენს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის მიზნებსა და მოტივებზე მთიან ყარაბაღში. ფაშინიანმა მოვლენების ამგვარ შესაძლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს და რუსულ სამშვიდობო ძალებს დააკისრა. მისივე თქმით, სომხეთი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ თუ ამ ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო მთავრობა მიიღებს ყარაბაღიდან წამოსულ სომხებს.  „ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა მიგვიყვანა აშკარა დასკვნამდე, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ არის ეფექტური სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ჩანდა 44-დღიანი ომში და 2021 წლის მაისსა და ნოემბერში განვითარებულ მოვლენების დროს, ასევე 2022 წლის სექტემბერში და სია გრძელდება," - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში ეთნიკური სომხები ეთიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგანან და თუ არ შეიქმნა რეალური საცხოვრებელი პირობები და ეთნიკური წმენდისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, იზრდება ალბათობა, რომ მოსახლეობა გადარჩენის ერთადერთ გზად სომხეთში დაბრუნებას განიხილავს.  

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სომხეთში ჩადიან

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები სომხეთში ჩადიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის სამანტა პაუერის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, იური კიმის ვიზიტი იქნება პირველი მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი. „პაუერი შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებს და დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი,“ - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პაუერი ასევე განიხილავს ზომებს ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად.  „აშშ ღრმად არის შეშფოთებული მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების შესახებ ცნობებით და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და კომერციული მიმოსვლის შეუფერხებლად წვდომის დაშვების მოწოდებით გამოდის,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 5 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან.  სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი მიიღებენ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

ფაშინიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერევნის ყოფილი მერი დააკავეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობისთვის ერევნის ყოფილი მერი დააკავეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევნის ყოფილ მერს, ალბერტ ბაზეიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში სდებს ბრალს. მის გარდა კიდევ 7 ადამიანს ადანაშაულებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბაზეიანმა და მასთან ერთად დაკავებულებმა განზრახვა სისრულეში უწყების ჩართვის გამო ვერ მოიყვანეს. ბაზეიანის ადვოკატმა გევორგ მელიქიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე დააპატიმრა. გევორგ მელიქიანმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ბაზეიანის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა. დღეს დილით დაიწყო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები ერევანში. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიცია კი, ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს. ერევანში ერთი კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში ასზე მეტი ადამიანია დაკავებული. პროტესტის მონაწილეების თქმით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობასთან ჩართულობას აგრძელებს  

სამანტა პაუერი სომხეთის შემდეგ აზერბაიჯანს ეწვევა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამანტა პაუერი ბაქოში უახლოეს დღეებში ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილება. პაუერი ამჟამად სომხეთში იმყოფება. 25 სექტემბერს სამანტა პაუერი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სომხეთში ჩადიან სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ჩართულობას აგრძელებს  

სამანტა პაუერი: აშშ ყარაბაღის მოსახლეობისთვის $11,5 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ჩართულობას აგრძელებს შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. სომხური მხარის ცნობით, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას. ალიევის თქმით, ბაქოს მიზანია „მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". თავის მხრივ, ყარაბაღელი სომხები მოითხოვენ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, რომელიც მათი წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ვერ მიიღეს. ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერევანში საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. 24 სექტემბერს ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის შესახებ გამოაცხადა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა

მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, არაღიარებული რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის პირველ იანვრამდე შეწყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაგდასარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 036 ადამიანი ჩავიდა. ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.  

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩაბარდეს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა. „ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში“ და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე, სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირველ რიგში, ჩემს ახლობლებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი გაიგებენ. ჩემი გამოუცხადებლობა, ან უარესი, ჩემი გაქცევა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სულგრძელ ხალხს, ბევრ ადამიანს და მე, როგორც პატიოსან ადამიანს, შრომისმოყვარეს, პატრიოტსა და ქრისტიანს, ამის დაშვება არ შემიძლია. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი,“ - წერს ბაბაიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა. მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.  

ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს არის ეთნიკური წმენდის აქტი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია.“ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დაგმობას, თუმცა, ფაშინიანის შეფასებით, თუ ამას კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება, ეს განცხადებები განხილული იქნება მხოლოდ „ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნად." სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 12:00 საათის მდგომარეობით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 68 386 იძულებით გადაადგილებული პირი. სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს  

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა

სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. სარჩელში სომხეთი სასამართლოს მოუწოდებს, დაიცვას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციით (CERD) დაცული უფლებები. ერევანი ასევე ითხოვს, ბაქომ თავი შეიკავოს სადამსჯელო ზომების მიღებისგან მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური თუ სამხედრო წარმომადგენლების მიმართ. სომხეთის მოთხოვნები მოიცავს სამხედრო და სამართალდამცავი პერსონალის სრულ გაყვანას მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დაწესებულებებიდან და რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობას. სომხეთი ასევე მოუწოდებს გაეროს სასამართლოს, დაადასტუროს აზერბაიჯანის ვალდებულება, უარი თქვას მოქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღიდან იქ დარჩენილი ეთნიკური სომხების გადასახლებას. მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი: ყარაბაღიდან სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მცხოვრებთა რაოდენობამ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, სომხეთში წასულიყვნენ, 100 000-ს გადააჭარბა. ამ მონაცემებს გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი აქვეყნებს. წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობად 120 ათასი სახელდებოდა. აზერბაიჯანი ლტოლვილთა რაოდენობის შესახებ საკუთარ მონაცემებს არ აქვეყნებს. „ყარაბაღიდან სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. ბევრი მშიერია, დაღლილი და საჭიროებს სასწრაფო დახმარებას. UNHCR და სხვა ჰუმანიტარული პარტნიორები აძლიერებენ დახმარებას სომხეთის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ საერთაშორისო დახმარება ძალიან სასწრაფოდ არის საჭირო,“ - წერს Twitter-ზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი. ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს არის ეთნიკური წმენდის აქტი შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 30 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს

მედია: სომხეთში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისკენ მოუწოდებენ

სომხეთში გარკვეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან გასვლის პროცესი და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს, - ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, განცხადების ავტორები გმობენ იმ საფრთხეს, რაც "სომხეთის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას რუსეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ემუქრება" და სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დატოვოს. განცხადების ავტორები „ყარაბაღელი სომხების იძულებით დეპატრიაციას შიმშილისა და სამხედრო აგრესიის გზით“ იმავე ლოგიკით განიხილავენ, როგორც „რუსეთის აგრესიასა და გენოციდს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ“. ისინი ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, მიმართოს ევროკავშირს სრულუფლებიანი გაწევრიანების თხოვნით, ხელი მოაწეროს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, ინდოეთთან და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან და დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა დასავლურ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო და სამხედრო ტექნიკური გაღრმავების მიზნით.  

გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა

გაეროს მისია მთიან ყარაბაღში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ "გაეროს მისია ყარაბაღში კვირა დილით ჩავიდა" - ძირითადად ჰუმანიტარული საჭიროებების შესაფასებლად. ეს არის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა მოიპოვა. გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გაეროს გუნდი ადგილზე „დაადგენს ჰუმანიტარულ საჭიროებებს, როგორც დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე, იმ ხალხისთვის, ვინც გადაადგილდება. ყარაბაღის დაახლოებით 120,000 მცხოვრებიდან ტერიტორია თითქმის ყველამ დატოვა.   სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.

სომხეთმა დაიწყო რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი, რაც მას პუტინის დაკავებას დაავალდებულებს

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო. მედიის ინფორმაციით, საკითხი სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანმა წარადგინა. ლავროვი სომხეთს დაემუქრა სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვია

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა სომხეთში ჩავიდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კატრინ კოლონას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიღებს. ასევე მოსალოდნელია შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. აღსანიშნავია, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს კოლონას პირველი ვიზიტია. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი  

რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება განახორციელა და მისი გადაწყვეტილებების შესრულების პირობა დადო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევანი გააფრთხილა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება. სომხეთმა დაიწყო რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი, რაც მას პუტინის დაკავებას დაავალდებულებს სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან. სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.   

მიშელის, მაკრონის, შოლცისა და ფაშინიანის განცხადება: მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ევროპელმა ლიდერებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის ფარგლებში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებისკენ, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ბედის დასადგენად და განაღმვითი სამუშაოების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. მიშელმა, მაკრონმა და შოლცმა ხაზი გაუსვევ სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი მათ ურყევ მხარდაჭერას. მხარდაჭერა გამოხატეს ყველა მიმართულებით ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების განვითარებისადმი, სომხეთის რესპუბლიკის საჭიროებებზე დაყრდნობით. ლიდერები სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზეც შეთანხმდნენ, ვინაიდან, ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადმოსახლების შედეგების წინაშე დგას. „მათ აღნიშნეს, რომ ამ დევნილებს სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეთ, ყველანაირი პირობების გარეშე, საერთაშორისო მონიტორინგით, მათი ისტორიის, კულტურისა და ადამიანის უფლებებისადმი შესაბამისი პატივისცემით,” - წერია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების ავტორები დღეს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდნენ. რატომ განაცხადა ალიევმა უარი გრანადაში ჩასვლასა და ფაშინიანთან შეხვედრაზე  

აშშ და ევროკავშირი სომხეთის მხარდასაჭერად ერთობლივ აქტივობას გეგმავენ

ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი და აშშ სომხეთის მხარდასაჭერად ერთობლივ აქტივობას გეგმავენ. შესაბამისი შინაარსის ჩანაწერი გაჩნდა განცხადებაში, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ერთობლივი განცხადება მიიღეს. განცხადებაში ხაზგასმულია მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობაზე. ამასთან, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია დაფინანსების მობილიზებას ახდენს, რათა თავისი წლიური პროგრამიდან, სომხეთისთვის საბიუჯეტო დახმარების სახით, 15 მილიონი ევრო გამოყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. განცხადების ავტორები ადასტურებენ, რომ მზად არიან, კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები. განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ ერთობლივი ღონისძიების მზადების შესახებ განაცხადა. „უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. „ევროკავშირი და სომხეთი მუშაობენ ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალის გამოსავლენად. კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა (EIP) სომხეთისთვის ითვალისწინებს 2,6 მილიარდ ევროს გამოყენებას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში ინვესტიციებისთვის. კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად.  და ბოლოს, კომისია გააძლიერებს ტექნიკურ დახმარებას სომხეთისთვის, განსაკუთრებით საჰაერო უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში,“ - წერია განცხადებაში.  

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნებში არ მონაწილეობს

ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვრთნები "ურღვევი ძმობა - 2023" იმართება. წვრთნები 6-დან 13 ოქტომბრამდე ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მოედანზე, ქალაქ ბალიკჩიში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციისა და ტაჯიკეთის ძალები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ თვეში სომხეთის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლების წინ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვზე ერევნის სრული დამოკიდებულება შეცდომა იყო“. სექტემბერში მან ასევე განაცხადა, რომ ერევნის მონაწილეობა ორგანიზაციაში სომხეთის ინტერესებისთვის არაეფექტიანია. CSTO 1992 წელს შეიქმნა და სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის საკითხზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის თემაზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს. სასამართლომ უნდა განიხილოს სომხეთის მოთხოვნა, გაიყვანოს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებიდან შეიარაღებული ძალები. ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაუდებელი ზომების მოთხოვნას განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. ორივე სახელმწიფო სასამართლოს წინაშე ერთმანეთს ადანაშაულებს გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. თებერვალში, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ აზერბაიჯანს მოსთხოვა, უზრუნველეყო ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღის მიმართულებით და იქიდან მომავალ გზაზე გადაადგილების თავისუფლება. გასული წლის დეკემბერში კი ორივე მხარეს მოუწოდა, შეეკავებინათ თავი ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რაც მათ შორის კონფლიქტს გაამწვავებდა. ჰააგის სასამართლო გაეროს სასამართლოა, რომელიც ქვეყანათაშორის დავებს განიხილავს. მისი ბრძანებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მათი პირდაპირი აღსრულების მექანიზმები არ აქვს. სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში 30 სექტემბერს შეიტანა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.   

ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას მხარს დაუჭერს - ფაშინიანისა და ლაიენის ერთობლივი განცხადება

ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ერთობლივი განცხადება მიიღეს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია დაფინანსების მობილიზებას ახდენს, რათა თავისი წლიური პროგრამიდან, სომხეთისთვის საბიუჯეტო დახმარების სახით, 15 მილიონი ევრო გამოყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. „ევროკავშირი და სომხეთი მუშაობენ ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალის გამოსავლენად. კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა (EIP) სომხეთისთვის ითვალისწინებს 2,6 მილიარდ ევროს გამოყენებას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში ინვესტიციებისთვის. კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად.  და ბოლოს, კომისია გააძლიერებს ტექნიკურ დახმარებას სომხეთისთვის, განსაკუთრებით საჰაერო უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ ერთობლივი ღონისძიების მზადების შესახებ განაცხადა. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.    

ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბიშკეკში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტს ვერ დაესწრება. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯაფაროვსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა. „საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სინანულით გამოაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო, დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ მუდმივი კონტაქტები და გააძლიერონ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობის სულისკვეთებით, ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ.  

Politico-ს ცნობით, ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას კანონმდებელთა მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ დეპარტამენტი თვალს ადევნებს აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს თანახმად, ენტონი ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრას. გამოცემის ცნობით, კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი 3 ოქტომბერს შედგა, მათ ბლინკენს აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომების შესახებ პოზიცია მოსთხოვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დააკისროს და არ აპირებს განაახლოს შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ბლინკენმა ნდობა გამოუცადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე რაიმე პრეტენზია აქვს. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან მისი თქმით, ბოლო ორი კვირა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მშვიდი იყო. ჰაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა აღადგინა ის, რაც სამართლებრივად, ისტორიულად და მორალურად მისი იყო და დე იურე სომხურ ტერიტორიაზე შეჭრას არ აპირეს.  

სომხეთის პრეზიდენტმა რომის სტატუტთან შეერთების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტს შეუერთდა. 3 ოქტომბერს რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა. რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად. 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან. სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს „მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.   

ალიევი: ანტიტერორისტული ოპერაცია გარდაუვალი იყო, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის იმედი თანდათან ქრებოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო.“ ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო. აზერბაიჯანელმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ მსოფლიო საზოგადოებამაც, რომ ჩვენ გვინდოდა სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მე პირადად არაერთხელ ვმონაწილეობდი უაზრო და უშედეგო მოლაპარაკებებში. რატომ? რადგან ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ თანდათან ჩვენი იმედები გაქრა. სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთხელ გაანალიზებით, დღეს სრული დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი გოჯი მიწის დაბრუნებასაც არ გეგმავდნენ,“ - განაცხადა ალიევმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები. 

ქართველი მეხანძრე-მაშველები სომხეთში, საერთაშორისო სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, ხელმძღვანელ პირებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სრულმასშტაბიან სწავლებას დაესწრო. შსს-ს ცნობით, მიწისძვრის სცენარზე შემუშავებულ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა და მაშველმა ძაღლმა ტინტომ. სწავლებაში, ასევე ჩართულნი იყვნენ საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახანძრო-სამაშველო სამსახურები. საერთაშორისო სწავლება ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის (EU UCPM) საგრანტო პროგრამის HOPE-ის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანი, მონაწილე ქვეყნების სამოქალაქო უსაფრთხოების მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო.  

ფაშინიანი ევროპარლამენტში: სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას

დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან და და დაარეგულიროს ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპებს ასახავს, და ასევე მოიაზრებს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას, რომლებიც ქვეყნების სუვერენიტეტზე იქნება დაფუძნებული. კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად არის მეღრის რკინიგზა გახსნას, მაგრამ არა როგორც ექსტერიტორიალური დერეფანი. ფაშინიანმა ამავე გამოსვლაში განაცხადა, რომ სომხეთისა და მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, მოკავშირეები არ დაეხმარნენ. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. დერეფნის საკითხი შეიძლება, სომხეთზე ახალი თავდასხმისა და ტერიტორიების დაპყრობის საბაბი გახადოს. მან ევროპარლამენტარებს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში დახმარება სთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის, ევროკავშირთან ახლოს იყოს “იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.” თავის გამოსვლაში ფაშინიანმა აზერბაიჯანის „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შედეგები ეთნიკურ წმენდად შეაფასა. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება სომხეთის 1016 მოქალაქე.

ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას. „გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენი და ევროკავშირის ხედვით, ურთიერთობების რეგულირების პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე.  ცხადია, როცა ბრიუსელში შევხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. ეს პრინციპები მიიღო სომხეთის რესპუბლიკამ და სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც. ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, სადაც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომლის ხაზგასმაცაა საჭირო და როცა აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შემოთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება, განიმარტოს, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, იზრდება შიში იმისა, რომ ფარული გეგმა შეიძლება, იმაში მდგომარეობდეს, რომ ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციის დასრულდეს. „ჩვენ არანაირი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ იმ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გაგვიყვანს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა, რომლის სიტყვებსაც „არმენპრესი“ ციტირებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი მზად არის  „3+3“ ფორმატში შეხვედრებისთვის. მისივე თქმით, თავის დროზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ „3+3“ ფორმატში მომდევნო შეხვედრა თეირანში გაიმართებოდა. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზადაა, მაგრამ არსებობს დამატებით განსახილველი საკითხები. „უპირველეს ყოვლისა, შეხვედრები ამ მომენტამდე საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე იმართებოდა. ახლა ისიც უნდა დაზუსტდეს, როგორია მხარეების აღქმა, რა დონეზე უნდა გაგრძელდეს საუბარი და ჩვენ მზად ვართ,“ - განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ ფორმატში დისკუსია გადაიდო ან არ ჩატარდა ერევნის გამო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. ილჰამ ალიევი თბილისში: თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. 10 ოქტომბერს, ალიევმა "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრა რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას

ერევანი საფრანგეთისგან იარაღს მიიღებს

ერევანი ფრანგული იარაღის მიღების მიზნით, პარიზთან შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს განუცხადა. შეთანხმება ორშაბათს, 23 ოქტომბერს გაფორმდება. 22 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. „აუცილებელია სომხეთს მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა. ჩვენ ოფიციალურად გავაფორმებთ სომხეთის მიერ ფრანგული მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უზრუნველყოს თავისი ცის დაცვა,“ - განაცხადა მინისტრმა. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამ ოქტომბერს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.  

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები, თბილისში საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თბილისში 26-27 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა  ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას და შესაძლოა, „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება.“ ცნობისთვის, ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, 26 - 27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. შტაბი დღეს მისმა ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა. მისი თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც  მაღალი ინტერესია  როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის, რეგიონიდან - პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემატიკაა და  ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წელს ფორუმს სტუმრების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაესწრება - 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. „ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში  ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მოდერატორები იქნებიან BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები. ფორუმის მეორე დღე კი, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა. საორგანიზაციო შტაბი ფორუმის დასრულებამდე ყოველდღიურად, სრული დატვირთვით იმუშავებს,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

საფრანგეთი სომხეთს „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის

სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა გააფორმეს. Reuters-ის ცნობით, საფრანგეთი ეხმარება სომხეთს, გააუმჯობესოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები სამი რადარის გაყიდვით და „მისტრალის“ ტიპის საზენიტო რაკეტების მომავალი მიწოდების შესახებ შეთანხმებით. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს. „ცის დაცვა არის ის, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია,“ - განუცხადა ლეკორნუმ პაპიკიანს. ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი სომხეთს თავდაცვის ძალების მომზადებაში დაეხმარება და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას არმიის რეფორმებისა და მოდერნიზების საკითხებში. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს ახლახან განუცხადა, რომ ერევანი ფრანგული იარაღის მიღების მიზნით, პარიზთან შეთანხმებას გააფორმებდა. „აუცილებელია სომხეთს მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა და უზრუნველყოს თავისი საზღვრების დაცვა. ჩვენ ოფიციალურად გავაფორმებთ სომხეთის მიერ ფრანგული მწარმოებლებისგან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენას, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას უზრუნველყოს თავისი ცის დაცვა,“ - განაცხადა მინისტრმა. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამ ოქტომბერს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს.  

სომხეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა

სომხეთმა პროტესტის ნიშნად რუსეთის ელჩი გამოიძახა. საქმე ეხება სომხეთის ოფიციალური პირების მიმართ „შეურაცხმყოფელი გამონათქვამებს“ რომლებიც რუსეთის ტელევიზიის ეთერში გავიდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან პროტესტი გამოხატა რუსეთის სახელმწიფო „პირველ არხზე, გასული გადაცემის გამო, რომელშიც სომხეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი გამონათქვამები“ გაისმა.   გადაცემის დასახელება განცხადებაში არ არის დაზუსტებული, მაგრამ 23 ოქტომბერს, რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკეს აზერბაიჯანთან „კონფლიქტის წარმართვის და დასავლეთთან დაახლოებისკენ სწრაფვის გამო.“

ერევანმა და თეირანმა ხელშეკრულება გააფორმეს: “ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანის და სომხეთის შავ ზღვაზე წვდომას“

თეირანი და ერევანი აშენებენ ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის ნაწილს, რომელიც ირანს საქართველოსთან სომხეთის გავლით დააკავშირებს. ირანმა და სომხეთმა აგარაკ-ქაჯარანის გზის მონაკვეთის მშენებლობის თაობაზე ორი კონტრაქტი გააფორმეს. ეს $210 მილიონიანი კონტრაქტები 21 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციას, და ვარდანიძორიდან გვირაბის გასასვლელამდე 11 კმ გზის მშენებლობას ითვალისწინებს. „ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფანი ირანის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს 550-დან 490 კმ-მდე ამცირებს. „როგორც სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის ნაწილი, ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანის და სომხეთის შავ ზღვაზე წვდომას. პროექტი შავ ზღვასა და ევროპის ქვეყნებთან წვდომას სომხეთისა (მეგრი-კაპან-გორისი-ერევანი-აშტარაკი-გიუმრი-ბავრა) და საქართველოს ტერიტორიის გავლით უზრუნველყოფს,“ - წერს ირანული მედია. მისივე თანახმად, 32-კილომეტრიანი ქაჯარანი-აგარაკის მონაკვეთს აფინანსებს სტაბილიზაციისა და განვითარების ევრაზიის ფონდი, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტი. როგორც ცნობილია, ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრის მეჰრდად ბაზრფაშისა და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გნელ სანოსიანის თანდასწრებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული გზა ირანულმა კომპანიებმა უნდა ააშენონ. ბაზრფაშის თქმით, სომხური მხარე 210 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის დაფინანსებას აპირებს. კონტრაქტს ხელი სომხეთში ირანის დელეგაციის ვიზიტის დროს მოეწერა. ამ ვიზიტის დროს ბაზრფაშმა მოლაპარაკებები გამართა სომხეთის რამდენიმე მაღალჩინოსანთან, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის წლიური ვაჭრობის ღირებულების 3.0 მილიარდ დოლარამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადეს. ბაზრფაშმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა შეიძლება, სამჯერ გაიზარდოს. ირანი თავის მხრივ, მზადაა მეორე სასაზღვრო ხიდის ასაშენებლად ნორდუზის რეგიონში. ის ირანში სომხური საინვესტიციო კომპანიების ყოფნას მიესალმა. სექტემბრის დასაწყისში, ARMENPRESS-ი წერდა, რომ სომხეთი ცდილობს, თავისი საქონლის ექსპორტი მოახდინოს ირანის გავლით რეგიონის არაბულ ქვეყნებსა და ინდოეთში, რადგან ქვეყანა ასევე ცდილობს, გაზარდოს ვაჭრობა ისლამურ რესპუბლიკასთან. „სომხეთი და ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ლოგისტიკური მარშრუტით ტვირთების განხორციელების პერსპექტივას, ხოლო სომხური მხარე მაქსიმალურად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ამ მეგაპროექტის განხორციელებას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი ტერიტორიის გამოყენებას. ასევე განიხილება ირანის ტერიტორიით სომხური საქონლის არაბულ ქვეყნებსა და ინდოეთში ექსპორტის ვარიანტი და ამ კონტექსტში მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით იპოვონ გამოსავალი და გაამარტივონ ამ გზაზე ორივე მხრიდან დაწესებული პროცედურები,“ - განაცხადა სომხეთის კომერციულმა ატაშემ, რანს ვარდან კოსტანიანმა. კოსტანიანის თქმით, ორივე მხარე ეძებს ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის შემდგომი განვითარებისთვის.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.   სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება - პატივს ვცემთ სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები საქართველოს ინტერესებს ეფუძნება

საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მისი გადაწყვეტილებები ეფუძნება ქვეყნის ინტერესებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება. „ჩვენ გადავედით საინტერესო ეტაპზე. პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა გვყავს ორი ფინალისტი, უკვე კონკრეტული წინადადების განხილვის ეტაპზე, რომელიც რამდენიმე თვიანი პროცედურაა, რომელსაც საერთაშორისო, წამყვან საკონსულტაციო ექსპერტულ კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ. პარალელურად მიდის სამშენებლო ტექნიკური დავალების მომზადება საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ზოგადად, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი პროექტია „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ათწლეულებს უკავშირდება და ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა. აქ საუბარია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა თითქმის გაორმაგდეს, ასევე, საუბარია სხვა როგორც მშრალ, ასევე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებით და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვხვდა ძალიან რთული მემკვიდრეობა, როდესაც ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული, უპასუხისმგებლოდ, რამაც ათწლეულები შეზღუდა საქართველოს ამა თუ იმ ეკონომიკური დარგის კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად”, - განაცხადა მინისტრმა IPN-ის ცნობით.  

ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. სომხეთის პრემიერის თქმით, აბრეშუმის გზის კვალდაკვალ სომხეთი მოხარული იქნება, შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია, გაატაროს ნავთობსადენები, ელექტრო კაბელები თუ სხვა თავის ტერიტორიაზე. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით. „სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტიანი გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა განაცხად, რომ „აბრეშუმის გზა“ ისტორიული მნიშვნელობისაა და გულისხმობს ერების ერთმანეთთან დაკავშირებას, რისი მნიშვნელობაც სომხეთს კარგად ესმის. „ჩვენს ორ მეზობელთან [ირანთან და საქართველოსთან] ღიაა გზები და ჩვენი ურთიერთობა მეგობრული ხასიათისაა. თუმცა გზები ორ მეზობელთან [აზერბაიჯანთან და თურქეთთან] დაკეტილია, რაც აჩვენებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. „მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო-მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. რას წარმოადგენს მშვიდობა?! ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას. ყველაფერი ეს ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები, თავისთავად ასეთი დამაკავშირებელი გზების გარეშე ვერ იარსებებდა. ეს არის მიზეზი რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი, გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მისი მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით,“ - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპს. „პირველი ასეთი პრინციპია ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან. მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციის უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ. მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება, იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის. მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია, ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია შესაძლებელია. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში. ასევე საჭიროდ ვთვლი, წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ აზერბაიჯანის მხარე თავის შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს. ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხარის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამასთან „მოიშველია“ 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე​​ და აღნიშნა, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იმ დროისთვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. „ანუ, საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხდება სახელმწიფო საზღვრები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე - არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ალი ასადოვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აქტუალურია,” - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრას საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა. „სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - დაწერა მან Twitter-ზე. დღესვე პრემიერმა შეხვედრა გამართა სომხეთის პრემიერთან. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო; ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის; განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. „განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით,“ - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩსაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან, რომელიც თბილისში გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გაღრმავებული ორმხრივი თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქმედითი ინსტრუმენტია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსა და მონტენეგროს გაწევრიანების საერთო მიზნების გაგვაჩნია,“ - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.  

სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: პოლიტიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირი შეისყიდოს

სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, საბჭოთა პერიოდში სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს სამი დიდი გაზსადენით იღებდა და ახლა უკვე შესაძლებელია ამ მილსადენების აღდგენა. „იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს წლებში მოხდება. ასეთი გამოცდილება საბჭოთა წლებში გვქონდა. როგორც აღვნიშნე, გაზს ვყიდულობდით აზერბაიჯანიდან, სამი უზარმაზარი გაზსადენი გვქონდა და ახლა შეგვიძლია, აღვადგინოთ ეს მილსადენები, თუ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური საკითხი გადაიჭრება. ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ და აღვადგინოთ ეს კომუნიკაციები,“ - განაცხადა ვარდანიანმა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან სომხეთი მდებარეობს რეგიონის ცენტრში, აღმოსავლეთ და დასავლეთ მეზობლებთან საზღვრების გახსნამ შეიძლება, დიდი შესაძლებლობები შექმნას. მისი თქმით, სომხეთს შეუძლია, როლი შეასრულოს აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირებასა და ექსპორტში, ასევე საპირისპირო მიმართულებით და შეუძლია ელექტროენერგიის ექსპორტი ორივე ქვეყანაში. მანბე აღნიშნა, რომ სომხეთი ყველაზე მოკლე დერეფანია აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, ასევე საქართველოსა და ირანისთვის.  

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით. „ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, იყო სამმხრივი შეხვედრაც. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის მეგობარი არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვარ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. 26 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა. შატო მუხრანში შედგა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებს რაკლი ღარიბაშვილს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალი ასადოვს შორის სამმხრივი შეხვედრაც. შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე გავრცელდა. ნიკოლ ფაშინიანმა 26 ოქტომბერს თბილისში გამართულ ფორუმზე წარადგინა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც სომხეთსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას. ასევე გაეცანით: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა  

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან სომხეთის ურთიერთობებზე

სომხეთის მთავრობა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, თურქეთთან კი, ურთიერთობის ნორმალიზებას გეგმავს. „აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ჩვენს გეგმებშია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ამ გეგმის წინსვლა სომხეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის,“ - განუცხადა ფაშინიანმა პარლამენტის წევრებს. მისი თქმით, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ინსტრუმენტი მსოფლიო წესრიგის ნგრევის პირობებში არის სამშობლოს გაიგივება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან. „ამ აღქმიდან გამომდინარე საკვანძო, პრაქტიკული საკითხი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება და აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის შესახებ გლობალური დისკუსიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვმდებარეობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და ყველა ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა, რაც შეიძლება გვქონდეს, მათთან ურთიერთობაში იმალება. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის კიდევ უფრო გაღრმავება,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, ოფიციალური ერევანი იმედოვნებს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის შესახებ შეთანხმებები უახლოეს მომავალში მიიღწევა. „იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვახორციელებთ იმ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა სომხეთისა და თურქეთის სპეციალური დესპანების შეხვედრების შემდეგ,“ - განაცხადა ფაშინიანმა. პრემიერის თქმით, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვარი ამ ეტაპზე უნდა გაიხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთანხმებების გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩატარდა. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე 26 ოქტომბერს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.  

ევროკავშირმა სომხეთს დამატებით, 1,7 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ სომხეთს დამატებით, 1,7 მილიონი ევრო გამოუყო, რათა დაეხმაროს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიღებას. ამის შესახებ კრიზისებზე რეაგირების საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა. ევროკომისიის დამატებითი სახსრები, მთიანი ყარაბაღიდან დევნილი დაახლოებით 100 ათასი ეთნიკურად სომეხის ახალ ტერიტორიებზე დასახლებას მოხმარდება. თანხები განკუთვნილია სოციალური გადასახადების, საცხოვრებლის, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურებისთვის. ევროკავშირის დახმარების მთლიანმა მოცულობამ 12 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყარაბაღიდან ლტოლვილები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან ადამიანები ხშირად გარბიან სახლიდან მინიმალური ნივთებით და ახლა თბილი ტანსაცმელი და ზამთრისთვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ. ასევე გაეცანით: ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები. 

სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი

სომხეთი ვერ ხედავს სარგებელს თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის გაგრძელებაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სადავო რეგიონი მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. ფაშინიანის თქმით, ერევანი ამჟამად ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვს არ შეუსრულებია სამოკავშირეო ვალდებულებები. „ამ მოვლენებმა არსებითად მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში და ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას ახლა,“ განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა WSJ-ს. მოგვიანებით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არაფერი იცის ფაშინიანის კომენტარების შესახებ. „ჩვენ ჯერ არ ვიცით, თქვა თუ არა მან ეს სიტყვები და თქვა თუ არა, სად, რა კონტექსტში. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია," - ციტირებს პესკოვს საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი." 102-ე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში 1995 წლიდან მოქმედებს, დაახლოებით 3500 სამხედრო მოსამსახურით. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა ბოლო პერიოდში არაერთხელ უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

სომხეთი აცხადებს, რომ გაანეიტრალა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც სამთავრობო შენობების დაკავებას აპირებდა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა (NSS) განაცხადა, რომ გაანეიტრალა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც სამთავრობო შენობების დაკავებას აპირებდა. უწყების ცნობოთ, ხუთი ბრალდებული და სხვა დაუდგენელი პირები, წინასწარი შეთქმულებით, ემზადებოდნენ 2023 წლის განმავლობაში აფეთქებისა და „სხვა სოციალურად საშიში აქტის“ ჩასადენად, ასევე სომხეთში და სხვა სტრუქტურებში ეროვნული მნიშვნელობის შენობების დასაკავებლად. „2023 წლის განმავლობაში ისინი ემზადებოდნენ აფეთქებებისა და სხვა სოციალურად საშიში მოქმედებების განსახორციელებლად, ასევე სახელმწიფო და სხვა შენობების დასაკავებლად. ამ ქმედებების მიზანი იყო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის შეფერხება,“ - წერია განცხადებაში. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა გეგმა ვერ განახორციელეს, რადგან მათი იდენტიფიცირება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა. სისხლის სამართლის საქმე დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით აღიძრა. მათ ბრალი წაუყენეს. უსაფრთხოების ძალებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში, მისი მონაწილეები ხალხის მოსაზიდად, "უკრაინული და მოლდოვის ტელეგრამ არხების" -  (“ეროვნული ხსნის აჯანყება") შექმნას აპირებდნენ. გარდა ამისა, ბრალდებულები მათი ოჯახის წევრების საქართველოში ევაკუაციას გეგმავდნენ.  დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ არხების გააქტიურება და აქტივისტების მობილიზება, ტერორისტული აქტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე იგეგმებოდა.  

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი: სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის ჰაკობ არშაკიანის განცხადებით, ამჟამად სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. ამის შესახებ არშაკიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლემკინის ინსტიტუტის შეშფოთებას აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშების მონიტორინგისკენ მოუწოდა. „ამ დროისთვის სომხეთის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. არის თუ არა საფრთხე? უნდა აღინიშნოს გარკვეული პოზიტიური ცვლილება რიტორიკაში. ასევე დადებითი მოვლენაა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოების მიერ რეზოლუციების მიღება, პარლამენტების, მთავრობების და სხვადასხვა ორგანიზიის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მივესალმოთ იმ ფაქტს, რომ არის გარკვეული ცვლილებები რიტორიკაში,“ - განაცხადა არშაკიანმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა, რომ ბოლო დროს აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და რეგიონში ზოგადი დაძაბულობა სუფევს. Politico 14 ოქტომბერს წერდა, ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას. მოგვიანებით, ეს მოსაზრება სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დაადასტურა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. „გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. ანალენა ბერბოკი თავდაპირველად, 3 ნოემბერს ერევანში ჩავა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება. ფაშინიანი თბილისში: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, რამდენიმე თვეში აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და აღვადგენთ ურთიერთობებს შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე 26 ოქტომბერს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.  

მოსკოვი ერევნის „ანტირუსულმა ჟესტმა“ აღაშფოთა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრას დემონსტრაციულ ანტირუსული ნაბიჯი უწოდა. „სომხეთის ხელმძღვანელობა ანგრევს მოსკოვსა და ერევანს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს. ჩვენ ამ შეხვედრას ოფიციალური ერევნის დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ,“ - განაცხადა ზახაროვამ. კიევში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის შეხვედრა მალტაში გაიმართა, რომლის დროსაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ერმაკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს სექტემბრის დასაწყისში კიევში გამართულ სამიტში მონაწილეობისა და უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა დაადასტურა უკრაინული მხარის ვალდებულება, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხებში. მანამდე მედია წერდა, რომ უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ბერბოკი სომხეთშია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.„ჩვენ გვინდა, დავმყაროთ სტაბილურობა და უსაფრთხოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში და შევქმნათ პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - განაცხადა ბაერბოკმა. მირზოიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სომხეთი მნიშვნელოვანად მიიჩნევს გერმანიის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ანალენა ბერბოკი სომხეთში ვიზიტისას ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება. „გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.  

უკრაინა მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში

უკრაინა მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის საკითხებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა. ეს კომენტარი 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელს შორის შეხვედრას მოჰყვა. ერმაკის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა სომხურმა მხარემაც. სომხეთის ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, არმან ეგოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი და უკრაინა თანამშრომლობენ ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. „ასევე არის მრავალი სფერო, სადაც გამოცდილების გაცვლაა შესაძლებელი. ეს არის ის რეფორმები, რაც ჩვენ განვახორციელეთ მართლმსაჯულების სფეროში, რომელსაც ძალიან აფასებენ თავად ევროპელები, ის რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით. ესეც ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული. უკრაინელებმა საკმაოდ ბევრი გააკეთეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია, ორმხრივად გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება, მაგრამ ეს ყველაფერი ითვალისწინებს ევროკავშირთან ურთიერთობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მრავალმხრივი და არა ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს,“ - აღნიშნა ეგოიანმა. უფრო ადრე, კიევში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანისა და ვლადიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის შეხვედრა მალტაში გაიმართა, რომლის დროსაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ერმაკმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს სექტემბრის დასაწყისში კიევში გამართულ სამიტში მონაწილეობისა და უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა დაადასტურა უკრაინული მხარის ვალდებულება, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხებში. სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას ერმაკმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს უკრაინის მშვიდობის ფორმულას მხარდამჭერ სახელმწიფოთა ჯგუფს. მან მადლობა გადაუხადა არმენ გრიგორიანს მალტაში გამართულ შეხვედრაში პირადი მონაწილეობისთვის. „პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა უკრაინასა და სომხეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ახალი კონტექსტი აღიარა. ამასთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს პირველი შეხვედრის მნიშვნელობას გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში,“ - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა სომხეთთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კონტექსტში. „ანდრი ერმაკმა არმენ გრიგორიანს აცნობა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისადმი უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ. მათ ასევე გაცვალეს აზრები რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე. მან მიულოცა სომხეთს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოში უკრაინის მსგავსად არჩევა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა IAEA-ს ფარგლებში და ზოგადად ენერგეტიკის სფეროში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას სომხეთი პირველად შეუერთდა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

აშშ და სომხეთი “მრავალსექტორულ თანამშრომლობას“ განიხილავენ

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი 28 ოქტომბერს მალტაში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს.  სომხური მხარის ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება და მშვიდობის დამყარების გზები განიხილეს. მანამდე, 26 ოქტომბერს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში, ჯოშუა ჰაკი მიიღო. მხარეებმა განიხილეს სომხეთის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების ვითარება და ხაზი გაუსვეს მკაფიო ძალისხმევის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი დღის წესრიგის მრავალსექტორული თანამშრომლობის შესახებ აზრები გაცვალეს, ხაზგასმით აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების აუცილებლობა. ხაზი გაესვა სომხეთ-ამერიკული ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ცნობისთვის, უკრაინის მიერ მხარდაჭერილი “მშვიდობის ფორმულის“ განხილვას, რომელიც ამჯერად მალტაში გაიმართა, სომხეთი პირველად შეუერთდა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში სამხედრო აღლუმი ჩაატარა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების 3 წლის აღსანიშნავად, ქალაქ ხანქენდში (სომხ. სტეფანაკერტი) სამხედრო აღლუმი ჩაატარა. სადღესასწაულო მსვლელობები სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბაქოშიც გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა 15 ოქტომბერს აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს. „ჩვენ არ გვჭირდება ახალი ომი, მივაღწიეთ იმას, რისკენაც ვისწრაფოდით, აღვადგინეთ საერთაშორისო სამართალი, ისტორიული სამართლიანობა და ეროვნული ღირსება. მტერს ვაჩვენეთ მისი ადგილი," – განაცხადა ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.  რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი ასევე გაეცანით: ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანალენა ბერბოკი „აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში“ დაადანაშაულა    

ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. უწყების პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ “სამხედრო ტექნიკის გადაცემა მოემსახურება რეგიონში დესტრუქციული მოქმედებებისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილს ოკუპაციის ქვეშ აქცევს თითქმის 30 წლის განმავლობაში და დღემდე არ იკავებს თავს აგრესიული პოლიტიკისგან.“ „საფრანგეთის ეს ნაბიჯები, რომელიც თავს საერთაშორისო სამართლის დამცველად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერად წარმოაჩენს, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, რომელიც რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების პატივისცემასა და აღიარებას ეფუძნება. საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შემაძრწუნებელი კამპანიისა და დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას ემატება, რეგიონში საფრანგეთის გზასაცდენილ ინტერესებს ადასტურებს,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ შეიარაღებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში და საბოლოოდ გააცნობიერონ, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საფრანგეთმა სომხეთს ჯავშანტექნიკა მიაწოდა. სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საპასუხო განცხადება არც საფრანგეთს გაუვრცელებია. 23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.  

სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეციალურმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს

საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეცრაზმმა 6-დან 10 ნოემბრამდე ერთობლივი წვრთნა ატიკაში, ნეა პერამუში გამართა. ერთობლივი ტრენინგი საბერძნეთ-კვიპროს-სომხეთის ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია 2023 წლისთვის, რათა ხელი შეუწყოს მონაწილე ძალებს შორის ურთიერთგაგების დონის ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და ცოდნის გაზიარებას.  

ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

საქართველო სომხეთს და აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით - ილია დარჩიაშვილი

შეუშლის თუ არა ხელს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანულ და შემდგომში ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით მოხდა სომხეთისთვის საფრანგეთიდან ჯავშანტექნიკის მიწოდება. ამ შეკითხვას უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს. უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ორმხრივ ფორმატებში აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ წარმატებით ახორციელებს ამ პროცესში მიუკერძოებელი მოთამაშის როლის განხორციელებას. „ჩვენს ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. ზოგადად, საქართველო ყოველთვის, წლების განმავლობაში ცდილობდა, ეს ბუნებრივი როლი ეკისრა ამ პროცესში, თუმცა ძალიან რთული, კომპლექსური კონფლიქტი იყო და სწორედ პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული ძალისხმევით, ორი ქვეყნის ლიდერებთან მისი პირადი ურთიერთობებით მივიღეთ კონკრეტული შედეგი, ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შეთანხმების,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად დაიწყეს საუბარი მშვიდობის აუცილებლობაზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე და მათი ნარატივი მთლიანად მშვიდობაზეა ფოკუსირებული. „ეს ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას და ასევე, აზერბაიჯანის პრემიერის საქართველოში ვიზიტისას. საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით, ამ შესაძლებლობით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სატრანზიტო თვალსაზრისით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თანაბარ პირობებში. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები და როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება. საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში ორივე ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ეს არის ჩვენი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი ინსინუაცია თუ წიაღსვლა უადგილო იქნება,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა. შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს ქვეყანა რეგიონული ურთიერთობების განვითარებას და რა ფორმატები შეიძლება, წარმოიდგინოს საქართველომ თუნდაც სამმხრივი ან უფრო მეტად გაფართოებული ურთიერთობებისთვის, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს, ქვეყანა ამ ფორმატში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში მიიღებს მონაწილეობა. ილია დარჩიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა ძალიან ცალსახაა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული დოკუმენტის განახლებას, მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, საერთო ჯამში, საქართველოს ექნება სტრატეგია-დოკუმენტი, რომელიც ლოგიკურად ასახავს რეგიონში და რეგიონს მიღმა მიმდინარე პროცესებს. „ეს იქნება ადეკვატური მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს თანხვედრაში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. ჩვენი თითოეული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი, ერთი მხრივ, შესაბამისობა-თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების პოზიციონირებასთან, მეორე მხრივ, შესაბამისობაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და, მესამე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის ინტერესს და სურვილს, იცხოვროს მშვიდობიან, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანულ მედიაში 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთს მისთვის განკუთვნილი ფრანგული სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორები Bastion-ი, საქართველოს გავლით მიეწოდა. ამტკიცებდნენ, რომ სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოთის პორტში გადაღებული ვიდეოკადრებიც. "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" რადიო თავისუფლებასთნ ადასტურებს, რომ სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდა "კონკრეტული ტვირთი": „გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტვირთი შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან და მიმართულია სომხეთში - ქვეყანაში, რომელიც არ არის სანქცირებული. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მკაფიო მითითებებისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების არარსებობის პირობებში, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი", მრავალმიზნობრივი ნავსადგური საქართველოსა და რეგიონში, მოკლებულია შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ თქვას უარი იმ ტვირთის მიღებაზე, რომელიც არ არის სანქცირებული,“ - განუცხადეს გამოცემას. ასევე გაეცანით: ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ 23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.  

სომხეთმა ევროკავშირს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების თხოვნით მიმართა

10 ნომებერს ბრიუსელში ფორუმი გაიმართა, რომელიც ერევნის სტრატეგიულ მომავალს მიეძღვნა. ღონისძიების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა. არმენ გრიგორიანმა ფორუმზე ("Strategic Future of Armenia: RA-Europe") სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების თხოვნით მიმართა. მან ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისთვის მზადყოფნა დააფიქსირა. „სომხეთმა ცოტა ხნის წინ მიმართა ევროკავშირს, გაეფართოებინა თანამშრომლობა რიგ სფეროებში, თუნდაც, უსაფრთხოების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ გვექნება შედეგები და შევძლებთ, მათზე საჯაროდაც ვისაუბროთ. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბრიუსელთან თანამშრომლობას, მაგრამ მუშაობის გააქტიურება, გაფართოება ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ,“ - განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო დროს მართლაც ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან. „გაიხსნა სხვადასხვა სახის ახალი შესაძლებლობები. ალბათ, სომხეთს უსაფრთხოების თემაზე ასეთი ინტენსიური დიალოგი დასავლეთთან, ევროპასთან არასდროს ჰქონია. სამხედრო სფეროში თანამშრომლობით, საფრანგეთთან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ გავაძლიეროთ უსაფრთხოების თანამშრომლობა როგორც კოლექტიურ ევროპასთან, ასევე, ცალკეულ ქვეყნებთან. უფრო მეტიც, მხოლოდ სამხედრო სფეროს არ ვგულისხმობ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას შეიძლება, ასევე ჰქონდეს უსაფრთხოების კომპონენტი, რამაც შესაძლოა, გააძლიეროს სომხეთის უსაფრთხოება. სომხეთი ამისთვის მზად არის,“ - განაცხადა გრიგორიანმა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავდნენ. 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. 5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

„აშშ-ს ცალმხრივმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს შეერთებული შტატების შუამავლობის როლის დაკარგვა,“ - ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომლითაც „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის უსაფუძვლო განცხადებას“ პასუხობენ. „ამ პირობებში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია შემოთავაზებული შეხვედრის გამართვა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ვაშინგტონში 2023 წლის 20 ნოემბერს,“ - აღინიშნავს ბაქო. როგორც მედია იუწყება, ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ.  

მედია: ინდოეთი სომხეთს 150 000 ჭურვს მიაწვდის

საბრძოლო მასალის მწარმოებელი ინდური სახელმწიფო კომპანია Munitions India Limited-ი (MIL) სომხეთს 150 000 ერთეულ 30-მილიმეტრიან და 40-მილიმეტრიან ჭურვებს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მედისაშუალება, მათ შორის სომხური სააგენტო, ინდოეთის საჰაერო-კოსმოსური სივრცის თავდაცვის სიახლეებზე (IADN) დაყრდნობით ავრცელებს. მედია მიმდინარე წლის სექტემბერში წერდა, რომ ინდოეთმა სომხეთს ჰაუბიცები გაუგზავნა.  

შუა დერეფნის ქვეყნები ჩარჩო შეთანხმებას მოაწერენ ხელს

შუა დერეფნის ქვეყნების მიერ ბაქოში, მიმდინარე წლის მარტში ხელმოწერილი პროტოკოლის შესაბამისად, ჩარჩო შეთანხმება მომზადდა და ის ხელმოწერისთვის შესაბამის ქვეყნებს გაეგზავნება, ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის (SCC) თავმჯდომარის მოადგილემ, ნატიგ შირინოვმა განაცხადა.  მისი თქმით, „შუა დერეფნის ქვეყნებს შორის შეიქმნება ელექტრონული საბაჟო რეგისტრაციის პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს წინასწარი ინფორმაციის გაცვლას ტრანზიტულ გადაზიდვებთან დაკავშირებით.“ ნატიგ შირინოვის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში 6 ქვეყანას შორის გაფორმდა პროტოკოლი. მისი მიზანი ტრანზიტის საკითხების მაქსიმალურად გამარტივებაა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ფაშინიანი ბურჭულაძესთან შეხვედრაზე: სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, დელეგაცია მიიღო. ინფორმაციას ფაშინიანის ოფისი ავრცელებს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ ფიქსირდება თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა სფეროში. „ეს დიდად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სომხეთის მთავრობისთვის,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, ბურჭულაძემ, თავის მხრივ, ისაუბრა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობაზე და ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაუსვა ხაზი. „შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის, ასევე, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები,“ - წერს სომხური მედია ფაშინიანის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. „მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას,“ -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველო სომხეთს და აზერბაიჯანს აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით - ილია დარჩიაშვილი რაც შეეხება ფაშინიანთან შეხვედრას, სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოება ფიქსირდება, რასაც ერევანი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს. „ეს პრიორიტეტია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის საკითხები განიხილეს.

აშშ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, სახელწმიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აგრძელებს. უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს ორივე მხარეს, ჩაერთონ მოლაპარაკებებში. „ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ჩაერთონ ამ მოლაპარაკებებში, მიუხედავად იმისა, არიან ისინი აქ თუ სადმე სხვაგან - გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას,“ - აღნიშნა მილერმა. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.  

რა საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და სომხეთის პრემიერმა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. საუბარი შეეხო მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. შეხვედრისას განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას შემდგომში საჭირო ვალდებულებებისა და პროცედურების შესასრულებლად. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებსაც. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დინამიკასა და პერსპექტივებზე. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი. სომხური მხარის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და რომ ფიქსირდება თანამშრომლობის გაფართოება სხვადასხვა სფეროში.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ

აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი. „ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვას აპირებს შეერთებულ შტატებთან და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებებს. ეს რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და ახლა ვცდილობთ მოდელის შემუშავებას. შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა. მან სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით სიტყვით გამოსვლისას, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს, მთიანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ჰქონდეს სრული წვდომა ტერიტორიაზე, ქონებისა და კულტურის დაცვაზე და რომ მათ მიიღონ ადეკვატური ინფორმაცია, „რათა შეეძლოთ რეალური არჩევანის გაკეთება მათი მომავლის შესახებ." ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები აგროვებს „ყოვლისმომცველ, საფუძვლიან და გამჭვირვალე“ მოკვლევის შედეგებს იმის შესახებ, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. მისი განმარტებით, გამოძიების საგანი არ არის მხოლოდ ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში სექტემბერში, როდესაც რეგიონში პრაქტიკულად მთელმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ რამდენიმე დღეში დატოვა სახლები აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ, არამედ, ვაშინგტონის ფოკუსშია მანამდე განვითარებული მოვლენებიც. „ჩვენ გვყავს საკუთარი გამომძიებლები, რომლებიც მუშაობენ ადგილზე. არსებობს ინფორმაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა გამომძიებლებისგან. როდესაც ჩვენ მოვიძიებთ ცნობებს იმის შესახებ, რაც მოხდა, ჩვენ სრულიად ღია ვიქნებით იმის შესახებ, რასაც მოვიპოვებთ. მე არ შემიძლია ამ გამოძიების ვადების დადგენა, მაგრამ ჩვენ შეგატყობინებთ, როგორც კი წინ წავალთ,“ - აღნიშნა ო’ბრაიენმა.  

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან დახმარებაზე უარი განაცხადა - CSTO-ს გენმდივანი

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) სთხოვა, ქვეყნის დახმარების დოკუმენტი დღის წესრიგიდან ამოეღო. ამის შესახებ CSTO-ს გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა 20 ნოემბერს ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსმა შეასრულა საბჭოს 34 პრიორიტეტული მიმართულებიდან 32. „2 ღონისძიების განხორციელება ვერ მოხერხდა: „ერთი მათგანი ეხება კოლექტიური უშიშროების საბჭოს დახმარებას სომხეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, სომხური მხარე ამ დოკუმენტით არ დაინტერესდა. გარდა ამისა, სომხეთმა მოითხოვა ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება,“ - განაცხადა ტასმაგამბეტოვმა. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. კერძოდ, ერევანსა და ბრიუსელს შორის ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. გავრცელებული ცნობით, დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა და სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვასილის მარაგოსმა შეადგინეს. „მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთის ხელისუფლებას თებერვალში ამ მისიის მიღებისთვის. ამ მისიამ სომხეთს უკვე ბევრი რამ შესთავაზა სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სტატუსის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ, ხელს შეუწყობს უფრო მეტი სამართლებრივი სიზუსტის მოპოვებას, როდესაც საქმე ეხება ქვეყანაში მისიის ყოფნისას სხვადასხვა უფლებებისა და მოვალეობების რეგულირებას," - განაცხადა ვასილის მარაგოსმა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება სომხეთში მისი საქმიანობის უფრო ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ სომხეთში მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს ევროპელი დამკვირვებლები პატრულირებენ.

დოქერტი ფაშინიანს: დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება. პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. მან ხაზი გაუსვა სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც ახლახან გაიმართა. ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთ-ბრიტანულ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები ხელს შეუწყობს მის სრულად რეალიზებას. თავის მხრივ, დოქერტიმ ხაზი გაუსვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ბოლო ოფიციალურ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ორმხრივი კავშირების გაფართოებასა და გაღრმავებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის ინტერესს სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. მან ხაზი გაუსვა 14 მაისს და 15 ივლისს ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრების შემდეგ შეთანხმებულ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის საკითხზე და აზრები გაცვალეს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობის, ასევე ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ალეინიკთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხური მედიის ცნობით, კომუნიკაცია ბელორუსის მხარის ინიციატივით შედგა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხურ-ბელორუსის ორმხრივი დღის წესრიგის შესახებ. „საუბარი შეეხო CSTO-ს საქმიანობასაც. არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას 22 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ CSTO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივ შეხვედრაში,“ - ნათქვამია სომხეთის სამინისტროს განცხადებაში. ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ღონისძიებას სომხეთის პარლამენტის სპიკერიც არ დაესწრება

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. „სომხეთს არ გადაუწყვეტია CSTO-დან გასვლა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ღონისძიებაში ჩემი მონაწილეობა ამ სიტუაციაში შეუსაბამოა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ CSTO, ფაქტობრივად, არანაირად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს [სომხეთის წინაშე]. რაი უნდა გავაკეთო თუ იქ წავალ?” უპასუხა სიმონიანმა მედიის შეკითხვას. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სომხეთის ურთიერთობები CSTO-სთან, არანაირად არ არის გაყინული. „მე უკვე ვაცნობე მათ, რომ არ მივიღებ მონაწილეობას ღონისძიებაში, პასუხი მაინც არ არის. ვფიქრობ, არც რეაქცია იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ, მათაც ესმით ჩვენი არმონაწილეობის მიზეზები. მესამე ქვეყნის [შეიარაღებული] ძალები [ე.ი. აზერბაიჯანი] შემოიჭრა [CSTO-ს წევრი] სუვერენული ქვეყნის სომხეთის ტერიტორიაზე და CSTO-ს პოლიტიკური შეფასებაც კი არ გაუკეთებია. ჩვენ [სომხეთი] რა უნდა გავაკეთოთ იქ წასვლით?," - ამბობს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისია მომავალ კვირას შეიკრიბება

აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონში 30 ნოემბერს საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის დეპარტამენტის უფროსმა აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წინასწარი შეთანხმების მიხედვით, 30 ნოემბერს სომხურ-აზერბაიჯანული დელიმიტაციის კომისიის სხდომა გაიმართება. 21 ნოემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და განაცხადა, რომ ერევანი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ბაქოსთან მოლაპარაკებებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოლიტიკურ ნებას, მიმართოს ძალისხმევას აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ასევე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ოფიციალურმა ბაქომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ორმხრივ საფუძველზე სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება. „ჩვენ გვჯერა, რომ ორივე ქვეყანამ ერთად უნდა იმსჯელოს სამომავლო ურთიერთობებზე. ორივე ქვეყანაა პასუხისმგებელი სამშვიდობო პროცესის გაგრძელებაზე. მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, თავიდან იყოს აცილებული შემდგომი არასაჭირო შეფერხებები და იმედი გვაქვს, რომ ისინი დადებითად გამოეხმაურებიან ამ მოწოდებას მოლაპარაკებების მალე დაწყების შესახებ,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ფაშინიანი: სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და არც ფული დაუბრუნებია

სომხეთის პრემიერის განცხადებით, სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და ვერც ფული დაიბრუნა. ფაშინიანის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა მექანიზმებით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა. „მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს სომხეთის [ეროვნული] ვალის შემცირება რუსეთის მიმართ გადახდილი თანხის ოდენობით. ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. მაგრამ აქაც თავად რუსეთს სჭირდება შეიარაღება და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსიები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას ფაშინიანმა შეცდომა უწოდა. ბოლო ხანს ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა კანმარტავს, რომ CSTO-ს დატოვებას არ აპირებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ფაშინიანი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა სომხეთი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „მე საჯაროდ რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩვენ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას და სახელმწიფოებრიობას,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა გაიხსენა რეზოლუციები, რომლებსაც საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე. ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი ადასტურებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზგასმით აღნიშნავს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, გაეროში ამ საკითხის კენჭისყრაში სომხეთის მონაწილეობა 2019 წლიდან მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ამის გამო საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს. „და ჩვენი პოზიცია - ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და დემოკრატიას,“ - განაცხადა ფაშინიანმა მანამდე სომხეთი ხმას აძლევდა რეზოლუციის წინააღმდეგ, ხოლო 2019 წლიდან ოფიციალური ერევანი [ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა] კენჭისყრაში აღარ მონაწილეობს.  

სომხეთმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

25 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს მოეწერა ხელი. იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. ოქმს აბუ დაბიში მოაწერეს ხელი სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კარენ გრიგორიანმა და საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სულთან ბინ აბდულა ალ-ანგარიმ. დოკუმენტში აღნიშნულია ორი ქვეყნის სურვილი, „დამყარდეს მეგობრული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში.“ სომხეთი დიდი ხანია, მსგავს ურთიერთობებს ყურის სხვა არაბულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ქუვეითთან. ორი ქვეყანას ერევანში საელჩოები აქვს. ჯერ არ არის ცნობილი, გეგმავენ თუ არა რიადი და ერევანი ერთმანეთის დედაქალაქში საელჩოების გახსნას. საუდის არაბეთი შაბათს ოფიციალურად დათანხმდა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, რითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკა დაასრულა. საუდის არაბეთი ათწლეულების განმავლობაში უარს ამბობდა სომხეთთან დიპლომატიური კავშირების დამყარებაზე, მუსულმანურ აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამო. ნავთობით მდიდარმა სამეფომ ამ პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითა მას შემდეგ, რაც მისი ურთიერთობები აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთთან რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვნად გაუარესდა. პოლიტიკის ცვლილებას ხაზი გაესვა 2021 წლის ოქტომბერში სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტის არმენ სარქისიანის რიადში ვიზიტით. სარქისიანი საუდის არაბეთის მმართველის, მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის გვერდით იჯდა იქ გამართული საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე.  

სომხეთს ევროკავშირის დელეგაცია ეწვევა

27-29 ნოემბერს სომხეთს ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისია ეწვევა. დელეგაციასთან ერთად სომხეთს ეწვევიან ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და Frontex-ის წარმომადგენლები. შეხვედრები დაგეგმილია სომხეთის მთავრობასთან, გაეროს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ვიზიტისას მოხდება „ევროკავშირი-სომხეთის ინვესტიციების კოორდინაციის პლატფორმის“ პრეზენტაცია. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის დელეგაციის ვიზიტისას დაგეგმილია ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების სხვადასხვა განზომილების განხილვა. შეხვედრებზე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება, სომხეთ-ევროკავშირის კავშირები გაღრმავდეს და გაძლიერებეს და როგორ შეუძლია სომხეთს, გამოიყენოს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალი.  

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაქოში, სამმხრივ ფორმატში მე-10 შეხვედრის შემდეგ პროტოკოლს მოაწერეს ხელი.  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტში ასახულია ერთობლივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. მიუღებელია ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, გაამწვავოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი  

ბაქოს პროტესტის შემდეგ, ბლინკენი ალიევს და ფაშინიანს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილა. „მდივანი მიესალმა პრეზიდენტ ალიევის ერთგულებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის შესახებ. მდივანმა აღიარა,  ამ ხანგრძლივმა კონფლიქტმა აზერბაიჯანელებსა და სომხებს ტანჯვა მოუტანა და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა რეგიონში ყველასთვის სასარგებლო იქნება. მდივანმა განიხილა აზერბაიჯანთან ურთიერთობები, აღნიშნა ურთიერთობაში ბოლოდროინდელი შეშფოთების პუნქტები და ასევე ისაუბრა თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით, სამშვიდობო პროცესის გარშემო და მაღალი დონის ჩართულობის მნიშვნელობაზე,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს. „განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდის ძალისხმევას, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მისი ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. „ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, მდივანმა ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი დეკემბერში, აზერბაიჯანში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანი ბლინკენი ამას დაეთნხმა,“ - წერს აზერბაიჯანული მედია ალიევის ოფისზე დაყრდნობით. აქვე აღნიშნულია, რომ ბლინკენი ალიევს თავად დაუკავშირდა. ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელშია. მის ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასთან 27 ნოემბერს ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა. მას ჰკითხეს განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე. „ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

რა საკითხებს განიხილავს სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თბილისში ვიზიტისას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, რისი გამოვლინებაცაა მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე. არმენ გრიგორიანმა საქართველოს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის მზად იქნება, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას. მხარეებმა, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილეს „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 28 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო შეხვედრებს გამართავს,“ - იუწყება გრიგორიანის ოფისი.  

სომხეთს რუსეთში შეტანილ პროდუქციაში “პესტიციდების აღმოჩენა“ უცნაურად მიაჩნია

სომხეთსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, ერევანი აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, რომ სომხეთიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი უკან გაბრუნდა. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა ჟურნალისტებთან საუბარში, ზემო ლარსის საგუშაგოზე წარმოქმნილ პრობლემებსა და როსსელხოზნადზორის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. კითხვას, შეიძლება თუ არა ამაში იყოს პოლიტიკური კონტექსტი, მინისტრმა უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს აკრძალვები უცნაურია. „ჩვენ ავიღეთ როსსელხოზნადზორის მიერ გამოქვეყნებული მასალები და ვსწავლობთ მათ იმის გასაგებად, თუ რამდენად არ შეესაბამება ჩვენი ბიზნესმენების მიერ წარმოებული პროდუქცია იმ სტანდარტებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს,“ - განაცხადა კერობიანმა. ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული მეთვალყურეობის [როსსელხოზნადზორი] რუსეთის ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სომხეთიდან რუსეთში გასაყიდად გატანილი მცენარეები, ბოსტნეული და ხილი “პესტიციდებითაა გაჯერებული” და სომეხ კოლეგებს სთხოვენ,” დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები კანონდარღვევის აღსაკვეთად.” თავის მხრივ, კერობიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა დაიწყო მოქმედება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში. „ჩვენ მოვიწვიეთ სასწრაფო შეხვედრა, რომელიც გაიმართება უახლოეს ორ დღეში,“ - განაცხადა კერობიანმა. სომხეთის მთავრობის აპარატის უფროსს, არაიიკ ჰარუთუნიანს მიაჩნია, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის დახურვა არ იმოქმედებს სომხეთზე, თუ ყველა სომეხი იყიდის ექსკლუზიურად სომხურ პროდუქტს.  

აშშ-ის და ევროკავშირის ჩართულობით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. „საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ბოლო მოვლენებს. მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არაკონსტრუქციული დამოკიდებულების, მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადაუგზავნა წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით ცნობილი პრინციპების შესაბამისად და და აზერბაიჯანის ამ პრინციპებისადმი მკაფიო ერთგულების შემთხვევაში, ამ პროექტზე შეთანხმების მიმართულებით შეიძლება მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ბლინკენმა და მირზოიანმა ასევე ისაუბრეს სომხეთის რეგიონულ პროგრამებზე, რომლის კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტზე "მშვიდობის გზაჯვარედინზე" და ხაზი გაუსვა მის განხორციელების შედეგად რეგიონის სტაბილურობისთვის მოსალოდნელ სარგებელს. შეხვედრაზე მირზოიანმა და ბლინკენმა სომხურ-ამერიკული ორმხრივი დღის წესრიგიც განიხილეს. ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების პერსპექტივებზე,“ - იუწყება სომხური მხარე. ამერიკულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თავის მხრივ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში განიხილა „სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.“ „გუშინ ანკარაში კარგი ვიზიტის შემდეგ დავბრუნდი ბრიუსელში. განვიხილეთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის საერთო ინტერესის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, კერძოდ, სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - დაწერა კლაარმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გადამწყვეტი დრო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - მაიკლ კარპენტერის ხედვა 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ჩადის

ბაქოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გართულების ფონზე, 2 დეკემბერს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება. სომხური მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დღის წესრიგის განხილვა. სხვა დეტალები ინფორმაციაში არ არის მითითებული. ჯეიმს ო’ბრაიენი: ფაშინიანს არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ ცნობისათვის, ორი დღის წინ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 30-ე მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. ბლინკენმა და მირზოიანმა ასევე ისაუბრეს სომხეთის რეგიონულ პროგრამებზე, რომლის კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა ისაუბრა სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტზე "მშვიდობის გზაჯვარედინზე" და ხაზი გაუსვა მის განხორციელების შედეგად რეგიონის სტაბილურობისთვის მოსალოდნელ სარგებელს. ამ შეხვედრამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც წინ ასევე უძღოდა ბლინკენის თანაშემწის განცხადებებით უკმაყოფილო ბაქოს პროტესტი. სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. აზერბაიჯანის პრეიდენტი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

SpaceX-მა პირველი სომხური თანამგზავრი და სამხრეთ კორეული სადაზვერვო სატელიტი ორბიტაზე გაუშვა

News.am-ის ცნობით, სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთში შემუშავებული პირველი თანამგზავრი Hayasat-1 კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიყვანა. წინასწარი მონაცემებით, ხვალ დილით უკვე შესაძლებელი იქნება თანამგზავრთან კომუნიკაცია. ფრენა თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის ორი დღით გადაიდო. Hayasat-1 არის მეორე სომხური თანამგზავრი, რომელიც გაშვებულია კოსმოსში, მაგრამ ის პირველია, რომელიც სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთშივე შეიქმნა. Falcon 9-ს მიერ ასევე გაშვებულია სამხრეთ კორეის პირველი ჯაშუშური თანამგზავრი. სატელიტები კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან გაიგზავნა.  

გადამწყვეტი დრო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - მაიკლ კარპენტერის ხედვა

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რა ადგილს იკავებს ამ მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის საკითხი  - ეს თემა განიხილა აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა. კარპენტერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რაც სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. „ჩვენ, შეერთებული შტატებში, მუდმივად ვამბობდით, რომ გვსურს, ვიხილოთ ურთიერთობების ნორმალიზაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული წლის განმავლობაში არაერთ მოლაპარაკებას. მდივანი ბლინკენი პირადად იყო ჩართული ამ ძალისხმევაში სამშვიდობო შეთანხმების მცდელობაში, რომელიც გზას გაუხსნის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ღია კომუნიკაციებს და ვაჭრობას მთელ რეგიონში, რაც, ჩვენი აზრით, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრების მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, მხარეებზეა დამოკიდებული, ისარგებლონ ამ კარგი შუამავლობის შეთავაზებებით, რათა მხარი დაუჭირონ ძალისხმევას ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამას გავაგრძელებთ. რაც შეეხება ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის საერთაშორისო პრინციპს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც დავუჭერთ მხარს,“ - აღნიშნა კარპენტერმა. 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი. „4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბარძრუნის რაიონში მდებარე სომხური ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.” - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მხარის კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა.  

სომხეთი აშშ-სთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას აანონსებს

ბაქოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გართულების ფონზე, 2 დეკემბერს, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გრიგორიანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვდა ოსტინის თანაშემწის მოადგილეს, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერს. სომხური მხარის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სომხეთ-ამერიკის ორმხრივი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესახებ, ხაზი გაუსვეს მშვიდობის უზრუნველყოფის ძალისხმევის ფარგლებში თანამშრომლობას; სომხეთისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებას. ამასთან, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა სომხეთის შეიარაღებული ძალების დემოკრატიული მართვისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართულ ძალისხმევას. გრიგორიანმა შეხვედრები გამართა თეთრ სახლშიც. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბაიდენის მრჩეველს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა. ასევე სომხური მხარის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სფეროების ორმხრივი ინტერესის საკითხები და შეაფასეს სომხეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების სტაბილური განვითარების დინამიკა. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების ვითარება. ამასთან დაკავშირებით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ერთგულება აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციისა და სამშვიდობო პროცესის გაგრძელების მიმართ. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან გარკვეული კონტექსტი ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის. მანამდე ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი სომხეთის პრემიერს გამბედაობისთვის აქებს. ო’ბრაიენის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანმა მკაფიო გზა აირჩია დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით. მან მკაფიოდ აჩვენა, რომ სურს, სომხეთმა წინ წაიწიოს დასავლეთთან ურთიერთობების გახსნის მიმართულებით, მას არ სურს, რომ სომხეთი მთლიანად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. ისე, როგორც ამას წინა ლიდერები ცდილობდნენ. მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები, რომლებიც უნდა იყოს ძალიან გამამხნევებელი სომხეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ისინი ცდილობენ, გააგრძელონ ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ჰქონდათ გასული ან ორი წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე გამბედაობა გამოიჩინა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს, ფოკუსირება მოახდინოს თავის ეკონომიკურ განვითარებაზე, ააშენოს თავისი უსაფრთხოების ურთიერთობები და გააფართოოს ვაჭრობა ცენტრალური აზიიდან თურქეთამდე. ეს ყველაფერი არის ის, რისი ნახვაც ძალიან გვინდა. ასე რომ, ნებისმიერი პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს სომხეთს, მისასალმებელია; თუ რა გზას აირჩევს ევროკავშირ, მისი საქმე იქნება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და სომხეთის მთავრობასთან, რათა დავინახოთ, რომ სომხეთის მოსახლეობას შეუძლია, ისარგებლოს იმ რეფორმების პოლიტიკით, რომელიც ფაშინიანის მთავრობამ განახორციელა,“ აღნიშნა ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითაც უპასუხა შეკითხვას, „როგორ შეაფასებდა სომხეთის მხარდაჭერის პერსპექტივებს ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ბოლო დროს გამოაცხადა ევროკავშირმა.“ ცნობილია, რომ ჯეიმს აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ვმუშაობთ ფაშინიანის ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ხსენებულ სატელეფონო საუბარს აღწერს. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ

„ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე,“ სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ ჯარისკაცს გაათავისუფლებს. ხოლო სომხეთის მხარე იმავე მოსაზრებით აზერბაიჯანს 2 სამხედროს გადასცემს. მხარეებმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ „მოახდინონ ურთიერთობის ნორმალიზება და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.“ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის გაიმართა. „აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ და მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას და დადებით გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე," - ნათქვამია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაში.  

მიშელი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობეში „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიესალმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიესალმება. მიშელი ქვეყნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „მივესალმები მნიშვნელოვან გარღვევას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, როდესაც ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განსაკუთრებით მივესალმები დაკავებულთა გათავისუფლებას და უპრეცედენტო დიალოგის გახსნას. მხარეებს შორის ორმხრივი დიალოგის დამყარება და გაღრმავება იყო ბრიუსელის პროცესის მთავარი მიზანი: დღევანდელი პროგრესი საკვანძო ნაბიჯია. ახლა მე მოვუწოდებ ლიდერებს, დაასრულონ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა მიშელმა. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ  

საფრანგეთი სომხეთს დამატებით, €15 მილიონს გამოუყოფს

მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, საფრანგეთი სომხეთს დამატებით 15 მილიონ ევროს გამოუყოფს. საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამატებითი დახმარების გამოყოფას პარლამენტმა მხარი 30 ნოემბერს დაუჭირა. "ეს დამატებითი დახმარება ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, სომხეთის წითელი ჯვრის და გაეროს სააგენტოების მცდელობებს, მიიღონ და დააკმაყოფილონ ამ განსაკუთრებით დაუცველი მოსახლეობის სოციალური, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ფინანსური საჭიროებები. დახმარების ამ უკანასკნელი პაკეტით, ჩვენი საერთო კონტრიბუცია 2023 წელს 27.5 მილიონი ევრო გახდება. გადაუდებელი სამედიცინო საშუალებები გადაეცა სომხეთის მთავრობასაც და ფრანგულის საავადმყოფოები რამდენიმ პაციენტს მკურნალობენ, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. Reuters-ის ცნობით, სააგენტოს აზერბაიჯანმა, სომხეთს 2020 წლის ბოლოს ტყვედ ჩავარდნილი 32 სამხედრო დაუბრუნა, სომხეთმა კი, 2023 წლის აპრილიდან დატყვევებული 2 აზერბაიჯანელი სამხედრო გაათავისუფლა. ტყვეების გაცვლა დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. „2020-2023 წლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილმა 31 მოსამსახურემ და სექტემბერში მთიან ყარაბაღში დატყვევებულმა ერთმა სამხედრომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება," - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვულოცავ ჩემს კოლეგებსა და ხალხს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან - ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. „ვულოცავ ჩემს კოლეგებს, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და სამი ქვეყნის ხალხს ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის ვინც დემოკრატიულ პრინციპებს იზიარებს,“ - წერს არარატ მირზოიანი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.  

მოლდოვა და სომხეთი შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო

12 ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი შეუერთდნენ შემზღუდავ ზომებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის გამო დაწესდა. საუბარია ირანზე, ჩინეთზე, ჩრდილოეთ კორეაზე, რუსეთზე, სირიასა და სხვა სახელმწიფოებზე. 4 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ გლობალური სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სამი წლით, 2026 წლის 8 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. „კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასეევ, ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი უერთდებიან საბჭოს გადაწყვეტილებას. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს საბჭოს გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას,“ - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოლდოვამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ შეუერთდებოდა გარკვეულ შემაკავებელ ზომებს, კერძოდ, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მაგრამ ამ წლის მარტში ქვეყანამ გამოაცხადა, რომ კიშინიოვი სანქციების შესახებ ადრე მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას გადააფასებს. მან პირობა დადო, რომ ქვეყნის მიერ ევროკავშირის სანქციების დაცვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. რაც შეეხება სომხეთს, ერევანი სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს რუსეთთან დაშორების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ სომხეთი „ორ სკამზე დაჯდომის მცდელობაში“ დაადანაშაულა, რადგან ერევანი დასავლეთთან ურთიერთობებს აუმჯობესებს. განახლება: განცხადების თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სანქციებს შეუერთდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ დროისთვის საქართველოს მეზობელი ქვეყნები დოკუმენტში აღარ გვხვდებიან.  

სომხეთმა რუსული Sputnik-ის რადიომაუწყებლობა დროებით შეაჩერა

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ ოთხშაბათს გადაწყვიტა, 30 დღით ლიცენზია გაუუქმოს პროპაგანდისტულ რადიოსადგურ Sputnik Armenia-ს, რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმრის, ტიგრან კეოსაიანის „დამამცირებელი განცხადებების გამო.“ კომისიამ დაადგინა, რომ 17 ნოემბერს თავის გადაცემაში კეოსაიანმა „დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით“ გააკეთა კომენტარი სომხეთსა და სომეხ ხალხზე. „გადაცემის დროს გაჟღერდა დაუზუსტებელი წყაროებიდან მიღებული არასანდო ან არასაკმარისად სანდო ინფორმაცია,“ - აღნიშნა მარეგულირებელმა, დეტალების დასახელების გარეშე. თავად პროპაგანდისტულმა რადიოსადგურმა განაცხადა, რომ „კეოსაიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულა ღალატში და “შეკითხვა დასვა, დარჩებოდა თუ არა ის ცოცხალი ამის შემდეგ.“ შედეგად, სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ Sputnik Armenia-ს მფლობელ კომპანიას ლიცენზია 30 დღით შეუჩერა და 500 ათასი სომხური დრამით (1240 დოლარი) დააჯარიმა. ცნობისთვის, ბოლო დროს ერევანმა სულ უფრო დაიწყო საუბარი მოსკოვზე გადაჭარბებული დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის განზრახვებზე. რას პასუხობს ფაშინიანი პუტინის განცხადებას, რომ სომხეთმა თავად თქვა უარი ყარაბაღზე შეგახსენებთ, უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას ფაშინიანმა შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას იმედოვნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თანხმლები საპარლამენტო დელეგაცია არაოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა და ალენ სიმონიანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეთანხმდნენ კონკრეტულ ინიციატივების განხორციელებაზე. საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულ პროცესებში საპარლამენტო ჩართულობის შესაძლებლობები. თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდება. მან ეკონომიკურ სფეროში ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა და ეკონომიკური კავშირები კვლავ იზრდება. ამ კონტექსტში ის საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსთან“ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული პრობლემებს შეეხო და კმაყოფილება გამოთქვა ტრანზიტის გამარტივების მიმართულებით საქართველოს ძალისხმევაზე. თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში „საკმაოდ პოზიტიური პროცესები“ განხორციელდა. ალენ სიმონიანი რეგიონულ უსაფრთხოებასა და გამოწვევებს შეეხო და დაადასტურა სომხეთის ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების დღის წესრიგის მიმართ. ალენ სიმონიამა საქართველოს წარმომადგენელი მიიწვია სომხეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში, „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“, მონაწილეობისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, რაც შესაძლოა, გახდეს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების გარანტი. შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნების თაობაზე. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს  

ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩადის

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა.  სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი დაესწრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) საბჭოს სხდომას, სამშაბათს კი - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტს სანქტ-პეტერბურგში. ოქტომბერში ფაშინიანი, ერევანსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს ყირგიზეთში არ დაესწრო. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

სომხეთი ევრაზიის ჯგუფის მორიგე თავმჯდომარის როლში ეკონომიკაზე კონცენტრირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის აპირებს, წევრთა "პოლიტიკურ ამბიციებზე" წინ დააყენოს ეკონომიკური თანამშრომლობა, როცა 2024 წლის პირველი იანვრიდან გახდება რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAES) მორიგე თავმჯდომარე. ფაშინიანმა ეს განცხადება გააკეთა სანქტ-პეტერბურგში, სადაც მონაწილეობა მიიღო EAES-ის საბჭოს შეხვედრაში. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ასევე შედიან ყაზახეთი, ბელორუსი და ყირგიზეთი. ფაშინიანმა სიმბოლურად მიიჩნია, რომ სომხეთის პრეზიდენტობა ემთხვევა EAEU ხელშეკრულების ხელმოწერის მეათე წლისთავს, „რაც ეფუძნება ძირითად პრინციპს, რომ EAEU არის ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და, მით უმეტეს, გეოპოლიტიკური დღის წესრიგი. „ჩვენ ვაგრძელებთ ამის აღქმას და ამ კონტექსტში ვავითარებთ თანამშრომლობას ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ყველა მცდელობა ევრაზიული კავშირის პოლიტიზებისკენ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ EAEU-ში დაგროვდა ფუნდამენტური ხასიათის არაერთი გადაუჭრელი პრობლემა და რომ აუცილებელია წევრმა ქვეყნებმა მიაღწიონ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს საერთო ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების მიდგომების, პრინციპებისა და მექანიზმების ჰარმონიზაციის შესახებ. სომხეთის ტრადიციულად ახლო კავშირები მოსკოვთან ბოლო თვეებში დაიძაბა. ერევნის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სომხეთის შეფასებით, მოსკოვმა მას მხარი არ დაუჭირა მაშინ, როცა მეტოქე აზერბაიჯანმა წელს კონტროლი დაიბრუნა ეთნიკური სომხებით დასახლებულ, მთიანი ყარაბაღის რეგიონზე. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ალიევმა და ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სანქტ-პეტერბურგში შეხვდრა გამართეს. 26 დეკემბერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების სამიტი ჩატარდა. სომხეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „არაოფიციალური კონტაქტის“ დროს განიხილეს „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგი“. „განხილვა შედგა ორმხრივ ფორმატში,“ - აღნიშნა ბაღდასარიანმა, რომელსაც შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. ეს იყო ალიევისა და ფაშინიანის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციისა და მოგვიანებით, სუვერენიტეტის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. ორი ქვეყნის ლიდერები ადრე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ორგანიზებით, ერთმანეთს ბრიუსელში, ივლისში შეხვდნენ. შემდეგ, დაგეგმილი შეხვედრები ბაქოს უარის გამო გადაიდო. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ვაშინგტონში იწვევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმის სომხურ სამსახურს. Europetime მის თარგმანს გთავაზობთ. _თქვენ ახლახან დაბრუნდით აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა? ო'ბრაიენი: ვფიქრობ, ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ორმა ქვეყანამ ისაუბროს ერთმანეთთან და მიაღწიოს პრაქტიკულ შეთანხმებებს. მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ერთმანეთის მხარდაჭერა მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, მათი საერთაშორისო მისწრაფებების [მხარდაჭერის] ჩათვლით, [მაგალითად] აზერბაიჯანმა უნდა უმასპინძლოს გაეროს კლიმატის მომდევნო კონფერენციას, რისი უფლებაც მას ახლა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის, ასევე, სომხეთის საერთაშორისო მისწრაფებებისთვის. ამგვარი მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნორმალური ორმხრივი ურთიერთობის დამყარებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ მხარეების მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ორივე მხარემ გამოთქვა ამის ინტერესი. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სხვები, მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან  მშვიდობა უზარმაზარ სარგებელს მოიტანს.“ _ბაქოში თქვენი შეხვედრის შემდეგ, უწოდებდით თუ არა „ნორმალურს“ აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს? უმასპინძლებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ამ წლის ბოლომდე? ო'ბრაიენი: რაც ჩვენ ვუთხარით ამ ორ ქვეყანას, არის ის, რომ ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს და ამას ისევ გავაკეთებთ, თუ მხარეები გადაწყვეტენ, რომ ეს მათ დაეხმარება მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ შეხვედრისკენ, მათ განაცხადეს, რომ მზად არიან, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად. წელს ალბათ, შეხვედრა ვერ მოესწრება, რადგან წლის ბოლომდე საკმაოდ მოკლე დროა დარჩენილი.    

ფაშინიანმა საახალწლო მიმართვისას „მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საახალწლო მიმართვაში ბოდიში მოუხადა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებსა და სომხეთის მოქალაქეებს და მეზობლებთან „ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა. „ჩვენ შევძელით და შეგვიძლია ჩვენი სახელმწიფოს, სომხეთის რესპუბლიკის გაძღოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების უკიდურესად რთულ გზაზე. ჩვენ ამ გზის უმეტესი ნაწილი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ დაზღვეული ახალი განსაცდელებისა და სირთულეებისგან.“ „ასევე მსურს, ბოდიში მოვუხადო ყველა თქვენგანს სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მთიანი ყარაბაღიდან ჩვენს ყველა დასა და ძმას, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ, იმ ტკივილისათვის, რაც ბოლო წლებში გამოიარეთ. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა „ბოდიშს გიხდით არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის თქვენ წინაშე, ან რაიმე ვალდებულება, ან პირობა დამავიწყდა ერთი წუთითაც კი, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, რას გრძნობთ - და მეც იმავეს ვგრძნობ. „მაგრამ ამ გრძნობამ არ შეიძლება, ხელი შემიშალოს ჩემი, როგორც ქვეყნის მეთაურის, მოვალეობების შესრულებაში, რაც ნიშნავს, რომ ყოველი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, შევიმუშაოთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმულები და გავაგრძელებთ ამ გზით მუშაობას სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის, მომავალი თაობებისათვის,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

აზერბაიჯანი-სომხეთი: სად გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება?

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოწერონ ხელი. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სომხეთი უარს იტყვის თბილისის ვარიანტზე და დაჟინებით მოითხოვს, რომ დოკუმენტი ბრიუსელში გაფორმდეს. „ირანის ბოლოდროინდელი გააქტიურება აშკარაა სამხრეთ კავკასიის პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში: თეირანიც არის შემოთავაზებული, როგორც ადგილი, სადაც ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ვერსია დამტკიცდება და მას ხელი მოეწერება. ბაქოსთვის ეს ვარიანტი არ არის სასურველი, რადგან ირანს აქვს სამშვიდობო მისიების განხორციელებისა და მისი შუამავლობით მოლაპარაკებების წარმართვის უარყოფითი გამოცდილება. იმის გათვალისწინებით, რომ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარი სისხლიანი ტერაქტის გამოძიება არ დასრულებულა და საელჩოს საქმიანობა არ განუახლებია, ირანის წინადადება აზერბაიჯანისთვის არ არის მისაღები,“  წერს Trend-ი. მისივე ინფორმაციით, სტამბოლი ან ანკარა ასევე იმ პოტენციურ ადგილებს შორისაა, სადაც ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია. თუმცა ცხადია, რომ ევროკავშირი სტამბოლის ვარიანტს მისაღებად არ განიხილავს. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ასევე გაეცანით: უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა  

მედია: სომხეთმა საქართველოს გავლით რუსეთში საბორნე მიმოსვლა შეაჩერა

სომხურ მედიაში გავრცელებული ცნობით, ერევანმა საქართველოს გავლით რუსეთში საბორნე მიმოსვლა შეაჩერა. მიზეზად ამ მარშრუტის არარენტაბელურობა სახელდება. რუსული და სომხური მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ვაჰან ქერობიანის სიტყვებს ციტირებენ. საბორნე გადასასვლელმა, რომელიც თითქოს, საქართველოს გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ზემო ლარსის სახმელეთო გზის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა. „ბორანი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენი შეფასებით, მას არ გამოუწვევია საკმარისი ინტერესი ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში. კომპანიებმა საკმარისად ვერ ისარგებლეს საბორნე მომსახურებით," - აღნიშნა მინისტრმა. ქერობიანის თქმით, რუსეთი სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, თუმცა, მისი წილი შედარებით შემცირდა. მისივე ცნობით, სიაში მოდევნო ადგილებს არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ იკავებენ. როგორც მინისტრმა აღიშნა, „განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სომხეთმა ძირითადი ძალისხმევა სხვა ქვეყნებში ექსპორტის გააქტიურებისკენ უნდა მიმართოს.“ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ერევანი ექსპორტის დივერსიფიკაციაზე მუშაობს და ამ მიმართულებით სხვადასხვა ნაბიჯი გადაიდგმება. მინისტრის თქმით, მთავარი მიმართულება იქნება ახლო აღმოსავლეთი, ასევე მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნები, აზიური, ევროპული და ამერიკული მიმართულებები. ამრიგად, კერობიანის თქმით, ერევნის ძალისხმევა მიემართება საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციისკენ, ვიდრე ერთი მიმართულებით სხვა მარშრუტების ძიებისკენ. ამასთან, განიხილება ექსპორტის ხელშეწყობის არაერთი პროექტი, რათა მხარი დაუჭირონ კომპანიების ექსპორტს ახალ მიმართულებებით. ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გასული წლის მაისში აცხადებდნენ, რომ სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით ტვირთის რეგულარული გადაზიდვა 2023 წლის აპრილიდან დაიწყო, სიმართლეს არ შეესაბამება. სააგენტო აღნიშნავდა, რომ აპრილში ორი კომერციული რეისი ნამდვილად შესრულდა ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით და ის პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შეასრულა.  

რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში

ერევანში ვიზიტის მეორე დღეს, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ლუის ბონო სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს ხვდება. კერძოდ, ბონომ 8 იანვარს მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანთან. დღეს კი, ამერიკელი დიპლომატი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს რუბენ რუბინიანს შეხვდა. მხარეებმა აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა განიხილეს. „აშშ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - აღნიშნულია სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ამ ქვეყანაში ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ ბონო რეგულარულად ესაუბრება რამდენიმე ძირითად დაინტერესებულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, ბონო ბაქოშიც გეგმავს თუ არა ჩასვლას. დეტალებზე არც ამერიკული მხარე საუბრობს. აზერბაიჯანი-სომხეთი: სად გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება?  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთს უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება.   არარატ მირზოიანის თქმით, სომხური მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს და მოლაპარაკებები, შეხვედრები გაგრძელდება. მირზოიანის განცხადებით, მთავარია ძირითადი პრინციპების კონსოლიდაცია, რომლებზეც სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაფუძნდეს. „არაერთხელ გაჟღერებულა ეს პრინციპები – ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება ყოველგვარი დათქმისა და გაურკვევლობის გარეშე. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ სიცხადეს. ხელშეკრულებამ უნდა განსაზღვროს მკაფიო საფუძვლები, რომლითაც გაგრძელდება სასაზღვრო დელიმიტაციის პროცესი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა და დელიმიტაციის პრინციპები, ეს არის ის, რასაც სომხეთი, პირველ რიგში, აყენებს. კიდევ ერთი პრინციპი ეხება რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვას. მშვიდობა ხომ არ არის მხოლოდ სროლის არარსებობა. ეს არის ღია საზღვრები, საქონლისა და ხალხის მოძრაობა. ძნელია, მშვიდობა უწოდო ვითარებას, რომელშიც სომხეთი რჩება ბლოკადაში. განბლოკვა ასევე უნდა მოხდეს რამდენიმე პრინციპის მიხედვით, ისინი ასევე ცნობილია – ქვეყნების სუვერენიტეტი კომუნიკაციებზე, თანასწორობა და ურთიერთგაგება. აზერბაიჯანს თუ ექნება წვდომა სომხეთის კომუნიკაციებსა და რკინიგზაზე, სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება,“ – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს

„თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახსენა პროექტი სახელწოდებით „მშვიდობის გაჯვარედინი“. ეს პროექტი სავარაუდოდ ითვალისწინებს კომუნიკაციების განვითარებას აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. თუმცა, აზერბაიჯანი ამ წინადადებას უკვე სამი წელია აყენებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მას ახალი ინიციატივა უწოდა. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელება აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე?“ ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში. „რა თქმა უნდა, არა. თქვენ ალბათ კარგად იცით - ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პიარ კამპანიაა. მოგეხსენებათ, სომხეთმა არ შეასრულა 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულება და ფაქტიურად უგულებელყოფს თავის ვალდებულებებს. ამიტომაც გამოვიდნენ ასეთი წინადადებით, რომ გადაფარონ და ამავდროულად უგულებელყონ „ზანგაზურის დერეფნის“ სიტყვათა კომბინაცია. ისიც უნდა ვთქვა, რომ სიტყვათა კომბინაცია „ზანგაზურის დერეფანი“ რაღაცნაირად ძალიან აღიზიანებს მათ. მე მათ ვეუბნები, რომ დერეფანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტს, არის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგება. არის აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანიც, მაგრამ რატომღაც სომხეთში ამ დერეფნისადმი დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. ამიტომ დაარქვეს მას ჯერ სომხური გზაჯვარედინი და შემდეგ „მშვიდობის გზაჯვარედინი,“ მაგრამ ეს რეალურად სხვა არაფერია თუ არა პიარ კამპანია,“ - განაცხადა ალიევმა. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.  

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა

მმართველი პარტიის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. კერძოდ, „სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სთავაზობს ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლიდან სამხედრო შენაერთების ერთდროულად და თანაბრად გაყვანასა და სასაზღვრო რაიონების დემილიტარიზაციას, თუმცა ფაშინიანის თქმით, ბაქო უარზეა. „შემიძლია, კიდევ ერთი წინადადებით გამოვიდე. მოდით, გავაფორმოთ შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიარაღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ და ჰქონდეთ საშუალება, მისი შესრულება აკონტროლონ,” – განაცხადა ფაშინიანმა.  

აშშ-ს სურს, სომხეთთან შემდგომ თანამშრომლობას ახალი იმპულსი შესძინოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მის უწყვეტობას კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა და რეფორმების დღის წესრიგის ხელშეწყობა სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია და აღმასრულებელი ხელისუფლება თანმიმდევრულად მიიწევს წინ ანტიკორუფციული მექანიზმების განვითარებისა და ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისკენ. ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორ სახელმწიფოებთან პროგრამების შემდგომ განხორციელებას, აქტიურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლასა და შესაძლებლობების განვითარებას. თავის მხრივ, რიჩარდ ნეფიუმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს სომხეთის მთავრობის მხარდაჭერას დემოკრატიის განმტკიცებაში, მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების ეფექტიანად განხორციელებასა და კორუფციასთან ბრძოლაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის თქმით, აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. რიჩარდ ნეფეუმ აღნიშნა, რომ ერევანში ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა შედეგიანი დისკუსიები სომეხ პარტნიორებთან, რათა ახალი იმპულსი მისცეს შემდგომ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესს, სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში ვიზიტს მართავს. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან  

სომხეთში რუსული შეიარაღების ნაწილის მიღებას ადასტურებენ

რუსული იარაღის პარტია უკვე სომხეთშია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მმართველი პარტიის „სამოქალაქო ხელშეკრულების “ დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომისიის წევრმა გაგიკ მელქონიანმა განუცხადა. მისი თქმით, სამხედრო დანიშნულების პროდუქცია ცოტა ხნის წინ მიიღეს. ის სომხეთს მანამდე ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძვეზე გადაეცა. მელქონიანმა არ დააზუსტა რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. მანამდე, სომხეთის პარლამეტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა შეკითხვაზე, იღებს თუ არა სომხეთი რუსეთში შეკვეთილ შეიარაღებას უპასუხა „დიახ, გარკვეული მოცულობით.“ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთის ხელისფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მუდმივად აცხადებდნენ, რომ სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი სომხეთს შეიარაღებას არ აწვდის, მიუხედავად გადახდილი „ასობით მილიონი დოლარისა.“ 2023 წლის ნოემბერში ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო სომხეთის ვალების ნაწილის ჩამოწერა იმ თანხების გამოყენებით, რომლებიც ერევანმა მოსკოვს იმ იარაღისთვის გადაუხადა, რომელიც არ მიუწოდებია. ფაშინიანი: სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და არც ფული დაუბრუნებია  

ევროკავშირის მისია სომხეთში ყოფნას ზრდის

ევროკავშირის საბჭომ, სომხეთში ევროკავშირის მისიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მისიის პერსონალის ზრდა ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დეკემბრის ბოლოს დათანხმდა, ევროკავშირის მისიის სადამკვირვებლო შესაძლებლობები სომხეთში, (EUMA), მისიის არსებული ოპერაციების ზონაში, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სომხურ მხარეს გააძლიეროს - მისი ყოფნის გაზრდით - 138 პერსონალიდან 209-მდე.  

რას პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტი ლუის ბონოს ბოლო ვიზიტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს

აზერბაიჯანული მედია გასული კვირების განმავლობაში აქტიურად წერდა ვაშინგტონსა და ბაქოს შორის კიდევ ერთ შესაძლო უთანხმოებაზე, რომლის გამოხატულებად კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ლუის ბონოს ვიზიტზე აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაძლო უარს ასახელებდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ბონომ 8 იანვარს მოლაპარაკებები გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანთან. 9 იანვარს კი, ამერიკელი დიპლომატი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს რუბენ რუბინიანს შეხვდა. მხარეებმა აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა განიხილეს. „აშშ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - აღნიშნული იყო სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ბაქოში ლუის ბონოს შესაძლო ვიზიტით დაინტერესდა და საელჩოს მიმართა. შესაბამისად, მედია ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით წერდა, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში კონკრეტული კომენტარი არ გააკეთეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ბონო რეგულარულად ესაუბრება რამდენიმე ძირითად დაინტერესებულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციაში არ იყო დაზუსტებული, ბონო ბაქოშიც გეგმავდა თუ არა ჩასვლას. დეტალებზე ამერიკული მხარე არ საუბრობდა. უკვე 18 იანვრის ტრადიციულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ჰკითხეს, თუ „რატომ აარიდა ლუის ბონომ თავი ბაქოში ვიზიტს და რა იყო ამის მიზეზი, ასევე, რა მესიჯი ჩაიტანა ბონომ სომხეთში, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ შეხვედრების შინაარსზე ვერ ისაუბრებს. „ჩვენ მივესალმებით იმ სამუშაოს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისკენ არის მიმართული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ხელს მოაწერენ გრძელვადიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც აღიარებს ასეთ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს გასული წლის განმავლობაში და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შეინარჩუნონ წინა მოლაპარაკებების იმპულსი და დადონ ეს შეთანხმება,“ - განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ბაქო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარებით უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვაშინგტონის საპასუხოდ გააუქმა ყველა დონის მაღალი ვიზიტი, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს უთანხმოება ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ გაქარწყლდა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა სომხეთს ეწვია. მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა უკვე გამართა.  „მოვისმინე სომხეთის შეშფოთება სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ. განვიხილეთ  NATO-სომხეთის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება. NATO მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭირო ნორმალიზაციის პროვესს და მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, წერს კოლომინა X-ზე. რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში  

სახელმწიფო დეპარტამენტი: ბევრს ვიმუშავებთ, რათა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო კოორდინაციით, ფინიშის ხაზი გადავლახოთ

აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მოლაპარაკებების უზრუნველყოფით დაინტერესებულია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა გააკეთა. კითხვა ეხებოდა სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმად, „ილჰამ ალიევი მზადაა, მოსკოვში წავიდეს ყარაბაღის კონფლიქტის განსახილველად.“ „ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რათა ფინიშის ხაზი გადავლახოთ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და დანარჩენებთან მჭიდრო კოორდინაციით, ვინც ამ საკითხზე მუშაობენ,“აღნიშნა პატელმა. მან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ ლუის ბონოს როლს გაუსვა ხაზი. რას პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტი ლუის ბონოს ბოლო ვიზიტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს  

ტოივო კლაარმა სომხეთში ვიზიტი შეაჯამა

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა სომხეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ კლაარი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ხაზი გავუსვი ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას სომხეთ-აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოგვარების უზრუნველსაყოფად. მოხარული ვარ ბაქოსა და ერევანს შორის არსებითი ორმხრივი კონტაქტებით და მოუთმენლად ველით აზერბაიჯანელ თანამოსაუბრეებთანაც ხელახალ სრულად ჩართულობას არჩევნების შემდეგ,“ - წერს კლაარი. ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში  

სომხეთის არმია ფორმას NATO-ს სტანდარტების შესაბამისად შეცვლის

სომხეთის შეიარაღებული ძალების ახალი ფორმა NATO-ს სტანდარტებს ითვალისწინებს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთის არმიაში ფორმების შეცვლის პროცესი დაიწყო და შესაბამისი სამუშაო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს. „ახალი ფორმის არჩევისას სომხეთის რესპუბლიკა თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს კვლევებით, რომლებიც ტარდება საერთაშორისო გამოცდილების გაცვლის გზითა და NATO-ს სტანდარტების შესაბამისად,“ აღნიშნავს სამინისტრო.  სამინისტრომ განმარტა, რომ შეისწავლა NATO-ს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და ჩეხეთის უნიფორმების მაგალითები. რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი მოკავშირეები უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად

სომხეთმა უნდა სცადოს ახალი მოკავშირეების მოძებნა უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სამშაბათს პრესკონფერენციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა jჯანსაღი და რაციონალური სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს ახალი მოკავშირეების და მხარდამჭერების პოვნას. „ეს ჩვენთვის განსაკუთრებით აშკარა და იმპერატიული გახდა 2020 წლის ომისა და შემდგომი მოვლენების შემდეგ. ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ჩვენი მოკავშირის მექანიზმები არ აკმაყოფილებდნენ ჩვენს მოლოდინს," განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ბუნებრივია, რომ სომხეთმა ახალი მოკავშირეები მოძბებნოს უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად.“ ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, რამაც გაზარდა უსაფრთხოების დონე საზღვარზე. მან ხაზი გაუსვა ასევე პარტნიორების განცხადებებს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა  

ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. 17:00 საათზე მედიისთვის გაკეთდება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ფაშინიანი თბილისშია

  საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.  

საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა. „განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე, შეიძლება, ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია. სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას იმედოვნებს აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთმა და საქართველომ დღეს დიდ წინსვლას მიაღწიეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, რაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა. „მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ტარდება ყოველთვის და ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნაზე. „ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ურთიერთობის მიმართულებით აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება. ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარმოვადგინე გასული წლის ოქტომბერში ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი. სომხეთმა და საქართველო დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს,“ – განაცხადა ფაშინიანმა.  

უწყებებს დავავალებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად - ფაშინიანი თბილისში

თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განააცხადა, რომ „მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე. „ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით.“ დღესვე ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.  

რა დოკუმენტები გაფორმდა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომამდე გაიმართა, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს. „პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობის დინამიკა შეაფასეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მოუტანს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთვის სომხეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში იმყოფება. 2023 წლის მონაცემების თანახმად, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურად, მე-6 ადგილზეა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად და მზად არის, ამ მიმართულებით ჩართულობა მომავალშიც გააგრძელოს. სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს. ასევე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომის ოქმს. გაფორმდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. მხარეებმა ხელი მოაწერეს ჯანდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს; ასევე - შეთანხმებას ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ. დოკუმენტებს ხელი სომხეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.  

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს - ზურაბიშვილი

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში,“ შესაბამის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ.“ საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს  

სომხეთი აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად იწვევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად მიიწვია. ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა. მაგალითად, ჯარების სარკისებური გაყვანა სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრიდან. „ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ საზღვრის დემილიტარიზაცია, აგრეთვე, იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი. ასევე თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანს არ აქვს პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე, გარდა მისი სუვერენული ტერიტორიისა, ამიტომ მზადაა, გასცეს ასეთი გარანტიები, მაგრამ ელის მსგავს გარანტიებს სხვებისგან. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ძირითადი პირობები უკვე შექმნილია და ის არ ეთანხმება ერევნის სურვილს ხელშეკრულების გარანტორების შესახებ. ამავდროულად, სომხეთმა გამოაცხადა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციაში რეგრესია. ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადრე განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის გასული წლის ბოლომდე უნდა მოეწერათ ხელი. მაგრამ საერთაშორისო შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით გარღვევა ვერ მოიტანა.  

მედია: სომხეთმა რუსეთის მიერ ძებნილის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა

ერევნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი განაცხადა ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქის, სალმან მუკაევის რუსეთში ექსტრადირებაზე. ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროექტი Current Time ავრცელებს. სომხეთში მას თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, როგორც პირს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში რეპრესიები ემუქრება. ამის შესახებ კრიზისულმა ჯგუფმა „SK SOS-მა“ განაცხადა. რუსეთში ის ძებნილად იყო გამოცხადებული სისხლის სამართლის საქმეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, გადაცემის ან შენახვის ბრალდებით. სომხეთიდან მუკაევს ევროპის ქვეყანაში გაფრენა სურდა, მაგრამ საპასპორტო კონტროლისას განუცხადეს, რომ ის რუსეთში იძებნებოდა და საზღვარს ვერ გადაკვეთდა. ამის შემდეგ მან თავშესაფარი ითხოვა სომხეთში. ერევნის სასამართლომ აღიარა, რომ ჩეჩნეთში და ზოგადად რუსეთში ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებმა შეიძლება, განიცადონ დევნა, რეპრესიები და სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნახსენებია ახალი რუსული ნორმები, რომელთა მიხედვითაც ლგბტქ+ ექსტრემისტულ მოძრაობად არის აღიარებული. სალმან მუკაევი ჩეჩნეთში 2020 წლის თებერვალში დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, პოლიციელები მას სცემდნენ და აწამებდნენ. მუკაევი გათავისუფლების შემდეგ სომხეთში გაემგზავრა.  

დღეიდან სომხეთს შეუძლია, პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. სომხეთში პირველ თებერვალს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, მის მიწაზე სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები აღკვეთოს.“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კიროკოსიანმა. მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, აზერბაიჯანს ეხება. დასავლური მედია წერს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ ის ქვეყანაში ჩავა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და ამ გადაწყვეტილებას "არამეგობრული აქტი" უწოდა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული არ იყო. უკრაინის რეგიონებიდან ათასობით ბავშვის დეპორტაციის ბრალდებით, ჰააგის სასამართლომ, 2023 წლის მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებებს არ ცნობს. რომის სტატუტი რატიფიცირებულია, ერევანი ვალდებულია, პუტინი სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში დააკავოს  

ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. მისი თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება, მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე, სუბიექტური მიზეზების გამო. „სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება, რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები,“ - განაცხადა ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. თუმცა სომხეთის პრემიერის თქმით, იმ წლის ზამთრის მოვლენებმა - აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ აჩვენა, რომ „ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია და ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა.“ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეიცვალოს. მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტი წლის ბოლომდე მიიღება  

ალიევმა მშვიდობის მიღწევის პირობად, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დაასახელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ალიევის განმარტებით, თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეა, ორი ქვეყნის საზღვარზე მშვიდი ვითარებაა. „მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება.“ ალიევმა მიუთითა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც. „გარდა ამისა, სომხეთის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში ასევე არის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ბევრ კონვენციაში, რომელსაც შეუერთდა სომხეთი და სხვა დოკუმენტებში არის მრავალი დათქმა, რომელიც არ ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღზე,“ - განაცხადა ალიევმა. მანამდე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. სომხეთის კონსტიტუცია, კერძოდ, შეიცავს მითითებას სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ დადგენილებაზე. პრობლემურად განიხილება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან  

სომხეთის თავდაცვის მინისტრი: იარაღის შეძენის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ იარაღის შეძენის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა. მისი თქმით, 2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბაზრები, შესაძლებლობები იხურებოდა და სომხეთის შეიარაღებული ძალები ვერ გაჩერდებოდნენ, რის გამოც საჭირო გახდა იარაღის შესყიდვის დივერსიფიკაციის უზრუნველყოფა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანს არცერთი ქვეყნის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს. სომხეთის შეიარაღებული ძალების მიზანი და მისიაა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. „ამ მიმართულებით სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ. ეს პროცესი შეუქცევადია ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. მომავალში მიმდინარე პროცესები და კონტრაქტები მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენი არმიის შეიარაღების ხარისხს. ახალი ტიპის იარაღის შეძენა ასევე გულისხმობს მომზადებას, ენების ცოდნას, ადაპტაციას და ჩვენი ჯარი მიდის ამ გზაზე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა სურენ პაპიკიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან

რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან, რა სიგნალია ეს რუსეთისთვის, რა მიზანი დაისახა სომხეთმა, ამ თემებზე Europetime-ს საკუთარ მოსაზრებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი უზიარებს. ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სომხეთის გაუმჯობესებული კავშირები დასავლეთთან, დაეხმარება დასავლეთს, რომ აზერბაიჯანზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. „ერევანს სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან საიმისოდ, რომ მას მთლიანად რუსეთის ან შესაძლოა, ირანის თავდაცვაზე დამოკიდებულება არ მოუწიოს. თუ სომხეთი უფრო ახლოს იქნება დასავლეთთან, დასავლეთი თავის მხრივ, აზერბაიჯანის შებოჭვაზე იმუშავებს,“ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.. რას ნიშნავს სომხეთის მისწრაფება საქართველოსთვის, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველომ და სომხეთმა 26 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც უფრო დიდი ინტერესი ექნება დასავლეთთან მოკავშირეობის,“ - უპასუხა ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ის შეკითხვას. ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. შეგახსენებთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. „ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ სომხურ მედიასთან ინტერვიუში. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი

აშშ-ს NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის გაძლიერება სურს

აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე, გასული წლის ნოემბერში განაცხადა. ო’ბრაიენმა ახსენა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კოორდინაცია. როგორც აღინიშნა, კონკრეტული მოდელის შექმნაზე აშშ და ევროკავშირი ჯერ კიდევ მუშაობენ. ეს საკითხი მათ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან უკვე განიხილეს. ამერიკელმა დიპლომატმა მაშინ სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნავდა ბლინკენის თანაშემწე. „შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განმარტა ჯეიმს ო’ბრაიენმა. 26 იანვარს თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. „ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.“ როგორც ცნობილია, სომხეთი ახალ პარტიორებს უსაფრთხოების სფეროშიც ეძებს. ამ სფეროზე საუბრისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი. საგულისხმოა სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაც. სურენ პაპიკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა. მან სწორედ საფრანგეთი და ინდოეთი გამოყო. უფრო ადრე კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან ჰქონდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. გასული წლის 3 სექტემბერს კი, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. აშშ-NATO-სომხეთი ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ NATO სომხეთისთვის კონკრეტული პროგრამის დასამტკიცებლად ემზადება. „სომხეთისადმი აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის, მე-12 სამშვიდობო ბრიგადის სწავლებას, ინსტიტუციური განვითარებისა და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით დახმარებას მოიცავს,“ - ამბობს საკითხის კომენტირებისას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ გამოაცხადა, რომ სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. მან აღნიშნა, რომ სომხეთთან ამბიციურ მიზნებზე მიმდინარეობს მუშაობა და იგეგმება ე.წ. მორგებული მხარდაჭერის დამტკიცება. აშშ ერევნის მისწრაფებას მიესალმა. „სომხეთი NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PfP) დიდი ხნის მონაწილეა და მსახურობდა ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები ძლიერ PfP პროგრამას მხარს უჭერს და მიესალმება სომხეთის ინტერესს, გააღრმაოს მისი ეს მონაწილეობა,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პარტნიორობა მშვიდობისათვის NATO-ს და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი პროგრამაა, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გამყარებისაკენ არის მიმართული. ეს პროგრამა 1994 წელს აშშ-ის ინიციატივით შემუშავდა. საქართველო მას 1994 წელს შეუერთდა. PfP მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, გაამყარონ ურთიერთობები NATO-სთან. პროგრამის მიზანია ერთობლივი დაგეგმვა, სამხედრო წვრთნების ერთობლივი ჩატარება და NATO-ს ჯარებთან ურთიერთქმედება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშვიდობის შენარჩუნება, საძიებო – სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციები და სხვა. ყოველივე ეს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.  

ფაშინიანი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ცვლის

საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი ცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონს და სომხეთისთვის ეს სასარგებლოა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს უპასუხა შეკითხვას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ეხებოდა. კერძოდ, არის თუ არა ეს ახალი ეტაპის დასაწყისი სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში? ფაშინიანმა გაიხსენა, რომ დოკუმენტი ასახავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, რაც ასახავს ორივე ქვეყნის ნებას. „შეიცვალა როგორც სომხეთის ურთიერთობების ბუნება რეგიონის ქვეყნებთან, ასევე თავად რეგიონის მიმართ. ერთ-ერთი რეალობა ის არის, რომ გასულ წელს, საქართველომ ოფიციალურად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გვინდა თუ არა, ეს ობიექტურად აისახება ჩვენს რეგიონზე. ოთხი მეზობელი ქვეყნიდან, ორი არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი. და თუ ადრე ვამბობდით - სად არის ევროკავშირი და სად ვართ ჩვენ, ახლა ყველაფერი იცვლება. ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია. ამ მხრივ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას.  მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული დიალოგი საქართველოსთან, რომელთანაც ურთიერთობაში აუცილებელია არა რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ჩაჭიდება, არამედ, მათი გადაჭრის გზების ძიება,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში

სომხეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

უკრაინის სომეხთა კავშირის და უკრაინაში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა 9 თებერვალს უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო ჰოსპიტალს 10 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ. „უკრაინისთვის ამ რთულ დროს, როდესაც სრულმასშტაბიანი ომი თითქმის ორი წელია, მიმდინარეობს, სომხეთი (უკრაინას) დახმარების ხელს უწვდის,“ - განაცხადა სომხეთის ელჩმა უკრაინაში ვლადიმერ კარაპეტიანმა. კარაპეტიანმა ასევე აღნიშნა, რომ 12000-მდე ეთნიკური სომეხი იბრძვის უკრაინის სამხედროებთან, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეობის მქონე სომხები. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა - მედია  

„მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებს თუ არა მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუკი ეს უკანასკნელი სომხეთში ჩავა. ფაშინიანს ეს კითხვა ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში დაუსვეს. „სომხეთმა გაატარა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმები, და მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა," განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მანამდე, ერევანმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელსაც პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გამოცემული მისი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პროცესში. რუსეთი სომხეთის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ბოლო წლებში მათ ურთიერთობაში სხვადასხვა საკითხზე დაძაბულობამ იმატა. დღეიდან სომხეთს შეუძლია, პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს  

ფაშინიანი: NATO-ში გაწევრიანება ჩვენს დღის წესრიგში არ არის

რუსეთმა CSTO-ით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ისწრაფვის თუ არა სომხეთი NATO-ს მომავალი წევრობისკენ. ამ შეკითხვას უპასუხა სომხეთის პრემიერმა ბრიტანულ Telegraph-თან ინტერვიუში. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს. „ჩვენ არ გვითქვამს, რომ უარვყოფთ და ვწყვეტთ რუსეთთან თანამშრომლობას ზოგადად და კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორში. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ ვაპირებთ ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიკაციას უსაფრთხოების სექტორში. და რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაწყვეტას? არა, ეს ამას  არ ნიშნავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენ ვემზადებით და მზად ვართ, განვიხილოთ და ვმუშაობთ ურთიერთობების დამყარებაზე, მაგალითად, ევროკავშირთან, რაც უკვე რეალობაა და დიდი, საფრანგეთთან, რომელიც უკვე რეალობაა დიდწილად, შეერთებულ შტატებთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა, ინდოეთთან, რომელიც უკვე დიდწილად რეალობაა და - ბევრ სხვა ქვეყანასთან. ჩვენი უსაფრთხოების ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ინდოეთთან ან ევროკავშირთან, ბუნებრივია, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ იმ რეალობის შედეგია, რომ უსაფრთხოების ურთიერთობები, რომლებიც წარსულში გვქონდა, არ პასუხობს ჩვენს უსაფრთხოების საჭიროებებს. რაც შეეხება NATO-ს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხი. NATO-ში გაწევრიანებაზე არც გვქონია განხილვა და არც განვიხილავთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები NATO-სთან და ახალი არაფერია. ადრე გვქონდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, ახლა ეს პროგრამა რეფორმატირდება გარკვეულ პარტნიორულ ფორმატში, რომელიც არ გულისხმობს წევრობას. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ დღეს მაინც დე იურე ვართ CSTO-ს წევრი და არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა ამ თემაზე მსჯელობა ზოგადად, უფრო სწორედ სომხეთში. თუ რამდენად შეესაბამება ალიანსზე დაფუძნებული სტრატეგია სომხეთის ინტერესებს, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში,“ აღნიშნა ფაშინიანმა. რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან  

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ადანაშაულებენ. მხარეები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან. „12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი სამხედრო პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სომხური მხარის ეს პროვოკაცია სერიოზულ დარტყმას აყენებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს. ბოლო 4-5 თვის სტაბილურობის პირობებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება სომხეთის გაცხადებულ სამშვიდობო გზავნილებს," წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში. თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაცია სცადეს, განადგურდნენ. მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ნერკინ ხანდას მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და დაჭრილები,“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშ  

სომხეთი და ევროკავშირი ახალ ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგზე მუშაობას იწყებენ - ბორელი

სომხეთმა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, დაიწყონ მუშაობა ამბიციური ახალი პარტნიორობის დღის წესრიგზე, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში. ბორელი მიესალმა სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდა სომხეთს, კიდევ უფრო გაუმკლავდეს გამოწვევებს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენი გადაწყვეტილება გვიგზავნის ორმხრივი ინტერესის ძლიერ სიგნალს ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ფაზაში გადაყვანაზე და უზრუნველყოფს მკაფიო საგზაო რუკას და ხედვას წინსვლისთვის,” - აღნიშნა ბორელმა დასძინა, რომ ”მომავალი დღეს იწყება.” მან ასევე მიულოცა სომხეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება და მას "ძალიან მნიშვნელოვანი და გაბედული გადაწყვეტილება" უწოდა.  „ჩვენ ასევე განვიხილეთ ვარიანტები ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად,“ - აღნიშნა ბორელმა და მოუწოდა სომხეთს, გააძლიეროს რეფორმები ამ საკითხში პროგრესისთვის. მან გაიმეორა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს სომხეთის მონაწილეობას შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში და სხვა რეგიონალური კავშირის პროექტებში. „დღეს მე უნდა გავიმეორო ევროკავშირის სრული ვალდებულება, მხარი დაუჭიროს მდგრად და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ევროკავშირის მისია სომხეთში ახლახან გაძლიერდა და გააგრძელებს წვლილს ნორმალიზების მცდელობებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა. უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომხების მხარდაჭერას და დასძინა, რომ კომისიამ გამოაცხადა დამატებითი 5,5 მილიონი ევროს უზრუნველყოფა, ჰუმანიტარული დახმარების სახით.  

მეთიუ მილერი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებზე: ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს

აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ახალი შეტაკებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხედრო ძალებს შორის შეტაკების გამო, რამაც გამოიწვია რამდენიმე მსხვერპლი. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. მდგრადი მშვიდობის ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან არის. ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ აღმოფხვრილი. მდივანი ბლინკენი გამუდმებით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, სასაზღვრო შეტაკება ილჰამ ალიევის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან ხუთი დღის შემდეგ მოხდა. ამასთან, ბოლო თვეების განმავლობაში, დროში გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, ეს პირველი ასეთი შეტაკებაა. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: ვაშინგტონი გააგრძელებს ერევნისა და ბაქოს პოზიციების დაახლოების ძალისხმევას

აშშ გააგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების დაახლოების მცდელობას, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობა მიუთითებს დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე.   „არ მსურს რაიმე კონკრეტული ქმედების შესახებ სპეკულირება, ამიტომ, ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ მხარეების გაეთიანების მცდელობის გზას,“ - დასძინა ო'ბრაიენმა.   მეთიუ მილერი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებზე: ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გადადგა, მისი მოადგილე კორუფციის ბრალდებით ორი კვირის წინ დააკავეს

სომხეთში თანამდებობიდან გადადგა ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან ქერობიანი მას შემდეგ, რაც მისი მოადგილე და სხვა პირები ორი კვირის წინ, კორუფციის ბრალდებებით დააპატიმრეს. ქერობიანმა თქვა, რომ თუ ბრალდებები დადასტურდება, პასუხისმგებლობას ისიც იკისრებს, თუმცა მის გადადგომას აღნიშული პირების დაკავებას არ უკავშირებს. ქერობიანმა თავისი ნაბიჯი დეტალების დაკონკრეტების გარეშე, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან უთანხმოებას დაუკავშირა. მან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. საგამოძიებო კომიტეტმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ გამოძიებას განაგრძობს და შესაძლოა, კორუფციაში ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.  

ფაშინიანი: აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შიშობს, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ერევანი სთავაზობს ბაქოს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის დროს გამოყენებული იყოს საბჭოთა პერიოდის რუკები და ამ ხაზებიდან შეიარაღებული ძალები გაყვანილი იყოს. მაგრამ, ფაშინიანის თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს და დროდადრო აყენებს საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული 4 ანკლავის საკითხს. ამასთან, არაფერს ამბობს, იმაზე, რომ დღეს აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ  სომხეთის 30 სოფლის ტერიტორიაა. მისი თქმით, სომხეთი თანახმაა საზღვრების დელიმიტაციაზე ან ამ პროცესის ლოკალურად განხორციელებაზე, საზღვრის ნაწილებად დაყოფით. „მაგრამ აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, თავს არიდებს ამ ვარიანტს. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შეიძლება, არსებობდეს ამის ერთი მიზეზი - დაიწყოს საბრძოლო მოქმედება საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის, ფართომასშტაბიან ომში გადაყვანის პერსპექტივით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის თქმით, 13 თებერვალს, „აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების შედეგად სიუნიქის ოლქის კაპანის თემის ნერკინ ჰანდის მონაკვეთზე სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას 4 ჯარისკაცი დაიღუპა.“ „საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 12 თებერვალს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამ განცხადების შემდეგ სომხეთის სამხედრო პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება, რადგან არსებობს თავდაცვის მინისტრის მკაფიო ბრძანება, არ დაუშვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და პროვოკაციებზე აყოლა. ამის მიუხედავად, მეორე დილით აზერბაიჯანმა მასიური ცეცხლი გაუხსნა აღნიშნულ პოზიციებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დავკარგეთ. მოვლენების აღწერა გვიჩვენებს, რომ აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება,“ - განაცხადა ფაშინიანმა.  

მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს

საფრანგეთი გააგრძელებს სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის განვითარებას თავდაცვის სფეროში. საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა თავდაცვის ტექნიკის მიწოდებაზე, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი ვალდებულებების შესაბამისად მუშაობას ამ სფეროში და მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს რაიმე ესკალაცია,“ - განაცხადა მაკრონმა. მანვე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს. „აქაც ჩვენ პროგრესს ვაღწევთ სუვერენიტეტისა და ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. გაძლიერდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტაბილურობას, მიუკერძოებელ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებისთვის და დაუცველი მოსახლეობის უსაფრთხოებას სამხედრო საკონტაქტო ზონებში. სომხეთმა ასევე უნდა ისარგებლოს მშვიდობის ევროპული ინსტრუმენტებით. ევროკავშირს და სომხეთს სურთ ახალი პარტნიორობის გრაფიკი,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

მაკრონი ფაშინიანთან შეხვედრაზე: ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრამდე გავრცელებული განცხადებებიდან ირკევა, მხარეებმა „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ დისკუსიებზე ისაუბრეს.“ მაკრონმა შეაქო ფაშინიანის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელსაც ალიევი აკრიტიკებს. „სიუნიქში ბოლოდროინდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ესკალაციის საფრთხე რეალური რჩება. საფრანგეთი წუხს, რომ 12 თებერვალს სროლის შედეგად აზერბაიჯანელი დაიჭრა, რაც ასევე სრული გამჭვირვალობით მიიღო სომხეთის ხელმძღვანელობამ, მაგრამ საფრანგეთი სინანულს გამოხატავს აზერბაიჯანის არაპროპორციული საპასუხო დარტყმის გამო, რის შედეგადაც, სომხურ მხარეს ოთხი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. საფრანგეთი გააგრძელებს მცდელობებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემით. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების შესრულებისკენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირებმა, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი 2023 წლის 19 სექტემბრიდან და რომელთაც სურთ დაბრუნდნენ, შეძლონ ამის გაკეთება უსაფრთხოდ, შეუფერხებლად და სწრაფად. ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდობის, ინტეგრაციისა და თანამშრომლობის რეგიონი და აუცილებელია საკომუნიკაციო არხები იყოს ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორები და არა დაყოფა. მე ვიმყოფებოდი ცენტრალურ აზიაში და მსურს, განვითარდეს საკომუნიკაციო კავშირები ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. და მივესალმები თქვენს "მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივას ამ საერთო ამბიციაში,“ აღნიშნა მაკრონმა. თავის მხრივ, ფაშინიანმა მაკრონი სომხეთში ვიზიტით მიიწვია. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ დინამიკურ ეტაპზეა. ჩვენი კავშირები ღრმავდება ეკონომიკის სფეროში, ჩვენი კავშირები ღრმავდება პოლიტიკურად. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა თქვენს წვლილს სომხეთის ირგვლივ ხელსაყრელი გარემოს შექმნაში. თქვენ ახსენეთ ოთხმხრივი შეხვედრა პრაღაში, 2022 წლის 6 ოქტომბერს, სადაც, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედის პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრინციპების დაცვის შემთხვევაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ნამდვილად მიღწევადი და რეალურია. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ერთგულებას მიღწეული შეთანხმებების მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადაგიხადოთ სომხეთის გამძლეობისთვის მხარდაჭერისთვის. თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, ჩვენ დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ არის კრიტიკა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ვთქვი, აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას. და ამ თვალსაზრისით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ვერავის შეშფოთებას ვერ გამოიწვევს, რადგან ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების დაცვა. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ დინამიკურ ფაზაში. და აქვე მინდა ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენ მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის,“ აღნიშნა ფაშინიანმა. მაკრონი: საფრანგეთი სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს  

საფრანგეთი 22 თებერვალს სომხეთს თავდაცვითი იარაღის ახალ პარტიას გაუგზავნის: Le Figaro

საფრანგეთი სომხეთში თავდაცვითი იარაღის პარტიას 22 თებერვალს გაგზავნის. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იტყობინება. იარაღის მიწოდებაში შედის ფრანგული წარმოების Ground Maste-ის სამი რადარი (GM 200), რომელიც საშუალებას იძლევა აღმოაჩინოს მტრის თვითმფრინავი 250 კილომეტრის მანძილზე, ასევე ღამის ხედვის მოწყობილობები და ბინოკლები. ამასთან, მხარეებს შორის ხელმოწერილი თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის არმია წელს სომეხი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამთო საბრძოლო მომზადების კურსს ჩაატარებს. სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი 2023 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის საფრანგეთში ვიზიტის დროს მოაწერეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ რადიო RTL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მალე სომხეთს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს პრეზიდენტმა მაკრონმა სომხეთის პრემიერს უმასპინძლა.  

ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია." 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.  

ფაშინიანი: აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმისთვის ემზადება. მისი თქმით, ბაქოს ოფიციალური განცხადებები „დასავლეთ აზერბაიჯანის“ შესახებ ნიშნავს, რომ სომხეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანულად მიიჩნევს. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი პრაქტიკულად არ ცნობს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიურ დონეზე აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ მას არ აქვს თავდასხმის განზრახვა. „ჩვენი ამოცანაა, სამშვიდობო შეთანხმებაში გამოვხატოთ სამი პრინციპი, რომელიც გამოცხადდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამ პრობლემებისა და ოფიციალური ბაქოს განცხადებების გაანალიზებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ, დიახ, სომხეთზე თავდასხმა ძალიან სავარაუდოა,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. 17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა.  

ზელენსკი სომხეთს ეწვევა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას სომხური ტელეარხი Factor TV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო დროდ მარტი სახელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი დადასტურებული არ არის.  

სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე

„თუ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა?“ ამის შესახებ 26 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა გაგიკ მელქონიანმა განაცხადა. კითხვას, როგორ რეაგირებს რუსეთი ამ ვიზიტზე, მელქონიანმა უპასუხა: „ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ რეაგირებს რუსეთი, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გვაინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ,“ განაცხადა დეპუტატმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას სომხური ტელეარხი Factor TV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო დროდ მარტი სახელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი დადასტურებული არ არის.  

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს ბერლინი უმასპინძლებს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების შეხვედრა სავარაუდოდ ამ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ რადიო Azatutyun აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეჰუნ ბაირამოვს ციტირებს. ბაირამოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეფერხდა, თუმცა ტექსტზე მუშაობა გრძელდება და უახლოეს დღეებში ორმხრივი შეხვედრა იგეგმება. „სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 28-29 თებერვალს ბერლინში, მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად გაიმართება“, - განაცხადა თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა.  

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.   თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი სომხეთის თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცა. „მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა. თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს,“ წერს სამინისტრო.

სომხეთის პარლამენტის სპიკერი: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის FSB-ის სასაზღვრო ჯარების ყოფნა უნდა შეწყდეს. „ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ისინი (რუსი მესაზღვრეები - IF) დატოვებენ აეროპორტს,” - აღნიშნა მან. სიმონიანის თქმით, სომხეთს შეუძლია საკუთარი საზღვრების კონტროლი და დაცვა. „ჩვენ თვითონ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი (რუსი მესაზღვრეები - IF) დაიცავენ ჩვენს საზღვრებს," - განაცხადა სომხეთის პარლამენტის ხელმძღვანელმა. კითხვას, განიხილავს თუ არა სომხეთი 102-ე რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას, მან უპასუხა: „ძალიან ჩქარობთ.“ მან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში ერევნის როლზეც ისაუბრა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა წევრობა გაყინა.“ „სომხეთი CSTO-სგან პასუხს ელის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროს შესახებ,“ განაცხადა ალენ სიმონიანმა. „ერთი კითხვა დავუსვით CSTO-ს, რომელიც უპასუხოდ დარჩა, სად არის CSTO-ს პასუხისმგებლობის ზონა, ცნობთ თუ არა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს, რა საზღვრებში შეუერთდა სომხეთი CSTO-ს? - განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს სამშაბათს. ცნობისთვის, 1992 წლიდან რუს მესაზღვრეებს ზვარტნოცის აეროპორტში სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვთ.  

სომხეთი საბერძნეთთან სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას ელის

საბერძნეთი იმედოვნებს, რომ სომხეთს დასავლურ ინტეგრაციაში დაეხმარება, მიაჩნია, რომ ერევნის ევროკავშირთან კავშირების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სტაბილურობას კავკასიის რეგიონში. სამშაბათს ათენში თავის სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა იმედოვნებს, რომ ერევანს დაეხმარება დასავლეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სომხეთის ორიენტაციას დასავლეთისკენ. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი, მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ახალი ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობაში," - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ელის საბერძნეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, რადგან ის სამშაბათს ათენში თავის ბერძენ კოლეგას, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. „ჩვენმა თანამშრომლობამ (ევროკავშირთან) უკვე მოიტანა შედეგი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგები უფრო თვალსაჩინო გახდება უახლოეს მომავალში,“ - განაცხადა თავის მხრივ, ფაშინიანმა.  

ОДКБ სომხეთს უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) საფრთხეს უქმნის ერევანს. „CSTO, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთის წინაშე, პირიქით, ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს. და ეს პოზიცია, მე გულწრფელად ვამბობ, არის საფრთხე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“ - ციტირებს სომხური საინფორმაციო სააგენტო ფაშინიანს. „ჩვენ დავუსვით შეკითხვა CSTO-ს და დღემდე პასუხი არ მიგვიღია. და ამ კითხვაზე პასუხის არარსებობა, ჩვენი აზრით, საფრთხეს უქმნის სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. კითხვა ძალიან მარტივია: რა არის CSTO-ს პასუხისმგებლობის სფერო სომხეთის რესპუბლიკაში? და ეს კითხვა გაჩნდა 2021 წლის მაისის, 2021 წლის ნოემბრის, 2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ამ გარემოებიდან გამომდინარე, CSTO, მიუხედავად თავისი ვალდებულებისა, რომლის მიხედვითაც, მას ადეკვატური პოზიცია და პასუხი უნდა ჰქონოდა, აკეთებს ზუსტად საპირისპიროს. ახლა კი დე ფაქტო გავყინეთ და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, დე იურე უნდა გავყინოთ (წევრობა). კიდევ რა შეიძლება, გაკეთდეს? - განაცხადა ფაშინიანმა. მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა. მან რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია." 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.  

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მოლაპარაკებებს განაგრძობენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებს დღეს ბერლინში გააგრძელებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ბადალიანმა დასძინა, რომ 28 თებერვალს ბერლინში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბარბოკს შორის. განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. „ბერლინში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით გაგრძელდა მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. დისკუსია გაგრძელდება 29 თებერვალს, როგორც შეთანხმებული იყო," - აღნიშნა მან. როგორც სომხური მედია წერს, სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე მირზოიანმა ცალკე შეხვედრა გამართა ბერბოკთან. მისივე ცნობით, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, ასევე, იმავე დღეს ბერლინში ორი ქვეყნის მინისტრების მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიების მიმდინარეობას. „მიუნხენში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, გერმანიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბერბოკმა გამოაცხადა ორი ქვეყნის თამამი ნაბიჯების შესახებ. ოთხშაბათს, 28 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მიიღო ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ათწლეულის მანძილზე კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის ფარგლებში. წერს თავის მხრივ, DW. `ახლა არის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა,“ განაცხადა ბურბოკმა. ორივე მხარემ უკვე გადადგა გაბედული ნაბიჯები წარსულის უკან დასატოვებლად, აღნიშნა მან. ორდღიანი მოლაპარაკებების გახსნისას ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა მოითხოვს "ნამდვილ ერთგულებასა და მონდომებას" და რომ კავკასიის ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა "დადებით გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის საზღვრებს მიღმა" და "გახსნის გზას უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისკენ სამხრეთ კავკასიაში.“  

სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე

განახლება: სომხურმა მედიამ სიახლის შინაარსი შემდეგი ფორმულირებით შეცვალა: „სომხეთი მზადაა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის.“ რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მისი თქმით, სომხეთმა უნდა იფიქროს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი გახდეს. სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს. განაცხადა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.  მზად არის თუ არა სომხეთი, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი, სიმონიანმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ. ჩვენ კი იმ მიმართულებით წავალთ, რომელიც უდიდეს უსაფრთხოებას მოგვიტანს.“ კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთი ცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ასეთ საკითხებში აჩქარება არ არის საჭირო. „ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს დემოკრატიის უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ბევრ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრები. ჩვენ არ ვამბობთ ამას, ამას ჩვენი ევროკავშირის პარტნიორები ამბობენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. მაგრამ არ მინდა ვიჩქარო. სახელმწიფოს შემთხვევაში არ არის კარგი, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა,“ - დაასკვნა სიმონიანმა. სიმონიანმა უკმაყოფილება გამოხატა სომხეთის მოკავშირის მიმართ, ისაუბრა CSTO-ზე და უსაფრთხოების უფუნქციო სისტემაზე. თავის მხრივ, ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა მოუწოდა ევროკავშირს შეიმუშაოს ეტაპობრივი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთთან დაახლოებას, მათ შორის, რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „გაერთიანების ამოცანაა, ადეკვატური პასუხი გასცეს სომხეთისა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს,“ - აღნიშნა მან. განახლება: სომხურმა მედიამ სიახლის შინაარსი შემდეგი ფორმულირებით შეცვალა: „სომხეთი მზადაა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის.“  

ერევანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

სომხურმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ახალი დარღვევა დააფიქსირა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს განაცხადა. „დარღვევის შესახებ ინფორმაცია 26 თებერვალს მიიღეს და დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაგზავნა მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, როდესაც დეპუტატის შეკითხვას უპასუხა. მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა დარღვევებზეა საუბარი და განაცხადა, რომ სომხეთი „არ შეიძლება, ტოლერანტული იყოს იმ გადაცემების მიმართ, რომელთა შინაარსმა შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს სახელმწიფოსა და ხალხის ღირსება.“  

ერევანმა მოსკოვს წერილობით აცნობა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ

სომხეთმა რუსი მესაზღვრეების მიერ ერევნის აეროპორტის დატოვება ოფიციალურად მოითხოვა. ერევანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთს ზვარტნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. გრიგორიანის თქმით, ხელისუფლების პოზიციაა, რომ აეროპორტში სომხეთის სასაზღვრო ჯარებმა უნდა იმსახურონ. მისივე განმარტებით, სომხეთს შეუძლია ამის გაკეთება. სომხეთის პარლამენტის სპიკერი: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესაძლებლობას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მანამდე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.   

სომხეთმა საბერძნეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმება დაამტკიცა

ხუთშაბათს კაბინეტის სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ საბერძნეთის მთავრობასთან სამხედრო-ტექნიკიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ამ შეთანხმების დებულებები განსაზღვრავს ორ მხარეს შორის თანამშრომლობის მიმართულებებს; კერძოდ, ახალი ტექნოლოგიებისა და სამხედრო პროდუქტების კვლევის ხელშეწყობა, თანამშრომლობა განვითარებასა და წარმოებაში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით — და მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა, ტექნოლოგიების გადაცემა და ტექნიკური მხარდაჭერა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას საბრძოლო მასალის წარმოებაში, სამხედრო აღჭურვილობისა და მათი წარმოების კვლევების ჩატარებას, მათი წარმოებისთვის ერთობლივი ორგანიზაციების შექმნას. შეთანხმება ითვალისწინებს ტექნიკურ-სამხედრო თანამშრომლობის საშუალებებს, მათ შორის ტექნიკური პერსონალის მომზადებას და მესამე ქვეყნებში წარმოებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას. ასევე, დაგეგმილია სომხურ-ბერძნული კომისიის შექმნა ამ შეთანხმების განხორციელებისა და ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.  

სომხეთი ევროპოლში მეკავშირე ოფიცერს გზავნის

სომხეთს ევროპოლში (ევროპის პოლიციის სამსახური) მეკავშირე ოფიცერი ეყოლება. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმით, პირდაპირი კონტაქტი დამყარდება როგორც ევროპოლთან, ასევე ევროპოლში გაგზავნილ მეკავშირე ოფიცრებთან ევროპოლის წევრი ქვეყნებიდან. დოკუმენტს ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი. შესაბამისი გადაწყვეტილების განმარტებაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ხელშეკრულება სომხეთის ძალოვან უწყებებსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის დამყარების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში.  

ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს”, საფრანგეთი დაადანაშაულა, რომ ის „ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.“ „საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკით, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიას,” – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას. ალიევმა აღნიშნაა, რომ საფრანგეთი „სეკულარიზმის საფარქვეშ” იღებს კანონმდებლობებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ მუსლიმთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. „ამ ქვეყანაში მეჩეთები, მუსლიმური კულტურული ცენტრები და სასაფლაოები ექვემდებარება სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას და მუსლიმი მოქალაქეების შევიწროებას,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეები გაიყვანოს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ერევნის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს. „სომხურმა მხარემ აცნობა (რუსულ მხარეს), რომ მას (აღარ სჭირდება) აეროპორტში რუსების სასაზღვრო სამსახური, რა თქმა უნდა, მადლობა რუსულ მხარეს,“ - განაცხადა მირზოიანმა 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან განმარტა, რომ მოთხოვნა რუსული კონტინგენტის გასვლის შესახებ, მხოლოდ აეროპორტში დისლოცირებულ მესაზღვრეებს ეხება. ერევანმა მოსკოვს წერილობით აცნობა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ სომხეთის პარლამენტის სპიკერი: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: განვიხილავთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას

ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განაცხადა. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხიც განიხილება. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოსახლეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების მშენებლობის დემოკრატიული გზა აირჩია. „ამ გზაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებს და ინსტიტუციურ ცვლილებებს. და, ზოგადად, მნიშვნელოვანია მაქსიმალური დივერსიფიკაცია და პარტნიორებისა და მოკავშირეების წრის გაფართოება. ამრიგად, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ მივდივართ, მნიშვნელოვნად ვაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან და აშშ-სთან, ამასთანავე ვინარჩუნებთ ტრადიციულ კავშირებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაშენებთ თვისობრივად ახალ ურთიერთობებს ინდოეთთან და ა.შ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს პრიორიტეტს - ნორმალიზებას და, პირველ რიგში, მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მოკლე აღწერა,“ - განაცხადა მირზოიანმა ინტერვიუში, რომლის ტექსტიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. კითხვას, ფიქრობს თუ არა სომხეთი ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანებაზე და შესაძლებელია თუ არა ეს უახლოეს მომავალში მოხდეს, არარატ მირზოიანმა უპასუხა: „ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, სომხეთში ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სერიაში ევროკავშირის წევრობის იდეაც არის. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გავდივართ პროცესს და ვნახოთ, როგორი დასრულდება ეს პროცესი, რასაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს.“ მირზოიანის თქმით, სომხეთს საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები აქვს, ვაშინგტონთან ჩამოყალიბდა სტრატეგიული დიალოგი, რომლის ფარგლებშიც განიხილება ახალი მიმართულებები. „იგივე შემიძლია, ვთქვა ევროკავშირზე. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ ვიყურებით ამ შეთანხმების მიღმა. ჩვენ განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციას და რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ ჩვენს ურთიერთობებში. პირველად ისტორიაში ევროკავშირი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთო. როგორც იცით, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აკონტროლებს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განთავსების შემდეგ, საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და ვხედავთ, რომ მისიამ სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყო,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა TRT World-თან ინტერვიუში.  

ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), თუ არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ შეკითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ფაშინიანის თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია. „ჩვენ გვაქვს შეკითხვა: სამშვიდობოები ნეიტრალური მხარეა და ОДКБ ჩვენი ორგანიზაციაა. აქ წარმოიქმნება შეუსაბამობები, თუ სომხეთის სუვერენული ტერიტორია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის „წითელი ხაზია“, მაშინ აჩვენეთ, რა არის თქვენი გაგებით სომხეთის სუვერენული ტერიტორია. ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა მათ არ უჩვენებიათ სომხეთის სუვერენული ტერიტორია. დღეს ეს საკითხი „მაგიდაზეა“. თუ ОДКБ ამ კითხვას უპასუხებს და პასუხი ჩვენს იდეებს შეესაბამება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და ОДКБ -ს შორის არსებული საკითხები მოგვარებულია, ყველა შემდგომი შედეგით. თუ არა, მაშინ სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, ვერ გეტყვით, როდის,“ - განაცხადა ფაშინიანმა.  

ევროპარლამენტი სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვას ითხოვს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის რეკომენდაციით გამოდის. რეზოლუციის მიღებას მხარი ევროპარლამენტის 504-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.  რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები კონკრეტულად გამოდიან რეკომენდაციით, რომ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა იყოს განხილული. „თუ სომხეთი დაინტერესდება კანდიდატის სტატუსის მიღებით და გააგრძელებს სტაბილური რეფორმების გზას, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება,  ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი გახდეს,“ - ნათქვამია ევროპარლამენტის დეპუტატების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში. ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიასა და საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთის სურვილს, გაზარდოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, არამხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ, პოლიტიკური დიალოგის, ხალხთა შორის კონტაქტების, სექტორული ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროში. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე  

ალიევი: სომხეთთან მშვიდობის მიღწევასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ ბაქო ახლა ისე ახლოსაა ერევანთან მშვიდობის მიღწევასთან, როგორც არასდროს. „ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა ბაქოს XI გლობალური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზად არის, გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან, რადგან დადგა დრო, რომ რეგიონში არასტაბილურობა დასრულდეს. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. გასული წლის 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

ბაქო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას ხვალ უმასპინძლებს

15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ  სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე. სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას ისაუბრა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება  

ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს

შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა ხოლმე დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში -სამხრეთ კავკასიაში,“ - განაცხადა პრემიერმა.  

პიტერ სტანო: სომხეთს შეუძლია, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთოს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ სომხეთს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება. მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი ქვეყანა წარადგენს განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მას განიხილავენ წევრი ქვეყნები და შემდეგ ისინი იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. „ქვეყნებს აქვთ უფლება, იბრძოლონ თავიანთი ხალხის უკეთესი მომავლისთვის. მათ თავისუფლად შეუძლიათ, გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ ასეთი მომავალი. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თითოეულმა ევროპულმა ქვეყანამ – მისმა ხალხმა და მთავრობამ – უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება,“ – განაცხადა პიტერ სტანომ. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე  

სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს მოაწერს ხელს

სომხეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ დოკუმენტს ამუშავებს, რომლის ხელმოწერა ივლისისთვის იგეგმება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარირ ხოჰანისიანმა ეროვნული ასამბლეის ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „თუ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება სრულად განხორციელდება, ჩვენ ნამდვილად გვექნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მუშავდება თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და ახალი პროგრამები, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ფაქტების დამდგენი მისიის შედეგად გაჩნდა. ახლა, ამ ორ პროცესთან და ჩვენი პოლიტიკური დაახლოების გამოხატულებასთან ერთად, მუშავდება ახალი დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოსა და სხვა სამუშაო დონეზე. ჩვენ ველოდებით, რომ მაისში მივიღებთ ახალ პროექტს, რომელიც, სავარაუდოდ, ივლისში უნდა იყოს მიღებული,“ - განაცხადა იოჰანისიანმა. პიტერ სტანო: სომხეთს შეუძლია, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთოს  

ომის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყო - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ტავუშის რეგიონის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრისას ისაუბრა, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, რათა თავიდან აიცილოს ომი. ფაშინიანის თქმით, ეს პროცესი პრაქტიკულ ეტაპზე გადადის. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სპეციალური კომისიები უნდა წავიდნენ და გადაწყვიტონ, სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა და ეს უნდა გახდეს სახელმწიფო საზღვარი. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა რადიო „აზათუთიუნს“ განუცხადეს, ნიკოლ ფაშინიანმა არ გასცა მკაფიო პასუხი საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთათვის შემაშფოთებელ კითხვებზე, მაგრამ პირობა დადო, რომ ყველა მათი შეფასება იქნება გათვალისწინებული.   

30 მარტიდან რუსული „მირის“ ბარათების გამოყენებას სომხეთის თითქმის ყველა ბანკი შეწყვეტს - მედია

30 მარტიდან სომხეთში რუსული „მირის“ საბანკო ბარათები აღარ მიიღება, „ვითიბი-ს„ სომხური შვილობილი კომპანიის ინფრასტრუქტურის გარდა. ამის შესახებ RBC VTB სომხეთის წარმომადგენელსა და რუსეთის გადახდის ბაზარზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. RBC-ის ცნობით, Mir ბარათები შეწყვეტენ ფუნქციონირებას სომხეთის ყველა ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში. რუსეთის ბანკმა და Mir გადახდის სისტემის ოპერატორმა (NSPK) განაცხადეს, რომ თითოეული ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას ბარათების დამოუკიდებლად მიღების შესახებ და მათი მხრიდან არ არსებობს შეზღუდვები ბარათების გამოყენებაზე. 2024 წლის თებერვალში, NSPK აშშ-ის სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დაექვემდებარა.  ორგანიზაციების თანამშრომლობამ სანქცირებულ კომპანიასთან შესაძლოა, გამოიწვიოს მეორადი სანქციების დაწესება თავად ამ ორგანიზაციების მიმართ. NSPK 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო სანქციების დაწესების შემდეგ შეიქმნა, რაც საერთაშორისო გადახდის სისტემებიდან ბარათების გათიშვის შემთხვევაში ფუნქციონირებას გულისხმობდა. პირველი ბარათები 2015 წელს გამოვიდა. სომხურმა ბანკებმა მათი მიღება 2017 წელს დაიწყეს. გარდა სომხეთისა, Mir ბარათების გამოყენება შესაძლებელია ყაზახეთში, ბელორუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ვიეტნამში, ვენესუელასა და კუბაში. ამერიკული სანქციების შემოღების შემდეგ, მათ Mir ბარათების მიღებაზე უარის თქმა დაიწყეს.  

ფაშინიანმა პუტინს „რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.„ძვირფასო ვლადიმერ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თქვენს საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს გისურვებთ,“ – ნათქვამია ფაშინიანის გზავნილში.მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთისა და რუსეთის ხალხების საკეთილდღეოდ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში დიალოგი განვითარდება.“   დასავლეთი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არასამართლიანს უწოდებს.  

ირაკლი კობახიძე დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. „დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.  

ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღო. სომხური მედიის ცნობით, მხარებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობები. „დღეს მე და ჩემს კოლეგას გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორცილებისთვის. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა," – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. იანვარში, თბილისში სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მე-13 შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ფაშინიანის თქმით, ეს განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო განვითარების ამბიციურ პერსპექტივას, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს. უწყებებს დავავალებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად - ფაშინიანი თბილისში  

სომხეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვადიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს მოქალაქეთა მისაღებს; საოფისე, საკონფერენციო სივრცეებს. შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებულია ეთნიკური და კულტურული ელემენტები. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია,“ წერია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს

სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში წვლილის შეტანა სომხეთის რესპუბლიკის პრიორიტეტია, რომლის კონტექსტში მე მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ გამოცემა Kathimerini-თან ინტერვიუში განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს. „პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, მათ შორის, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, საავტომობილო გადაზიდვებს, მილსადენების გაყვანას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ინტერნეტსადენებს, ერთი მხრივ, შავ ზღვასა და მეორე მხრივ, სპარსეთისა და ომანის ყურეს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი, რომელიც საქართველოდან სომხეთში და შემდეგ ირანში მიდის, გაივლის აზერბაიჯანის ნახიჩევანს – ეს რკინიგზა არსებობდა საბჭოთა პერიოდში. არსებობს ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფრთა, რომელსაც შეუძლია, დააკავშიროს კასპიის და ხმელთაშუა ზღვები სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამისთვის აუცილებელია, რომ სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდენენ თურქეთს. ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა.    

სომხეთი არ შეურთდა ОДКБ-ს განცხადებას, რომელიც რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

სომხეთი არ შეუერთდა CSTO-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას, რომელმაც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტი დაგმო. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის პრესმდივანმა ნელი ღულიანმა NEWS.am-ს განუცხადა. „სომხეთმა გაყინა CSTO-ს წევრობა,“ განმარტა სპიკერმა. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. CSTO-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დაგმეს 22 მარტს Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული აქტი. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება  

მედია: სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოს დაუბრუნებს

სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის დასაბრუნებლად ემზადება. ყოველდღიურ სომხურ გაზეთ Zhoghovurd-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი მზად არის, საზღვრების დემარკაცია მოახდინოს არამხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ, საქართველოსთანაც. „ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ ჯილიზას, რომელიც მდებარეობს ალავერდის რაიონში. ეს საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განიხილა. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ. 1996 წლიდან კი, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს,“ წერს მედია. საკითხთან დაკავშირებით მედია ასევე ავრცელებს ფაშინიანის პრესმდივნის კომენტარსაც, რომელიც საქართველოსა და სომხეთის პრემიერების საუბრების დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.   „პრემიერმა თავის განცხადებაში თქვა, რაც მათ განიხილეს. საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის შესახებ განიხილეს დემარკაციის თემა. ზოგადად განიხილეს, რომ დემარკაცია უნდა იყოს,“ ამბობს სპიკერი. ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა      

ფაშინიანი: აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აშკარაა, აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ომის დასაწყებად. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის ხელისუფლებას არასდროს ჰქონია ამბიციები ტავუშის რეგიონის ოთხ სოფელთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ცდილობს, მოძებნოს მიზეზები რეგიონში ახალი ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად. „ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, გზავნილი არის ის, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ აქვს პრეტენზია საერთაშორისოდ აღიარებული, სუვერენული ტერიტორიის გარეთ, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ ნახსენები სოფლების ტერიტორიებზე, სოფელი ყიზილ ჰაჯილი კი დღეს 100 პროცენტით აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვას, თუ სად არის სომხეთის საზღვარი და ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანიც გადადგამს ნაბიჯს ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

მირზოიანი: ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ვაღრმავებთ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის პორტალ Todos Noticias-თან ინტერვიუში მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთს სურს, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები. „ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო, გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობას რეგიონსა და სომხეთის ნაწილში. ახლა ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების დემოკრატიული გზით და ინსტიტუტებით უზრუნველყოფას და ვხედავთ, რომ ამისთვის დასავლეთში კარგი პარტნიორები არიან,“ - განაცხადა მირზოიანმა. სტოლტენბერგის ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ორი კვირის წინ, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.  „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სომხეთი არ შეურთდა ОДКБ-ს განცხადებას, რომელიც რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

აშშ-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა

სომხეთ-ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ინსტრუქტორები სომხეთის თავდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სფეროში გამოცდილების გაცვლის მიმართულებით იმუშვებენ. სწავლება ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულება Zinuzh Media-ის თანამშრომლებთან. პროგრამა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის და გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი ედუარდ ასრიანის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერევნის მთავარი პარტნიორები არიან. მირზოიანი: ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ვაღრმავებთ  

ევროკავშირი სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განიხილავს - ელჩი

ევროკავშირმა და სომხეთმა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა გააძლიერეს და გააუმჯობესეს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა სომხეთში ვასილის მარაგოსმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი რეგიონში ჩართულობას ინარჩუნებს და რეგიონში მშვიდობისა და ნორმალიზაციის ხელშეწყობის სრულად ერთგულია. „სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი განიხილავს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, არალეტალურ მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების არსებითად გასაძლიერებლად - ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში,“ - განაცხადა ელჩმა. მანვე აღნიშნა, რომ სომხეთისა და ევროკავშირს შორის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგი ყალიბდება და სომეხი ხალხის ამბიციაა, ჩამოაყალიბოს დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორობას კიდევ უფრო გაზრდის. „ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, ვიზიარებთ ჩვენს ერთგულებას მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს და მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ ძალიან კონკრეტულ შედეგებს,“ - განაცხადა ვასილის მარაგოსმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს, სომხეთთან პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. „მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში  

აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის რესპუბლიკის მიერ ინიცირებულ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს. ამის შესახენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ლაიენთან სამმხრივი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში განაცხადა. ბლინკენის თქმით, სომხეთისთვის რეგიონული ინტეგრაცია უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაღებია. „ჩვენ ვხედავთ უფრო ინტეგრირებულ სამხრეთ კავკასიას ახალი სატრანსპორტო მარშრუტებით, ენერგეტიკული თანამშრომლობით, ტელეკომუნიკაციებით,“ - განაცხადა ბლინკენმა. მან განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, შესაძლებლობების გაფართოებას და მშვიდობისა და შერიგების მცდელობებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს ძლიერი მომავლის პერსპექტივა რეგიონთან, რომელიც უფრო მეტად ინტეგრირებულია და რომელიც სარგებელს მოუტანს ხალხს, ასევე, ყველა ჩართულ ქვეყანას. „შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს სურთ დაგეხმაროთ ამ გზაზე,“ - აღნიშნა ბლინკენმა. „ჩვენ ვიზიარებთ სომეხი ხალხის ხედვას მომავლის შესახებ, გვსურს, სომხეთმა დაიკავოს თავისი ადგილი, როგორც ძლიერმა, დამოუკიდებელმა ერმა, რომელიც დაკავშირებულია რეგიონთან და მსოფლიოსთან. შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს სურთ, იყვნენ პარტნიორები ამ ძალისხმევაში,“ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისინი აპირებენ, კიდევ უფრო გაზარდონ თავიანთი მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგრადობისადმი, სასურსათო უსაფრთხოებაში, ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციასა და პრემიერ-მინისტრის მიერ დასახულ სხვა პრიორიტეტებში ინვესტიციებით. მან აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მთიანი ყარაბაღიდან დევნილი 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხის მხარდაჭერას. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა ალიევი თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, ფაშინიანის მიერ წარდგენილ პროექტს პიარ კამპანიას უწოდებს ფონ დერ ლეიენმა თავის მხრივ, ასევე მხარი დაუჭირა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ უარყო. აზერბაიჯანის მთავრობა ცდილობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი საავტომობილო და სარკინიგზო კავშირის შექმნას, რომელიც სომხეთის სამხრეთით გაივლის, საუბარია ზანგეზურის დერეფანზე. აზერბაიჯანი, რომელიც ბუნებრივი გაზის მთავარი ექსპორტიორია ევროკავშირში, სამმხრივი შეხვედრის გამართვის წინააღმდეგი იყო. მოლაპარაკებების დაწყებამდე ფონ დერ ლაიენი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და ცდილობდა დაერწმუნებინა ის ბრიუსელის შეხვედრების გაგრძელებაში - "განახლებადი ენერგიის, სატრანსპორტო კავშირების, ენერგოუსაფრთხოების და სხვა საკითხების მიმართულებით.“ დღესვე სამმხრივი სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, „ახალი და ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგის“ ფარგლებში, 270 მილიონ ევროს გამოყოფს სომხეთისთვის, ბიზნესისა და ინდუსტრიის მხარდასაჭერად. „ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს სომხეთის ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად, რაც მათ შოკებისადმი უფრო გამძლეს გახდის,“ დასძინა ლაიენმა და განმარტა, რომ თანხები გამოიყოფა ელექტრიფიკაციისა და განახლებადი ენერგიის ახალი პროექტებისთვის. როგორც Politico წერს, ეს ნაბიჯი მას შემდეგ იდგმება, რაც სომხეთი მის ყოფილ მოკავშირესთან, რუსეთთან კავშირების გაწყვეტაზე მუშაობს. მეზობელ აზერბაიჯანთან გამწვავებული დაპირისპირების ფონზე, სომხეთმა ფაქტობრივად შეაჩერა თავისი წევრობა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ CSTO-ს სამხედრო ალიანსში. ერევანმა აშშ-ის ჯარები ქვეყანაში წვრთნების ჩატარების მზინით მოიწვია, გაუგზავნა დახმარება უკრაინას და თავადაც ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას. ევროპარლამენტი სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვას ითხოვს ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში. „ჩვენ მივესალმებით სომხეთის ძალისხმევას დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების მიმართულებით,“ - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის ფარგლებში. „მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში  

ლაიენი: გავაგრძელებთ ინვესტირებას სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს “მოხარული ვარ სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრას ვუმასპინძლო. პირობას ვასრულებთ, რომელიც გასულ ოქტომბერს დავდეთ. პირობა, რომ მხარში დავუდგეთ სომხეთს და ამავდროულად, პირობა, რომ ჩვენი პარტნიორობის მომავლისთვის ხედვა დავსახოთ და დღეს ამაზე ვისაუბრებთ. ეს ხედვა ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება სომხეთისთვის გამძლეობისა და ზრდის გეგმით. 270 მილიონი ევრო გრანტებით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ინვესტირებას გავაკეთებთ, რომ სომხეთის ეკონომიკა და საზოგადოება უფრო ძლიერი და შოკებისადმი უფრო გამძლე გავხადოთ. მხარს დავუჭერთ თქვენს ბიზნესებს, თქვენს ტალანტებს, განსაკუთრებით, თქვენს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა მათ დაეხმაროთ ზრდაში, ინოვაციებსა და ახალი ბაზრებისადმი წვდომაში. ინვესტირებას მოვახდენთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მაგალითად, შავი ზღვის ელექტრო კაბელში, რომელიც შესაძლებლობებით სავსე ტრანსმისიის გზაა. მას განსაკუთრებით შეუძლია სუფთა, განახლებადი ენერგიის ევროპაში მიტანა. მზად ვართ, მას მხარი დავუჭიროთ. პარალელურად, გავაგრძელებთ ინვესტირებას სომხეთის განახლებადი ენერგიის წარმოებასა და საქართველოსთან უკეთეს ურთიერთკავშირებში. ჩვენ ასევე ვიკვლევთ ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტს, თუ/როცა ამის საშუალება იქნება. ამ კონტექსტში მივესალმები სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება სომხეთის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ „არსებული გამოწვევების მიუხედავად“ განახორციელა. „ასევე მივესალმები იმ ზომებს, რომლებიც სომხეთმა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად მიიღო. განსაკუთრებით, რათა უზრუნველეყო, რომ ლეტალური აღჭურვილობა და ტექნოლოგიები რუსეთის სამხედროების ხელში არ აღმოჩნდება. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს მზარდი თანხვედრა აქვთ ღირებულებებსა და ინტერესებში,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით - ფაშინიანი თბილისში

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სომხეთში ჩადის

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ვიზიტი 8 აპრილს შედგება. ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს  

USAID სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, $8,6 მლნ-ს გამოყოფს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასურსათო უსაფრთხოების სტაბილიზაციაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწემ ერინ მაქიიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახალი 8.6 მილიონი დოლარის პროგრამა გააუმჯობესებს სომხეთის ხელმისაწვდომობას განახლებად ენერგიაზე და ის ხელს შეუწყობს ინტეგრაციის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, საგანგებო დაგეგმვა საშუალებას მისცემს სომხეთს, სისტემატურად უპასუხოს მიწოდების შეფერხებებსა და გაზარდოს ენერგოეფექტურობა. ეს დაფინანსება ასევე გააძლიერებს სომხეთის, უნარს უკეთ გაუმკლავდეს კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში,“ - აღნიშნა მაქიიმ.  

ფაშინიანმა ევროპის საბჭოს გენმდივანს უმასპინძლა და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება დაუდასტურა

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა სომხეთში რეფორმების განხორციელებისადმი ევროპის საბჭოს მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ დაადასტურა. შესაბამისი ინფორმაცია სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდზე განთავსდა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენმდივანი სომხეთში ვიზიტით იმყოფება. „სომხეთი თავისი დემოკრატიითა და ფასეულობებით ამტკიცებს, რომ ის ერთგულია იმ დღის წესრიგისადმი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შენარჩუნებას, მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოების სტაბილურობას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის რაც შეიძლება მალე დამყარდეს და გაგრძელდეს, ” - აღნიშნა COE– ს გენერალურმა მდივანმა. ბურიჩი ქვეყნის პრემიერ ფაშინიანსაც შეხვდა. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დღეს, ერევანში. „COE გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას რეფორმირების პროცესში,” - აღნიშნა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ასევე შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის თემები, მათ შორის, რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში. ასევე რეგიონული სტაბილურობის საკითხები. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასევე შეეხნენ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.   „ამ კონტექსტში, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის შესაბამის ძალისხმევას - მინისტრი ხაზს უსვამს ატმოსფეროს შექმნის მნიშვნელობას მტრობისგან გათავისუფლებისა და ძირითადი საკითხებისადმი მკაფიო ვალდებულებას. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის მიდგომა აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში ორ მნიშვნელოვან საკითხზე: კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, საზღვრების ხელშეუხებლობა და რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის დაცვას, ასევე საერთაშორისო სამართლის ცნობილ პრინციპებს,“ წერს სომხეთის საგარეო უწყება. რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას, სომხეთის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც 2023-2026 წლებს მოიცავს და ასევე განიხლებოდა ის ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ამ კონტექსტში, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის ვალდებულებას და პოლიტიკურ ნებას. „ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მდიდარ დღის წესრიგში, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს როლს ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ხალხის პრობლემების მოგვარებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფაში,“ წერს ფაშინიანის ოფისი. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკაში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის თქმით, სომხეთისთვის გამოწვევებით სავსე პერიოდში, სომხეთის მთავრობა ეფექტიანად ახორციელებს რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით. „ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ნორმალიზაციის პროცესზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობებზე. ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის "მშვიდობის გზაჯვარედინის" პროექტი და მისი პრინციპები.  ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ "მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესისათვის,“ წერს სომხეთის პრემიერის ოფისი. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ცნობით, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. მან ასევე დაადასტურა ევროპის საბჭოს ნდობის მშენებლობის ზომების (CBMs) განხორციელების შესაძლებლობა, რეგიონში დიალოგის გასაძლიერების ძალისხმევის გასაძლიერებლად. ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს  

ფაშინიანი: ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ერთმანეთს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ  ისტორიული სომხეთი და რეალური სომხეთი არამხოლოდ შეუთავსებელია, არამედ, ხშირად ეწინააღმდეგებიან და სერიოზულ საფრთხესაც კი უქმნიან ერთმანეთს. ფაშინიანი ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობასთან ერთად, დიდი ხნის განმავლობაში ისტორიული სომხეთის ფსიქოლოგიის და ტრადიციების მატარებელი იყო და მხოლოდ 2022 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავარი ფაქტორი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მხოლოდ 2022 წლის სექტემბრის სამხედრო ოპერაციების, კერძოდ, ჯერმუკზე თავდასხმის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა შეიძლება გადამწყვეტი გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მისივე განცხადებით, ამ მომენტიდან დაიწყო მიმდინარე პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური პროცესი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს რეალური სომხეთისა და ისტორიული სომხეთის დელიმიტაციის პროცესი. „ეს პროცესი არ არის იმაზე ადვილი, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. ისტორიული სომხეთი არ აღიარებს რეალური სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ისტორიული სომხეთისთვის შემზღუდველი ფაქტორია. ნებსით თუ უნებლიეთ, ისტორიული სომხეთი გამოძახილს ჰპოვებს მთელ რიგ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ამბიციები რეალური სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიების მიმართ, რადგან რეალური სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, იგივე შემზღუდველი ფაქტორია ამ ქვეყნების მადისთვის,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ს შეხვედრას არ დაესწრება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი არ დაესწრება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წარმომადგენელი მისი კოლეგების შეხვედრას - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დსთ-ის შეხვედრა 12 აპრილს, მინსკშია დანიშნული. სომხეთს რუსეთთან ახლო მოკავშირეობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ბოლო თვეებში ერევანი ამ ალიანსისგან დისტანცირებისთვის დგამს ნაბიჯებს - იმ ფონზე, როცა, გავრცელებული ვარაუდით, მის გულისწყრომას იწვევს მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში. დსთ წარმოადგენს მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ დაჯგუფებას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1991 წელს ამოქმედდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით. საქართველომ და უკრაინამ - რუსეთის აგრესიის მსხვერპლმა ქვეყნებმა - დსთ უკვე დატოვეს, მოლდოვამ თავისი დე-ფაქტო მონაწილეობა შეაჩერა და აცხადებს, რომ ორგანიზაციიდან წლის ბოლომდე გეგმავს გასვლას. მირზოიანის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს დსთ-ის შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან. შეხვედრა კონცენტრირებული იყო სომხეთის გამძლეობის გაღრმავებაზე და მისი რუსეთზე მძლავრად დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე.  

ინდოეთმა სომხეთში სამხედრო ატაშე პირველად დანიშნა

ინდოეთი სამხედრო ატაშეებს ათ ახალ ქვეყანაში გზავნის. პირველად სამხედრო წარმომადგენელი სომხეთშიც დაინიშნება. როგორც სომხური მედია ინდურ რესურს PTI-ზე დაყრდნობით წერს, ინდოეთი მთავარ აქცენტს აფრიკის ქვეყნებზე აკეთებს. „ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალ პოზიციებზე. მომდევნო ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანაში 10 ახალი სამხედრო ატაშე გაიგზავნება, სადაც განსაკუთრებული აქცენტი იქნება იარაღის ექსპორტიორ ქვეყნებზე.“ - განაცხადა გამოცემის თანამოსაუბრემ. როგორც სომხური მედია წერს, ინდოეთმა სომხეთთან უკვე შეათანხმა, ამ ქვეყნოსთვის Pinaka-ს ტიპის მრავალლულიანი სარაკეტო გამშვები მოწყობილობების, Akash-ის მოკლე რადიუსის საზენიტო სარაკეტო სისტემისა და რამდენიმე სხვა ინდური წარმოების იარაღის მიწოდება. „ეს პირველი შემთხვევაა, როცა სომხეთში სპეციალურად სამხედრო ატაშე ინიშნება,“ - ხაზგასმით აღნიშნა წყარომ. ინდოეთის ახალი სამხედრო წარმომადგენლები ასევე გაიგზავნებიან ჯიბუტიში, კოტ-დ'ივუარში, მოზამბიკში, პოლონეთში, ტანზანიაში, ფილიპინებსა და ეთიოპიაში.  

USAID აშშ-სომხეთის ვაჭრობის განვითარებისთვის დამატებით, $33 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკაში თავისი ინვესტიციები გააორმაგა. „ეს მოიცავს ქალთა და ახალგაზრდების ტრენინგს სამუშაო ადგილზე, რათა ისინი უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ ახალ ეკონომიკაში,“ განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა. USAID-მა ასევე იმუშავა სომხეთის მთავრობასთან იმ ახალი რეგულაციების მისაღებად, რომლებიც აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს მათი იმპორტისა და ექსპორტის გასაძლიერებლად.  პაუერის განმარტებით, აშშ-სა და სომხეთს შორის ვაჭრობის ზრდა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 17%-ს შეადგენს. პაუერმა დასძინა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა სომხეთის პრემიერ-მინისტრისთვის, რომ USAID აპირებს დამატებით $33 მილიონის ინვესტირებას ამ მნიშვნელოვანი პროგრესის გასაუმჯობესებლად. „შეერთებული შტატები, USAID და ამერიკელი ხალხი მოწოდებულნი არიან, დაეხმარონ სომხეთს იმის დემონსტირებაში, რომ რომ დემოკრატია ნამდვილად მუშაობს. ფაშინიანმა ევროპის საბჭოს გენმდივანს უმასპინძლა და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულება დაუდასტურა ცნობისთვის, ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს  

სომხეთი და საქართველო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოს განახლებაზე შეთანხმდნენ - ერევანი

სომხეთისა და საქართველოს მთავრობებმა მიაღწიეს შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოების განახლების შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა. „ამჟამად ორივე ქვეყანამ გადახედა სადემარკაციო კომისიების შემადგენლობას, მაგრამ შეხვედრა ჯერ არ შედგა. ორივე მხარე ასრულებს გარკვეულ "საშინაო დავალებას". ვიმედოვნებთ, რომ პირველი შეხვედრა არ გადაიდება,“ - განაცხადა კოსტანიანმა. ამ პროცესის ფარგლებში სომხეთიდან საქართველოსთვის ტერიტორიის შესაძლო გადაცემის შესახებ კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოხდება საზღვრის დელიმიტაცია, რომლის რომლის მიზანია 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის საფუძველზე ყველა მეზობლთან საზღვრის აღდგენა. მედია: სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოს დაუბრუნებს ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა  

სამხრეთ კავკასია შეიძლება, გახდეს ახალი სატრანზიტო ჰაბი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის - ფაშინიანის ოფისი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა არაიიკ ჰარუთუნიანმა საექსპერტო კონფერენციაზე „სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: კონცეფციიდან რეალობამდე“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე. სომხური მედიის ცნობით,  ჰარუთუნიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროფესიული პლატფორმა კიდევ ერთი იმპულსი გახდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა უაღრესად აფასებს ექსპერტთა საზოგადოების აზრს და როლს სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრაში. „სომხეთისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ბირთვი არის ღირებულებითი სისტემების მსგავსება, რომელიც გადაჯაჭვულია იდენტურ იდეებთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, კანონის უპირობო უზენაესობის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება. დღის წესრიგში დგას სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის გააქტიურების საკითხი,“ - განაცხადა ჰარუთიუნიანმა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და იმედი გამოთქვა, რომ ეს რეალობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილიზაციას და კეთილდღეობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სომხეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს თბილისის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. „სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ პარტნიორობის სამართლებრივი საფუძველია 2017 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება, რომელმაც შექმნა პარტნიორობის ინსტიტუციური საფუძველი. შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ინიციატივით, შემუშავდა ამ ხელშეკრულების დებულებების განხორციელების საგზაო რუკა. ევროკავშირთან თანამშრომლობამ უკვე შეუწყო ხელი სომხეთში მართლმსაჯულების, საჯარო ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და სხვა რიგ სფეროებში რეფორმების განხორციელებას. ევროკავშირთან ერთად და მისი მხარდაჭერით განხორციელდა რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადის და დივერსიფიკაციას უკეთებს საგარეო პოლიტიკას ახალი კავშირების დამყარებითა და გაღრმავებით, რის შედეგადაც მთავრობა ცდილობს განავითაროს ურთიერთობები როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ მოთამაშეებთან და გააგრძელოს ურთიერთობა ტრადიციულ პარტნიორებთან. სომხეთის რესპუბლიკისთვის კი, მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის, უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა და ახალი პარტნიორობის დამყარება თავდაცვის სექტორში. „შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება მოაქვს ახალ საფრთხეებს და გამოწვევებს, მათ შორის, ჩვენს რეგიონს. ამ თვალსაზრისით, ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ამ გამოწვევებისა და საფრთხეების დასაძლევად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ გამოწვევების, არამედ, ახალი შესაძლებლობების წინაშე დგანან. თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტების გამოვლენა, ეკონომიკური კავშირების გაფართოება, რეგიონში რეალური და გრძელვადიანი მშვიდობის შესაძლებლობა გვიხსნის პერსპექტივებს, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენმა სახელმწიფოებმა და ხალხებმა,“ - განაცხადა ჰარუთუნიანმა. მან გაიხსენა, რომ სომხეთის მთავრობამ წარადგინა პროექტი „მშვიდიბის გზაჯვარედინი“, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, მათ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის იურისდიქციის, თანასწორობისა და ურთიერთგაგების პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონული კავშირების განვითარებას. რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვის მიზნით, პროექტი „მშვიდიბის გზაჯვარედინი“ გულისხმობს გზების, მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების და ინტერნეტ კაბელების სიმძლავრის მნიშვნელოვან გაზრდას შავ ზღვასა და სპარსეთისა და ომანის ყურეებს შორის. „მშვიდიბის გზაჯვარედინის“ კონცეფციის ჩრდილო-სამხრეთი ნაწილი, სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების შემთხვევაში გულისხმობს სარკინიგზო კავშირის შექმნას, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილს შეუძლია, დააკავშიროს კასპიის ზღვა სომხეთის ტერიტორიის გავლით ხმელთაშუა ზღვისა და თურქეთის შავი ზღვის პორტებთან. „დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ქვეყნები ეძებენ ახალ სატრანსპორტო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სამხრეთ კავკასია შეიძლება, გახდეს ახალი სატრანზიტო კერა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. დასასრულს, მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს კონფერენცია გახდება ეფექტიანი პლატფორმა ჩვენს ქვეყნებს შორის საექსპერტო მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლისთვის,“ - აჯამებს ჰარუთუნიანი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა გორ წარუკიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მის ხელმძღვანელობით სტრუქტურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველ პარტნიორებთან, განსაკუთრებით, საექსპერტო წრეებთან თანამშრომლობას. „ჩვენ დაგვევალა დიდი მისია - მივიყვანოთ დიალოგი ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ექსპერტულ წრეებს შორის იმ პოლიტიკური ურთიერთობების დონეზე, რაც დღეს არსებობს სომხეთსა და საქართველოს შორის. ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამას მოწმობს ბოლო წლების აქტიურობა, ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები, ორმხრივი ვიზიტები და მათი გააქტიურება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ამ თვალსაზრისით სავალდებულოა, ამიტომ ჩვენი სამომავლო გეგმები უნდა შეესაბამებოდეს მას,“ - განაცხადა წარუკიანმა.  

სომხეთმა ОДКБ-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო

სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო კომიტეტის სხდომაში არ მონაწილეობდა. 23-ე ასეთი შეხვედრა პარასკევს ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი გერასიმოვის ხელმძღვანელობით  გაიმართა. სომხეთის წარმომადგენელი მონაწილეთა შორის არ იყო. შეხვედრის დროს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში სამხედრო უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება  

ყაზახეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს

ყაზახეთი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზოს მოედანი მოლაპარაკებებისთვის. შესაბამისი განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ასტანა მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის სურვილს, გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება. „ჩვენი მთავარი მიზანია, დავაახლოოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნები და გავხსნათ გზა ურღვევი მეგობრული ურთიერთობებისთვის, მშვიდობისა და სტაბილური განვითარებისთვის”, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებამ, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია რეგიონში. „ჩემს კოლეგას წარვუდგინე უახლესი მოვლენები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და დავადასტურე სომხეთის მთავრობის მზადყოფნა რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებულ სამ პრინციპზე დაყრდნობით. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განხორციელება ალმა-ათის დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, მიღებული 1991 წლის 21 დეკემბერს, ასევე რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

კრემლი ადასტურებს, რომ „რუსეთის სამშვიდობო ძალებმა“ მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან გასვლა დაიწყეს

კრემლმა გამოაცხადა 17 აპრილს, რომ "რუსეთის სამშვიდობო ძალებმა" დაიწყეს მთიანი ყარაბაღის დატოვება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა კონტროლი თავისი რეგიონზე. მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის მედია წერდა, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს პოზიციების დატოვება, რომელიც 2020 წელს დაიკავეს ერევანსა და ბაქოს შორის მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ზავის შედეგად. რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა, რომ „კი, ეს სიმართლეა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. რუსეთმა „სამშვიდობო ძალები“ - ორი ათასი სამხედრო, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ექვსკვირიანი ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში განათავსა. 2020 წლის ომის შედეგად აზერბაიჯანმა რეგიონის და მიმდებარე არეალების დაკავება მოახერხა. ბაქომ ტერიტორიის დაკავება შარშან, სექტემბერში ელვისებური იერიშით დაასრულა, რასაც მოჰყვა კრიზისი - მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თითქმის მთლიანად გასვლა სომხეთში რეპრესიების შიშით. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, სადაც უმრავლესობას სომხური მოსახლეობა წარმოადგენდა და თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მას სეპარატისტული ძალები მართავდნენ. კონფლიქტმა რუსეთს და სომხეთს შორის კავშირები დაარღვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ ერევანმა დე ფაქტო შეაჩერა მონაწილეობა მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ თავდაცვის ალიანსში - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (CSTO), მან არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ „მხარი არ დაუჭირა მის ქვეყანას აზერბაიჯანის აგრესიისას.“ ერევანი ასევე შეუერთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსკოვის სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ერევანი ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის სომხეთში ჩავა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მოლაპარაკებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების გარშემო. ორი ქვეყნის საზღვრისპირა ჯარებს შორის შეტაკებების შესახებ ცნობები ხშირია.  

აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმებას პირველად მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სასაზღვრო კომისიების მე-8 შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა. სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებს. საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაში მდებარე ოთხ სოფელზე, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიღწეულია მოლაპარაკებების მერვე რაუნდზე - ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას შაჰინ მუსტაფაევს შორის, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე, 19 აპრილს გაიმართა. განცხადების თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ დელიმიტაციის პროცესის საწყისი ეტაპი მოიცავს მონაკვეთებს სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტავუშის პროვინციის ოთხ სოფელსა და ოთხ მიტოვებულ სოფელს შორის, რომლებიც ადრე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ყაზაქსის ოლქის ნაწილი იყო. „სომხეთი დათანხმდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებული ოთხი სოფლის დაბრუნებას," - წერს თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აიხან ჰაჯიზადა სოციალურ ქსელში. აღნიშნული სოფლები სომხეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ იყო 1991-92 წლებში, როდესაც გაძლიერდა ეთნიკური შეტაკებები ორ ყოფილ საბჭოთა ერს შორის. შემოთავაზებული საზღვარი კი, ახლა სომხურ და აზერბაიჯანულ სოფლებს შორის გაივლის. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულია სოფლები, როგორიცაა ბაღანისი (სომხეთი) და ბაღანის აირუმი (აზერბაიჯანი), ვოსკეპარი (სომხეთი) და ასაგი ასკიფარა (აზერბაიჯანი), კირანცი (სომხეთი) და ქსეირიმლი (აზერბაიჯანი) და ბერქაბერი (სომხეთი) და ყიზილჰაჩილი (აზერბაიჯანი). განცხადების მიხედვით, მიზანია, ეს პროცესი „შეესაბამებოდეს კანონიერად დადგენილ რესპუბლიკურ საზღვარს, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, მისი დაშლის დროს.“ „გადაწყდა, რომ სასაზღვრო ხაზის ამ მონაკვეთების აღწერილობა შედგენილი იქნება ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე კოორდინატების დაზუსტების გათვალისწინებით, რაც გაფორმდება შესაბამისი ოქმი-აღწერით, რომელიც უნდა იყოს შეთანხმებული და ხელმოწერილი 2024 წლის 15 მაისამდე,“ - ნათქვამია განცხადებაში.  მხარეებმა საზღვარზე მესაზღვრეების ერთდროული განთავსება უნდა დაიწყონ, ხოლო მონაკვეთის დემარკაციის დასრულებამდე საზღვარი დელიმიტირებულად ჩაითვლება. მხარეებს პროცესის სამართლებრივად დასრულების ბოლო ვადად, განხცხადების მიხედვით, 2024 წლის პირველი ივლისი ეძლევათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესი დაეფუძნება 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციას. „შეხვედრის შედეგად გაფორმდა ოქმი. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრის თარიღი და ადგილი სამუშაო წესით შეთანხმებულიყო,“ - ნათქვამია განცხადებაში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო შეთანხმება ორი დღის შემდეგ ფორმდება, რაც სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტავუშის სამ საზღვრისპირა სოფელს ეწვია, რათა შეხვედროდა მოსახლეობას და განეხილათ მომავალი ღონისძიებები, რომლებიც, მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ეს იყო მისი მეორე ვიზიტი რეგიონში, სადაც საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია საბჭოთა პერიოდის კონფიგურაციის შესაბამისად ართმევს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას და გაართულებს მათ კომუნიკაციას ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან - იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე გზის ზოგიერთი ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ შეშფოთებას, რომ სომხეთის ამჟამინდელი სამხედრო პოზიციებიდან გასვლა ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას ბევრად უფრო დაუცველს გახდის აზერბაიჯანის შეიარაღებული თავდასხმების მიმართ. შეხვედრების დროს ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა ძალისხმევას მიმართავს იმ სირთულეების გადასაჭრელად. მანამდე, აზერბაიჯანი მოითხოვდა, რომ ოთხი სოფელი, რომლებიც სომხეთის თავუშისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების მახლობლად მდებარეობს, აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს.  

ერევანი და ერ-რიადი ურთიერობების განვითარების „საგზაო რუკას“ შეიმუშავებენ

ერევანი და ერ-რიადი დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებისთვის „საგზაო რუკას“ შეიმუშავებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა. მან ერ-რიადში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ხედავს, მათ შორის, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით. „ისტორიულად ჩვენ გვქონდა მეგობრული ურთიერთობა არაბულ სამყაროსთან, ყველა არაბულ ქვეყანასთან და ეს ურთიერთობები ეფუძნება ტრადიციულ, ისტორიულად მეგობრულ კავშირებს ჩვენს ხალხებს შორის, არაბ ხალხსა და სომხეთს შორის. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი არაბული ქვეყანა გახდა სომეხი ლტოლვილების, სომხების გენოციდის გადარჩენის სამშობლო. მაგრამ, რა თქმა უნდა, კულტურული კავშირები, ურთიერთობები მანამდეც იყო. ასე რომ, ამ კონტექსტში, ცოტა უცნაურიც იყო, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ არსებობდა. და ამ თვალსაზრისით, 2023 წელი მართლაც ისტორიული წელი იყო: ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ახლა კი, მე ვესტუმრე რიადს, მაქვს შეხვედრები შესაბამის ოფიციალურ პირებთან და აქ ჩემს კოლეგებთან. და აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყანა, სომხეთი და საუდის არაბეთი ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ არ გვინდა აქ გაჩერება. იმდენი სფეროა, იმდენი სფეროა, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა და არის იმდენი სფერო, სადაც შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. იმედია, ამ ვიზიტის შემდეგ გაჩნდება საგზაო რუკა - ჩვენი ურთიერთობების განვითარების საგზაო რუკა. მე მქონდა შეხვედრები ერ-რიადში, არამხოლოდ ჩემს კოლეგასთან, მის უმაღლესობასთან საგარეო საქმეთა მინისტრთან, არამედ, მიმიღეს ეკონომიკისა და დაგეგმვისა და განათლების სამინისტროში, სადაც შევხვდი ჩემს კოლეგებს და განვიხილეთ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ არ არის შეზღუდვა: განათლება, მეცნიერება, მოწინავე ტექნოლოგიები, ურბანული განვითარება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ადამიანთა შორის კონტაქტები, სავაჭრო ინვესტიციები, ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრი რამ ხდება ადგილზე აქ საუდის არაბეთში, ასევე სომხეთში. და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობისთვის მომავალი საკმაოდ პერსპექტიულია. ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან კარგი და მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთთან, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება რეგიონულსაკითხებს, მაგრამ ასევე საერთაშორისო ფორუმებს,“ აღნიშნა მირზოიანმა.   

ფაშინიანი: პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს - ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს. მანვე დაადასტურა, რომ „რუსი მესაზღვრეები“ ტავუშის რეგიონს დატოვებენ. ფაშინიანის თქმით, რუსული ბაზები იქ შექმნილი სიტუაციის გამო გაჩნდა და ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და ამ ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს. „არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა, გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები უკვე კონტაქტზე არიან. აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ  

სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ნიშანი დამონტაჟდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 23 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, პირველი სასაზღვრო მარკერი დამონტაჟდა. ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა გრძელდება. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ პირველი სასაზღვრო ნიშანი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე დამონტაჟდა. მან შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა. აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ  

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ყველა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ყველა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა ესპანეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ხელმძღვანელების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სიმონიანმა განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ „კონფერენციის ფოკუსი არის უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საკითხები“, მას სურს დაადასტუროს, რომ სომხეთი „მტკიცედ იცავს უკრაინის, ასევე, მოლდოვის, საქართველოს, კვიპროსის და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.“ სიმონიანის ამ განცხადებას მისი რუსი კოლეგის აღშფოთება მოჰყვა. კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ ცნობით, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ პარლამენტის წევრებს დაავალა, მოამზადონ და სომხეთის პარლამენტში გაგზავნონ მოთხოვნა  - სპიკერ ალენ სიმონიანის „ანტირუსულ განცხადებებთან დაკავშირებით.“ „ჩემს კოლეგას, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მინდა დავუსვა კითხვა: ვისი სახელით გაახმოვანა ასეთი ისტორიები? რა თქმა უნდა, არა - სომეხი ხალხის სახელით, რომელთანაც რუსეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ასეთი რუსოფობიური რიტორიკა. სომხეთის პარლამენტს წერილობით თხოვნას გავუგზავნიდი და ვკითხავდი, ვისი სახელით ლაპარაკობდა და იზიარებს თუ არა სომხეთის პარლამენტი ამ შეხვედრაზე გამოთქმულ შეფასებებს,“ - განაცხადა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა

ISW: სომხეთი რუსეთისგან დისტანცირების მცდელობებს აგრძელებს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, სომხეთი აგრძელებს რუსეთისგან დისტანცირების მცდელობებს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელთა საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში, 24 და 25 აპრილს გაიმართება. ანალიტიკოსების აზრით, გრიგორიანის უარი რუსეთის ხელმძღვანელობით მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სავარაუდოდ, სომხეთის მცდელობის ნაწილია, დააშოროს სომხეთი რუსეთთან პოლიტიკურ და უსაფრთხოების ურთიერთობებს CSTO-ში მისი მონაწილეობის გაყინვით და მრავალმხრივ პოლიტიკურ და უსაფრთხოების ჩართულობებში მონაწილეობაზე უარის გზით. „კრემლი ცალსახად დაემუქრა სომხეთს, თუ ის არ განაახლებს აქტიურ ჩართულობას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) და არ განაახლებს კრემლთან თანხვედრას. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში, 24 და 25 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაში. გრიგორიანის უარი რუსეთის ხელმძღვანელობით მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სავარაუდოდ, სომხეთის მცდელობის ნაწილია, დისტანცირება მოახდინოს რუსეთისგან, CSTO-ში პოლიტიკური და უსაფრთხოების ურთიერთობებისგან - მისი მონაწილეობის გაყინვით და მრავალმხრივ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში მონაწილეობაზე უარის გზით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 აპრილს გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს რუსეთის ინტერესების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - მან განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის სტრატეგიულად დამარცხებას ”სხვა ნაწილების” დესტაბილიზაციის გზით - პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. ლავროვმა დაადანაშაულა დასავლეთი რუსეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ურთიერთობების შელახვისა და განადგურების სავარაუდო მცდელობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. ლავროვი, სავარაუდოდ, ცდილობს, წარმოაჩინოს სომხეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ, დასავლეთის მიზანმიმართულ მტრულ ძალისხმევად რუსეთის წინააღმდეგ, რათა შექმნას საინფორმაციო პირობები - გაამართლოს რუსეთის ნებისმიერი პოტენციური მცდელობა, აიძულოს სომხეთი, განაახლოს თავისი პრორუსული განწყობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ცალსახად დაემუქრა სომხეთს იმით, რომ დასავლეთი ცდილობს, „ჩაითრიოს სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში“ რუსეთსა და დასავლეთს შორის და გამოვიდ გაფრთხილებით, რომ სომხეთი შეიძლება „არასწორ გზაზე წავიდეს“ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრის შემდეგ,“ წერს ISW.  

ერევანი მზადაა, ბაქოდან ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილოს

ერევანი მზადაა, აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვის საკითხი განიხილოს. შესაბამისი განცხადება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა გააკეთა. მის კომენტარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „დადებითად მიმაჩნია, თუ სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს იყიდის, ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ახლაც, გაზის ნაწილი, რომელსაც რუსეთის ფედერაციიდან ვყიდულობთ, არის აზერბაიჯანული," - განაცხადა სიმონიანმა. სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.  

სომხეთში პროტესტის მონაწილეებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს

სომხეთის არარატის პროვინციაში, სოფელ ტიგრანაშენის მონაკვეთზე ერევანი-მეღრის საავტომობილო გზა გადაკეტილია. ასევე გადაკეტილია ერევანი-სევანის გზა გეღარქუნიკის გუბერნიის ქალაქ მარტუნის მონაკვეთზე. სომხური მედიის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს თანამემამულეებს, რომლებიც აპროტესტებენ „სომხეთის ცალმხრივ დათმობებს აზერბაიჯანთან“. ოპოზიციონერი დეპუტატები არტურ სარქისიანი და აღვან ვარდანიანი ასევე იმ ადამიანებთან ერთად არიან, რომლებმაც ერევანი-მეგრის საავტომობილო გზა გადაკეტეს, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატები არმან ღაზარიანი და მჰერ საჰაკიანი მათთან ერთად არიან, ვინც ერევანი-სევანის მაგისტრალი გადაკეტეს. მანამდე მოსახლეობამ ტავუშში აქციის მონაწილე თანამემამულეების მხარდასაჭერად შირაქის პროვინციაში, სოფელ ჰორომის კვეთაზე ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზა გადაკეტა. ფაშინიანი: პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს - ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს