თეგი: სწავლება

NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას საქართველო მესამედ უმასპინძლებს

NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს. სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას NATO-ს წევრი და პატნიორი ქვეყნები მიიღებენ. სამი დღის განმავლობაში „NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სწავლების დაგეგმვის საბოლოო კონფერენციაზე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო დეტალები შეაჯამეს. კონფერენციაზე სპეციალურად NATO-ს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაბორ ენდროდი იმყოფებოდნენ. NATO-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა NATO-საქართველოს სწავლების დეტალები განიხილეს. საუბარი ასევე NATO-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. „NATO-საქართველოს სწავლება 2022“ NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება. სწავლებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით NATO-ს ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ცნობით, მზადება 2022 წლის წვრთნებისათვის უკვე დაიწყო. JFTC-ის გუნდმა, სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კრწანისში, საბოლოო საკოორდინაციო კონფერენციაში. „აშკარაა, რომ მონაწილეებმა NATO-დან, საქართველოდან, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბევრი შრომა ჩადეს და საჭიროა, რომ მათი ძალისხმევა დაფასდეს. მათი გუნდური მუშაობა შთამბეჭდავია და დარწმუნებული ვარ, წვრთნები წარმატებით ჩატარდება“, - განაცხადა, JFTC-ის მეთაურის მოადგილემ და შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯოზეფ შპიშაკმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ორ მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესა და კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა.

დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებმა სადაზვერვო კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. საველე სიტუაციური შეკრება კოჯორში, ახალი ტექნოლოგიური ელემენტების გამოყენებით წარმატებით განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  დაზვერვის ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინეს და დაკავების ოპერაცია შეასრულეს. კულმინაციურ სწავლებას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დააკვირდა. „სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფებმა საველე, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიარეს, რაც რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა, მათ შორის: კონტაქტზე რეაგირება, საპატრულო ბანაკის დაკავება, რეიდი და ჩასაფრება. სწავლების მიზანს დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. სწავლებაში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა

ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ. დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის“ მეშვეობით გაანადგურეს. საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, სპეციალური ოპერაციული ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და გაერთიანებული სამეფოს მეექვსე დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯერალდ სტრიკლენდი დაესწრნენ. სწავლება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზაში დღისა და ღამის განმავლობაში საბრძოლო გასროლები განხორციელდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენდა.  

20-მდე ქვეყანა, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 2500 პერსონალი ავსტრალიაში, წვრთნებში მონაწილეობს

ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები წვრთნების - Pitch Black-ის მასპინძელია. ავსტრალიაში საფრანგეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების რაზმების ჩასვლის შემდეგ, სამეფო საჰაერო ძალები მზად არიან, 17 ქვეყნიდან, 100-მდე თვითმფრინავთან და დაახლოებით, 2500 პერსონალთან ერთად იმოქმედონ. ინფორმაციას NATO-ს საჰაერო სარდლობა ავრცელებს. „მაღალი დონის წვრთნები და კომპლექსური ვარჯიშები, რომელსაც Pitch Black-ი გვთავაზობს, სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაა“, - განაცხადა ფრთის მეთაურმა ნოელ რისმა. წვრთნებში 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 2500 პერსონალი მონაწილეობს ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, მალაიზიიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, ფილიპინებიდან, კორეის რესპუბლიკიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. სწავლება ქუინსლენდში, 19 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ტარდება.  

ლიეტუვის მთავრობას სკოლებში რუსული ენის ჩანაცვლება სხვა უცხო ენებით სურს

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის იურგიტა სიუგჟდინენეს განცხადებით, სკოლებში რუსულის, როგორც მეორე ენის შესწავლის გაუქმების მიზნით, გეგმავენ, რომ სხვა ენების სწავლის შესაძლებლობები გააფართოონ. ყაზახურენოვან სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება - ყაზახეთის განათლების მინისტრი მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენის მასწავლებელთა უმრავლესობა უკვე გადამზადდა. „ჩვენ ნამდვილად გვსურს, სხვა ენების შესწავლის შესაძლებლობები რაც შეიძლება მალე გავაფართოოთ, თუმცა ინტერესი ნელ-ნელა იზრდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება გერმანული და ფრანგულის არჩევანი", - თქვა სიუგჟდინემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამავე დროს, ლიეტუვის განათლების მინისტრი წუხს, რომ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ირჩევენ სხვა ენებს, არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც ამის სურვილი აქვთ, რადგან ახლა ყველაზე ადვილია რუსული ენის მასწავლებლების დაქირავება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში 2022 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფო სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება.   

საქართველოს თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს

სწავლება “კავკასიის არწივი 2022„ - ის ფარგლებში ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჩვენებელ სწავლებაში სპეცდანიშნულების ჯგუფებმა სამხედრო თავისუფალი ვარდნა, ჰაერიდან მომარაგება, ჯავშანტექნიკით ობიექტზე შეტევის, შენობის დაკავებისა და სტატიკური პარაშუტით, AN-2- ის ტიპის საფრენი აპარატიდან დაშვების ელემენტები განახორციელეს. „კავკასიის არწივი 2022“ - ის სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმურ სწავლებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო და წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასეულის დონის საველე სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის სნაიპერების და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

ფინეთის ყურესა და არქიპელაგის ზღვაში, ფინეთის საზღვაო ძალების უდიდესი წვრთნები დაიწყო

ფინეთის ყურესა და არქიპელაგის ზღვაში, ფინეთის საზღვაო ძალების ძირითადი წვრთნები დაიწყო.  წვრთნების მიზანია ფინეთის სანაპიროზე და ბალტიის წყლებზე საერთაშორისო ერთობლივი ოპერაციის ჩატარება და სამხედრო მეზღვაურებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა. წვრთნებში, 23 საბრძოლო ხომალდი, ასევე ტექნიკური ფლოტის გემები და საზღვაო ძალების და ქვეითი ჯარების რაზმები მონაწილეობენ. წვრთნის პროცესში, სულ 5000-მდე ადამიანია ჩართული. სწავლება Freezing Wings-ი ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, რომელშიც ჩაერთვებიან სამხედროები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და შვედეთიდან.  

31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება. სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 31-ე ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.  

ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეამ ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამხედრო წვრთნები დღისა და ღამის პირობებში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ ამოცანებს, როგორიცაა თავმოყრის რაიონის დაკავება, ტაქტიკური გადაადგილება და საცეცხლე მხარდაჭერა. სწავლების მიზანს საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების შერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. დასკვნით ეტაპზე ბატარეამ წარმატებით განახორციელა პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება ზუსტი, დროული და მაღალი ეფექტურობის საარტილერიო საცეცხლე თავდასხმით. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სამეთაურო საშტაბო სწავლება - „ბასიანი 2023“ ჩატარდა

სამეთაურო საშტაბო სწავლება - „ბასიანი 2023“ დასრულდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნებში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. თვდაცვის სამინისტროს ცნობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ მოქმედებებსა და ოპერაციების მართვის პროცესში მართვისა და კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ინტეგრირებას. სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე კომპონენტსაც მოიცავდა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლების მიზნის, ამოცანებისა და ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ამოცანაზე ორიენტირებულ საველე კომპონენტში პირველი ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფს საცეცხლე მხარდაჭერას მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბატალიონი უწევდა.  

NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა

NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედრო პოლიციის ეკიპაჟების მიერ VIP პირის უსაფრთხო გადაადგილების მხარდაჭერის, ევაკუაციის, საეჭვო ავტომანქანის შეჩერებისა და დაკავების ოპერაცია განხორციელდა. ორკვირიან სწავლებას NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის წევრი ქვეყნებიდან მოვლენილი ცხრა ინსტრუქტორი უძღვებოდა. წვრთნები მიზნად ისახავდა NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის (NATO MNMPBAT) ბატალიონთან საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულების თავსებადობისა და მათი მზადყოფნის განსაზღვრას, NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში გასაწევრიანებლად. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა უცხოელ ინსტრუქტორებს მადლობის სიგელები გადასცა. დღეისათვის, სრულიად სერტიფიცირებულია სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ერთი ოცეული, რომელიც უკვე ჩართულია NATO-ს სამხედრო პოლიციის მულტინაციონალური ბატალიონის ყველა სწავლებაში.  

საქართველოს თავდაცვის ძალები შოტლანდიაში, მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Sea Breeze 2023 მონაწილეობდა

გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიაში, გლაზგოსა და ლოხ-იუში აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით მრავალეროვნული საზღვაო სწავლება - Sea Breeze 2023 ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება მიზნად ისახავდა საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას მრავალეროვან პარტნიორებთან ერთად, ასევე შავი ზღვისა და პარტნიორობა მშვიდობისათვის საზღვაო უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას. მრავალეროვნულ სწავლებაში წელს საქართველოს თავდაცვის ძალები საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი. თავდაცვის ძალების ორი ოფიცერი ნაღმოსანთა ტაქტიკური დაჯგუფების შემადგენლობაში ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესებში იყო ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი კი, მოტივტივე საზღვაო ნაღმების, ფსკერის ნაღმების და მისაკრავი ნაღმების ძებნის, აღმოჩენის, განაღმის და დანაღმვის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებებში მონაწილეობდა. საქართველოსთან ერთად სწავლებაში მონაწილე ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა, შვედეთი, დანია, ნორვეგია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ასევე NATO-ს მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმოსანთა ხომალდების დაჯგუფება.  

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება ჩატარდა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება დღის და ღამის პირობებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნით ფაზაში „ალფა“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა, სნაიპერთა ჯგუფმა და საინჟინრო ასეულმა. გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.  

მე-13 ქვეითი ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩატარდა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. კერძოდ, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. „ასეულის დონის საველე სწავლება 60 მმ ნაღმმტყორცნის, 122 მმ არტილერიის, სნაიპერთა ჯგუფის, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევისა და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 მასპინძლობს

საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით იმართება და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. მონაწილე სამხედროებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის წარმომადგენელმა, მაიორმა შონ დ. კლარკმა მიმართეს და მრავალეროვნული წვრთნების მნიშვნელობასა და მიზანზე გაამახვილეს ყურადღება. ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება. MAPLE ARCH 23-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც არიან ჩართულები. სწავლებაში 9 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.  

საქართველომ NATO-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო სწავლებას უმასპინძლა

საქართველომ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას  - Maple Arch 2023 მეორედ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს NATO-სთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის პროცესში მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე. „ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კანადის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მენტორობითაც ჩატარდა აღნიშნული სწავლება. „სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა იყო. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ორკვირიანი სწავლების დასკვნით ნაწილს კანადელი და სხვა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. მათ წვრთნების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს და სწავლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მონაწილეებისგან მიიღეს. საერთაშორისო სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით მიმდინარეობდა და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობდა. MAPLE ARCH 23-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იყვნენ ჩართულები. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.