თეგი: ტერორიზმი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ამ დღეებში ტერორიზმის ახალ ტალღასთან გვაქვს საქმე

საქმე გვაქვს ტერორიზმის ახალ ტალღასთან, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი ქალაქ ბნეი-ბრაკში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. „ამ დღეებში ტერორიზმის ახალ ტალღასთან გვაქვს საქმე. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისინი მზად არიან, გაუმკლავდნენ ამ ამოცანას. ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და სიფხიზლე“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. მათივე ცნობით, საუბრის დროს ბაიდენს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია. აშშ-ს ამ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ირანი და სირია ჰყავს შეყვანილი.  შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ უკრაინის რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა ეუთო: რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო ომის დანაშაულებზე მტკიცებულებები არსებობს

აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უწყების პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  ამავე თემაზე Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

რუსეთის მოქალაქეს, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ბრალდებული, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა - შსს

შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ბრალდებული, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. დეტალებს უწყება განცხადებით განმარტავს.  „12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს საზღვარზე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსა (OGUZ INSA), რაც დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მის პასპორტში გაკეთებული შტამპით. აღნიშნულ პიროვნებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა. მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. ,,სამაჯური" და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას. აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პირი არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით. „ლტოლვილთა შესახებ კონვენციის“ (1951 წელი) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კონვენციის დებულებებთან, სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დავით არახამიას თქმით, სპიკერმა ნენსი პელოსიმ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების პირობა დადო - Fox News

უკრაინის რადაში უმრავლესობის ლიდერმა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მას რუსეთის ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოცხადებას დაჰპირდა. ამის შესახებ დავით არახამიამ აშშ-ში ვიზიტისას, ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში განაცხადა. როგორც არახამიამ რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი გარკვეულწილად ახერხებს მისთვის დაწესებული მკაცრი სანქციების გვერდის ავლას. ხოლო თუკი აშშ-მ რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნო, ეს მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლას გაურთულებს. არახამია იმედოვნებს, რომ შესაბამის რეზოლუციას კონგრესი ოთხშაბათს უყრის კენჭს. „ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა 19 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ტერორიზმის სპონსორის სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია. აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

ერდოღანი NATO-ს, შვედეთისა და ფინეთის შესახებ „მტკიცებულებებს“ წარუდგენს - თურქული მედია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ს მადრიდის მომავალ სამიტზე, ქურთისტანის მუშათა პარტიისადმი (PKK) შვედეთის და ფინეთის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დოკუმენტებს წარადგენს. თურქული გაზეთის Sabah-ის ცნობით, ერდოღანი წარადგენს სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციების დროინდელ „მტკიცებულებებს“, მათ შორის შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღის AT-4-ის ფოტოებს და სერიულ ნომრებს. თურქეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ NATO ვერ დაამყარებს მოკავშირის დონეზე ურთიერთობებს ფინეთთან და შვედეთთან, სანამ ეს მტრული პოზიცია გაგრძელდება, წერს გაზეთი. გაზეთის ინფორმაციით, ერდოღანი სამიტის დღის წესრიგში ასევე დააყენებს საბერძნეთთან დაძაბული ურთიერთობების საკითხს. მადრიდში NATO-ს სამიტs 28-30 ივნისს უმასპინძლებს. მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან“, - მიმართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტს, 12 ივნისს. „NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ისტორიულია. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი წევრობა გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი გაწევრიანება გაზრდის საერთო უსაფრთხოებას. ფინელი ჯარისკაცები მონაწილეობენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში.  ახლა კი მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან.ჩემი თანამშრომლები ასევე აგრძელებენ მჭიდრო დიალოგს სამივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად, რათა წინ წავიწიოთ თქვენი გაწევრიანების გზაზე. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება ასე რომ, პრეზიდენტი ნიინისტო, NATO და ფინეთი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. NATO-სთვის მნიშვნელოვანია ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება. ბევრმა მოკავშირემ უკვე გამოხატა თავისი ვალდებულება თქვენი უსაფრთხოების მიმართ. NATO ფხიზლად რჩება. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ამ რეგიონში. როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი წვთნები - BALTOPS მიმდინარეობს 7000-ზე მეტი ძალით NATO-ს 14 მოკავშირიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებიც მხარდამხარ ვარჯიშობენ. ფინეთის და შვედეთის ძალები ასევე მონაწილეობენ NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნებში ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. ეს არის NATO-ს ერთგულების ძლიერი დემონსტრირება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის მიმართ“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.

აშშ-ის სენატის კომიტეტმა, რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადებას მხარი დაუჭირა. „ამერიკის ხმის“ ცნობით, რეზოლუციის ინიციატორია რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი. მის წინადადებას მხარი დაუჭირა დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა. რეზოლუციას, რომლის ინიცირებაც 2022 წლის მაისში მოხდა, აშშ-ის სენატის სხდომაზე  კენჭი უნდა უყარონ.  ამერიკელი სენატორის, კრის კუნსის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს. რესპუბლიკელი სენატორი, ჯეიმს რიში აცხადებს, რომ რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. რიშის შეფასებით, ის, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანების გაცემით გააკეთა, ტერორისტული აქტი იყო. ცნობისათვის, ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს,  ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უამრავი დანაშაული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ცდილობდნენ, გადაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით“, - აღნიშნულია ტექსტში.  უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხს შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ ელჩმა 24 ივლისს განაცხადა. „რაც შეეხება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. უკრაინამ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება არაერთხელ მოითხოვა. ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზელენსკი მსოფლიოს: რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ელენოვკაში, უკრაინელი ტყვეების მასობრივი მკვლელობის შემდეგ, მსოფლიომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა აღიაროს. აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად „არაა საკმარისი განხილვა, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის დონეზე. ეს მასობრივი მკვლელობაა. ამის შემდეგ რა ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი ტერორისტებთან? ამ რა ბიზნესურთიერთობებია შესაძლებელი ამ ქვეყანასთან? საჭიროა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ  ცნობა ფორმალურად და იურიდიულად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი, არამედ, ეს უნდა იყოს მთელი მსოფლიოს დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს არსებობას ართულებს და ავტომატურად ხდება სხვადასხვა ბიზნეს-ურთიერთობების გაწყვეტა. ეს 100% მოხდება. ეს უნდა გაკეთდეს. აქ მხოლოდ დროის ფაქტორი მოქმედებს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. რაც უფრო სწრაფად მიიღებს მსოფლიო ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო ცოტა ბოროტების ჩადენას მოასწრებს რუსეთი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. „აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა რუსი დიპლომატების გაძევება მოითხოვა მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.  „აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ,“ – დაწერა რუსეთის საელჩომ. 29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს.  უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.  

ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს

„ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა და ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. „ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. მე ვიმეორებ წინადადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზის აკრძალვის შესახებ", - განაცხადა რინკევიჩსმა. ლატვიელმა დიპლომატმა „რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკი მკვლელობა ოლენივკაში და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე“ დაგმო. უკრაინელმა სამართალდამცველებმა დონეცკის ოლქში, ოლენივკას ციხის რუსული ჯარების მიერ დაბომბვის ფაქტზე, რასაც დაახლოებით 40 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა, გამოძიება დაიწყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა განზრახ ცეცხლი გაუხსნეს ოლენივკას ციხეს, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ განთავსებულნი. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ჯგუფმა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოკლა. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ტედ ლიუმ წარმომადგენლობით პალატაში განსახილველად ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მითითებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობა აგრძელებს საერთაშორისო ტერორისტული აქტების ხელშეწყობას პოლიტიკური ოპონენტების და ეროვნული სახელმწიფოების წინააღმდეგ“. „შეერთებულ შტატებს აქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მისი ომის მანქანის შესაკავებლად და მისი ეკონომიკური და დიპლომატიური იზოლაციისთვის, მათ შორის, ტერორიზმის სპონსორ  სახელმწიფოდ გამოცხადებითა და შესაბამისი სანქციების დაწესებით“, - ნათქვამია კანონპროექტში. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.  The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის.  

ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა

სეიმის საგარეო საქმეთა კომისიამ მიიღო განცხადების პროექტი, რომელიც რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობს, წერს Delphi. დოკუმენტში ნახსენებია რუსეთის მხარდაჭერა სეპარატისტებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე, სარაკეტო თავდასხმები ოდესის მახლობლად საცხოვრებელ უბანსა და კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე. „რუსეთი უგულვებელყოფს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო წესრიგისა და მისი ინსტიტუტების მიმართ და მიზანმიმართულად აღრმავებს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც გამოიწვევს შიმშილსა და ტანჯვას მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადების პროექტში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ძალები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აკრძალულ კასეტურ ბომბებს უკრაინაში შიშის დასათესად და მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩევლად დასახოცად იყენებენ. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.   

ზელენსკის თქმით, აშკარა აბსურდია, როცა ტერორისტული სახელმწიფო „აზოვს“ „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში ახალი პროპაგანდისტული აქტივობა დაიწყო, როდესაც გადაწყვიტეს „აზოვის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება, თუმცა ზელენსკის თქმით, როცა ამას ტერორისტული სახელმწიფო აკეთებს, აშკარა აბსურდთან გვაქვს საქმე“. მისივე განცხადებით, ტერორისტები იღებენ პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებზე, ხოლო რუსეთს ამის გასაკეთებლად გამბედაობა არ ჰყოფნის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები ახალ ნორმად არ უნდა იქცეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ სამყარო უარესობისკენ შეიცვალა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. „აუცილებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანის გადაჭრა: უკრაინის ხმა უნდა გაიგონ მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ძალიან მძლავრად მუშაობს. ეს ეხება წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, არაბულ სამყაროში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო მხარდაჭერა ყველა ჩვენი ხალხისგან და ყველა მეგობრისგან საზღვარგარეთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ როგორც ცნობილია, 2 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და რუსეთის ტერიტორიაზე მისი მოქმედება აკრძალა“. თავის მხრივ, „აზოვმა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ გამოაცხადოს. შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 2 აგვისტოს ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა. შეერთებული შტატები ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადების საკითხს განიხილავს - ბრიჯიტ ბრინკი ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

11 აგვისტოს, ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ამის შესახებ უკრაინული მედია ლატვიის სეიმის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.  ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა და ამასთან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩეროს.  „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს „რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებს. რუსეთი პირდაპირ და ირიბად აწვდიდა იარაღს სირიაში ასადის რეჟიმს. ასევე იყო შემსრულებელიც, მაგალითისთვის გამოდგება სკრიპალების ოჯახის მოწამვლა ან რეისი MH17-ის ჩამოგდება. ახლა რუსეთი ასევე სასტიკად და შეუბრალებლად იყენებს უკანონო ტაქტიკას უკრაინაში. იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აკრძალულ იარაღსა და საბრძოლო მასალებს. ბომბავს დასახლებულ პუნქტებსა და საზოგადოებრივ ადგილებს, კლავს მოქალაქეებს“, - განაცხადა ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსმა. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.  ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს

თეთრი სახლის სპიკერმა კარინე-ჟან პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ, შესაძლოა,  უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გამოიწვიოს და ჰუმანიტარულ ძალისხმევას ზიანი მიადგეს. ჯო ბაიდენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ ემხრობა  „რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ შესაძლოა, უკრაინას და მსოფლიოს არასასურველი შედეგები მოუტანოს. მაგალითად, ჩვენ ვესაუბრეთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში, უკრაინის ზოგიერთ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გართულდება“, - განაცხადა კარინე-ჟან პიერმა.  ჟან-პიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ მიიჩნევს ქმედითად წინადადებას, აღნიშნულ სიაში რუსეთის დამატების შესახებ. ადმინისტრაციის განცხადებით, ამგვარ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს „გაუთვალისწინებელი შედეგები უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი გაწყვეტს აშშ-თან ურთიერთობას, თუ თეთრი სახლი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.  „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

ზელენსკი: ფაქტია, რომ რუსეთი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი წყარო გახდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა სახელმწიფო მდივანთან გამართულ შეხვედრასა და იმ თემებზე, რომლებიც მოლაპარაკებისას განიხილეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას უსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხი წამოჭრა. „როგორც ყოველთვის, ბატონ სახელმწიფო მდივანთან თემების ფართო სპექტრი განვიხილეთ - პოლიტიკური თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთქმედება ფინანსურ სფეროში - მაკროეკონომიკური მხარდაჭერა ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იარაღისა და საბრძოლო მასალით დახმარება. რა თქმა უნდა, ყურადღება დაეთმო სწრაფი აღდგენის გეგმას და ზოგადად, რუსეთის დარტყმების შემდეგ უკრაინის აღდგენას. მე დავაყენე საკითხი რუსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. ფაქტია, რომ რუსეთი გახდა ტერორიზმის ყველაზე დიდი წყარო მსოფლიოში. მსოფლიომ უნდა მიიღოს ცალსახა სიგნალი, რომ რუსული ტერორი არ იქნება დავიწყებული“, - განაცხადა ზელენსკიმ. ბლინკენი კიევში 8 სექტემბერს ჩავიდა. დღეს ის ბრიუსელს ეწვევა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის მიმართ, არის მისი გამოცხადება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან ონლაინ საუბრისას განაცხადა. „გულწრფელი და პროდუქტიული ონლაინ საუბარი შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან, The Clinton Global Initiative-ის ფარგლებში. მე აღვნიშნე, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის ინდიკატორია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დარჩნენ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის კუთხით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, როდესაც აშშ აღიარებს რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას.  

ერდოღანი: თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება. ერდოღანის თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ ტერორისტულ „ბუდეებს“ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში. „სადაც არიან ტერორისტები, იქ იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოების ორგანიზაცია თავისი პოლიციით, სამხედროებით და უსაფრთხოების ძალებით“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა კვირას განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია ტერორისტული ჯგუფის PKK/YPG-ის წინააღმდეგ. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპერაცია შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას და ერის თავდაცვის უფლებას, რომელიც გაეროს რეზოლუციებს შეესაბამება.  

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა - ევროპის საბჭოს ანგარიში საქართველოს შესახებ

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები. ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ კარგი პროგრესი აჩვენა. როგორც Europetime-სთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, FATF-ის (Financial Action Task Force - ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც ფინანსური დაზვერვის ერთეულს შეეხება, „ნაწილობრივ შესაბამისი“ (partially compliant) შეიცვალა რეიტინგით „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს“, - წერია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ისეთი საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციური ღონისძიებები, როგორიცაა, ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლეობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის)მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე, საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება. „თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა და პროფესიებს (Designated non-financial businesses and professions) და სანქციების რეჟიმს. საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას (full compliance) FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, ექვს რეკომენდაციასთან რომლებიც AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს წარმოადგენს და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში, რომელიც მიესადაგება კატეგორიას - „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant). თერთმეტი რეკომენდაცია რჩება „ნაწილობრივ შესაბამისობაში“ (partially compliant) და ერთი რეკომენდაცია არის რეიტინგით „შეუსაბამო“ (non-compliant). (რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გადახედონ თავიანთ კანონებსა და რეგულაციებს არაკომერციული ორგანიზაციების ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით). შესაბამისად, საქართველო AML/CFT ღონისძიებების იმპლემენტაციის გაძლიერების პროგრესის შესახებ ანგარიშს, MONEYVAL-ს ერთ წელიწადში წარუდგენს. ცნობისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს წარმოადგენს. ის უფლებამოსილია, შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტიანობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.

აშშ: სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული

აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „შესუსტების მიუხედავად, დაჯგუფებას კვლავ შეუძლია ოპერაციების ჩატარება რეგიონის ფარგლებში და გააჩნია სურვილი, განახორციელოს დარტყმა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მოკლული ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური პასუხისმგებელი იყო ევროპაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე. ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბურმა განავითარა დაჯგუფების ხელმძღვანელობის სტრუქტურა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.  

უცხოური მედია: შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს აქვთ კავშირი გასულ წელს სტოკჰოლმში ჩატარებულ აქციასთან, რა დროსაც ყურანი დაწვეს. როგორც „როიტერი“ წერს, სტოკჰოლმში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ შეთქმულებაში ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შეგახსენებთ, რომ შარშან, იანვარში სტოკჰოლმში ჩატარებული აქციის დროს ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, რასმუს პალუდანმა საჯაროდ დაწვა ყურანი, რასაც მუსლიმური სამყაროს პროტესტი მოჰყვა.  

საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

საფრანგეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ. „ვაგნერის“ წევრები ავრცელებენ არასტაბილურობას და ძალადობას. ისინი ხოცავენ, აწამებენ, ძარცვავენ, აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით“, - განაცხადა დეპუტატმა ბენჯამინ ჰადადმა. ამასთან, მისივე შეფასებით, „ვაგნერის“ წევრები არიან არა უბრალოდ დაქირავებული მებრძოლები, რომლებსაც „ფულის გემო“ ამოძრავებთ, არამედ „მალიდან უკრაინამდე იცავენ ჩვენი დემოკრატიების მიმართ პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერ სტრატეგიას“. ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შემდეგ, ევროკავშირის წევრებს შეუძლიათ, გაყინონ „ვაგნერის“ ჯგუფის და მისი წევრების აქტივები, ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებს კი, ჯგუფთან ურთიერთობა აეკრძალებათ.  

საფრანგეთმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს - ზელენსკი

საფრანგეთის პარლამენტმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან საფრანგეთის პარლამენტს ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. „ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ უნდა აღიაროს - ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი გასამართლდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტისთვის. საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს „ჩვენი პარტნიორებისგან კიდევ ერთი კარგი სიახლეა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს - ორივე მხარეს - და თითოეულ ამერიკულ ოჯახს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის და ამერიკელების სიძლიერისთვის, რომელიც გვაძლიერებს", - განაცხადა ზელენსკიმ. ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე მუშაობს სხვა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის დამატებით პაკეტებზე, რათა ახალი შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინელი მეომრებისთვის.  

Bloomberg: შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება

Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება. მისივე თანახმად, ტერორისტული საფრთხე ხუთქულიანი სისტემიდან, სამ ქულამდე ფასდება. შვედეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, „ქვეყანა აწყდება თავდასხმების მუდმივ მუქარებს, რომლებიც მიმართულია შვედეთისა და შვედეთის ინტერესების წინააღმდეგ.“ შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრ, კარლ-ოსკარ ბოლინის განცხადებით, მისი უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ „შვედეთის ყალბ იმიჯს ებრძოლოს, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ვრცელდება.” „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აქტორები აქტიურად ავრცელებენ ყალბ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შვედეთი, როგორც სახელმწიფო, მხარს უჭერს ყურანისა და სხვა წმინდა ტექსტების დაწვას,” - ნათქვამია განცხადებაში. სტოქჰოლმის შეფასებით, დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ, შვედეთის იმიჯი შეცვალონ და წარმოაჩინონ ის, როგორც „ისლამისა და მუსლიმებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა,“ სადაც მუსლიმებზე თავდასხმები თითქოს, სახელმწიფოს მიერ არის დაშვებული და მუსლიმი ბავშვები შესაძლოა, სპეციალურმა სამსახურებმა გაიტაცონ.“  

ახალი კანონპროექტით, ისრაელში ინდივიდის ტერორისტად გამოცხადებაც შეიძლება

საკანონმდებლო საკითხებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში შესწორება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს არამხოლოდ ორგანიზაციის, არამედ, ცალკეული ინდივიდის ტერორისტულ აგენტად გამოცხადება შეეძლება. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთისა და იუსტიციის მინისტრის, იარივ ლევინის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ შესწორების მიზანს სხვადასხვა ორგანიზაციაში, განსაკუთრებით კი, “ჰამასის“ ტერორისტულ დაჯგუფებაში მოქმედი ინდივიდების დაფინანსების ჩაშლა წარმოადგენს. „ეს ცვლილება  ადმინისტრაციულ ზომებს გააძლიერებს, რომელთაც ცალკეული ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება. ამასთან, ის ტერორისტული მიზნით კადრების გადაბირების, დაფინანსებისა და თანხების გადარიცხვის საკითხებსაც შეეხება," - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

რა წერია საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმთან ბრძოლაზე

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. მასში საქართველო კვლავ აშშ-ის მტკიცე პარტნიორადაა დასახელებული. საქართველოს შესახებ ქვეთავში მითითებულია, რომ საქართველოში ტერორიზმის მხრივ ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის ნოემბერში, აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. „საქართველომ 2022 წელსაც გააგრძელა მტკიცე ჩართულობა კონტრტერორისტულ საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების უსაფრთხოების ძლიერ პარტნიორად. საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო.“ “საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო.“ ანგარიშის თანახმად, საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა. „საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. „2022 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და NATO-ს ტრენინგებსა და კონფერენციებში, მათ შორის ევროპის საბჭოს მერვე კონტრტერორიზმის კომიტეტის სხდომაში, მაისში. დეკემბერში საქართველო ასევე შეუერთდა ევროპოლის კონტრტერორისტულ გაერთიანებულ გუნდს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-სთან. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი მარტში გააკეთა. ივნისში ევროკომისიამ დაადგინა საქართველოს უფლებამოსილება, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ გადადო მისთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭება გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე,“ - აღნიშნულია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. ხოლო სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს აქვს მანდატი ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებთან და გამოძიებებთან დაკავშირებით და მისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებთან, ასევე საქართველოს პროკურატურასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ანგარიშის მიხედვით, რადგან რუსეთს ოკუპირებული საქართველოს აქვს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებული სახმელეთო საზღვრის ნაწილს, ამიტომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება “ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ.“ ანგარიშში ნახსენებია ძალადობრივი დაჯგიფება ალტინფოც. მისი მიხედვით, საქართველოს სამართალდამცველბმა აღკვეთეს ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის Alt-Info-ს გეგმები, ჩაეშალათ თბილისი პრაიდი 2022 წლის ივნისში. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, Alt-Info არის ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფი, რომელიც ასოცირდება ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებასთან და განხორციელებასთან ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ 2021 წლის 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს და 2021 წლის 6 ივლისს ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს. „ალტ-ინფოს“ მომიტინგეებმა ღონისძიების დროს დემონსტრაცია ცალკე ლოკაციაზე მოაწყვეს. 2021 წლის ღონისძიებაზე ჩადენილი ძალდობის არცერთ ორგანიზატორსა და ჯგუფს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს, 2022 წელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა,“ - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ: საქართველო დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, საქართველო კვლავ აშშ-ის მტკიცე პარტნიორადაა დასახელებული. „საქართველომ 2022 წელსაც გააგრძელა მტკიცე ჩართულობა კონტრტერორისტულ საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით,“ - ვკითხულობთ ტექსტში. საქართველოს შესახებ ქვეთავში წერია, რომ საქართველოში ტერორიზმის მხრივ ვითარება მშვიდი და სტაბილური იყო, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2022 წლის ნოემბერში, აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. საქართველომ გაასამართლა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც 2021 წელს დააკავეს ISIS-თან კავშირის გამო. დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა. „საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.  

სუს-ი: ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტზე იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი პირთა წრე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ შეტყობინებები ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. შესაბამის განცხადებას სუს-ი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. „მიმდინარე წლის 21 იანვარს, შემოსული იქნა შეტყობინებები ქალაქ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, სპეციალური ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს. ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები “გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართულნი არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

სუს-ი: სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.“ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე, მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება,“ - წერს სუს-ი.  

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სუს-ში ბექა ვარდოსანიძის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულდა

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასრულდა. პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ წევრმა სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს. ვარდოსანიძის თქმით, პირი, რომელმაც მისი ელექტრონული ფოსტიდან მუქარის შემცველი წერილი გაგზავნა, შესაძლოა, ის ადამიანი იყოს, რომელმაც პრივილეგიები დაკარგა და „გამწარებულია.“ „მე არაფერი მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ვეღარ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ბევრი ადამიანი შეიძლება, იყოს, ვისაც პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე პრივილეგიები დაკარგა და შეიძლება, გამწარებული იყოს. ცოტა სასაცილოა, ჩემი სამუშაო „მეილიდან“, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ხდება მეილების გაგზავნა. გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილით, რომელიც ჩემთან არის ასოცირებული, ასეთი შეტყობინება გავაგზავნო და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე. ცოტა არ იყოს სასაცილოა,” - განაცხადა ბექა ვარდოსანიძემ. ბექა ვარდოსანიძის ადვოკატის, სერგო ხურციძის თქმით, ვარდოსანიძის ელექტრონული პოსტიდან შეტყობინებები გაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატის ოფისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თითქოს ბომბი იყო კლუბ “ბასიანში”და ასევე სხვადასხვა ადგილში. „ამასთან დაკავშირებით მოხდა ბექას გამოკითხვა. მთლიანი ტექნიკა ჩამოართვეს და ისეთი ტექნიკაც, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს. მიმდინარეობს გამოძიება. კიდევ მოგვიწევს აქ მოსვლა და შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებში მივიღებთ მონაწილეობას,” - განაცხადა სერგო ხურციძემ. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით ვერ დადგინდა, თუ საიდან იყო ელექტრონული ფოსტა გაგზავნილი. გამოკითხვაზე ვარდოსანიძის ყოფნის შესახებ ინფორმაცია მედიაში შუადღისთვის გავრცელდა. სუს-ი: სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან