თეგი: „სოკარი“

„სოკარი" და „ვისოლი" საწვავის ფასის გამო დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ხუთი მსხვილი ბენზინგასამართი კომპანიიდან ორი - "სოკარი" და "ვისოლი" საწვავის ფასის გამო დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ. დაჯარიმებულ "გალფს", "რომპეტროლსა" და "ლუკოილს" პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ. „მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობა მინიმალურია, ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ სასამართლო ინსტანციებს, რადგან ცალსახად არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით იმ შინაარს, რომელიც მოცემულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში", - აცხადებენ „ვისოლში" რადიო თავისუფლების ცნობით, და დამატებით განმარტავენ, რომ "2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად.“ კონკურენციის სააგენტოს პოზიციას არ ეთანხმებიან "სოკარშიც": "იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ". გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების გამო კონკურენციის სააგენტომ 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი კომპანია დააჯარიმა. შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - 450 590 ლარით; სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარით; შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 073 859 ლარით; შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ - 718 986 ლარით; შპს „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარით.

სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზი არ მიეწოდება

კომპანია „სოკარის" ინფორმაციით, უხვი ნალექისა და სტიქიის გამო, აჭარის რეგიონში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გაზი არ მიეწოდება. „3 ოქტომბერს აჭარის რეგიონში უხვი ნალექის გამო მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა. კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი.აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენა სარეაბილიტაციოი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება 6 ოქტომბერს დილის 10 საათიდან ეტაპობრივად.კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები,“ - წერს კომპანია.