უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლის, იურ იგნატის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 800-მდე სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი განათავსა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლი, იური იგნატი აცხადებს. 

„უკრაინის გარშემო დაახლოებით 800 თვითმფრინავია კონცენტირებული, რომელიც 40 სამხედრო აეროდრომზე ნაწილდება. მათ შორის ბელარუსის, რუსეთისა და დროებით ოკუპირებული ყირიმის აეროდრომებზე", - აცახდებს იგნატი.  

მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები მუდმივად აკონტროლებენ ბელორუსისა და რუსეთის საჰაერო სივრცეებს, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შავ და აზოვის ზღვებს.

საჰაერო ძალების ცნობით, ზოგადად, რუსული ავიაცია დღეში 200-მდე გაფრენას ახორციელებს. უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დღემდე 38 000 გაფრენა განხორციელდა.