ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 2023 წელს 40 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. არვიდას ანუსაუსკასის თქმით, იგეგმება ახალი ლიეტუვაში წარმოებულია ახალი აღჭურვილობის შეძენა, რაც უკრაინელების მოთხოვნას პასუხობს.
„არ გამოვრიცხავ ჩვენი გეგმების განხორციელებისას ლიეტუვის არმიის გადაიარაღებასა და მოდერნიზებას, რომ ჩვენ შევძლოთ გარკვეული იარაღის გადაცემაც“, - განაცხადა მინისტრმა.
ლიეტუვამ უკრაინას უკვე გადასცა საბჭოთა პერიოდის უამრავი იარაღი, რომელიც აუცილებელი იყო რუსული ძალების წინააღმდეგ დასაპირისპირებლად სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეებში.
ამჟამად ლიეტუვა აგრძელებს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას. ქვეყნის სასწავლო ცენტრებში 400-მდე უკრაინელი სამხედრო სპეციალისტი გადამზადდა და ეს სამუშაო გაგრძელდება. „ჩვენ მზად ვართ მომავალ წელს გავაგრძელოთ უკრაინელი სამხედროების და ინსტრუქტორების წვრთნა ლიეტუვაში“, - განაცხადა მინისტრმა.