„წარსულში კარი დახურული იყო და ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ კარზე აკაკუნებდნენ და ითხოვდნენ მის გახსნას და ზოგჯერ, როგორ ჩემი ქვეყნის დიპლომატს, და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს მრცხვენოდა, რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე. ახლა კარი ფართოდ ღიაა და რა გვაქვს - ყოყმანი, მეორე ხარისხოვანი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ახლა არის დრო და დრო იწურება,“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მხრიდან ეს კომენტარი დღეს გაკეთდა ღონისძიებაზე „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ - განხორციელების მონიტორინგი [სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან].“

ელჩის შეფასებით, პარადოქსია, როდესაც ევროკავშირის მხრიდან ღია კარის პირობებში თბილისიდან არეული მესიჯები იგზავნება ევროკავშირში.


პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მის რიგებში ელის და დრო ფუჭად არ უნდა იქნას გამოყენებული.

„ევროპელმა ლიდერებმა კოლექტიურად მიიღეს მამაცი გადაწყვეტილება. პიროვნულად მე ძალიან გაოცებული ვიყავი, რომ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რადგან მე თავად ვიყავი უთვალავი დისკუსიის მონაწილე, სადაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში არ იყო არავითარი შეთანხმება ჯერ 28, შემდეგ კი 27 წევრ ქვეყანას შორის, რომ გაეხსნათ კარი კიდევ ერთი გაფართოებისთვის. ამ წელს აღვნიშნავთ უკანასკნელი გაფართოებიდან 20 წლისთავს და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო შოკი ევროკავშირისთვის, საკმაო დრო დაგვჭირდა, გადაგვეხარშა 13 ახალი წევრის მიღება, რომლებიც შემოგვიერთდნენ, არ არსებობდა განწყობა ახალი გაფართოებისთვის.


და თქვენს კოლეგებს დასავლეთ ბალტიიდან ხმამაღლა და ნათლად შეუძლიათ გითხრან, რამდენად იმედგაცრუებულები იყვნენ, როდესაც წლების განმავლობაში ელოდნენ, რომ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს მისულიყო წერტილამდე, სადაც ჩვენ ახლა ვართ. საქართველო არის ერთ-ერთი 10 კანდიდატი ქვეყნიდან, ზოგიერთი მათგანი წინ სწრაფად მიიწევს, მოლაპარაკებები უკვე გაიხსნა ზოგიერთ მათგანთან, საქართველოს აქვს ყველა ელემენტი, ყველა ინგრედიენტი, რომ იყოს იმდენად წარმატებული, როგორც ეს ქვეყნები, უფრო მეტად წარმატებულიც კი ვიდრე ეს ქვეყნები არიან. 85-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებისა მხარს უჭერს ამ მიმართულებას.


საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში ემხრობა ამ მიმართულებას, და ძალიან დიდი პარადოქსია, როცა კარი ფართოდ არის გახსნილი არეული სიგნალები მოდის თბილისიდან. წარსულში კარი დახურული იყო და ქართველები პირველები იყვნენ, ვინც ამ კარზე აკაკუნებდნენ და ითხოვდნენ კარის გახსნას და ზოგჯერ როგორ ჩემი ქვეყნის დიპლომატს და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს მრცხვენოდა რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე.


ახლა კარი ფართოდ ღიაა და რა გვაქვს - ყოყმანი, მეორე ხარისხოვანი აზრები, განსხვავებული მოსაზრებები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ახლა არის დრო და დრო იწურება. რადგან სხვები წინ მიიწევენ და მე გულწრფელად გირჩევდით რომ ეს დრო არ გაგეფლანგათ.

და ეს არის ჩემი მესიჯი ყველასთვის, ყოველ ჯერზე როცა შესაძლებლობა მეძლევა ვესაუბრო მედიას ეს არის ჩემი მესიჯი - არ გაფლანგოთ დრო. ჩვენ მხარეს კარი ღიაა და ღია დარჩება, ჩვენ მოთმინებით ვეკიდებით და გვესმის რომ ზოგჯერ ეს რთულია ზოგჯერ არის დაბნეულობა, რომ ზოგჯერ რეფლექსიაა საჭირო და დისკუსია, გქონდეთ ის. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის, კარი ღიაა, გელოდებით გთხოვთ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ თარგმანის მიხედვით.