თეგი: აზერბაიჯანის რკინიგზა
აზერბაიჯანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა
აზერბაიჯანის რკინიგზამ CJSC (AR) 2022 წელს 18,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა. კომპანიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24,7%-ით მეტია. გადაზიდვებში ზრდა დაფიქსირდა ნავთობპროდუქტებზე, ქიმიური და მინერალური სასუქებზე, სამშენებლო მასალებსა და ქვანახშირზე. 2022 წელს სატრანზიტო მიმოსვლა 63%-ით გაიზარდა და 7,5 მილიონ ტონას მიაღწია. „აზერბაიჯანის რკინიგზისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს წამყვანი პარტნიორი ტრანზიტული ტრანსპორტის სფეროში მთელ რეგიონში, ამ სფეროში გარდამტეხი მომენტი 2022 წელს დადგა. ამრიგად, 2021 წელთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვები რკინიგზით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 500 000 ტონიდან - 3,9 მლნ ტონამდე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ - 2 მლნ ტონიდან 2,9 მლნ ტონამდე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის რკინიგზა გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო, საკონტეინერო პლატფორმის მოცულობას ზრდის
აზერბაიჯანის რკინიგზა, სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სფეროში მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 605 საკონტეინერო პლატფორმას შეიძენს. აზერბაიჯანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანული მედია, კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ გარდა ამისა, ინფორმაციის თანახმად, მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, საკმარისი რაოდენობის მაგისტრალური და შუნტირებადი ლოკომოტივების შესყიდვისა და კაპიტალური შეკეთების შესახებ.
ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში - ADY
„აზერბაიჯანის რკინიგზის" [ADY] განცხადებით, შუა დერეფნის გავლით, საკოინტეინერო ბლოკ-მატარებლები ევროპული დანიშნულების ადგილებს 18-25 დღეში აღწევენ. „ეს უპირატესობა ტვირთების ზრდას უწყობს ხელს, აძლიერებს დერეფნის ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალს და ზრდის ინვესტიციების მიმზიდველობას.“ ADY-მ აღნიშნა, რომ შუა დერეფნის ამუშავებამდე, ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების ნაკადები ძირითადად სუეცის არხისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტებზე იყო დამოკიდებული, ტრანზიტის დრო კი - 35-დან 45 დღეს მოიცავდა. ADY-ს შეფასებით, ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში. 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP). ცნობისთვის, შუა დერეფანი [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი] (TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას. მარშრუტი იწყება ჩინეთში, გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებში - ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, კვეთს კასპიის ზღვას აზერბაიჯანის გავლით და გრძელდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ეს სახმელეთო მარშრუტი გვერდს უვლის უფრო გრძელ საზღვაო მარშრუტებს და უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს აღმოსავლეთ აზიას, მათ შორის, ჩინეთს, და ევროპას შორის.