თეგი: გრენლადია
აშშ ევროპის რამდენიმე ქვეყანას 10%-იან ტარიფებს უწესებს
გრენლადიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი 10%-იან ტარიფებს უწესებს დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის პირველი თებრვლიდან, აღნიშნულ ქვეყნებს 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, რაც 2026 წლის პირველი ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება, და ტარიფები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება.” ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აცხადებს, რომ ის „ერთობლივ რეაგირებას კოორდინაციას უწევს.“ ტრამპის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას კოშტა ამბობს: „ევროკავშირი ყოველთვის ძალიან მტკიცე იქნება საერთაშორისო სამართლის დაცვაში... რაც რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე იწყება.“ განახლება: ჩინეთმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ე. წ. „ჩინური საფრთხის“ გამოყენება საკუთარი ინტერესების განსახორციელებელ საბაბად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიაკუნმა. ჩინური მედიის ცნობით, მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართალი არსებული საერთაშორისო წესრიგის საფუძველია და ის მკაცრად უნდა იყოს დაცული. კრემლის შეფასებით, „ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს.“ პესკოვის თქმით, „არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ გრენლანდიის შეერთების საკითხის გადაწყვეტის შედეგად, ტრამპი ისტორიაში შევა.“ „ტრამპი არამხოლოდ აშშ-ის ისტორიაში, არამედ, მსოფლიო ისტორიაში შევა. იმის განხილვის გარეშე, კარგია თუ ცუდი ეს, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სამართალს, ძნელია, ექსპერტებს არ დაეთანხმო,“ - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა. განახლება: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვია. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ძიაკუნმა განაცხადა. ძიაკუნმა არ დააკონკრეტა, დაეთანხმა თუ არა ჩინეთი აშშ-ის მიწვევას. „გასულ წელს აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებში აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები იყო, თუმცა საბოლოოდ, დინამიკა სტაბილური გახდა. ჩინეთი მზადაა, ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით აშშ-სთან ითანამშრომლოს,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა. ევროპული სამხედრო კონტინგენტი გრენლანდიაში ჩავიდა