თეგი: დასავლეთ საქართველო

24 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს გაზი აღარ შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მაგისტრალურ გაზსადენზე 24 ნოემბრისთვის დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადადო. მიზეზად ტემპერატურის კლება დასახელდა. დაგეგმილი სამუშაო არსებულ მაგისტრალურ გაზსადენთან ახალი გაზსადენის მიერთებას უკავშირდებოდა. კომპანიის განმარტებით, ეს სტაბილური გაზმომარაგებისთვის იყო საჭირო. თავდაპირველი გეგმით, გაზის მიწოდება 24 ნოემბერს, 04:00 საათზე უნდა შეწყვეტილიყო, მისი ეტაპობრივი აღდგენა კი 30 საათის შემდეგ, 25 ნოემბერს, 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.  დასავლეთ საქართველოში გათიშვა შეეხებოდა საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, ასევე აჭარას. გაზის გათიშვა იგეგმებოდა კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, დაბა ბაკურიანში.