თეგი: ვოლოდიმი ზელენსკი

ზელენსკი: კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში

კუნძული ზმეინი სტრატეგიული წერტილია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ზმეინის კუნძული სტრატეგიული წერტილია და ის მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ის ჯერ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, ჯერ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ ეს უკვე მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მათ განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან და ჩვენი ციდან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ოპერატიული სარდლობის მიერ, 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

განხილვის საგანია, „ვინ აფერხებს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა რუსეთი, არამედ, უკრაინა აფერხებს. Reuters-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინაში შეჭრა დაასრულოს. მისი თქმით, ზელენსკი უფრო მეტად იკავებს თავს. „ვფიქრობ, ის [ვლადიმერ პუტინი] მზადაა შეთანხმების დასადებად. ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად ამისთვის,“ - აღნიშნა ტრამპმა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა კონფლიქტის გადაჭრა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების გზით, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი“. კითხვაზე, თუ რატომ თვლის, რომ მოლაპარაკებებს ზელენსკი აბრკოლებს, ტრამპმა დეტალები არ დააკონკრეტა და აღნიშნა: „იცით, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას უჭირს ამის მიღწევა.“  განახლება: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება. „რუსული რაკეტები, რუსული „შაჰედები“, რუსეთის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთს საერთოდ არ სჭირდება შეთანხმებები. როდესაც რუსეთის გამო უკრაინელებს 20-30 საათის განმავლობაში არ აქვთ ელექტროენერგია და როდესაც რუსული დარტყმები მიზნად ისახავს ჩვენი ენერგეტიკული სექტორისა და ჩვენი ხალხის გატეხვას, სწორედ რუსეთზეა საჭირო ზეწოლა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას ამაში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავააქტიურებთ ჩვენს დიპლომატიურ სამუშაოებს – როგორც საჯაროს, ასევე, ოფიციალურს, კერძოსა და არაოფიციალურს,“ – განაცხადა ზელენსკიმ.