ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ახლა არ არის დრო, საქართველოსა და უკრაინის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნისთვის, ახლა დროა, რომ ეს ორი ქვეყანა ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში სანქცირებული ტვირთის შემოსვლასა და უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან ბრალდებების შესახებ ჰკითხეს.
„ეს არის სერიოზული ბრალდებები და როგორც ადრე ვთქვი, ასეთი საკითხები მთავრობებს შორის დიალოგის გზით, პირდაპირი კომუნიკაციის გზით გადაწყდეს, მაშინ, როდესაც რუსეთს უკრაინაში ასეთი ომი აქვს გაჩაღებული. როგორც ვიცი, მთავრობამ უპასუხა ამ ბრალდებებს, რომ არახამიას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. ამრიგად, მე მოვუწოდებდი, ეს საკითხი ხელისუფლებებს შორის, დიპლომატიური არხებით განეხილათ და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ეს მხოლოდ რუსეთს მოუტანს სარგებელს. ასეთი ტიპის საკითხები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური არხებით უნდა გადაწყდეს, რადგან ამ სიტუაციით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.
უკრაინა იბრძვის თითოუელი ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის. ახლა არ არის დრო, საქართველოსა და უკრაინის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნისთვის, ახლა დროა, რომ ეს ორი ქვეყანა ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.