თეგი: TANAP-ი

აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს

აზერბაიჯანი გეგმავს, ტრანსანატოლიური გაზსადენის - TANAP-ის სიმძლავრე გააორმაგოს, რის შედეგადაც ევროპა თურქეთის გავლით, 32 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიიღებს. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაორმაგოთ ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევთ. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას - პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ტექნიკური ზომები და, რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის სიმძლავრე შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, ჩვენ ვგეგმავთ მის გაზრდას 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე“, - განაცხადა ალიევმა იტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე. TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით. ინფორმაციისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. გაეცანით Europetime-ის სტატიას რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით

ისრაელი TANAP-ისა და TAP-ის საშუალებით, ევროპაში გაზის ექსპორტს განიხილავს

ისრაელი, ევროპაში გაზის ექსპორტს TANAP-ის (Trans-Anatolian Gas Pipeline) და TAP-ის (Trans-Adriatic Gas Pipeline) მეშვეობით განიხილავს. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა აზერბაიჯანში ჯორჯ დიკმა Report-თან ინტერვიუში განაცხადა. არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ „ჩვენ არ შემოგვაქვს გაზი აზერბაიჯანიდან. ამავდროულად, თანამშრომლობის კიდევ ერთი სფერო, რომელსაც განვიხილავთ, არის ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში, რომელსაც დღეს ეს ძალიან სჭირდება. არსებობს იდეები გაზის გათხევადების შესახებ, ეგვიპტის გავლით გაზსადენის მშენებლობა, საბერძნეთისა და იტალიის გავლით გაზსადენის მშენებლობა, ისევე თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდების ვარიანტი. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ, მაგალითად, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენებს. ვნახოთ, რა სტრატეგიას აირჩევს ისრაელის ახალი მთავრობა“, - განაცხადა ელჩმა.