კულტურა
კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ფრანგი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს
საფრანგეთის ქალაქ კანში, საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მიენიჭა ფრანგი კინორეჟისორის, ჟიუსტინ ტრიეს ფილმს, „დაცემის ანატომია“. BBC-ის თანახმად, ფილმი საუკეთესოდ აღიარეს სხვა 20 სურათს შორის. ტრიე მესამე ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა. ოქროს პალმის რტო უმაღლესი პრიზია, რომელიც ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა 1955 წელს შემოიღო. „ჯილდოს მიღებისას, ტრიემ გააკრიტიკა საფრანგეთის მთავრობა ბოლო საპენსიო პროტესტზე მისი პასუხის გამო. „ეს პროტესტი... რეპრესირებული იყო შოკისმომგვრელი გზით", - განაცხადა მსახიობმა თავის გამოსვლაში.
Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, ლენტეხში ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' ჩატარდა
13 მაისს, Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, მუსიკის, ხელოვნებისა და კულინარიის ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თემები - ჩოლური, ლენტეხი, ხელედი, რცხმელური, ხოფური, ჩიხარეში და ჟახუნდერი, რომლებმაც საკუთარი მხარის სახასიათო კულინარიული და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი ასევე მოიცავდა ლიტერატურას, პოეზიას, ფოლკლორს, განსაკუთრებით, სვანურ ფოლკლორს. მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწილს მოიცავდა: ნიაზ დიასამიძე და 33ა - მიჟე ნარი; KORDZ - ლაშხეთი; მწვანე ოთახი - ლაგუშედა; სუხიშვილები - ლილე; სალიო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სვანურ, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან კოლაბორაციით ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“-ს წარდგინება - დაჯილდოება. ლიტერატურულ ნაწილს დავით ტურაშვილი და რატი ამაღლობელი უძღვებოდნენ. წამყვანმა და დამსწრე საზოგადოებამ განსაკუთრებულად აღნიშნეს და პატივი მიაგეს ლეგენდარულ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას, მის როლსა და მნიშვნელობას ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში. დიდი მაესტროს ხსოვნის საპატივცემულოდ, ფესტივალის სახელით, სიმბოლური ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს, ქალბატონ ლალი სეთურიძე-ერქომაიშვილს, რომელმაც თავის ემოციურ სიტყვაში, ისაუბრა ბატონი ანზორის განსაკუთრებულ სიყვარულზე, სვანეთის და სვანური ფოლკლორის მიმართ. გულწრფელი მადლიერება გამოხატა ფესტივალის იდეის ავტორის, ფინანსური მხარდამჭერის, ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილის მიმართ. ფესტივალის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ფესტივალი ,,სვანსეტი ლენტეხი 2023'' თავის წვლილს შეიტანს ლენტეხის განვითარების საქმეში, უკეთ წარმოაჩენს მის ტურისტულ, გასტრონომიულ, სპორტულ, ლიტერატურულ თუ ფოლკლორის კუთხით არსებულ რესურსს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ,,სვანსეტი ლენტეხი 2023''.
„ვარდობისთვე“ - ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენა
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023" -ის ფარგლებში, ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას - „ვარდობისთვე“ მასპინძლობს. ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე"’ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული - უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა. ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას. გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას. გახსნა: 11 მაისი , 18:00 საათისამუშაო საათები:ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 10:00 – 20:00 საათი ასევე წაიკითხეთ: Laughter for laughter And Sorrow for lies - ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა
IMAGINE DRAGONS 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს
Black Sea Arena-მ აგვისტოში რამდენიმე კონცერტი დააანონსა. შემსრულებლებს შორის - Imagine Dragons-ი და The Killers-ი არიან. Imagine Dragons კონცერტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, ხოლო The Killers-ს Black Sea Arena-ზე ვიხილავთ. კონცერტების განრიგი ასე გამოიყურება: Nile Rodgers & Shick — 5 აგვისტო;FKJ — 6 აგვისტო;Damian Lazarus — 10 აგვისტო;The Killers — 15 აგვისტო;All Day I Dream — 18 აგვისტო;Imagine Dragons — 31 აგვისტო.
ITB Berlin-ი: „უსასრულო ქართული კულტურა - მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, გაოგნებულები ვართ
ITB berlin-ი გამოფენის ოფიციალური მასპინძლის, საქართველოს გალა-მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „უბრალოდ: ვაუ! „უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“ – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში! ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა. გაოგნებულები ვართ! აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე“, – წერს ITB Berlin-ი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსოფლიოში მოდის ცნობილი დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პაკო რაბანის Instagram-ის გვერდზე გავრცელდა. „ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენს დიზაინერს და დამფუძნებელს, პაკო რაბანის, რომელიც დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოდის ფიგურებს შორის, მისი მემკვიდრეობა შთაგონების მუდმივ წყაროდ დარჩება. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ მან ჩვენი ავანგარდული მემკვიდრეობა ჩამოაყალიბა და უსაზღვრო შესაძლებლობები დაადგინა".
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს. ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“); გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.
კიევში ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ
კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია, რომლის თანახმადაც კიევის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ბუბა კიკაბიძის სახელის დარქმევას ითხოვენ. „ვახტანგ კიკაბიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი, უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მხარი დაუჭირა. მსახიობმა უარი განაცხადა რუსეთის მეგობრობის ორდენზე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის საქართველოში შეჭრისა და ტერიტორიების ოკუპაციის გამო. მას შემდეგ ბუბა კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩასულა. მან მხარი დაუჭირა უკრაინას 2014 წლის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაციაში. 2019 წელს ის აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში (ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, რუბიჟნე) რუსი ბოევიკებისგან განთავისუფლების 5 წლისთავის პატივსაცემად ჩავიდა. ის ასევე აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, - ნათქვამია პეტიციაში. სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობას ვუხდით ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის
ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო ესწრება. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა „პატივი მაქვს, წაგიკითხოთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა: ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს. ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტან კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“, – აღნიშნულია წერილში.
ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარის წერილი ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი - ,,მიმინოს" გმირები, - მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“, - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.
კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი გარდაიცვალა
ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა „კლასიკა“. 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა“ კონკურსს; 1996 წელს გახდა კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი; 1997 წელს მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი; 1997 წელს დაარსა „პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი“; ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“. 2000-2012 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი იყო. 2001-2007 წლებში მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეორგანიზება, შექმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს“ და „ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს“. 2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორი; 2012 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე. 1999 წელს მანანა დოიჯაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2005 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის „ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის“ და „მშვიდობის ელჩის“ საპატიო წოდებები. 2004 წელს საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემიით. 2003 წელს კი მანანა დოიჯაშვილმა მიიღო ქართველი მუსიკოსებისათვის უმაღლესი ჯილდო – ზ.ფალიაშვილის სახელობის პრემია.
ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს. მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "Fanfan-Tulip", "Notre Dame Cathedral", "Young Caruso" და ა.შ. 1950-იან და 1960-იან წლებში ჯინა ლოლობრიჯიდა იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. ის 1950-იან წლების სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა. ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსზე სამჯერ იყო ნომინირებული. მსახიობი ამ ჯილდოს მფლობელი ერთხელ გახდა.
ილჰამ ალიევი: თავისი პროფესიონალიზმისა და ნიჭის წყალობით ვახტანგ კიკაბიძე ეპოქის სიმბოლოდ იქცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გაავრცელა. ვახტანგ კიკაბიძე - დიდებული ერის დიდებული ადამიანი - ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარი „დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ ამოტვიფრულია საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. თავისი მრავალმხრივი ნიჭის, პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი უნიკალური ატმოსფეროს წყალობით იგი ეპოქის სიმბოლოდ იქცა. უკრაინის რადა: ვახტანგ კიკაბიძემ სიტყვითა და საქმით დაგვიჭირა მხარი და დაგმო რუსეთის შემოჭრა ვახტანგ კიკაბიძის მიერ შესრულებული როლები, დაწერილი სიმღერები თაობათა გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვახტანგ კიკაბიძე ჩვენი დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, ხოლო მის პიროვნებას პატივს სცემდა და აღაფრთოვანებდა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში. გამოჩენილი ხელოვანისა და გულწრფელი ადამიანის, ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, ჩემი და მეჰრიბან ალიევას სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ტიტანიკი“ კინოთეატრებში ბრუნდება
ფილმი „ტიტანიკი“ 25 წლის იუბილეზე კინოთეატრებში, 10 თებერვალს დაბრუნდება. ახალი თრეილერი და პოსტერი უკვე გამოქვეყნდა, წერს ჟურნალი People. ჯეიმს კემერონის მიერ 1997 წელს გადაღებულმა ფილმმა „ტიტანიკმა“ 11 ოსკარი აიღო. გაიმარჯვა ოქროს გლობუსის 4 ნომინაციასა და გრემის 5 კატეგორიაში როგორც ცნობილია, ფილმში ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეთი ასრულებენ. „ტიტანიკი“ ასახავს რთულ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც განწირულ RMS Titanic-ზე 1912 წელს ვითარდება. „ტიტანიკი“ ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა. 2012 წელს ეკრანებზე ფილმის 3D ვერსია გამოჩნდა. ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა საბოლოოდ $2.2 მილიარდი გამოიმუშავა“, - წერს People.
რომეოსა და ჯულიეტას როლის შემსრულებლები Paramount-ისგან 55 წლის შემდეგ, შიშველი სცენებისთვის $500 მილიონს ითხოვენ
მსახიობები ლეონარდ უაიტინგი და ოლივია ხასი, რომლებმაც რომეო და ჯულიეტა ფრანკო ძეფირელის ამავე სახელწოდების ფილმში განასახიერეს, Paramount-ს შიშველი მოზარდების სურათების გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივიან. Variety-ის ცნობით, გადაღებების დროს ოლივია ხასი 15 წლისა იყო, მისი პარტნიორი კი 16 წლის. ახლა ოლივია ხასი და ლეონარდ უაიტინგი 70 წელს გადაცილებულნი არიან. 30 დეკემბერს, მათ სარჩელი შეიტანეს სანტა-მონიკას უზენაეს სასამართლოში, და Paramount-ი სექსუალურ ექსპლუატაციასა და შიშველი თინეიჯერი ბავშვების სურათების გავრცელებაში დაადანაშაულეს. ისინი სტუდიისგან, მორალური ზიანისთვის $500 მილიონს ითხოვენ. სარჩელში ნათქვამია, რომ რეჟისორი ფრანკო ძეფირელიმ, (რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა), ორივე მსახიობი დაარწმუნა, რომ ფილმში შიშველი სცენები არ იქნებოდა, მაგრამ გადაღებების ბოლო დღეებში, მსახიობების თქმით, რეჟისორმა განაცახდა, რომ თუ ინტიმურ სცენებში შიშვლები არ გამოჩნდებოდნენ, „სურათი ჩავარდებოდა".
ქვეყნები, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლია - პირველ ადგილზეა იტალია
ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1153 ძეგლია. პირველ ადგილს 58 ძეგლით იტალია იკავებს. 2021 წლის ივლისამდე პირველ ადგილზე იყვნენ ჩინეთი და იტალია 55-55 ძეგლით, თუმცა მოგვიანებით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, იტალიას კიდევ სამი ძეგლი დაემატა, ჩინეთს, ერთი. წარმოგიდგენთ ქვეყნების სიას, სადაც მოგზაურობისას თქვენს თვალწინ ყველაზე მეტი ისტორიული ძეგლები ცოცხლდება. 1. იტალია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 58 ძეგლით პირველ ადგილს იკავებს რომის იმპერიისა და რენესანსის სამშობლოს აქვს 53 არის კულტურული და 5 ბუნებრივი ძეგლი. გარდა ამ 58 ფიზიკური ადგილისა, იუნესკო აღიარებს იტალიის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 14 ტრადიცია, რომელთაგან ზოგიერთი იტალიას ეხება, ზოგი კი სხვა ქვეყნებს... 2. ჩინეთი: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 56 ძეგლით, მეორე ადგილზეა. ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი უნიკალური ძეგლია. 3. გერმანია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მესამე ადგილზეა 51 ძეგლით. განსაცვიფრებელი ძეგლები, პარკები, ქალაქები და სასახლეები გერმანიას თავისი მასშტაბით ეხმარება რომ პირველ სამეულში მოხვდეს. 4. ესპანეთი: 49 ისტორიული ძეგლით მეოთხე ადგილს იკავებს. ესპანეთს აქვს კულტურის დამაჯერებელი ნაზავი და განსაცვიფრებელი ბუნებრივი პეიზაჟების მრავალფეროვანი სპექტრი... 5. საფრანგეთი მეხუთე ადგილზეა 48 ძეგლით იუნესკოს სიაში, საიდანაც 42 კულტურული, 5 ბუნებრივი და ერთი შერეული ძეგლია. მსოფლიო კულტურულ და ბუნებრივ ღირებულებათა დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის ფარგლებში შეიქმნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისთვის შედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.) გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.) ზემო სვანეთი (1996 წ.) კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.) 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიო მეკვიდრეობის სიაშია 1153 ობიექტი 167 ქვეყნიდან. მათ შორის 897 კულტურულია, 218 – ბუნებრივი და 39 – შერეული. რეალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ზოგიერთი მათგანი მთელ კომპლექსებს და არქიტექტურულ ანსამბლებს მოიცავს. ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში, მდინარე ლუარას ხეობის გასწვრივ გადაჭიმული ციხესიმაგრეები... იუნესკოს სიაში შესული ობიექტების სიხშირის (ანუ ფართობის ერთეულზე ობიექტების რიცხვის) მიხედვით წამყვანი პოზიციები ფართობით არცთუ დიდ, მაგრამ მჭიდროდ დასახლებეულ ევროპის სახელმწიფოებს უკავია: იტალიას, ბელგიას, შვეიცარიას, ნიდერლანდის სამეფოს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს... უმეტესად სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენს ტურისტების მიზიდულობის ცენტრებს.
პრეზიდენტმა ლაშა მძინარაშვილს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი „კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მძინარაშვილი ფილმ King’s Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც ქართული ცეკვის ილეთები იყო გამოყენებული.
საქართველოს წარმომადგენელმა საბავშვო ევროვიზიაზე მესამე ადგილი დაიკავა
საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.
პრეზიდენტი: საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა
პრეზიდენტმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის პექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა. პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძე საქართველოში თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, შშმ პირთა თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა. „დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა. ამ დღის აღსანიშნავად აქ [ორბელიანების სასახლეში] არაჩვეულებრივი დასის ,,კონტაქტი“ მოყვანა გადავწყვიტეთ. თეატრი, რომლის პერფორმანსსაც შარშან დავესწარი და აღვფრთოვანდი. ეს, მართლაც, უდიდესი საქმეა, რადგან შშმ პირებს ეძლევათ შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ახალგაზრდებს თქვენ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, თვითონ გახდნენ შემოქმედები. კულტურა არის ის, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. მინდა, ამისათვის ამ ახალგაზრდებს, მადლობა გადავუხადო, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ ირინა კოხრეიძეს - თქვენ უნდა გადმოგცეთ ჯილდო იმ წამოწყებისათვის, რომელიც ყველას გვეამაყება. როცა ჩვენ ვუყურებთ, ამ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეულ თქვენს ასეთ შედეგებს, ვხედავთ რომ თვითონ არიან შემოქმედებითი პირები და ჩვენც მათთან ერთად ამ უდიდესი სიამოვნებას, ამისთვის მინდა, რომ ყველას სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2015 წელს, ირინა კოხრეიძისა და გიორგი მიქაბერიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა და მაყურებლის წინაშე უკვე მეშვიდე საავტორო სპექტაკლი წარადგინა. თეატრის დამფუძნებლის გიორგი მიქაბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადმოცემული სახელმწიფო ჯილდო დასის თითოეული წევრისათვის დიდი სტიმულის, დიდი დაფასებისა და დადებითი ენერგიის მომცემია. ,,ამისათვის მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეს სპექტაკლი ორბელიანების სასახლეშიც გვეთამაშა“, - განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ
ჟიურიმ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს პრომეთე სოსო ბლიაძის ფილმს, „ჩემი ოთახი“ გადაეცა. თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულთა სრული სია: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი ოთახი“, რეჟ. სოსო ბლიაძე, (საქართველო) საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი მეგობარი ანდრო“, რეჟ. კატალინა ბაქრაძე, (საქართველო) საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სახელმწიფო სახელმწიფოში“, რეჟ. თეკლა ასლანიშვილი, (საქართველო) საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ჰეი, გუნეშ!“, რეჟ. ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე, (საქართველო) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „დრამერი“, რეჟ. კოტე კალანდაძე, (საქართველო) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „ქრისტე ჩიტი“ (ნათლობა იორდანეში), რეჟ. მიხეილ კვინიკაძე, საქართველო აქსელი, რეჟ. ლევან უჩანეიშვილი, (საქართველო) სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „მაინც ვითამაშებთ“, რეჟ. გიორგი ვარსიმაშვილი, (საქართველო) ჟიურის სპეციალური ჯილდო Klondike, რეჟ. მარინა ერ გორბაჩი, (უკრაინა) ადამიანების უფლებები კინოში – ევროკავშირის სპეციალური ჯილდო Plan 75, რეჟ. ჩი ჰაიაკავა, (იაპონია) ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავარ ფესტივალზე 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო პრომეთე გადაეცათ რეჟისორებს აგნეშკა ჰოლანდს და ოთარ იოსელიანს.