ტექნოლოგიები

მსოფლიოში პირველად — ლიეტუვა ჩერნობილის ტიპის რეაქტორების დემონტაჟს გეგმავს

ლიეტვა იგნალინის ატომურ ელექტროსადგურზე РБМК ტიპის რეაქტორების აქტიური ზონის დემონტაჟისთვის ემზადება — ეს იმავე ტიპის რეაქტორებია, როგორიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იყო. მსგავსი სამუშაო მსოფლიოში ჯერ არავის ჩაუტარებია. დემონტაჟი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეციალური დანადგარებით შესრულდება, რადგან მაღალი რადიოაქტიურობის გამო, ადამიანების პირდაპირი ჩართვა შეზღუდულია. გრაფიტული ნაწილების დაშლაში, სავარაუდოდ, აშშ-ის ან საფრანგეთის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. სადგურზე სამუშაო 2049 წლამდე უნდა დასრულდეს. ბირთვული საწვავი უკვე ამოღებულია და 50 წლით საცავშია გადატანილი, ხოლო საბოლოო გეოლოგიური საცავის ადგილი მომავალში განისაზღვრება. ამასთან, ქალაქი ვისაგინასი რადიაქტიული ტურიზმის ცენტრად განვითარებასაც გეგმავს.  

ახალი ვაქცინა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს

მკვლევრები აცხადებენ, ვაქცინის „ფუნდამენტურად ახალი“ ტიპის შესაქმნელად, რომელსაც ვირუსების დიდი რაოდენობითგან დაცვა და პანდემიების პრევენცია შეუძლია, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაქცინის ძირითადი კომპონენტი მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და რომელიც შემდეგ ადამიანებზე გამოსცადეს. ვაქცინა ყველა კორონავირუსის წინააღმდეგ არის შექმნილი, მათ შორის, Covid-ის ყველა ვარიანტზე, ასევე ვირუსებზე, რომლებიც ამჟამად აინფიცირებს ცხოველებს, მაგრამ აქვთ შემდეგი პანდემიის დაწყების პოტენციალი. მუშაობა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ გუნდი უკვე ავითარებს ცალკეულ ვაქცინებს, რომლებსაც გრიპის და ებოლას წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლიათ.  

საქართველო — პურის ხორბლისა და ღვინის უძველესი კერა: 8000-წლიანი ისტორია — ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ავტორიტეტული კვლევა გამოქვეყნდა

პურისა და ღვინის 8 000-წლიანი ისტორია საქართველოში საქართველო ნეოლითის პერიოდის პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელ ცენტრად მიიჩნევა.  შესაბამის სტატიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი [PNAS] კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებს. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8000 წლის არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.  ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს. მეცნიერებმა დადასტურეს, რომ უძველესი ხორბლის ნაშთები აღმოჩნდა ორ კონკრეტულ არქეოლოგიურ ადგილას: გადაჭრილი გორა; შულავერის გორა. გადაჭრილი გორას და შულავერის გორას არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა 1970-იან წლებში, მკვლევრების — ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის — ხელმძღვანელობით დაიწყო. კვლევები 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ განახლდა. ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები; მდიდარი კერამიკული მასალა; ძვლოვანი არტეფაქტები. აღნიშნული მასალა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმავე ნამოსახლარებში დადასტურებულია უძველესი მეღვინეობის კვალი. ეს აღმოჩენა 2017 წელს ასევე გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში და მან ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამგვარად, არსებული მონაცემების საფუძველზე, საქართველო მსოფლიოში პურისა და ღვინის კულტურის უძველესა კერაა. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან, მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს წარმოადგენდა და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც 8 000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი დოკუმენტურად დადასტურდა. დღემდე ითვლებოდა, რომ მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურების პირველი კულტივაცია/დომესტიკაცია ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე (თანამედროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) უნდა მომხდარიყო.  კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ამ არეალის გაგრძელებას წარმოადგენს და სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების წარმოქმნის ასევე უძველესი ცენტრია. ცნობისთვის, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილი მრავალწლოვან კვლევებს, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია, პალეობოტანიკურ მასალებს სწავლობს. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება „ივერიას“ მიერ. ახალი კვლევა ჟურნალმა მიმდინარე ნომრის ერთ-ერთ გამორჩეულ მასალად შეაფასა და ძირითად სტატიას დაურთო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის კომენტარი — „პური და ღვინო, კულინარიული შეხამების ისტორია.“ კომენტარში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორისაქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8000 წლის არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის — Triticum aestivum — წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. მეცნიერებმა დადასტურეს, რომ უძველესი ხორბლის ნაშთები აღმოჩნდა ორ კონკრეტულ არქეოლოგიურ ადგილას: გადაჭრილი გორა; შულავერის გორა. გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა 1970-იან წლებში, მკვლევრების — ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის — ხელმძღვანელობით დაიწყო. კვლევები 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების მიერ განახლდა. ძეგლებზე გამოვლენილია: ალიზის ნაგებობები მდიდარი კერამიკული მასალა ძვლოვანი არტეფაქტები აღნიშნული მასალა მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა განვითარებულ მიწათმოქმედებას ეწეოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმავე ნამოსახლარებში დადასტურებულია უძველესი მეღვინეობის კვალი. აღნიშნული აღმოჩენა 2017 წელს ასევე გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences-ში და ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამგვარად, არსებული მონაცემების საფუძველზე, საქართველო მსოფლიოში პურისა და ღვინის კულტურის უძველეს კერად მიიჩნევა. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან წარმოადგენდა მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს და დღეისთვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც დოკუმენტურად დადასტურდა 8 000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი. დღემდე ითვლებოდა, რომ მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურების პირველი კულტივაცია/დომესტიკაცია ახლო აღმოსავლეთში, “ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ სახელით ცნობილ ტერიტორიაზე (თანამედროვე ირანი, ერაყი, თურქეთი, სირია, პალესტინა) უნდა მომხდარიყო. კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასია ამ არეალის გაგრძელებას წარმოადგენს და სავარაუდოდ, საკვები მცენარეების სახეობების წარმოქმნის ასევე უძველესი ცენტრია. ცნობისთვის, საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. სტატიაში წარმოდგენილი დასკვნები დიდწილად ეფუძნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოეთნობოტანიკოსის, პროფესორ ნანა რუსიშვილი მრავალწლოვან კვლევებს, რომელიც უკვე ხუთ ათწლეულზე მეტია, პალეობოტანიკურ მასალებს სწავლობს. კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის — „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ — ფარგლებში, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება „ივერიას“ მიერ. ახალი კვლევა ჟურნალმა მიმდინარე ნომრის ერთ-ერთ გამორჩეულ მასალად შეაფასა და ძირითად სტატიას დაურთო ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის სექციის ხელმძღვანელის, პროფესორ მელინდა ზედერის კომენტარი — „პური და ღვინო, კულინარიული შეხამების ისტორია.“ კომენტარში ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან როლს ინოვაციური მიწათმოქმედების განვითარების გლობალურ პროცესებში.  აღსანიშნავია, რომ პურის ხორბალი (Triticum aestivum) დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხორბლის სახეობაა და საერთო მოხმარების დაახლოებით 95%-ს შეადგენს. UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა  

ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, Booking.com მომხმარებლებს აფრთხილებს

ჰაკერებმა მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს, რამაც ექსპერტების აზრით, შეიძლება, თაღლითური შემთვევების ზრდა გამოიწვიოს, რადგან მომხმარებლებს მოტყუებით აიძულებენ, კრიმინალებს ფული გადაუხადონ. ზოგიერთმა მომხმარებელმა BBC-ს და განუცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს საეჭვო შეტყობინებების მიღება. Booking.com აცხადებს, რომ დაზარალებულ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით გააფრთხილებს. ჰოლანდიური კომპანია უარს ამბობს ინფორმაციის გასაჯაროებაზე, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა და რომელ რეგიონებში. პლატფორმა აცხადებს, რომ 2010 წლიდან, თითქმის შვიდი მილიარდი რეგისტრაცია ფიქსირდება, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ სერვისად აქცევს. მომხმარებლებისთვის გაგზავნილ ელფოსტაში კომპანია განმარტავს: „ჩვენ ცოტა ხნის წინ შევნიშნეთ, რომ საეჭვო აქტივობამ გავლენა მოახდინა რიგ ჯავშანზე და დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად.“ წერილის მიხედვით, დამნაშავეებს შეეძლოთ წვდომა სახელებზე, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, ტელეფონის ნომრებსა და წარსული და ამჟამინდელი ჯავშნების დეტალებზე. მომხმარებლების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომა დაფიქსირებულა. კიბერუსაფრთხოების კომპანია Norton-მა თაღლითობებს „ჯავშნების გატაცება“ უწოდა, რადგან კრიმინალები დაუკავშირდნენ Booking.com-ის მომხმარებლებს და ისინი სასტუმროების წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს, რათა მსხვერპლები მოატყუონ და მათგან ფული მიიღონ.  

Amazon-ი სატელიტურ კომპანია Globalstar-ს $11.57 მილიარდად შეიძენს

Amazon-ი Globalstar-ის შესყიდვაზე 11.57 მილიარდი დოლარის (8.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) დახარჯვით, ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. Amazon-ი მასკის „სტარლინკთან“ კონკურენციის გაწევას გეგმავს. როგორც Reuters-ი წერს, ტექნოლოგიური კომპანიები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ სატელიტური კავშირების მომგებიანი ბაზრის დასაპყრობად, თუმცა Starlink-ის 10,000 ერთეულიან ქსელთან მიღწევა რთული ამოცანა იქნება. Amazon-ი მუშაობს თავისი ქსელის გაძლიერებაზე მუშაობს და 2029 წლისთვის დედამიწის დაბალ ორბიტაზე დაახლოებით 3200 თანამგზავრის განთავსებას გეგმავს. ის წელს ასევე ემზადება სატელიტური ინტერნეტ სერვისების დანერგვისთვის.  

53 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ მთვარის გარშემო ასტრონავტები გაგზავნა

10-დღიანი მოგზაურობა მთვარის გარშემო - აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი ოთხი ასტრონავტით გაფრინდა მთავრისკენ, რაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოში პირველი მისიაა მთვარის მიმართულებით. NASA-ს რაკეტა Space Launch System (SLS), რომლის კაფსული ორიონში ეკიპაჟი იმყოფება, კენედის კოსმოსურ ცენტრში, კანავერალის კონცხიდან მზის ჩასვლამდე, ადგილობრივი დროით, საღამოს 6:35 საათზე აფრინდა, რათა დედამიწის ორბიტიდან გაეყვანა პირველი ეკიპაჟი, რომელიც სამი ამერიკელი და ერთი კანადელი ასტრონავტისგან შედგება. NASA-ს ასტრონავტების, რიდ უიზმანის, ვიქტორ გლოვერისა და კრისტინა კუკის, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტის, ჯერემი ჰანსენისგან შემდგარი ეკიპაჟი მივა კოსმოსში უშორეს წერტილამდე, სადაც ადამიანს დღემდე მიუღწევია. ორიონის კაფსული, რომელიც NASA-სთვის Lockheed Martin-მა ააგო, ფრენის დაწყებიდან 3,5 საათში, დედამიწის ორბიტაზე, SLS-ის ზედა საფეხურს დაშორდება.  

53 წლის შემდეგ პირველად, NASA მთვარის გარშემო მისიას გეგმავს

ამერიკელი და კანადელი ასტრონავტები, შესაძლოა, მთვარის გარშემო 53 წლის შემდეგ, პირველად გაფრინდნენ. მისიას [არტემის II] 4 ასტრონავტი შეასრულებს. მისია დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება  კოსმიური ხომალდის ეკიპაჟის წევრები არიან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კოხი გახდება პირველი ქალი, გლოვერი - პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჰანსენი - პირველი არაამერიკელი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს. „არტემის II“-ის ასტრონავტები ფლორიდის გამშვებ პუნქტზე უკვე ჩავიდნენ. გაფრენა დაახლოებით, აპრილის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი. ადამიანი მთვარეზე ბოლოს, 1972 წელს იყო (Apollo პროგრამის დროს). ახლა NASA ცდილობს, ისევ დაბრუნდეს და მომავალში მუდმივი ბაზაც კი შექმნას მთვარეზე, რაც მომავალში მარსზე გაფრენაშიც დაეხმარებათ.  

ყაზახეთის პრეზიდენტმა ოფიციალური პირები გააკრიტიკა Grok-ისა და ChatGPT-ის გადაჭარბებული გამოყენების გამო

ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, ადამიანებმა თავიანთი გამოსვლების წერაც კი შეწყვიტეს და ეს საქმე Grok-სა და ChatGPT-ს გადააბარეს. ამის შესახენ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ფინანსური მონიტორინგის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ძირითად სფეროებს, როგორიცაა, განათლება და ჯანდაცვა, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და გავლენას ახდენს ერის მომავალზე. „ამ სფეროებში დარღვევები უხვადაა. ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგისას მნიშვნელოვანია თანამედროვე მიდგომების გამოყენება კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მთავარი მიზანი არა ყოვლისმომცველი აუდიტი, არამედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველი გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია მოქმედება გადაჭარბების გარეშე. ვიმეორებ: სააგენტოს თანამშრომლების მთავარი ამოცანა არ არის ფინანსური ინსტიტუტების ყოვლისმომცველი აუდიტი, არამედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირებისთვის დროული ზომების მიღება. და აქ, უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან, აუცილებელია ციფრული მეთოდები; სასარგებლო იქნებოდა არამხოლოდ ხელოვნური ინტელექტი, არამედ, მშობლიური ინტელექტიც. შევამჩნიე, რომ ხალხმა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობა დაიწყო; მათ თავიანთი გამოსვლების წერაც კი შეწყვიტეს და ეს საქმე Grok-სა და ChatGPT-ს გადააბარეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები სათანადოდ არ სწავლობენ; ისინი სათანადო განათლებას არ იღებენ, სამაგიეროდ, სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა გზით. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა. მე ველოდები, რომ ფინანსური დაზვერვის ოფიცრები ნამდვილ პატრიოტიზმს გამოავლენენ - პასუხისმგებლიანს და შემოქმედებითს - რაც შეუთავსებელია კორუფციასთან, სიხარბესთან და გაუნათლებლობასთან. გაუნათლებელი ადამიანი, განსაკუთრებით, ხარბი, კორუფციისკენ მიდრეკილი ადამიანი, ვერ იქნება პატრიოტი. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება, საკუთარ თავს პატრიოტები უწოდონ და გარკვეული ლოზუნგებიც გამოაცხადონ, მაგრამ სინამდვილეში ისინი პატრიოტები არ არიან და ეს ყველამ იცის. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ პატრიოტიზმი სწორად გავიგოთ. ამჟამად ახალი კონსტიტუციის ტექსტზე ვმუშაობთ და მჯერა, რომ შევძლებთ პატრიოტიზმის თეზისის ჩამოყალიბებას - პასუხისმგებლიანი და შემოქმედებითი პატრიოტიზმს. ნამდვილმა პატრიოტმა ყველა სფეროში კარგად უნდა იმუშაოს, იქნება ეს ფინანსური მონიტორინგის სააგენტო, სახელმწიფო საწარმო, კერძო საწარმო, უნივერსიტეტი თუ სკოლა. ყველამ კარგად უნდა იმუშაოს თავის სფეროში და შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისინი პატრიოტები არიან. საერთო ჯამში, ამ ზომებმა არ უნდა შეაფერხოს სახელმწიფოს ძალისხმევა სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად ან უარყოფითად იმოქმედოს ბიუჯეტის სახსრების დროულ განაწილებაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ინფორმაციული და კომერციული უსაფრთხოება, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვა,“ აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.  

აშშ და ისრაელი ხელოვნური ინტელექტის, კვლევისა და კრიტიკული ტექნოლოგიების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ამერიკამ და ისრაელმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც შეერთებულ შტატებთან ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში. The Times of Israel-ის ცნობით, შეთანხმება აშშ-ის Pax Silica ინიციატივის ნაწილია, რომელიც მოიცავს ისრაელს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, სინგაპურს, ნიდერლანდებს, გაერთიანებულ სამეფოს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ავსტრალიას. Pax Silica სახელმწიფო დეპარტამენტის ფლაგმანური ძალისხმევაა ხელოვნური ინტელექტისა და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ხელს უწყობს მოკავშირეებსა და სანდო პარტნიორებს შორის ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში ახალი კონსენსუსის მიღწევას. დეპარტამენტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელი ხელოვნური ინტელექტის, კვლევისა და კრიტიკული ტექნოლოგიების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობას იწყებენ. აშშ-ის საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს პარტნიორობა ასევე მიზნად ისახავს უსაფრთხოების გაძლიერებას ტექნოლოგიური უპირატესობის გზით.  

ახალი ერა ლოგისტიკაში - რა მისიას შეასრულებს კოსმოსური-სატრანსპორტო ხომალდი Arc

კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანია Inversion-მა წარმოადგინა ინოვაციური კოსმოსური ხომალდი Arc, რომელიც ორბიტიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში ტვირთის ერთ საათზე ნაკლებ დროში გადასატანად შეიქმნა. Arc-ის კოსმოსური ხომალდი წინასწარ განთავსდება დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რითაც მომხმარებლის საჭიროებებს მოერგება. დროთა განმავლობაში, ორბიტაზე ათასობით Arc იმუშავებს, რითაც გლობალური ლოგისტიკური ქსელის შექმნა იგეგმება. კომპანიის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია კრიტიკული მისიის ფარგლებში, რთული ინფრასტრუქტურის ან მიუწვდომელ გარემოში სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოლფს. „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოება დღეს ყველაზე აქტუალურია, Inversion-ის გრძელვადიანი ხედვა მოიცავს გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე თავდაცვას. კომპანია კოსმოსს ახალი გლობალური ლოგისტიკური ქსელის ხერხემალად მიიჩნევს - ისეთის, რომელიც დედამიწას უფრო ხელმისაწვდომს გახდის,“ - განმარტავენ კომპანიაში. Inversion-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის ჯასტინ ფიაშეტის თქმით, ეს აპარატი გლობალური ლოგისტიკური ქსელის ნაწილი გახდება, რომელიც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის „ტრანსფორმაციულ ხელმისაწვდომობას, მდგრადობასა და შეკავებას“ უზრუნველყოფს. კომპანიამ განაცხადა, რომ კოსმოსურ ხომალდს აშშ-ის სამხედროებისთვის 225 კგ-ს მარაგის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თითქმის მყისიერად მიწოდება შეეძლება. Arc არის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის სიგრძე 2.4, სიგანე კი, 1.2 მეტრია - მას შეუძლია ზუსტი დაშვება პარაშუტის სისტემის გამოყენებით. შექმნილია კრიტიკული აღჭურვილობის ორბიტაზე შესანახად და დედამიწაზე მის მყისიერად დასაბრუნებლად. Arc გამოირჩევა შეუდარებელი სიჩქარითა და პოტენციური სამხედრო გამოყენების შესაძლებლობით, რაც არის უნიკალური გადაწყვეტა სტრატეგიული მისიებისა და სწრაფი რეაგირების ლოგისტიკისთვის. კოსმოსური ხომალდის მიზანია, რომ აშშ-ის სამხედროებს საჭირო მარაგების სწრაფად მიწოდებაში დაეხმაროს. Inversion-ის განცხადებით, Arc გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით, მათ შორის, მაღალი მანევრირებით ფრენის ყველა ფაზაში და ატმოსფეროში ხელახალი შესვლისას დიდი მანძილების დაფარვის უნარით. Inversion-ს უკვე აქვს გამოცდილება ორბიტალურ მისიებში. 2025 წლის იანვარში, მისი პროტოტიპი კოსმოსური ხომალდი Ray, SpaceX-ის Transporter-12 მისიის ფარგლებში ორბიტაზე გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ Ray-მ დედამიწაზე დაბრუნება ძრავის პრობლემის გამო ვერ შეძლო, მან წარმატებით გამოსცადა ძირითადი ტექნოლოგიები ორბიტაზე, რაც კომპანიაში, Arc-ის განვითარებისკენ გადამწყვეტ ნაბიჯად შეაფასეს.  Inversion-ის თანადამფუძნებლისა და ტექნოლოგიების მთავარი დირექტორის ოსტინ ბრიგსის თქმით, პირველი Arc მისია 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.  

ჟურნალმა Time-მა ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები 2025 წლის ადამიანებად დაასახელა

ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემქმნელები ჟურნალ Time-ის 2025 წლის ადამიანებად დასახელდნენ. „2025 წელი იყო წელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალი რეალიზდა და ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. აწმყოს ტრანსფორმაციისა და შესაძლო საზღვრების გაფართოებისთვის, ჟურნალ Time-მა ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები 2025 წლის ადამიანებად დაასახელა,“ - წერს ჟურნალი. გარეკანზე გამოსახულია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სუ, xAI, SpaceX და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი, DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორი დემის ჰასაბისი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი და ImageNet-ის დამფუძნებელი ფეი-ფეი ლი. ყველა მათგანი მრავალსართულიანი შენობების ზემოთ, ფოლადის ძელზე მჯდომარეა გამოსახული, რაც ვიზუალური მინიშნებაა 1932 წლის ლეგენდარულ ფოტოზე „სადილი ცათამბჯენზე.“ Time 1927 წლიდან მოყოლებული ირჩევს ადამიანს, ჯგუფს ან იდეას, რომელმაც კონკრეტულ წელს უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე. გასული წლის ადამიანად ტრამპი აღიარეს.  

თურქეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჰიბრიდული ენერგოსისტემა ორბიტაზე განათავსა

მედიის ცნობით, თურქეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჰიბრიდული ენერგოსისტემა ორბიტაზე განათავსა. „ფერგანი უზაის“ მიერ შემუშავებულმა სრულად თურქული წარმოების ორბიტულმა ბუქსირმა FGN-TUG-S01-მა 6 დეკემბერს, 08:46 საათზე (GMT+4) წარმატებით დაასრულა კრიტიკული მანევრი, რითაც 35 წამიან ოპერაციაში გაააქტიურა თავისი მთავარი ჰიბრიდული ძრავის სისტემა, იტყობინება თურქული კომპანია Baykar-ი. „ეს ოპერაცია ინოვაციაა არამხოლოდ თურქეთის კოსმოსური ინდუსტრიისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა კომპანიამ.  

სამი მსხვილი კომპანია SpaceX-ის ევროპულ ანალოგს ქმნის

ევროპული კომპანიები SpaceX-თან კონკურენციისთვის ერთიანდებიან. სამი ევროპული მსხვილი კომპანია SpaceX-ის ევროპულ ანალოგს ქმნის.  Airbus-მა, Leonardo-მ და Thales-მა კოსმოსური ბიზნესის გაერთიანების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რათა შეიქმნას ერთიანი ევროპული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ს კონკურენციას გაუწევს.  Airbus (AIR.PA), Thales (TCFP.PA) [ორივე საფრანგეთიდან] და იტალიური კომპანია Leonardo (LDOF.MI) შექმნიან ერთობლივ საწარმოს, რომელიც ტულუზაში დაფუძნდება და საქმიანობას 2027 წელს დაიწყებს. „ევროპის კოსმოსური ჩემპიონის“ სახელით წარდგენილი ახალი კომპანიის შტაბბინა ტულუზაში განთავსდება. კომპანია დაახლოებით 25 000 ადამიანს დაასაქმებს და მისი წლიური ბრუნვა 6.5 მილიარდ ევროს (7.5 მილიარდი აშშ დოლარი, 5.6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) შეადგენს. სამი კომპანია გააერთიანებს თავის ინტერესებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კოსმოსური კვლევა, დედამიწის დაკვირვება, კოსმოსური საფრთხეები და თანამგზავრული ნავიგაცია. Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა,გიიომ ფორიმ, Leonardo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტო ჩინგოლანიმ და Thales-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრის კეინმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ახალი კომპანიის შექმნა „ევროპის კოსმოსური ინდუსტრიისთვის გადამწყვეტ ეტაპს“ უსვამს ხაზს. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესების დასაცავად, ახალი ბიზნესი გააერთიანებს ხუთ ახალ ეროვნულ კომპანიას დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში. ის გამოიყენებს თავდაცვის გიგანტის MBDA-ს მსგავს სტრუქტურას, რომელიც ასევე ჩამოყალიბდა რამდენიმე ეროვნული ოპერაციის შერწყმის შედეგად. ცნობისთვის, SpaceX მილიარდერმა ილონ მასკმა 2002 წელს დააარსა, თავდაპირველად, მისი მიზანი NASA-ს ეკონომიურ ალტერნატივად ჩამოყალიბება იყო. ეს კი, ევროპული აერონავტიკის აქტივების ყველაზე ამბიციური გაერთიანებაა 2001 წელს რაკეტების მწარმოებელი MBDA-ს შექმნის შემდეგ. სამ ჯგუფს შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო.  

მეცნიერებმა დაადგინეს, რამ გამოიწვია წელს ძლიერი მიწისძვრები სანტორინიზე

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წელს საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად მომხდარი ათიათასობით მიწისძვრის „გროვა“ სამი თვის განმავლობაში, მიწისქვეშა არხში გამდნარი ქანების ამოტუმბვით იყო გამოწვეული. მათ გამოიყენეს ფიზიკა და ხელოვნური ინტელექტი, რათა ზუსტად გაერკვიათ, თუ რამ გამოიწვია 25 000-ზე მეტი მიწისძვრა, რომლებმაც ჰორიზონტალურად დაახლოებით 20 კმ-ში (12 მილი) გაიარა დედამიწის ქერქში. წელს საბერძნეთის კუნძულ სანტორინთან დაფიქსირებული ათიათასობით მცირე მიწისძვრის მიზეზი საბოლოოდ გაირკვა: მეცნიერების თქმით, ეს ბიძგები მიწისქვეშა არხში მოძრავმა მაგმამ გამოიწვია, რომელიც სამი თვის განმავლობაში ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მკვლევრებმა ფიზიკის მეთოდებისა და ხელოვნური ინტელექტის კომბინაციით დეტალურად გაანალიზეს 25 000-ზე მეტი ბიძგი. თითოეული მიწისძვრა მათთვის ერთგვარი „ვირტუალური სენსორი“ იყო, რის მეშვეობითაც, შეძლეს გაერკვიათ, რომ მაგმა დაახლოებით 20 კილომეტრის სიგრძეზე გადაადგილდებოდა დედამიწის ქერქში. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორი სტივენ ჰიქსი (UCL) ამბობს, რომ ფიზიკისა და ხელოვნური ინტელექტის ასეთი გაერთიანება მომავალში შეიძლება, ვულკანური ამოფრქვევების უფრო ზუსტად წინასწარ განჭვრეტაში დაგვეხმაროს. სეისმური აქტივობა საბერძნეთის კუნძულების, სანტორინის, ამორგოსისა და ანაფის ტერიტორიაზე 2025 წლის იანვარში დაიწყო. კუნძულებზე ათიათასობით მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან ბევრი 5.0 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის იყო.  

მკვლევრებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც სასაუბრო აპლიკაციებში პროპაგანდას ავლენს

შვეიცარიის ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (EPFL) მკვლევრებმა, გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტისა და ბოხუმის რურის უნივერსიტეტთან ერთად, შექმნეს ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც სასაუბრო აპლიკაციებში, [როგორიცაა Telegram-ი] პროპაგანდას ავლენს. 13.7 მილიონი პოლიტიკური კომენტარის ანალიზის შედეგად, სისტემამ ამოიცნო განმეორებადი კონტენტის ნიმუშები 97.6%-იანი სიზუსტით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. აღნიშნული ნიმუშები დეზინფორმაციის ქსელების არსებობაზე მიუთითებს.   

ავსტრალია გზის სახიფათო მონაკვეთზე ავარიების შემცირების ტექნოლოგიას ცდის

ავსტრალიაში, გზაზე შექმნეს სპეციალური ხაზები, რომლებიც ღამით ანათებს, რომ მძღოლებმა გზა უკეთ დაინახონ. ჯერ ერთ მონაკვეთზე სცადეს და 6 თვეში ავარიების რიცხვი 67%-ით შემცირდა. ახლა სურთ, რომ ეს „მანათობელი“ ხაზები სხვა გზებზეც სცადონ, რადგან ეფექტიანია და უსაფრთხოებას ზრდის. გამოკითხული მძღოლების 83-მა პროცენტმა განაცხადა, რომ „ჭკვიანი ტექნოლოგია“ შტატის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზის მონაკვეთზე „მზარდ სიმშვიდეს“ უზრუნველყოფს. ნაგებობა ბულლის უღელტეხილზე, სიდნეის სამხრეთით,  დეკემბერში დამონტაჟდა. ეს ტერიტორია შეირჩა მას შემდეგ, რაც 12 თვის განმავლობაში თითქმის ავარიის 125 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ უღელტეხილს ინტენსიურად იყენებენ დიდი სატვირთო მანქანებისა და მოტოციკლების მძღოლები - ახალი მონიშვნები „ციცაბო დაღმართის შუა ნაწილში დამონტაჟდა, რათა მკვეთრი მოსახვევის შესახებ ცნობიერება გაზარდონ.“ ავსტრალიაში უსაფრთხო გზისთვის ახალ ტექნოლოგიას ტესტავენ — საგზაო ნიშნები და საფარი სპეციალური ფოტოლუმინესცენტური საღებავით დაფარეს. ეს საღებავი დღის განმავლობაში მზის ენერგიას შთანთქავს და ღამით რბილ ნათებას გამოჰყოფს, რაც გზის ხილვადობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ელექტროენერგიის გარეშე -  „მანათობელი“ გზები მანქანების უსაფრთხო მოძრაობას ხელს უწყობს, განსაკუთრებით - ღამის საათებში - ამცირებს გარე განათების საჭიროებას, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად კვეცს. თუ პროექტი წარმატებით დასრულდება, ეს ინოვაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უფრო უსაფრთხო და მდგრადი გზების განვითარების მიმართულებით. ინოვაციური მეთოდი თავდაპირველად, ავსტრალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში, ახალი სამხრეთ უელსის სახიფათო გზატკეცილის 200 მეტრიან მონაკვეთზე გამოსცადეს, რათა მძღოლების უსაფრთხოება გაეზარდათ და დახმარებოდნენ მათ, რომ დაბალი ხილვადობის მქონე გზებზე, მონიშვნები უკეთესად დაენახათ.  

თურქეთმა თავისი მერვე გემი წარადგინა

თურქეთში, იალოვას ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, სეფინეს გემთსაშენ ქარხანაში გამართულ ცერემონიაზე ანკარამ თავისი მერვე ეროვნული წარმოების გემი, მრავალფუნქციური ფრეგატი TCG Icel (F-518) წარადგინა. TCG Icel-ს  სათვალთვალო, სადაზვერვო პატრულირება, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საბრძოლო მოქმედებები, საჰაერო თავდაცვა, თავდაცვისა და საძიებო-სამაშველო მისიები ყველა ამინდის პირობებში შეუძლია. ფრეგატს ზღვაში დარჩენა სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში შეუძლია, ხოლო გემბანზე 10-ტონიანი ვერტმფრენების ან უპილოტო საფრენი აპარატების განთავსება იქნება შესაძლებელი. TCG Icel-ს აქვს ადგილობრივი წარმოების იარაღის სისტემები, სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა. თურქული ფირმა MKE-ს მიერ წარმოებული 76 მილიმეტრიანი ქვემეხი, Gokdeniz-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, Midlas-ის ვერტიკალური გამშვები სისტემა და Atmaca-ს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს შორისაა. იარაღთან ასევე ინტეგრირებული იქნება 3D საჰაერო და ზედაპირული საძიებო რადარი, ცეცხლის მართვის რადარი, ელექტროოპტიკური საძიებო და თვალთვალის სისტემა, ელექტრონული ომის სისტემა და ქსელური საბრძოლო მართვის სისტემა ADVENT.   

გაერთიანებულ სამეფოში წყალბადზე მომუშავე სატვირთო გემი გამოსცადეს

წყალბადზე მომუშავე უპილოტო გემმა - Pioneer 24-საათიანი საზღვაო მისია, სრულიად დისტანციურად და გამონაბოლქვის გარეშე (ე.წ. ნულოვანი ემისიები) წარმატებით განახორციელა. გემი ბრიტანულ კომპანია ACUA Ocean-ს ეკუთვნის. კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზღვაო ტრანსპორტის გამწვანებისკენ და აჩვენებს, რომ საზღვაო სფეროში წყალბადის ენერგიას ეკოლოგიურად სუფთა მომავლის შექმნა შეუძლია. ეს მსოფლიოში დისტანციურად მართვადი და წყალბადზე მომუშავე გემის ოფიციალურად პირველი სერტიფიცირებაა. Pioneer არის მრავალფუნქციური, ეკოლოგიურად სუფთა და ტექნოლოგიურად მოწინავე უპილოტო გემი, რომელიც განკუთვნილია: მაღალი ხარისხის მონაცემთა შეგროვებისთვის და გარემოს ადაპტაციისთვის; საფრთხეებისა და რთული პირობების პირობებში საზღვაო საქმიანობისთვის; სამეცნიერო კვლევებისა და ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგისთვის; გრძელ დროსა და დაბალი ბიუჯეტით შესრულებული ოპერაციებისთვის.  

Spotify შეტყობინებების ფუნქციას ამატებს

სტრიმინგსერვისების პლატფორმა Spotify ახალ ფუნქციას ამატებს. Spotify Technology-მ განაცხადა, რომ შეტყობინებების ფუნქციის დანერგვას ამ კვირაში დაიწყებს. ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც უფასო, ასევე პრემიუმ გამოწერის მფლობელებისთვის.  

თურქეთმა მაღალსიჩქარიანი დრონის სისტემა - Simsek-ი წარმატებით გამოსცადა

თურქეთის თავდაცვის სისტემის მაღალსიჩქარიანი დრონების სისტემა - „სიმსეკი“ წარმატებით გამოსცადეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „ჩვენმა თავდაცვის ინდუსტრიამ კიდევ ერთი კრიტიკული შესაძლებლობა შეჰმატა თავის არსენალს,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა.  ანკარის შეფასებით, ეს ნაბიჯი ტექნოლოგიური მიღწების კონკრეტულ დემონსტრირებაა, რაც მთლიანად ეროვნული შესაძლებლობებით არის შემუშავებული, ეს კი, აძლიერებს თურქეთის ოპერატიულ მოქნილობას და აძლიერებს შეკავების უნარს.  „სიმსეკი“ Turkish Aerospace Inc.-მა (TAI) შექმნა.