თეგი: ბალი

ლავროვი ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს ინდონეზიაში, ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, იტყობინება Associated Press-ი. მოსკოვმა ეს ინფორმაცია უარყო.  AP კი, იტყობინება, რომ ლავროვს გული აწუხებდა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია უსაფუძვლოდ ვრცელდება. „რა თქმა უნდა, ეს სიყალბის მწვერვალია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ. ინდონეზიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს. ლავროვი ბალიზე კვირას ჩავიდა. სამიტზე ის რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად ჩავიდა.  

ლავროვი, ბალიზე ჰოსპიტალიზაციის ფაქტს უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ინფორმაცია, რომ ბალიზე ჩასვლისთანავე, (სადაც ხვალ G20-ის სამიტი გაიხსნება), მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საავადმყოფოში მოათავსეს. ლავროვი ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP მანამდე რამდენიმე მსხვილი დასავლური მედია, ინდონეზიის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ 72 წლის ლავროვს, სავარაუდოდ, ბალიზე გულის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბალზე დღეს ჩავიდა. ის სამიტს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად ესწრება. რუსეთის პრეზიდენტი G20-ის სამიტს ბოლოს 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაესწრო. დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტისგან დისტანცირდნენ. პუტინმა სამიტი დასრულებამდე დატოვა.  G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.