თეგი: ბულინგი

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშს, რომელსაც სკოლაში დასცინოდნენ, სასკოლო ოთახამდე გაჰყვა

სტევო პენდაროვსკიმ, 11 წლის გოგო, რომელიც სკოლაში ე.წ. ბულინგის მსხვერპლი იყო, საკლასო ოთახამდე მიაცილა, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს. პრეზიდენტი დედაქალაქ სკოპიედან 65 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ გოსტივარში სპეციალურად ჩავიდა. „ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ამ საზოგადოებაში. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მის მიმართ“, - თქვა პენდაროვსკიმ. ამასთან, სკოლაში ბავშვის ჩაგვრის გამო, გამოძიება დაიწყო.    

განათლების სამინისტრომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმის შესწავლა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.“ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს. საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს. როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.